"თათქარიძეობა''
სარჩევი:
„თათქარიძეების ‘’ მახასიათებელი ნიშნები
„თათქარიძეების“ აზრი „დამნაშავე ‘’ ყმების დასჯაზე:
13. „თათქარიძეების“ აზრი „წართმევაზე“
14. „თათქარიძეების“ აზრი მოახლების „სექსუალურ შევიწროვებაზე ‘
როდის აღელდებიან ხოლმე გულწრფელად თათქარიძეები ?
„თათქარიძეები’’ გონება შეზღუდულები არიან :
„თათქარიძეები“ თვითკმაყოფილები , გულგრილები და უმადლოები არიან:
„თათქარიძეებს“ ილია მიხედვით მომავალი არ აქვთ
„თათქარიძეები’’ „ძველ დროს’’[ანუ წარსულს] რომ ყურმოკვრით იცნობენ
„თათქარიძების“ ცოლების მოახლეები
„თათქარიძეების“ დაოჯახება რთული პროცესია:
„თათქარიძეების“ ერთმანეთის შურთ :
თათქარიძეების ცხოვრება ფუჭად ჩავლილი ცხოვრებაა
ადამიანის აღქმა ყოველთვის სუბიექტურია
როდის ემსახურება მანკიერების მხილება სიკეთეს ?
ვინ არიან „თათქარიძეები“ ?
ილიას დროს ქართველი თავადები,დღევანდელ
დროს კი ალბათ ე.წ. „ახალი ქართველები“ ანუ დღევანდელი „ელიტა“;
„თათქარიძეების ‘’ მახასიათებელი ნიშნები
1. ქაოსი და უწესრიგობა „თათქარიძეებისთვის“ საარსებო გარემოა ;
2. მოუვლელი საკუთარი სხეული და მოუწესრიგებელი გარეგნობა თათქარიძეების „ტიპური პორტრეტი“ იყო დღეს ამ მხრივ თათქარიძებს პროგრესი აქვთ 21-ე საუკუნეა მაინც.[ფიტნესით არიან დაკავებული]
3. „თათქარიძეებისთვის“ ადამიანი ნივთია და კონკრეტულად კი ძირგავარდნილი ქვევრი და არა „საღვთო ჭურჭელი“, რომელშიც სულია.
4. მუჯლუგუნით,თავში ჩატყაპუნებით,გაწყრომით,გამოლანძღვით,დაწყევლით ,დატუქსვით ყოველ-ცისმარე დღეს „დაყმევებულთა“ შეშინება და დაჩაგვრა „თათქარიძეების“ მენეჯერული ხერხებია.
5. თათქარიძეების ბრძნული აზრები „ყმების მოხმარებაზე ‘’ ასეთია : „გლეხკაცი გაქირ ვირსავით თუ ერთხელ შედგა, მერე, თუნდა შვინდის სახრით მისდგე, ფეხს ვერ გადაადგმევინებ, თუ ადრევე დატუქსული არა გყავს. ან ღორის მკბენარსავით, რომ გლეხკაცი ფეხზედ დაისო, თავზედ აგაცოცდებაო. მაშ! შიში შეიქმს სიყვარულსაო.“
6. ყოველდღიურად განცხრომის და განსვენების გამუდმებული ძიება და მცონარობა „თათქარიძეების“ ცხოვრების წესია;
7. ბუზების თვლა,რუსთ ხელმწიფესა[პუტინზე] , ხონთქარზე[ეროღანზე],პოლიტიკაზე[დიფ სტეითზე და ტრამპზე] ბრიყვული საუბრები თათქარიძეების „ჭკუის“ ვარჯიშია;
8.
„თათქარიძეების“
მუცლის გატენვას სწავლა არ სჭირდება ამას ისინი უსწავლელადაც კარგად ახერხებენ,რადგან ჯოგის
და ყმის პატრონები არიან, იმისთანა
ყმისა — რომელსაც ჯოგში დიდი განსხვავება არა აქვს და პროტესტს არაფერზე გამოხატავს;
9. „თათქარიძეებს“
„სოფლის აყაყანების’’ რიდი აქვთ,მაგრამ ნათლიდედისგან „წვრილ ქრთამს“[მაგ.
„ერთ გაბმა აბრეშუმს“] დღესაც იღებენ;
10.
„თათქარიძეები“
ანგარებით ძმასაც ღალატობენ ,დაახლოებით ასე :
„მოსემ ამოიღო ხუთი თუმანი და უთხრა ხმადაბლა დავითს:
— ეს ხუთი თუმანი, დაჩუმდი, შენ რა გინდა? შენ ხომ არ ირთავ?
დავითი დარბილდა.
— ხუთ თუმანზე ძმა
როგორ გავყიდო? — უპასუხა.
— შვიდი იყოს.
— ან შვიდად.
— რვა იყოს
— ვერც რვა თუმნად.
— აშ რამდენი გინდა?
— ათი მაინც იყოს.
— ცხრაზედ რას იტყვი?
— არა, ათი.
— ეჰ, ჯანი გავარდეს:
ათი იყოს.
ამოიღო ათი თუმანი და მისცა. დავითმა ჯიბეში ჩაიდო.“
11.
„თათქარიძეები“ და მათი ცოლებიც ერთმანეთთან ქიშპობაში შეუდარებლები არიან;
ქიშპობის საგანია, ვის უფრო გერგილიანი ქმარი ჰყავს,
ან ვის უფრო მეტი შემოსავალი აქვს;
“ ჩემს ლუარსაბს ჯერ ისე არა გასჭირებია-რა, რომ გლეხობა ჩაიდინოს.“ ასე ამართლებს დარეჯანი შინ მჯდომ ქმარს რომელსაც ფეხებზედ კიდია მოსავალიც და მამულიც
და საკუთარი ყანის სანახავადაც არ გადის.
„კაი მოსავალია. ოც-და-ათი ურემი ხუმრობა არ არის; ჩვენც მოგვივა მაგდენი, მაგრამ ჩვენ ერთი ორად მეტი ნახნავი გვქონდა თქვენზედა“ —უბრალოდ იტყუება დარეჯანი, როცა მეტოქე
რძალთან ქიშპობს;
12. „თათქარიძეებს“
უყვართ „სხვათა“ დამცირება და ამით თვითშეფასების
ამაღლება;
„ლევანსავით ურმებს ხომ ქირაზედ არა ვგზავნი, თავადიშვილის სისხლს ხომ არ შევირცხვენ! სომეხი ხომ არა ვარ, რომ ქირაობით ვიცხოვრო. თავადიშვილი ვარ, კაი ოჯახის და გვარის შვილი“
„ხალხი წახდა, სისხლი მოითხარა. აბა ჩვენ დროს ვინ მოიფიქრებდა, რომ თავადიშვილს თავი შეერცხვინა და ურემი ქირაზედ ეტარებინა. ქვით არ ჩავაქვავებდით? თავზედ ლაფს არ დავასხამდით? მაგრამ ეხლა? — დასწყევლოთ ღმერთმა — სირაჯობენ კიდეცა!.. გაგონილა? თავადიშვილების სირაჯობა! ოჰ, ღმერთო, რატომ წარღვნა არ მოვა? სომხები გახდნენ, სწორედ სომხები: ეხლა ისღა აკლიათ, ადლი ამოიჩარონ იღლიაში, სოფელ-სოფელ იარონ და „სავაჭრო, სავაჭრო“ იძახონ ‘’
„თათქარიძეების“ აზრი „დამნაშავე ‘’ ყმების დასჯაზე:
„ქალბატონმა რომ გოგოსა სცემოს, არ
დაიძრახება,
ქალბატონმა პატარა ბიჭს რომ სცემოს, არაფერია.
ცემა არაფერია, მაგაში ბატონს ვინ დასძრახავს, — იმისი ბატონი არა ვარ, რომ მინდა ვცემ, მინდა არა, — მაგრამ კაცმა კაცს უნდა სცემოს, დედაკაცისაგან რომ არა თქმულა!“
„დიდება შენდა, ღმერთო ჩემო, — სთქვა პირჯვრის-წერით ლუარსაბმა, — ეს რა მესმის, თქვენი ჭირიმეთ: დედაკაცმა ისე თავზედ ხელი უნდა აიღოს, რომ ვაჟკაცსა სცემოს?
13.
„თათქარიძეების“ აზრი „წართმევაზე“ :
„წართმევა არაფერი, ეგ, რასაკვირველია, ქალბატონის ნებაა: გოგოც ჩემია და ჩითმერდინიც; მაგრამ გოგოს ჩითმერდინის თავზედ შემოკვრა კი სწორედ თავლაფის დასხმაა.“
14.
„თათქარიძეების“ აზრი მოახლების „სექსუალურ შევიწროვებაზე ‘’ :
„— არა,
ისე ჩუმად მოეხდინა
მაინც იმ სულის მტერსა, კიდევ არაფერი იქნებოდა,
— სთქვა დარეჯანმა.
— ჩუმად რომ მოეხდინა,
ვინ რას იტყოდა? — გააწყვეტინა
სიტყვა ლუარსაბმა.
— განა უწინ კი არ იყო მაგისთანა
ამბები, ხორციელები
არ იყვნენ თუ? მაგრამ უწინ სულ დაფარული
იყო, ისე დაიჭერდნენ
საქმეს — რომ ხორციელ ადამიანს
არ გააგებინებდნენ,
— ბევრი მაგისთანაები
მომხდარა
უწინაც, მაგრამ აბა ერთი შეგიტყვიათ
რამე? სულ ისე ჩუმად და გონიერად
იცოდნენ უწინ ყველაფერი,
ამიტომ რომ პირში წყალი ჰქონდათ. ეხლა, ბატონო, არაფრისა
აღარ ჰრცხვენიანთ.
ნამუსი აღარ არის, არა, წახდა ქვეყანა.“
როდის აღელდებიან ხოლმე გულწრფელად თათქარიძეები ?
როდესაც ხანდახან ხმა დაირხევა ხოლმე : თავადიშვილებს ყმები ჩამოერთმევათო
„ვაი შენს ლუარსაბსა! — წამოიძახა ფერწასულმა ლუარსაბმა. — ეგ რა სთქვი, რა? აკი მოგახსენეთ, ბატონებო, რომ წარღვნა უნდა მოვიდეს-მეთქი. აი, ღვთის წყრომა! სულ ჩვენისავე ცოდვებისაგან მოგვევლინა. მამა-ჩემი ზაალ ნუ წამიწყდება, რომ წავალ, ზაქარიას ცოლსაც, ლევანსაც, ნიკოლოზსაც წიხლ-ქვეშ გავიგდებ, რომ ეს ამბავი სულ იმათი უნარია. კიდევ ატარონ ქირაზედ ურმები!“
„თათქარიძეები’’ გონება შეზღუდულები არიან :
„მე
ვიცი, თათქარიძობას წამართმევენ! შარშან კი არ იძახდნენ, რომ საიქიოს ბატონები ყმებად შეიცვლებიანო, ყმები ბატონებადაო, — ვენაცვალე ღვთის მადლს, იქაც ისე არიანო _ ბატონი ბატონადა, ყმა ყმადაო, როგორც აქა. ინგლისის ხელმწიფეს ბარათი ჩამოუგდიაო ფრანგის ხელმწიფისათვის, რომ „ნუ გე- შინიანო, მეცა და ჩემ დიდკაცებსაცაო აქ უფრო დიდი პატივი გვაქვსო, მინამ მანდაო. ნუ დაიჯერებო, რასაც მანდ ყბედობენო“.
15. „თათქარიძეები“ არგუმენტებად სომხური კარაბადინის და გარეჯელი მკითხავის
„სიბრძნის ‘’ გვერდით „წმინდა წერილს“ მოიხმობენ ხოლმე ,რითაც იგი[სახარება] უფასურდება:
„უფლისა უფალსა და კეისრისა კეისარსაო, სახარებაში სწერია: კეისრები ჩვენა ვართ“ ამბობენ თათქარიძეები.
16.
თათქარიძეების
აზრი თავიანთი ყმების გონებრივ შესაძლებლობაზე
ასეთია :
„გლეხები არიან ,ტყუილსაც დაიჯერებენ
და მართალსაც’’
„თათქარიძეებმა“ ბიჭებში ხმის გააგდება იციან (ანუ თანამედროვე ფეიკ ნიუსები თანამედროვე
თათქარიძეების ნახელავია) თათქარიძეები ამას მაშინ აკეთებენ, როცა ყმების დაკარგვის
საფრთხეს გრძნობენ;
17.
„თათქარიძეების“
წესია პირადი ინტერესების საქვეყნოზე მაღლა დაყენება
:
„თუ
მე არ ვიქნები, ქვეყანა თუნდ ძირიანად ამოვარდნილა, თუნდ ბოდბელისა არ იყოს — „ქვა ქვაზედაც ნუ იქნება“, — სთქვა ლუარსაბმა, — ქვეყნისათვის კარგი იქნებაო! თუ მე და შენ არ ვიქნებით, ქვეყანა რად გვინდა? ჯანიც გავარდნია. არა, დათო?“
18. „თათქარიძეებთან“ დებატებს
არავითარი აზრი არ აქვს ;თათქარიძეებმა ახირებული
კამათი იციან:
„-შენ ერთი ახირებული კაცი ხარ: რასაც იტყვი, ხომ კაცი ვეღარ გადაგათქმევინებს? — არ
იყო რომ ცოტა წყენით არ უთხრა დარეჯანმა დაჟინებულს ლუარსაბსა.
— მაშ? კაციც მაგისთანა უნდა. ის ხომ კარგია, დღეს ერთი სთქვას, ხვალ სხვა? — სთქვა ლუარსაბმა, შემოიყარა დოინჯი და გამარჯვებულსავით ამაყი შეხედულობა მიიღო.
„თათქარიძეებმა“ კამათში საკუთარი
ნათქვამის სხვისთვის გადაბრალება იციან :
-დახე! შენ არა თქვი — თართიაო?
— მე ეგ არ მითქვამს — ეგ შენა თქვი, — იცრუა ლუარსაბმა და თავის სიტყვა თავის ცოლს გადააბრალა, — მე ორაგული ვთქვი.
— დახე, დახე, თქვენი ჭირიმეთ!.. ეს რა მოიგონა! — წამოიძახა ეხლა კი სწორედ გულზედ-მოსულმა დარეჯანმა.
— ამდენი იყვირე, რამდენიც გინდოდეს! — დაბალ ხმით უთხრა ლუარსაბმა და წავიდა, რომ გარეთ გავიდეს. კარებში რომ მივიდა, ერთი კიდევა სთქვა:
— მე ორაგული ვთქვი. — თქმა ამისა და იმისი გარეთ გასვლა ერთი იყო.
— მტყუანს?..
— მისძახა გაკაპასებულმა, ამ უსირცხვილობისაგან მოთმინებიდამ გამოსულმა ცოლმა, — გაუწყრეს წმინდი-გიორგის მადლი და ნეკრესის ღვთისმშობლისა!
‘’
19. „თათქარიძეებს“ თავი უცოდველი ჰგონიათ
;თათქარიძეებმა არ იციან რომ
„თავისის ქცევით, თავისის ცხოვრებით არისხებენ ღმერთსა“
„— ვაჟო! მე ვარისხებ ღმერთსაო? — გეტყოდათ გაოცებით ლუარსაბი: — წირვა-ლოცვას მე არ ვაკლდები, კაცი მე არ მამიკლავს და კაცისათვის მე არ მამიპარავს, — რაზედ ვარისხებ ღმერთსა?
მართალი ხარ, ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, ერთის სიტყვით — რაც არ უნდა გექნა, არ გიქნია — ესეც კარგია: უარარაობას ეგა სჯობია. მაგრამ ეხლა ეს უნდა გკითხო: რაც უნდა გექნა, ის კი გიქნია?
— დიაღ, — მეტყვი შენ, — მისვამს და მიჭამია, არც ერთი დღე მშიერი არა ვყოფილვარ.
მითამ პასუხი ეგ არის? წირვა-ლოცვას არ ვაკლდებიო რა გამოვიდა? იქ ყოველთვის გსმენია ჩვენთვის ჯვარცმულის ქრისტეს სიტყვა: „ვითა მამა ზეცისა იყავ შენ სრულიო“. აბა, ან ერთს წამს შენს სიცოცხლეში მაგისთვის სცდილხარ? არა, შენ მაგისათვის არა სცხოვრობ: შენ სცხოვრობ — რომ სვა და სჭამო, და არა იმისთვის სჭამ და სვამ — რომ იცხოვრო, ესე იგი ეცადო — რომ ვითა მამა ზეცის იყო შენც სრული.’’
„თათქარიძეები“ თვითკმაყოფილები , გულგრილები და უმადლოები არიან:
„კარგი რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და
უბედობასაც
თანასწორად
ემორჩილება
ხოლმე. არც ერთისთვის გაიხეთქს თავს და არც მეორისთვის დაიწყებს ბრძოლასა, — და არის ისე ყველგან ერთნაირად გულგრილი და შეუპოვარი. ამ გულგრილობას და შეუპოვრობას კმაყოფილებად ადიდებენ; კმაყოფილება კიდევ — ვიღაცამა სთქვა — ბედნიერება არისო. ბევრჯერ უთქვამთ დარბაისელთ მოხუცებულთ ჩემთვის, რომ ახალ თაობას იმითი მაინც ვჯობივართო, რომ ჩვენ ცოტას კმაყოფილებიცა ვართო. მე კი დავჩუმებულვარ და გამიფიქრია: „კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია. ბედნიერია ახალი თაობა, თუ მართლა ის კმაყოფილება არა აქვს. იმედი თუა სადმე, ამაში უნდა იყოს: უმადლონი სჯერდებიან მას, რაც არის, იმიტომაც იმათში უფრო ბევრია ბედნიერი, მადლიანნი კი ძნელად: ამათ ყოველთვის უკეთესი უნდათ იმიტომ, რომ კარგს უფრო კარგი მოსდევს თანა, „მჯობს მჯობი არ დაელევაო”, — ნათქვამია;’’
20. „თათქარიძეებს“ ძალიან არ უყვართ საკუთარი კომფორტის
ზონიდან გამოსვლა;
„— ახლა რას იტყვი, ლუარსაბ, წავიდეთ?
— შორს რომ არის?
— რა ვუყოთ? ალბად ნება ღვთისა ეგ არის.
— მოდი, აქვე ნეკრესის ღვთისმშობელი ვილოცოთ.
— თელეთის ხატს ეწყინება: მე დავიბარეო, აქ კი არ მოვიდნენო და იქ კი წავიდნენო, იტყვის.
— მართალია,
ეწყინება.
გული მოუვა. აი, მე ხომ კაცი ვარ, მეც გული მამივიდოდა და ის ხომ ხატი ბძანდება — ვენაცვალე იმის მადლს! — უფრო გული არ უნდა მოუვიდეს?
— ეგ არის და.
— მაშ რა ვქნათ?
— უნდა წავიდეთ.
— შორს კი არის, თუ შენც იტყვი.
— ეხლა, თუ მივდივართ, ნუღარ ამადლებ — გვიწყენს.
— მართლა, მართლა! ნუ მიწყენ, აგრემც დიდება შენსა სახელსა, ხატო თელეთისაო! გიახლები, გიახლები და თაყვანსა ვცემ სახელსა შენსა.’’
და უშვილო ცოლ-ქმარი თელეთისკენ მიმავალ
გზას დაადგება.მოთხრობაში ეს ერთადერთი ეპიზოდია,როცა თათქარიძეები თავიანთ“დიდებულ“
ეზო-კარს გასცდებიან.
ან
„როცა ლუარსაბი იმ
ზემოთ აღწერილ განცხრომაში ბრძანდებოდა, სიკვდილი იყო, რომ ვისმეს მოეშალა ამისი ქეიფი და ნებიერობა, ესე იგი ტახტზედ დარბაისლურად და პატიოსნად გადაგორ-გადმოგორება. სტუმარი ეჯავრებაო, ამაზე ამბობდა უგუნური ხალხი, მაგრამ განა სიძუნწით მოსდიოდა ეს ამბავი? აბა თქვენგან არ მიკვირს! სიძუნწე და ქართველი ორივე ერთად მოთავსდება? ყინული და ცეცხლი ერთი-ერთმანეთს არ დალევენ? თუ ეჯავრებოდა სტუმარი, იმიტომ ეჯავრებოდა, რომ უნდა ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვა. ადგომა კიდევ არაფერი, ეს ესე არ ეზარებოდა ლუარსაბსა: ტანთ ჩაცმა იყო ამის სიკვდილი. მთელს ზაფხულს ისე გაატარებდა, რომ პერანგის და მის ამხანაგის მეტს არას მიიკარებდა ტანზედ, თუ თავის ნებაზედ მიაგდებდით, თუ არა, მეტი რა ჩარა იყო. ზამთარში კიდევ პერანგზედ ქურქს წამოისხამდა, თუ ვინმე დიდი კაცი არ ეწვეოდა, ვსთქვათ თუნდა დიანბეგი ‘’
„თათქარიძის“ პორტრეტები:
პორტრეტი 1
„თავადი ლუარსაბ თათქარიძე გახლდათ კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი, მრგვალი — უკაცრავოდ არ
ვიყო ამ სიტყვაზედ — როგორც კარგი ნასუქი კურატი. დარბაისელის კაცის შეხედულება ჰქონდა მის ბრწყინვალებასა: თავი ისეთი მსხვილი, რომ თითქო იმის სიმძიმეს მორგვივით სქელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო; წითელი, თურაშაულ ვაშლსავით ხაშხაში ლოყები; სამკეცად ჩამოსული ტრფიალების აღმგზნები ფაფუკი ღაბაბი; დიდრონი თვალები, ყოველთვის დასისხლებულნი, თითქო ყელში თოკი წაუჭერიათო! გაბერილი, მეტად გონიერად გადმოგდებული, დიაღ პატივსაცემი და პატივცემული ღიპი, კოტიტა და ქონით გატენილი ბალნიანი ხელები, დამორილი სხვილი ფეხები _ ესე ყოველი ერთად და თვითოეული ცალკე გახლდათ თავად ლუარსაბის „ცით მონაბერის სულის~ ღირსეული სამკაული. ის „მონაბერი სული“ არსად არა სჩანდა, თითქო ჩამკვდარაო, ისე გაშლილიყო მის ბრწყინვალების ქონშია. ქართველს კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა და არც გატანილი; ის „მონაბერი სული“ ქარად ხომ არ მიიღო ჩვენმა თავადმა?“
პორტრეტი 2
„ლუარსაბის ტანისა კი
რა მოგახსენოთ და გული კი, რო გენახათ, ღორის ჯაგარსავით მოდებული ჰქონდა, ასე რომ მრავალ საეჭვო სულიერებს შეეძლოთ შიშიანობის დროს აქ თავი შეეფარათ, მაგრამ... მაგრამ რა? განა ლუარსაბი ბედნიერი არ იყო? იმდენი დღეგრძელობა ამის დამწერს ჰქონდეს, რამდენი იმის ტოლი თავადიშვილი იმის ყოფა-ცხოვრებას შეჰნატროდა. მარტო იმის ტანის ბალანი სამყოფი იყო, რომ უბედურ კაცში შური აენთო, რომ სხვა არა იყოს-რა. თორემ რა უჭირდა ლუარსაბსა? ფერი აკლდა, თუ ხორცი? რა, სხვა უხეირო კაცსავით, ფიქრი და ზრუნვა ძილს დაუფრთხობდა, მადას წაართმევდა? ფერი კარგი ჰქონდა, ხორცი უკეთესი, სმა-ჭამა და ძილი ხომ რაღა. ‘’
პორტრეტი 3
„მთელს ზაფხულს ისე გაატარებდა, რომ პერანგის და
მის ამხანაგის მეტს არას მიიკარებდა ტანზედ, თუ თავის ნებაზედ მიაგდებდით, თუ არა, მეტი რა ჩარა იყო. ზამთარში კიდევ პერანგზედ ქურქს წამოისხამდა, თუ ვინმე დიდი კაცი არ ეწვეოდა, ვსთქვათ თუნდა დიანბეგი.“
პორტრეტი 4
„ეგრე ქანცგაწყვეტილი შეგორდებოდა ოთახში, საცა ხანდისხან ხოლმე რუმბსავით გაბერილი თავადი გორავდა და, თუ ზაფხული იყო, ჭერში ბუზებსა სთვლიდა.“
პორტრეტი 5
„მაშინ უნდა გენახათ, რა ლამაზი იყო ჩვენი ლუარსაბი: ფეხშიშველა, ლურჯი კალმუხის ქუდით თავზედ, წითელ პერანგის და მის განუშორებელ
ამხანაგის
ანაბარას,
გულგადაღეღილი,
ფაშვიანი,
ჩიბუხით ხელში მიგორდებოდა
მოაჯირის
გადასაყუდებელთან
და გადასძახებდა
ძილისაგან
გაბოხებულ
ხმითა თავის მოურავს დათოსა;“
პორტრეტი 6
„ლუარსაბიც, თავის განუშორებელ ჩიბუხით ხელში, ჩამოვიდოდა — და ქოშებით შიშველ ფეხებზედ, ხშირად წითელ პერანგის
ანაბარას
და უფრო ხშირად ლურჯ კალმუხის
დარბაისლურად
ჩატეხილ ქუდით, ბოლთასა სცემდა გრილოშია“.
პორტრეტი 7
„აქეთ ბალახებზედ ხალისიანად ჰქშენს ჩვენი ლუარსაბი, პირაღმა წევს, აბოლებს ჩიბუხს და, მინამ თვალში ცრემლი არ მოუვა, თვალს გულმოდგინებით ჩიბუხის ბოლს ადევნებს, — ვნახო, ღრუბლებამდინ ავა, თუ არაო.“
პორტრეტი 8(20 წლის თათქარიძის „სუტ კნეინას“ მიხედვით)
„ღმერთმა შეარცხვინოს შენს მხარ-ბეჭთან ყარამანის მხარ-ბეჭი და სიტურფე ტარიელისა,
გონიერება გარდანქეშანისა.
თვალი მოგკარით თუ არა, მაშინვე მივხვდი, რასაც აუნთია ცეცხლი იმ უბედურის ქალის გულშია. უბედურს ვამბობ იმიტომ, რომ იქნება თქვენ იმაზედ არც კი ჰფიქრობთ,
ის კი იქა ჰდნება
არც ქალია ურიგო, — დაიწყო ისევ სუტ-კნეინამა, — როგორი ყარამანიც შენ ხარ, იმისთანა სალბიხურამან ის არის. სწორედ ტარიელ და ნესტანდარეჯანი იქნებით, ორივე ერთად რომ შეგყაროთ. არც გვარი და შთამომავლობა აქვს ცუდი. მუხრან-ბატონთან ერთ ფურცელზედ არის იმათი გვარიც ჩაწერილი. კაი ქალი, კაი გვარიშვილი, კაი ოჯახი, სახელგანთქმული ნათესაობა — ბიძა ერთი მაიორი ჰყავს, მეორე დიანბეგია თათრებში, ფულიც აქვს ნაღდად, მეტი რა გინდა? მერე დედი-შენის სურვილიც არის. ის ანგელოზი წუხელიც მომევლინა და მითხრა: „ეგ უთუოდ მოახდინეო“
პორტრეტი 9
„დარეჯანმა შემოჰხედა, დაინახა, რომ ლუარსაბი ისევ ის ლუარსაბია, არც გიჟი, არც ჭკვიანი, არც ფლავი, არც ჩლავი; მაგრამ მაინც კიდევ ჯერ ეჭვში იყო. გიჟმა იცის ხანდისხან დაჭკვიანებაო, გაიფიქრა გულში.“
პორტრეტი 10
„მეომარის თვალადობა ჰქონდა ამ-ჟამად ჩვენს უამისოდაც საყვარელს ლუარსაბსა, თუმცა კი, როგორც ბამბის ტომარა, ისე იდო ცხენზედა. წელზედ ერტყა ქართული ხმალი და გრძელი ლეკური ხანჯალი, უკან წელში გაყრილი ჰქონდა სევადიანი დამბაჩა. შავი შალის ჩოხა ეცვა, იმისი კალთები ვაჟკაცურად ამოტარებული ჰქონდა ჩოხის ჯიბეებშია. შარვალში იჯდა, შარვლის ტოტები ჩაეკეცნა მაღალყელიან ყარაბაღულ თეთრ ჩექმებში, წვივებზედ პტყელი ჩაღსაკრავი, გრძელფოჩებიანი, სირაჯსავით შემოეკრა. თავზედ ეხურა ლურჯი ყალმუხის ქუდი — კახურად ჩატეხილი და შუბლთან შიგ შეკეცილი — რადგანაცა ცხელოდა, — ერთის სიტყვით, ხმლის პირი, ზედწამოცმულ ვაშლით, რომ ამოღებული სჭეროდა, თავიდამ ფეხამდინ ორშაბათის ყეინი იქნებოდა.“
პორტრეტი 11
„დარჩა ქვრივად საწყალი ლუარსაბი. წვერი დაიყენა, შავები ჩაიცვა. თავისი ბედნიერება სულ დარეჯანთან დამარხა. ორი სიამოვნებაღა დარჩა ამ ტრიალ ქვეყანაზედ: ერთი — მადა; მეორე ისა, რომ ლამაზისეული ფეხთ უჯდა ხოლმე, როცა ძილს დააპირებდა ბატონი, ფეხის გულებზედ და კანჭებზედ ხელს უსვამდა და ისე აძინებდა. ესღა იყო ამისათვის ნუგეშად, თორემ ის პატიოსანი ფაშვი ჩამოებღერტა, ის ხაშხაში ლოყები ჩაუყვითლდა, ის დიდრონი ძროხის ოდენა თვალები უგემურად მიელივა, ის სამკეცი ფაფუკი ღაბაბი გუდა ლეღვსავით გაუხდა, ამასთანაც ის თავისებური განსხვავებითი მუდამი ღიმილი სახიდამ დაეკარგა, — ერთის სიტყვით, წახდა კაკალი კაცი. მწუხარებამ ესე იცის. ბოლოს, ფერისცვალობის დღეს, რაღაც ეშმაკად, ნათლიმამამ ნახევარი ლიტრა კალმახი მოართვა. ჯავრისაგან იმ კალმახს ლაზათიანად მიაძღა, მოუვიდა კუჭის ანთება და ჩაჰბარდა პატრონსა.“
„თათქარიძეებს“ ილია მიხედვით მომავალი არ აქვთ
„ ესენი კმაყოფილნი იყვნენ: ვალი ამათ არ ემართათ და ვახში, დავა არავისთანა ჰქონდათ და დარაბა, მხოლოდ ერთი ჯავრი ედოთ გულშია: შვილი არა ჰყვანდათ. აი, ლუარსაბი ორმოცის წლისა და დარეჯანი ორმოცდაერთისა შესრულდა, რომ ღმერთმა მემკვიდრე არ უბოძათ. ბევრჯერ გადაფურცლა კნეინამ კარაბადინი, ბევრი რაღაც ბალახბულახი მიირთო და ლუარსაბსაც დაალევინა. მაგრამ ვერა ეშველათ-რა“
ხ
„მეხუთე დღეს შინ მშვიდობით მოვიდნენ ჩვენი ბედნიერი ცოლქმარნი, თან მოჰყვათ, რასაკვირველია, იმედი, რომ შვილი გაუჩნდებათ. მაგრამ გავიდა სამი თვე — ყმაწვილმა მუცელში არ გაიჩუჩუნა, გავიდა ექვსი თვე — კაბა არ დაუვიწროვდა დარეჯანსა. გავიდა ცხრა თვეც და დარეჯანს მუცელი არ ასტკივდა. დარეჯანი მაინც იმედს არა ჰკარგავდა: ამდენი სხვა-და-სხვა ფერის და სხვა-და-სხვა ნაირად შელოცვილი ქვები შეიბა და კაბის უბეზედ დაიკერა, რომ მართლა იმედი უნდა ჰქონოდა, და ჰქონდა კიდეც. თუ აქამდინ არ ეყოლა, ის იმიტომ, რომ ლუარსაბმა ხატს დაამუნათა და წააყვედრა — „შორს არისო“. თორემ ეს დამუნათება და წაყვედრება არა ყოფილიყო, ეხლა შვილი ეჯდებოდა დარეჯანს კალთაში.“
„თათქარიძეები’’ „ძველ დროს’’[ანუ წარსულს] რომ ყურმოკვრით იცნობენ
„თათქარიძეები „ძველ
დროს’’[წარსულს] რომ ყურმოკვრით იცნობენ,ამის მაგალითი მოთხრობაში საკმაოდ ბევრია.მაგრამ არც მათ თანამედროვე ყოფასთან აქვთ რაიმე ხელშესახები
კავშირი:
„— ერეკლე მეფე რომ ყოფილიყო ეხლა, ის კი უთუოდ წაართმევდა, დიდ ვაჟკაცს ამბობენ.
— ის, რასაკვირველია, წაართმევდა, მაგრამ სად არის?
— ცოდო არ არის, ის ეხლა მიწაში ლპებოდეს და შენი მაზლი დავით კი ცოცხალი იყოს!
— აბა, უყურე წუთის-სოფლის მუხანათობას! ეგ რა კიდევ, თამარ დედოფალი შავ მიწაში უნდა იყოს და შენი რძალი ელისაბედი კი მზეს უყურებდეს!“
ხ
„ვენაცვალე უწინდელ დროს! ყველაფერი მაშინ თავის დონეზედ იყო მოყვანილი, ყველა თავის ქერქში იყო. ვენაცვალე!.. კაი ცხენი, კაი თოფი, მარჯვე მკლავი და კაცი იყავ პატიოსანი“.
ხ
„-ლუარსაბ, ერთი შეხედე, რა ამბავია. ამოდენა ქვეყანა გაგონილა, რომ აქ არის! დიდება შენდა, ღმერთო! სულ ქვითკირის შენობა უნდა იყოს.
კნეინას
ქალაქი ჯერ არ ენახა.“
ხ
„— პირველად
რომ ჩაგიყვანეს, კენჭები არ ჩაგაყლაპეს?“
ხ
„— მართალია,
რომ აქ კაცს თავს მოსჭრიანო
და მერე ისევ გააცოცხლებენო?“
ხ
„— რუსების
მოგონილია
განა ეგა?
— მაშ არა და შენის მაზლის დავითისაა!“
ხ
„— დიდება
შენდა, ღმერთო თვალთმაქცობას
რომ ჰთამაშობენ,
ისიც გინახავს?“
რისი ეშინიათ
თათქარიძეებს ?
-უშვილობის ? - არა.
მათ ეშინიათ კონკურენტის,მეტოქის ,ან შურიანი ძმის გახარების.
„განა შვილი იმისათვის მინდა, რომ მართლა შვილი მყვანდეს? — ამბობდა თავის-თავად, — შენც არ მამიკვდე! დავითის გამოჯავრებით მინდა, ის არ მინდა ჩემს მამულებზედ გავახარო. იმისი ჯავრი არ მინდა შევირჩინო, თორემ ეს ჯაბრი რომ არ იყოს, ძალიანაც არ ვინაღვლიდი, რომ შვილი არა მყავს. ცოტანი არიან უშვილონი განა? მეც იმათში ვიქნებოდი. დავითი არ მინდა გავახარო, დავითი!’’
თათქარიძეები და მათი ყმები
თათქარიძების მოურავები ეშმაკები,ცბიერები,პირმოთნეები
არიან;თათქარიძები მათ ძვირფას კაცებად და
გამოცდილ კაცებად მიიჩნევენ:
ხ
„-ძვირფასი კაცია,
— გაიფიქრებდა
ხოლმე მადლიერი
მებატონე,
მერე დათოს ეტყოდა: — ბარაქალა,
ჩემო დათო! თუ კაცმა დაივიწყა,
ღმერთი არ დაივიწყებს
ბატონის ერთგულობასა.
ბარაქალა!
შენ ჩემი მარჯვენა
მკლავი ხარ, მაგარი მკლავი.
ხ
-ეგრე, ჩემო დათო! ბატონის ოჯახის პატივი და სახელი ერთგულმა ყმამ ქვეყანას უნდა მოსდოს. ბარაქალა! თუნდ ნაკლული იყოს, უნდა სთქვა, რომ სავსეაო. შენ გამოცდილი კაცი ხარ, — ეს ყველაფერი იცი.
ხ
- დათო, დათო!
— დაუყვირა
ბატონმა.
— ბატონო! — სადღაც შორიდამ მოისმა დათოს ხმა, — ეხლავ გიახლებით.
ცოტას ხანს შემდეგ დათოც მოვიდა და ჰკითხა ბატონსა:
— რას გვიბძანებთ?
— იმას, რომა, ყმები ჩამოგვერთმევაო
რომ ამბობენ, ტყუილია. გესმის, თუ არა? ყველას უთხარი, რომ ტყუილია. ხელმწიფეს
მოუწერია,
რომ დავარჩობ,
ვინც იტყვის, რომ ეგ მართალიაო,
ვინც გუნებაში
მაგას გაიტარებსო.
გაიგე?
— გავიგე, შენი ჭირიმე! — უპასუხა დათომა, — განა მაგას ვინა ჰფიქრობს? აი, რაღაც გოგო-ბიჭები მიჰქარავენ, შენი ჭირიმე, იმათ ვინ დაუჯერებს. წვრილფეხობის სიტყვა რა დასაჯერია? იყბედებენ და დაჩუმდებიან.
— ეგრე სთქვი ხოლმე სხვაგანაც,
ჩემო დათო! ან რა კარგი იქნება თქვენთვის,
რომ ჩვენ არა გყვანდეთ.
— შენი მტერი ყოფილა, ჩვენ ვიქნებოდით, შენი ჭირიმე!
— რაც უნდა იყოს, მამასავით
გპატრონობთ.
-დიაღ, შენი ჭირიმე! სწორედ მამა ბძანდებით და ჩვენ შვილები ვართ. თუ ხანდისხან გაგვიწყრებით, აგვიკლებთ, წაგვართმევთ,
— ეგ რა? სულ ჩვენის სიკეთისათვის არის ხოლმე, განა მამა შვილს არ გაუწყრება?
— ოღონდაც, რომ გაუწყრება,
მაგრამ შვილი ისევ შვილია, მამა ისევ მამაა ხოლმე.
— მართალი ბძანებაა. სხვას არა აქვს მაგის გაგება, ამბობს, რომ რაც ჩემია — ჩემი უნდა იყოს, ბატონი რად უნდა გვართმევდესო. ის კი არ იციან, რომ თუ ბატონი ართმევს რასმეს, სულ იმათისავე სიკეთისათვის ართმევს. ხომ მოგეხსენებათ, გლეხკაცი რეგვენია.
— ოღონდაც რეგვენია,
— ჩაერივა დარეჯანი,
— მაშ ბატონი რისა არის, თუ არ დასტუქსავს,
არ წაართმევს?
თუნდ ეგ არ იყოს: უცხო ხომ არ ართმევს, ისევ თავისივე
ბატონია.
— მართალი ბძანებაა. მამაა, უცხო რად იქნება? — დაუმატა ეშმაკობით დათომა.
— დიდი და პატარაობა
სად არ არის? — სთქვა ლუარსაბმა,
— აი, თუნდ თითებზედ
დაიხედე: ერთი დიდია, მეორე პატარა. რისთვის? ამისთვის,
რომ ღმერთს აგრე გაუჩენია,
დიდი და პატარაობა
ყველგან უნდა იყოს. აბა, დაიხედე!
— განა არ დამიხედნია, შენი ჭირიმე! დიდიც არის, პატარაც, მაგრამ, დაილოცა ღვთის სამართალი, ისე გაუჩენია, რომ ერთმანეთს არ უშლიან, — სთქვა ცბიერმა დათომ.
მაშ!
ყველგან არის დიდი და პატარაცა,
ეხლა როგორ იქნება, რომ ჩვენში არ იყოს. ან რა დასაჯერია?
— გააგრძელა
ლუარსაბმა
და ვერ გაიგო კი დათოს აზრი.
— ვისაც თავში ტვინი აქვს, აკი არ იჯერებს, შენი ჭირიმე, ვინც უტვინოა — ისინი მოგახსენებენ, რომ მართალიაო
როგორი მართალია? — დაატანა დარეჯანმა, — ხელმწიფისათვის ან ჩვენ რა დაგვიშავებია, რომ ყმები ჩამოგვერთოს, ან თქვენ რა შეგიმატებიათ, რომ გაგააზატონ ეს როგორ ვერ მოიფიქრეთ?
— მითამ მოგახსენებენ, შენი ჭირიმე, ჭკვიან კაცებს დაუწერიათო, რომ ქვეყნისათვის კარგი იქნებაო. ტყუილი უნდა იყოს.
— ტყუილია, მაშ რა არის? — დაიყვირა
ლუარსაბმა,
— აბა, რომელი ჭკვიანი კაცი იტყოდა მაგას, თუ არ იუდას კერძო?
— აი, მეხი კი დავაყარე
იმისთანა
ჭკვიანსა!
— მიაყარა ქოქოლა დარეჯანმა.
— თუ ეგ მართალია,
გარეჯელ მკითხავს,
იცი რა უთქვამს? — ჰკითხა ლუარსაბმა.
— არა, შენი ჭირიმე! რა მოგახსენათ?
— ისა, რომ ტყუილიაო.
— აბა, იმისთანა
გულთმისანს
მოდი და ნუ დაუჯერებ,
— დაუმატა დარეჯანმა.
— მე ეგ ადრევე ვიცოდი, შენი ჭირიმე, რომ ტყუილია, აბა უბატონოდ რა ხეირი დაგვეყრება? უპატრონო საყდარსაო ეშმაკები დაეპატრონებიანო, გლეხები იტყვიან ხოლმე. ჩვენც ეგრე მოგვივა. ეხლა ამითი გვატყუებენ თავადებსაც და გლეხსაც, რომ ქვეყნისათვის კარგი იქნებაო, თორემ რა დასაჯერია?
— თუ მე არ ვიქნები, ქვეყანა თუნდ ძირიანად
ამოვარდნილა,
თუნდ ბოდბელისა
არ იყოს — „ქვა ქვაზედაც
ნუ იქნება“, — სთქვა ლუარსაბმა,
— ქვეყნისათვის
კარგი იქნებაო! თუ მე და შენ არ ვიქნებით,
ქვეყანა რად გვინდა? ჯანიც გავარდნია.
არა, დათო?
— დიაღ, შენი ჭირიმე! სულ ტყუილია. მე ბევრისათვის მითქომს, რომ ტყუილია, და როდი მიჯერებენ.
— შენ უთხარი, რომ თითონ ბატონმა თავის პირით მიბძანა-თქო, მაშინაც არ დაიჯერებენ?
— უბძანა ლუარსაბმა.
— მაშინ კი რაღა ეთქმით, შენი ჭირიმე!
— ეგრე, ჩემო დათო! ყველას უთხარი.
— ბატონი ხარ, მაშ გიახლოთ?
— წადი.
დათო წავიდა. ვინ იცის გულში როგორ ეცინებოდა ამ პირმოთნე ყმასა.
— არა, გული დააჯერა, რომ ტყუილია, — უთხრა დარეჯანმა,
როცა დათო წავიდა.
— ჭკვიანი კაცია,
დააჯერებდა,
— უპასუხა ლუარსაბმა.
ხხხხხხხხ
თათქარიძეების ნათელ-მირონები
თათქარიძეების ნათელ-მირონები თათქარიძეებთან ძღვენით მიდიან ,პირმოთნეობენ
და და ახალი ჭორებიც მიაქვთ მათთან :
თათქარიძეების ნათლიდედა ბაბალე
ლამაზად მოყვანილი
გლეხის პატარძალი; საუბრობს
გრძელი კავების ქნევით და ტუჩების პრანჭვით .ლუარსაბს მოსწონს . ერთიორჯერ მსუნაგსავით მაცდურის თვალით გადმოჰხედავს ხოლმე და დააკრაჭუნებს კიდეც
თავისებურად
კბილებს სიამოვნების
ნიშნად, მითამდა სამაცდუროდ
გაუღიმებს ხოლმე.
„-აგრემც ღმერთი ბატონის თავს გიდღეგრძელებს, და მაშინ, როგორც გნებავთ, დამსაქმეთ. აი ეხლაც, შენი კვნესამე, ერთი გაბმა აბრეშუმი მოგართვი, ღმერთი და თქვენი წყალობა თუ კიდევ შეგვაძლებინებს — კიდევაც თქვენი ყურმოჭრილი ყმანი ვართ.
ბაბალემ ჯიბიდამ ამოიღო ერთი გაბმა აბრეშუმი და მიართო კნეინასა. კნეინამ გამოართო და ამოიდო ქვეშ, ზედაც დაატანა:
— ეგ რომ არა ყოფილიყო, განა ისე კი, რაც შემიძლიან, არ გაგირიგებდი! „
ხ
-აი, აგრემც ღმერთი მაგაზედ უფრო მეტს დიდებას და პატივს მოგცემს, აგრემც გაგაპატიოსნოს ღმერთმა, და ერთი კაი ვაჟიშვილი მოგცეს და მე ძუძუ მაწოებინოს, შენი კვნესამე, შენი, ბატონო და ქალბატონო!
ზ
— აბა, შენი კვნესამე, იმათ ფეხი სად მოუწვდებათ თქვენამდინ, ელისაბედიც მითამ თავადის-შვილის ცოლია და თქვენცა?
— ახლა იმასა ჰკითხე ზოგი, იმისთანა დიდი-კაცი აქ არავინ არის.
— უი, უწინამც დღე გაუქრება! გუშინ მეზობლიანთას გახლდი, იმათი გოგოც იქ მოვიდა. რაც იმან იმათზედ ილაპარაკა, ადამიანისაგან არ გაგონილა.
— რა, გეთაყვანე, რა! — ჰკითხა აჩქარებით და მოუთმენლად დარეჯანმა.
ხ
„თათქარიძების“ ცოლების მოახლეები
თათქარიძების ცოლების მოახლეები სულელები და ადამიანის
მსგავსი არსებები არიან:
სასაცილო რამ იყო ეს ლამაზისეული: ერთი რაღაც უშნოდ ჩასუქებული, ჯმუხი, ჭუჭყიანი, ტანზედ ეცვა ხამის ჩითის კაბა, ჭუჭყისაგან ვერ გაირჩეოდა — რა ფერისა იყო; კალთები აქა-იქ გამომწვარი ჰქონდა ზამთარში ცეცხლთან ახლო გდებისაგან, ბოლოები სულ მომპალი და შემოფხრეწილი ჰქონდა; დახეულებიდამ გამოჩანდა ერთი რაღაც დამპალის საბნის ნაგლეჯი, კაბის ქვეშა გარშემო ჩამოკიდებული, მითომ დაიუბკაა. აი, მეხი კი დაგეცა! ამასაც კი სდომებია იუბკა! თავზედ ეკრა შიგა-და-შიგ ამოფლეთილი ჩითმერდინი, ქალბატონის გამონაცვალი. იმ ამოფლეთილებში მუთაქის მატყლსავით დასორსვლილი შავი — უკაცრავოდ არ ვიყო — წილიანი და დაუვარცხნელი თმა მუჭა-მუჭად ამოშვეროდა. ქუსლებ-დახეთქილი, მუგუზალსავით შავი ფეხები, წენგოსაგან შეღებილი ხელები, ცხვირ-პირი ქვაბების მურით მოთხუპნული — აი, ამგვარი იყო ის ცხოველი, რომელსაც დარეჯანი „ლამაზისეულს“ ეძახდა
ხ
— ქალბატონო, ქალბატონო! — წამოიძახა გოგომა, — ჩამჩიაშვილს რომ ძაღლმა შვილი დაუცოფა, იმისთვის ერთი აქიმი დედაკაცი მოუყვანიათ, იმ დედაკაცმა თურმე მკითხაობაც იცისო. ხომ არა გნებავთ აკითხვინოთ? რაც კაცს გულში აქვს და შუბლზედ აწერია, ყველაფერს თურმე მაშინვე შეიტყობს.
ხ
-ძალიან უხაროდა გულში მკითხავსა, რომ ამისთანა სულელი გოგო შეჰხვდა, რომ ზოგიერთი საჭირო ამბავი გზა-და-გზა გამოათქმევინა. გოგოს კი საშინლად უკვირდა ამისთანა გულთამხილაობა ამ დედაკაცისა, სულელს ფიქრადაც არ მოუვიდა, რომ თითონ გააგებინა ყველაფერი, — უმაგისოდ არა ეცოდინებოდა-რა.
გოგომ თავლაზედ ამოატარა მკითხავი. მკითხავმა თავლის გარეშემო თვალი გადაავლო და ერთი ამოღრანტული რაღაცა შენიშნა „ეს კარგია”, სთქვა გულში.
ხ
„თათქარიძეების“ დაოჯახება რთული პროცესია:
როცა ოცი წლისა შესრულდა და მოინდომა ცოლის შერთვა. ძალიან მოინდომა, მაგრამ არ იცოდა ვისი ქალი შეერთო; მდიდარიც უნდოდა, კაი გვარის-შვილიც და მზეთუნახავიცა. ამაების მექონი ქალი ჩვენში ძვირია. ლუარსაბს ჯერ კი თვალი ეჭირა — იქნება შემხვდესო, და, რომ ვერსად ვერა ჰპოვა, გაიზრახა გულში — შეიკეროს პტყელის ბუზმენტებით ჩოხა, ბუზმენტებითვე მორთული განიერი მაუდის შალვარი, ერთი ოციოდ თუმანს თავი მოუყაროს და ჩავიდეს ქალაქში იმ ფიქრით, რომ ერთი-ორიოდჯერ ქუჩა-ქუჩა გავაჭენებ დროშკასაო, იქნება ერთი მდიდარი, კაი გვარის და ოჯახის შვილი ქალი ბადეს მოხვდესო, თუ არა და სომხის ქალები ხომ იქ არიან, ათასს თუმანს წამოვიღებო. ბოლოს შეიტყო, რომ შორს წასვლა საჭირო არ არის; თავად გძელაძეს, დიაღ პატიოსანის გვარის და კაი ოჯახის შვილს, ერთი მზეთუნახავი ქალი უზის გასათხოვარი და ზედ ზურგზედ ორასი თუმანი თეთრი ნაღდად აკერია. აუფორთხალდა ლუარსაბს გული, გაუჯდა გვერდებში და დღე-მუდამ საამურად უღიტინებდა, მაგრამ არ იცოდა — როგორ მოეხდინა საქმე. უშველა ღმერთმა და ერთს დღეს მაჭანკალიც გაუტყვრა.
ხ
მაჭანკალი,
გძელაძისაგან
მოგზავნილი,
გახლდათ ერთი მოხუცებული,
დარბაისელი,
ღარიბი და ქვრივი დედაკაცი,
რომელიც მას აქეთ, რაც ქმარი მოჰკდომოდა,
ამ პატიოსანის
ხელობით თავს ირჩენდა. ამას „სუტ-კნეინას“ ეძახოდნენ,
იმიტომ რომ ამისი უბედური ქმარი მთელ სიცოცხლეში კნიაზობას ეძებდა და ვერ დაიმტკიცა.
ჩვენც ეგრე დავუძახოთ.
დიდი ენამეტყველობის
სახელი ჰქონდა გავარდნილი
თავადიშვილებში
ამ სუტ-კნეინასა.
ამისთანა
გამოცდილი
შუამავალი
თურმე ორიც არ დადიოდა დედამიწის
ზურგზედა.
ამიტომაც
ბლომად იღებდა ფეხის-ქირასა, მაგრამ ეს იყო კარგი, რომ რაკი იკისრებდა
საქმეს, ბოლოსაც მოუღებდა.
აი, გძელაძესაც
ეს ამოერჩივა,
ხუთი თუმანი ბე მიეცა და თხუთმეტსაც
დაჰპირებოდა,
როცა საქმეს გაარიგებს.
თუმცა გძელაძემ
გამოგზავნა
ლუარსაბთან,
მაგრამ გამოცდილმა
სუტ-კნეინამ ისე აჩვენა თავი, რომ მითამ ჩემ თავად მოვედიო, რომ ლუარსაბსაც დაავალოს და დასცინცლოს რამე.
ხხ
„თათქარიძეების“ ერთმანეთის შურთ :
დავითი
ცხენიდამ
გადმოხტა,
გაისწორა
მოშვებული ჩაღსაკრავი, მოვიდა, ცოლს არც კი მიემშვიდობა
და წამოწვა ხალიჩაზედ.
— როგორ მოგეწონა
სასძლო? — ჰკითხა ცოლმა. ლუარსაბმა
ყურები აიცქვიტა.
— მზეთუნახავს
რომ იტყვიან, ის არის. — მიუგო დავითმა, — მე იმისთანა
ლამაზი ქალი არ მინახავს.
ლუარსაბს
გაუხარდა,
ელისაბედს
ეწყინა: ჩემზედ უკეთესი იქნებაო.
— მართლა, გეთაყვანე?
— ჰკითხა ლუარსაბმა.
— შენ ნუ მომიკვდები,
იმისთანა
ქალის მნახველი
არა ვარ. — ამის მერე ცოლს შეჰხედა და შურით დაუმატა: — მე რომ პატარა კიდევ მომეცადნა,
სხვა რიგად წავიდოდა
ჩემი საქმე.
— რა? შენ შეირთავდი
თუ? — წააყვედრა
გულღვარძლიანმა
ცოლმა, — უი შენ თვალებს! შენთვის მეც არ ვემეტებოდი
ჩემს ბედსა. მამა-ჩემი განა რომ უარზედ იდგა, შენისთანები
მთხოულობდნენ!
— უარზედ იდგა, მე ვიცი, რუსთ ხელმწიფის
შვილს მიგცემდა.
იმისიც მადლობელი
იყავ, რომ მე გავბრიყვდი.
ესე სიტყვა-სიტყვაზედ
შეჰყვნენ
და ერთი კაი ლაზათიანი
ჩხუბი მოუვიდათ,
ასე რომ მოგეწონებოდათ.
ელისაბედს
იმ დღითვე შურით აევსო გული და შეიძულა ჯერ თვალით არ-ნახული რძალი.
„მალე ჩემი მტერი დაჭკნეს, მალე მე ის დავაჭკნო,
— ამბობდა გულში ელისაბედი,
— ამ სახლში ჩემზედ უკეთესი და ჩემზედ უფროსი არავინ არ უნდა იყოს. ჩემი ქმარი უნდა მაყვედრიდეს
იმის სილამაზეს?!
უი, უწინამც დღე გაჰქრობია.
ასეთ ეკალს გავუყრი თვალში, რომ დღენი ვაწყევლინო!“
ხ
თათქარიძეები და მკითხავები
ქალაქელი მკითხავი
შეიტყეს, რომ ქალაქში ერთი მკითხავია,
ის შეიტყობს
უშვილობის
მიზეზსაო.
თუმცა შვილოსნობის
დრო გადასვლოდათ,
მაგრამ მაინც კიდევ ქალაქისაკენ
კაცი აფრინეს, თან გაატანეს
ერთი კარგი ბაღდადი, რომელზედაც
— როგორც მოგეხსენებათ
— უკითხავს
მკითხავი
იმას, ვინც თითონ ვერ მივა, და რომელიც, რასაკვირველია,
მკითხავს
დარჩება ხოლმე. სამს დღეს უკან ბიჭმა პასუხი მოუტანათ,
რომა „თქვენზედ
ხატია გამწყრალიო.
მერე რომელი ხატი? თელეთისაო,
ასე სთქვა მკითხავმაო“.
ეს რომ გაიგეს ცოლ-ქმართ, ერთ დროს და ერთხმად პირჯვრისწერით
წამოიძახეს:
— საიდამ სად მოგვიკითხა!
დიდება სახელსა უფლისასა,
— სთქვეს და ისევ პირჯვარი
გადიწერეს.
— დალახვრა
ღმერთმა! საიდამ სად მოგვიკითხა!
— ისევ გაიმეორა
ლუარსაბმა.
ხ
აქიმი დედაკაცი
-ძერას
ჰკითხეს: შვილები გირჩევნია,
თუ ორი თვის წყალუსმელობაო?
— წყლის უსმელობაო.
ჯორსა ჰკითხეს: — შენ რაღაო? — უშვილობაო.
თქვენთვის
არავის უკითხავს
და რატომ შვილი არა გყავთ? ვინ დაგწყევლათ
ეგრე?
ხ
თათქარიძეები და ჯადო
— დიაღ,
თელეთი გიშველიდათ
— კიდევ შეგეწიოთ
იმისი მადლი — თელეთი გიშველიდათ,
— გააგრძელა
სიტყვა მკითხავმა
ისევ თვალაუღებლად,
— რომ თქვენ სახლში ჯადო არა ყოფილიყო.
ლუარსაბმა
და დარეჯანმა,
შიშისაგან
სულწასულთა,
ერთს დროს და ერთხმად კანკალით
წამოიძახეს:
— ვაი, ადრე და მალე დაღუპულო
ოჯახო!..
— ნუ გეშინიანთ:
ეხლა ის ჯადო საშიში აღარ არის, მე ხელში მყავს.
— აბა, მაჩვენე, თუ ხელში გყავს, — უთხრა ლუარსაბმა,
მაგრამ, რადგანაც
თითონ ეშინოდა იმისი ნახვა, დარეჯანს
უთხრა: — მე კი ვერ შევხედავ,
მე თვალებს დავხუჭავ
და შენ გასინჯე.
— უი, არა გეთაყვანე,
შენ თითონა ჰნახე, მე დავხუჭავ
თვალებსა,
— მიუგო შიშისაგან
ფერმიხდილმა
ცოლმა.
— ნუ გეშინიანთ,
— დააშოშმანა
მკითხავმა,
— განა მართლა ხელში მყავს, ჯადო თქვენს ეზოშია.
— სადა, გეთაყვანე,
სადა? არიქა, ბიჭებო, მიშველეთ!
— დაიყვირა
ბატონმა.
— თავლას უკან რომ ორმოა, ჯადო იქა დევს... — მშვიდად დაუმატა მკითხავმა.
— ბიჭებო, არიქა, ბიჭებო! აბა, თქვენი ჭირიმე, ბიჭებო! თუ ბატონის წყალობა გინდათ, ბიჭებო! თუ ჩოხები გინდათ, თავლის უკან ორმოაო! არიქა, ბიჭებო! თქვენი ჭირიმე, ბიჭებო!
ჰყვიროდა
ოთახში ზარდაცემული
ლუარსაბი.
აქეთ კიდევ დარეჯანი
კანკალმა
აიტანა და ტუჩები გაულურჯდა,
მაგრამ მაინც კიდევ ქმარს უთხრა:
— აქ რომ ჰყვირი, ვინ რას გაიგებს? გარეთ გადი და გაგზავნე
ბიჭები.
— არა, გეთაყვანე,
ეხლაკი შენ გადი და მერე თუნდა ორმოცჯერ
მე გავალ.
— გადი, რისა გეშინიან,
ჯადო ხომ არ დაგარჩობს,
— ეუბნებოდა
კნეინა და თითონაც კი ეშინოდა.
— არა, გეთაყვა, შენ გადი. რა არის? ეხლა, თუ ღმერთი გწამს, შენ გადი, თუ გიყვარვარ,
შენ გადი.
— არა გრცხვენიან,
მე დედაკაცსა
მგზავნი და შენ კი ქუდი გეხუროს და კაცი გერქვას?
— რა დროს კაცობაა, რას ამბობ? სახლში ჯადო არისო.
— მე დავუძახებ
ბიჭებს, — უთხრა მკითხავმა,
— მაგაზედ როგორ დაღონდით!
— ო, გეთაყვა, შენ დაუძახე, ჩვენ — ხომ ხედავ — დავღონდით,
— შეეხვეწა
ლუარსაბი,
— ეხლა, ოთახში რომ ჩვენ მარტონი დავრჩებით,
ხომ არაფერი?
— არაფერი.
მკითხავი
გავიდა, ბიჭები გაისტუმრა
ჯადოს ამოსაღებად.
ბიჭებმა ბევრი უტრიალეს
თავლასა და ორმო ვერა ჰნახეს. მოვიდნენ
და ბატონს უთხრეს: იქ ორმოს რა უნდაო.
— ვაი, შენ ჩემო თავო! — დაიძახა ლუარსაბმა,
— დახე, ჯადოს ამათთვისაც
თვალი აუბამს, რა გვეშველება?
მკითხავმა
ჩაიცინა.
— მე წავალ თითონ. მე ჯადო თვალებს ვერ ამიბამს, — სთქვა მკითხავმა,
— თქვენც წამოდით, რომ თქვენის თვალითა ჰნახოთ.
— არა, გეთაყვანე,
ჩვენ ისეც დაგიჯერებთ,
— უთხრა ლუარსაბმა,
რომ ეშინოდა იქ წასვლა. — უჩვენოდ წადი, შენა ჰნახე, მითამ ჩვენ გვინახავს.
დედაბერი
წავიდა, თან ბიჭები წაასხა და პატარა ხანს უკან რაღაცა ძონძები ამოიტანა.
— აქ ნუ შემოიტან,
— ჰყვიროდა
ლუარსაბი
და თან კუთხეში იმალებოდა,
— აქ ნუ შემოიტან,
მანდვე დააწვევინე,
მანდვე!
ჯადო დასწვეს.
ხხხ
თათქარიძეები და ცბიერი ყმები
მეორე დღეს გუშინდელი
ბიჭები დაიბარა ლუარსაბმა
და ამისთანა
საუბარი დაუწყო:
— მართლა ორმო იყო?
— თქვენი რისხვა არა გვაქვს, მართლა ვნახეთ, — მიუგეს ბიჭებმა. იმათ ხომ მალე იციან ამისთანაების
გატანა.
— არა, თქვენ ის ორი თვალითა ჰნახეთ?
— ორის თვალითა, აი ისე, როგორც შენ გხედავთ, ბატონო!
— დიდება შენდა, ღმერთო! ამოდენა კაცი აქ დავბერდი
და მე იქ ორმო არსად არ მინახავს!..
გაგონილა?
როგორ შეიტყო? დიდი მისნობა არ უნდა ჰქონდეს?..
— მაგის ხელობა ეგ არის, შენი ჭირიმე, და იქიდამ შეიტყო, — მიუგეს ბიჭებმა.
— ალბად ეგრეა, თორემ... აი, დალახვრა
ღმერთმა! აბა, თქვენ გინახავთ
ვისმე იქ ორმო, ან გაგიგონიათ?
— რაც არ არის, რასა ჰნახავდნენ,
— წაიბუტბუტა
ერთმა თავმოწონებულმა
ყმაწვილმა
ბიჭმა, რომელიც შორი-ახლო იდგა და მკლავი ხანჯალზედ
ებჯინა, — ერთი რაღაც გოგო-ბიჭების ნაჩიჩქნია
და იმ კუდიანმა
ორმოდ გახადა. რა უკვირთ?
ეს ისე სთქვა, რასაკვირველია,
რომ ლუარსაბს
არ გააგებინა.
— შენ რა გენაღვლება,
ძმაო, — წასჩურჩულა
ერთმა ხნიერმა გამოცდილმა
გლეხკაცმა,
— ხომ ჰხედავ — ბატონს უხარიან, რომ იქ ორმოა. დაე ეგონოს, რომ ორმოა, შენ რა?
— შენი რისხვა არა მქონდეს, — მიუბრუნდა
მერე ბატონს ცბიერი მონა, — მე იქ ორმო არც მენახოს და არც გამეგონოს
დღევანდლამდინა.
აი, ჭიპი აქ მომიჭრია
და ამოდენა კაცს ლამის სულიც აქ დამელიოს,
მაგრამ ხომ მოგეხსენებათ,
შენი ჭირიმე, კუდიანის
საქმე ეგ არის.
— განა ის კუდიანი იყო?
— მაშ? კუდიანობის
ღამეს, ჭიაკოკონობას,
შენი ჭირიმე, გადააჯდებიან
ხოლმე — აი, დასწყევლოთ
ღმერთმა — ცოცხზედა
და თავის ბატონთან
გაფრინდებიან
ხოლმე. მოგახსენებენ,
ჩიტურაშვილის
დედა თურმე ბუხარში აძვრება ხოლმე, ცოცხზედ — როგორც ცხენზედ — შეჯდება და, ჰერი ბიჭო, გაუტევს ხოლმე.
— ეგ მეც გამიგია. რამდენი სასწაულია
ქვეყანაზედ!
დიდება შენდა ღმერთო!.. — გადიწერა
პირჯვარი
ლუარსაბმა,
— მაშ ჩიტურაშვილის
დედასაც ეცოდინება
მკითხაობა?
— განა ყველამ იცის, შენი ჭირიმე! ის უფროსი რომ ჰყავთ და კუდიანობის
ღამეს ძღვენით რომ მიდიან ხოლმე, ის უფროსი თურმე ეტყვის: შენ, მავანო, მკითხაობა
მიჩუქებია
შენთვის, მეორეს კიდევ ეტყვის: შენთვის — აქიმობაო,
ესე გახლავთ.
— ეგრე იქნება, თორემ აბა საიდამ გამოიცნობდა,
რომ იქ ორმო არის? ჭკვიანი არ უნდა იყოს ის უფროსი?
— მოგახსენებენ,
სოლომონ ბრძენზედ
უფრო ჭკვიანიაო.
— არ ეტყობა, თუ! დიდება შენდა, ღმერთო ჩემო! — გადიწერა
ისევ პირჯვარი
და შევიდა ოთახში დარეჯანთან
ხხხხ
თათქარიძეების ცხოვრება ფუჭად ჩავლილი ცხოვრებაა
საგულისხმოა, რომ ლუარსაბის სიკვდილი
მუცელს (მომნელებელ სისტემას) დაუკავშირდა.მხოლოდ მუცელზე ზრუნვით შემოიფარგლა ცოლ-ქმრის
არსებობა.
მოკვდა
ლუარსაბიცა
ისე, როგორც იხოცებიან
ბევრნი ჩვენგანნი,
რომელნიც
არც თავის სიცოცხლით
უმატებენ
რასმეს ქვეყანასა
და არც თავის სიკვდილით
აკლებენ.
წაიშალა ამ ორთა გვამთა ცხოვრების
კვალი დედამიწის
ზურგზედა.
რისთვის მოვიდნენ
და რისთვის წავიდნენ?
ნუთუ ნახევარი
საუკუნე იმისთვის
იცხოვრეს,
რომ ოთხი ფიჭვის ფიცარი ეშოვნათ და სამ-სამი ადლი მიწა? ან კიდევ ქვაზედ წაიწერონ,
რომ „ჩყ... წლამდინ თავადი ლუარსაბი
თათქარიძე
და მისი კნეინა დარეჯანი
ცოცხალნი
ყოფილან და მერე დახოცილან?“
სხვა ხომ არაფერი გვეტყვის,
რომ ესენი ამ ქვეყანაში
ყოფილან და უცხოვრიათ.
„წამკითხველო,
შენდობა გვიბძანეთო“,
ამბობს იმათი ქვის ზედწარწერილი.
ნახევარი
საუკუნე ამისთვის
იცხოვრეს
ამ ქვეყანაზედ,
რომ ბოლოს მაინც კიდევ „შენდობა“ ითხოვონ და საბოდიშოდ
გაიხადონ
საქმე? უფროსთაგანს
ქართვლის
საფლავის
ქვას რომ აწერია „შენდობა გვიბძანეთო“,
ეხლა მესმის, რისთვისაც
აწერია. მაგ შესანდობარს
და შესაბრალისს
ჩვეულებას
თავისი აზრი და საფუძველი
ჰქონია, მაგრამ არ გითარგმნი
კი, მკითხველო!
თუ კაი გული გაქვს და გამჭრე გონება შენც თითონ ჩემზედ უკეთესად
მიხვდები,
თუ არა და, თქმა საჭირო არ არის. ტყუილად გულს გატკენ, გაგარისხებ
და ის რისხვა ისე აგიბამს თვალსა, რომ სხვას შენზედ მეტადაც რომ გული სტკიოდეს,
ამას ვეღარ დაინახავ
და იმის გულის სატკენ სიტყვას მუხანათობაში
ჩამოართმევ.
ადამიანის აღქმა ყოველთვის სუბიექტურია
მე
გავათავე
და შენ, რაც გინდა, ჰქმენ, მკითხველო!
გინდა იცინე, გინდა იტირე, როცა ამ ამბავს წაიკითხავ.
ორივეს საბუთი ისევ ამავე მოთხრობაში
გაქვს. თუ ოდესმე თვალი აგიხილებია
და შენს გარშემო რაც გინახავს,
იმაზედ გონება გივარჯიშებია,
— ნახავდი, რომ ხშირად ერთი და იგივე საგანი ზოგს აცინებს, ზოგს ატირებს. მე მინახავს
ერთი მოხუცებული,
ღარიბი, შიშველ-ტიტველი, ფეხებდახეთქილი
დედაკაცი.
ვინ იცის, რა-გვარ უბედურობისაგან
ლოთად ჩავარდნილიყო
და ლოთობაში
სამუდამოდ
დაეკარგა
თავისი დედაკაცობა
და ადამიანობა.
მე მინახავს
ის საცოდავი
დედაკაცი,
ქალაქის ბიჭებს დაეჭირათ
და ხუთ გროშად მთელი საათი ახტუნებდნენ
პამპულასავით.
მე მინახავს,
რომ იმათში ბევრი იცინოდა და ზოგიერთს
კი ამ საცოდავის
დედაკაცის
მაგ ყოფაზედ გული უტიროდათ.
ვინ იყო ამათში მართალი? მოცინარენი,
თუ მოტირალენი?
ორივენი, იმიტომ რომ ერთნი თვალითა ჰხედავდნენ
მარტო და თვალისათვის
მართლა სასაცილო
იყო, მეორენი კი თვალითაცა
და გონებითაცა.
გონებას-კი — ძნელად თუ გაეცინება.
სჩანს, შეიძლება,
რომ ერთი და იგივე ამბავი სატირალიც
იყოს და საცინარიცა,
— ეგ იმაზედ არის დამოკიდებული, როგორი აგებულებისა ხარ: თუ იმისთანა გონების ძალა გაქვს, რომ, რაც უნდა მწუხარე ჭეშმარიტება იყოს, გულდაგულ შეხვდები, და თუ იმისთანა გულიცა გაქვს, რომ უბედურს და გზა-კვალ-არეულს შეიბრალებ, ამისთანა სასაცილო ამბავი უფრო ხშირად უნდა გატირებდეს შენა, თუ არა და იცინე, რამდენიც
გენებოს. იცინე და თანაც გაჯავრდი ამ მოთხრობის დამწერზედ და მამიგონე ჭორი — შენ ხომ ჭორების მოგონება გიყვარს — რომ მე ვითომც ქართველობას ვღალატობ, რადგანაც იმის სასაცილო ამბავს გიამბობ და არა ვმალავ ზოგიერთ გულ-მოკლე პატრიოტივით. ვიცი, რომ, ჩვენდა საუბედუროდ,
თქვენში, მკითხველო,
ძნელად იპოვება იმისთანა
კაცი, რომ მართალს სიტყვას გონება გაუსწოროს.
ვიცი ეს და მაინც კიდევ პირში — როგორც მოყვარე — გეტყვი, რომ ლუარსაბი
და დარეჯანი
შენს კალთაში დაბადებულან
და შენის ძუძუთი გაზრდილან.
გინდა მიწყინე, გინდა არა. თუ იმათ დასცინებ, მითამ შენის თავისთვის დაგიცინია, თუ დასტირებ — ეგ კაი ნიშანია: სჩანს, სწუხხარ, რომ ამისთანანი ვართ, სჩანს, შენის თავის გასწორების განზრახვამ ფრთა აიბა. ღმერთმა ქნას, რომ ეგ აგრე იყოს.
როდის ემსახურება მანკიერების მხილება სიკეთეს ?
ფიქრობენ,რომ მხილების ნამდვილი სიკეთე
მაშინ იჩენს თავს,როცა იგი ნაკლის გამოსწორებას ისახავს მიზნად და სიკეთეს უხსნის გზას.
გავიხსენოთ დავით გურამიშვილის სიტყვები:
„აწ რომ ავი არ ვაძაგო,კარგი როგორ
უნდა ვაქო ?“
ვნახოთ როგორ ეხმიანება ამ თვალსაზრისს
„კაცია ადამიანის ?!“ ბოლო თავი?
მე
თუ შენ მიყვარხარ,
მკითხველო,
იმისთვის
მიყვარხარ,
რომ იმედი მაქვს ეგ გასწორების
განზრახვა,
დღესა თუ ხვალე, შენში გაიღვიძებს.
ამ იმედს ნუ წაგვართმევ.
ნუ იფიქრებ, რომ ამ მოთხრობას
შენი გაჯავრება
უნდა. ამას მარტო ის უნდა, რომ შენ დაგანახვოს
— რამოდენადაც
შეძლება აქვს-შენი ცუდი, შენი ავი, რომ იცოდე, რა გაისწორო.
მინამ სარკეში არ ჩაიხედავ,
ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია? ეს მოთხრობა
სარკე იყოს და მე — თუ გინდა — მთქმელი ვიქნები. დააკვირდი,
იქნება გენიშნოს
რამე. ესეც იცოდე: მარტო შენი მტერი დაგიმალავს,
შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს,
რომ გაისწორო
და ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით
გექცევი, — სარკე მოგიტანე,
ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?!
რა ვუყოთ, თუ ეს სარკე გაბზარული
გამოდგება
და შიგა-და-შიგ ლაქებიანიცა?
რაცა მქონდა ის მოგართვი,
როგორც შემეძლო, ისე დაგეხმარე.
თუ მაინც-და-მაინც წყრომას არ დაიშლი, შენი ნებაა. მე შენის წყრომისა
არ მეშინიან.
მაშინ მხოლოდ დავღონდები,
რომ შენშიაც მოვტყუვდი;
რომ შენ ის არა ჰყოფილხარ,
რაც მეგონე. მაშინ გულ-ხელ-დაკრებილს
ესღა დამრჩება
სათქმელად:
მე მიყივლია
და გათენდება
თუ არა — ეგ ღმერთმა იცის! წყრომა კი რომ არა ყოფილიყო,
ეგ გათენება,
ჩვენც კარგად გვეცოდინებოდა,
როდისაც იქნებოდა!..
სხვაფრივ
მშვიდობით
ბძანდებოდეთ
და შენდობით
იხსენიებდეთ
მონასა თქვენსა...
1858 - 1863 წ.
Комментарии
Отправить комментарий