ლირიკული ლექსის განიხილვის სქემა
1.
რა ჰქვია
ლექსს ?
ვინ არის ავტორი?
რა
სალექსო ფორმა გამოიყენა ავტორმა ?
რაზეა ლექსი
ანუ რა
არის ლექსის თემა?
ვინ
არის ლექსის ლირიკული გმირი ?
ხ
2.
რა
არის პოეტის მთავარი სათქმელი - ანუ პოეტის დედა-აზრი
და როგორ მიემართება ეს აზრი სათაურში
მოცემულ ლექსის თემას
შენიშვნა:
ლექსის დედა-აზრის
განსაზღვრა:
ა). განსაზღვრე
თითოეული სტროფის აზრი ? (განსაზღვრე თითოეული სტროფის მთავარი აზრი )
(თუ ლექსი ასტროფიულია დაყავი აზრობრივ მონაკვეთებად
და ისე განსაზღვრე თითოეული მონაკვეთის მთავარი აზრი)
ბ)სტროფის აზრი რომ განსაზღვრო დაგჭირდრბა გამოყო და გაშიფრო სტროფში მოცემული : სიმბოლოები,ალეგორიები,ალუზიები
გ) შემდეგ კი ერთმანეთთან დააკავშირე სტროფების აზრები
და ჩამოაყალიბე და დაწერე რა არის მთლიანად
ლექსის მთავარი
სათქმელი ანუ ლექსის დედა-აზრი
ხ
3. რა გახდა პოეტისთვის ამ ლექსის დაწერის მოტივი?
ხ
4. პოეტის რა განწყობაა ლექსში გადმოცემული ანუ რა განწყობას შეგიქმნა ლექსმა
?
ხ
5. რა შთაბეჭდილება მოახდინა ლექსმა შენზე
6. რომელი ადგილი იყო მასში ისეთი რაც შენს განწყობას შეეხმიანა ?
7. რაზე დაგაფიქრა ამ ლექსმა
8. რა ან ვინ გაგახსენა(ალუზიები
ლიტერატურული ან ისტორიული) ამ ლექსმა?
9. რითი დაგაინტერესა ლექსმა
?
Комментарии
Отправить комментарий