საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის # 48# 128 #290 დადგენილებები "უმიწო კომლებისთვის'' ნიწის ნაკვეთების გადაცემის ბოლო ვადა'' და ზღვრული ნორმები

 

სარჩევი:

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის # 48 დადგენილება. 1

მინისტრთა კაბინეტის   1992 წლის 6 თებერვალის # 128 დადდგენილება. 2

მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის10 მარტის  # 290  დადდგენილება. 2

როდის დაიწყო და როდის დასრულდა მიწის ნაკვეთებისუმიწო  კომლებზე ‘’ გადაცემა ? 4

კანონისასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ’’ [1996 წ] 5

 

 

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის # 48 დადგენილება

 

·        საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის # 48 დადგენილებით „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ’  -დაიწყო  მიწის ნაკვეთების მასობრივი განსახელმწიფოებრიობა.

·        ანუ  ეს  ე.წ. „მიწის რეფორმა“ დაიწყო შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალებისთანავე[1992 წლის პუტჩი]

 

·        საქართველოს მინისტრთა კაბინეტის[სიგუას კაბინეტის]  1992 წლის 18 იანვრის 48 დადგენილების მიზანს წარმოადგენდა:

 

a.      უმიწო კომლებისათვის[ ანუ სოფლად მცხოვრები უმიწო  ოჯახებისთვის]  მიწის ნაკვეთების გადაცემის  და  მცირე მიწიანი კომლებისათვის მიწის ფართობების გაზრდის გზით    პუტჩის შემდეგ მოსახლეობის ლოიალობის მოპოვება

b.        მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემით სოფლის მეურნეობაში საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრებ,

c.       სასურსათო პროდუქტების წარმოების გადიდებ

d.      ,ეკონომიკური კრიზისისაგან გამოსვლ

 

·        1992 წლის 18 იანვრის # 48   დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად  :

 

5.საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული    

ა) საკარმიდამო, ბ)საბაღე და გ)სააგარაკო [დანიშნულების] მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში.

ადგილობრივი ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალოს საკარმიდამო[მიწის] ფართობის გადიდება ბარში და ზეგანზე 0.75 ჰექტარამდე, ხოლო მთაში - 3 ჰექტარამდე.

[ამ] ახალ ნორმამდე შესავსები ფართობი კომლს გადაეცემა უსასყიდლოდ კერძო საკუთრებაში მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების გადახდით.

# 48-ე დადგენილების მე-11 პუნქტის თანახმად

 

11.მიწების გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში.

 

მინისტრთა კაბინეტის   1992 წლის 6 თებერვალის # 128 დადდგენილება 

 

·        1992 წლის 18 იანვრის # 48 დადგენილების „პრაქტიკულად განხორციელების მიზნით’’  მინისტრთა კაბინეტმა  გამოსცა 1992 წლის 6 თებერვალის # 128 დადდგენილება 

 

·        საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის 128 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გამოყოფა უნდა განხორციელებულიყო  [მხოლოდ] 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით  აღრიცხული კომლების მიხედვით. [!]

 

2. საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაიცემა განხორციელდეს 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით.

1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლების დაკმაყოფილდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ.

კომლის გაყრა ხორციელდება მასში ორი და მეტი სრულწლოვანი შვილის არსებობის შემთხვევაში, ამასთან ერთ-ერთი შვილი რჩება კომლის მემკვიდრედ და მას ცალკე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ გამოეყოფა.

ერთშვილიანი კომლის შემთხვევაში საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ცალკე არ გამოიყოფა.

 

ამავე დადგემილების 1-ლი პუნქტით  დაწესდა „საკარმიდამო მიწის ნაკვეთების’’ ზღვრული ნორრმები :

 

1. დაწესდეს საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები. ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით:

სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის, სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისთვის ბარისა და ზეგნის რაიონებში – 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში – 3 ჰექტარამდე;

სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა მოსამსახურეებისათვის, ბარისა და ზეგნის რაიონებში – 0,5 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში – 3 ჰექტრამდე;

ქალაქად მცხოვრებთათვის, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, და ქალაქად მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ სოფლად მიიღონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,15 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში – 1 ჰექტარამდე.

 

 

მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის10 მარტის  # 290  დადდგენილება 

 

·        1992 წლი 18 იანვრის #48 და 6 ტებერვლის #128 დადგენილებათა შესრულების პროცესში ადგილებზე წარმოიშვა სირთულეები,გამოითქვა სურვილები და წინადადებები „საკარმიდამო მიწის ნაკვეთების’’ დაწესებული ზღვრული ნორმების გაზრდის თაობაზე

·        საქარტველოს მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა  დადგენილება #290  [1992 წლის 10 მარტი]

 

·        1992 წლის 10 მარტის  # 290 დადგენილებით  საქართველოს მთელი მიწები დაიყო „სახელმწიფო მიწებად’’ და „მიწის რეფორმის მიწებად’’

მიწის ნაკვეთები,ძირითადად გაიცემოდა „მიწის რეფორმის ფონდიდან’’[იხ. დადგენილების მე-4 პუნქტი]

·        შეიცვალა 1992 წლის 6 თებერვლის #128 დადგენილების 1-ლი პუნქტი და  დაწესდა  „საკუთრებაში,მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი’’  საკარმიდამო მიწის შემდეგი ზღვრული ნორმები

- სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის და სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 1 ჰექტარამდე, ხოლო იმ რაიონებში, სადაც ამის შესაძლებლობაა - 1,25 ჰექტარამდე, მთის რაიონებში - 5 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 1 ჰექტარამდე);

- სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისთვის ბარისა და ზეგნის რაიონებში 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში - 5 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 0,75 ჰექტარამდე);

- ქალაქად მცხოვრებთათვის, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, და ქალაქად მცხოვრები იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურთ სოფლად მიიღონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები [ქალაქის]საგარეუბნო ზონებში - 0,15 ჰექტარამდე, ბარისა და ზეგნის რაიონებში 0.25 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში - 1 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები 0,25 ჰექტარამდე);

- რაიონული დაქვემდებარების ქალაქებისა და დაბების დამტკიცებულ საზღვრებში მუდმივად მცხოვრები და მომუშავე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მოქალაქეთათვის - 0,75 ჰექტარამდე, ხოლო სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის (რომლებიც ცხოვრობენ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე მიმაგრებულ მიწებზე) - 0,5 ჰექტარამდე

 

·        როგორც ზემოთ აღინიშნა, მიწების გაცემას ახდენდა „სოფლის[დაბის] მმართველობის ადგილობრივი ორგანო“ - „საქარღთველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტთან’’ შეთანხმებით.

 

ყველა სოფელსა და დაბაში იქმნებოდა სოფლის[დაბის] „მმართველობის ადგილობრივი ორგანოს“ - მიწის რეფორმის კომისიები, რომლებიც ადგენდენ მიწის განაწილების [ანუ მიმღებთა] სიებს

 

 

 

·        განაწილების სიების საფუძველზე  „მიწის ნაკვეთს’’ იღებდა ოჯახის[კომლის]  ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი.[!!]

 

 

·        კერძოდ ,განაწილების სიებისაფუძველზე ხდებოდა  სახელმწიფო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების გამოწერა და მათი გადაცემა ოჯახის[კომლის]  ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრზე.[!!]

 

„„მიღება-ჩაბარების აქტების გამოწერა და  გადაცემა  რეგისტრირდებოდა რაიონის მიწათმოწყობის სამსახურში

 

·        მიწის ნაკვეთის „მიღება ჩაბარების აქტის’’ ფორმა დამტკიცებული იყო მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის #503 დადგენილებით[!]

 

 

 

როდის დაიწყო და როდის დასრულდა მიწის ნაკვეთებისუმიწო  კომლებზე ‘’ გადაცემა ?

·        საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის # 48 დადგენილებით დაიწყო მიწის რეფორმა,

·        ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებკანონის ამოქმედების თაობაზესაქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ უმიწო კომლებს მიწის ნაკვეთები უნდა გადასცემოდათ 1997 წლის 22 მარტამდე.

·        სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” 1997 წლის 15 მაისის კანონის მე-2 პუნქტით  უმიწო კომლებთვის მიწის საკუთრებაში გადაცემის ვადა გაგრძელდა 1 წლით _ 1998 წლის 2 მარტამდე.

·         აღნიშნული ვადა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” 1998 წლის 20 მარტის კანონით გაგრძელდა 1999 წლის 1 იანვრამდე,

 ხოლო 1998 წლის დეკემბერში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების ვადად დადგინდ 1999 წლის 1 თებერვლამდე პერიოდი.

·        თუმცა,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” 2004 წლის 26 ნოემბრის კანონით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიწების საკუთრებაში გადაცემა გაგრძელდა ამ კანონის ძალაში შესვლიდან _ 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

·        აღნიშნული ნორმატიული აქტების თანახმად, მიწის ნაკვეთების  უმიწო კომლებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის ბოლო ვადა იყო 1999 წლის 1 იანვარი ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2006 წლის 31 დეკემბერი

 

 

 

კანონისასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ’’ [1996 წ]

 

·        მოგვიანებით 1996 წლის 22 მარტს მიღებულ იქნა კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ’’

·        ამ კანონის ამოქმედების თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად:ა) 1992 წლის „მიწის რეფორმის’’ შედეგად გაცემული,აგრეთვე ბ)1992 წლამდე „კანონიერ სარგებლობაში“ არსებული

საბაღე,საბოსტნე,სააგარაკო,სამოსახლო,საკარმიდამო მიწის ნაკვეთები გამოცხადდა კერძო საკუთრებად და მათ მიმართ გამოიყენება  ,სწორედ  ეს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ’

ხხხხხხ

·        ამრიგად, 90 -იან წლებში  ე.წ. „მიწის რეფორმის’’ შედეგად[სიგუას მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებით და 1996 წლის ამ კანონით]  სახელმწიფომ „სასოფლო -სამეურნეო მიწის’’  ნაწილი    მოქალაქეების ნაწილს  სარგებლობაში“[ან „მფლობელობაში’’] კი  გადასცა.

მაგრამ გადაცემულ მიწაზე „საკუთრების უფლების“   აღიარების საკითხი [!] უყურადღებოდ დატოვა

 

ამასთან, მოსახლეობი ს უმრავლესობას არ გააჩნდა არც სათანადო ინფორმაცია მიწაზე „საკუთრების უფლების’’ „„საფუძვლების’’ შესახებ ,არც ამ უფლებით სარგებლობის სურვილი და არც შესაძლებლობა [!]

 

·        ამ ე.წ. „მიწის რეფორმის’’ განხორციელებისას  [გადაცემისას]  მოხდა მიწის ნაკვეთების „ფრაგმენტაცია’’,რადგან

გათვალისწინებული არ იყო ძირითადი ინფრასტრუქტურული საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები

შედეგად ამ „ახალმა“ მიწათმფლობელებმა [ჯაყოებმა]დაიწყეს  მათთვის გადაცემული  მიწის ნაკვეთამდე  მისასვლელი  გზების ,სარწყავი არხების,ქარსაფარების ,ნაგებობების მასობრივი დაზიანება.

·        ამავე დროს დაიწყო სახელმწიფომ „სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი მიწის ფონდის’’  „იჯარით გაცემის პროცესი

·        „იჯარით ‘’ გაიცა მიწის დიდი მასივები,რომელთა „ფაქტობრივი’’ მფლობელნი სოფლისა და ქალაქის შედარებით „შეძლებული მაცხოვრებლები’’ შეიქმნენ.[კერძოდ,. პუტჩისტები და მათი მხარდამჭერები][გაიხსენე „ჯაყოს ხიზნები’’]

სახელმწიფო მიწების „იჯარით გაცემის პროცესიც’’ გაუმჭვირვალედ,დარღვევებით მიმდინარეობდა.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები