13.1 სახელმწიფო ზედამხედველობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე
სარჩევი:
რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე „ადმინისტრაციული ზედამხედველობა’’ ?
„ადმინისტრაციული ზედამხედველობის ‘’ სისტემები
„ადმინისტრაციული ზედამხედველობის ‘’ორგანოები
„ადმინისტრაციული ზედამხედველობის’’ მიზნები
ა) თვითმმართველი ერთეულის
გადაწყვეტილების „კანონიერებაზე’’ ზედამხედველობა
ბ) თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების „მიზანშეწონილობაზე’’ ზედამხედველობა
„ადმინისტრაციული ზედამხედველობის’’ განხორციელების დრო- ა)წინასწარი და ბ) შემდგომი ზედამხედველობა
‘“ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს’’ „სავალდებულო ინფორმირება“
„ადმინინისტრაციული ზედამხედველობის’’ -ობიექტი
„სავალდებულო“ და „შერჩევითი“ ზედამხედველობა
ა)“სავალდებულო ადმინისტრაციული ზედამხედველობა’’
ბ)“შერჩევითი ადმინისტრაციული ზედამხედველობა’’
ადმინისტრაციული ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილებები
რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე „ადმინისტრაციული ზედამხედველობა’’ ?
·
„სახელმწიფო ზედამხედველობის’’ სისტემა მოიცავს:
a.
„ადმინისტრაციულ ზედამხედველობას’’
b.
„სასამართლო კონტროლს’’
c.
„საპარლამენტო ზედამხედველობას’’
d.
„ფინანსურ ზედამხედველობას
e. „სახალხო დამცველის ზედამხედველობას’’ და ა.შ.
ხ
·
ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების საქმიანობაზე „ზედამხედველობის
‘’ მიზნით ამ სისტემებიდან მხოლოდ „ადმინისტრაციული ზედამხედველობის’’
სისტემა გამოიყენება
ხ
·
ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების საქმიანობაზე „ადმინისტრაციულ ზედამხედველობას’’ ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების „გადაწყვეტილებებზე’’ ე.ი. „ადმინისტრაციულ-სამარტლებრივ აქტებსა ‘’ და „რეალაქტებზე’’ -„ზედამხედველობის’’ სახე აქვს.
ხ
·
ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების „გადაწყვეტილებებზე’’ „ზედამხედველობა’’ „სახელნწიფო
‘’ და „რეგიონული’’ ხელისუფლების „აღმასრულებელი ორგანოების მიერ ხორციელდება
ხ
·
ამრიგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
საქმიანობაზე „ადმინისტრაციული
ზედამხედველობა’’ არის: „მაღალი ტერიტორიული დონის
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ‘’ საქმიანობა,რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების „ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებზე’’ „ზედამხედველობის’’ სახით ხორციელდება
„ადმინისტრაციული ზედამხედველობის ‘’ სისტემები
·
არსებობს „ადმინისტრაციული ზედამხედველობის’’
სისტემის სამი მოდელი
: ა)“საერთო ზედამხედველობის’’, ბ)“სექტორული[ანუ
დარგობრივი] ზედამხედველობის’’ გ) „შერეული ზედამხედველობის’’
ხ
·
“საერთო ზედამხედველობის’’სისტემაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე „ადმინისტრაციულ ზედამხედველობა“ ერთი საჯარო უწყების
პასუხისმგებლობაშია მოქცეული
·
ასეთ უწყებას წარმოადგენს რომელიმე სამინისტრო ან “ზოგადი
კომპეტენციის ტერიტორიული ორგანო’’[მაგ. „პრეფექტი’’,“გუბერნატორი’’,“ვოევოდა’’]
·
„საერთო ზედამხედველობა’’ ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების საქმიანობაზე.როგორც „საკუტარი’’,ისე
„დელეგირებილი’’ უფლებამოსილებების სფეროში
ხ
·
„სექტორული[დარგობრივი]
ზედამხედველობის’’ სისტემაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე „ადმინისტრაციულ ზედამხედველობას“ სხვადასხვა მმართველობითი
ორგანო[ სამინისტრო,დეპარტამენტი,სამსახური,სააგენტო და.აშ.] საკუთარი კომპეტენციის
სფეროში ახორციელებს.
ხ
·
ყველაზე გავრცელებულია „შერეული
ზედამხედვეობის’’ სისტემა
·
„შერეული ზედამხედვეობის’’ სისტემაში “საერთო ზედამხედველობის’’სისტემა
და „სექტორული[დარგობრივი]
ზედამხედველობის’’ სისტემა ერთმანეთის პარალელურად
ფუნქციონირებს.
·
“საერთო ზედამხედველობა’’ ადგილობრივი თვითმმართველობის „საკუთარი უფლებამოსილების’’
სფეროში ხორციელდება
·
ხოლო „სექტორული[დარგობრივი]
ზედამხედველობა’’ ადგილობრივი თვითმმართველობაზე „დელეგირებული უფლებამოსილების ’’ სფეროში
მოქმედებს
·
„შერეული ზედამხედვეობის’’ სისტემა ორ ძირითად ქვესახედ იყოფა:
1.
„ჰორიზონტალური[პარალელური]
შერეული ზედამხედველობის სისტემა
2.
ვერტიკალური[ერთიანი]
შერეული ზედამხედველობის სისტემა
ხ
·
„ჰორიზონტალური[პარალელური]
შერეული ზედამხედველობის სისტემა- ქვეყანაში ორი ან მეტი ტერიტორიული
დონის ადგილობრივი თვითმმარტველობის სისტემის არსებობას გულისხმობს [მაგ. მუნიციპალურის
და რაიონულის და რეგიონულის]
აღნიშნულ სისტემის
ფარგლებში“სხვადასხვა ტერიტორიულ დონეზე’’ განსხვავებული „ზედამხედველობის’’ სისტემა
მოქმედებს.
მაგ. ადგილობრივი
ტვიტმმართველობის „ქვედა დონეზე’’[სოფელი,რაიონი ,ან ქალაქი]- „საერტო ზედამხედველობის’’
სისტემა შეიძლება ფუნქციონირებდეს,ხოლო „ზედა დონეზე’’[რეგიონი]-„სექტორული ზედამხედველობის’’
სისტემა .ასევე არ არის გამორიცხული „ზედა დონეზე’’ სისტემას „შერეული ზედამხედველობის’’
ფორმა ჰქონდეს .კერძოდ,“საერთო ზედამხედველობის’’-„საკუთარი უფლებამოსილების’’ სფეროში
და „სექტორული ზედამხედველობის’’-:დელეგირებული უფლებამოსილების’’ სფეროში
ხ
·
ვერტიკალური[ერთიანი]
შერეული ზედამხედველობის სისტემა ადგილობრივი თვიტმმარტველობის
„ყველა ტერიტორიულ დონეზე’’ ერთიანი - კერძოდ ,“შერეული ზედამხედველობის სისტემის არსებობას
გულისხმობს. ასეთ დროს ადგილობრივი თვითმმართველობის „ყველა ტერიტორიულ დონეზე’’
„საკუთარი
უფლებამოსილების’’ სფეროში „ზოგადი ზედამხედველობა’’ ხორციელდება,ხოლო „დელეგირებული
უფლებამოსილების’’ სფეროში -„შერეული ზედამხედველობა’’]
„ადმინისტრაციული ზედამხედველობის ‘’ორგანოები
·
ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების საქმიანობაზე „ადმინისტრაციულ ზედამხედველობის’’ განმახორციელებელი ორგანოები ხუთ ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
1) ცენტრალური ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოები[მაგ. მთავრობა ან სამინისტრო
შეიძლება იხილავდეს „ადმინისტრაციულ საჩივრებს’’ გუბრნატორის გადაწყვეტილებებზე]
2)
„ფედერაციის სუბიექტის’’ აღმასრულებელი
ხელისუფლების ორგანოები
3)
„რეგიონის’’ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები
4) „ზოგადი კომპეტენციის დეკონცენტრირებული ტერიტორიული ხელისუფლების ორგანოები’’[ანუ „სახელმწიფო რწმუნებული’’,“გუბერნატორი’’,“პრეფექტი’’
და ა.შ.]
5) ადგილობრივი თვიტმმარტველობის აღმასრულებელი ორგანოები ან თანამდებობის
პირები[ მაგ
. „რეგიონის მერი’’ ან „რეგიონის მდივანი’’]
„ადმინისტრაციული ზედამხედველობის’’ მიზნები
ა) თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების
„კანონიერებაზე’’ ზედამხედველობა
·
„ადგილობრივი თვითმმართველობის’’ინსტიტუტი სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის
ფარგლებში არსებობს
·
ასე რომ ,„ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ავტონომია „აბსოლუტური’’ არ არის
·
„ადდგილობრივი თვიტმმარტველობა’’ უპირველეს ყოვლისა ,კანონითაა შეზღუდული
·
ქვეყანაში „კანონიერების პრინციპის’’ დაცვაზე პასუხისმგებლობა კი „სახელმწიფო
ხელისუფლებას’’ ეკისრება.
·
ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების საქმიანობაზე „ადმინისტრაციულ ზედამხედველობის’’ მთავარ მიზანს “კანონიერებაზე ‘’ ზედამხედველობა
წარმოადგენს.
ხ
·
„კანონიერების პრინციპი’’ „ადმინისტრაციული
ზედამხედველობის“ ორგანოებსაც „ზღუდავს’’.
·
„ადმინისტრაციული ზედამხედველობის“
ორგანო ვალდებულია“ზედამხედველობის განხორციელებისას’’
დაიცვას კონსტიტუციიტ და კანონით გარანტირებული „ადგილობრივი
თვითმმართველობის’’ ავტონომია.
ხ
ყურადღება:
·
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის კანონიერების’’ შეფასება,მატი
‘გადაწყვეტილებების’’ - ე.ი. ა)„ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტების’’, ბ)„ხელშეკრულებების’’ ,გ)“მოქმედებების
და უმოქმედობის’’ [„რეალაქტების’’] –„კანონიერების’’ შემოწმებაში
გამოიხატება
ხ
·
„კანონიერებაზე’’ ზედამხედველობას შეიძლება დაექვენდებაროს
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების „ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტების’’,როგორც „შინაარსობრივი’’[მატერიალური],ასევე „პროცედურული’’[ე.ი. „ფორმალური’’] კანონთან შესაბამისობა.
·
„შინაარსობრივ’’[მატერიალურ] შესაბამისობაზე „ზედამხედველობისას’’ თვიტმმარტველი
ერტეულის „ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტების’’ „კანონტან შესაბამისობის’’ „შიბნარსობრივი’’ ანალიზი ხორციელდება
·
ხოლო“ფორმალურ შესაბამისობაზე’’
„ზედამხედველობისას’’ „სამართლებრივი აქტის მიღებისტვის კანონმდებლობიტ დადგენილი
პროცედურების დაცვა მოწმდება’’[მაგ.“კვორუმის არსებობა’’“საკრებულოს სხდომის მოწვევის
ლეგიტიმურობა’’,“გადაწყვეტილების მხარდამჭერი ხმების რაოდენობა’’ და ა.შ.]
ხ
·
„კანონიერებაზე ზედამხედველობას’’ ექვემდებარება თვითმმარტველი ერთეულის „რეალ აქტებიც’’-
ე.ი. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების „მოქმედება’’ ამ „უმოქმედობა’’
·
კერძოდ,როდესაც „ადგილობრივი ხელისუფლების’’ აღმასრულებელი ორგანო კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას
არ ასრულებს ან კანონდარღვევით მოქმედებს
·
მაგ. „დადგენილ ვადაში’’ არ გასცემს „მშენებლობის ნებარტვას’’
ან „ნარჩენების გადასაყრელ ყუთს უკანონოდ განატავსებს სხვის საკუტრებაში არსებულ ტერიტორიაზე’’
და სხვა
ხ
·
„კანონიერებაზე ზედამხედველობა’’ ასევე მოიცავს „კონკრეტული
საკიტხის გადაწყვეტაზე ადგილობრივი თვითმმარტველობის უფლებამოსილების არსებობა-არარსებობის
შეფასებასაც’’
·
ასეთ დროს ,უნდა გვახსოვდეს ,რომ“კანონიერების პრინციპი’’
არ ირღვევა,თუ მუნიციპალიტეყი „სუბსიდიარობის’’ და „უნივერსალური იურისდიქციის ‘’ პრინციპების
შესაბამისად ახორციელებს იმ ფუნქციებს,რომლებიც კანონით თვიტმმართველი ერტეულის უფლებამოსილებად
პირდაპირ არ არის განსაზღვრული,მაგრამ არც ხელისუფლების სხვა ორგანოთა ექსკლუზიურ კომპეტენციას განეკუთვნება.
ხ
·
„კანონიერებაზე ზედამხედველობის ფარგლები „უფრო ფართოა’’ „დელეგირებული უფლებამოსილების’’
განხორციელებაზე ზედამხედველობის დროს,ვიდრე “საკუთარი უფლებამოსილების’’ სფეროში
·
“საკუთარი უფლებამოსილების’’ სფეროში „კანონიერებაზე’’
ზედამხედველობას,როგორც წესი ,მხოლოდ ‘ადგილობრივი ტვიტმმარტველობის ნორმატიული „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტები’’ ექვემდებარება,
ხოლო
„დელეგირებული უფლებამოსილებების’’ სფეროში აგრეთვე „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი
აქტები’’ და „სხვა’’ გადაწყვეტილებებიც
ბ) თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების „მიზანშეწონილობაზე’’ ზედამხედველობა
· თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების „მიზანშეწონილობაზე’’ ზედამხედველობა -თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების „შინაარსობრივი ღირებულების ‘’ შემოწმებას გულისხმობს
·
„მიზანსეწონილობაზე’’ ზედამხედველობას შეიძლება დაექვემდებაროს:
a.
მუნიციპალური პოლიტკის პრიორიტეტები
b.
გადაწყვეტილების აღსრულების დრო
c.
გადაწყვეტილების აღსრულების ვადა
d. გადაწყვეტილების
არსრულების ფორმა
e.
„ადგილობრივი პოლიტიკის’’ განხორციელების მასშტაბი და
მოცულობა
f.
„ადგილობრივი პროგრამების“ ბენეფიციარების რაოდენობა
და ჯგუფები და ა.შ.
ხ
·
თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების „მიზანშეწონილობაზე’’
ზედამხედველობა „ადგილობრივი
ავტონომიის’’ მნიშვნელოვან შეზღუდვად განიხილება,რომელიც მხოლოდ „გამონაკლისის’’ სახით
გამოიყენება,როგორც წესი,“დელეგირებული ‘’ უფლებამოსილების სფეროში.
„ადმინისტრაციული ზედამხედველობის’’ განხორციელების დრო- ა)წინასწარი და ბ) შემდგომი ზედამხედველობა
·
„ზედამხედველობის’’ განხორციელების „დროის’’ მიხედვით
განასხცვებენ ა)„წინასწარ[ანუ პრევენციულ]
ზედამხედველობას’’ და ბ)„შემდგომ ზედამხედველობას’’
ხ
·
„წინასწარი[ანუ პრევენციული] ზედამხედველობა“ „ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების’’ „წინასწარ შემოწმებას“ ნიშნავს.
·
„შემდგომი ზედამხედველობა’’ „ადმინისტაციული
გადაწყვეტილების’’ მიღების ან განხორციელების შემდეგ მის გადამოწმებაში გამოიხატება.
ხ
თვითმმართველი ერთეულის „ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების’’ „წინასწარი ადმადმინისტრაციული ზედამხედველობა’’
·
„წინასწარი ადმინისტრაციული ზედამხედველობის’’ ფორმებია
:
a.
„ნებართვის გაცემა’’
b.
„გადაწყვეტილებატა დამტკიცება’’
c.
„წინასწარი ტანხმობის გაცემა’’
·
მაგ.“წინასწარი ზედამხედველობას წარმოადგენს’’ კანონის
ჩაქნაწერი,როდესაც „თვითმმართველი ერთეულის ნორმატიული აქტი’’ ძალაში შედის მინისტრის თანხმობის შემთხვევაში
ან „თვითმმართველი ერთეულის ნორმატიული აქტის’’ გამოცემა
შეუძლია მხოლოდ მინისტრის ნებართვით
ხ
·
ზოგჯერ წინასწარი ზედამხედველობის განხორციელებისას
„ზედამხედველობის ორგანოს’’ შესაბამის აქტებში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება
გააჩნია
·
ამასთან, „ნებართვის გაუცემლობას“ ან „გადაწყვეტილების
დაუმტკიცებლობას’’,როგორც წესი, მოჰყვება ზედამხედველობის
ორგანოს შესაბამისი „დასკვნა’’ან/და „რეკომენდაცია’’,რომელიც შეუთანმხებლობის მიზეზების
განმარტავს.
ხ
·
„წიმასწარი ზედამხედველობის’’ მთავარი მიზანი „არასწორი
გადაწყვეტილების’’ თავიდან აცილებაა[!]
ხ
·
„წინასწარი ზედამხედველობის’’ გამოყენება მხოლოდ კანონით
გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება იყოს დასაშვები,,როდესაც „შემდგომი
ზედამხედველობა’’ „კანონიერი ინტერესების’’
დაცვისთვის ნაკლებად ეფექტიანი საშუალებაა.
ხ
·
თუმცა, არის შემთხვევები,როდესაც“წინასწარი ზედამხედველობა’’ კანონიერების
დაცვის ყველაზე გონივრულ და ეფექტიან საშუალებად ჩანს.
·
მაგ. „ფინანსური პრობლემების’’ მქონე მუნიციპალიტეტში
სასესხო ვალდებულებების აღებაზე წინასწარი ზედამხედველობის განხორციელება „შემდგომ
ზედამხედველობაზე’’ ეფექტიანი შეიძლება იყოს,,თუ „შემდგომი ზედამხეველობის“ ფორმით
ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გამოუსწორებელ ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელია.
ხ
·
“წინასწარი
ზედამხედველობა’’ აგრეტვე გამართლებულია,როდესაც „ადგილობრივი თვითმმართველობის’’
ორგანოების გადაწყვეტილებები „ადგილობრივ ინტერსს’’ სცდება და „ზელოკალური’’ ინტერესები მკაფიოდ იკვეტება
მაგ.,საკითხები,
რომელიც ორ ან მეტ „თვითმმართველ ერთეულს’’
ეხება,როგორიცაა“სივრცითი განვითარების გეგმების დამტკიცება’’. ამ დროს „წინასწარი
ზედამხედველობა’’ მუნიციპალიტეტებს შორის შემდგომი კონფლიქტის წარმოშობის თავიდან აცილების
მიზნით გამართლებულია.
ხ
·
„წინასწარი ადმინისტრაციული ზედამხედველობის’’ ფორმას
„წინასწარი კონსულტაციაც’’ წარმოადგენს.
·
განსაკუტრებით,თუ ის „ადმინისტრაციული ზედამხედველობის
ორგანოს’’ მოთხოვნით ხორციელდება ან/და სავალდებულო სახე აქვს
·
„წინასწარი
კონსულტაციაციის’’ დროს „ადმინისტრაციული
ზედამხედველობის ორგანო’’ ,ფაქტობრივად ,გადაწვეტილების მიღების პროცესში ერთვება,მიუხედავად
იმისა,რომ „კონსულტაციას’’ ფორმალურად „სარეკომენდაციო’’ სახე აქვს,“ზედამხედველოს
ორგანოს’’ „ავტორიტეტის’’ ზეგავლენით,როგორც
წესი,მსგავსი ტიპის კონსულტაციისას გაცემული რეკომენდაცია,პრაქტიკულად „სავალდებულო
მოტხოვნად’’ იქცევა.
ხ
‘“ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს’’ „სავალდებულო ინფორმირება“
·
„წინასწარი ადმინისტრაციული ზედამხედველობად’’ არ ითვლება“ზედამხედველობის
განმახორციელებელი ორგანოს’’ „სავალდებულო
ინფორმირება“
·
ამ შემთხვევაში „ტვითმმარტველი ერთეული’’ ვალდებულია
თავისი გადაწყვეტილების შესახებ“ზედამხედველ ორგანოს’’ აცნობოს
·
აქ მტავარია,რომ „ზედამხედველ ორგანოს’’ გადაწყვეტილების
გაუქმება ან შეჩერება არ შეეძლოს.
·
ხ
·
„სავალდებულო
ინფორმირება’’ „ „სავალდებულო შემდგომი ზედამხედველობის’’ განხორციელების
საფუძველია.
თვითმმართველი ერთეულის „ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების’’ „შემდგომი ადმიმისტრაციული ზედამხედველობა’’
· „შემდგომი ადმიმისტრაციული ზედამხედველობა’’ თვითმმართველი ერთეულის „ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების’’ „ძალაში შესვლის შემდეგ’’ „გადამოწმებაში’’ გამოიხატება.
· „ადგილობრივი თვითმმარტველობის’’ ავტონომიის მარალი ხარისხი სწორედ იმ ქვეყნებში ვლინდება,სადაც“შემდგომი ზედამხედველობა’’ „ზედამხედველობის’’ ძირიტადი ფორმაა, ხოლო“წინასწარი ზედამხედველობა’’ მხოლოდ „გამონაკლის შემთხვევებში’’ გამოიყენება.
„ადმინინისტრაციული ზედამხედველობის’’ -ობიექტი
·
„ადმინინისტრაციული ზედამხედველობის’’ „ობიექტის’’ მიხედვით განასხვავებენ
a. ადგილობრივი თვითმმართველობის „გადაწყვეტილებებზე’’ ზედამხედველობას
b. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე ზედამხედველობას
c. ადგილობრივი თვითმმართველობის „თანამდებობის პირებზე’’ ზედამხედველობას
·
„ადმინინისტრაციული ზედამხედველობის’’ „ ძირითადი ობიექტია’-
თვითმმართველი ერთეულის „გადაწყვეტილებები’’
·
„გადაწყვეტილებები’’ გულისხმობს:
a. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ „აქტებს’’
b. „რეალაქტებს’’
c. ადმინისტრაციულ და კერძოსამართლებრივ
„ხელშეკრულებებს’’
d. „იურიდიული პირების’’ შექმნის
თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს
e. „ფინანსური ვალდებულებების[სესხი,ობლიგაციები]
აღების შესახებ’’ გადაწყვეტილებებს და.შ.
·
თვითმმართველი ერთეულის „გადაწყვეტილებებზე’’ „ადმინისტრაციული ზედამხედველობა’’ ამ „გადაწყვეტილებების’’ ა)“კანონიერების’’
ან ბ)“მიზანშეწონილობის’’ უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.
ხ
·
ადგილობრივი თვითმმართველობის „ორგანოებზე“ და „თანამდებობის პირებზე’’ „ზედამხედველობის’’ პროცესში ყურადღება მათ გადაწყვეტილებებსაც ექცევა,მაგრამ „შეფასების’’ „საბოლოო ობიექტს’’ ადგილობრივი
თვითმმართველობის „ორგანოების“ და „თანამდებობის
პირების’’ საქმინობის ა)კანონიერება ,ბ) ეფექტურობა და გ)ქმედუნარიანობა წარმოადგენს
·
შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის „ორგანოებზე“
და „თანამდებობის პირებზე „ზედამხედველობის’’ საბოლოო შედეგი არა მათი
„კომკრეტული გადაწყვეტილების’’ „შეცვლა’’
,“შეჩერება’’, თუ „გაუქმებაა’’,არამედ
„ადგილობრივი ხელისუფლების’’ „ორგანოს’’ ან „თანამდებობის
პირის’’ უფლებამოსილების
„შეჩერება’’,“ვადამდე შეწყვეტა’’,“დაჯარიმება’’,“ქმედების[მოქმედების ან უმოქმედობის]
ჩანაცვლება’’ და ა.შ.
·
მაგ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება „ვადამდე შეწყვეტის’’
საფუძველია,თუ მისი წევრების რაოდენობა ნახევარზე მეტით შემცირდა,რის გამოც ის ვეღარ
ახორციელებს საკუტარ ფუნქციას.
„სავალდებულო“ და „შერჩევითი“ ზედამხედველობა
·
„ადმინისტრაციული ზედამხედველობა’’ შეიძლება ატარებდეს ა)“სავალდებულო ზედამხედველობის’’ ან ბ)“შერჩევითი ზედამხედველობის’’ ფორმას
ა)“სავალდებულო ადმინისტრაციული ზედამხედველობა’’
·
“სავალდებულო ადმინისტრაციული ზედამხედველობის’’ დროს “ ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ორგანოების „გადაწყვეტილებები’’ „სავალდებულო შემოწმებას’’ ექვემდებარება
ხ
·
„შერჩევითი ადმინისტრაციული ზედამხედველობის’’ დროს “ ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ორგანოების
„გადაწყვეტილებები’’ „პერიოდული’’
ან „შერჩევითი’’ შემოწმების’’ ობიექტებია.
ხ
·
„სავალდებულო ზედამხედველობის’’ დროს ადგილობრივი თვითმმართველობის „ორგანოები „ვალდებულები არიან’’ ზედამხედველობას
დაქვემდებარებული „ყველა’’ გადაწყვეტილება
თუ მოქმედება[რეალაქტი] „ადმინისტრაციული ზედამხედველობის ორგანოს’’ აცნობომ ან ზედამხედველობისთვის ხელმისაწვდომი გახადონ „საჯაროდ
გამოქვეყნების ‘’ ფორმით.
ბ)“შერჩევითი ადმინისტრაციული ზედამხედველობა’’
·
„შერცევითი ზედამხედველობა’’ „ადმინისტრაციული ზედამხედველობის’’ ნაკლებ
ინტენსივობაზე მიუტითებს[ვიდრე „სავალდებულო ადმინისტრაციული ზედამხედველობისას’’]
·
„შერჩევითი ზედამხედველობის’’ შემთხვევაში “ზედამხედველობის პროცედურა’’ მხოლოდ ან “ადმინისტრაციული
ზედამხედველობის ორგანოს’’ ან „მესამე პირების ‘’ ინიციატივით იწყება.
·
“ადმინისტრაციული ზედამხედველობის
ორგანოს’’ ინიციატივით „ზედამხედველობა’’ „გარკვეული
პერიოდულობით’’ ან“კონკრეტულ საკითხთან დაკავირებით’’ მიმდინარეობს
·
„ადმინისტრაციული ზედამხედველობის“
პროცედურის დაწყების ინიცირება ასევე შესაძლებელია „მესამე პირების’’ მიერ [ე.ი.
ადგილობრივი თვიტმმართველობის ორგანოს „გადაწყვეტილებით’’ „დაინტერესებული სუბიექტების’’
ან „სხვა პირების’’ განხადების საფუძველზე. ეს“დაინტერესებული’’ და „სხვა პირები’’ შეიძლება იყვნენ ა)ფიზიკური და იურიდიული
პირები,რომლებსაც შესაბამისი „გადაწყვეტილება’’ ეხებათ,აგრეთვე ბ)ადგილობრივი საკრებულოს
წევრები, გ) ომბუდსმენი და დ)“სხვა სახელმწიფო ორგანოები.
ადმინისტრაციული ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილებები
·
ადმინისტრაციული
ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილებები „შინაარსის’’ მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა :
1) რეპრესიული უფლებამოსილებები [ ესენია: ა)„ადმინისტრაციულ
სამართლებრივი აქტების გაუქმება“,ბ)“თვითმმართველობის ჩანაცვლება’’,გ)“უფლებამოსილების
ჩამორთმევა’’,დ)“ფინანსური სანქციების’’ დაკისრება,ე)“წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი
ორგანოებისა და თანამდებობის პირების დათხოვნა/დაშლა /უფლებამოსილების შეჩერება’’]
2) „პრევენციული უფლებამოსილებები’’ [ესენია: ა) „სარეკომენდაციო ხასიათის ინსტრუქციები’’ ბ)“წინასწარი კონსულტაციები’’ გ)“შესასრულებლად
სავალდებულო მითითებები’’ ]
3) „საგამოძიებო უფლებამოსილებები’’[ესენია: ა)“ადმინისტრაციულ
-სამართლებრივი აქტების- შეჩერება’’ ,ბ)“ინფორმაციის მოთხოვნა’’ და გ)“ინსპეტირება’’]
Комментарии
Отправить комментарий