" იდენტურობის დადგენა'', როდის ინიშნება და როდის არა "ადგილზე დათვალიერება'', რა არის „ადგილზე დათვალიერების ოქმი“.
სარჩევი:
9.1 სისტემური რეგისტრაციის არსი და მნიშვნელობა [წასაკითხად]
9.2. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების „სისტემური რეგისტრაციის“ წესები და სამართლებრივი საფუძვლები
„სარეგისტრაციო დოკუმენტაციის’’ მოძიება და სისტემატიზაცია [ იხ. „ინსტრუქცია’’ მუხ.371-ე
ნაწ. მე-3 ]
მიწის
ნაკვეთის „ადგილზე დათვალიერება’’.[ინსტრუქცია
მუხ. 373-ე ][ ყურადღება: საგამოცდო საკითხია]
რა
შემთხვევებში არ არის „ადგილზე დათვალიერების“ ჩატარება სავალდებულო ?[საგამოცდო
საკითხია]
„უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი
რაში გამოიყენება „ადგილზე დათვალიერების’’ ოქმი ?
რას უნდა შეიცავდეს „ადგილზე დათვალიერების ‘’ ოქმი ?
ვინ შეიძლება ესწრებოდეს „ადგილზე დათვალიერებას’’
?
საჩივრდება თუ არა „ადგილზე დათვალიერების ‘’ ოქმი ?
9.1 სისტემური რეგისტრაციის არსი და მნიშვნელობა [წასაკითხად]
·
2014 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და
მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის,
გაფორმდა დაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 13 მარტს.
·
ხელშეკრულება ითვალისწინებდა საქართველოსთვის 50 მილიონი
აშშ დოლარის კრედიტის
გამოყოფას, შერჩეულ არეალებში ა)ირიგაციის და დრენაჟის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და ბ) მიწის რეგისტრაციის
ეროვნული პროგრამისთვის წესების და პროცედურების შემუშავების მიზნით.
·
პირველი კომპონენტი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო მეორე კომპონენტი - საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მიერ, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.
·
მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი[ბ] ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებათა სისტემურ რეგისტრაციას საქართველოს
მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №351 დადგენილებით განისაზღვრულ 11 საპილოტე არეალში, რომლებიც შედგებოდა 12 დასახლებული პუნქტისაგან: კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი), ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი), არბოშიკი
(დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), სალხინო
(ვანის მუნიციპალიტეტი), მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), ზარიძეები (თიანეთის
მუნიციპალიტეტი), ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი), ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი),
საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი), მზისგული (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), შუახევი (შუახევის
მუნიციპალიტეტი).
·
2016 წლის 3 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის
ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური
წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, რომელიც წარმოადგენდა ამ საპილოტე
პროექტის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს.
·
ამ
კანონში წარმოდგენილი ახალი რეგულაციები უზრუნველყოფდა სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემური საკითხების მოგვარებას, როგორიცაა: „
a. „დაურეგისტრირებელი სახელმწიფო, მუნიციპალური
და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და „მათი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა’’, „
b. სასაზღვრო მიჯნასთან ან/და ზედდებასთან დაკავშირებული
დავები’’,
c. „საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების არარსებობა ან/და დოკუმენტში არსებული ხარვეზები’’,
d. „შეუსაბამობები ფაქტობრივ
მდგომარეობასა და დოკუმენტებს შორის“,
e. „ფორმის
დაუცველად დადებული გარიგებები’’.
·
საპილოტე პროექტი უზრუნველყოფდა საკუთრების უფლებათა სისტემურ რეგისტრაციას, საკადასტრო აზომვების მაღალი სიზუსტით შესასრულებლად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, მეთოდოლოგიის მომზადებას და შედეგების შეფასებას, მის[საპილოტე პროექტის] საფუძველზე „მიწის რეგისტრაციის ეროვნული პროგრამის“ განხორციელებისთვის შემუშავდა შესაბამისი მეთოდოლოგია და რეკომენდაციები.
·
მთელი ქვეყნის
მასშტაბით გაშლამდე საპილოტო პროექტი საქართველოს 11 საპილოტო არეალზე
გავრცელდა, რომელმაც მოიცვა გეოგრაფიული მრავალფეროვნების ნიშნით
და მიწათსარგებლობის მდგომარეობის საფუძველზე შერჩეული 12 დასახლება.
·
საპილოტო პროექტის ფარგლებში მოხდა საპილოტო ფართობებზე სააგენტოს მიწის რეგისტრაციის და საკადასტრო მონაცემების გაუმჯობესების სტრატეგიის ტესტირება და მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ პოტენციური გამოწვევების შესახებ, რომელიც თავს
იჩენს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ სტრატეგიის განხორციელებისას.
·
საპილოტო პროექტის მიზანი იყო „საპილოტო დასახლებებში“ მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია[!].
ხ
·
მიწის ნაკვეთების
სისტემური რეგისტრაცია მოიცავს ა)ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების სრულ საკადასტრო აღწერას და ბ)კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული მიწების მონაცემთა
ბაზის შექმნას.
·
საპილოტო პროექტის ფარგლებში გასწორდა მონაცემებში არსებული შეუსაბამობები, რომლებიც გამოწვეული იყო საკადასტრო ინფორმაციის ნაკლებობით
ან დაუზუსტებელი საკადასტრო
ინფორმაციით და სააგენტოს
წარედგინა ინფორმაცია იმ მიზნით,
რომ:
a.
დადასტურდეს მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობა;
b. უზრუნველყოფილ იქნეს საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული
მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
c. უზრუნველყოფილ იქნეს საჯარო რეესტრში დაზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული
მიწისნაკვეთების
მონაცემების შესაბამისობა
ნაკვეთების
ფაქტობრივ მდებარეობასთან და სათანადო შესწორებების
შეტანა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
წესით.
·
საპილოტო პროექტის
ფარგლებში სააგენტომ საკუთარი ინიციატივით[!] ა)დაადგინა დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთები და ბ)დაარეგისტრირა ცვლილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების საფუძველზე,
·
ამასთან, ეს გააკეთა ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული
პირის ჩართვით
ხ
·
2020 წლის 1 იანვრიდან შეიცვალა სისტემური რეგისტრაციის მომწესრიგებელი კანონმდებლობა
და შემოღებულ
იქნა მთელი რიგი ახალი საკანონმდებლო რეგულაციები.
ხ
·
2022 წლის 1 იანვრიდან კი სისტემური
რეგისტრაცია საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ა)„მიწის ნაკვეთების იდენტურობის
დადგენას’’ და ბ)„თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.[ეს ხდება დროებით,კერძოდ, სისტემუური რეგისტრაციის დასრულებამდე ანუ 2026 წლის 1 იანვრამდე]
9.2. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების „სისტემური რეგისტრაციის“ წესები და სამართლებრივი საფუძვლები
შესავალი :
·
მიწის ნაკვეთების „ სისტემური რეგისტრაცია“ წარმოებს სააგენტოს მიერ
[ან „განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის’’ მიერ ]
ა)პროაქტიულად[ე.ი. წინასწარ]
და სისტემურად მოპოვებული „სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა“ და
ბ)“შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის’’ - საფუძველზე
მიწის
ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია წარმოებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა
და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათების
შესაბამისად.
[იხ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №487 „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ანუ „ინსტრუქცია’’ მუხ. 27-ე
ნაწ. მე-2 ]
ხ
· სისტემური
რეგისტრაციის ფარგლებში ა)“მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების
დაზუსტებასა“ და ბ)“საკადასტრო მონაცემების
ცვლილების რეგისტრაციას“ სააგენტო ახორციელებს საკუთარი ინიციატივით
[ან „განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის მიმართვისას]
მის მიერ[სააგენტოს მიერ] შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, და ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ
წარმოებაში უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას.
[იხ. „ინსტრუქცია“ მუხ. 29 -ე ნაწ. მე-2 ]
ხ
·
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის 31.12.2021
წ. #798 ბრძანებით დადგინდა ის გეოგრაფიული
არეალები, სადაც 2022 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვამდე უნდა ჩატარებულიყო „სისტემური რეგისტრაცია’’, სულ იყო - 59 მუნიციპალიტეტი.
· გეოგრაფიული არეალების ადმინისტრაციულ ერთეულებში
საველე და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი
სამუშაოების დაწყების დრო განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის
02.11.2022 წ. #2915/ს ბრძანებით (რაც შეიცვალა 2022 წლის 22 თებერვლის
№329/ს ბრძანებით) და დადგინდა
„სისტემური რეგისტრაციის’’ გეგმა-გრაფიკი.
·
2023 წლის 1 ოქტომბრიდან, სისტემური რეგისტრაცია ასევე დაიწყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
12 არეალში.[ ახალდაბა, ბეთანია, კვესეთი, კიკეთი-საღორისი, წყნეთი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, დიდგორი, ძველი ვეძისი, დიღომი.] პროექტს აფინანსებს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული, ხოლო
ახორციელებს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. პროექტის
დასრულების თარიღი იყო : 31.12.2025
·
ყურადღება: მთელი საქართველოს მასშტაბით სისტემური რეგისტრაციის დაწყების მიუხედავად, კანონმდებელმა
დაუშვა, რომ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთებზე დაინტერესებულმა პირებმა სპორადული რეგისტრაციის წესითაც მოითხოვონ: ა)საკუთრების უფლების რეგისტრაცია ან ბ) რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება.
ხ
„სარეგისტრაციო დოკუმენტაციის’’ მოძიება და სისტემატიზაცია [ იხ.
„ინსტრუქცია’’ მუხ.371-ე ნაწ. მე-3 ]
· სისტემური რეგისტრაციის
გეოგრაფიულ არეალში, როგორც „სისტემური“, ისე „სპორადული“ რეგისტრაციის ფარგლებში, საველე
სამუშაოების დაწყებამდე, სააგენტო[!]
ვალდებულია [ასევე ვალდებულიაგანსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის განმახორციელებელი ] „შესაბამის სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ‘’ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით პროაქტიულად[წინასწარ] უზრუნველყოს შემდეგი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად მოძიება, დამუშავება და სისტემატიზაცია:
ა) „დაზუსტებული“და
„დაუზუსტებელი“საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და მათი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია; [ ეს ინფორმაცია თავად სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში იძებნება]
ბ) ამ მიწის ნაკვეთების გრაფიკული მონაცემები[ეს ინფორმაცია
თავად სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში
იძებნება]
გ) „მიღება-ჩაბარების
აქტები“;
დ) „საკომლო წიგნების
ჩანაწერები“; [ ა)“საქართველოს
ეროვნული არქივიდან’’
ე) „საგადასახადო სიები; [ ფინანსთა სამინისტროს „შემოსავლების სამსახურიდან’’ და შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან]
ვ) „ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემები [ეს არქივი
ამჟამად სააგენტოს გამგებლობაშია]
ზ) „მიწის განაწილების სიები“;
[შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან]
თ) საკუთრებისა და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.[„სხვა’’[ე.ი. სააგენტოსგან
განსხვავებული] ადმინისტრაციული ორანოებიდან]
ა)
მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის
უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა [„ინსტრუქციის თავი“ IV1]
ყურადღება : აქედან იწყება
ფინალური გამოცდის
მე-9 საკითხი
·
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთის
„ადგილმდებარეობის’’ იდენტიფიცირება[დადგენა] საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების საფუძველია
მიწის ნაკვეთის „ადგილმდებარეობის’’ იდენტიფიცირება ხდება
➢
მიწის ნაკვეთის
მესაკუთრის,
➢
საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის,
➢
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლის
ან/და
➢
შესაბამის გეოგრაფიულ არეალში არსებული სხვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/ ან საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის მითითების
ან
➢
სააგენტოში დაცული/ ან სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაციის
საფუძველზე.
[იხ. ინსტრუქცია მუხ.372 ნაწ. მე-2]
მიწის ნაკვეთის „ადგილზე დათვალიერება’’.[ინსტრუქცია მუხ. 373-ე ][ ყურადღება: საგამოცდო საკითხია]
· თუ სააგენტოში სისტემური რეგისტრაციის არეალში სპორადულად წარდგენილი განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ საჭიროა უძრავი ნივთის „ადგილზე დათვალიერება“, სააგენტო
ვალდებულია, „სხვა“ ადმინისტრაციული
ორგანოდან (ან უფლებამოსილი პირისგან) „ყველა პასუხის მიღების შემდეგ’’ 4 სამუშაო დღის ვადაში [იხ. ამ ვადის შესახებ ინსტრუქციის 28-ე მუხ. მე 5
პუნქტი], მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება
უძრავი ნივთის „ადგილზე დათვალიერების’’ დანიშვნის შესახებ და
უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში „ყველა დაინტერესებული პირის“ ჩართვა.
უძრავი ნივთის
„ადგილზე დათვალიერება“ უნდა ჩატარდეს
ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. შესაბამისი
თარიღი და დრო განისაზღვრება დაინტერესებულ პირთან შეთანხმებით.
