მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესები
სარჩევი:
მუხლი 51. „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების“ აღიარების წესი
მიწაზე
საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოები[„მართლზომიერ მფლობელობაში[სარგებლობაში]არსებულ მიწაზე] და „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე]
მუხლი 41. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო
+
1. „მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე’’ საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სააგენტო, რომელიც ამ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
2. „მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე“ საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში“ მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) „საკუთრების უფლების“ რეგისტრაციით.
იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ‘’ საქართველოს კანონი [2007]
ხ
მუხლში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:
ნ) მართლზომიერი მფლობელი – ფიზიკური პირი,
რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის ა) „მართლზომიერი მფლობელობის
(სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის“ საფუძველზე წარმოეშვა და ბ)„რომელიც რეგისტრაციის
მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს“
ხ
რ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის)
დამადასტურებელი დოკუმენტი: –
1) 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის „მფლობელად (მოსარგებლედ)’’ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება,
2)საკომლო წიგნიდან ამონაწერი,
3)მებაღის წიგნაკი,
4)„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის
შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48
დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების
გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის
კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე)
დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების
სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე,
5)სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია),
6)სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა,
7)სასამართლოს აქტი,
ხ
ო) მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის[2016 წლის კანონის]
ამოქმედებამდე „ფაქტობრივად ფლობს’’ მიწის ნაკვეთს,
როგორც საკუთარს, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთან ან მიწის ნაკვეთის
მესაკუთრესთან ფორმის დაუცველად დადებული
გარიგების საფუძველზე;
იხ. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ ‘’
საქართველოს კანონი მუხლი მე-3 . „ნ’’
„რ’’ „ო’’ ქვეპუნქტები
ხ
მუხლი 4. „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე’’ საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო
+
1. „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე“, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან
(ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში
− ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია“, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებს ა)საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესითა და ბ)ამ კანონით დადგენილი წესით.
„კომისია’’ უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში კონსულტაციისთვის მიიწვიოს შესაბამისი სახელმწიფო უწყების კომპეტენტური წარმომადგენელი (წარმომადგენლები).
ხ
4. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური
და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის (შემდგომ − სისტემური რეგისტრაცია) ფარგლებში საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე „თვითნებურად დაკავებულ
მიწაზე“ საკუთრების უფლების აღნიშნული
ბრძანებით დადგენილი ვადით[ანუ 1926 წლია 1 იანვრამდე] აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შესაბამის
გეოგრაფიულ არეალში მდებარე „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე
საკუთრების უფლების აღიარება“ გაგრძელდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით[ანუ ისევ „აღიარების კომისიებით’’].
ამ მუხლში გამოყენებული ტერმინის განმარტება:
გ) თვითნებურად დაკავებული მიწა –
1) ამ კანონის ამოქმედებამდე[2007 წლამდე] ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად
დაკავებული სახელმწიფო საკუთრების[და
არა კერძო საკუტრების] სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია
საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების
შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე
2)დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში
ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში
არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს;
3)კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული
მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის
ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი
დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის
ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების
მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა;
იხ.„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ‘’ საქართველოს კანონი [2007] მუხლი მე-2 .“გ’’ ქვეპუნქტი.
მუხლი 5. „მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე ‘’ საკუთრების უფლების აღიარების წესი
1. „მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ „წერილობითი განცხადების’’ წარდგენა სააგენტოში.
2. „მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე“ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) „მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი’’;[იხ. ზემოთ]
ბ) „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი’’;
გ) „საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი“;
დ) „დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები“;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
ამ
მუხლში გამოყემებული ტერმინების განმარტება :
ე) დაინტერესებული პირი –
1)ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე,
რომელიც ა)მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც ბ)თვითნებურად
დაიკავა სახელმწიფო
საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების
შენობა (აშენებული),
ან
2)კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში
ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ
თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი
დანიშნულების შენობა (აშენებული),
ან
3) კერძო
სამართლის იურიდიული პირი [ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი] ან მისი უფლებამონაცვლე,
რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების
სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით
ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით
დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება,
ან
4) ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი [ან სხვა
ორგანიზაციული წარმონაქმნი], რომელმაც სახელმწიფო საკუთრების
სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა
ამ მიწის
ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;
იხ.„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ‘’ საქართველოს კანონი [2007] მუხლი მე-2
„ე’’ ქვეპუნქტი და მე-5 მუხლი
ხ
მუხლი 51. „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების“ აღიარების წესი
მუხლი 51. „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების“ აღიარების წესი
+
1. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.[„აღიარების კომისიაში’’ და არა სააგენტოში 2026 წლის 1
იანვრიდან]
2. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას[კომისიის მიერ] გათვალისწინებული უნდა იქნეს [ამ]მოთხოვნის „სივრცის დაგეგმარებისა“ და „ქალაქთმშენებლობითი გეგმების“ პირობებთან შესაბამისობა.
[ ამაზე იხ. „სამშენებლო სამართალი’’
ხ
3.
თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) „მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი“ ან/და „მოწმის ჩვენება“
[რომელიც ადასტურებს „თვითნებურად დაკავების ფაქტს’’];
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი;
გ) „ინფორმაცია’’[რომელიც
საჭიროა] საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;
დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
ხ
31. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ „თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია“ ამ კანონის ამოქმედებამდე[2007 წლამდე]
, „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია“ ან „სააგენტო“[სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ] უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნა[!], რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამ კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (ე.ი. 2007 წლის 20 სექტემბერამდე ) არსებობის ფაქტს.
ხ
4. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისია დაინტერესებული პირის განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში. თუ საკუთრების უფლებისათვის „არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად’’ აუცილებელია 2 თვეზე მეტი ვადა, კომისია უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადა დამატებით გაზარდოს არაუმეტეს 6 თვით.
ხ
5. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს,
კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას „საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე“.
თუ დაინტერესებული პირი გადაიხდის საკუთრების უფლების აღიარების საფასურის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ოდენობას, კომისია გასცემს „საკუთრების უფლების მოწმობას’’ და „დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს“, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრებისუფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის ა)საზღვრები და ბ)ფართობი.
ხ
6. სავარაუდო მემკვიდრეზე „საკუთრების უფლების მოწმობის“ გაცემის შემდეგ „სამკვიდრო მოწმობის გაცემის“ წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
7. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება „თვითნებურად დაკავების ფაქტი“, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
8. თუ კომისიამ ამ კანონით დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, ეს ჩაითვლება მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. კომისია მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − განკარგულებას.
ხ
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი
მუხლი 6. საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი
+
1. „მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა“ დაინტერესებულ ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „მიწის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებობა“ დგინდება ამ მიწაზე განთავსებული შენობა- ნაგებობის პრივატიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.
11. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
აღნიშნული საფასური არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, 2021 წლის 8 დეკემბერს მოქმედი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას.[ანუ არ
უნდა აღემატებოდეს 300+300=600 ლარს]
2. „მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის“ ყოველ კვადრატულ მეტრზე, კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის, [ასევე ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ შემთხვევაში-იხ.
1-ლი მუხ. ბოლო წინადადება] , საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ხუთმაგ ოდენობას, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ხუთმაგ ოდენობას.
ხ
3. „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური’’ :
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის შეადგენს: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ ნორმატიულ ფასს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ასმაგ ოდენობას;
ბ) ფიზიკური პირისათვის შეადგენს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგ ოდენობას, მაგრამ თუ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგი ოდენობა მეტია მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე მოქმედ ნორმატიულ ფასზე, მაშინ თვითნებურად დაკავებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ ნორმატიულ ფასს.
31. (ამოღებულია).
32. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით და განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება განისაზღვროს მიწის „ნორმატიული [ანუ დადგენილი,დაწესებული ]ფასით“.
ხ
4. საკუთრების უფლების აღიარების საფასური გადახდილ უნდა იქნეს ერთიანად.
41. 2026 წლის 1 იანვრამდე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ხდება ამ მუხლით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის გარეშე.
5. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურისგან განთავისუფლების შემთხვევები.
Комментарии
Отправить комментарий