პრინციპი:“თუ პირი არ არის კომლის წევრი, მის უფლების დამდგენებთან რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის, [მაგ.: განაწილების სია, მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა), არავის არ შეიძლება ჰქონდეს კავშირი, ამგვარი მიწა მხოლოდ მისია.

 

   

სარჩევი:

საკომლო მეურნეობა’’ -ცნება. 1

საკომლო მეურნეობის’’ რეგისტრაცია. 1

რა არის „საკომლო წიგნი’’ ? 2

საკომლო წიგნიდან ამონაწერი  კომლის წევრის /ან წევრების მართლზომიერ მფლობელობაში’’ ანსარგებლობაში’’  არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრაციის საფუძველია. 3

ვის აქვს .საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე კომლის წევრის /ან წევრების მართლზომიერ მფლობელობაში’’ ანსარგებლობაში’’  არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების  რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება ? 4

.საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე  მართლზომიერ მფლობელობაში’’ ანსარგებლობაში’’  არსებულ მიწის ნაკვეთზე] რეგისტრირდება  კომლის წევრთასაერთო საკუთრების უფლება 4

კომლიდან გასულ წევრებზე’’ მიწის ნაკვეთზე   საკუთრების/ან თანასაკუთრების უფლება   არ რეგისტრირდება[რეგისტირდება მხოლოდკომლის უტყუარად დადასტურებულ წევრებზე] 5

რა სამართლებრივ შედეგს იწვევს .საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე კომლის წევრის /ან წევრების მართლზომიერ მფლობელობაში’’ ანსარგებლობაში’’  არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების  რეგისტრაცია ? 5

კომლის წევრთა  თანასაკუთრების უფლება მიწის ნაკვეტზე ასევე რეგისტრირდება  სარეგისტრაციო დოკუმენტისსახითმიღება -ჩაბარების აქტის’’ ,“გადასახადის გადამხდელთა სიის’’,“განაწილების სიის’’ წარდგენის  დათვინებურად დაკავებული მიწის აღიარების’’ მოთხოვნის შემთხვევაში. 6

რა მოხდება თუ კომის სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  კომლის არაწევრის მიერ’’ იქნება წარდგენილი  ისეთისაკუთრების უფლების’’ ანმართლზომიერი მფლობელობის’’ დამადასტურებელი დოკუმენტები,რომლებიც მხოლოდ მისია  ? 6

 

 

 

საკომლო მეურნეობა’’ -ცნება

 

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ 

საქართველოს 1996 წლის 22 მარტის საქართველოს კანონის  მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად:  

 

საკომლო მეურნეობა არის:

  ა)სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, 

ბ) მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობი

გ)  გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების    

ერთობლიობა, 

რომელიც წარმოადგენს 

a.     ან „ერთი ფიზიკური პირის’’ საკუთრებას 

b.    ან მეუღლეთა ‘’ საერთო საკუთრებას

c.     ან„ოჯახის სხვა წევრების’’ საერთო საკუთრებას. 

 

[ „საკომლო მეურნეობის’’  ცნება]

 

 

 

 

 

საკომლო მეურნეობის’’ რეგისტრაცია

 

,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ 

საქართველოს 1996 წლის 22 მარტის საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის თანახმად:  

 

საკომლო მეურნეობა“ რეგისტრირებულ უნდა იქნეს[სავალდებულოა]  საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში).

a.     ან „ერთი ფიზიკური პირის’’ ინდივიდუალურ  საკუთრება 

b.    ან  მეუღლეთა ‘’ საერთო საკუთრებად

c.     ან „ოჯახის სხვა წევრების’’ საერთო საკუთრება. 

 

        თუ საკომლო მეურნეობა  არ არის „ერთი ფიზიკური პირის’’ საკუთრება

      და „მეუღლეთასაერთო საკუთრება“    ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა“,

   საადგილმამულო წიგნში (ან საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი[თითოეული მეუღლე ან ოჯახის წევრი]

 საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ’  უნდა დარეგისტრირდეს

 

რა არის „საკომლო წიგნი’’ ?

 

·        საკომლო წიგნი არის  – ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების ( ე.ი. სოფლის, დაბისა და ქალაქის) და დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში კომლების და მათში პირთა რაოდენობის ამსახველი ჟურნალი, რომელიც ადასტურებს ა)კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში პირთა ცხოვრებისა და ბ)კომლში "წევრად'' ყოფნის ფაქტს. 

