თემა 8.სამშენებლო სამართალდარღვევის სახეები[სსდასსკ-ის 130-ე- 138 -ემუხლები]

 


სარჩევი:

მუხლი 130. უნებართვო მშენებლობა. 1

მუხლი 131. უნებართვო მშენებლობა. 2

a)„ტყის ფონდის მართვის შესახებდა. 2

წყლის შესახებსაქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, 2

b)განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე’’ ან ზონაში, 2

c)კულტურული  მემკვიდრეობის დამცავ ზონაში 2

ან/და. 2

d)ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  2

მუხლი 132. სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა. 4

მუხლი 133. (ამოღებულია) 6

მუხლი 134. ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან საინ- ფორმაციო დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება. 6

მუხლი 135. მშენებარე ობიექტის კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვება  7

მუხლი 136. მშენებლობის შეჩერების შესახებ’’ მშენებლობის საჯარო ზედამ- ხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა. 8

მუხლი 137. საფრთხის შემქმნელი ავარიული შენობა-ნაგებობის სავალდებულო რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა. 9

მუხლი 138. მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა. 10

 

 

მუხლი 130. უნებართვო მშენებლობა

 

1.  უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალის- წინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) თვითმმართველ ქალაქში 6 000 ლარის ოდენობით;

ბ) ქალაქში 4 000 ლარის ოდენობით;

გ) დაბაში ან სოფელში 1 000 ლარის ოდენობით.

2.  (ამოღებულია – 20.12.2019, №5693).

 

X

მუხლი 131. უნებართვო მშენებლობა  

a)„ტყის ფონდის მართვის შესახებ და

წყლის შესახებ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე,

b)განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე’’ ან ზონაში,

c)კულტურული  მემკვიდრეობის დამცავ ზონაში

ან/და

d)ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში


 

1.   უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

a)„ტყის ფონდის მართვის შესახებ” და „წყლის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე,

b)განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, c)კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და

d)ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე 25 000 ლარის ოდენობით;

ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით;

გ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა- ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში 20 000 ლარის ოდენობით.

2.   ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო რეკონსტრუქცია, რომელიც არ იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას’’, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

3.  ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან/და დემონტაჟი გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდე- ნობით.

4.  (ამოღებულია – 20.12.2019, №5693).

5.  ამ მუხლის მიზნებისთვის შენობა-ნაგებობის “გაბარიტების შეცვლის გარეშე რეკონსტრუქციად” ითვლება ისეთი რეკონსტრუქცია, რომლის დროს არ იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციებისა და სახურავის პარამეტრები.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 ვებგვერდი, 26.12.2019წ.

მუხლი 132. სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა

 

1.  სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა:

ა) „ტყის ფონდის მართვის შესახებ” და „წყლის შესახებ” საქართველოს კა- ნონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას:

 

ა.ა) I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას 2 000 ლარის ოდენობით;

 

ა.ბ) II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას 4 000 ლარის ოდენობით;

ა.გ) III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას 10 000 ლარის ოდენო- ბით;

ა.დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას 15 000 ლარის ოდენო ბით;

ბ) ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას:

 

ბ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას 800 ლარის ოდენობით;

ბ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 4 000 ლარის ოდე- ნობით;

გ) დაბაში ან სოფელში გამოიწვევს დაჯარიმებას:

 

გ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 200 ლარის ოდენობით;

გ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 2 000 ლარის ოდე- ნობით.

1.   

 

 

2.  თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტუ- რული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა და კომერციული დანიშნულების ობიექტისა) მშენებლობის (მათ შორის, რეკონსტრუქციის) განხორციელე- ბისას სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი სამშე- ნებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე შეიტანს საპ- როექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებას, მას არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

 

3.   II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის (მათ შორის, რეკონსტრუქციის) განხორციელებისას სანებართვო პირობების’’ დარღვევის შემთხვევაში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმა- ხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული სამარ- თალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე განუსაზღვრავს დამრღ- ვევს 45-დღიან ვადას საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილების შესატანად ან სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით, თუ დამრღვევმა აღნიშნული ვადის გან- მავლობაში წარადგინა საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შესახებ განცხადება და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

41. სამშენებლო სამართალდარღვევად არ მიიჩნევა მშენებლობის შეტყო ბინების’’ დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, ა)რომელიც არ გასცდება I კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს და ბ)რომელსაც დაადას-ტურებს მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

2.  ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ჯარიმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ტერიტორია იმავდროულად არ შედის იმავე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაში.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 ვებგვერდი, 26.12.2019წ.

მუხლი 133. (ამოღებულია)

 

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 ვებგვერდი, 26.12.2019წ.

 

 

მუხლი 134. ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან საინ- ფორმაციო დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება

 

1.   ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან საინფორმაციო დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება გამოიწვევს დაჯარიმებას:

 ა) „ტყის ფონდის მართვის შესახებ” და „წყლის შესახებ” საქართველოს კა- ნონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებ ში 2 000 ლარის ოდენობით;

ბ) ქალაქში 400 ლარის ოდენობით;

გ) დაბაში ან სოფელში 50 ლარის ოდენობით.

2.  (ამოღებულია – 20.12.2019, №5693).

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 ვებგვერდი, 26.12.2019წ.

მუხლი 135. მშენებარე ობიექტის კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვება

 

1. მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) „ტყის ფონდის მართვის შესახებ” და „წყლის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

ა.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას 5 000 ლარის ოდე ნობით;

ა.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას 20 000 ლარის ოდენობით;

 

 

ბ) ქალაქში:

ბ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას 1 000 ლარის ოდე- ნობით;

ბ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 2 000 ლარის ოდე- ნობით;

გ) დაბაში ან სოფელში:

გ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 200 ლარის ოდენობით;

გ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 1 000 ლარის ოდენობით.

2.  (ამოღებულია – 20.12.2019, №5693).

3.  ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ჯარიმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეპუნქტებში აღნიშნული ტერიტორია იმავდროულად არ შედის იმავე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაში.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 ვებგვერდი, 26.12.2019წ.

 

 

 

 

მუხლი 136. მშენებლობის შეჩერების შესახებ’’ მშენებლობის საჯარო ზედამ- ხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა

 

1.   მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედვე- ლობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარი- მებას:

ა) „ტყის ფონდის მართვის შესახებ” და „წყლის შესახებ” საქართველოს კა- ნონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 50 000 ლარის ოდენობით;

ბ) ქალაქში 5 000 ლარის ოდენობით;

გ) დაბაში ან სოფელში 1 000 ლარის ოდენობით.

2.  (ამოღებულია – 20.12.2019, №5693).

3.      ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ჯარიმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ტერიტორია იმავდ- როულად არ შედის იმავე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერი- ტორიაში.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 ვებგვერდი, 26.12.2019წ.

 

 

 

 

 

მუხლი 137. საფრთხის შემქმნელი ავარიული შენობა-ნაგებობის სავალდებულო რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა

 

1.   თუ ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრება საფრთხეს უქმნის მესამე პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, მესაკუთრე ვალდებულია ასეთი ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აცნობოს ამის თაობაზე შესაბამის ადგი- ლობრივი თვითმმართველობის ორგანოს და განახორციელოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედება:

 

ა) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში მიმართოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის ნებართვის გაცემის მოთხოვნით და ამ ნებართვის მიღების შემთხვევაში განახორ- ციელოს, შესაბამისად, რეკონსტრუქცია ან დემონტაჟი;

ბ) შეასრულოს შესაბამისი ორგანოს მითითება, აგრეთვე თავისი შესაძლებ- ლობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

2.  ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა” ან „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდე- ნობით.

3.  ამ მუხლით განსაზღვრული საკითხები განისაზღვრება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებით.[იგულისხმება საქართველოს მთავრობის  255-ე დადგენილება 2019 წ. 31 მაისი]

 

მუხლი 138. მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

1.  მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმე- ბას 30 000 ლარის ოდენობით.

2.  (ამოღებულია – 20.12.2019, №5693).

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 ვებგვერდი, 26.12.2019წ.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები