თემა 10 .1.უფლების დაცვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საშუალება- "ადმინისტრაციული საჩივარი''

 

სარჩევი:

‘“ადმინისტრაციული საჩივრის ‘’რაობა და ფუნქციები. 1

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო.. 1

„ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის სამართლებრივი შედეგები. 2

ამინისტრაციული საჩივრის  დასაშვებობა 2

ადმინისტრაციული საჩივრის დასაბუთებულობა 3

მმართველობითი ღონისძიების  ფორმალური კანონიერების “ შემოწმება. 4

)  მოწმდება გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს  უფლებამოსილება. 4

) მოწმდება გამოყენებულია თუ არა გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს  მიერ ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე. 4

) „ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ფორმა. 5

მმართველობითი ღონისძიების  მატერიალური  კანონიერების “ შემოწმება. 5

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება 5

 

 

‘“ადმინისტრაციული საჩივრის ‘’რაობა და ფუნქციები

 

·        საქართველოს ადმინისტრაციული სამართალი იცნობს უფლების დაცვის ორ სამართლებრივ საშუალებასსაჩივარს და სარჩელს.

·        ადმინისტრაციული საჩივარი არის უფლების დაცვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საშუალება.

·        სზაკ-ის 177-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის, როგორც უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალების, მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, ა) გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ბ)მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან გ) ადმინისტრაციული რეალაქტის განხორციელება, ან დ)რეალაქტის განხორციელებისაგან თავის შეკავება.

·        ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  მოწმდება[ადმ.ორგანოს]  გადაწყვეტილების  ა)მიზანშეწონილობა და ბ)კანონიერება.

·        სამშენებლოსამართლებრივ ურთიერთობაში  ადმინისტრაციული საჩივარი ემსახურება როგორც ა)მშენებლობის ნებართვის მაძიებლისა და ბ)მშენებლობის ნებართვის მფლობელის, ისე გ)მესამე პირების (მეზობლების) უფლებების დაცვას.

·        ადმინისტრაციული საჩივარი არის ადმინისტრაციული  სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა.

·        სასკ- ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს სარჩელს, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.

·        ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლება აქვს პირს, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის (მშენებლობის აკრძალვის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების) ადრესატი.

·        ასევე საჩივრის შეტანის უფლება აქვს იმ პირს, რომელიც არ არის სამშენებლოსამართლებრივი ურთიერთობის უშუალო მონაწილე, არამედ არის იმ პირის მეზობელი, რომლის მიმართაც გამოიცა მშენებლობის ნებართვა, რამდენადაც ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის კანონიერ ინტერესზე.

 

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

 

·        ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების  კანონიერების უცილებელი წი- ნაპირობაა, რომ ის [საჩივარი]  განიხილოს უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ.

·        ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანება აქტის[მშენებლობის  ნებართვის]  გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოში,თუ იქ არსებობს მისი გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ხოლო თუ აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.

 

·        გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის[მშენებლობის ნებართვის] გამომცემი ორგანო საჩივრის განხილვაში მონაწილეობს იმავე უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე დაინტერესებულ მხარეს.

·        საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (სზაკ) განსაზღვრავს ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და საჩივრის განხილვის წესს.

·        სზაკ-ის 178-ე მუხლის პირ- ველი ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ა)“მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან ბ)“მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოა შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც არის მუნიციპალიტეტის მერის ქვემდგომი თანამდებობის პირი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ამ თანამდებობის პირს ჰყავს ზემდგომი თანამდებობის პირი, რომელიც არის  ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ზემდგომი თანამდებობის პირი.

 

„ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის სამართლებრივი შედეგები

 

·        ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება.

·        ადმინისტრაციული საჩივრის  წარდგენა იწვევს გასაჩივრებული აქტის  მოქმედების შეჩერებას.

·        სზაკ-ის 184-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული საჩივრის სუსპენზიურ ეფექტს, რაც გულისხმობს გასაჩივრებული აქტის მოქმედების ავტომატურ შეჩერებას და ეს არ არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

·        მაგრამ სამშენებლო კოდექსის 116-ე მუხლი ითვალისწინებს  ამ „ზოგადი წესისგან განსხ- ვავებულ მოწესრიგებას, რომლის თანახმადაც, მშენებლობის ნებართვის ან მშენებლობის შეტყობინების საფუძველზე მოპოვებული მშენებლობის განხორციელების უფლების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) მოქმედება [ავტომატურად] არ ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გამო. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია, დაინტერესებული მხარის მოთხოვნით[!] შეაჩეროს აქტის მოქმედება, თუ  ა)არსებობს დასაბუთებული ეჭვი გასაჩივრებული აქტის კანონიერების თაობაზე, ან, თუ ბ)ამ აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს დაინტერესებულ მხარეს, ან გ)შეუძლებელს გახდის აღნიშნული მხარის კანონიერი უფლებისა თუ ინტერესის დაცვას.

 

ამინისტრაციული საჩივრის  დასაშვებობა

·        ადმინისტრაციულ ორგანოში   ადმინისტრაციული საჩივრის  წარდგენით იწყება ადმინისტრაციული წარმოება.

·        პირველ ეტაპზე მოწმდება საჩივრის დასაშვებობა.