    

 [იხ.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონი ს  მე-3 მუხლის „ი’’ ქვეპუნქტი]

 

 

 საკომლო წიგნიდან ამონაწერი  კომლის წევრის /ან წევრების მართლზომიერ მფლობელობაში’’ ანსარგებლობაში’’  არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრაციის საფუძველია

 

·     ზოგადი წესის თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს:  

      ა)“კომლის წევრთა“ შესახებ ინფორმაციას   

        და 

     ბ)“კომლის ქონებრივი მდგომარეობის’’ შესახებ  ინფორმაციას

     [ ანუ ორივე სახის ინფორმაციას]

      ამასთან, ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს 2007 წლის 20 სექტემბრისა.[!!!] 

 

(იხ.„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1.რ, 7.1 ,7.7 და  7.9 მუხლები). [ ასევე იხ. „რეესტრის ინსტრუქცია’’ მუხ. 40 ნაწ. 1-ლი]

[აუცილებლად წაიკითხე ყველა ეს მუხლი]

 

·   ამასთან,,დაიმახსოვრე : 

   ეგისტრაციის მიზნებისთვის,  მხოლოდ    „საკომლო წიგნების’’  1992 -2007 წლის 20 სექტემბრამდე ]  პერიოდის  ჩანაწერები გამოიყენება.

 

 

 

ვის აქვს .საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე კომლის წევრის /ან წევრების მართლზომიერ მფლობელობაში’’ ანსარგებლობაში’’  არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების  რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება ?

 

„რეესტრის ინსტრუქციის’’ მე-40  მუხლის მე-5 ნწილის თანახმად :

5.საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციაზე ან ბრძანებულების საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საკომლო [წიგნის] ჩანაწერებით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირი.[!!]

 

.საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე  მართლზომიერ მფლობელობაში’’ ანსარგებლობაში’’  არსებულ მიწის ნაკვეთზე] რეგისტრირდება  კომლის წევრთასაერთო საკუთრების უფლება

 

„რეესტრის ინსტრუქციის’’ მე-40  მუხლის მე-3  ნწილის თანახმად :

 

3.უძრავ ნივთზე[ე.ი. კომლის წევრის /ან წევრების მართლზომიერ მფლობელობაში’’ ანსარგებლობაში’’  არსებულ მიწის ნაკვეთზე]   კომლის წევრთასაერთო საკუთრების უფლება“ რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებშითანამესაკუთრედ“ მიეთითება „კომლის ყველა წევრი“ და აღინიშნება მათი „საერთო საკუთრების“ შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს არ წარედგინება „კომლის ყველა წევრის“ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში“ დარეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი იქნება წარდგენილი, ხოლო „კომლის დანარჩენ წევრებთან დაკავშირებით“ გაკეთდება მითითება „თანამესაკუთრის“ არსებობის თაობაზე.

 

კომლიდან გასულ წევრებზე’’ მიწის ნაკვეთზე   საკუთრების/ან თანასაკუთრების უფლება   არ რეგისტრირდება[რეგისტირდება მხოლოდკომლის უტყუარად დადასტურებულ წევრებზე]

  

  „რეესტრის ინსტრუქციის’’ მე-40  მუხლის მე-4  ნწილის თანახმად :

 

4.   საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრის/ ან წევრების საკუთრების/ან თანასაკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება.

ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის’’  შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

 

 

რა სამართლებრივ შედეგს იწვევს .საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე კომლის წევრის /ან წევრების მართლზომიერ მფლობელობაში’’ ანსარგებლობაში’’  არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების  რეგისტრაცია ?

 

„რეესტრის ინსტრუქციის’’ მე-40  მუხლის მე-6  ნწილის თანახმად:

 

6.საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში’’ რეგისტრირებულ პირებს[კომლის უტყუარ  წევრებს] რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე [მართლზომიერ მფლობელობაში’’ ანსარგებლობაში’’  არსებულ მიწის ნაკვეთზე ] წარმოეშობათ „თანასაკუთრების უფლება“, მასზე [ნაკვეთზე]  ვრცელდება თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები და ერთ-ერთი თანამესაკუთრის[კომლის წევრის]  გარდაცვალების შემთხვევაში, მის წილზე საკუთრების უფლება გადადის მემკვიდრეობით[მის მიემკვიდრეზე].

 

 

კომლის წევრთა თანასაკუთრების უფლება მიწის ნაკვეტზე ასევე რეგისტრირდება  კომლის ერთ-ერთი წევრის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტისსახითმიღება -ჩაბარების აქტის’’ ,“გადასახადის გადამხდელთა სიის’’,“განაწილების სიის’’ წარდგენის  დათვინებურად დაკავებული მიწის აღიარების’’  მოთხოვნის შემთხვევაში 

 

ა) „მიწების განაწილების სია’’

·       მიწების განაწილების სია [მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი „ე’’ პუნქტი]  წარმოადგენს მიწის რეფორმის წლებში[90-იან წლებში] შედგენილ დოკუმენტს, რომელშიც აისახებოდა ა)კომლზე უკვე რიცხული და  ბ)რეფორმის ფარგლებში მასზე დამატებით გამოყოფილი’’ მიწის ნაკვეთი.

 

·       მიწის განაწილების სიას შესაძლებელია იშვიათ შემთხვევაში ერთვოდეს მიწის გამოყოფის გეგმა.

 

·       იმის გათვალისწინებით, რომ მიწის განაწილების სიაში მიეთითებოდა კომლის სრულწლოვანი წევრი [!], რომელსაც შემდგომში  უნდა მიეღო მიღება–ჩაბარების აქტი, მიწის განაწილების სიის საფუძველზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება არა ერთპიროვნულად მიწების განაწილების სიაში მითითებულ პირზე, არამედ ამ პირის კომლის ცოცხალ წევრებზეც.

ბ)“მიღება -ჩაბარების აქტი’’

 

·       მიღება–ჩაბარების აქტი[მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ და’’ბ’’ პუნქტები’’] არის  საკუთრების უფლების“ დამდგენი დოკუმენტი, რომელიც ე.წ. „მიწის რეფორმის დროს გაიცემოდა ოჯახის[კომლის] სრულწლოვან წევრზე (სრორედ ამიტომაა, რომ მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრების უფლება ურეგისტრირდება არა მხოლოდ აქტში მითითებულ პირს, არამედ ამ პირის კომლის ყველა ცოცხალ წევრს).

·       თუკი ოჯახზე[კომლზე] გაიცა მიღება–ჩაბარების აქტი, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ ამ ოჯახის მიმართ მიწის რეფორმა

დაასრულა.

 

გ)“საგადასახადო სია’’

·       საგადასახახო სია’’ [მე-7 მუხლის მე-10,მე-11 და მე-12 ნაწილები] წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის’’ დამდგენ ერთ-ერთ დოკუმენტს.

 

·       საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, ქონების გადასახადის გადამხდელებს წარმოადგენდნენ პირები, რომელთაც  ა)საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში ჰქონდათ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და ბ)“კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში’’ ჰქონდათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა

 

·       274-ე მუხლის მე-10 პუნქტით განისაზღვრა, რომ სათანადო საგადასახადო ორგანოს გადამხდელთა სიებს წარუდგენდნენ ა)“მიწის ფართობის’’, ბ)“მიწის შესაბამისი კატეგორიის ან ზონის’’ და გ)“გადასახადის განაკვეთის’’ ჩვენებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური.

 

·       საგადასახადო სიების შესახებ ინფორმაციის მოძიება ხდება ან სსიპ შემოსავლების სამსახურში ან მუნიციპალიტეტში

 

 

·       მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა ა)მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ბ)იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულება ან  გ)სხვა დოკუმენტი, რომელითაც  დადასტურდებოდა  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფაქტობრივი მფლობელობა“ ან სარგებლობის უფლება’’

 

 

 

„რეესტრის ინსტრუქციის’’ მე-40  მუხლის მე-10 ნწილის თანახმად:

10.  თუ [საკომლო წიგნის  ჩანაწერებით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირიმიერ,ე.ი. „კომლის ერთ-ერთი  წევრის ‘’ მიერ ]  სარეგისტრაციო დოკუმენტის სახით [რეგისტრატორთან] წარმოდგენილია  ა)მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, ბ)სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია, გ) მიწების „განაწილების სია,

[ან თუ] მოთხოვნილიტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულ’’ და 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე’’ საკუთრების უფლების აღიარება

ან თუ [მოთხოვნილია]ბრძანებულების’’ საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება

უძრავ ნივთზე[ ე.ი. კომლის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე]  

რეგისტრირდება -„კომლის წევრთა  თანასაკუთრების [!!!]  უფლება.

 

რა მოხდება თუ კომის სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  კომლის "არაწევრის'' მიერ იქნება წარდგენილი  ისეთისაკუთრების უფლების’’ ანმართლზომიერი მფლობელობის’’ დამადასტურებელი დოკუმენტები,რომლებიც მხოლოდ მისია  ?

 

 

ყურადღება:

თუ კომლის „სარგებლობაში’’ ან „ფაქტობრივ მფლობელობაში’’ არსებულ  მიწის ნაკვეთზე  „მიღება -ჩაბარების აქტს’’ , ან “გადასახადის გადამხდელთა სიას’’, ან “განაწილების სიას’’  ,  წარადგენს პირი რომელიც  არ არის „კომლის წევრი’’   და მოითხოვს მიწაზე „საკუთრების უფლების ‘’ რეგისტრაციას   მაშინ „კომლის წევრთაგან’’ არავის არ შეიძლება ჰქონდეს კავშირი ამ საკუთრებასთან , ანუ  ამგვარი მიწა მხოლოდ მისია.[ანუ „კომლის არა წევრისაა“]

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები