„საკომლო წიგნი’’ , „ ამონაწერი საკომლო წიგნიდან“, „საკომლო წიგნის ჩანაწერების“ საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი,კომლში „სამკვიდრო ქონების გახსნის’’ წესი
სარჩევი:
„საკოლმეურნეო კომლი’’ [საბჭოთა პერიოდი ]
„საკომლო მეურნეობა’’ [პოსტსაბჭოთა პერიოდი]
„საკომლო წიგნის“ ჩანაწერი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია
მიწაზე საკუთრების
უფლების რეგისტრაცია „საარქივო ცნობის’’ საფუძველზე
კომლში „სამკვიდრო ქონების გახსნის’’ წესი
ა)საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15131 მუხლი
ბ)ინსტრუქციის
მე-40 მუხლის [მე-6,მე-7,მე-8 პუნქტები]
რა არის „საკომლო წიგნი’’ ?
·
· საკომლო წიგნი – ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების ( ე.ი. სოფლის, დაბისა და ქალაქის) და დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში კომლების და მათში პირთა რაოდენობის ამსახველი ჟურნალი, რომელიც ადასტურებს კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში პირთა ცხოვრებისა და კომლში წევრად ყოფნის ფაქტს.
[იხ.“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონი ს მე-3 მუხლის „ი’’ ქვეპუნქტი]
ხ
· „საკომლო წიგნიდან ამონაწერი“
არის მიწის მართლზომიერი
მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი [
იხ.
[„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური
და სპორადული რეგისტრაციის წესის და საკადასტრო
მონაცენების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3
მუხ „რ’’ ქვპ]
ხ
·
„საკომლო წიგნის ჩანაწერების“ საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დეტალური წესი განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-40 მუხლით.
[ შენიშვნა : ათ [10] პუნქტიანი მუხლია]
ხ
·
საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 15131 მუხლი კი აწესრიგებს კომლში „სამკვიდრო ქონების
გახსნის’’ საკითხებს
„საკოლმეურნეო კომლი’’ [საბჭოთა პერიოდი ]
·
1993 წლამდე[საბჭოტა პერიოდში] საქართველოში[სოფლად] არსებობდა ე.წ. „საკოლმეურნეო კომლი“.
·
„საკოლმეურნეო კომლის“ ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო:
ა) კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი
წევრის „კოლმეურნეობის წევრობა’’, ასევე
ბ)პირადი შრომით როგორც „საკოლმეურნეო წარმოებაში“ , ისე
„კომლის დამხმარე
მეურნეობაში“ მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი.
·
„საკოლმეურნეო კომლის’’ წევრები საკუთარ „კომლის დამხმარე მეურნეობას“ კომლისათვის
განკუთვნილ „საკარმიდამო
მიწის ნაკვეთზე“ საერთო ძალებით აწარმოებდნენ და „კომლის ქონების’’ თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ.
·
თუ
ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი
არ რჩებოდა, ის „საკოლმეურნეო კომლი“ ისპობოდა და სანაცვლოდ „მუშა-მოსამსახურის ოჯახი’’ იქმნებოდა ,ხოლო „კომლის დამხმარე მეურნეობის“ ადგილს „მუშა-მოსამსახურის მეურნეობა“ იკავებდა. [მაგ. როცა ყოფილი კოლმეურნე
ქალაქში ტაქსის შოფრობას გადაწყვეტდა],
ხ
·
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (იგულისხმება 1964 წლის კოდექსის
) 122-ე მუხლის თანახმად, „საკოლმეურნეო კომლის ქონება“ კომლის წევრებს თანასაკუთრების
უფლებით ეკუთვნოდა.
·
აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის
არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც,
თანაბარი წილი ეკუთვნოდა.
„საკომლო მეურნეობა’’ [პოსტსაბჭოთა პერიოდი]
·
,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.09.92 წლის #949 დადგენილების და
სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის #29 დეკრეტის საფუძველზე
1993
წლიდან[პოსტსაბჭოთა პერიოდი] დადგინდა ყოფილი სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების
რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ
სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა.
·
კოლმეურნეობების გაუქმებით „საკოლმეურნეო კომლის“ არსებობას სამართლებრივი
საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა.
ხ
·
რაც შეეხება
,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
საკუთრების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 22 მარტის
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ „საკომლო მეურნეობას“, აღნიშნული სრულიად ახალი ინსტიტუტია [!] და არსებითად განსხვავდება 1993 წლამდე არსებული „საკოლმეურნეო კომლისაგან’’, შესაბამისად, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „საკომლო მეურნეობა’’ არ უნდა იქნეს განხილული საკოლმეურნეო კომლის სამართალმემკვიდრედ.
·
,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“
საქართველოს 1996 წლის 22 მარტის
საქართველოს კანონის შესაბამისად,
საკომლო მეურნეობა არის ა)სასოფლო-სამეურნეო
მიწის ნაკვეთების, ბ)
მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობის,
აგრეთვე,გ) შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის
ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის
საკუთრებას
ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. [ „საკომლო მეურნეობის’’ ცნება]
·
„საკომლო მეურნეობა“ რეგისტრირებულ
უნდა იქნეს „საადგილმამულო წიგნში“ (საჯარო რეესტრში).
·
თუ
საკომლო მეურნეობა არ არის „ერთი ფიზიკური პირის საკუთრება“
და „მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა“, საადგილმამულო წიგნში (ან საჯარო რეესტრში)
თითოეული მათგანი
საკომლო მეურნეობის „თანამესაკუთრედ’’ უნდა დარეგისტრირდეს.
5. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში).
თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.
„საკომლო წიგნის“ ჩანაწერი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია
·
ზოგადი წესის თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის
ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება
საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც
უნდა შეიცავდეს ა)კომლის წევრთა და ბ)კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას,
ბოლო მონაცემებით, მაგრამ
არაუგვიანეს 2007 წლის 20 სექტემბრისა. [
·
ყურადღება: რეგისტრაციის მიზნებისთვის, მხოლოდ
1992 -2007 პერიოდის
საკომლო წიგნის
ჩანაწერები
გამოიყენება.
(საფუძველი: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური
და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1.რ, 7.1 ,7.7 და 7.9 მუხლები). [ ასევე იხ. „რეესტრის ინსტრუქცია’’ მუხ. 40
ნაწ. 1-ლი]
[აუცილებლად
წაიკითხე ყველა ეს მუხლი]
მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია „საარქივო ცნობის’’ და 1992 წლამდე საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე
· იმ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, რომლებზეც,
საკომლო წიგნის ჩანაწერებით, 1992 წლამდე განთავსებული
იყო „საცხოვრებელი სახლი“, განსხვავებული წესი
გამოიყენება.
·
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992
წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მიღებით საქართველოში სასოფლო–სამეურნეო
დანიშნულების მიწის რეფორმა დაიწყო, რომელიც შეეხო როგორც საკომლო, ისე საბაღე, სოფლად და
ქალაქად მცხოვრებ პირთა სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთებს.
·
აღნიშნული დადგენილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე
კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო მიწები უსასყიდლოდ გადავიდა მათ კერძო საკუთრებაში.
(საფუძველი: „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების 5 პუნქტი).
· ხოლო ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის
ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან მოყოლებული ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.
(საფუძველი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513 მუხლი).
მუხლი 1513. საკუთრება საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე
+
ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.
·
ამდენად, თუ „საარქივო ცნობის“ საფუძველზე, 1992
წლამდე მდგომარეობით, ა)კომლს
ერიცხება საცხოვრებელი სახლი და მიწის
ნაკვეთი, ამასთან,
ბ) საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე
ასახულია შენობა-ნაგებობა (საცხოვრებელი სახლი), მათ შორის, დანგრეული, მაშინ
ეს „ საარქივო ცნობა’’ მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად განიხილება.[ეს დაიმახსოვრე]
·
„საარქივო ცნობა
‘’ არის საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე [ იხ. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის და საკადასტრო მონაცენების სრულყოფის
შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხ „რ’’ ქვპ]
„საკომლო წიგნის ჩანაწერების“ საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი[საჯარო
რეესტრის ინსტრუქცია’’ მე-40 მუხლი]
მუხლი 40. საკომლო წიგნიდან ამონაწერი
1.
კომლის წევრის (წევრების)
მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება „საკომლო წიგნიდან ამონაწერის“[შენიშვნა: რაც
მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტია იხ. კანონის მე-3 მუხ „რ’’ ქვპ] საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს a)კომლის წევრთა და b)კომლის
ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას
ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს 2007 წლის 20 სექტემბრისა.
მართლზომიერი მფლობელი არის – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს [კანონის მე-3 მუხ „ნ’’]
ხ
2.
თუ
საკომლო წიგნის ჩანაწერების შესაბამისად, მიწის რეფორმის დასრულების (რაც არის 1999 წლის 1 თებერვალი, ხოლო
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 2006 წლის 31 დეკემბერი) შემდგომ პერიოდში მიწის ნაკვეთის ფართობი მცირდება, ამასთან, არც ეროვნულ არქივში, შესაბამის მუნიციპალიტეტსა
და სააგენტოში არ არის დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირების საფუძვლების/მიზეზების შესახებ, რეგისტრაცია წარმოებს მიწის რეფორმის პერიოდის ბოლო მონაცემების
შესაბამისად.
ხ
3.
უძრავ ნივთზე კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე,
რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და აღინიშნება მათი საერთო
საკუთრების შესახებ.
იმ შემთხვევაში,
თუ სააგენტოს არ წარედგინება
კომლის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში“ დარეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი იქნება წარდგენილი,
ხოლო კომლის
დანარჩენ წევრებთან დაკავშირებით გაკეთდება მითითება „თანამესაკუთრის არსებობის თაობაზე“.
ხ
4.
საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე,
მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ
იმ წევრის/წევრების საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა
უტყუარად დასტურდება.
ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია „კომლიდან გასვლის“ შესახებ შემდეგი
ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“
(თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში,
რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა
საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
ხ
5.
საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე- საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციაზე
ან ბრძანებულების საფუძველზე -რეგისტრირებული
მონაცემების ცვლილებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საკომლო ჩანაწერებით გათვალისწინებული
ერთ-ერთი პირი.
ხ
6.
საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე
საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის
განხორციელების შემდეგ,
„უძრავ ნივთებზე
უფლებათა რეესტრში“
რეგისტრირებულ პირებს
რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე წარმოეშობათ თანასაკუთრების უფლება, მასზე[მიწაზე] ვრცელდება
თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები
და ერთ-ერთი თანამესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში,
მის წილზე საკუთრების უფლება
გადადის მემკვიდრეობით.
7.
თუ საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის ყველა წევრი
2019 წლის 1 აგვისტომდე გარდაიცვალა,
კომლის [საერთო] ქონებაზე
საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს კომლის „ბოლო“ გარდაცვლილი წევრის
მემკვიდრეს.
8.
თუ ა)კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება
„უძრავ ნივთებზე
უფლებათა რეესტრში“
რეგისტრირებული არ არის და ბ) საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული
კომლის წევრი 2019 წლის 1 აგვისტოს შემდეგ
გარდაიცვალა (მიუხედავად იმისა,
იგი „კომლის ბოლო წევრი“ იყო თუ არა), „მის[გარდაცვლილის] წილ ქონებაზე“ საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს მემკვიდრეს.
ხ
9.თუ საკომლო წიგნის 1992-2007 წლების
საარქივო ჩანაწერებით დგინდება ა)მხოლოდ კომლის შემადგენლობა მიწაზე
ქონებრივი მდგომარეობის მითითების გარეშე, ან ბ)საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებით კომლზე აღრიცხულია მხოლოდ საცხოვრებელი სახლი და არ
იძებნება მიწაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კომლის მიერ 2007 წლის 20 სექტემბრამდე „ფაქტობრივად
დაკავებულ მიწის ნაკვეთზე“
(ჯამში არაუმეტეს 0,75 ჰა-სა) საკუთრების
უფლების რეგისტრაცია წარმოებს მუნიციპალიტეტის
მიერ აღნიშნულ
მიწის ნაკვეთზე კომლის წევრთა „ფაქტობრივი მფლობელობის“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურების შემთხვევაში.
ხ
10.თუ
„სარეგისტრაციო
დოკუმენტის’’
სახით
წარმოდგენილია მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული
მიღება-ჩაბარების აქტი,
სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია,
განაწილების სია, მოთხოვნილია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულ
2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების
აღიარება ან ბრძანებულების საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება,
უძრავ ნივთზე რეგისტრირდება
კომლის წევრთა თანასაკუთრების უფლება.
ხ
კომლში „სამკვიდრო ქონების გახსნის’’ წესი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15131 მუხლი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15131 მუხლი აწესრიგებს კომლში სამკვიდრო ქონების
გახსნის საკითხებს:
მუხლი 15131. კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდროს გახსნა
+
1. თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, „კომლის საერთო ქონებაზე’’ სამკვიდრო გაიხსნება კომლის „ბოლო წევრის“ გარდაცვალების დღიდან, თუკი საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული „კომლის ყველა წევრი“, 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, გარდაცვლილია.
2. თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული „კომლის წევრის’’ 2019
წლის 1 აგვისტოს შემდეგ გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო
„მის წილ ქონებაზე“ გაიხსნება, მიუხედავად იმისა, იგი კომლის „ბოლო წევრი“ იყო თუ არა.
3. კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ეს ქონება კომლის წევრების თანასაკუთრებაა და მასზე ვრცელდება თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები.[ანუ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები]
ინსტრუქციის მე-40 მუხლის
[მე-6,მე-7,მე-8 პუნქტები]
მუხლი 40. საკომლო წიგნიდან ამონაწერი [საჯარო რეესტრის ინსტრუქცია]
6.საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში“ რეგისტრირებულ პირებს რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე
წარმოეშობათ
თანასაკუთრების
უფლება, მასზე[მიწაზე] ვრცელდება თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები და ერთ-ერთი
თანამესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, მის წილზე
საკუთრების
უფლება გადადის მემკვიდრეობით.
7.თუ საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის ყველა წევრი 2019 წლის 1 აგვისტომდე გარდაიცვალა, კომლის [საერთო] ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს კომლის „ბოლო“ გარდაცვლილი წევრის მემკვიდრეს.
8. თუ ა)კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში“ რეგისტრირებული არ არის და ბ) საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის წევრი 2019 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გარდაიცვალა (მიუხედავად იმისა, იგი „კომლის ბოლო წევრი“ იყო თუ არა), „მის[გარდაცვლილის] წილ ქონებაზე“ საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს მემკვიდრეს.
საჯარო რეესტრში „თანამესაკუთრედ“ რეგისტრირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, „მის წილზე ‘’
საკუთრების უფლება როდის გადადის მემკვიდრეობით და როდის არა .
·
თუ უძრავ ნივთებზე უფლებათა
რეესტრში, საკომლო წიგნის ჩანაწერების
საფუძველზე, კომლის ქონებაზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება, კომლის წევრებს რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე „თანასაკუთრების უფლება“ წარმოეშობათ.
·
ამ უძრავ
ნივთზე ვრცელდება
„თანასაკუთრებისთვის’’ დადგენილი საერთო წესები[რაც სამოქალაქო კოდექსშია თავმოყრილი ]
ხ
·
ერთ-ერთი თანამესაკუთრის
გარდაცვალების შემთხვევაში, „მის კუთვნილ წილზე“ საკუთრების უფლება მემკვიდრეობით გადადის. ამიტომ ასეთ დროს, გარდაცვალების მოწმობის საფუძველზე კომლის წევრის „თანამესაკუთრეებიდან’’ ამოშლა კომლის სხვა
წევრების მოთხოვნით ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
·
აღნიშნული წესი ვრცელდება
იმ შემთხვევაშიც, თუ საკომლო წიგნის საფუძველზე უფლება ე.წ. „თანამესაკუთრის
მითითებით’’ დარეგისტრირდა (იმ მიზეზით, რომ რეგისტრაციის
დროს არ იყო წარდგენილი ამ კომლის წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი) [ამ
თემაზე იხ. „საჯარო რეესტრის ინსტრუქციის’’ მე-40 მუხლის მე-3 ნაწილი] და
ეს „მითითებული თანამესაკუთრე“ გარდაიცვლება ამგვარი რეგისტრაციის
შემდეგ.
„უძრავ ნივთზე კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და აღინიშნება მათი საერთო საკუთრების შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს არ წარედგინება კომლის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში“ დარეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი იქნება წარდგენილი,
ხოლო კომლის დანარჩენ წევრებთან
დაკავშირებით გაკეთდება მითითება „თანამესაკუთრის
არსებობის თაობაზე“.
[საჯარო რეესტრის ინსტრუქცია მე-40
მუხლი ნაწილი მე-3]
ხ
·
„თანამესაკუთრის“ მემკვიდრეს აქვს „სამკვიდრო მოწმობის“ საფუძველზე „გარდაცვლილი თანამესაკუთრის კუთვნილ წილზე’’ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება და მხოლოდ „გარდაცვალების მოწმობის წარდგენით’’ „გარდაცვლილი პირის უფლება’’ არ უქმდება.
·
„თანამესაკუთრის“
შესახებ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში“ ჩანაწერი უნდა გაუქმდეს და „თანამესაკუთრის მემკვიდრეს’’ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არ ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ „გარდაცვალების მოწმობით ‘’დადგინდება, რომ:
ა)„თანამესაკუთრე“ გარდაცვლილია კომლის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე
და
ბ)ამასთან, 2019 წლის 1-ელ აგვისტომდე
Комментарии
Отправить комментарий