„თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში’’ საქმის გაზავნის წინაპირობები
სარჩევი:
ა)
აღიარების კომისიიისთვის შუამდგომლობის გაგზავნის წინაპირობები [ ეს საგამოცდო მე- 5 საკითხია]
ბ)შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტები
რა შემთხვევაში არ აგზავნის სააგენტო შუამდგომლობას აღიარების კომისიაში ?
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება #487 „საჯარო რეესტრის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’
სარჩევი:
ა)
აღიარების კომისიიისთვის შუამდგომლობის გაგზავნის წინაპირობები [ ეს საგამოცდო მე- 5 საკითხია]
ბ)შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტები
რა შემთხვევაში არ აგზავნის სააგენტო შუამდგომლობას აღიარების კომისიაში ?
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება #487 „საჯარო რეესტრის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე
საკუთრების უფლების აღიარების
კომისიაში’’ საქმის გაზავნის წინაპირობები და სხვა დანაწესები
[ ამ თემაზე გჭირდება მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი
]
ა) აღიარების კომისიიისთვის
შუამდგომლობის გაგზავნის წინაპირობები [ ეს საგამოცდო
მე- 5 საკითხია]
·
თუ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში ა)საკადასტრო აღწერის შედეგებისა და
ბ)სარეგისტრაციო
დოკუმენტაციის შეჯერებით
დადგინდა, რომ „სარეგისტრაციო ობიექტი“ სრულად ან ნაწილობრივ
არ არის მართლზომიერ მფლობელობაში
არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია,
დაინტერესებული პირის თანხმობით,
შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას“ (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად
[მაგრამ მიმართოს ]
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია
1)საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე
ან დანგრეული)
ან
2)
არასაცხოვრებელი
დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული)
ან თუ
3)დაინტერესებული
პირის მიერ დასარეგისტრირებლად წარდგენილი
“არამართლზომიერ მფლობელობაში არსებული’’ მიწის ნაკვეთი
დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის
მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე).
ხ
ამრიგად .ესენია შუამდგომლობით მიმართვის
წინაპირობები
[იხ. მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილი ]
ხ
ბ)შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტები
·
შუამდგომლობას უნდა ერთოდეს:
a.
მიწის
ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი,
b.
ინფორმაცია
დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა
c.
ინფორმაცია მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ,
d.
სარეგისტრაციო
დოკუმენტაცია.
[იხ.
მე- 9 მუხლის მე-2 ნაწილი]
რა შემთხვევაში არ აგზავნის სააგენტო შუამდგომლობას აღიარების კომისიაში ?
·
სააგენტო კომისიას
შუამდგომლობით არ მიმართავს, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ან სააგენტოში დაცული/მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით უტყუარად დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება საკუთრების უფლების
აღიარებას „ფიზიკური
და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად.
ხ
ესაა
ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი:
2. საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა:
ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა;
ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
[ ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
გ) სახელმწიფო ტყის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც დაკავებულია ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომლის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომლის ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის მართვისა და დაცვის განხორციელებას;
დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა;
ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა;
ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები;
ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი;
თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები;
ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები;
კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები;
ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას;
მ) სასაფლაო და პანთეონი;
ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები;
ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის;
პ) საძოვარი.
ხ
·
მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ კომისიისთვის შუამდგომლობით მიმართვაზე უარის თქმა დაინტერესებულ პირს არ უზღუდავს
უფლებას, თავად მიმართოს
კომისიას საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. [იხ. მე-9 მუხლის მე-4 ნაწილი]
ხ
·
მე -9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღიარების კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან
3 თვის ვადაში.
·
კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებამდე მოუსმინოს შუამდგომლობის ავტორს [ანუ სააგენტოს] , აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში კონსულტაციისთვის მიიწვიოს შესაბამისი სახელმწიფო უწყების კომპეტენტური წარმომადგენელი
(წარმომადგენლები). [იხ. მე-9 მუხლის
მე-5 ნაწილი]
ხ
ასევე
დაგჭირდება :
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)
არსებულ მიწის ნაკვეთებზე
საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი [ტერმინთა განმარტება]
+
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :
ა) მართლზომიერ მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებული მიწა – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, აგრეთვე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებული მიწა;
ბ) ( ამოღებულია);
გ) თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) საკუთრების უფლების აღიარება – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა;
ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;
ვ) შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა;
ზ) დროებითი შენობა – ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.
ყურადღება :
მომიჯნავე ნაკვეთი არის ისეთი ნაკვეთი რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ძირითად ნაკვეთს[უკვე რეგისტრირებულს].
თუ ამ მიწის ნაკვეთებს ჰყოფს გზა, მდინარე და ა.შ. მაშინ ნაკვეთები „მომიჯნავედ’’ არ განიხილება.]
ხ
ასევე აუცილებლად წასაკითხად:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება #487 „საჯარო რეესტრის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’
მუხლი 31. სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება
1.
თუ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ „თვითნებურად
დაკავებულ მიწაზე საკუთრების
უფლების აღიარების კომისიას“ (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.
2.
სააგენტო კომისიას მიმართავს
მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ 1)მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან 2)არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ან თუ 3)მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე).[ ესენია კომისიისადმი შუამდგომლობით მიმართვის წინაპირობები]
3.
შუამდგომლობას უნდა ერთოდეს ა)მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ბ)ინფორმაცია დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ, აგრეთვე, გ)სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
4.
კომისიის მომართვის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია, 2 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ერთეულის/ორგანოს თანამშრომელი, რომელიც მოცემულ საქმეზე წარმოადგენს სააგენტოს კომისიის სხდომაზე.
5.
სააგენტო არ მიმართავს შუამდგომლობით კომისიას, თუ ა)დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ან სააგენტოში დაცული/მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით უტყუარად დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის
ნაკვეთზე საკუთრების უფლება
არ ექვემდებარება აღიარებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
6.
ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს უარი კომისიაში შუამდგომლობის გადაგზავნაზე, დაინტერესებულ პირს არ უზღუდავს უფლებას, თავად მიმართოს კომისიას საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.
7.
თუ
სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ
არეალში სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი
სრულად ან ნაწილობრივ
არ არის მართლზომიერ
მფლობელობაში არსებული მიწის
ნაკვეთი, დაინტერესებული პირის თანხმობით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს განიხილავს სააგენტო, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
Комментарии
Отправить комментарий