ჩემო კალამო ..[ილია ჭავჭავაძე]

 

ჩემო კალამო ..



ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?

რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,

ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში

ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

 

თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,

რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:

აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა

და დაე გვძრახონ,ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

 

ჩემზედ ამბობენ: ის სიავეს ქართვლისას ამბობს,

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!

 

 

დეტალებზე დაკვირვება და დასკვნის გამოტანა

·        მცირე  ლექსის  კითხვისას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს თითოეულ დეტალს,სიტყვას,წინადადებას,სასვენ ნიშნებს..

·        მხოლოდ ამგვარი დაკვირვების შემდეგ შეგიძლია გამოიტანო დასკვნა,რისი თქმა სურდა ავტორს ამ ნაწარმოებით

გამოიყენე ასეთი სქემა:

ნაწარმოები:“ჩემო კალამო’’ ილია ჭავჭავაძე

დეტალები

მნიშვნელობა

1. რად გვინდა ტაში?

 რად გვინდა ქება

2. წმინდა სიტყვა

 მართალი სიტყვა

3. ქართლის ბედი

 საქრთველოს ბედი,საქართველოს წარსული,აწმყო და მომავლი

 4.კარგი გული

 გონიერი  კაცი

 5.ამ სიძულვილში

 ამ სატირაში,კრიტიკაში

დასკვნა რისი თქმა სურდა ავტორს: რომ ის[ილია] ქართველთა  მოყვარეა და არა მტერი,როგორც ბრიყვებს ჰგონიათ.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები