2. სივრცითი მოწყობის დაგეგმვის სამართალი

 

სარჩევი:

 

  სივრცითი მოწყობის დაგეგმვის სამართალი.......................................................................... 261

1.  სივრცითი მოწყობის დაგეგმვის ამოცანები........................................................................ 261

2.  სივრცითი მოწყობის დაგეგმვის სახელმძღვანელო პრინციპები............................................. 262

3.  სივრცითი მოწყობის გეგმების იერარქია............................................................................ 263

4.  სივრცითი მოწყობის გეგმების შემადგენლობა და სტრუქტურა............................................... 264

5.  სივრცითი მოწყობის გეგმის მოთხოვნათა სავალდებულობა............................................. 265

6.  ადმინისტრაციული წარმოება სივრცითი მოწყობის გეგმების

შემუშავებასთან დაკავშირებით...................................................................................... 266

7.  სივრცითი მოწყობა დარგობრივი გეგმების მეშვეობით...................................................... 268

 

 

 

ლიტ. ყალიჩავა 2016 წ.

              სივრცითი მოწყობის დაგეგმვის სამართალი

 

1.       სივრცითი მოწყობის დაგეგმვის ამოცანები

·         სივრცითი მოწყობის’’ გეგმის მიზანია კონკრეტული  სივრცის (ქვეყნის, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის)  განვითარება და მოწესრიგება.

·         შესაბამისად, ტერმინი სივრცითი მოწყობა გულისხმობს ამ ორ ელემენტს[  განვითარებას’’ და მოწესრიგებას“].

·        კონკრეტული სივრცის „განვითარების“ და მოწესრიგების“ წარმოჩენა სივრცითი მოწყობის’’ გეგმაში  ხდება კონკრეტული ტერიტორიებისა ან  მათი ნაწილებისათვის   სამართლებრივი რეჟიმების დადგენით.

რას გულისხმობს  ტერმინიგანვითარება  ?

 

·        სივრცითი მოწყობის დაგეგმვაში

·        განვითარების ელემენტის  შემოტანა  „სივრცითო მოწყობის’’ გეგმებში ნიშნავს იმას  ნიშნავს,იმას რომ  უკვე არსებული გარემოს გარდა, „სივრცითი მოწყობის გეგმა უნდა ასახავდეს კონკრეტული ტერიტორიების  მოსახლეობის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, სოციალური და კულტურული განვითარების პერსპექტივებსაც

·        „სივრცითი მოწყობის’’ გეგმების   მეშვეობით ცალკეული ტერიტორიები- სათვის ხდება სამართლებრივი  რეჟიმების  განსაზღვრა  [ მაგ. „სასოფლო-სამეურნეო, თავდაცვის, განახლებადი ენერგიის, ინფრასტრუქტურის, დასახლებათა და ა.შ. რეჟიმების ].

·        ამ კონტექსტში, სივრცითი დაგეგმვის პროცესი ემყარება ამ სფეროებში  შემუშავებულ სახელმწიფო და ადგილობრივ პოლიტიკას

·         ამიტომ სივრცითი მოწყობის დაგეგმვის საგანია ქვეყნის ან/და მისი ნაწილების (ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის) სივრცითი განვითარების  ა)მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მიმართულების ფორმირება და  მისი ბ) ძირითადი სტრუქტურის განსაზღვრა.

 

               რას გულისხმობს  ტერმინი მოწესრიგება?

 

·        სივრცითი მოწყობის  მეორე მოწესრიგების’’ ელემენტი გულისხმობს სივრცითი მოწყობის გეგმებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების სავალდებულობას ყველა სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის.

·        ამით ის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ დონეზე უზრუნველყოფს სივრცითი განვითარების საერთო პირობების შექმნას, შენარჩუნებასა და დაცვას, ასევე, როგორც ქვედა, ისე ზედა დონეზე სივრცითი დაგეგმვის პროცესის კოორდინაციას.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


2.„სივრცითი მოწყობის   დაგეგმვის’’  სამართლის სახელმძღვანელო პრინციპები

 

·        სივრცითი მოწყობის გეგმების შემუშავებაზე უფლებამოსილი ადმინისტრა- ციული ორგანო, [რომელიც მოქმედებს დისკრეციისა და ინტერესთა შეჯე- რების ფარგლებში], გადაწყვეტილების მიღებისას ორიენტირებული უნდა იყოს სივრცითი დაგეგმვის სახელმძღვანელო პრინციპებზე’’

·        ამ თვალსაზრისით, სივრცითი დაგეგმვის სახელმძღვანელო პრინციპები’’ არის უშუალოდ მოქმედი სამართალი და სივრცითი მოწყობის გეგმების მატერიალური კანონიერების შემოწმების ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი.

სივრცითი დაგეგმვის სახელმძღვანელო პრინციპები’’ არის შემდეგი:

              ა)მდგრადი განვითარების’’ პრინციპი

·            სივრცითი მოწყობის სამართალში უმაღლესი რანგის სახელმძღვანელო პრინციპი არის - „მდგრადი განვითარების’’ პრინციპ.

·        ამავე დროს, „მდგრადი განვითარება’’  სივრცითი მოწყობის ამოცანაა და სხვა სახელმძღვანელო პრინციპებს შორის კოლიზიის შემთხვევაში, ბოჭავს დაგეგმვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

·        მდგრადი განვითარების’’ პრინციპ აფუძნებს შესა-ბამისი ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების ეკონომიკური და სოციალური ასპექტების ჰარმონიზაციის ვალდებულებას გარემოსდაცვით მოთხოვნებთან, რითაც ის უზრუნველყოფს ხანგრძლივ დროზე გათვლილ წესრიგს და მომავალი და ახლანდელი თაობებისათვის ქმნის თანაბარი შესაძლებლობების წინაპირობებს.

                   )“ურთიერთშემხვედრი   დინების ‘’ პრინციპი

·         სივრცითი მოწყობის სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპია ასევე ურთიერთშემხვედრი დინების პრინციპი, რომელიც იერარქიულ დონეებზე უზრუნველყოფს შესაძლო სექტორალური ან/და ტერიტორიული კონფლიქტების დაძლევას.

·          ამ თვალსაზრისით, ქვეყნის ტერიტორიის ცალკეული ნაწილების განვითარება უნდა შეესაბამებოდეს სივრცითი მოწყობის საერთო პირობებს,

·         ხოლო „ქვეყნის მთელი ტერიტორიის სივრცითი მოწყობა უნდა ითვალისწინებდეს მისი ცალკეული ნაწილების განვითარების ძირითად საჭიროებებს  

 

·         ამ პრინციპის პრაქტიკაში გატარების წარმოება-სამართლებრივი უზრუნველყოფა ხდება დაგეგმვის პროცესში დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების ჩართვის მექანიზმით, რითაც კანონმდებელი სამართლიანად ამბობს უარს ცალმხრივი და ცენტ- რალიზებული სივრცითი დაგეგმვის პრინციპზე.

 

 

 

 

                           )“სექტორალური   ხასიათის’’ პრინციპები

 

·        სივრცითი დაგეგმვის პროცესში ცენტრალური ადგილი უჭირავს სექტორალური ხასიათის ‘’  სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლის კატალოგი მოცემულია

 

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის’’ მე-8 მუხლის 1 პუნქტში

[იხ. კოდექსი https://matsne.gov.ge/ka/document/view/4276845?publication=34 ]

 

·         ამ პრინციპების, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლის შესრულება სავალდებულოა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის.

 

                 )“ინტერესთა შეჯერების’’ პრინციპი

·        ვინაიდან ეს სექტორალური ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები ში- ნაარსობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მათი შესრულებისას არსებობს სექტორალური ინტერესების კოლიზიის დიდი ალბათობა (მაგ., ეკონომიკური, სოციალური, ურბანული, ეკოლოგიური, კულტურული მემკ- ვიდრეობის დაცვის და სხვ. ინტერესების  კოლიზია ).

