სამკვიდროს გახსნის საკითხი კომლში.
სარჩევი:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15131 მუხლი
ინსტრუქციის მე-40 მუხლის [მე-6,მე-7,მე-8 პუნქტები]
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15131 მუხლი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15131 მუხლი აწესრიგებს კომლში
სამკვიდრო ქონების გახსნის
საკითხებს:
მუხლი 15131. კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდროს გახსნა
+
1. თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, „კომლის საერთო ქონებაზე’’ სამკვიდრო გაიხსნება კომლის „ბოლო წევრის“ გარდაცვალების დღიდან, თუკი საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული „კომლის ყველა წევრი“, 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, გარდაცვლილია.
2. თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული „კომლის წევრის’’ 2019
წლის 1 აგვისტოს შემდეგ გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო
„მის წილ ქონებაზე“ გაიხსნება, მიუხედავად იმისა, იგი კომლის „ბოლო წევრი“ იყო თუ არა.
3. კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ეს ქონება კომლის წევრების თანასაკუთრებაა და მასზე ვრცელდება თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები.[ანუ
სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები]
ინსტრუქციის მე-40 მუხლის [მე-6,მე-7,მე-8 პუნქტები]
მუხლი 40. საკომლო წიგნიდან ამონაწერი [საჯარო რეესტრის ინსტრუქცია]
6.საკომლო
წიგნის ჩანაწერების საფუძველზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში“ რეგისტრირებულ პირებს რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე წარმოეშობათ თანასაკუთრების უფლება,
მასზე[მიწაზე] ვრცელდება თანასაკუთრებისთვის
დადგენილი საერთო წესები და ერთ-ერთი თანამესაკუთრის გარდაცვალების
შემთხვევაში, მის წილზე
საკუთრების უფლება გადადის მემკვიდრეობით.
7.თუ საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში
მითითებული კომლის ყველა წევრი 2019 წლის 1 აგვისტომდე გარდაიცვალა, კომლის [საერთო] ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს
კომლის „ბოლო“ გარდაცვლილი წევრის მემკვიდრეს.
8. თუ ა)კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში“ რეგისტრირებული არ არის და ბ) საკომლო
წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის წევრი 2019 წლის 1 აგვისტოს
შემდეგ გარდაიცვალა (მიუხედავად იმისა, იგი „კომლის ბოლო წევრი“ იყო
თუ არა), „მის[გარდაცვლილის] წილ ქონებაზე“ საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს მემკვიდრეს.
საჯარო რეესტრში „თანამესაკუთრედ“ რეგისტრირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, „მის წილზე ‘’ საკუთრების უფლება როდის გადადის
მემკვიდრეობით და როდის არა
.
·
თუ უძრავ ნივთებზე უფლებათა
რეესტრში, საკომლო წიგნის ჩანაწერების
საფუძველზე, კომლის ქონებაზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება, კომლის წევრებს რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე „თანასაკუთრების უფლება“ წარმოეშობათ.
·
ამ უძრავ
ნივთზე ვრცელდება
„თანასაკუთრებისთვის’’ დადგენილი საერთო წესები[რაც სამოქალაქო კოდექსშია თავმოყრილი ]
ხ
·
ერთ-ერთი თანამესაკუთრის
გარდაცვალების შემთხვევაში, „მის კუთვნილ წილზე“ საკუთრების უფლება მემკვიდრეობით გადადის. ამიტომ ასეთ დროს, გარდაცვალების მოწმობის საფუძველზე კომლის წევრის „თანამესაკუთრეებიდან’’ ამოშლა კომლის სხვა
წევრების მოთხოვნით ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
·
აღნიშნული წესი ვრცელდება
იმ შემთხვევაშიც, თუ საკომლო წიგნის საფუძველზე უფლება ე.წ. „თანამესაკუთრის
მითითებით’’ დარეგისტრირდა (იმ მიზეზით, რომ რეგისტრაციის
დროს არ იყო წარდგენილი ამ კომლის წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი) [ამ
თემაზე იხ. „საჯარო რეესტრის ინსტრუქციის’’ მე-40 მუხლის მე-3 ნაწილი] და
ეს „მითითებული თანამესაკუთრე“ გარდაიცვლება ამგვარი რეგისტრაციის
შემდეგ.
„უძრავ ნივთზე კომლის
წევრთა საერთო საკუთრების უფლება
რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში
თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და აღინიშნება მათი საერთო
საკუთრების შესახებ.
იმ შემთხვევაში,
თუ სააგენტოს არ წარედგინება
კომლის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში“ დარეგისტრირდება კომლის მხოლოდ
იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი
იქნება წარდგენილი,
ხოლო კომლის დანარჩენ წევრებთან
დაკავშირებით გაკეთდება მითითება „თანამესაკუთრის
არსებობის თაობაზე“.
[საჯარო რეესტრის ინსტრუქცია მე-40
მუხლი ნაწილი მე-3]
ხ
·
„თანამესაკუთრის“ მემკვიდრეს აქვს „სამკვიდრო მოწმობის“ საფუძველზე „გარდაცვლილი თანამესაკუთრის კუთვნილ წილზე’’ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება და მხოლოდ „გარდაცვალების მოწმობის წარდგენით’’ „გარდაცვლილი პირის უფლება’’ არ უქმდება.
·
„თანამესაკუთრის“ შესახებ
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში“ ჩანაწერი უნდა გაუქმდეს და „თანამესაკუთრის მემკვიდრეს’’ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არ ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ „გარდაცვალების მოწმობით ‘’დადგინდება, რომ:
ა)„თანამესაკუთრე“ გარდაცვლილია კომლის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე
და
ბ)ამასთან, 2019 წლის 1-ელ აგვისტომდე
Комментарии
Отправить комментарий