[ იხ.„რეესტრის ინსტრუქცია მუხ. 373-ე ნაწ 1-ლი]
· თუ სისტემური რეგისტრაციის, ასევე სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებად მოწვეულმა ა)სსიპ - სახელმწიფო ქონების
ეროვნულმა სააგენტომ, ბ)საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრომ,
გ)შესაბამისმა
მუნიციპალიტეტმა ან დ)სხვა უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადგილზე დათვალიერებისას ან/და საჯარო გამოცხადების ერთთვიანი ვადის განმავლობაში არ წარმოადგინეს დასაბუთებული წერილობითი
მოსაზრება/პასუხი, იგულისხმება,
რომ
მათ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთთან მიმართებით დასაბუთებული პრეტენზია/განსხვავებული
მოსაზრება არ აქვთ.
ხ
·
დაინტერესებულ პირს ადგილზე დათვალიერების
თარიღი და დრო ეცნობება დათვალიერების ჩატარებამდე არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
დაინტერესებულ პირს ასევე უნდა ეცნობოს, რომ მან უნდა უზრუნველყოს ადგილზე დათვალიერებაში იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების
მქონე პირების მონაწილეობა.[ იხ.„რეესტრის ინსტრუქცია მუხ. 373-ე
ნაწ მე-2 ]
ხ
· ა)უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების
დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება,
ბ)სარეგისტრაციო
ბლოკის საზღვრების ამსახველი სიტუაციური ნახაზი, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მომიჯნავე და არამომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირების მითითებით
და გ)დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი/სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება
სააგენტოს
ოფიციალურ ვებგვერდზე.
ინფორმაცია ასევე დაუყოვნებლივ,
ელექტრონულად ეგზავნება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შესაბამის
მუნიციპალიტეტს. [ იხ.„რეესტრის ინსტრუქცია მუხ. 373-ე ნაწ მე-3 ]
ხ
·
თუ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაცულია
სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის
ნაკვეთების მესაკუთრეების საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა), უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებასთან
ერთად, სარეგისტრაციო
ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს ეგზავნებათ შეტყობინება უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის თაობაზე. [ იხ.„რეესტრის ინსტრუქცია მუხ. 373-ე ნაწ მე-4 ]
ხ
·
უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ ა)ჩაერთონ ადმინისტრაციულ
წარმოებაში, ბ)დაესწრონ ადგილზე დათვალიერებას,
გ)წარადგინონ წერილობითი მოსაზრებები
საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ
დოკუმენტებსა და გარემოებებთან
დაკავშირებით.[ იხ.„რეესტრის ინსტრუქცია მუხ. 373-ე ნაწ მე-5]
ხ
·
ადგილზე დათვალიერების დასრულებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო უძრავი ნივთის საკადასტრო აღწერის შედეგებს საჯარო გაცნობისთვის აქვეყნებს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge). ყველას აქვს
უფლება წარადგინოს დასაბუთებული წერილობითი მოსაზრება
საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით, ინფორმაციის საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. თუ ამ ვადაში არ იქნება
წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, უფლება რეგისტრირდება საჯაროდ გაცნობისთვის წარდგენილი საკადასტრო აღწერის შედეგების და არსებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის
საფუძველზე. ამ შემთხვევაში, გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების
სტანდარტი.[ იხ.„რეესტრის ინსტრუქცია მუხ. 373-ე ნაწ მე-6]
ხ
·
სააგენტო ვალდებულია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში სპორადული რეგისტრაციის წესით
მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება საკადასტრო
აღწერის შედეგებისა და „ადგილზე დათვალიერების ოქმის’’ საჯაროდ გაცნობის ვადის დასრულებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში.[იხ.„რეესტრის ინსტრუქცია მუხ. 373-ე ნაწ მე-7]
·
უძრავი
ნივთის ადგილზე დათვალიერებისას საველე სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დგება უძრავი ნივთის ადგილზე
დათვალიერების ოქმი, რომლის ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.ვადაში.[იხ.„რეესტრის ინსტრუქცია მუხ. 373-ე ნაწ მე-8 1-ლი წინადადება ]
ხ
რა შემთხვევებში არ არის „ადგილზე დათვალიერების“ ჩატარება სავალდებულო ?[საგამოცდო საკითხია]
·
ამრიგად,მიწის ნაკვეთის „იდენტურობის’’ დადგენის მიზნით, დგება „ადგილზე დათვალიერების ოქმი“.
·
მაგრამ
სისტემური რეგისტრაციის
არეალში სპორადულად წარდგენილი განცხადების განხილვისას, ყოველთვის არ არის აუცილებელი
ადგილზე დათვალიერების ჩატარება. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარდგენილი ან საჯარო რეესტრში დაცული
მონაცემებით ისედაც „დგინდება იდენტურობა’’, „ადგილზე
დათვალიერების“ ჩატარება სავალდებულო არ არის. ეს შემთხვევებია:
ა)
„მიღება-ჩაბარების
აქტში’’ მითითებული „მიწის ნაკვეთის
მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრის/მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია’’ შესაბამისობაშია სააგენტოში
დაცულ მონაცემებთან;
ბ) აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთის „მდებარეობა’’ დგინდება მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების
სარეგისტრაციო დოკუმენტაციით;
გ) აგეგმილი/აზომილი
მიწის ნაკვეთი შესაბამისობაშია „მებაღეობის ამხანაგობის განაწილების გეგმასთან“
ან „ადგილმდებარეობა“ დგინდება „მებაღეობის ამხანაგობის სააგარაკო სახლის პროექტით“; [ეს ზუსტად ჩვენი
შენთხვევაა ]
დ) სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცულია აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთის სქემატური ნახაზი, რომელშიც
მითითებულია ინფორმაცია მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ან სქემატური ნახაზით შესაძლებელია მიწის ნაკვეთის „მდებარეობის’’ დადგენა;
ე) აგეგმილი/აზომილი
ნაკვეთის „ადგილმდებარეობა“ დგინდება[დასტურდება] ტექნიკური აღრიცხვის
არქივში დაცული საინვენტარიზაციო გეგმით;
ვ) სააგენტოში დაცული სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის,ან „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის (KFW) თანადაფინანსებით) პროექტისა და ამერიკის
შეერთებული შტატების
განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სისტემური აღწერების
შედეგად მიღებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებული
ინტეგრირებული გრაფიკული მონაცემთა ბაზის შესწავლის, ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, შესაძლებელია დადგინდეს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა.
ხ
·
თუ უტყუარად დგინდება, რომ ა) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი ან/და ბ)დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი/ან გ)დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული
მიწის ნაკვეთი არ არის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით
ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტური ან თუ იმ ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს მიწის ნაკვეთი, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარება, სააგენტო უფლებამოსილია არ ჩაატაროს
მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. ამ შემთხვევაში სააგენტო
შესაბამის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ხ
„უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი
რაში გამოიყენება „ადგილზე დათვალიერების’’ ოქმი ?
ადგილზე დათვალიერების ოქმი გამოიყენება:
1) მიწის ნაკვეთის
ადგილმდებარეობის/იდენტურობის,
2) უფლებრივი მდგომარეობის,
3) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების
4) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების
დასადგენად.
[ამაზე იხ.„რეესტრის ინსტრუქცია მუხ. 373-ე ნაწ მე-8 მე- 2 წინადადება ]
· „თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების’’ საქმისწარმოების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერების ოქმით უნდა დგინდებოდეს, რომ დაინტერესებული პირი მიწის ნაკვეთს
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და ოქმის შედგენის თარიღისთვისაც ფლობს.
[ამაზე იხ.„რეესტრის ინსტრუქცია მუხ. 373-ე ნაწ მე-10]
ხ
რას უნდა
შეიცავდეს
„ადგილზე
დათვალიერების
‘’ ოქმი ?
უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების
ოქმი უნდა შეიცავდეს :
ა) ადგილზე დათვალიერებაში
მონაწილე უფლებამოსილი პირ(ებ)ის თანამდებობას, სახელსა და გვარს;
ბ) უძრავი ნივთის მფლობელის (მოსარგებლის) სახელს, გვარსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
გ) უძრავი ნივთის მისამართსა და მის მონიშვნას სიტუაციურ ნახაზზე;
დ) ინფორმაციას მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/მფლობელების (მოსარგებლეების) შესახებ;
ე) ადგილზე დათვალიერების თარიღსა და დროს;
ვ) ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირების/ექსპერტების/სპეციალისტების სახელებს, გვარებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის აღწერას;
თ) ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირების/ექსპერტების/სპეციალისტების მოსაზრებებს/შენიშვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
[ამაზე იხ.„რეესტრის ინსტრუქცია მუხ. 373-ე ნაწ მე-9 ]
ხ
ვინ შეიძლება ესწრებოდეს „ადგილზე დათვალიერებას’’ ?
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის
მიზნით, ადგილზე დათვალიერებას შესაძლებელია დამატებით დაესწრონ ექსპერტები, სპეციალისტები და სხვ. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე
პირ(ებ)ის მიერ, ადგილზე დათვალიერების პროცესში მიწოდებული ინფორმაცია აისახება ადგილზე დათვალიერების ოქმში, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი
სარეგისტრაციო დოკუმენტაცია
დაერთვება ოქმს.
[ამაზე იხ.„რეესტრის ინსტრუქცია მუხ. 373-ე ნაწ მე-11]
ხ
·
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული
მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული
მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას და „მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას’’ (ე.ი.
მიწის ნაკვეთის
საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით), ასევე „უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისა’’ და „ოქმის შედგენის თარიღებისთვის დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს“
«ადგილზე დათვალიერების ოქმზე“ ხელმოწერით ადასტურებენ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები/ან საკუთრების უფლების
რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები.
[ამაზე იხ.„რეესტრის ინსტრუქცია მუხ. 373-ე ნაწ მე-12]
·
ადგილზე დათვალიერების ოქმს ადგენს/ადგენენ უფლებამოსილი პირი/პირები.
სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა/პირებმა ადგილზე დათვალიერების ოქმის ხელმოწერამდე, ადგილზე
დათვალიერებაში მონაწილე პირებს უნდა გააცნოს ოქმის შინაარსი. ოქმს, სააგენტოს უფლებამოსილი პირის/პირების თანდასწრებით, ხელს აწერენ ა)დაინტერესებული პირი, ბ)სააგენტოს უფლებამოსილი პირი/პირები და გ)ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირები.
[ამაზე იხ.„რეესტრის ინსტრუქცია მუხ. 373-ე ნაწ მე-14]
ხ
· სააგენტოს წარმომადგენელი ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე ყველა პირს აფრთხილებს ადმინისტრაციული წარმოებისას განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების შესაძლო სამართლებრივი
შედეგების თაობაზე.
ასეთი პასუხსიმგებლობა შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივი
ან სამოქალაქოსამართლებრივი.
[ამაზე იხ.„რეესტრის ინსტრუქცია მუხ. 373-ე ნაწ მე-16]
საჩივრდება თუ არა „ადგილზე დათვალიერების ‘’ ოქმი ?
·
ადგილზე დათვალიერების ოქმის გასაჩივრება დასაშვებია და იგი საჩივრდება სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად.
[ამაზე იხ.„რეესტრის ინსტრუქცია მუხ. 373-ე ნაწ მე-17]
ხ
შემთხვევები როდესაც სააგენტო
მიწის ნაკვეთის „ადგილმდებარეობის დადგენაზე ’’ უარს აცხადებს
[ინსტრუქციის 377-ე მუხლი]
· სააგენტოს მიერ სისტემური რეგისტრაციის
გეოგრაფიულ არეალში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი
საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული
საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით
ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა დაუშვებელია, თუ:
ა) სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი არ არის დადასტურებული იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე
არანაკლებ ორი
მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირების მიერ;
ბ) დადგინდა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი სხვა პირის
ა)უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და ბ)დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ანდა გ)დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით
რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და იმავე „სხვა პირის’’
მიწის ნაკვეთის საკადასტრო
აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის -იდენტურია;
გ) ადგილზე
დათვალიერების შედეგებით
არ დადასტურდა
დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის „ფაქტობრივი
ფლობა’’, მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის
მომიჯნავე ან/და არამომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა/საკუთრების უფლების
რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირებმა დაადასტურეს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის დაინტერესებული პირის მიერ ფლობის ფაქტი;
დ) სააგენტოში დაცული ან მუნიციპალიტეტის მიერ
წერილობითი
ფორმით სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ იმ სარეგისტრაციო ბლოკში, სადაც მოთხოვნილია უძრავ ნივთზე
უფლების რეგისტრაცია, მიწის ნაკვეთები არ განკერძოებულა (მაგალითად: სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემული ნაკვეთებია; ან მიწის რეფორმის კომისიის მიერ ამ ტერიტორიაზე ფიზიკურ პირებზე არ განაწილებულა მიწის ნაკვეთები და სხვ.);
ე) სააგენტოში დაცული ან სხვა ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული
მიწის ნაკვეთი ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის
ნაკვეთი/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ არის
[!] საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტური.
ხ
500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში მდებარე
მიწის ნაკვეთზე უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის
ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის
და მიწის ნაკვეთის საკადასტრო
აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა დასაშვებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით. [იხ.
ინსტრუქცია 377-ე მე-2 ნაწ]
Комментарии
Отправить комментарий