·        ასეთ შემთხვევაში,“სივრცის დაგეგმარებაზე’’  უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მოახდინოს ამ ინტერესების წარმოდგენა, შეფასება და ერთმანეთთან შეჯერება. [იხ. კოდექსის - მე-9 მუხლი  „ინტერესთა შეჯერების’’ პრინციპი  ]

·        იურიდიული დოგმატიკის თვალსაზრისით, ინტერესთა შეჯერების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ისეთ  სახელმძღვანელო პრინციპს, რომელიც, სხვა პრინციპების ფარგლებში მისაღწევ შედეგებთან შედარებით, უფრო მეტი სამართლებრივი სიკეთის დაცვას ემსახურება.

 

 

              3.სივრცითი მოწყობის გეგმების’’ იერარქია

 

·        სივრცითი მოწყობის ამოცანებისა და პრინციპების განხორციელება ხდება

სივრცითი მოწყობის გეგმების მეშვეობით.

·        საქართველოში სივრცითი მოწყობის დაგეგმვა ხორციელდება

 

1)  ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმის 

2)  ავტონომიური რესპუბლიკის სივრცითი მოწყობის გეგმის

3)  მუნიციპალიტეტების  სივრცით-ტერიტორიული განვითარების გეგმების  

 

საფუძველზე.

·        დასახლებათა დონეზე კი ხდება ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა“[იხ. ცალკე ფაილი] , რაც, მისი შინაარსიდან და სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, არ მიეკუთვნება სივრცითი მოწყობის დაგეგმვის სფეროს.

 

·        კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად  ,საქართველოში მოქმედებს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემდეგი იერარქია:

 

) „სივრცის დაგეგმარების გეგმები.

მათ მიეკუთვნება:

.) საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა ‘’

.)  ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმა’’

.)  მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა’’

 

) „ქალაქთმშენებლობითი გეგმები“.

მათ მიეკუთვნება:

.) გენერალური გეგმა;

.) განაშენიანების  ჩვეულებრივი გეგმა;

.) განაშენიანების დეტალური გეგმა.

 

    სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იერარქიულად ქვემდგომი გეგმების იერარქიულად ზემდგომ გეგმებთან თავსებადობა. [ეს დაიმაიხსოვრე]

 

    იერარქიულად ქვემდგომი გეგმით იერარქიულად ზემდგომი გეგმის მოთხოვნებისგან არსებითად განსხვავებული მოთხოვნების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ იერარქიულად ზემდგომ გეგმაში შესაბამისი ცვლილებისშეტანის შემდეგ ან მასთან ერთდროულად.

 

 

                4 .  სივრცითი მოწყობის გეგმების შემადგენლობა და სტრუქტურა

 

 

·        სივრცითი მოწყობის გეგმების შემადგენლობა განისაზღვრება სივრცით- ტერიტორიული გამოყენების რეჟიმების სახით ( ტერიტორიებს უწესდებათ  რეჟიმებია „სასოფლო-სამეურნეო, თავ-დაცვის, წიაღისეულის მოპოვები და ა.შ.), რომელიც დადგენილია საკუთრივ ასეთი გეგმების მიერ ან, რომელიც ამ გეგმებში აისახება სხვა დარგობრივი სახის   საკადასტრო მონაცემების საფუძველზე.

·        კანონმდებლობა წინასწარვე განსაზღვრავს სივრცითი მოწყობის გეგმების სავარაუდო შემადგენლობას, თუმცა დაგეგმვაზე უფლებამოსილი ადმინის- ტრაციული ორგანო, სივრცითი მოწყობის საჭიროებიდან გამომდინარე,

უფლებამოსილია შეამციროს ან გააფართოვოს ეს შემადგენლობა გეგმარებითი დავალების შედგენისას

შესაბამისად, კანონმდებელს შემოაქვს მიდგომა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ შეზღუდოს სივრცითი მოწყობის გეგმების შემადგენლობის ამომწურავი ჩამონათვალით.

 

·        სტრუქტურის თვალსაზრისით, სივრცითი მოწყობის გეგმები უნდა შედგე- ბოდეს ტექსტური და გრაფიკული ნაწილებისაგან.

·        გრაფიკული ნაწილის მასშტაბი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის ან/და გეგმარებითი დავალების შესაბამისი და უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ კარტოგრაფიულ სტანდარტებს.

·        ტექსტური ნაწილი წერილობითი ფორმით მოიცავს ა) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და გასატარებელი ღონისძიებების არსებითი ასპექტების აღწერას, ბ)გეგმის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასებას და გ)განმარტებით ბარათს (დასაბუთებას).

 

 

                5.სივრცითი მოწყობის გეგმის მოთხოვნათა სავალდებულობა

 

 

·        სივრცითი მოწყობის გეგმის მოთხოვნები (დებულებები), როგორც წესი, წარმოდგენილი უნდა იქნეს სივრცითი დაგეგმვის მიზნებისა და სივრცითი დაგეგმვის ზოგადი პრინციპების სახით.11 

·        ამ მოთხოვნების [დებულებების]  დაზუსტება ხდება გეგმის ტექსტურ ნაწილში, რომელიც ლეგენდის სისტემის გამოყენებით ფიქსირდება გეგმის გრაფიკულ ნაწილში, რასაც აქვს მაორიენტირებელი ფუნქციაც.

·        იურიდიული დოგმატიკის თვალსაზრისით,

სივრცითი დაგეგმვის მიზნები არის შესასრულებლად სავალდებულო ხასიათის მოთხოვნები.

სივრცითი დაგეგმვის ზოგადი პრინციპები კი არის შეწონასწორების დამშვები დებუ- ლებები, რომელთაგანაც გადახვევა შესაძლებელია დაგეგმვის ქვედა დონეზე, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე.

·        ქართული კანონმდებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე რეგულაციებს არ ითვალისწინებს, რაც მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია. ამ მხრივ, გერმანული სამართალი განასხვავებს:

 

a.      ტერიტორიებს, რომლებიც განსაზღვრულია კონკრეტული ფუნქციისათვის და გამორიცხავენ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომელიც ამ ფუნქციასთან იქნება შეუსაბამო (სივრცითი დაგეგმვის მიზნები);

b.      ტერიტორიებს, რომლების მიმართ სივრცითი მოწყობის გეგმა განსაზღვრავს სხვადასხვა ფუნქციასა და გამოყენების სხვადასხვა სახეობას, რომელთა ამორჩევა ხდება მხოლოდ ინტერესების შეწონასწორების საფუძველზე (სივრცითი დაგეგმვის ზოგადი პრინციპები);

c.      ტერიტორიებს, რომლების მიმართ ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმა ადგენს ისეთი ექსკლუზიური გამოყენების სახეობას, რომელიც სხვა ად-გილას დაუშვებელია (სივრცითი დაგეგმვის მიზნები).

ტერიტორიის გამოყენებათა რეჟიმების დიფერენციაციის ეს მოდელი, ვფიქრობ, შესაძლებელია ქართული კანონმდებლობის რეფორმასაც და-ედოს საფუძვლად.

 

·        კანონმდებლობა განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლთატვისაც სავალდებულოა სივრცითი მოწყობის გეგმების შესრულება  ასეთია: სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

·        აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქთმშენებლობითი გეგმებისაგან განსხვავებით, სივრცითი მოწყობის გეგმები არ ვრცელდება კერძო სამართლის პირებზე. [საქმე ისაა, რომ  სივრცითი მოწყობის გეგმები ნებართვაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არის და, შესაბამისად, კერძო სამართლის პირები ვერც ამ მოთხოვნათა ადრესატები ვერ იქნებიან. ]

 

 

 

                6. ადმინისტრაციული წარმოება სივრცითი მოწყობის გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით

 

·        ადმინისტრაციული წარმოება  სივრცითი მოწყობის გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით ქმნის ამ გეგმების ფორმალური კანონიერების საფუძველს.

