13.3 მუნიციციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა
სარჩევი:
მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საქმიანობის შეჩერება’’ და „დათხოვვნა’’
მუხლი 141. საკრებულოს დათხოვნა და მისი საქმიანობის შეჩერება
საკრებულოს „საქმიანობის შეჩერების’’ და „დათხოვნის’’ – „დამატებითი პირობები’’
მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა[მუხ. 142-ე]
მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები[მუხ.142-ე ნაწ..1-ლი]
პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა [143-ე მუხლი]
მუხლი 144. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება
ვინ ახორციელებს „პირდაპირ სახელმწიფო მმარტველობას’’ ?[144-ე მუხ. 1-ლი ნაწ.]
მუნიციპალიტეტის მერის „რიგგარეშე არჩევნები“ [მუხლი 1692-ე]
ა)მუნიციპალიტეტუს საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლები
[43-ე მუხ. მე-6
ნაწ.]
დ)მუნიციპალიტეტის „მერის’’ საქმიანობის „შეწყვეტის’’ საფუძვლები [მუხ..56-ე მე-2 ნაწ.“გ’’ ქვეპუნქტი]
საკრებულოს „წევრის’’ ან საკრებულოს „თანამდებობის პირის’’ რეაბილიტაციის შედეგები[43-ე მუხ. მე-7 ნაწ]
მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საქმიანობის შეჩერება’’ და „დათხოვვნა’’
მუხლი 141. საკრებულოს დათხოვნა და მისი საქმიანობის შეჩერება
1.მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საქმიანობის შეჩერების’’ ან „დათხოვნის’’ საფუძველები [141-ე მუხ. ნაწ.1-ლი]
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საქმიანობის შეჩერების’’
ან „დათხოვნის’’ საფუძველი წარმოიშობა,თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედებით
საფრთხე შეექნა:
ა)ქვეყნის სუვერენიტეტს,
ბ)ტერიტორიულ მთლიანობას და
გ)მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებების განხორციელებას
[141-ე მუხლის
1-ელ ნაწილთან ერთად იხ. საქართველოს კონსტიტუცია 52-ე მუხლი,1-ლი ნაწ. „თ’’ ქვეპუნქტი
იქაა ეს საფუძვლები ჩამოთვლილი ]
[დაიმახსოვრე:
ამათ ეწოდებათ საკრებულოს „საქმიანობის შეჩერების’’ და „დათხოვნის’’ ზოგადი
საფუძვლები]
ხ
2.მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საქმიანობის შეჩერება’’ ან „დათხოვნა’’
ხდება ერთდროულად „სამი უმაღლესი ორგანო ‘’ მონაწილეობით[მუხ. 141-ე ნაწ. მე-2]
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საქმიანობის შეჩერების’’
ან „დათხოვნის’’ „შესახებ’’ „გადაწყვეტილების’’ მიღებაში ერთდროულად „სამი უმაღლესი ორგანო ‘’ მონაწილეობს:
საქართველოს პრეზიდენტი,,საქართველოს მთავრობა ,საქართველოს პარლამენტი
·
კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით და საქართველოს პარლამენტის თანხმობით გამოსცემს ბრძანებულებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის ან მისი „საქმიანობის შეჩერების“ შესახებ.[იხ. 141-ე მუხ. მე-2 ნაწ]
ვინ მიმართავს მთავრობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საქმიანობის შეჩერების“ ან „დათხოვნის წინადადებით“?
·
„სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ’’
საქრთველოს მთავრობის დადგენილების მე-5 მუხლის „ზ’’ ქვეუნქტის თანახმად
მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ მთავრობას წინადადებით
„სახელმწიფო რწმუნებული’’
მიმართავს.
ხ
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საქმიანობის შეჩერება“ ან „დათხოვნა’’
ადგილობრივი
თვითმმართველობის ავტონომიაში „უხეშ ჩარევას’’ წარმოადგენს,რომელიც მხოლოდ „უკიდურესდა
იშვიათ შემთხვევაში’’ შეიძლება განხორციელდეს
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საქმიანობის შეჩერების“ ან „დათხოვნის’’ გამოყენება
კომსტიტუციიტ
გარანტირებული „ადგილობრივი თვითმმარტველობის ავტონომიის პრინციპის’’ და“თანაზომიერების[პროპორციულობის’’ პრინციპის’’
დაცვით უნდა მოხდეს
·
მუნიციპალიტეტის საკრებულო
„კოლეგიალურ ადმინისტრაციულ ორგანოს’’ წარმოადგენს. ამიტომ,მუნიციპალიტეტის
საკრებულოს „საქმიანობის შეჩერების“ ან „დათხოვნის’’ საფუძვლად არ გამოდგება საკრებულოს წევრების ან
საკრებულოს თავმჯდომარის „უკანონო მოქმედებაზე’’ მითითება.
·
საკრებულოს „საქმიანობის შეჩერების“ ან „დათხოვნის’’ „საფუძველი’’ უნდა იყოს საკრებულოს ისეთი „გადაწყვეტილება’’
,რომელიც არა „სავარაუდო’’ ,არამედ „რეალურ
საფრთხეს“ შეუქნის
:
ა)ქვეყნის
სუვერენიტეტს,
ბ)ტერიტორიულ
მთლიანობას და
გ)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების
ორგანოების უფლებამოსილებების განხორციელებას
ხ
საკრებულოს „საქმიანობის შეჩერების’’ და „დათხოვნის’’ – „დამატებითი პირობები’’
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საქმიანობის შესაჩერებლად
‘’ ან „დასათხოვად’’ საკრებულოს „საქმიანობის შეჩერების’’ და „დათხოვნის’’ ზოგადი
საფუძვლის არსებობის გარდა საჭიროა
„დამატებითი’’ წინაპირობებიც
მაგ.
„მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებების განხორციელებისთვის
„რელური საფრთხის’’ შექმნაა
და საკრებულოს დატხოვნის საფუძველი შეიძლება გახდეს -„სასამარტლოს გადაწყვეტილების’’
აღუსრულებლობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,თუ
ა)
ამას სისტემატური ხასიათი აქვს და ბ)გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საჯარო ინტერესებს
და გ)ამ პრობლენის მოგვარების ყველა ალტერნატიული საშუალება ამოწურულია
[ამ
„დამატებითი’’ პირობების მოთხოვნა ეხება საკრებულოს „საქმიანობის შეჩერების’’
და „დათხოვნის’’ „სხვა’ზოგადსაფუძვლებსაც’’ ანუ „ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნას’’
და „ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმას’’ ]
მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საქმიანობის შეჩერების’’ ან „დათხოვნის’’ შემთხვევაში „მუნიციპალიტეტის მერის’’ -სამარტლებრივი მდგომარეობა[141-ე მუხ. მე-3 ნაწ]
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება შესაბამისად
იწვევს მერის უფლებამოსილების შეწყვეტას ან შეჩერებას.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საქმიანობის შეჩერების’’ საფუძველი „თავდაცვის კოდექსის’’ 162-ე მუხლის მე-7
და მე-8 ნაწილები
მუხლი 162. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები
საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში
7.თუ
საომარი მდგომარეობის მოქმედების ადგილებში სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან შესრულებას,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საომარი მდგომარეობის
გაუქმებამდე საქართველოს პრეზიდენტის
დეკრეტით, რომელიც თანახელმოწერილია საქართველოს
პრემიერ-მინისტრის მიერ, შეიძლება
შემოღებულ იქნეს დროებითი მმართველობა, რითაც იგი საქართველოს
მთავრობას დააკისრებს ვალდებულებას, დადგენილებით
შექმნას მმართველობის განმახორციელებელი დროებითი
ორგანო ან დანიშნოს თანამდებობის პირი და განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები.
8.
ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებები დროებით შეჩერდება, ხოლო მათი ფუნქციების
შესრულება დაეკისრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით
შექმნილ მმართველობის განმახორციელებელ დროებით ორგანოს ან დანიშნულ თანამდებობის პირს, რომელსაც უფლება აქვს, თავისი
კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად:
ა) განახორციელოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ბ) დროებით შეასრულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების ფუნქციები;
გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგინოს
წინადადებები სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალური მშენებლობის საკითხებზე;
დ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით დაიქვემდებაროს
შესაბამის ადგილზე განლაგებული სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
·
შენიშვნა: „თავდაცვის კოდექსის ‘’ 162-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილები
აცდენილია კონსტიტუცით და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილ სსამართლებრი
ვ ჩარჩოებს [იხ. მეტი სახელმძღვანელო გვ. 596-597]
მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა[მუხ. 142-ე]
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს კონსტიტუცია არ განსაზღვრავს ,ეს მხოლოდ „კოდექსით’’
რეგულირდება
·
საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტა უკავშირდება
კონკრეტული „ობიექტური’’ პირობების დადგომას,როდესაც საკრებულო „ქმედუუნარო
‘’ ხდება
·
საკრებულო „ქმედუუნაროდ’’ მიიჩნევა თუ ის თავის უფლებამოსილებების შესრულებას ვეღარ
უზრუნველყოფს
·
საკრებულოს „ქმედუუნარობა’’ ა)საკრებულოს სხდომების გამართვის შეუძლებლობასა
და ბ) მუნიციპალიტეტისტვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უუნარობაში ვლინდება
მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები[მუხ.142-ე ნაწ..1-ლი]
საქართველოს
მთავრობას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტოს, თუ:
ა)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
„წევრთა“ რაოდენობა ამ „საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე“ ნაკლები დარჩება ან
აღნიშნული მუნიციპალიტეტის „საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის“
ჩამოყალიბება შეუძლებელია;
ბ)
მუნიციპალიტეტის საკრებულო
ახალი საბიუჯეტო წლის
დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს;
გ)
მუნიციპალიტეტის საკრებულო
ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.
შენიშვნა:
„საკრებულოს
სრული შემადგენლობის უმრავლესობის“ ჩამოყალიბება „შეუძლებლად’’ მიიჩნევა
მხოლოდ მაშინ,როცა „უფლებამოსილება უწყდებათ’’ პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს
წევრებს,რომლებსაც „პროპორციულ სიაში’’ მითიტებული „ადგილმონაცვლე წევრები’’ ვერ ანაცვლებენ[!]
[მაგ. თუ სიის
„სხვა’’ წევრები უარს აცხადებენ საკრებულოს წევრობაზე ამ/და სიაში „სხვა წევრები’’
აღარ დარჩნენ]
„მაჟორიტარი
წევრების’ უფლებამოსილების „შეწყვეტა’’ არ გამოიწვევს „საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტას’’„,ვინაიდან
მათი რაოდენობა საკრებულოს პროპორციული წესიტ არჩეული წევრების 1/3-ს არ აღემატება
და ამასთან გამოკლებული „მაჟორიტარი წევრების’’ შევსება საკრებულოს „შუალედური არჩევნებით’’ არის შესაძლებელი
ხ
ერთ-ერთი
ამ სფუძვლოს წარმოშობის შემთხვევაში „საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ გადაწყვეტილებას
დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა.’’
[142-ე მუხ. მე-2 ნაწ. ]
ხ
142-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად 142-ე პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნული საკრებულო
განაგრძობს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების
განხორციელებას ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე.
ხოლო
142-ე პირველი პუნქტის
„გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში „საქართველოს მთავრობა’’
უფლებამოსილია შემოიღოს „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა’’ [იხ. 143-ე მუხ.
მე-3 ნაწ „ბ’’ ქვეპუნქტი
]
პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა [143-ე მუხლი]
·
საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის
შემოღების საფუძველებია: ა)საკრებულოს დათხოვნა
ან ბ) საკრებულოს საქმიანობის შეჩერება ან
გ)საკრებულოს ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეკრება [იხ. 143-ე მუხლი მე-3 ნაწილი
„ა’’ და „ბ’’]
ხ
·
პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს საქართველოს მთავრობა.[იხ. 143-ე მუხ. 1-ლი ნაწ.]
ხ
·
პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებისას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს [!!!] „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი
თანამდებობის პირის/ორგანოს“ წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა.[იხ. 143-ე მუხ. მე-4
ნაწ.]
ხ
მუხლი 144. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება
ვინ ახორციელებს „პირდაპირ სახელმწიფო მმარტველობას’’ ?[144-ე
მუხ. 1-ლი ნაწ.]
·
144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად:
„საკრებულოს უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტისას „პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას“ ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული
ა)„საქართველოს
მთავრობის რწმუნებული“ ან ბ)კოლეგიური ორგანო − „საგანგებო ადმინისტრაცია.“
·
დღემდე საქართველოში პირდაპირი სახელმწიფო
მმართველობა არც ერთ მუნიციპალიტეტში
არ შემოღებულა,შესაბამისად რთულია საუბარი,თუ რომელი
სუბიექტი განახორციელებს პირდაპირ
სახელმწიფო მმართველობას.
·
144-ე მუხლის 1-ელ ნაწილში ნახსენები ,მთავრობის
რწმუნებულის’’ ფუნქცია კი შეიძლება დაეკისროს „სახელმწიფო რწმუნებულსაც’’,რომელსაც
საქართველოს კონსტიტუციით ადმინისტრაციულ
ტერიტორიულ ერთეულში „მთავრობის წარმომადგენლის’’ სტატუსი გააჩნია.
ხ
„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის’’ განმახორციელებელი თანამდებობის პირის/ან ორგანოს - საქმიანობაზე „სახელმწიფო ზედამხედველობა‘’[144-ე მუხ. მე-2 ნაწ]
·
„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის’’ მიზანს ადგილობრივი მოსახლეობისთვის
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში შემავალი „საჯარო მომსახურების“ შეუფერხებელი
მიწოდება წარმოადგენს
·
ამდენად,„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის’’ განმახორციელებელი თანამდებობის პირის/ორგანოს -პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტის „საკუთარი“ და „დელეგირებული“
უფლებამოსილებების განხორციელებაში
გამოიხატება.
·
„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის
განმახორციელებელი თანამდებობის პირის/ორგანოს“ „დამატებითი
უფლებამოსილებები“ და „პირდაპირი სახელმწიფო
მმართველობის“ განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული
„შესაბამისი დებულებით’’.
·
„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის’’
განხორციელებას [ანუ„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის
განმახორციელებელი თანამდებობის პირის/ორგანოს“
საქმიანობას ] საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით
ზედამხედველობს საქართველოს მთავრობა
ან საქართველოს მთავრობის
მიერ უფლებამოსილი სამინისტრო.[144-ე მუხ.მე-2 ნაწ]
ხ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
და მერის „სამართლებრივი მდგომარეობის“ შესახებ საკითხების
თაობაზე „გადაწყვეტილებების’’ გასაჩივრების
უფლება [144-ე
მუხ. მე-3]
მუნიციპალიტეტის საკრებულოს , ა)საქმიანობის
შეჩერების“ ბ)“დათხოვნის“და გ)„უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის“, დ)“მუნიციპალიტეტის
მერის უფლებამოსილების შეჩერების და შეწყვეტის’’
შესახებ [მთავრობის]„გადაწყვეტილებების“
კანონიერების საკითხი
შეიძლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასაჩივრდეს სასამართლოში.
ვის აქვს 144-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის გასაჩივრების უფლება ?[144-ე მუც. მე-4 ნაწ]
144-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების
კანონიერების საკითხის გასაჩივრების უფლება აქვს ა)დათხოვნილი,
ბ)საქმიანობაშეჩერებული ან გ)უფლებამოსილებაშეწყვეტილი მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთ მეოთხედს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს. [იხ. 144-ე მუხ. მე-4 ნაწ.]
რა ვადით შეიძლება იქნეს შემოღებული მუნიციპალიტეტში „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა’’ ? [მუხ. 145-ე]
·
ამ კითხვაზე კოდექსში პირდაპირი პასუხი არ არსებობს.
·
ორგანული კანონის[ე.ი. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’] 145--ე მუხლის თანახმად თანახმად,“პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა’’ ხორციელდება „შესაბამისი არჩევნების’’ შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს „უფლებამოსილების დაწყების დღემდე’’
მუხლი 145. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ვადა |
პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება შესაბამისი არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების დაწყების დღემდე. |
საკრებულოს „რიგგარეშე არჩევნების“ „დანიშვნის ვადა“ და „საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების’’ საკითხები[„საარჩევნო კოდექსის“ მუხლების მიხედვით]
·
„საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ვადა“ და „საკრებულოს უფლებამოსილების
დაწყების’’ საკითხები რეგულირდება“საქარტველოს
საარჩევნო კოდექსის’’ ნორმებით.
ხ
·
„საარჩევნო კოდექსი’’ „საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების’’
დანიშვნის განსხვავებულ ვადებს განსაზღვრავს ა)საკრებულოს „ვადამდელი დათხოვნის’’ და ბ)საკრებულოს
უფლებამოსილების „ვადამდე
შეწყვეტის’’- შემთხვევებისთვის.
·
კერძოდ, „საქარტველოს საარჩევნო კოდექსის’’ მიხედვით:
„საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება
შესაბამისი საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები,თუ საკრებულოს
უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა,რიგგარეშე არჩევნები ტარდება
იმავე წლის ოქტომბერში.
ხოლო თუ საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივნისიდან
15 იანვრამდე- უახლოეს აპრილში.
მუნიციპალიტეტის ორგანოების „მორიგი არჩევნების’’ წელს საკრებულოს „რიგგარეშე არჩევნები’’
არ ტარდება’’
ხ
საკრებულოს „რიგგარეშე არჩევნები ‘’[„საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მუხლი 1541 1-ლი და მე-2
ნაწილები
]
რა შემთხვევაში და როდის ტარდება ან როდის არ ტარდება საკრებულოს „რიგგარეშე არჩევნები’’ ?[მუხ. 1541-ე ნაწ. 1-ლი]
·
საკრებულოს
„ვადამდე დათხოვნის“/ან „უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის“ შემთხვევაში ტარდება
„შესაბამისი“ საკრებულოს „რიგგარეშე არჩევნები“.
·
„შესაბამისი“ საკრებულოს „რიგგარეშე არჩევნები“ არ ტარდება,
თუ საკრებულოს „ვადამდე დათხოვნის“/ან „უფლებამოსილების ვადამდე“ შეწყვეტის მომენტში „შესაბამისი“ საკრებულოს უფლებამოსილების ვადის „ამოწურვამდე“
1 წელზე ნაკლებია დარჩენილი
ანუ სხვა სიტყვებით,
საკრებულოს „მორიგი
არჩევნების წელს’’ საკრებულოს „რიგგარეშე არჩევნები’’
არ ტარდება !]
ვინ ნიშნავს საკრებულოს „რიგგარეშე არჩევნებს’’ ? რა ვადაში? „დანიშვნიდან’’ რა ვადაში ტარდება საკრებულოს „რიგგარეშე არჩევნები’’ ?[მუხ.1541-ე
ნაწ. მე-2]
·
„საკრებულოს „რიგგარეშე არჩევნებს
‘’ ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქარტველოს პრემიერ-მინისტრის
თანახელმოწერით’’
·
საკრებულოს „რიგგარეშე არჩევნები ‘’ინიშნება საკრებულოს „ვადამდე დათხოვნის“ /ან „უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის“ შესახებ შესაბამისი
სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან არაუადრეს მე-8 დღისა და არაუგვიანეს მე-10
დღისა.
·
„რიგგარეშე არჩევნები“ ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა.
მუნიციპალიტეტის
მერის „რიგგარეშე
არჩევნები“ [მუხლი 1692-ე]
მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს ცესკო განკარგულებით.
მერის
„რიგგარეშე არჩევნები“ ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. [იხ.
1692-ე მუხ. ნაწ. 1-ლი]
საკრებულოს და მერის „ვადამდე დათხოვნისას“ /ან „უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას“
რიგგარეშე არჩევნებში
ახალი საკრებულო და
ახალი მერი მერი აირჩევა „შესაბამისი მუნიციპალიტეტის
საკრებულოს“[ე.ი. საკრებულოს რომელიც დაითხოვეს
,ან რომელსაც შეწყვიტეს უფლებამოსილება] უფლებამოსილების „დარჩენილი ვადით“. [იხ. 1692-ე მუხ. ნაწ. მე-3 ]
მუნიციპალიტეტის საკრებულოს „წევრის’’ და მუნიციპალიტეტის „მერის’’ საქმიანობის „შეჩერების’’ და „შეწყვეტის’’ საფუძვლები
მუნიციპალიტეტის საკრებულოს „წევრის’’ და მუნიციპალიტეტის „მერის’’
საქმიანობის „შეჩერების’’ და „შეწყვეტის’’ საფუძვლები დაკავშირებულია აღნიშნული პირების „ადმინისტრაციულ’’ და „სისხლისამართლებრივ’’ პასუხისმგებლობების
საკითხთან.
ა)მუნიციპალიტეტუს საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლები
[43-ე
მუხ. მე-6 ნაწ.]
ორგანული კანონის[ე.ი. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’] 43-ე
მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:
“მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს’’ უფლებამოსილება შეუჩერდება:
ა)
სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის
შეფარდების
შემთხვევაში.
ან
ბ)ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის
შეფარდების
შემთხვევაში.
ხოლო
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
„წევრის’’ „უფლებამოსილების შეჩერების ვადა’’ განისაზღვრება შესაბამისად:
ა)
პატიმრობის
ან ბ)ადმინისტრაციული
პატიმრობის მოქმედების ვადით“.
ხ
ბ)მუნიციპალიტეტის „მერის’’ საქმიანობის „შეჩერების’’ საფუძვლები [56-ე
მუხლის
1-ლი პუნქტის „ა-გ’’
ქვეპუნქტები]
56-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა-გ’’ ქვეპუნქტების თანახმად:
მერის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია:
ა) სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება;
ბ) სასამართლოს მიერ
ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის
შეფარდება;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის
კანონიერ ძალაში შესვლა, თუ გასული არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
გ)მუნიციპალიტეტის საკრებულოს „წევრის’’ საქმიანობის „შეწყვეტის’’ საფუძვლები [მუხ. 43-ე 1-ლი ნაწ. „ბ’’ ქვეპუნქტი]
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება
ვადამდე შეუწყდება,თუ:
ა)მის მიმართ კანონიერ ძალაში
შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი
ან
ბ) გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის
ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
დ)მუნიციპალიტეტის „მერის’’ საქმიანობის „შეწყვეტის’’ საფუძვლები [მუხ..56-ე მე-2 ნაწ.“გ’’
ქვეპუნქტი]
მერის უფლებამოსილების
შეწყვეტის საფუძველია:
ა)საბოლოო ინსტანციის სასამართლოს
გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა
ან
ბ)კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი
განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა;
მუნიციპალიტეტის საკრებულოს „წევრის’’ და მუნიციპალიტეტის „მერის’’ საქმიანობის „შეჩერების’’ და „შეწყვეტის’’ პროცედურა [43-ე მუხ. მე-3 ,მე-4, მე-7
·
„სასამართლო გადაწყვეტილებას’’
„საკრებულოს წევრის’’ ან „მერის’’ უფლებამოსილების „შეჩერების’’ ან „შეწყვეტის’’
თაობაზე „მუნიციპალიტეტის საკრებულო’’ „ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის
საოქმო ჩანაწერით“.[43-ე მუხლის მე-3 ნაწ]
ხ
·
„მუნიციპალიტეტის საკრებულოს
წევრს/თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის
მომდევნო დღიდან’’[43-ე მუხლის მე-4 ნაწ]
ხ
საკრებულოს „წევრის’’ ან საკრებულოს „თანამდებობის პირის’’ რეაბილიტაციის შედეგები[43-ე მუხ. მე-7 ნაწ]
·
მარეაბილიტირებელი „საფუძვლით“ ა) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, ბ)აღკვეთის
ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან გ)სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში:
ა) მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრს თუ გასული არ არის[!]
იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის
წევრიც არის იგი, აღუდგება[!] მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება
ხოლო
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
„თანამდებობის პირს“ -მიეცემა „განაცდური ხელფასი“;
ბ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, თუ გასულია[!] იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც
იყო იგი,
დაკავების
ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში,
ხოლო
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
„თანამდებობის პირს“ მიეცემა „შესაბამისი განაცდური ხელფასი“.
Комментарии
Отправить комментарий