„მგზავრის წერილები’’ -ილია ჭავჭავაძის „საპროგრამო“ თხზულება
სარჩევი:
„მოგზაურის ჩანაწერები’’ როგორც ლიტერატურული ჟანრი
„მგზავრის წერილები’’
-ილია ჭავჭავაძის „საპროგრამო“ თხზულება
რას ნიშნავს ტერმინი „თერგდალეული’’ ?
„მოგზაურის ჩანაწერები’’ როგორც ლიტერატურული ჟანრი
·
„მოგზაურის
ჩანაწერები’’ როგორც ლიტერატურული ჟანრი მე-18- მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ყალიბდება;
·
ეს
ჟანრი განსაკუთრებით პოპულარული იყო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში;
·
ამ ჟანრის ნაწარმოების გმირი რეალურ გეოგრაფიულ გარემოში მოგზაურობს და სუბიექტურად იაზრებს
ნანახსა და განცდილს;
·
მაგ.
უცხო ქვეყაანაში-მოგზაურობისას ავტორი მკითხველს აცნობს ნაკლებად
ცნობილ ან უცნობ ადგილებს და ადგილობრივ
ტრადიციებს ან მოვლენებს;
·
შემეცნებითი მიზნის გარდა ასეთ ნაწარმოებებს შეიძლება
ა)ესთეტიკური,ბ)პუბლიცისტური ან გ)ფილოსოფიური დატვირთვა ჰქონდეს;
·
ხოლო „საკუთარ
ქვეყანაში“(ანუ ყველასაათვის ნაცნობ და ჩვეულ სამყაროში)-მოგზაურობა კი „პუბლიცისტურ თემებზე“ დაფიქრების და წერის საშუალებას
იძლევა;
·
„პუბლიცისტური თემები“- ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის საზოგადოებისთვის „მნიშვნელოვანი“ თემებია[ეს დაიმახსოვრე]
ხ
„მგზავრის წერილები’’ -ილია ჭავჭავაძის „საპროგრამო“ თხზულება
·
„საპროგრამოს“
ისეთ ნაწარმოებს უწოდებენ,რომელშიც მწერალი ა)საკუთარ იდეურ მრწამსს,ბ)საკუთარი შემოქმედების მიზანს აცხადებს;
· „მგზავრის წერილები“ ილია ჭავჭავაძის „საპროგრამო თხზულებად“ არის მიიჩნეული
ხ
დავალება:
1. დაასაბუთეთ რომ „მგზავრის წეილები“ საპროგრამო ნაწარმოებია;
დასაბუთება:
„საპროგრამოს“
ისეთ ნაწარმოებს უწოდებენ,რომელშიც მწერალი ა)საკუთარ იდეურ მრწამსს,ბ)საკუთარი შემოქმედების მიზანს აცხადებს;
ილა ჭავჭავაძე ა)საკუთარ
იდეურ მრწამსს,ბ)საკუთარი შემოქმედების მიზანს შემდეგნაირად აყალიბებს :
ა)
„რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე? ვინ იცის: იქნება მე ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს, როგორც უცხო ნიადაგზედ გადარგულსა და აღზრდილსა? იქნება ზურგიც არ შემომაქციოს, იქნება მიმითვისოს კიდეცა, რადგანაც ჩემში მაინცდამაინც ჩემის ქვეყნის დვრიტაა დადებული. მაგრამ მაშინ რა ვქმნა, რომ ჩემმა ქვეყანამ მამიყოლოს და მიამბოს თავის გულისტკივილი, თავისი გლოვის ფარული მიზეზი, თავისი იმედი და უიმედობა, და მე კი, მის ენას გადაჩვეულმა, ვერ გავიგო მისი ენა, მისი სიტყვა? იქნება მიმიღოს კიდეც და, როგორც თავისი შვილი, გულზედაც მიმიკრას და ხარბად დამიგდოს ყური, მაგრამ მე შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო; იმ სიტყვით ვასმინო, რომ არის მრავალი ქვეყნები, ჩვენზედ უფრო უბედურად გაჩენილნი, მაგრამ უფრო ბედნიერად მცხოვრებნი; და ის თვითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება რომ ყოველს კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ ცეცხლად შევაგროვო ჩემის ქვეყნის გაციებულის გულის გასათბობლად. შევიძლებ კი? შევიძლებ გასაგონის ღვიძლის სიტყვის თქმასა?
გადავწყვიტე, რომ ჩემი ქვეყანა მიმიღებს და
მიმითვისებს კიდეც, იმიტომ, რომ იმისი სისხლი და
ხორცი ვარ; იმის სიტყვასაც და ენასაც გავიგებ, იმიტომ, რომ მამულს შვილი ყურს უგდებს განა მარტო ყურითა, გულითაცა, რომლისთვისაც დუმილიც გასაგონია; ჩემს სიტყვასაც გავაგებინებ, იმიტომ, რომ შვილის სიტყვა მშობელს ყოველთვის ესმის. მაგრამ ამას სულ სიტყვაზედ ვლაპარაკობ, საქმე კი საქმეშია. შენმა
ქვეყანამ
საქმე
რომ
მოგთხოვოს,
მაშინ
რასა
იქმ? - ვკითხე მე ჩემს თავს და გავჩერდი კიდეც. ვიგრძენ, რომ ამ კითხვამ შესწყვიტა ის ზემოხსენებული ჩემი ფიქრების ფერადი გრეხილი.
ასევე:
ბ) „ჰოი, ბნელო ღამევ! მეჯავრები შენ მე. შენის კალთის
ქვეშა, ვინ იცის, რამდენი გაბოროტებული მტერი ადამიანისა ეხლა თავს იმალავს?
ვინ იცის, ამ ბნელ ფარდის ქვეშ, რომელიც ეხლა ჩემს თვალს ჩამოაფარე, რამდენი
მჭედელი და მტარვალი ქვეყნისა სჭედავს ბორკილთა ადამიანის ბედის შესაჭედად?
შენ ხარ ხელის შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც „თვალთმაქცობას“ ეძახიან და რომელიც ადამიანის დამფრთხალს გონებასა უბედურობას ბედნიერებად აჩვენებს
ხოლმე;
შენ ხარ ჟამი და დრო კუდიანების სერბოსა, საცა ისმის სადღეგრძელო სიბნელისა.
ჰოი, ბოროტო, წარველ ჩემგან, დღეო ნათელო, მოვედ
შენ!..
ასევე :
გ)კარგია გაღვიძებული ადამიანი!.. მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულაღტყინებულსა. ჩემო ლამაზო ქვეყანავ, არიან ამისთანანი
შენში?
მე მოვნახავ და, თუ ვიპოვე, ვეთაყვანები.
ასევე :
დ) „მიგიხვდი, ჩემო მოხევევ, რა ნესტრითა ხარ ნაჩხვლეტი. „ჩვენი თავი ჩვენადვე
გვეყუდნესო“ - სთქვი შენ და მე გავიგონე.
მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდან გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა
სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი
გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?.. ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი!..’’
ხ
·
არჩილ ჯორჯაძე „მგზავრის წერილების ‘’ შესახებ წერდა
„აქ,ჩვენ საქმე გვაქვს ევროპულ საქართველოსთან,რომელსაც უარუყვია,უკუუგდია აღმოსავლეთის
უსაქმობა და უმოძრაობა’’;
·
დაასაბუთეთ ან უარყავით ჯორჯაძის თეზისი;
ხ
რას ნიშნავს ტერმინი „თერგდალეული’’ ?
·
ტერმინი
„თერგდალეული’’ პირველად 1849 წელს გიორგი ერისთავის „გაყრაში „ გამოჩნდა;
„თერგდალეულებს“
„ რუსეთში სწავლა მიღებულ ახალგაზრდებს“ უწოდებდნენ;
ქართული საზოგადოების დამოკიდებულება
„თერგდალეულთა „ მიმართ უარყოფითი იყო; ილია
ჭავჭავაძე თვლიდა რომ ასეთი დამოკიდებულება არა სწორი იყო;
კითხვა:
რა
საფუძველი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას უცხოეთში სწავლა
მიღებული ახალგაზრდების მიმართ ?
„ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი და
ჩემი ქვეყანა არ მენახა. ოთხი წელიწადი!.. იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი
წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე,
ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების
საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული.
მაგრამ ყველასთვის კი არა[!!!], მარტო იმათთვის, ვინც რუსეთში წასულა, რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და
გულს მოძრაობა მისცეს, - ფეხი აადგმევინოს. ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის
ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ ის კვირტია,
რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა[!!!]. ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც
შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად
მოგიხმარა.
[„მგზავრის წერილები’’ -ილია ჭავჭავაძე]
ხ
უცხოეთში „ნასწავლი’’ ახალგაზრდების
მიმართ საფუძვლიანი სკეპტიციზმი არსებობდა და დღესაც არსებობს,რადგან „სიბნელესა“ და
„სინათლეს“ შორის გადებული ბეწვის ხიდზე გავლა მათ უმრავლესობას
არ შეუძლია[!!!].
ეს ხიდი მათ ფეხქვეშ ხშირად წყდება ხოლმე;
უმრავლესობა ჭაბუკების და ქლიშვილების გულსა და ტვინში ისეთი კვირტი გამონასკვნება ხოლმე
რომლიდანაც „ძაღლყურძენა“ (მავნე ხილი) გამოდის და არა „ვაზის მტევანი“(სასარგებლო ხილი).
„ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის
ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა.“
[„მგზავრის წერილები’’ -ილია ჭავჭავაძე]
ხ
კითხვები და პასუხები :
·
ვინ
არის „მგზავრის წერილების“ მთავარი პერსონაჟი,ავტორი და მთხრობელი ?
„მგზავრის წერილების“ მთავარი პერსონაჟი,ავტორი
და მთხრობელი არის სტუდენტი რომელმაც ოთხი წელი გაატარა რუსეთის დედაქალაქ პეტერბურგში;ეს
სტუდენტი არის თხზულების ავტორი ილია ჭავჭავაძე;
ხ
·
მგზავრი,რომელიც
პეტერბურგიდან მოდის,განვლილი გზის მხოლოდ „უკანასკნელ მონაკვეთს“ აღწერს ,კერძოდ,
მოგზაურობას „ვლადიკავკაზიდამ ტფილისამდე“, რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი გზის
სწორედ ეს მონაკვეთი?
საკუთარ ქვეყანაში(ანუ ყველასაათვის
ნაცნობ და ჩვეულ სამყაროში)-მოგზაურობა პუბლიცისტურ თემებზე დაფიქრების და წერის საშუალებას აძლევსავტორს[ილია
ჭავჭავაძეს]; პუბლიცისტური თემები-ქვეყნისთვის და ამ
ქვეყნის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემებია;
·
რა
ხერხს მიმართავს ნაწარმოების ავტორი დასაწყისში
რუსეთთან საკუთარი დამოკიდებულების წარმოსაჩენად ?
ნაწარმოების ავტორი დასაწყისში რუსეთთან
საკუთარი დამოკიდებულების წარმოსაჩენად მიმართავს ალეგორიას;
რუსის პირდაუბანელი და თავდაუვარცხნელი „იამშჩიკი“-თავად რუსეთის სახეა;
„იამშჩიკს“ ბრიყვი სახე და სქელი კისერი
აქვს, იგი ოყრაყული სანახაობაა.მას მიდუნ-მოდუნებული
ზლაზვნა, უადამიანო
და პირუტყვული მიხვრა-მოხვრა აქვს.
რუსული „ფოშტის პოვოსკა“-საფოსტო
ეტლი კი რუსეთის ევროპასთან შედარებით ჩამორჩენილობის სიმბოლოა;
ხ
·
როგორ
„პატრიოტიზმს’’ აკრიტიკებს მგზავრი ნაწარმოების დასაწყისში?
უპასუხე
ამ კითვას
ხ
·
ვისი
პირით გამოთქვა მწერალმა თავისი მთავარი სატკივარი ნაწარმოების პირველ თავში ?
„მე კი, სწრედ გითხრათ, თავს ვერ გამოვიმეტებდი, რომ
მაგაში ჩავმჯდარიყავ.“
ანუ ევროპელის აზრით ჩამორჩენილ რუსეთს მინდობილ საქართველოს თავი გამეტებული
აქვს.
“თუ შევხვდეთ ერთმანეთს კიდევ როდისმე, გთხოვთ მიცნობდეთ.“
ფრანგი იმედს გამოთქვამს, რომ
რუსეთს ჩაბარებული საქართველო არ დაივიწყებს ევროპას;
·
ვის
ათქმევინა ილიამ ნაწარმოების მთავარი ფრაზა
?
მწერალმა
თავისი მთავარი სატკივარი ჩვეულებრივი მოხევე კაცის პირით
გამოთქვა. მოხევე ჭაღარამორეული, ხანში შესული
,თვალყურმადევარია იმ პატარა ქვეყნისა,
რომელიც მის გარშემო ბედს შემოუხაზია და რომელიცა იმის
უფერული ცხოვრების მისაქცევ-მოსაქცევად დაუნიშნია.
მოხევე ასეთ ფრაზებს ამბობს:
“რუსობაჩი
ვართ. აწინა ყველაი გაცუდდის,
ყველაი გაუქმდის.“
„გაუქმდის
ადრინდალ
დაწყობაი“
„ადრიდა
ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ.“
ხ
·
რა
დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ სიტყვებიდან ?რა ყოფილა აწმყოს უბედურებათა(ანუ ტრადიციების
მოშლის,გულგრილობის,ზნეობრივი დაცემის,სიღატაკის) საფუძველი ?
„აწინა ერობა დაიშალის, მეძავ-მრუშობაი ჩამოვარდნის, ხარბობაი, ანგარი გვერივნის, ერთუსლობაი დავარდნის, მტრობა-ბძარვაი გახშირდის. აწინა ქვრივ-ობოლ ვინა განიკითხის, ატირდომილ გააცინის, დაცემულ ვინ აღადგინის?
აწინა არა არნ კაცნი და თუ არნ - პირად და გულად ჯუღურ არნ. ერი დავარდნილ, გალახულ არნ. ვრდომილ-კრთომილ. წარხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წესთ-წყობაი. ადრიდა „ჩვენობა“ იყვის.
წარხდა, მოისრა ქვეყანაი, რაია აწინა ჩვენი დარჩენა? ჭამად-სმად სასყიდვალ, ტყეი სასყიდვალ, გზაი სასყიდვალ, ლოცვა-კურთხევაი სასყიდვალ, სამართალ სასყიდვალ, რაიდ დარჩების ბეჩავი მახევე?..
[„მგზავრის
წერილები’’ ილია ჭავჭავაძე]
აწმყოს
უბედურებათა საფუძველი ყოფილა ერის მიერ „სუვერენული სახელმწიფოს“ დაკარგვა
·
ჩამოთვალე
„მოგზაურის ჩანაწერების’’ როგორც ლიტერატურული ჟანრის მახასიათებლები და დაასაბუთეთ რომ
ილია ჭავჭავაძის“მგზავრის წერილები“ ამ ლიტერატურული ჟანრის კლასიკური ნიმუშია.
ა)„მოგზაურის
ჩანაწერების’’ როგორც ლიტერატურული ჟანრის
მახასიათებლებია:
1.
ამ ჟანრის ნაწარმოების გმირი რეალურ გეოგრაფიულ გარემოში
მოგზაურობს და სუბიექტურად მოიაზრებს ნანახსა და განცდილს;
2.
უცხო ქვეყაანაში-მოგზაურობისას ავტორი მკითხველს აცნობს
ნაკლებად ცნობილ ან უცნობ ადგილებს და ადგილობრივ ტრადიციებს ან მოვლენებს;
3.
შემეცნებითი მიზნის გარდა ასეთ ნაწარმოებებს შეიძლება
ესთეტიკური,პუბლიცისტური ან ფილოსოფიური დატვირთვა
ჰქონდეს;
4.
საკუთარ ქვეყანაში(ანუ ყველასაათვის ნაცნობ და ჩვეულ
სამყაროში)-მოგზაურობა კი პუბლიცისტურ თემებზე დაფიქრების და წერის საშუალებას იძლევა;
პუბლიცისტური თემები-ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის საზოგადოებისთვის
მნიშვნელოვანი თემებია;
ბ)დასაბუთება იმისა რომ მგზავრის წერილები „მოგზაურის ჩანაწერების’’
ჟანრის ნაწარმოებია:
1.
ნაწარმოების გმირი რეალურ გეოგრაფიულ გარემოში, საქართველოს სამხედრო გზაზე, მოგზაურობს ვლადიკავკასიდან
ფასანაურამდე;
2.
რადგან ეს გარემო ავტორისათვის მშობლიური გარემოა ის
პუბლიცისტურ თემებზე მსჯელობს
· რომელი ალეგორიული "მხატვრული სახეების" მეშვეობით გადმოგვცემს ავტორი თავისი ცხოვრების და შემოქმედების ძირითად პრინციპებს ?
რისი სახეა თითოეული მათგანი ?
1. „იამშჩიკი“,რუსული
„ფოშტის პოვოსკა“,“ფეხმოტეხილ სალდათი“,“პადპარუჩიკი“და „დენშჩიკი“- ჩამორჩენილი
რუსეთის სახეა
2 „ფრანსიელი“- ჩამორჩენილი რუსეთის დამცინავი ევროპის სახეა ;
3 „თერგდალეულები“-მეტსახელია იმ
ახალგაზრდებისა, რომელნიც XIX ს-ის 50-იანი წლების II ნახევარში რუსეთში წავიდნენ განათლების
მისაღებად. რაკი მათ დარიალის ხეობაში საქართველოს საზღვარი და მდინარე თერგი გადალახეს,
ხუმრობით „თერგდალეულნი“ შეარქვეს;
4 „თერგი ვლადიკავკაზთან“ -რუსული როზგქვეშ გატარებული, ან დიდ
ჩინებით მოსყიდული ქართველობის სახეა;
5 „ოთხი წელიწადი“-ეს ის მთავარი ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც
მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა.
6 „მყინვარი“-ცხოვრებისგან
განზე გამდგარი დიდებული და საკვირველი წმინდა ბერივით მცხოვრები უმოქმედო ადამიანის სახეა რომელსაც ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი,
ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ ერთ ძარღვსაც
არ აატოკებს;
7 „თერგი სტეფანწმინდიდან“-აქ უკვე თერგი სახეა ადამიანის
გაღვიძებულის
ცხოვრებისა,
ამაღელვებელი
და ღირსსაცნობი
სახეც არის: იმის მღვრიე წყალში ჩანს მთელის ქვეყნის უბედურების
ნაცარტუტა.
ხ
·
როგორ
ფიქრობთ,რატომ მიმართა ავტორმა ამ ნაწარმოებში სათქმელის ალეგორიული გამოხატვის ხერხს?
ალეგორია (ბერძნ. allegoria — გადაკრულად თქმა) — გადაკრულად ნათქვამი სიტყვა თუ სიტყვათა რიგი, რომელშიც მოვლენის შინაარსი კონკრეტული სახითაა წარმოდგენილი. მასში ნათქვამია ერთი და იგულისხმება მეორე (. მისი მიზანია ავტორის აზრის შენიღბვა.
ხ
·
გაიხსენე
რა ტიპის თხზულებებისთვის არის დამახასიათებელი სათქმელის ალეგორიული გამოსახვა ?
პასუხი : გაიხსენე რა არის ანდაზა, გამოცანა, იგავ-არაკი და სხვ.
Комментарии
Отправить комментарий