სპორადული რეგისტრაცია სისტემურ არეალში

 სარჩევი:

მუხლი 31. პორადული რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ  მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება  [ინსტრუქცია   31-ე მუხლის მე-7 ნაწილი] 1

მუხლი 371. მიწის ნაკვეთების ა)“ადგილმდებარეობის’’, ბ)“უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენისა’’ და გ)„თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების’’ ზოგადი წესი [ინსტრუქციის მუხლია] 2

იწის ნაკვეთის  ადგილზე დათვალიერების ‘’წინაპირობები [ზოგადი წესი][ ინსტრუქცია მუხ. 371- ნაწ მე-8] 3

მუხლი 372. მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების ზოგადი წესი 4

მუხლი 373. სააგენტოს მიერ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების’’ ვადა და წესი 4

მუხლი 375. სააგენტოს მიერ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ‘’ [იხ. განმარტება ზემოთ] საკუთრების უფლების აღიარება 7

მუხლი 376. ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი 10

მუხლი 377. მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენაზე’’ უარი 11

მუხლი 378. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე’’ უარი 11

 

 

 

მუხლი 31. სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ  მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება  [ინსტრუქცია   31-ე მუხლის მე-7 ნაწილი]

7.  თუ “სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში’’ [!!!!] “ სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით’’ წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული  ადმინისტრაციული წარმოებისას  a)”საკადასტრო აღწერის’’ შედეგებისა და b)”სარეგისტრაციო დოკუმენტაციის’’ შეჯერებით დადგინდარომ სარეგისტრაციო ობიექტი [ე.ი.უკვე მფლობელობაში[სარგებლობაში] არსებული  მიწის ნაკვეთი]  სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიდაინტერესებული პირის თანხმობით, “თვითნებურად დაკავებულ მიწაზე” საკუთრების უფლების აღიარების საკითხს განიხილავს სააგენტო[და არა  მუნიციპალიტეტის „თვითნებურად დაკავებული  მიწის აღიარების კომისია’’], ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით[იხ. ეს წესები ამ კონსპექტში ქვემოთ].

 

მანამდე  კი  გავიხსენოთ რას ნიშნავს „მართლზომიერ მფლობელობაში[სარგებლობაში] არსებული მიწა’’ და „თვითნებურად დაკავებული მიწა’’  ამისათვის დაგვჭირდება

საქართველოს კანონი

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ[2007]

 

  მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ა) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა„სახელმწიფო საკუთრების’’ სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე[ე.ი. 2007 წლს 20 სექტემბრამდე], აგრეთვე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე „თვითნებურად დაკავებული მიწა“;

 

გ) თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე[ე.ი. 2007 წლის 20 სექტემბრამდე]  ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს;  აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

ახლა ისევ დავუბრუნდეთ „ინსტრუქციის’’ მუხლებს

 

მუხლი 371. მიწის ნაკვეთების ა)“ადგილმდებარეობის’’, ბ)“უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენისა’’ და გ)„თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების’’ ზოგადი წესი [ინსტრუქციის მუხლია]

 

1.      სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, როგორც სისტემური, ისე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში [!!!], საველე სამუშაოების დაწყებამდე, სააგენტო[ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი] ვალდებულია შესაბამის სარეგისტრაციო ბლოკში’’ მდებარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით უზრუნველყოს შემდეგი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად მოძიება, დამუშავება და სისტემატიზაცია:

ა) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაზუსტებული და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და მათი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია;

ბ) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთების გრაფიკული მონაცემები;

გ) მიღება-ჩაბარების აქტები;

დ) საკომლო წიგნების ჩანაწერები’’;

ე) საგადასახადო სიები;

ვ) ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემები;

ზ) მიწის განაწილების სიები;

თ) საკუთრებისა და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

საყურადღებოა ამავე მუხლის მე-6 ნაწილი რომელიც მიწის ნაკვეთების „უფლების დამდგენ დოკუმენტებთან’’ იდენტურობის დადგენის კრიტერიუმებს ასახავს,კერძოდ:

6.“უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის [ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ]და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისიდენტურობა’’ დგინდება, თუ:

ა) მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრის/მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია შესაბამისობაშია სააგენტოში დაცულ მონაცემებთან;

ბ) „აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა’’ დგინდება მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტაციით;

გ)აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთი“ შესაბამისობაშია ა)მებაღეობის ამხანაგობის განაწილების გეგმასთან ან ადგილმდებარეობა დგინდება ბ)მებაღეობის ამხანაგობის სააგარაკო სახლის პროექტით;

დ) „სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში’’ დაცულია აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთის სქემატური ნახაზი, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ან სქემატური ნახაზით შესაძლებელია მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენა;

ე) „აგეგმილი/აზომილი ნაკვეთის ადგილმდებარეობა“ დგინდება ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული საინვენტარიზაციო გეგმით;

) სააგენტოში დაცული სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის, „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის (KFW) თანადაფინანსებით) პროექტისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებული ინტეგრირებული გრაფიკული მონაცემთა ბაზის შესწავლის, ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, შესაძლებელია დადგინდეს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა.

 

   მიწის ნაკვეთის  ადგილზე დათვალიერების ‘’წინაპირობები [ზოგადი წესი][ ინსტრუქცია მუხ. 371- ნაწ მე-8]

 

8.თუ 371 მუხლის მე-6 პუნქტით  დადგენილი წესით შეუძლებელია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა ან თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი’’ და დაინტერესებული პირი მოითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების“ წესით უფლების რეგისტრაციას, სააგენტო ვალდებულია ჩაატაროს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

 

 

 

 

მუხლი 372. მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების ზოგადი წესი

1.    სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით დაინტერესებული პირის მიერ )წარდგენილი განცხადებისა და )საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას

სააგენტოს მიერ[!!!] საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები შესაძლებელია[!!!] შესრულდეს

მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის საჭიროების შემთხვევაში.

 

 

მუხლი 373. სააგენტოს მიერ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების’’ ვადა და წესი

 

1.               თუ ამ ინსტრუქციის 371 მუხლით განსაზღვრული წესით[იხ.ამ მუხლის მე-8 პუნქტი]  დადგინდა, რომ საჭიროა უძრავი ნივთის[დაინტერესებული პირის ნფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის] ადგილზე დათვალიერება, სააგენტო ვალდებულია, ამავე ინსტრუქციის 28- მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. უძრავი ნივთის დგილზე დათვალიერება უნდა ჩატარდეს ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. შესაბამისი თარიღი და დრო განისაზღვრება დაინტერესებულ პირთან შეთანხმებით.

2.               დაინტერესებულ პირს ადგილზე დათვალიერების თარიღი და დრო უნდა ეცნობოს დათვალიერების ჩატარებამდე არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. დაინტერესებულ პირს ასევე უნდა ეცნობოს, რომ მან[დაინტერესებულმა პირმა] უნდა უზრუნველყოს ადგილზე დათვალიერებაში’’ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების მონაწილეობა.

3.   უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო ბლოკის საზღვრების ამსახველი სიტუაციური ნახაზი, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მომიჯნავე და არამომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირების მითითებით და დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი/სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ინფორმაცია ასევე დაუყოვნებლივ, ელექტრონულად ეგზავნება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შესაბამის მუნიციპალიტეტს.[ანუ შესაძლო „დაინტეესებულ პირებს“]

4.   თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაცულია სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა), უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებასთან ერთად, სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს ეგზავნებათ შეტყობინება უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების’’ დანიშვნის თაობაზე.

5.   უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ ჩაერთონ ადმინისტრაციულ წარმოებაშ, ა)დაესწრონ ადგილზე დათვალიერებას, ბ)წარადგინონ წერილობითი მოსაზრებები საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ დოკუმენტებსა და გარემოებებთან დაკავშირებით.

