თემა 9.მშენებლობის ზედამხედველობა[სსასსკ-ს 117-ე- 121-ე მუხლები]
სარჩევი
მშენებლობის ზედამხედველობის სახეები [სსასსკ-ს 117-ე მუხ. ნაწ. 1-ლი]
მშენებლობის ზედამხედველობი ს განმახორციელებელი ორგანოები [სსასსკ-ს მუხ. 117-ე ნაწ. მე-2]
მუხლი 118. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა[5 ნაწილიანი მუხლი]
მუხლი 119. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა[
8 ნაწილიანი მუხლი]
მუხლი 121. მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობა[3
ნაწილიანი მუხლი]
მშენებლობის ზედამხედველობის სახეები [სსასსკ-ს 117-ე მუხ.
ნაწ. 1-ლი]
1. მშენებლობის ზედამხედველობის სახეებია:
ა) მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობა;
ბ) მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა;
გ)
მშენებლობის უსაფრთხოების
ზედამხედველობა.
მშენებლობის ზედამხედველობი
ს განმახორციელებელი ორგანოები [სსასსკ-ს მუხ. 117-ე ნაწ. მე-2]
2.
ა)მშენებლობის
საჯარო ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.
ბ) მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს აკრედიტებული
ინსპექტირების ორგანო ან/და სერტიფიცირებული ექსპერტი (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე – აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი), ხოლო
გ)მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი.
ხ
მუხლი 118. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა[5 ნაწილიანი მუხლი]
1.მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა არის ა)“სამშენებლო/სანებართვო
პირობების შესრულების“,
ბ)“მშენებლობის უსაფრთხოების“, გ)“შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა“ და დ)საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა, აგრეთვე „უნებართვო მშენებლობის“ ან „საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით
განხორციელებული
მშენებლობის“ გამოვლენა და სათანადო რეაგირება.
[ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის
ცნება მუხ. 118-ე ნაწ. 1 ლი ზეპირად ]
ხ
2.მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ განსაზღვრული პირი.
[მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა არის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი
უფლებამოსილება, რომელიც ხორციელდება შესაბამისი
მუნიცი-პალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ.]
ხ
3.მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას ახორციელებს:
ა) შერჩევითობის წესით;
ბ) რისკის ანალიზზე დაყრდნობით;
გ) დაინტერესებული პირის საჩივრის ან/და
აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს/სერტიფიცირებული
ექსპერტის მიმართვის საფუძველზე.
[მე-3 ნაწილი ამ
მუხლის]
ხ
4.მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ყოველწლიურად განახორციელოს იმ III და IV კლასების შენობა-ნაგებობების საერთო რაოდენობის არანაკლებ 10%-ის საჯარო
ზედამხედველობა, რომელთა მშენებლობისთვის წინა წელს გაიცა
„მშენებლობის ნებართვები“.
[მე-4 მაწილი ამ მუხლის]
ხ
5.მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაუბრკოლებლად
შევიდეს სამშენებლო
ობიექტზე და
შეამოწმოს ის, აგრეთვე მშენებლობისთვის პა- სუხისმგებელ პირებს მოსთხოვოს
„სამშენებლო
ობიექტთან დაკავშირებული
შესაბამისი დოკუმენტაცია“, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის
დამადასტურებელი დოკუმენტები.
[მე-5
ნაწილი ამ მუხლის]
„სამშენებლო ობიექტზე შესვლა’’
როგორც წესი, სამშენებლო ობიექტზე შესვლა ხდება ობიექტის მესაკუთრის თანხმობით, თუმცა შესაძლებელია
მისი ნების საწინააღმდეგოდაც
მოხდეს ტერიტორიაზე
შესვლა.
ეს ღონისძიება[შესვლა] ხორციელდება ფაქტობრივი მოქმედების ანუ რეალაქტის ფორმით.
ეს რეალაქტი არის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების საშუალება, იგი ადგენს მესაკუთრის თმენის ვალდებულებას.
როგორც წესი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება
ხდება სზაკ-ით დადგენილი
პროცედურების გავლით[იხ. სზაკ-ის მე-12 თავი],თუმცა შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივი აღსრულება და ტერიტორიაზე შესვლა, როგორც „გადაუდებელი აუცილებლობა“.
ღონისძიების[ობიექტზე შესვლის] კანონიერება მოწმდება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის საფუძველზე[მუხლი 15. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა
და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები.], რომელიც
ითხოვს აღნიშნული ნორმით გარანტირებული უფლების შეზღუდვას საკანონმდებლო აქტის საფუძველზე დემოკრატიულ საზოგადოებაში „აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“ (შეზღუდვის ფარგლები).
მესაკუთრის უფლების შეზღუდვის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის სამშენებლო
კანონმდებლობა და იქ მოცემული სამშენებლო
საქმიანობით გამოწვეული საფრთხეები. ადრესატის ნების საპირისპიროდ ტერიტორიაზე შესვლის გამართლების საფუძველი
შეიძლება იყოს საფრთხე, რომელიც ადგება სამშენებლო წესრიგის
სამართლით დაცულ სიკეთეებს (სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას).
ხ
მუხლი 119. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა[ 8 ნაწილიანი მუხლი]
1.მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ან/და სერტიფიცირებული ექსპერტი.
აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოა - „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას ამ კოდექსითა[სსასსკ-თი] და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
სერტიფიცირებული ექსპერტი არის - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
პირი, რომელიც შესაბამისი სერტიფიკატის საფუძველზე ახორციელებს მშენებლობის ზედამხედველობას ამ კოდექსითა[სსასსკ-თი] და საქართველოს
სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
11. ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს აგრეთვე ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებული იურიდიული პირი.
ხ
2.აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, ან სერტიფიცირებული ექსპერტი უფლებამოსილია ტექნიკური ზედამხედველობა
განახორციელოს მხოლოდ ისეთ საქმიანობაზე, რომლისთვისაც ის არის აკრედიტებული ან სერტიფიცირებული.
ხ
3. ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება გულისხმობს მშენებლობის ნებართვის მფლობელის მიერ მშენებლობის პროცესში „სამშენებლო დოკუმენტაციით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს. [დაიმახსოვრე]
ხ
4. I და II კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვების მფლობელი „უფლებამოსილია“, ხოლო III და IV კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვების მფლობელი „ვალდებულია“ სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების განხორციელება დაუკვეთოს აკრედიტებულ ინსპექტირების
ორგანოს ან/და სერტიფიცირებულ
ექსპერტს [ იხ. ამ მუხლის
1-ლი ნაწილი] შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, ან
სერტიფიცირებული ექსპერტი ვალდებულია ამის შესახებ
შეატყობინოს „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს“.[იხ. 118 მუხლი]
5. თუ I ან/და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში მშენებლობის ნებართვის მფლობელი არ ნიშნავს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს, ის თვითონ არის პასუხისმგებელი მშენებლობის პროცესში
„სამშენებლო დოკუმენტაციით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე.
6.მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პასუხისმგებელია მის მიერ განხორციელებული სამუშაოს
„სისწორეზე“ და მის მიერ „ასახული ინფორმაციის ნამდვილობაზე“. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ვალდებულია აწარმოოს „მშენებლობის პროცესის ამსახველი
დოკუმენტაცია“. ამ დოკუმენტაციის წარმოების
წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
7.აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, ან სერტიფიცირებული ექსპერტი ვალდებულია:
ა) სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მისაღებად ჰქონდეს შესაბამისი „პროფესიული პასუხისმგებლობის
დაზღვევა’’;
ბ) მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ შესაბამისი
დოკუმენტაცია წარუდგინოს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს;
გ) სრულად აგოს
პასუხი მისი ბრალეულობით მშენებლობის ნებართვის მფლობელისთვის მიყენებული
ზიანისათვის;
დ) საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით აგოს პასუხი მის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის სისწორისთვის.
8.აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ სამშენებლო ობიექტის ინსპექტირებისა და მათი პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხები წესრიგდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.[რომელი ნომერი დადგენილებით დასადგენია]
ხ
მუხლი 120. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოსათვის წარ- დგენილი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შემოწმება [3 ნაწილიანი მუხლი]
1. აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ მშენებლობის ცალკეული ეტაპების
დამთავრების შესახებ დადებითი დასკვნის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა, ხოლო ხაზობრივი ნაგებობის შემთხვევაში – 5 სამუშაო დღის
ვადაში) მშენებლობის
საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ადგილზე გადაამოწმოს მშენებლობის შესაბამისი ეტაპის ამსახველი
დოკუ- მენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის აღნიშნული ეტაპი
„ჩაბარებულად“ ითვლება.
2.
თუ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო აღმოაჩენს წარდგენილ დასკვნაში ხარვეზს ან მშენებლობის ეტაპის ამსახველი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შეუსაბამობას, ეს მშენებლობის ეტაპი „ჩაბარებულად;“ არ ითვლება.
მშენებლობის ეტაპის „ჩაუბარებლობის“ მიზეზი/ მიზეზები მშენებლობის
ნებართვის მფლობელს[!] წერილობით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ეცნობება. ამ შემთხვევაში მშე- ნებლობის
საჯარო ზედამხედველობის ორგანო ხარვეზის აღმოფხვრის ან მშენებლობის ეტაპის ამსახველი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართ-
ვო პირობებთან შესაბამისობის მიზნით, მშენებლობის ნებართვის მფლობელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. ამ
ვადაში ხარვეზის
აღმოუფხვ- რელობა სანებართვო პირობების დარღვევად[!] ჩაითვლება.
3.მშენებლობის ბოლო ეტაპზე ამ ეტაპის ჩაბარება და შენობა-ნაგებობის
ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია 1[ერთი] განცხადების საფუძველზე, მშენებლობის
ნებართვის მფლობელის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ
არის დადგენილი.
ხ
მუხლი 121. მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობა[3 ნაწილიანი მუხლი]
1. III და IV კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესში „ მშენებლობის ნებართვების მფლობელმა“ ან „მშენებლობის განმახორციელებელმა
პირმა“ უნდა დანიშნოს მშენებლობის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი პირი.
თუ I და II კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესში მშენებლობის ნებართვების მფლობელი
არ ნიშნავს „მშენებლობის
უსაფრთ-ხოების ზედამხედველს“, მან თვითონ უნდა განახორციელოს მშენებლობის უსაფრთხოების
ზედამხედველობა.
2.
მშენებლობის უსაფრთხოებაზე
პასუხისმგებელი პირი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი,
რომელიც პერმანენტულად[განუწყვეტლად,მუდმივად ] ამოწმებს „მშენებლობაზე დასაქმებული სპეციალისტების მიერ“ მშენებლობის პროცესში „უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვას“
და მათი დარღვევის შემთხვევაში ამის შესახებ ატყობინებს „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს“, რომელიც იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს.
3. მშენებლობის პროცესში სავალდებულოა ყველა იმ „ტექნიკური საშუალების“ გამოყენება, რომელიც მოითხოვება მშენებლობის პროცესში
უსაფრთხოების წესებითა და ნორმებით.
Комментарии
Отправить комментарий