·        სივრცითი მოწყობის’’ გეგმების ფორმალური კანონიერებ გულისხმობს შემდეგს:

1)          უფლებამოსილი ადმინისტ- რაციულ ორგანოების მხრიდან სივრცითი მოწყობის დაგეგმვის ინიცირებას და საჭიროების დასაბუთებას;

2)      დაგეგმვის პროცესის საჯაროობას;

3)   სხვა დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას;

4)      გეგმის დამტკიცებას.

                      

·        სივრცითი მოწყობის დაგეგმვის ინიცირებას და საჭიროების დასაბუთებას, [დაგეგმვის იერარქიული დონეების მიხედვით], ახდენენ: ა) საქართველოს მთავრობა [შესაბამისი უწყების სახით] , ბ)აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობები [უფლებამოსილი უწყებების სახით] და  გ)მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები.

·        სივრცითი მოწყობის გეგმების შემუშავება ხდება თავად ამ ორგანოების ან, სახელმწიფო დაკვეთის გაცემის საფუძველზე, ფიზიკურ პირების, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ

·        ორივე შემთხვევაში დაგეგმვის პროცესის საჯაროობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაგეგმვაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

·        თავის მხრივ, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს დაგეგმვის დოკუმენტების მიზნების ფორმირების, შემუშავების, განხილვისა და შეთანხმების პროცესში ორგანიზებულ საჯარო განხილვებში.

·        საჯაროობისა და პარტიციპაციის ხარისხის ამაღლების მიზნით, საჯარო განხილვის მოწყობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება განცხადებებისა და შეტყობინებების მეშვეობით, რომლებიც უნდა განთავსდეს მასმედიის ელექტრონულ და ბეჭდვით საშუალებებში.

·        სივრცითი დაგეგმვის პროცესში ჩართული უნდა იქნეს დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოები (როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტა- ლურ დონეზე). მისი მიზანია ურთიერთშემხვედრი დინების პრინციპის მოთხოვნათა დაცვა.

·        ბოლო ეტაპზე ხდება სივრცითი მოწყობის სქემის/გეგმის საბოლოო პროექტის შემუშავება, რომელსაც ამტკიცებს: ა) საქართველოს მთავრობა ქვეყ- ნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის შემთხვევაში; ბ) ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის სივრცითი მოწყობის სქემების შემთხვევაში; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულო – მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული განვითარების გეგმის შემთხვევაში.

სივრცითი მოწყობის გეგმებში   ცვლილებების შეტანა ხდება იმავე პროცე- დურის დაცვით, რაც დადგენილია მისი შემუშავებისათვის.

 

7.სივრცითი მოწყობა დარგობრივი გეგმების მეშვეობით

 

·        ტერიტორიების სივრცითი მოწყობა შესაძლებელია ასევე განხორციელდეს სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით რელევანტური კაუზალური გეგმების  ან სხვა დარგობრივი გეგმების მეშვეობით.

634 კაუზალურ გეგმებში ძირითადად იგულისხმება ინფრასტრუქტურული პროექტები (მაგისტრალური გზების, რკინიგზის, აეროპორტების, პორტე- ბის მშენებლობა და სხვ.), რომლებიც ახდენს შესაბამისი სივრცით-ტერი- ტორიული ასპექტების ფორმირებას. ასეთი მშენებლობის დასაშვებობასთან დაკავშირებული ურთიერთობები ძირითადად გარემოს დაცვის სფერო- ში მოქმედი სანებართვო კანონმდებლობით წესრიგდება.

635 სხვა დარგობრივ გეგმებში იგულისხმება სექტორალური კანონმდებლობის საფუძველზე შემუშავებული და დამტკიცებული გეგმები (ნარჩენების მარ თვის, წყლის მართვის, დაცული ტერიტორიების მართვის და ა.შ. გეგმები).

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები