თემა 8.1. სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოება – რეპრესიული წესრიგის სამართალი
სარჩევი:
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის
განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყება
3.1 სზაკ-ით დადგენილი მექანიზმები
3.2 ზიანისა და ხარჯების ანაზღაურება
3.3.
ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების
აღსრულება
1.სამშენებლო სამართალდაღვევა
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად)’’ ჩაითვლება სამშენებლო
სამართალდარღვევა, რომელიც არის სდასსკ-ის XV თავით გათვალისწინებული
ქმედება.
ქმედება, რომელიც
საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, რომ მივიჩნიოთ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევად და გამოვიყენოთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კანონით დადგენილი ღონისძიება, უნდა შეიცავდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სტრუქტურის ელემენტებს – განსაკუთრებით ქმედების შემადგენლობის თვალსაზრისით.
[ამგვარად, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის საკითხი, მოცემულ შემთხვევაში,
ნაკლებად
რელევანტურია. პასუხისმგებლობის განსაზღვრის
ძირითადი (საკმარისი) სა- ფუძველია
ქმედების შემადგენლობის ელემენტების არსებობა.]
ქმედების შემადგენლობას ქმნის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები.
ობიექტურ ფაქტობრივ გარემოებებში ექცევა უკანონობის განმსაზღვრელი და მაიდენტიფიცირებელი ელემენტები: ა)დამრღვევი, ბ)მისი ქმედება, გ)ქმედების შედეგები.
რამდენადაც
ამ ელემენტების გამოვლენის ფორმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ინდივიდუალობას ქმნის, ისინი მოქცეულია
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართლის კერძო ნაწილში ან ცალკეულ კანონებში
(ამ შემთხვევაში
სდასსკ-ში).
მაშინ, როდესაც ქმედების ობიექტური შემადგენლობა აღწერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გარე ფასადს – მისი
გამოვლენის ნიშნებს, ქმედების
სუბიექტური შემადგენლობა უკავშირდება მის შიდაფსიქიკურ
ფაქტორებს. ამდენად, საქმე გვაქვს ცოდნისა და ნების ელემენტებთან.
თუმცა სამშენებლო სამართალდამრღვევი პირის განსაზღვრისას დგინდება, რომ პირის მიმართ
შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ე.წ. ობიექტური შერაცხვის მეთოდი.
სდასსკ-ის 122-ე მუხლის
მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს:
– მშენებლობის განმახორციელებელი პირი;
– მშენებლობის ნებართვის მფლობელი;
– შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე, თუ ვერ დგინდება
მშენებლობის მწარმოებელი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირი;
– თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, მშენებლობის განმახორციელებელი პირი ან მოსარგებლე;
– მესაკუთრე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის
სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
ხ
თუ გარდაიცვალა პირი, რომელსაც დადგენილების საფუძველზე დაევალა
ან დაევალებოდა უკანონოდ წარმოებული
მშენებლობის დემონტაჟის
გან- ხორციელების ვალდებულება, მაშინ ამ დავალების
შესრულების ვალდებულება გადადის შესაბამისი შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკ- ვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე.
ხ
„სამშნებლო ადმინისტრაცულ სამართალდარღვევის’’
ქმედების შემადგენლობას ქმნის:
ა)სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით
განსაზღვრული სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა,
ბ)სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში
დაუსრულებლობა,
გ)ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან საინფორმაციო დაფაზე არასრული
ინფორმაციის განთავსება,
დ)მშენებარე ობიექტის კონსერვაციის წესის დარღვევით
მიტოვება,
ე)“მშენებლობის შეჩერების შესახებ’’ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების
შეუსრულებლობა,
ვ) საფრთხის შემქმნელი ავარიული შენობა-ნაგებობის სავალდებულო რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუ- ხორციელებლობა
ზ) მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა.
[იხ.სსდასსკ-ის
130-ე - 138-ე მუხლები]
ხ
·
რაც შეეხება მართლწინააღმდეგობის საკითხს, ასეთ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება ისეთი გარემოებები, რომლებიც, ქმედების შემადგენლობის არსებობის
მიუხედავად, იძლევა პირის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველს.
·
მართლწინააღმდეგობა კი გულისხმობს ისეთ ქმედებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მართლწესრიგთან.
·
რამდენადაც ქმედების შემადგენლობის შინაარსს ქმნის უკანონობის მატერიალურ სამართლებრივი შინაარსი, მართლწინააღმდეგობაზე მიუთითებს ქმედების შემადგენლობის
არსებობა.
ის ქმნის მართლწინააღმდეგობის პოზიტიურ წინაპირობას და არ არის სა- ჭირო მისი დამატებითი დასაბუთება.
·
გამორიცხულია ქმედების შემადგენ-ლობის შესაბამისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, თუკი სახეზეა გამამართლებელი გარემოებები (ფორსმაჟორი,
უკიდურესი აუცილებლობა, სა- მართალდარღვევის გამოსწორება და ა.შ.).
·
მართლწინააღმდეგობის
გარეშე ქმედების შემადგენლობის შესაბამისი ქმედება არ იწვევს სამართალდარღ- ვევის სამართლით
გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს. არ გვექნება სახეზე
ადმინისტრაციულ სახდელს დაქვემდებარებული ქმედება.
2.სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის
განხილვასთან დაკავშირებული „ადმინისტრაციული წარმოება’’
და „აღსრულების ინსტრუმენტები“
სამშენებლო კოდექსით
გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ[კოდექსის მე- 15 თავი] ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოება (ადმინის-
ტრაციული წარმოება) ტარდება ამავე კოდექსით დადგენილი წესით.
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყება
·
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის
განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით.
·
საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლე- ბამოსილია, გასცეს მითითება:
ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოდგენის ან/და დარღვევათა გამოს- წორების შესახებ;
ბ) სამშენებლო ობიექტზე არსებული (შემოტანილი) სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვის თაობაზე, თუ ისინი ვერ პასუხობს
დადგენილ მოთხოვნებს;
გ) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევის
გამოსწორების შესახებ.
·
დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება არის შუალედური გადაწყ- ვეტილება, რომელშიც განისაზღვრება შესასრულებელი
ვალდებულება და მისი შესრულების
გონივრული ვადა.
·
ამ ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7
კალენდარული დღის ვადაში
ამოწმებს მითითების
შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს საბოლოო გადაწყვეტილებას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.
·
მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია,
შემოწმების აქტის შედგენიდან 1 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის“ საქმეზე.
·
მოტივირებული საფუძვლის არსებობისას დადგენილების მიღების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა.
·
თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას „სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების
შესახებ’’,
ხოლო
დადგენილებას „სამშენებლო
ს ამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ’’,
თუ:
a.
მითითება შესრულდა და დარღვევები გამოსწორებულია;
b. მშენებლობის ნებართვის გამცემმა
ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება
ობიექტის ლეგალიზების შესახებ;
c. არ არსებობს ამ მუხლის მე-4 ნაწილით ან ამ კოდექსის
127-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი;
d. მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ დარღვევა დადგენილების
მიღებამდე გამოსწორდა, გარდა ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული დარღვევისა.
ხ
სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული
ადმინისტრაცი- ული წარმოება შემოწმების
აქტის შედგენით იწყება:
a. სდასსკ-ის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობი- სას;
b. დარღვევისათვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას;
c. დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმები- სას;
d. საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;
e. უფლებამოსილი ორგანოსთვის იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების
დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც
დამთავრებულია;
f. თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი
ზომების მიღებას;
g. ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარ- ღვევის არსებობისას.
ხხხხხხ
3. გადაწყვეტილების აღსრულება
3.1 სზაკ-ით დადგენილი მექანიზმები
· სამშენებლო მართლწესრიგის სფეროში გამოცემული ინდივიდუალური
ად- მინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადგენს კონკრეტულ ქცევის
წესს, რომელსაც მისი ადრესატისთვის სავალდებულო სახელმძღვანელო ხასიათი აქვს.
· როგორც წესი, აქტის სამართლებრივი შედეგი დგება მისი ად- რესატის
მხრიდან შესრულების ფორმით.
· საჯარო მმართველობის პრაქტი- კაში ხშირია შემთხვევა, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა- მართლებრივი აქტი ნებაყოფლობით არ სრულდება და აუცილებელი ხდება სახელმწიფო ძალის (იძულების) გამოყენება.
· სზაკ ახდენს სახელმწიფოს ღონისძიებების საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევას.
· ადმინისტრაციული აღსრულების საკანონმდებლო მოწესრიგე- ბა ემსახურება საჯარო მმართველობის სამართლებრივი ინსტრუმენტებით აღჭურვას და, იმავდროულად, სამართლებრივ ბოჭვას.
ხ
·
აღსრულების პროცესის დაწყების საფუძველია გადაწყვეტილება „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების ურუნველყოფის შესახებ’’.
·
გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტ- რაციულ-სამართლებრივი აქტის
აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ შესაძლებელია
გამოიცეს როგორც ა)დამოუკიდებელი ინდივიდუალური
ად- მინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით, ასევე ბ)მის შესახებ განისაზღვროს შესასრულებელ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში.
·
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, ინდივიდუალური
ადმინის- ტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით
შესრულების შესახებ პირისათვის
მიცემული ვადის გასვლის
შემდეგ მიიღოს
ზომები ინდივიდუ- ალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად.
·
სზაკ-ის 169-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, გამოიყენოს აღსრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი შემდეგი საშუალება:
a.
სხვა
პირისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების დავალება;
b. ჯარიმა;
c.
უშუალო იძულება.
· ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს აღსრულების უზრუნველყოფის
მხოლოდ ის საშუალება, რომელიც გათვალისწინებულია გადაწყვეტილებაში აღსრულების უზრუნველყოფის
შესახებ.
· აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებები გამოიყენება ერთიმეორის შემდგომ,
სამართალდარღვევის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით.
· ადმინისტრაციული ორგანო უფლება- მოსილია, აირჩიოს აღსრულების უზრუნველყოფის მხოლოდ ის საშუალე-
ბა, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ-
თლებრივი აქტის ყველაზე
სწრაფად და ნაკლები
დანახარჯებით შესრუ-ლებას
და ნაკლებ
ზიანს მიაყენებს
საზოგადოებას და
შესაბამის პირს.[სზაკ-ის 169-ე მუხლი.]
· აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება უნდა შეწყდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
აღსრულების- თანავე.
-
3.2 ზიანისა და ხარჯების ანაზღაურება
·
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება დამრღვევის დაჯარიმების ან/და უკანონო შენობა-ნაგებობის
დემონტაჟის შესახებ დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
·
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში,
თუ დარღვევის დაუყოვნებლივ გამოუს- წორებლობამ
შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამართალდარღვე- ვის საქმისწარმოებისას გამოვლინდა
კოდექსის 127-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „გ”
ქვეპუნქტით გათვალისწინებული
გარემოებები, მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობის
განმახორციელებელი ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მითითების პირობების მის მიერ ან მესამე პირთა მეშვეობით ან/და საკუთარი ხარჯით შესრულე- ბის თაობაზე.
·
გაღებული ზიანის/ხარჯების დადგენის შემდეგ მშენებლობის
საჯარო ზედამხედველობის
განმახორციელებელი ადმინისტრაციული
ორ- განო გამოსცემს დადგენილებას ზიანის/ხარჯების ანაზღაურების შესახებ,
რომელსაც უგზავნის სამართალდამრღვევს.
·
ზიანის/ხარჯების ანაზღაურე- ბისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.
ხ
·
აგრეთვე, პირებს, რომლებმაც ხარჯები გაიღეს
მათ საკუთრებაში ან კა- ნონიერ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის
იერსახის შენარჩუ- ნებისა და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის, თუ ამ ხარჯების გაღება გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთში მშენებლობისას სამშენებლო ნორმებისა და კონსერვაციის რეჟიმის დაუცველობით, უფლება აქვთ, მოს- თხოვონ დამრღვევს გაღებული ხარჯების ანაზღაურება.
3.3. ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების აღსრულება
·
ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის აღსრულების მიმართ არ გამოიყენება სხვა პირისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ-რივი აქტის აღსრულების დავალება, ჯარიმა ან უშუალო იძულების საშუ- ალებები. [სზაკ-ის
175-ე მუხლი]
·
ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის აუცილებელია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება
აღსრუ- ლების უზრუნველყოფის შესახებ.
·
დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოყენება და მისი რეალიზაცია ხდება სასამართლოსადმი მიმართვის
გზით.
·
უზრუნველყოფის
ღონისძიებად ყადაღის გამოყენებისას ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია ხორციელდება აუქციონის გზით, რომელიც
ტარდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
·
უზრუნველ- ყოფის ღონისძიებად ყადაღის გამოყენებისას
ყადაღადადებული მიწის ნაკ- ვეთის აუქციონის ჩატარების გზით რეალიზაციის წესს ადგენს აღსრულე- ბის ეროვნული ბიურო.
·
მიწის ნაკვეთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლით, პირველ რიგში, დაიფარება:
– უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოყენებისა
და რეალიზაციასთან
და- კავშირებული ხარჯები;
– ჯარიმის თანხა.
¾მიწის
ნაკვეთის რეალიზაციის
შედეგად მიღებული
შემოსავლით პირველ რიგში
დაფარული ხარჯების
შემდეგ დარჩენილი
სახსრები უბრუნდება დამრღვევს.
·
ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია შეწყდება,
თუ დამრღვევი აუქციონის ჩატარებამდე უზრუნველყოფს ჯარიმის თანხის, უზრუნველყოფის ღონისძიებისა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას.
·
შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან/და სამარ- თალდამრღვევი პირის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება
უქმდება კანონმდებლობით დადგენილი წესით ჯარიმის თანხის სრულად დაფარ- ვისთანავე.
Комментарии
Отправить комментарий