რა არის "რეალიზმი'' ?
· რეალიზმი- "ლიტერატურული მიმდინარეობაა" მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან;
· "სინამდვილის" ასახვა ამ მიმდინარეობის საპროგრამო მოთხოვნაა;
ხ
ხ
· რომანტიზმი სინამდვილეს ასახავდა ოღონდ ისე თუ "როგორი უნადა იყოს";
· რეალიზმი კი სინამდვილეს ასახავს ისე ,"როგორიც არის";
ხ
· რელიზმის პირველი ნიშანია: სინამდვილის ასახვა და ამ სინამდვილის ანალიზი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიება;
· მე-19 საუკუნის რეალიზმს- ამის გამო „კრიტიკული რეალიზმი’’ ეწოდება;
ხხხხ
· რომანტიზმს და რალიზმს საერთო ჰქონდათ:
1. მე-19 საუკუნე ; ანუ რევოლუციების და ბურჟუაზიული საზოგადოების ჩამოყალიბების ეპოქა;
2. ფილოსოფიური მოძღვრერბა განვითარებაზე-ანუ ისტორიზმის პრინციპი;
3. ფულის კულტზე და პრაგმატულ ურთიერთობებზე დაფუძნებული ბურჟუაზიული საზოგადოების- მიუღებლობა;
· რომანტიზმს და რალიზმს განსხვავებული ჰქონდათ:
1. არსებული ვითარების გამომწვევი მიზეზების "გაგება";
რომანტიზმს კონფლიქტები კეთილის და ბოროტის მარადიული დაპირისპირების გამოვლინებად
მიაჩნდა;
რეალიზმი კი მიზეზს საზოგადოებრივ წყობაში ხედავდა და მის გამოკვლევას
ცდილობდა;
2. სინამდვილის გააზრებისას რეალიზმი მეცნიერებას ეყრდნობოდა; რომანტიზმი კი სუბიექტურ მსოფლაღქმას;
ხხ
·
ფრანგი რეალისტი მწერალი ონორე დე ბალზაკი საკუთარ თავს
„საზოგადოებრივი ყოფის არქეოლოგს’’ უწოდებდა;
ის სოციალური გარემოს მიერ შექმნილი სხვადასხვა ტიპების წარმომავლობას იკვლევდა; ბალზაკმა დაწერა
რომანების ციკლი „ადამიანური კომედიები“ ესაა წიგნი მე-19 საუკუნის საფრანგეთზე; ის
აღწერდა ადამიანთა მანკიერ თვისებებს და ქცევებს,აგროვებდა ადამიანთა ვნებების გამოვლენის
ყველაზე აშკარა შემთხვევებს,გამოსახავდა ადამიანთა განსხვავებულ ხასიათებს, აღწერდა
უმთავრეს მოვლენებს ადამიანთა საზოგადოების ცხოვრებიდან;ქმნიდა ტიპაჟებს[ერთნაირ ხასიათთა
ცალკეული თვისებების შეერთებით];
·
რეალიზმი ითხოვს ცხოვრების მართალ,შეულამაზებელ ასახვას
,მაგრამ არა ფოტოგრაფიული სიზუსტით არამედ მის განზოგადებულ( ანუ ტიპიურ ) სახეებში წამოდგენას;
·
ინგლისელი ჩარლზ დიკენსი რომანში „ოლივერ ტვისტი ‘’
აღწერს მკაცრ,მწარე სინამდვილეს;
·
სინამდვილის ასახვის მოთხოვნამ პოპულარული გახადა რეალისტური
ხელოვნების შედარება სარკესთან;
·
ფრანგი სტენდალი რეალისტურ რომანს ადარებდა სარკეს ,რაც
ყველაფერს ირეკლავს კარგსაც და ცუდსაც;
ხ
· საქართველოში ხელოვნება პირველად ილია წავჭავაძემ შეადარა სარკეს;
აკაკი წერეთელიც ხშირად ადარებდა მწერლობას სარკეს;
ხ
· ტიპი- მხატვრული განზოგადების შედეგია;
ტიპი "ერთნაირ
ხასიათთა" ცალკეული ნიშნების ერთად შეერთების შედეგად იქმნება რეალისტი მწერლის მიერ;
· რეალისტმა მწერალმა ტიპიური პერსონაჟი უნდა სახოს ტიპიურ გარემოში;
"ტიპურ გარემოში" იგულისხმება როგორც გმირის ირგვლივ არსებული "საგნობრივი გარემო",ისე ამ გარემოში "გაბატონებული იდეები,შეხედულებები და მისწრაფებები";
"გარემოს" აღწერა "რეალისტებს" მასში მცხოვრები ადამიანების წარმოსაჩენად სჭირდებოდათ.
რეალისტმა მწერლებმა იცოდნენ რომ "გარემო" გავლენას ახდენს ცალკეულ პიროვნებაზე,თავისმხრივ "გარემოს" ქმნიან სხვადასხვა პიროვნებები საკუთარი აზროვნებით და მოქმედებებით.(ასეთ კავშირს "დიალექტიკური კავშირი" ჰქვია)
·
ადამიანზე დაკვირვება "სხვადასხვა გარემო პირობებში",ამ "გარემო
პირობების შესწავლა" და "გამოსავლის ძიება" მე-19 საუკუნის რეალისტური მწერლობის საერთო-ნიშნ
თვისებაა;
· "კრიტიკული რეალიზმი" გვიჩვენებს როგორ "იმსგავსებს" ადამიანს
გარემო;
· "კრიტიკულ რეალიზმს" ყველა ბოროტების სათავედ "უსამართლო სოციალური
წყობა" მიაჩნია;[ანუ ადამიანთა გაბატონებული ჯგუფის მიერ სხვა ჯგუფების ჩაგვრა]
·
კრიტიკული რეალიზმი აქედან გამოსავალს ადამიანის "პირად თვისებებში" ხედავს;
· საზოგადოების თითოეული წევრი უნდა ცდილობდეს გახდეს
უკეთესი "თავის" სოციალურ გარემოში - თვლიდნენ რეალისტი მწერლები;[ეს დაიმახსოვრე]
· "გარემოს" და "პიროვნების" "მოჯადოებული წრე" უნდა გაარღვიოს
პიროვნებამ,რომელიც ამაღლდება "თავის" გარემოზე და გარდაქმნის მას;
·
იბადება კითხვა როგორ უნდა წარმოიშვას გარემოზე ამაღლებული
პიროვნება ?
კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლებმა უმთავრესი როლი ადამიანის "ზნეობრივ აღზრდას" დააკისრეს;
მე-19 საუკუნის ბევრ გამოჩენილ რეალისტ
მწერალს ადამიანის "ზნეობრივ აღმზრდელად" ქრისტიანული რელიგია ესახებოდა;
· საქართველოში რეალიზმი როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან ყალიბდება;
"კრიტიკული რეალიზმის" ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები საქართველოში ილია
ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი არიან.
Комментарии
Отправить комментарий