·        საჩივრის დასაშვებობას განსაზღვრავს შემდეგი კრიტერიუმები:

ა) საჩივრის საგანი უნდა იყოს   ა)  ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება, ბ) ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა   გ)ან რეალაქტის განხორციელება  დ)ან რეალაქტისგან თავის შეკავება.

სამშენებლო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი დავა არ შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების საგანი.

ბ) საჩივრის წარდგენის უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს. დაუშვებელია საჩივრის წარდგენა სხვისი უფლების დასაცავად. საჩივარში უნდა მიეთითოს ა)სუბიექტური საჯაროსამართლებრივი უფლება და ბ)მისი სამართლებრივი საფუძველი, რომლის დაცვასაც ემსახურება უფლების დაცვის საშუალების გამოყენება.  მაგ. მეზობლის საჯაროსამართლებრივი უფლება შეიძლება გამომდინარეობდეს როგორც სამეზობლო ურთიერთობის მომწესრიგებელი  მატერიალური ნორმიდან, ისე ადმინისტრაციულ წარმოებაში მეზობლის მონაწილეობის უფლების განმსაზღვრელი წარმოებასამართლებრივი ნორმებიდან.

გ) სზაკ-ის დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

ადმინისტრაციული რეალაქტი საჩივრდება ერთი თვის ვადაში – იმ დღიდან, როდესაც დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ყურადღება:

სამშენებლო კოდექსი ადგენს განსხვავებულ მოწესრიგებას, რომლის თანახმადაც, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გას ჩივრდეს მისი გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ადმინისტრაციული საჩივრის დასაბუთებულობა

 

·        ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდგომ იწყება საჩივრის დასაბუ- თებულობის შემოწმება.

·        ადმინისტრაციული საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმება ხდება ორ ეტაპად: მმართველობითი ღონისძიების ა)ფორმალური კანონიერების და ბ)მატერიალური კანონიერების შემოწმება, რაც იდენტურია[მსგავსია] ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების ელემენტებისა.

 

მმართველობითი ღონისძიების  ფორმალური კანონიერების შემოწმება

 

)  მოწმდება გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს  უფლებამოსილება.

 

·        სამშენებლო დავებში მოწმდება გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს  ა)საგნობრივი და ბ)ტერიტორიული უფლებამოსილება.

·        საგნობრივი უფლებამოსილება უკავშირდება მოწესრიგების საგანს (ობიექტს) მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან  საჯარო ზედამხედველობაზე  უფლებამოსილებას, ანუ იმას, არის თუ არა ეს ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი, მოაწესრიგოს ეს  კონკრეტული სამშენებლოსა- მართლებრივი ურთიერთობა.

·        ტერიტორიული უფლებამოსილება გულისხმობს საგნობრივად უფლებამოსილი ორგანოს სამოქმედო ტერიტორიას შესაბამის მუნიციპალიტეტს.

 

) მოწმდება გამოყენებულია თუ არა გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს  მიერ ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე.

 

·        ადმინისტრაციული წარმოება ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მი- მართულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ.

·        ადმინისტრაციული კოდექსი ჩამოთვლის  ადმინისტრაციული წარმოების სახეებს და ამკვიდრებს პრინციპს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენების აუცილებლობას.

·         სამშენებლო კოდექსი[სსასსკ] განსაზღვრავს როგორც სამშენებლო წესრიგის, ისე დაგეგმვის სფეროში გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ ადმინისტრაციული წარმოების სახეს.

·        წარმოების სახის დაცვა გულისხმობს ნორმების მთელი რიგის დაცვის ვალდებულებას, რომლებიც განსაკუთრებით თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის VI თავში და მოქმედებს ადმი- ნისტრაციული წარმოების ყველა სახისათვის.

·        მათგან შეიძლება გამოვყოთ ის მოთხოვნები, რომლებიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საფუძვლებია, ესენია: ა)ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლების დაცვა, ბ)კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა, გ)დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება,დ) აცილების უფლება, ე(სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და ა.შ.

 

 

 

) „ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ფორმა.

 

·        ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის[სზაკ] 51-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს წერილობით ან ზეპირი ფორმით.

·         სამშენებლოსამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება წერილობითი ფორმა.

·        წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

·        მასში მოცემული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა სამშენებლოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

·        ხოლო თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში’’ მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაუდო გადაწყვეტილებას.

 

მმართველობითი ღონისძიების  მატერიალური  კანონიერების შემოწმება

 

·        სამშენებლოსამართლებრივ ურთიერთობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს  ამ აქტის გამოცემის სამშენებლო- სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს.

·        მატერიალური კანონიერების შემოწმება გულისხმობს ა)საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლას, ბ)შესაბამისი სამშენებლოსართლებრივი ნორმის (გადაწყვეტილების მატერიალურსამართლებრივი საფუძვლის) მოძიებას და გ)“სუბსუმციის შედეგად სამართლებრივი შედეგის განსაზღვრას.

·        მატერიალური კანონიერების შემოწმების ფარგლებს ქმნის ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლები.

 

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება

ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

a.      ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;

b.      ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

c.      ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს [ინდაქტს]  და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის სზაკ-ით დადგენილ მოთხოვნებს.

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები