I."მშენებლობის სამართლის" a)სისტემა, b)ძირითადი წყაროები და c)კონსტიტუციური საფუძვლები
სარჩევი:
1.მშენებლობის სამართლის სისტემა
2. მშენებლობის სამართლის ძირითადი წყაროები
[აქ ჩამოთვლილი კანონები მგონი გაუქმებულია კოდექსის მიღების მერე კითხე ლექტორს
რომელი დარჩა ძალაში ]
3.მშენებლობის სამართლის კონსტიტუციური საფუძვლები
ლიტ. ყალიჩავა 2016 [თავი ხუბუას წიგნში]
1.მშენებლობის
სამართლის სისტემა
·
მშენებლობის სამართალი მოიცავს
ა)საჯარო მშენებლობის სამართალს და ბ)კერძო მშენებლობის სამართალს.
ხ
·
კერძო მშენებლობის სამართალი გულისხმობს
მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მშენებლობის ან მათი სარგებლობის პროცესში წარმოშობილ კერძო ხასიათის ურთიერთობებს, რომელიც ძირითადად სამოქალაქო კოდექსის ნორმებით [!] წესრიგდება.[მაგ. იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-177-ე მუხლები. ]
·
კერძო მშენებლობის სამართლის მიზანია ა)კერძო სამეზობლო ინტერესების დაბალანსება სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის
საფუძველზე და ბ)საზოგადოებრივი
თვითრეგულირების იდეის განხორციელება.
ხ
·
ხოლო საჯარო მშენებლობის სამართალი, საჯარო ინტერესების
გათვალისწინებით, აწესრიგებს ა)ტერიტორიების სივრცითი მოწყობის, ბ)მიწის ნაკვეთის
სამშენებლოდ გამოყენების, გ)მშენებლობის
ნებართვის გაცემის, დ)მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და ე)შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხებს.
ხ
·
რა მიმართება აქვს მშენებლობის საჯარო და კერძო სამართალს ერთმა- ნეთთან?
კერძო სამშენებლო სამართალს აქვს საჯარო სამშენებლო სამათლის
ა) განტვირთვის და ბ) შემავსებელი ფუნქციები [!]
ხ
·
თავის მხრივ, საჯარო მშენებლობის სამართალი [
ე.ი. „:საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსი ‘’- 2018 წ ] იყოფა სამ ნაწილად.
1. „სივრცითი მოწყობის სამართალი’’
2.“ქალაქთმშენებლობითი
დაგეგმვის სამართალი’’
3. „მშენებლობის
წესრიგის სამართლი“
„სივრცითი მოწყობის’’
სამართალი
·
არის იმ ნორმათა ერთობლიობა რომლებიც აწესრიგებენ დასახლებული
და დასხლებათაშორისი ტერიტორიების ფიზიკური გარემოს და ინფრასტუქტურის
ფორმირების პროცესს
·
„სივრცითი მოწყობის’’ სამართალი ცენტრალური ინსტიტუტია
-„სივრცითი მოწყობის გეგმა’’
·
იგი ახდენს „სივრცითი
განვითარების პოლიტიკის’’ ფორმირებას ,რომელსაც ადგილებზე შესასრულებლად სავალდებულო
ძალა აქვს.
„ქალამშენებლობითი
დაგეგმვის’’ სამართალი
·
არის იმ ნორმათა ერთობლიობა რომლებიც აწესრიგებენ დასახლებათა
ტერიტორიაზე „მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს“
·
ამ სამართალის ცენტრალური ინსტიტუტია „ქალაქმშენებლობითი გეგმა’’[რომელიც შედგება ა)„მიწათსარგებლობის
გენერალური გეგმის ’’ და ბ)„განაშენიანების
„ჩვეულებრივი“ გეგმის’’ ან განაშენიანების „დეტალური“ გეგმისაგან ]
·
„ქალაქმშენებლობითი
გეგმა’’ ადგენს მიწის სამშენებლოდ გამოყენების
ან არ გამოყენების სამართლებრივ რეჟიმებს
„მშენებლობის
წესრიგის’’ სამართალი
·
ადგენს „მოთხოვნებს“
ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მიმართ
·
ეს სამართალი იყოფა „ფორმალურ’’ და „მატერიალურ’’ ნაწილებად
·
მატერიალური „მშენებლობის წესრიგის სამართლის’’
მიზანია სააფრთხეების არიდება,იგი „საპოლიციო სამართლიდან’’ განვითარდა
·
მატერიალური „მშენებლობის წესრიგის სამართლის’’
მიზანია
ადამიანისთვის ჯანსაღი საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს შექმნა
·
ფორმალური „მშენებლობის წესრიგის სამართალი’’ არეგულირებს მშენებლობის სფეროში ა)“უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების“
ორგანიზაციული მოწყობის წესებს ბ)მშენებლობის ნებართვის გაცემის წესებს გ)“მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის წესებს“ და დ)სამშენებლო სამართალდარღვევებზე საქმის წარმოების [ანუ რეაგირების] - წესებს
2. მშენებლობის სამართლის ძირითადი წყაროები
· მშენებლობის სამართლის
წყაროებს მიეკუთვნება
როგორც „წმინდა სამშენებლო“, ისე „მომიჯნავე სფეროს“ კანონმდებლობა.[ეს
დაიმახსოვრე]
1. დაგეგმვის სფეროს ადრე აწესრიგებდა „სივრცითი მოწყობისა და ქა- ლაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონი (2005 წ.).[ამჟამად აწესრიგებს 2018 წლის კოდექსი]
2. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში
დამატებით მოქმედებს„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს
კანონი (2007 წ.), რომელიც ითვალისწინებს ამ ზონებისათვის დამახასიათებელ
სპეციფიკას.
3. „სივრცის დაგეგმარების’’ და „ქალაქმშენებლობითი
გეგმების’’ შემუშავების წესებს
განსაზრვრავს საქართველოს მთავრობის დადგენილება № 260 [2019 წ]
4. „ქალაქთმშენებლობითი
გეგმების“ საფუძველზე დადგენილ „ზონებში/ქვეზონებში“ „მშენებლობის დასაშვებობის“ შინაარსს განსაზღვრავს
„დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგუ-
ლირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის დადგენილება № 261 (2019 წ.).
დაიმახსოვრე: ეს მთავრობის დადგენილება № 261 ანუ „განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“ წარმოადგენს
გენერალურ სამართლებრივ
ჩარჩოს, რომლის
ფარგლებშიც ხდება
ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავება
და განხორციელება.
5. „მშენებლობის ნებართვის გაცემის“, „სახელმწიფო ზედამხედველობისა“ და „შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების“ საკითხებს აწესრიგებს
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”
საქართველოს მთავრობის დადგენილება № 57 (2009 წ.).
6. მშენებლობა, რომელიც საჭიროებს „ეკოლოგიური
ექსპერტიზის დასკვნას“, № 57 მთავრობის დადგენილებასთან ერთად ექცევა
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ”
საქართველოს კანონის რეგულირების სფეროში (2007 წ.).
7. «სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობისა და სამშენებლო სამართალ-დარღვევათა საქმის წარმოების საკითხები“ მოწესრიგებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით” (2012 წ.).
8.
2108
წელს ძალაში შევიდა „საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ‘’
3.მშენებლობის სამართლის კონსტიტუციური საფუძვლები
·
„მშენებლობის
სამართლის“ კონსტიტუციური
საფუძვლები გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 1012 მუხლებიდან.
·
საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლი უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიას.
·
ლოკალური[ადგილობრივი] „სივრცითი დაგეგმვა“ როგორც მუნიციპალური ხელისუფლების „საკუთარი (ექსკლუზიური) უფლებამისილება’’ [იხ. ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის მე-16
მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქ-ტი] ხორციელდება
„დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით”[იხ. საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლის მე-2 პუნქტი.]
·
შესაბამისად, ამ სფეროში მუნიციპალური
ხელისუფლება საჯარო მმართველობას ახორციელებს ფართო დისკრეციის ფარგლებში
და სახელმწიფო
ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების მხრიდან ის შესაძლებელია
მხოლოდ „მინიმალურ
ზედამხედველობას’’ დაექვემდებაროს. [იხ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 132-ე მუხლი.]
·
სხვა მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტია უზრუნველყოფს
თავად მუნიციპალური
ორგანოების ჩართულობას
ყველა იმ გადაწყვეტილების პროცესში,
რომელიც რაიმე სახით ეხება მათ ამ უფლებამოსილებას („პარტიციპაციის
უფლება“).
ხ
·
ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიის[კონსტიტუციის 1012 მუხლი] გარდა,
ვინაიდან სამშენებლო სამართლის სფეროში
მიღებული გადაწყვეტილებები
გულისხმობს საკუთრების სფეროში ჩარევას,
აუცილებელია სამშენებლო სამართლის სფეროში
მოქმედი კანონმდებლობა და ცალკეული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს „საკუთრების უფლების“ შინაარსს, რომლის
მასშტაბს ადგენს საქართველოს კონსტიტუციის
21-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.
·
„საკუთრების
უფლება“,
უპირველესად, არის საკუთრების, რო- გორც ინსტიტუტის
გარანტია და გულისხმობს საკუთრების ექსისტენციის, მისი ობიექტური
ღირებულების დაცვას.
·
საკუთრება, როგორც ინსტიტუტის გარანტია,
მშენებლობის სამართლის სფეროში მუნიციპალურ ხელისუფლებას ართმევს ისეთი ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების ან
სანებართვო გადაწყვეტილების მიღების უფლებას, რომელიც „საკუთრებას“, როგორც ინსტიტუტს, ეჭვქვეშ დააყენებდა.6
·
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტი არის ასევე „სა- კუთრების, როგორც პიროვნების, გარანტია“. ის ემსახურება მესაკუთრის პირადი უფლებისა
და თავისუფლებების დაცვას მის ქონებაზე და უზრუნ- ველყოფს პირადი და ოჯახური
ცხოვრების პატივისცემის უფლებას.7
·
ამ თვალსაზრისით, დაუშვებელია ისეთი „გეგმარებითი“ ან „სანებართვო’’ გადაწ- ყვეტილების
მიღება, რომელიც
ჩამოყალიბებულ საცხოვრებელ ზონაში იძლევა
ინდუსტრიული შენობა-ნაგებობების მშენებლობის შესაძლებლობას, ვინაიდან
ამით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების
მესაკუთრეებს
შეეზღუდებათ
მათი საკუთრებით სარგებლობის უფლება.
·
აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლება არ ნიშნავს მხოლოდ ინს-
ტიტუტის ან პიროვნების უფლების გარანტიას, არამედ
ის ასევე დატვირთულია
სოციალური ვალდებულებებით. ეს განსაკუთრებით
გამოკვეთილია მიწის შემთხვევაში,
რასაც ის რეალობა
განაპირობებს, რომ
მიწა არის მწირი
ბუნებრივი რესურსი.
მიწის მიმართ საჯარო
ინტერესი უფრო მაღალია,
ვიდრე საკუთრების
სხვა ობიექტების
მიმართ, ამიტომ
„უძრავი
ნივთების საკუთრების’’ შინაარსის
განსაზღვრისას ხელისუფლება
იბოჭება სოციალური სამართლიანობისა
და საზოგადოებრივი ინტერესების იდეით.
·
საკუთრების უფლებაში ჩარევა, რომელიც
ემყარება ამ საფუძვლებს[ ე.ი. სოციალურ სამართლიანობასა,საზოგადოებრივი ინტერესებს] , ყოველთვის ლეგიტიმურია
და პროპორციულობის
შემთხვევაში ის გამართლებულია.
Комментарии
Отправить комментарий