სოციალური უთანასწორობა: ცნება , მაგალითები, გამომწვევი მიზეზები, თანამედროვე კრიტერიუმები, დაბალანსების გზები
სარჩევი:
რა არის „სოციალური უთანასწორობა“?[ცნება]
სოციალური უთანასწორობის მაგალითები
სოციალური უთანასწორობის გამომწვევი
მიზეზები
„სოციალური უთანასწორობის“ - კრიტერიუმები
„სოციალური უთანასწორობით“ გამოწვეული პრობლემები
შესაძლებელია თუ
არა „სოციალური უთანასწორობის“ აღმოფხვრა?
შესავალი
საზოგადოებაში არსებული
ურთიერთობების, ინდივიდების სტატუსებისა და როლების მრავალფეროვნება იწვევს ადამიანებს
შორის მნიშვნელოვანი განსხვავებების გაჩენას .
დღეს სოციალური უთანასწორობა ერთ-ერთი პრობლემაა
ქართული საზოგადოების. ქვემოთ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის სოციალური უთანასწორობა, განვიხილავთ მაგალითებს, მის მიზეზებს და დაძლევის
გზებს.
რა არის „სოციალური უთანასწორობა“?[ცნება]
სოციალური უთანასწორობა არის- ადამიანების დაყოფა საზოგადოებაში მათი სოციალური სტატუსის საფუძველზე, რაც იწვევს მატერიალური სიკეთეების მოხმარების არათანაბარი შესაძლებლობების გაჩენას.
საზოგადოებას
პირამიდის სახით თუ წარმოვიდგენთ, მის ფუძეს შექმნიან მოსახლეობის
უღარიბესი ფენები, ხოლო სულ ზედა ფენა
შედგება შეზღუდული რაოდენობის უმდიდრესი ადამიანებისგან, რომლებიც მჩაგვრელების როლს ასრულებენ მათ ქვემოთ მდებარე საზოგადოების
ფენებთან მიმართებაში.
სოციალური
უთანასწორობა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ფორმათაგან ძირითადია მოსახლეობის დაყოფა ღარიბებად და მდიდრებად.
(ასეთი ღარიბებად
და მდიდრებად „დაყოფის’’ მაგალითები შეიძლება მოიყვანო ლიტერატურიდან [ილიას „აჩრდილი’’)(გრ. ორბელიანი)(მიხეილ ჯავახიშვილის თეიმურაზი-რევოლუციის შემდეგ)(ფეოდალიზმის
დრო -„დიდოსტატის მარჯვენა’’,“კაცია ადამიანი ?!)(ქვის ხანის დრო- „იგი“)(რევოლუციის
დრო “ჰაკი აძბა’’) და სხვ. ან ისტორიიდან
[შეადარო სტალინის დრო და
ჩრდილოვანი ეკონომიკის დრო)(განიხილო ვითარება საბჭოთა კავშირის დანგრევის
შემდეგ)(ვითარება ვარდების რევოლუციის მერე)(ვითარება ამჟამად)და სხვ.
საზოგადოების
ფენებად დაყოფის პროცესი დაწყებულია კაცობრიობის მიწათმოქმედებაზე გადასვლით და კერძო
საკუთრების გაჩენით . ყველაზე წარმატებული მესაკუთრეები ცდილობდნენ გაემყარებინათ
მოპოვებული მდგომარეობა და გადეცათ ის მემკვიდრეობით.სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო მემკვიდრეობის სამართლის საფუძვლების ჩამოყალიბება.
რელიგიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საზოგადოების
ფენებად დაყოფაში. რელიგიურმა წარმოდგენებმა
გამოიწვია კულტის მსახურთა კასტის გაჩენა ,ხოლო დაპყრობითი ომების შედეგად გაჩნდა მონების ფენა, რომელსაც მთლიანად ჩამოერთვა
ყველანაირი უფლებები.(აქ შეიძლება გაიხსენე ნაპოლეონის ციტატა ეკლესიაზე სხვა
მსგავსი გამონათქვამები )
სოციალური უთანასწორობის ნიშნები დამახასიათებელია კაცობრიობის განვითარების ყველა პერიოდისთვის, გამონაკლისის
გარეშე. თუ პრიმიტიულ საზოგადოებაში ფენებს შორის უთანასწორობა მინიმალური იყო და მხოლოდ ბელადებს და ქურუმებს
ჰქონდათ გარკვეული პრივილეგიები, შემდეგში პროცესმა დაიწყო გაღრმავება. მონობის გაჩენა , ფენებად ან
კასტებად დაყოფა დამახასიათებელი იყო ქვეყნების
უმეტესობისთვის, ხოლო ინდოეთში კასტების სისტემა დღემდე არსებობს.(გაიხსენე ინდური კასტები იხ.ფაილი „ადამიანის უფლებები“)
სოციალური უთანასწორობის მაგალითები
სოციალური უთანასწორობის ყველაზე კონტრასტული[ყველაზე თვალსაჩინო] მაგალითებია,
საზოგადოების
დაყოფა სხვადასხვა უფლებებისა და შესაძლებლობების მქონე კლასებად:
- მონობა. უთანასწორობის უძველესი ფორმაა,
რომელიც ითვალისწინებს ადამიანის სრულ დამორჩილებასა და დამონებას.(ისტორიიდან
შეიძლება გაიხსენო: სპარტაკი-რომში; აშშ-ს სამოქალაქო ომი და სხვა.)
- კასტები. წარმოშობის მიხედვით სოციალური სტატუსის მყარი ფიქსაციის სისტემაა.
ადამიანის კასტებს შორის გადასვლა
შეუძლებელია; დამახასიათებელია
ინდოეთისთვის;
3.
ფენები. უფრო მეტად, ეს იყო მატერიალური დაყოფის ფორმა, სადაც დიდგვაროვნებსა და სასულიერო პირებს ჰქონდათ მემკვიდრეობის უფლება
სოციალური უთანასწორობის გამომწვევი მიზეზები
სოციალური
უთანასწორობის მიზეზების განხილვისას, თეორეტიკოსები სამ ძირითად მიზეზს ასახელებენ:
1.
„ფუნქციონალობა“
2.
„სტატუსი“
3. „ეკონომიკური მიზეზები“.
ა) „ფუნქცინალობა’’
ფუნქციონალობა-
მდგომარეობს საზოგადოების გარკვეული სოციალური
ჯგუფებისთვის მინიჭებულ სხვადასხვა ფუნქციებში.
საზოგადოებას შეუძლია
განვითარდეს მხოლოდ შრომის დანაწილების
პირობებში, როდესაც გარკვეული ჯგუფი პასუხისმგებელია (!) კონკრეტული ამოცანების
გადაჭრაზე(!), რასაც დიდი
მნიშვნელობა აქვს მთელი საზოგადოებისთვის.
მაგალითად, ერთი
სოციალური ჯგუფი ქმნის მატერიალურ სიკეთეებს
, მეორე სოციალური ჯგუფი სულიერ
ღირებულებებს მესამე სოციალური ჯგუფი
თავის თავზე იღებს მართვის და
კონტროლის ფნქციას და ა.შ.
საზოგადოების წარმატებული
არსებობისთვის მნიშვნელოვანია თითოეული სოციალური ჯგუფი , მაგრამ მათი მნიშვნელოვნების ხარისხი
განსხვავდება ერთმანეთისგან. შედეგად, ფუნქციონალის
მიერ ჩამოყალიბებული იერარქია
ხდება სხვადასხვა
შესაძლებლობების მქონე კლასების გაჩენის მიზეზი.
ხ
ბ) სოციალური „სტატუსი’’
სტატუსი-სტატუსით
გამოწვეული უთანასწორობის მიზეზები საზოგადოების ცალკეული სუბიექტების ქცევაში იმალება; იკავებს
რა განსაზღვრულ
მდგომარეობას(თანამდებობას)საზოგადოებაში,ინდივიდი იძენს შესაბამის სტატუსს.აქედან
გამომდინარე,სოციალური
უთანასწორობა სხვა არაფერია
თუ არა სტატუსების უთანასწორობა.[ეს დაიმახსოვრე]
საკუთარი თავის წარმატებული რეალიზაცია ადამიანისთვის შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს გარკვეული უნარები(!), რაც მას საშუალებას აძლევს მიაღწიოს მისთვის სასურველ სტატუსს(ანუ პოზიციას,მდგომარეობას) საზოგადოებაში.
უნარებში არ იგულისხმება მხოლოდ პროფესიული უნარები და ცოდნა(!)( ანუ მხოლოდ ეს საკმარის არ არის), არამედ პირადი თვისებებიც(!), რომლებიც საშუალებას აძლევს მას განავითაროს კარიერა.(მაგ. საჭიროა პირადი თვისებებია: კომუნიკაბელურობა, ემოციების მართვა,იუმორი და ა.შ.)
ადამიანები ცდილობენ აიმაღლონ სტატუსი, რადგან მაღალი სტატუსები გულისხმობენ : ფინანსური კეთილდღეობას, შესაძლოა სახელისუფლებო
უფლებამოსილებას, მაღალ წრეებში კავშირებს და ა.შ.
ხ
გ)“ეკონომიკური მიზეზები’’
უთანასწორობის ეკონომიკური მიზეზები კი მდგომარეობს მოსახლეობაში მატერიალური სიკეთეების არათანაბარ განაწილებაში და საკუთრების მიმართ ინდივიდების სხვადასხვა დამოკიდებულებაში. შედეგად,
სხვადასხვა მატერიალური სიმდიდრის
მქონე კლასები განიცდიან „სხვა“
კლასებისადმი ანტაგონიზმს.
ანტაგონიზმ-ი (ანტაგონიზმისა) - ბერძ. შეურიგებელი წინააღმდეგობა, ინტერესთა შეურიგებელი დაპირისპირება.
ხ
„სოციალური უთანასწორობის“ - კრიტერიუმები
ფეოდალურ საზოგადოებაში აღიარებულია საზოგადოების დაყოფა ფენებად,ამასთან
თითოეული ფენის წარმომადგენლები მკაცრად შეზღუდულები არიან ურთიერთობებში სხვა
ფენების წარმომადგენლებთან(მაგ ქართული ფილმი „ქეთო და კოტე“ მთლიანად ამაზე
აგებული),ხოლო მათი[ფენების] უფლებები და ვალდებულებები მკაფიოდ არის გაწერილი,მათი გვერდის ავლა ინდივიდისთვის
შეუძლებელი და დაუშვებელია(გაიხსენე ილიას „გლახის ნაამბობი’’ და „ოთარაანთ ქვრივი’’ და სხვა)
ინდუსტრიულ საზოგადოებაში(ანუ ბურჟუაზიულ/კაპიტალისტურ საზოგადოებაში) „თანასწორობა“ დეკლარირებულია[გამოცხადებულია] ,
მაგრამ სინამდვილეში ის არ არსებობს.
ასეთ
საზოგადოებაში ფენებად დაყოფა ემყარება მატერიალური
სიმდიდრის სხვადასხვა დონეს, ხოლო სიმდიდრე
თავმოყრილია ადამიანთა შეზღუდული ჯგუფის
ხელში, რაც იწვევს საზოგადოებაში სოციალური დაძაბულობის(!) ზრდას.
ამავე
დროს, ეს არის ისეთი უთანასწორობა, რომელიც მოქმედებს როგორც განვითარების სერიოზული სტიმული. (როგორც „საჯდომში მახათი“)
მაგ.
თანამედროვე საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ე.წ. საშუალო კლასი(!), ამუ ინდივიდების ჯგუფი , რომლებიც
მდიდრებსა და ღარიბებს შორის საშუალო პოზიციას იკავებენ.
რაც
უფრო დიდია საშუალო კლასის
ფენა ქვეყანაში , მით უფრო მეტი
შესაძლებლობა აქვს მას გავლენა მოახდინოს საჯარო პოლიტიკაზე(!)(სხვა სიტყვებით
-ძალიან მდიდრების პოლიტიკაზე) და საზოგადოებაში ღირებულებების ნაკრების
ფორმირებაზე.
თანამედროვე საზოგადოებას [ე.წ. „პოსტინდუსტრულ
საზოგადოებას“] ახასიათებს ადამიანების დაყოფა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით(ანუ ნახე რითი
ფასდება დღევანდელ საქართველოში ,ისევე როგორც სხვა ქბეყნებში, ადამიანი):
- შემოსავალი- გამოხატული ფულადი ფორმით, მიღებული შრომის
სანაცვლოდ ან საკუთრების
ფლობით (იჯარა,რენტა)
- ძალაუფლება -ინდივიდის გარშემო მყოფი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ექვემდებარებიან მის გადაწყვეტილებებს მათი ნების
საწინააღმდეგოდ;
- განათლება-ცოდნისა და უნარების შეძენაზე დახარჯული დროის ოდენობა და საზოგადოებაში ამ ცოდნის და ამ უნარების მნიშვნელობის ხარისხი;
- პრესტიჟი
- ანუ
ხალხის[საზოგადოების] პატივისცემის დონე კონკრეტული
ადამიანის სოციალური სტატუსის მიმართ.
ხ
საზოგადოება მისი განვითარების ყველა ეტაპზე
დაყოფილი იყო და არის ჯგუფებად, სოციალური პირამიდის პრინციპით. პირამიდის
წვეროში თავმოყრილია სიმდიდრისა და ძალაუფლების მქონე ადამიანების შეზღუდული
რაოდენობა. ხოლო ამ პირამიდის საფუძველი არის ღარიბთა ფენა, ტრადიციულად
ყველაზე მრავალრიცხოვანი.
განვითარებულ საზოგადოებაში პირამიდა გარდაიქმნება რომბად , სადაც მდიდრებისა და ღარიბების
რაოდენობა შეზღუდულია, მოსახლეობის
უმრავლესობა კი საშუალო კლასით არის წარმოდგენილი;
ხ
„სოციალური უთანასწორობით“ გამოწვეული პრობლემები
სოციალური
უთანასწორობა არის გლობალური პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოზე.
მოცემულ ეტაპზე უთანასწორობის ერთ-ერთი
მახასიათებელია „რესურსების
ხელმისაწვდომობის“ განსხვავებები, რის შედეგადაც საზოგადოების დაყოფა ერთდროულად ხდება ორი მიმართულებით –
ეკონომიკური და სოციალური.
სოციალური უთანასწორობას[კაპიტალისტურ წყობას] უამრავი ნაკლი
აქვს,მაგრამ საზოგადოებას გარკვეულ უპირატესობებსაც სთავაზობს,სოციალური
უთანასწორობა[კაპიტალისტური წყობა] :
* იწვევს მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის ზრდას;
* ზრდის კონკურენციას შრომის ბაზარზე;
* ეკონომიკურ სფეროში აყალიბებს წესრიგს;
* ზრდის შრომის ნაყოფიერებას;
* განვითარების სტიმულს აძლევს თითოეულ ინდივიდს(„ტრაკში მახათის“ ან „ცხვირწინ
სტაფილოს“ ეფექტი )
ამავე დროს ,სოციალურ უთანასწორობას პირდაპირი კავშირი აქვს ისეთ
სოციალურად ნეგატიურ მოვლენებთან, როგორიცაა:
* კრიმინალი ;
* ოჯახური ძალადობა ;
* ალკოჰოლიზმი(შუა ხნის ხალხში) და
ნარკომანია(ახაგაზრდებში) ;
* ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის დარღვევები.
შედეგად,
წარმოიქმნება ე.წ. „ სოციალური დაძაბულობა“ ,რამაც მომავალში
შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო
დაუმორჩილებლობის ქმედებები, კონფლიქტები,
როგორც მოქალაქეებს შორის, ასევე მოსახლეობასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის;[ აქ
შეგიძლია გაიხსენო აქაური აკაცუკების პროტესტები და გადატრიალების მცდელობები]
ეკონომიკაში
სოციალური უსამართლობა გამოიხატება შემოსავლის
ოდენობასა და ჩადებულ შრომას შორის შეუსაბამობაში.(!) ადამიანები,
რომლებიც რეალურად მუშაობენ ფიზიკურად და ხარჯავენ მნიშვნელოვან ძალისხმევას,
ბევრჯერ ნაკლებ შემოსავალს იღებენ, ვიდრე
წარმოებისა საშუალებების(მეწარმეები) და ფინანსური კაპიტალის(ბანკირები) მფლობელები.
შენიშვნა
: სხვა სიტყვებით, მესაკუთრეები დაქირავებულებს დაბალ ხელფასებს უხდიან
,არანორმირებულად ამუშავებენ,ცუდ პირობებში ამუშავებენ და ა.შ.
შესაძლებელია თუ არა „სოციალური უთანასწორობის“ აღმოფხვრა?
მსოფლიო
ისტორიაში არ არსებობდა პერიოდი, როდესაც არ ხდებოდა საზოგადოების
დაყოფა სოციალური თვალსაზრისით, მაგრამ სიტუაცია მართლაც უარყოფითი[გაუსაძლისი]
ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს
გამოხატული[აშკარა] მიკერძოება ერთი
მიმართულებით(მდიდრებისკენ ან ღარიბებისკენ).
სოციალური
უთანასწორობა(!) მოითხოვს მდიდრების და
ღარიბების ინტერესების ისეთ ბალანსს(!), რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებისა და ეკონომიკის
დინამიური განვითარება.
შენიშვნა:
ისტორიიდან გაიხსენე როგორ დააბალანსა ნაპოლეონმა
ეს ინტერესები ;
დღეს გლობალურ კონტექსტში რამდენიმე ძირითადი ტენდენციაა:
·
საზოგადოებებში „სოციალური უთანასწორობის“
გაღრმავება:
შეზღუდული წრის ხელში კაპიტალის კონცენტრაცია ,მაშინ როცა კაცობრიობის მნიშვნელოვან ნაწილი ვერ იკმაყოფილებს მოთხოვნილებების მინიმუმს (აკლიათ საკვები, სუფთა წყალი, განათლება, მედიცინა).
· შემოსავლების უთანასწორობის ზრდა:
ე.წ.„ტოპ“ მენეჯერების ხელფასების ზრდის მაღალი ტემპები და მუშათა კლასის წარმომადგენლების ხელფასის ზრდის დაბალი ტემპი
·
უმუშევრობის ზრდა:
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს მსოფლიოში მინიმუმ 400 მილიონი უმუშევარი იყო
ხ
დღეს სახელმწიფოები
„სოციალურ უთანასწორობას“ ასე აბალანსებენ :
* აფართოებენ
სოციალური მომსახურების სფეროს;( მაგ. საქართველოში სახელმწიფო პოლიციელებს , სამხედროებს
და დევნილებს ბინებს უშენებს,მოქმედებს სხვადახვა მუნიციპალური და ცენტრალური მთავრობის სოციალური პროგრამები)
* ანვითარებენ
უფასო მედიცინასა და განათლებას
მაგ. საქართველოში ესესაა შემოიღეს უფასო უმაღლესი განათლება[
შენიშვნა : სსრკში- სოციალისტურ სახელმწიფოში უმაღლესი განათლება და ჯანდაცვა უფასო
იყო,ხდებოდა სანატორიუმების საგზურების ,პროდუქტების,ტრანსპორტის
სუბსიდირება ]
* ცდილობენ
დაიცვან მოსახლეობის მოწყვლადი სეგმენტების[ფენების]
სოციალური უფლებები
* გამოყოფენ
მოსახლეობის პრივილეგირებულ კატეგორიებს და ახდენენ მათი დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს
ფორმირებას;
* ქმნიან სამუშაო
ადგილებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის;
* კრძალავენ დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით სამუშაოზე
აყვანისას
და
სხვადასხვა სახის დისკრიმინაციებს.
შენიშვნა : უფრო მეტის გასაგებად ინტერნეტში სანახავია საქართველოს მთავრობის და მმართველი პარტიის „სოციალური
პოლიტიკა“
Комментарии
Отправить комментарий