 

6.       „ადგილზე დათვალიერების’’ დასრულებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო უძრავი ნივთის საკადასტრო აღწერის შედეგებს საჯარო გაცნობისთვის აქვეყნებს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge).

 

ყველას აქვს უფლება წარადგინოს დასაბუთებული წერილობითი მოსაზრება საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით, ინფორმაციის საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში.

თუ ამ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, უფლება რეგისტრირდება საჯაროდ გაცნობისთვის წარდგენილი საკადასტრო აღწერის შედეგების და არსებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე.

7.               სააგენტო ვალდებულია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში სპორადული რეგისტრაციის წესით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით მიიღოს საჯარო რეესტრის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული საკადასტრო აღწერის შედეგებისა და ადგილზე დათვალიერების ოქმის საჯაროდ გაცნობის ვადის[1თვე] დასრულებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში.

8.               უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებისას საველე სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დგება უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი’’, რომლის ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

ადგილზე დათვალიერების ოქმი გამოიყენება :

ა)მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დასადგენად /ან იდენტურობის დასადგენად ,

ბ)უფლებრივი მდგომარეობის დასადგენად ,

გ)თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გარემოებების დასადგენად

 დ) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების დასადგენად.

9.  უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი უნდა შეიცავდეს:

ა) ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე უფლებამოსილი პირ(ებ)ის თანამდებობას, სახელსა და გვარს; ბ) უძრავი ნივთის მფლობელის (მოსარგებლის) სახელს, გვარსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

გ) უძრავი ნივთის მისამართსა და მის მონიშვნას სიტუაციურ ნახაზზე;

დ) ინფორმაციას მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/მფლობელების (მოსარგებლეების) შესახებ;

ე) ადგილზე დათვალიერების თარიღსა და დროს;

ვ) ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირების/ექსპერტების/სპეციალისტების სახელებს, გვარებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის აღწერას;

თ)           ადგილზე         დათვალიერებაში        მონაწილე               პირების/ექსპერტების/სპეციალისტების მოსაზრებებს/შენიშვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

10.   თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერების ოქმით უნდა დგინდებოდეს, რომ დაინტერესებული პირი მიწის ნაკვეთსფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებსაქართველოს კანონის ამოქმედებამდე[2007 წლამდე]  ფლობდ და ოქმის შედგენის თარიღისთვისაც ფლობს.

11.   საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, ადგილზე დათვალიერებას შესაძლებელია დამატებით დაესწრონ ექსპერტები, სპეციალისტები და სხვ. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირ(ებ)ის მიერ, ადგილზე დათვალიერების პროცესში მიწოდებული ინფორმაცია აისახება ადგილზე დათვალიერების ოქმში, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია დაერთვება ოქმს.

12.   უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის [ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით  რეგისტრირებული  მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის[ და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას’’ და მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას’’ ( ე.ი. მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით), ასევე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისა და ოქმის შედგენის თარიღებისთვის დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს  ადგილზე დათვალიერების ოქმზე ‘’ ხელმოწერით ადასტურებენ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები[საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები].

13.    თუ აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები მოიცავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების ან/და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებსაქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის №231 დადგენილების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებს, სააგენტო ვალდებულია, ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ადგილზე დათვალიერების ოქმში ასახოს შესაბამისი ინფორმაცია.

14.     ადგილზე დათვალიერების ოქმს ადგენს/ადგენენ უფლებამოსილი პირი/პირები. სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა/პირებმა ადგილზე დათვალიერების ოქმის ხელმოწერამდე, ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირებს უნდა გააცნოს ოქმის შინაარსი.

ოქმს, სააგენტოს უფლებამოსილი პირის/პირების თანდასწრებით, ხელს აწერენ ა)დაინტერესებული პირი, ბ)სააგენტოს უფლებამოსილი პირი/პირები და გ)ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირები.

15.   საველე სამუშაოების შემსრულებელი პირი უფლებამოსილია არ დაიწყოს/შეწყვიტოს ადგილზე დათვალიერება იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე დათვალიერება შეუძლებელია ადგილზე დამსწრე პირების წინააღმდეგობის, სხვა ქმედების ან სხვა ობიექტური გარემოების გამო.

ადგილზე დათვალიერების ჩატარების/გაგრძელების შეუძლებლობის შესახებ საველე სამუშაოების შემსრულებელმა პირმა უნდა მიუთითოს ადგილზე დათვალიერების ოქმში, რომელსაც თავად აწერს ხელს.

16.    სააგენტოს წარმომადგენელი ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე ყველა პირს აფრთხილებს ადმინისტრაციული წარმოებისას განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების შესაძლო სამართლებრივი შედეგების თაობაზე.

17.            ადგილზე დათვალიერების ოქმი’’ საჩივრდება სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან’’  ერთად.

 

 

 

 

 

მუხლი 375. სააგენტოს მიერ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ‘’ [იხ. განმარტება ზემოთ] საკუთრების უფლების აღიარება

1.   სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს, არსებობს თუ არა მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების’’ ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ არსებობს, სააგენტო განიხილავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს.

2.     თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით, სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ ა)სარეგისტრაციო ობიექტი[დაინტერესებული პირის ნფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი] სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი’’ და ბ)დაინტერესებული პირი მოითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით’’ უფლების რეგისტრაცია, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების’’ დანიშვნის შესახებ, რომელიც ტარდება ამ თავით დადგენილი წესით.

3.        უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება არ დაინიშნება, თუ სააგენტოში დაცული დოკუმენტაციით/ინფორმაციით დგინდება, რომ ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) თვითნებურად დაკავებულის წესით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი აღემატება ბარში 1.25 ჰა-, ხოლომაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-.

 

 

4.    სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას აღიარებს, თუ ა)მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. [ნახე ამ კანონის ეს მუხლი]

ბ)სააგენტო უფლებამოსილია საკუთრების უფლება აღიაროს ასევე, თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ მათზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენენ დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს.

ამ შემთხვევაში, ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) აღიარებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-, ხოლომაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-.

5.    თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკუთრების უფლების აღიარება ხდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთის მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების’’ რეგისტრაციით.

6.     მიწის ნაკვეთის ერთობლივად თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთი თვითნებურად დამკავებლის მიერ. ამ შემთხვევაში, სააგენტო იხილავს მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის და სხვა შესაბამისი პირის (პირების) საერთო საკუთრების უფლების აღიარების საკითხს.

7.    თუ მიწის ნაკვეთის ნაწილი მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულია, ხოლო ნაწილითვითნებურად დაკავებული, სააგენტო უფლებამოსილია ორივე ნაწილზე საკუთრების უფლება აღიაროს ერთობლივად და მიიღოს რეგისტრაციის შესახებ ერთი გადაწყვეტილება.

8.       თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება დასაშვებია რეგისტრაციით დაინტერესებულ [მხოლოდ]იმ პირზე, რომელიც 2007 წლის 20 სექტემბრისთვის იყო სრულწლოვანი.

9.       თუ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთი, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით, მიმართავს სააგენტოს. მიმართვას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.

10.       თუ სარეგისტრაციო ობიექტი არ აკმაყოფილებს თვითნებურად დაკავებული მიწისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს[იხ. ზემოთ კონსპექტის დასაწყისში], სააგენტო იღებს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას.

11.     თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრები დგინდება დაინტერესებული პირის მითითებით.[!!!]

12.       თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ადგილზე დათვალიერების ოქმი“ [!], ასევე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ა)იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირების სახელს, გვარსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ბ)მათ ჩვენებას იმის შესახებ, ფლობდა თუ არა დაინტერესებული პირი აგეგმილ/აზომილ მიწის ნაკვეთს-

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.[ანუ 2007 წლამდე]

13.   საველე სამუშაოების წარმოებისას უფლებამოსილ პირს შეუძლია მიწის ნაკვეთის თვითნებურად

დაკავების ფაქტი დაადგინოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტებითაც: ა)სასამართლოს აქტით, ბ)ორთოფოტოთი (აეროფოტოგადაღებით),გ) აბონენტად აყვანის დოკუმენტით[გაზი,შუქი,წყალი], დ)კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრით, ე)მუნიციპალიტეტის ცნობით ან/და ვ)სხვა დოკუმენტით.

14.     თუ საქმეზე წარმოდგენილი ან სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულიაფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებსაქართველოს კანონის ამოქმედებამდე, სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირისაგან დამატებით მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის 2007 წლის 20 სექტემბრამდე არსებობის ფაქტს.

15.   განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, სისტემური რეგისტრაციისას, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებას ატარებს და ოქმს ადგენ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელ ინსტრუქციის ამ თავით დადგენილი წესით.

 

 


მუხლი 376. ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი

1.  უძრავი ნივთის[დაინტერესებული პირის ნფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის’’ ] ადგილზე დათვალიერება არ შეიძლება ჩაატაროს პირმა, რომელიც: ) თვითონ არის დაინტერესებული პირი საქმეში;

ბ) რეგისტრაციით დაინტერესებული პირის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; გ) რეგისტრაციით დაინტერესებული პირის წარმომადგენელია;

დ) შრომით ურთიერთობაშია რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთან;

ე) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს/აქციას/პაის იმ საწარმოში, რომელშიც რეგისტრაციით დაინტერესებული პირი ფლობს წილს/აქციას/პაის.

2.  ამ მუხლის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) აღმავალი ან დამავალი ხაზის ნათესავი (მშობლები და მათი მშობლები და ა.შ.; შვილები და მათი შვილები და ა.შ.);

ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და აღმავალი ან დამავალი ხაზის ნათესავი; 

გ) აღმავალი ხაზის ნათესავის და-ძმა (ბიძები, დეიდები, მამიდები);

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

3.   ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სააგენტოს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოების შესახებ და მოითხოვოს თვითაცილება.

4.       დაინტერესებულ პირს (წარმომადგენელს), რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირის აცილების საფუძველი, უფლება აქვს, გადაწყვეტილების მიღებამდე, წერილობით გამოუცხადოს მას აცილება. განცხადება აცილების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.

5.    დაინტერესებულმა პირმა (წარმომადგენელმა) აცილების განცხადება უნდა შეიტანოს სააგენტოში ადგილზე დათვალიერების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 დღეში, როდესაც მისთვის ცნობილი

გახდა ისეთი ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების საფუძველს.

6.   ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირის აცილებისა და თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

 

 


 

მუხლი 377. მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენაზე’’ უარი

1.   სააგენტოს მიერ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის [ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის] და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა’’ დაუშვებელია, თუ:

ა) სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი არ არის დადასტურებული იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე არანაკლებ ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირების მიერ;

ბ) დადგინდა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი სხვა პირის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის [ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის] და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია;

გ) ადგილზე დათვალიერების’’ შედეგებით არ დადასტურდა დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა, მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ან/და არამომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირებმა დაადასტურეს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის დაინტერესებული პირის მიერ ფლობის ფაქტი;

დ) სააგენტოში დაცული ან მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი ფორმით სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ იმ სარეგისტრაციო ბლოკში, სადაც მოთხოვნილია უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია, მიწის ნაკვეთები არ განკერძოებულა (მაგალითად: სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემული ნაკვეთებია; მიწის რეფორმის კომისიის მიერ ამ ტერიტორიაზე ფიზიკურ პირებზე არ განაწილებულა მიწის ნაკვეთები და სხვ.);

ე) სააგენტოში დაცული ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი [ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი] არ არის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტური.

2.   საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში მდებარე მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის [ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის] და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა დასაშვებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით.

 

 

მუხლი 378. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე’’ უარი

1.  თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, თუ:


ა) სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ა)„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) და ბ)ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის თარიღისთვის ფლობის ფაქტი’’ არ არის დადასტურებული იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე არანაკლებ ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების მიერ;

ბ) ადგილზე დათვალიერების შედეგებით არ დადასტურდა დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა, მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ან/და არამომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირებმა დაადასტურეს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის დაინტერესებული პირის მიერ ფლობის ფაქტი;

გ) რეგისტრაციით დაინტერესებული პირი 2007 წლის 20 სექტემბრისთვის არ იყო სრულწლოვანი;

დ) სააგენტოში დაცული ან მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი ფორმით სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ იმ სარეგისტრაციო ბლოკში, სადაც მოთხოვნილია უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია, მიწის ნაკვეთები არ განკერძოებულა (მაგალითად: სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთები წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემულ ნაკვეთებს; მიწის რეფორმის კომისიის მიერ ამ ტერიტორიაზე ფიზიკურ პირებზე არ განაწილებულა მიწის ნაკვეთები და სხვ.).

ე) სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი არის ისეთი მიწა, რომელზე საკუთრების უფლება აღიარებას არ ექვემდებარება, კერძოდ:

ე.ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა;

ე.ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ე.გ) სახელმწიფო ტყის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც დაკავებულია ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომლის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომლის ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის მართვისა და დაცვის განხორციელებას;

ე.დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა;

ე.ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა;

ე.ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები;

ე.ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი;

ე.თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები;

ე.ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, წყალარინების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები;

ე.კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები;

ე.ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას;

ე.მ) სასაფლაო და პანთეონი;

ე.ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები;

ე.ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის;

ე.პ) საძოვარი;

ე.ჟ) სააგენტოში დაცული ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთებზე დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარება.

2.   ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, 2012 წლის 1 იანვრამდე იქნა გამოცემული, მიღებული ან შედგენილი.

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ტყის საზღვრის კორექტირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მფლობელის (მოსარგებლის) განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად დგინდება, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის’’ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს.

3.   საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ (მათ შორის, რეგისტრირებულ) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება დასაშვებია [მხოლოდ] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით.

4.        თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა.

5.     სააგენტო უფლებამოსილია თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება აღიაროს’’  მხოლოდ იმ სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე, რომელშიც არანაკლებ ერთი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია[!]მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებსაქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

6.     თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ისეთ სარეგისტრაციო ბლოკში, რომელშიც ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება’’ შესაძლებელია [მხოლოდ] სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანხმობით.

7.      სააგენტო ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიმართავს, თუ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და

უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შედეგად დგინდება ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთს აქვს მყარი სასაზღვრო მიჯნა (ღობე, შენობა-ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები ან სხვა ბუნებრივ-გეოგრაფიული საზღვარი, რომლითაც შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის დადგენა);

ბ) სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა;

გ) დგინდება, რომ დაინტერესებული პირი თავისუფლად ფლობს მიწის ნაკვეთს იმგვარად, რომ სხვამ ვერ ისარგებლოს ამ ქონებით, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები.

მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან.[„მოურავი’’ ერქვა ასეთ პირს ადრე]

8.   სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას’’ ითვალისწინებს საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაცულ ინფორმაციას, კერძოდ, ამოწმებს  ა)იგივე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია თუ არა უფლება, ბ)წარდგენილია თუ არა სარეგისტრაციო განცხადება უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით ან/და გ)ბ)წარდგენილია თუ არა ადმინისტრაციული საჩივარი.

სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას  იღებს აღნიშნულ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

9.       სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაციის ვადაში, როგორც სისტემური, ისე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისი სამართლებრივი პირობების არსებობისას, დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი’’ და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

10.   დაინტერესებული პირის მოთხოვნა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან „"თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’, შეიძლება ხელახლა განხილულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები)’’, რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

11.  სააგენტო საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ გადაწყვეტილების მიღებიდან, დაუყოვნებლივ, ელექტრონულად აცნობებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შესაბამის მუნიციპალიტეტს და უგზავნის მათ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

 



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები