"ბედნიერი ერი''

 

სარჩევი:

ბედნიერი ერი. [ილია ჭავჭავაძის  ლექსი] 1

კითხვები  და პასუხები. 2

შეჯამება: 4

 

 

 

ბედნიერი ერი

[ილია ჭავჭავაძის  ლექსი]



ჩვენისთანა ბედნიერი

განა არის სადმე ერი?

 

მძიმე ყალნით,

ლამაზ ფალნით

მორთული და მშვენიერი;

უწყინარი,

უჩივარი,

ქედდრეკილი, მადლიერი;

უშფოთველი,

ქვემძრომელი,

რიგიანი, წესიერი;

ყოვლად მთმენი,

ვით ჯორ-ცხენი,

ნახედნი და ღონიერი.

 

ჩვენისთანა ბედნიერი

განა არის სადმე ერი?!

 

ყველა უნჯი,

ყველა მუნჯი,

გულჩვილი და ლმობიერი;

თვალაბმული,

თავაკრული,

პირს ლაგამი ზომიერი;

ყველა ყრუი,

ყველა ცრუი,

ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;

მცირე, დიდი -

ყველა ფლიდი,

ცუღლუტი და მანკიერი.

 

ჩვენისთანა ბედნიერი

განა არის სადმე ერი?!

მტვერწაყრილი,

თავდახრილი,

ყოვლად უქმი, უდიერი;

უზღუდონი,

გზამრუდონი,

არგამტანი და ცბიერი;

მტრის არმცნობი,

მოყვრის მგმობი,

გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;

არრის მქონე,

არრის მცოდნე,

უზრუნველი და მშიერი.

 

ჩვენისთანა ბედნიერი

კიდევ არის სადმე ერი?

 

 

კითხვები  და პასუხები

 

 

·        რომელი ორტაეპედი მეორდება ლექსში ?

 

 

ლექსს რეფრენად გასდევს  ორი სტრიქონი :

 

„ჩვენისთანა ბედნიერი

განა არის სადმე ერი ?! ‘’

 

 

განმარტება:

 

რეფრენი (ფრანგ. refrain < ძვ. ფრანგ. refraindr - დამსხვრევა) არის :

 

1.     ტაეპები, რომლებიც ლექსში გარკვეული წესით მეორდება.

 

რეფრენზე აგებული მყარი სალექსო ფორმებიატრიოლეტირონდელირონდობალადა და ..

ან

2. მისამღერი, ანუ კუპლეტის ნაწილი, რომელიც მეორდება.

 

 

              რა მხატვრული ფუნქცია აქვს ამ გამეორებას ?

ეს რიტორიკული შეკითხვა  [„ჩვენისთანა ბედნიერი

განა არის სადმე ერი ?! ‘’] , რომელიც რეფრენადაა ამ ლექსში გამოყენებული ემსახურება იმ აზრის გამძაფრებას, რომ ქართველი ერი უბედური ერია;

ესაა ამ ლექსის „სათქმელი“.

 

(ცნობისათვის, დღეს მართლაც ზომავენ ე.წ. „ბედნიერების მსოფლიო ინდექსს“ იხ. ინტერნეტში   როგორია საქართველოს მაჩვენებელი)

 

 

·        ამოწერე ლექსის პირველი სტროფიდან დადებითი ეპითეტები.

რატომ, არის უარყოფითი შინაარსიის შემცველი ეს,ერთი შეხედვით,“დადებითი „ აზრის გამომხატველი სიტყვები?

ილიას მიერ ჯერ კიდევ 1871 წელს დასმული დიაგნოზით ქართველი ერი არის:

1.      მძიმე ყალნით(ანუ ბეგარით,გადსახადებით,იმპერიული რეგულაციებით დაკაბალებული)

ლამაზ ფალნით(ანუ ვირის უნაგირით) მორთული ;

2.      უწყინარი-(ამ ერს  არაფერი  წყინს,რაც არ უნდა აკადრონ,რადგან ღირსება დაუკარგავს);

3.      უჩივარი-(ეს ერი არაფერს  აპროტესტებს);

4.      მადლიერი(ეს ერი მცირედითაც იოლად მოსამადლიერებელია)

5.      უშფოთველი(ეს ერი უდარდელია,უზრუნველია)

6.      რიგიანი( ეს ერი ყველაფერთან შემგუებელია,ყველაფრის შესაფერისი და შესატყვისია )

7.      წესიერი( ეს ერი ნებისმიერი უსამართლო  „წესების“ , რეგულაციების,კანონების  მორჩილია)

8.      ყოვლად მთმენი(ეს ერი ყველაფრის მომთმენია ე.წ. „ტერპილაა“)

9.      ღონიერი( როგორც ჯორ-ცხენი ღონიერია  და ამასთან კარგა ხნის  გახედნილია)

10.   ყველა უნჯი ( ეს ერი კი არა ნამდვილი „განძია“ სამართავად)

11.   ყველა მუნჯი(ყველას პირში წყალი აქვს დაგუბებული და ხმას არ იღებს,რადგან ერთმანეთს არ ენდობიან)

12.   გულ-ჩვილი და ლმობიერი ( ეს ერი ყველას ყველაფერს ადვილად პატიობს; პატიობს უპატიებელსაც კი;)

13.   თვალაბმული ( ეს ერი დაბრმავებულია; ავს და კარგს ვერ არჩევს,ადვილად თვალასაბმელია,თვალს აუბავენ თუ არა, საფრთხეს ვეღარ გრძნობს)

14.   თავაკრული,პირს ლაგამი ზომიერი(  რადგან ლაგამი კარგად,“თავისუფლად“ აქვს მორგებული, ამ ერს თავისუფალი გონია თავი,არადა თავაკრული და შეკაზმულია და გარე ძალები სადღაც მიაჭენებენ)

15.   ყველა ცრუი( არავინაა მათ შორის, ვინც არ ცრუობს)

16.   ჭკვადამჯდარი,გულხმიერი(ყველანი  გონებაშეზღუდულები და უგრძნობლები არიან)

17.   მცირე,დიდი ყველა ფლიდი (ყველა უნამუსოა)

18.   ცუღლუტი და მანკიერი ( ყველა თაღლითი და მანკიერია არავინაა მათ შორის უცოდველი )

19.   მტვერწაყრილი(ეს ერი დაჩაგრულია)

20.   თავდახრილი(ეს ერი დამორჩილებულია)

21.   ყოვლად უქმი (ეს ერი არაფრის მაქნისი და შემქმნელია)

22.   უდიერი (ეს ერი უზრდელი ,უკულტურო  და “ბიდლოა“)

23.   უზღუდონი (ეს ერი ზღვარგადასულია ყველაფერში)

24.   გზამრუდონი( ესენი ცდილობენ არაკანონიერი გზებით პირადი წარმატების მიღწევას)

25.   არგამტანი და ცბიერი  (ესენი  ბოლომდე ერთმანეთს არ ერთგულობენ ,იოლად  გაწირავენ ,ერთმანეთს ბოროტად  ატყუებენ)

26.   მტრის არმცნობი (ამათ მტრის ამოცნობა არ შეუძლიათ)

27.   მოყვრის მგმობი (სამაგიეროდ ძალიან კარგად იციან მოყვრის განადგურება)

28.   გარეთ მხდალი (ესენი გარეშე მტერთან სუსტები და შეშინებულები არიან)

29.   შინ ძლიერი( შიდა  დაპირისპირების დროს კი ერთმანეთს არ ზოგავენ)

30.   არრის მქონე ( ეს ღატაკი ერია )

31.   არრის მცოდნე( ეს ერი  გაუნათლებელი  და უვიცია)

32.   უზრუნველი და მშიერი (ეს ერი მშიერია და თან ეს ამბავი არ ადარდებს)

 

 

·        როგორ გესმით სიტყვა „თვალაბმული“ ?

·        როგორ შეიძლება გამოვლინდეს „პირს ლაგამი ზომიერი „ ?

·        ვის მიმართ ყოფილა ქართველი „თავდახრილი „ „ძლიერი „ „უზრუნველი „ ?

·        ამოიწერეთ და განმარტეთ ყველა ის მანკიერება,რომლებსაც გმობს ილია ლექსში,ანუ სად და რა დროს ვლინდება თითოეული ეს თვისება ?

·        შეიძლება თუ არა ვუწოდთ ამ ლექსის ინტონაციაც ირონიული ?(პასუხი

დაასაბუთეთ)

 

ლექსის ინტონაცია ირონიულია.

 

 

 

·        მიჯნავსთუ არა პოეტი საკუთარ თავს კრიტიკის ობიექტისგან ? ვინ არის იგი,განზე მდგომი ბრალმდებელი თუ მისგან გაკიცხული ერის განუყოფელი ნაწილი ( პასუხი დაასაბუთეთ)

 

ილია საკუთარ თავს არ მიჯნავს კრიტიკის ობიექტისგან.ის არ არის განზემდგომი ბრალმდებელი.იგი მისგან გაკიცხული ერის განუყოფელი ნაწილია;

 

 

შეჯამება:

 

ილია ჭავჭავაძის ლექსს „ბედნიერი ერი ‘’  რეფრენად გასდევს  ორი სტრიქონი :

„ჩვენისთანა ბედნიერი

 განა არის სადმე ერი ?! ‘

ეს რიტორიკული შეკითხვა ემსახურება იმ აზრის გამძაფრებას, რომ ქართველი ერი უბედური ერია; ესაა ამ ლექსის სათქმელი.ლექსის თემა საზოგადოებრივ-პოლიტიკურია.

ილიას მიერ ჯერ კიდევ 1871 გაკეთებული დასკვნით თავისუფლება დაკარგული  ქართველი ერი არის:

1.      მძიმე ყალნით(ანუ ბეგარით,გადსახადებით,რეგულაციებით დაკაბალებული)

ლამაზ ფალნით(ანუ ვირის უნაგირით) მორთული ;

2.      უწყინარი-(ამ ერს  არაფერი  წყინს,რაც არ უნდა აკადრონ,რადგან ღირსება დაუკარგავს);

3.      უჩივარი-(ეს ერი არაფერს  აპროტესტებს);

4.      მადლიერი(ეს ერი მცირედითაც იოლად მოსამადლიერებელია)

5.      უშფოთველი(ეს ერი უდარდელია,უზრუნველია)

6.      რიგიანი( ეს ერი ყველაფერთან შემგუებელია,ყველაფრის შესაფერისი და შესატყვისია )

7.      წესიერი( ეს ერი ნებისმიერი უსამართლო  წესების , რეგულაციების,კანონების  მორჩილია)

8.      ყოვლად მთმენი(ეს ერი ყველაფრის მომთმენია ე.წ. „ტერპილაა“)

9.      ღონიერი( როგორც ჯორ-ცხენი ღონიერია  და ამასთან კარგა ხნის  გახედნილია)

10.   ყველა უნჯი ( ეს ერი კი არა ნამდვილი „განძია“ სამართავად)

11.   ყველა მუნჯი(ყველას პირში წყალი აქვს დაგუბებული და ხმას არ იღებს,რადგან ერთმანეთს არ ენდობიან)

12.   გულ-ჩვილი და ლმობიერი ( ეს ერი ყველას ყველაფერს ადვილად პატიობს; პატიობს უპატიებელსაც კი;)

13.   თვალაბმული ( ეს ერი დაბრმავებულია; ავს და კარგს ვერ არჩევს,ადვილად თვალასაბმელია,თვალს აუბავენ თუ არა, საფრთხეს ვეღარ გრძნობს)

14.   თავაკრული,პირს ლაგამი ზომიერი(  რადგან ლაგამი კარგად,“თავისუფლად“ აქვს მორგებული, ამ ერს თავისუფალი გონია თავი,არადა თავაკრული და შეკაზმულია და გარე ძალები სადღაც მიაჭენებენ)

15.   ყველა ცრუი( არავინაა მათ შორის, ვინც არ ცრუობს)

16.   ჭკვადამჯდარი,გულხმიერი(ყველანი  გონებაშეზღუდულები და უგრძნობლები არიან)

17.   მცირე,დიდი ყველა ფლიდი (ყველა უნამუსოა)

18.   ცუღლუტი და მანკიერი ( ყველა თაღლითი და მანკიერია არავინაა მათ შორის უცოდველი )

19.   მტვერწაყრილი(ეს ერი დაჩაგრულია)

20.   თავდახრილი(ეს ერი დამორჩილებულია)

21.   ყოვლად უქმი (ეს ერი არაფრის მაქნისი და შემქმნელია)

22.   უდიერი (ეს ერი უზრდელი და“ბიდლოა“)

23.   უზღუდონი (ეს ერი ზღვარგადასულია ყველაფერში)

24.   გზამრუდონი( ესენი ცდილობენ არაკანონიერი გზებით პირადი წარმატების მიღწევას)

25.   არგამტანი და ცბიერი  (ესენი  ბოლომდე ერთმანეთს არ ერთგულობენ ,იოლად  გაწირავენ ,ერთმანეთს ბოროტად  ატყუებენ)

26.   მტრის არმცნობი (ამათ მტრის ამოცნობა არ შეუძლიათ)

27.   მოყვრის მგმობი (სამაგიეროდ ძალიან კარგად იციან მოყვრის განადგურება)

28.   გარეთ მხდალი (ესენი გარეშე მტერთან სუსტები და შეშინებულები არიან)

29.   შინ ძლიერი( შიდა  დაპირისპირების დროს კი ერთმანეთს არ ზოგავენ)

30.   არრის მქონე ( ეს ღატაკი ერია )

31.   არრის მცოდნე( ეს ერი  გაუნათლებელი  და უვიცია)

32.   უზრუნველი და მშიერი (ეს ერი მშიერია და თან ეს ამბავი არ ადარდებს)

 

ლექსის ინტონაცია ირონიულია.

ილია საკუთარ თავს არ მიჯნავს კრიტიკის ობიექტისგან.ის არ არის განზემდგომი ბრალმდებელი.იგი მისგან გაკიცხული თავისუფლებისთვის ბრძოლაზე ხელაღებული  ერის განუყოფელი ნაწილია;

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები