13.2 მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემა საქართველოში[129-138-ე მუხლები]
სარჩევი:
მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემა საქართველოში
„სახელმწიფო ზედამხედველობის’’ ცნება [129-ე მუხ-1-ლი- ნაწ]
„სახელმწიფო ზედამხედველობის’’ სახეები[129-ე მუხ. მე-2 ნაწ]
„სამართლებრივი ზედამხედველობა’’ და „დარგობრივი ზედამხედველობა’’[129-ე მუხ. მე-3 და მე-4 ნაწ]
„დარგობრივი ზედამხედველობა’’[129-ე მუხ. მე-4 ნაწ]
მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანოობაზე-„სამართლებრივი ზედამხედველობა’’
ა) „სამართლებრივი ზედამხედველობის“ ობიექტი [132-ე მუხ. 1-ლი ნაწ]
ბ)„სამართლებრივი ზედამხედველობის’’ განმახორციელებელი ორგანო [130-ე მუხ. 1-ლი ნაწ]
„სამართლებრივი ზედამხედველობის“ პროცედურა [132-ე მუხლის
მე-3,მე-5 ,მე-6,მე-7,მე-8,მე-9 ნაწილები]
„დარგობრივი ზედამხედველობის“ პროცედურა [132-ე მუხლის
მე-4 ნაწილი
მუნიციპალიტეტის ორგანოების საქნიანობაზე „დაგობრივი’’ სახელმწიფო ზედამხედველობა.
„დარგობრივი ზედამხედველობის’’ განმახორციელებელი ორგანო [130-ე მუხ. მე-2 ნაწ]
„დარგობრივი ზედამხედველობის’’ -ობიექტი[133-ე მუხ. 1-ლი
ნაწ]
„დარგობრივი ზედამხედველობის’’ ორგანოების უფლებამოსილებები
ა)„დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს“ „შესასრულებლად სავალდებულო მითითება“.[135-ე მუხ. ნაწ. 1-ლი]
„ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება’[მუხ. 136-ე]
რა შემთხვევებში ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება’’ ?
„ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების“ გამოყენების წინაპირობები [136-ე მუხ. 1-ლი და მე-2 ნაწ]
მუნიციპალიტეტის ორგანო/თანამდებობის პირის ვალდებულება [136-ე მუხ. მე-5 ნაწ]
რა ითვლება დელეგირებული უფლებამოსილების „არაჯეროვნად განხორციელებად’’ ?
„ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების’’ გამოყემების „შეზღუდვები’’ [136-ე მუხ. მე-7 ნაწ]
„სამართლებრივიკონსულტაცია’’[მიხ. 137-ე]
მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება[137-ე მუხ. 1-ლი ნაწ]
რა უნდა ერთვოდეს სამართლებრივი კონსულტაციის თაობაზე წერილობით მიმართვას ?[137-ე მუხ. მე-2 ნაწ]
„სამართლებრივი კონსულტაციის’’ სახეები
„სამართლებრივი კონსულტაციის“ გავლის „პროცედურა’’[მუხ. 137-ე მე-3 ნაწ.]
სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს „სამართლებრივი დასკვნა’’[137-ე მუხ მე-4 ნაწ]
სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს „ანგარიში’’ [138-ე მუხ]
მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემა საქართველოში
·
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი’’ მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაზე „სახელმწიფო ზედამხედველობის“ საკითხებს მე-16,მე-17 და მე-18 თავებს
უთმობს
·
ხ
·
მე-16 თავი ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების საქმიანობაზე „სახელმწიფო ხელისუფლების
ადმინისტრციული ორგანოების“ მიერ „სახელმწიფო ზედამხედველობის“ საკითხებს არეგულირებს.
·
მე-17თავშია დარეგულირებული ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებზე „ფინანსური ზედამხედველობის’’საკითხი
რომელიც ა)“სახელმწიფო აუდიტის’’,ბ)“შიდა აუდიტის’’ და გ)“დამოუკიდებელი
აუდიტის’’ ფორმით ხორციელდება
·
მე-18 თავში განხილულია ა)მუნიციპალიტეტის
საკრებულოს საქმიამობის „შეჩერების’’ და „დათხოვნის’’ საკითხები ,ბ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის უფლებამოსილებების
„ვადამდე შეწყვეტის’’ და „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების’’
საკითხები
ხ
„სახელმწიფო ზედამხედველობის’’ ცნება [129-ე მუხ-1-ლი- ნაწ]
„სახელმწიფო
ზედამხედველობა“ არის
„აღმასრულებელი ხელისუფლების“
ორგანოების მიერ [ ანუ სახელმწიფო
ხელისუფლების ადმინისტრციული ორგანოების მიერ
] განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანებია:
ა) „მუნიციპალიტეტის ორგანოების“ საქმიანობის
„კანონიერების“ უზრუნველყოფა
და
ბ) „მუნიციპალიტეტის ორგანოებზე“ „დელეგირებული უფლებამოსილების“ „ჯეროვანი განხორციელების“
-უზრუნველყოფა.
[„სახელმწიფო ზედამხედველობის’’
ცნება -ზეპირად]
ხ
„სახელმწიფო ზედამხედველობის’’ სახეები[129-ე მუხ. მე-2 ნაწ]
·
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი ე.წ. „შერეული ზედამხედველობის’’ სისტემას აყალიბებს.
·
„შერეული ზედამხედველობა ‘’ ა)“საერთო
ზედამხედველობის’’ და ბ)“სეექტორული[დარგობრივი]
ზედამხედველობის’’ ერთდროულად არსებობას გულისხმობს.
მუხლი 129. სახელმწიფო ზედამხედველობის ცნება და სახეები |
2. სახელმწიფო ზედამხედველობის სახეებია: ა)სამართლებრივი ზედამხედველობა და ბ)დარგობრივი ზედამხედველობა. |
„სამართლებრივი ზედამხედველობა’’ და „დარგობრივი ზედამხედველობა’’[129-ე მუხ. მე-3 და მე-4 ნაწ]
·
„მუნიციპალიტეტის ორგანოების“ საქმიანობაზე „საერთო ზედამხედველობა’’ -„სამართლებრივი ზედამხედველობის’’ ფორმით ხორციელდება
·
სახელმწიფო ხელისუფლების ადმინისტრციული
ორგანოების მიერ „სამართლებრივი ზედამხედველობა’’ მუნიციპალიტეტის ,„საკუთარი“ და „დელეგირებული“ უფლებამოსილებების სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს
მიერ მიღებული ნორმატიული “ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების’’ „კანონიერების“ შემოწმების მიზნით ხორციელდება.
მუხლი 129. სახელმწიფო ზედამხედველობის ცნება და სახეები |
3. სამართლებრივი ზედამხედველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. |
„დარგობრივი ზედამხედველობა’’[129-ე მუხ. მე-4 ნაწ]
·
ხოლო “სექტორული[დარგობრივი] ზედამხედველობა’’ ეს არის -მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის „ცალკეულ
სფეროებზე’’ სახელმწიფო ხელისუფლების
ადმინისტრციული ორგანოების ზედამხედველობა
·
„სექტორული[დარგობრივი]
ზედამხედველობა’’- მხოლოდ მუნიციპალიტეტზე „დელეგირებული უფლებამოსილების’’
სფეროში ხორციელდება
და„დელეგირებული უფლებამოსილების’’ სფეროში
მუნიციპალიტეტის ორგანოების
საქმიანობის “კანონიერების’’ და „მიზანშეწონილობის’’ უზრუნველყოფას
ემსახურება
მუხლი 129. სახელმწიფო ზედამხედველობის ცნება და სახეები |
4. დარგობრივი ზედამხედველობა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების კანონიერ და ჯეროვან განხორციელებას |
მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანოობაზე-„სამართლებრივი ზედამხედველობა’’
ა) „სამართლებრივი ზედამხედველობის“ ობიექტი [132-ე მუხ. 1-ლი ნაწ]
·
საქართველოში „სამართლებრივი ზედამხედველობას’’ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხოლოდ ნორმატიული „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი’’
აქტები ექვემდებარება.[„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 132-ე მუხ.1-ლი ნაწ]
მუხლი 132. სამართლებრივი ზედამხედველობა |
1. სამართლებრივი ზედამხედველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე. |
·
ყურადღება: ამრიგად, “სამართლებრივი
ზედამხედველობის’’ ობიექტს არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის:
ა)არც
ინდივიდულურ-სამართლებრივი აქტები[ინდაქტები] , ბ)არც „რეალაქტები’’, გ)არც
ხელშეკრულებები’’
ხ
·
,„სამართლებრივი ზედამხედველობის’’ ფარგლებში მოწმდება ,როგორც მუნიციპალიტეტის
„საკუთარი’’ ,ისე დელეგირებული’’ უფლებამოსილებების სფეროში მიღებული ნორმატიული „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი’’ აქტების - „კანონიერება’’
ხ
ბ)„სამართლებრივი ზედამხედველობის’’ განმახორციელებელი ორგანო [130-ე მუხ. 1-ლი ნაწ]
·
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 130-ე
მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად :
„მუნიციპალიტეტის ორგანოების
საქმიანობის „სამართლებრივ ზედამხედველობას“ ახორციელებს საქართველოს
პრემიერ-მინისტრი“.
„პრემიერ-მინისტრი’’ „მუნიციპალიტეტების ორგანოების“ საქმიანობაზე
“სამართლებრივ ზედამხედველობას’’
ახორციელებს „მთავრობის ადმინისტრაციის’’ „შესაბამისი’’ სტრუქტურული ერთეულის დახმარებით.
ხ
·
ხოლო აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკაში „მუნიციპალიტეტის ორგანოების“ საქმიანობაზე სახელმწიფო
ზედამხედველობის ორგანო განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.[130-ე მუხ. მე-2 ნაწ]
ხ
საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების ნორმატიული „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი’’ აქტების სავალდებულო „სამართლებრივი ექსპერტიზა’’
·
საქართველოში „სამართლებრივ ზედამხედველობას’’
–„სავალდებულო’’ „შემდგომი ზედამხედველობის’’ ფორმა აქვს
·
რაც იმას ნიშნავს,რომ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების
„ყველა’’ ნორმატიული „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი’’ აქტი,რომელიც საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეში’’ ქვეყნდება,ავტომატურად „სამართლებრივ ექსპერტიზას’’ ექვემდებარება.
·
კოდექსის 132-ე მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია „ნორმატიული აქტით“ განსაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
მიერ მუნიციპალიტეტის „საკუთარი უფლებამოსილების“ სფეროში მისაღები იმ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების
ნუსხა, რომლებზედაც არ ხორციელდება „სამართლებრივი ზედამხედველობა“.[ანუ
რომელიც სავალდებულო -ავტომატურ შემოწმებას არ გაივლის,რაც „სახელმწიფო ზედამხედველობის’’
მოცულობის შემცირების საშუალებას იძლევა]
„სამართლებრივი ზედამხედველობის“ პროცედურა [132-ე
მუხლის მე-3,მე-5 ,მე-6,მე-7,მე-8,მე-9 ნაწილები]
·
კოდექსით რეგულირებული „სამართლებრივი ზედამხედველობის
პროცედურა’’ შეიძლება 3 ეტაპად დაიყოს:
1) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი’’
აქტის „სამართლებრივი ექსპერტიზის’’ ჩატარების
და „დასკვნის’’ მომზადების წესი[პროცედურა]
2) „დასკვნაზე’’ მუნიციპალიტეტის რეაგირების წესი[პროცედურა]
3) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი’’
აქტის სასამართლოში გასაჩივრების
წესი[პროცედურა]
·
კოდექსის 132-ე
მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით:
„სამართლებრივი ზედამხედველობის“
ორგანო [ე.ი.„მთავრობის ადმინისტრაციის’’
„შესაბამისი’’ სტრუქტურული ერთეული]ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“
გამოქვეყნებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სავალდებულო
„სამართლებრივ ექსპერტიზას“ და „სამართლებრივ დასკვნას“ უგზავნის აქტის მიმღებ ორგანოს.[ე.ი.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს]
„სამართლებრივი ზედამხედველობის“ ორგანო „სამართლებრივ დასკვნას“ ამზადებს და მუნიციპალიტეტის
საკრებულოს უგზავნის შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა.
„ სამართლებრივი ზედამხედველობის“
ორგანო „სამართლებრივ
დასკვნაში“ უთითებს იმ ნორმებს,
რომლებსაც ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
„სამართლებრივი დასკვნა“ არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული „ადმინისტრაციული
წარმოება“.[რაც მუნიციპალიტეტის მიერ „სამართლებრივი დასკვნის’’ ადმიმისტრაციული წესით
„ზემდგომ ორგამოში’’ ან „სასამართლოში’’ გასაჩივრებას
გამორიცხავს] [„სამართლებრივ დასკვნას’’ მხოლოდ „სარეკომენდაციო ხასიათი აქვს’’]
ხ
·
კოდექსის 132-ე
მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით:
უარყოფითი „სამართლებრივი
დასკვნის“ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის
საკრებულო „დასკვნის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში“ სამართლებრივი
ზედამხედველობის ორგანოს უგზავნის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში
„ცვლილების შეტანის“
ან „ამ აქტის გაუქმების
„შესახებ მიღებულ
ა)„ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტს ან ბ)„მოტივირებულ[ე.ი. დასბუთებულ] წერილობით უარს“.
ხ
·
კოდექსის 132-ე
მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით:
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-5
პუნქტით განსაზღვრულ ვადაში „სამართლებრივი დასკვნის“ „გაუთვალისწინებლობის“ ან „მოტივირებული წერილობითი უარის“ შემთხვევაში
სამართლებრივი ზედამხედველობის
ორგანო უფლებამოსილია „შესაბამისი ვადის გასვლიდან“ ან „მოტივირებული წერილობითი
უარის“ მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა მიმართოს სასამართლოს „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“
გაუქმების
მოთხოვნით.
ან
კოდექსის 132-ე მუხლის მე-7 ნაწილის
მიხედვით:
სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია გაითვალისწინოს და დამაკმაყოფილებლად
ცნოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს „მოტივირებული წერილობითი უარი“.
ხ
კოდექსის 132-ე მუხლის მე-8 ნაწილის
მიხედვით:
თუ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ნორმებს ან არსებით და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მოქალაქეთა
კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო
უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის დაუცველად, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“ „გაუქმების“ მოთხოვნით.
ხ
მუნიციპალიტეტს
უფლება აქვს, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ან „მისი ნაწილის“ გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით
გაასაჩივროს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.[132-ე მუხ. მე-9 ნაწ]
„დარგობრივი
ზედამხედველობის“ პროცედურა [132-ე
მუხლის მე-4 ნაწილი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ „მუნიციპალიტეტზე დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში“
მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „სამართლებრივი ექსპერტიზა“ ხორციელდება დარგობრივი
ზედამხედველობის ორგანოსთან [ე.ი. შესაბამის სამინისტროსათან ან დაწესებულებასთან] კოორდინაციით.
კეძოდ, „სამართლებრივი ზედამხედველობის“ ორგანო [ე.ი.„მთავრობის ადმინისტრაციის’’ „შესაბამისი’’ სტრუქტურული ერთეული] „მუნიციპალიტეტზე დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში“ მიღებულ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტს ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის იმ ნაწილს, რომელიც აწესრიგებს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებასთან
დაკავშირებულ საკითხებს, მისი მიღებიდან
3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის შესაბამის „დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს“ ამ აქტის კანონიერების თაობაზე საკუთარი შენიშვნების წარმოსადგენად.
დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო „თავის დასკვნას“ აგზავნის შესაბამისი მიმართვის მიღებიდან არაუგვიანეს
5 სამუშაო დღისა.
წინააღმდეგ შემთხვევაში „სამართლებრივი ზედამხედველობის“ ორგანო უფლებამოსილია
გასცეს „სამართლებრივი
დასკვნა“.
„ სამართლებრივი დასკვნის“ შინაარსზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს „სამართლებრივი
ზედამხედველობის“ ორგანო.
მუნიციპალიტეტის ორგანოების საქნიანობაზე „დაგობრივი’’ სახელმწიფო ზედამხედველობა.
·
სახელმწიფოს ან ავტონომიური რესპუბლიკის მიერ მუნიციპალიტეტისტვის
„დელეგირებული უფლებამოსილებების’’
განხორციელებაზე ზედამხედველობა ე.წ. „დარგობრივი ზედამხედველობის’’ სფეროში ექცევა.
ხ
·
„დარგობრივი ზედამხედველობის’’
მიზანია მუნიციპალიტეტისტვის
„დელეგირებული უფლებამოსილებების ‘’
ა) „კანონიერი’’
და ბ)“ჯეროვანი განხორციელება“
[იხ. 129-ე მუხლის მე-4 პუმქტი]
·
ყურადღება: 129-ე მუხლის მე-4 ნაწილის ტერმინი „ჯეროვანი განხორციელება’’ უნდა განიმარტოს როგორც მუნიციპალიტეტისტვის „დელეგირებული უფლებამოსილებების ‘’ განხორციელებისას მუნიციპალიტეტის მიერ „ინდაქტის მიღების“ ან „რეალაქტის’’
განხორციელების „მიზანშეწონილობაზე“
დარგობრივი ზედამხედველობა
ხ
„დარგობრივი ზედამხედველობის’’ განმახორციელებელი ორგანო [130-ე მუხ. მე-2 ნაწ]
„მუნიციპალიტეტების ორგანოების“ საქმიანობაზე
„სექტორული [ანუ დარგობრივი]
ზედამხედველობის“ ორგანოა შესაბამისი „სამინისტრო“/
ან „სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება“, რომლის უფლებამოსილების დელეგირებაც განხორციელდა კანონის
შესაბამისად ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დადებული“ ხელშეკრულების“ შესაბამისად.
„დარგობრივი ზედამხედველობის’’ -ობიექტი[133-ე მუხ. 1-ლი ნაწ]
·
„დარგობრივი ზედამხედველობის’’ -ობიექტი
კი შეიძლება იყოს:
a. მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული
ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების[ინდაქტების] კანონიერება
და მიზანშეწონილობა
b. მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული
„რეალაქტების’’ კანონიერება და მიზანშეწონილობა
მუხლი 133. დარგობრივი ზედამხედველობა |
1. მუნიციპალიტეტის ორგანოს/ ან თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ/გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და მუნიციპალიტეტის ორგანოს ქმედებაზე ხორციელდება დარგობრივი ზედამხედველობა. |
ხ
„დარგობრივი ზედამხედველობის’’ ორგანოების უფლებამოსილებები
[მუხ. 133-ე ნაწ. მე-2
]
·
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი’’ „დარგობრივი ზედამხედველობის’’ განმახორციელებელი ორგანოების
4 უფლებამოსილებას განსაზღვრავს:
1)
„ინფორმაციის და დოკუმენტების
გამოთხოვის’’ უფლებამოსილება
2)
„სარეკონენდაციო ხასიათის ინსრტრუქციების
გაცემის’’ უფლებამოსილება
3)
„ინდაქტების შეჩერების და გაუქმების“
უფლებამოსილება
4)
„ადგილობრივითვითმმართველობის
ორგანოს ჩანაცვლების“ უფლებამოსილება
მუხლი 133. დარგობრივი ზედამხედველობა |
2. დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების სახელმწიფო ზედამხედველობისას დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტი ან ინფორმაცია; ა1) გასცეს სარეკომენდაციო ინსტრუქცია; ბ) შეაჩეროს ან გააუქმოს მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ) ჩაანაცვლოს ადგილობრივი თვითმმართველობა. |
მიმოვიხილოთ
თითოეული მათგანი:
1)„დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს“ „ინფორმაციის და დოკუმენტების“ „გამოთხოვის’’ უფლებამოსილება [მუხ. 134-ე]
·
დარგობრივი ზედამხედველობის
ორგანოს მიერ
„დარგობრივი ზედამხედველობის’’ განხორციელების აუცილებელი პირობა „ინფორმაციის’’ არსებობაა
·
ამიტომ,“დარგობრივი ზედამხედველობის’’
ორგანოს 134-ე მუხლით მინიჭებული აქვს შეუზღუდავი უფლება „დარგობრივი
ზედამხედველობის’’ განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტებიდან მიიღოს „ნებისმიერი’’ ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
მათ შორის: „სამარტლებრივი
აქტები’’ ,“ადმინისტრაციული წარმოების მასალები’’
ხ
·
მუნიციპალიტეტი ვალდებულია მოთხოვნილი დოკუმენტი და ინფორმაცია დარგობრივი
ზედამხედველობის ორგანოს მიაწოდოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
2)„დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს“ „სარეკომენდაციო ხასიათის ინსრტრუქციების გაცემის’’ უფლებამოსილება[მუხ. 1341-ე ]
დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია „დელეგირებული უფლებამოსილების“ მუნიციპალიტეტის
მიერ ჯეროვნად განსახორციელებლად და მისით
სახელმძღვანელოდ გასცეს - „სარეკომენდაციო ინსტრუქცია“.[1341-ე მუხ. ნაწ. 1-ლი]
ხ
„სარეკომენდაციო ინსტრუქციას’’ „სარეკომემდაციო ხასიატი’’
აქვს ,მისი განხორციელების „სამარტლებრივი ვალდებულება’’ ავტომატურად არ წარმოიშობა
მაგრამ
მიხედავად ამისა,როდესაც „დარგობრივი ზედამხედველობის ‘’ ორგანო[მაგ. სამინისტრო] შეაფასებს
მუნიციპალიტეტის ინდაქტების ან რეალაქტების “მიზანშეწონილობას’’,და გასცემს“სარეკომენდაციო
ინსტრუქციას’’,მის შეუსრულებლობას შეიძლება „რეპრესიული საზედამხედველო უფლებამოსილების’’
გამოყენება მოჰყვეს [მაგ. ინდაქტის „გაუქმება’’ ამ თვითმართველობის ორგანოს „ჩანაცვლება’’
]
ხ
„სარეკომენდაციო ინსტრუქციის“ გაცნობის შემდეგ
მუნიციპალიტეტისტვის „თავიდანვე’’ გასაგები ხდება „დარგობრივი ზედამხედველობის’’ ორგანოს
„პოლიტიკა’’ და „შეფასების კრიტერიუმები’’
მაგ.საკარმოდამო
მიწის „რეგისტრაციის’’ სფეროში მუნიციპალიტეტებისთვის „დელეგირებული უყფლებამოსილების’’ „ჯეროვანი განხორციელების’’ უზრუნველსაყოფად საქარტველოს
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული იყო “მუნიციპალიტეტის მიერ საკარმიდამო მიწის ნაკვეტზე ცნობის გაცემის შესახებ’’
–„სარეკომენდაციო ინსტრუქცია’’
ეს „სარეკომენდაციო ინსტრუქცია’’ განსაზღვრავდა აღნიშნული
„ცნობის’’ გაცემისტვის ჩასატარებელი „ადმინისტრაციული წარმოების’’ „სარეკომენდაციო’’ პროცედურებს და წესებს
ხ
ამასთან გასათვალისწინებელია 1341-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა:
„სარეკომენდაციო ინსტრუქციამ“არ უნდა
შეზღუდოს მუნიციპალიტეტის უფლება, უზრუნველყოს
„დელეგირებული უფლებამოსილების“ განხორციელება „ადგილობრივი
პირობების“ გათვალისწინებით.
3)„დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს“ ინდაქტების „შეჩერების“ და „გაუქმების“ უფლებამოსილება[მუხლი 135-ე]
ა)„დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს“ „შესასრულებლად სავალდებულო მითითება“.[135-ე მუხ. ნაწ. 1-ლი]
·
135-ე მიხლის 1-ლი ნაწილის თანახმად:
„დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო“ უფლებამოსილია
შეამოწმოს ამ კანონის 134-ე მუხლის შესაბამისად „გამოთხოვილი“, „დელეგირებული
უფლებამოსილების სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოს/ან თანამდებობის პირის მიერ
მიღებული/ ან გამოცემული“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის კანონიერება და მიზანშეწონილობა
და მუნიციპალიტეტს მისცეს „შესასრულებლად სავალდებულო
მითითება“.
ხ
·
„შესასრულებლად სავალდებულო მითითებით“ „დარგობრივი
ზედამხედველობის ორგანო“ აფიქსირებს
თავის პოზიციას „დელეგირებული უფლებამოსილების
სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოს/ან თანამდებობის პირის მიერ მიღებული/ან გამოცემული“ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის -„კორექტირების’’ აუცილებლობის შესახებ.
·
„შესასრულებლად სავალდებულო მითითება’’ შეიძ;ება
ეხებოდეს როგორც ა) „კანონიერების დაცვის“ ისე ბ) „უფლებამოსილების ჯეროვანი განხორციელების’’
-საკიტხს.
·
135-ე მუხლის 1-ელი ნაწილის
ტერმინი „შესასრულებლად
სავალდებულო მითითება’’, პრაქტიკულად ნიშნავს : „ინდაქტის
გაუქმების’’ ან „ინდაქტში ცვლილების შეტანის’’ –„მოთხოვნას’’
ხ
ბ)„დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს“ „შესასრულებლად სავალდებულო მითითების’’ შეუსრულებლობის შედეგია - მუნიციპალიტეტის ინდაქტის გაუქმება [135-ე
მუხ. ნაწ. მე-3]
·
„დარგობრივი
ზედამხედველობის ორგანოს“ მუნიციპალიტეტის
ინდაქტის „გაუქმების’’ უფლება,აქვს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ „შესასრულებლად სავალდებულო
მითითების’’ გაუთვალისწინებლობის[იგნორირების] შემთხვევაში [ეს დაიმახსოვრე]
·
კერძოდ,
„თუ მუნიციპალიტეტი
არ შეასრულებს დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს [„შესასრულებლად
სავალდებულო’’] მითითებას მისი[ე.ი. ამ „მითითების“] მიღებიდან
15 სამუშაო დღის ვადაში, [მაშინ]დარგობრივი
ზედამხედველობის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ორგანოს/ან თანამდებობის
პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მიღებული/გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გაუქმების
შესახებ.’’
ხ
·
ინდაქტის „გაუქმების’’ შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე
მუნიციპალიტეტის „გაფრთხილების’’ აუცილებლობა [„შესასრულებლად სავალდებულო
მითითების’’ მიცემა „გაფრთხილებაა] უკავშირდება „თაზომიერების პრიმციპის’’ მოთხოვნას,რომელიც „სახელმწიფო
ზედამხედველობის’’ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად „ყველაზე ნაკლებად რეპრესიული უფლებამოსილების’’
გამოყენებაზე მიუთითებს.
·
მუნიციპალიტეტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა[[„შესასრულებლად სავალდებულო მითითების’’ მიცემით] მდგომარეობა თავად გამოასწოროს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს გამოყენებული „რეპრესიული ზედამხედველობის
ზომა’’- ინდაქტის „გაუქმება’’
ხ
გ)დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „დაუყონებლივი’’ „შეჩერება’’ „გადაუდებელი აუცილებლობის“ არსებობისას[135-ე მუხ. მე-4 ნაწ]
·
მუნიციპალიტეტისთვის „შესასრულებლად სავალდებულო მითითების’’ და მდგომარეობის გამოსასწორებლად 15 დღიანი ვადის მიცემა საჭირო არ არის „გადაუდებელი აუცილებლობის“ არსებობისას
·
კერძოდ,
„თუ მუნიციპალიტეტის
ორგანოს/ან თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
ეწინააღმდეგება :
ა)“საქართველოს კონსტიტუციის
ნორმებს“,
ბ)“არსებით და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მოქალაქეთა
კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს“ ან
გ)“იწვევს სახელმწიფო ქონებისა და საბიუჯეტო სახსრების
არარაციონალურ და არამიზნობრივ გამოყენებას“,
დარგობრივი
ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია „შესასრულებლად სავალდებულო მითითების“
გაუცემლად, დაუყოვნებლივ
„შეაჩეროს“ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ხ
·
მუნიციპალიტეტის „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“ „დაუყონებლივი’’ „შეჩერება’’ დარგობრივი
ზედამხედველობის ორგანოს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს გამოუსწორებელი და მძიმე ზიანი,რაც მუნიციპალიტეტის ინდაქტის ძალაში
ყოფნის შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას.
ხ
დ) „შეჩერებულ ‘’ ინდაქტში ა)„ცვლილების’’ შეტანა ან ბ)ამ „შეჩერებული“ ინდაქტის გაუქმება ანდა გ) „შეჩერებულ’’ ინდაქტში „ცვლილების შეტანაზე მოტივირებული წერილობი უარი“ [135-ე მუხ. მე-5 ნაწილი]
მუნიციპალიტეტის ორგანო/ან თანამდებობის
პირი
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „შეჩერებიდან“ 10 სამუშაო დღის ვადაში დარგობრივი ზედამხედველობის
ორგანოს უგზავნის [ „შეჩერებულ’’]„ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში“
ა)“ცვლილების შეტანის“ ან ბ)“ ამ აქტის გაუქმების“ შესახებ მიღებულ/ამ გამოცემულ [სპეციალურ]ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტს
ან გ) „მოტივირებულ
წერილობით უარს“
ხ
ე)დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს „გადაწყვეტილება“ ინდაქტის „შეჩერებიდან’’ 10 დღის გასვლის შემდეგ[135-ე მუხ. ნაწ.მე-6]
·
135-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის
შემდეგ [ე.ი. ინდაქტის „შეჩერებიდან’’ 10 დღის
გასვლის შემდეგ] შესაბამისი დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო იღებს „გადაწყვეტილებას’’ ა)
„შეჩერებული’’„ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „გაუქმების“ თაობაზე“
ან ბ) „ინდაქტის „ შეჩერების“ შესახებ’’ მის მიერ [ადრე]მიღებული გადაწყვეტილების
„გაუქმების“ თაობაზე.
ხ
ვ)ინდაქტები რომელთა „გაუქმება’’ დაუშვებელია დარგობრივი
ზედამხედველობისორგანოს მიერ[135-ე მუხ.ნაწ. მე-7]
·
135-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად
„დაუშვებელია დარგობრივი ზედამხედველობის
წესით გაუქმდეს მუნიციპალიტეტის ორგანოს/ან
თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიღებულია/ გამოცემულია
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ან საქართველოს
ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ საფუძველზე შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად.“
ხ
·
აღნიშნული
ნორმა მიზნად ისახავსმუნიციპალიტეტის „ორგანიზაციული ავტონომიის’’ დაცვას;
·
კერძპდ მუნიციპალიტეტის უფლებას თავად „მართოს’’
საკუთარი კადრები.
ხ
ზ)ინდაქტის ან „მისი ნაწილის“ გაუქმების შესახებ დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს „გადაწყვეტილების“ გასაჩივრების უფლება [135-ე მუხ. ნაწ. მე-8]
მუნიციპალიტეტს უფლება აქვს,
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან
„მისი ნაწილის“ გაუქმების შესახებ დარგობრივი ზედამხედველობის
ორგანოს „გადაწყვეტილების“ „კანონიერების
საკითხი“ გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით
ხ
·
ინდაქტების მოქმედების „შეჩერების’’ და მატი
„გაუქმების ‘’ უფლება“დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს’’ ავტომატურად არ წარმოეშობა
·
135-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად,
„დელეგირებული უფლებამოსილების“
სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ მიღებული/გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
კანონიერებისა და
მიზანშეწონილობის „135-ე მუხლის შესაბამისად
ზედამხედველობა“ ხორციელდება მხოლოდ
ა)„უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტით ან ბ) ავტონომიური
რესპუბლიკის შესაბამისი კანონით ან გ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული „ხელშეკრულებით“
- გათვალისწინებულ შემთხვევაში.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება’[მუხ. 136-ე]
რა შემთხვევებში ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება’’ ?
·
„დარგობრივი ზედამხედველობის“ „ობიექტს’’
არა მხოლოდ მუნიციპალიტეტების ინდაქტები,არამედ მუნიციპალიტეტების „რეალაქტებიც’’[„მოქქმედებები’’
ან „უმოქმედობები’’] წარმოადგენს
·
„ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება’’ 136-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში „მუნიციპალიტეტის
ნაცვლად’’ მოქმედებას გულისხმობს
·
136-ე მუხლის თანახმად „ადგილობრივი
თვითმმართველობის ჩანაცვლება“ ორ შემთხვევაში გამოიყენება:
1) თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო
დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში არ ასრულებს კანონით
დადგენილ ვალდებულებას, მიიღოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი [136-ე მუხ. 1-ლი ნაწ]
2) თუ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო
არაჯეროვნად ახორციელებს ან არ ახორციელებს ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის
დელეგირებულ უფლებამოსილებას,[136-ე მუხ. მე-4 ნაწ]
ხ
„ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების“ გამოყენების წინაპირობები [136-ე მუხ. 1-ლი და მე-2 ნაწ]
·
„ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება“ „დარგობრივი ზედამხედველობის ‘’ პროცესში „ადგილობრივი თვითმმართველობის
ავტონომიაში ჩარევის ყველაზე მძიმე ფორმაა.
·
ამიტომ,, „ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების“ [როგორც რეპრესიული უფლებამოსილების] გამოყენება „დარგობრივი ზედამხედველობის
‘’ორგანოს მიერ მხოლოდ ა)“გაფრთხილების’’ და ბ) მდგომარეობის „გამოსწორებისთვის’’ განსაზღვრული
ვადის „გაშვების’’ შემთხვევაში შეიძლება.
·
136-ე მუხლის 1-ლი დამე-2 ნაწილის თანახმად
თუ მუნიციპალიტეტის
საკრებულო არ გამოსცემს „ნორმატიული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს“,რომლის გამოცემაც კანონით ევალება[!],“დარგობრივი
ზედამხედველობის ორგანო’’ მუნიციპალიტეტს „აქტის’’ გამოცენის შესახებ „მითითებას’’
აძლევს[ე.ი. „აფრთხილებს’’]
·
მუნიციპალიტეტის საკრებულო „ვალდებულია’’ “დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს’’ მითითება მისი მიღებიდან 30 დღეში[მდგომარეობის
„გამოსწორებისთვის’’ განსაზღვრული ვადა] შეასრულოს
მუხლი 136. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება |
1. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში არ ასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებას, მიიღოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მისცეს მას [შესასრულებლად] სავალდებულო მითითება აღნიშნული ვალდებულების შესრულების შესახებ. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითება შეასრულოს მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში. |
ხ
რა ხდება,როცა მუნიციპალიტეტის საკრებულო არ ასრულებს დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითებას კანონით დადგენილ ვადაში ? [136-ე მუხ. მე-3 ნაწ]
·
136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად:
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ
136-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ
ვადაში[ე.ი. „მითითების მიღებიდან 30 დღეში“]
დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს „მითითების“ შეუსრულებლობის შემთხვევაში დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო [თავად] გამოსცემს შესაბამის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ძალაშია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ
სათანადო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
მიღებამდე.
ხ
რა ხდება როცა მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო „არაჯეროვნად“ ახორციელებს ან არ
„ახორციელებს“ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას ?[136-ე მუხ. მე-4 ნაწ]
·
136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად:
თუ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო „არაჯეროვნად“ ახორციელებს
ან არ „ახორციელებს“ ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის
დელეგირებულ უფლებამოსილებას, „შესაბამისი დარგობრივი ზედამხედველობის
ორგანო“ უფლებამოსილია
„მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს“ ა) მოსთხოვოს
აღნიშნული მოვალეობის შესრულება, ბ) მისცეს მას „სავალდებულო მითითებები“ და გ)მდგომარეობის
გამოსასწორებლად განუსაზღვროს გონივრული ვადა
– არანაკლებ 15 სამუშაო დღისა.
ამ
ვადის გაგრძელება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე,
შესაბამისი დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს ‘“თანხმობით“.
მუნიციპალიტეტის ორგანო/თანამდებობის პირის ვალდებულება [136-ე მუხ. მე-5 ნაწ]
·
136-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად:
მუნიციპალიტეტის
ორგანო/თანამდებობის პირი ვალდებულია დარგობრივი
ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მიღებული ზომების შესახებ.
ხ
რა ითვლება დელეგირებული უფლებამოსილების „არაჯეროვნად განხორციელებად’’ ?
ყურადღება:
·
მუხლის
მე-4 ნაწილში ნახსენებ დელეგირებული უფლებამოსილების
„არაჯეროვნად განხორციელებად’’ შეიძლება ჩაითვალოს:
დელეგირებული
უფლებამოსილების განხორციელება
ა)დელეგირებული უფლებამოსილების „სარეკომენდაციო ინსტრუქციების
და მოთხოვნების’’ დარღვევით
განხორციელება
ან
ბ) „კანონმდებლობით“
გათვალისწინებული ვალდებულებების „შეუსრულებლობა’’ ან „არასრულად შესრულება’’
ხ
„ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის „გადაწყვეტილება’’[136-ე მუხ. მე-6 ნაწ]
·
136-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად:
თუ „მდგომარეობის
გამოსასწორებლად“ 136-ე მუხლის მე-4 პუნქტით
განსაზღვრული ვადის[15 სამუშაო დღე „სავალდებულო მითითების’’ მიცემიდან]] გასვლის შემდეგ დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო
დაადგენს, რომ მუნიციპალიტეტი „კვლავ არაჯეროვნად ახორციელებს“
ან „არ ახორციელებს“ „შესაბამის ღონისძიებებს“[რეალაქტებს] ან „მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია“, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას
„ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ“
გადაწყვეტილების მიღების წინადადებით მიმართოს.
შესაბამის მუნიციპალიტეტში „ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ“ გადაწყვეტილებას „დადგენილებით“ იღებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლებისას „შესაბამისი დელეგირებული უფლებამოსილების“
განხორციელების „დროებითი წესი“, მათ
შორის:
ა)“ ადგილობრივი
თვითმმართველობის ჩანაცვლების ვადა“
ბ)“შესაბამისი
დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო/თანამდებობის
პირი“,
გ) „დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების
უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სხვა ღონისძიებები“
[შენიშვნა: „ადგილობრივი თვითმმარტველობის
ჩანაცვლების დროს’’ მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება
საქართველოს მთავრობის მიერ შეიძლება დაევალოს ა)“სახელმწიფო რწმუნებულს’’ ,ბ)“სამინისტროს’’,
გ)საჯარო სამართლის იურიდიულ პირს[სსოპ] ან დ)“სხვა მუნიციპალიტეტს’’[შესაბამისი უფლებამოსილების
დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე]
ხ
ვის ეკისრება „ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლებასთან“ დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ?[136-ე მუხ. მე-6 ნაწ]
„ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლებასთან“ დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
შესაბამის მუნიციპალიტეტს ეკისრება.
ხარჯები „მიზნობრივი ტრანსფერის“ მოცულობიდან
გამოქვითვით ანაზღაურდება.
„ამ პუნქტის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის
ჩანაცვლება“ დაუშვებელია, თუ
დარღვეული იყო ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.
ხ
„ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების’’ გამოყემების „შეზღუდვები’’ [136-ე მუხ. მე-7 ნაწ]
ადგილობრივი
თვითმმართველობის ჩანაცვლება შეიძლება გამოყენებულ
იქნეს ა)ერთჯერადად ან ბ)დროებითი ღონისძიების სახით, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების
გამოყენება მუნიციპალიტეტის
საკრებულოს უფლებამოსილების პირველი და ბოლო 6 თვის განმავლობაში
დაუშვებელია.
ხ
მუნიციპალიტეტის უფლება გაასაჩივროს „თვითმმართველობის ჩანაცვლების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება[136-ე მუხ. მე-8 ნაწ.]
მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, ადგილობრივი „თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ“ შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი
სასამართლოში გაასაჩივროს.
ხ
„სამართლებრივიკონსულტაცია’’[მიხ. 137-ე]
მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება[137-ე მუხ. 1-ლი ნაწ]
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს,
სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს
წერილობით მიმართოს „სამართლებრივი კონსულტაციის“ თხოვნით.
რა უნდა ერთვოდეს სამართლებრივი კონსულტაციის თაობაზე წერილობით მიმართვას ?[137-ე მუხ. მე-2 ნაწ]
„სამართლებრივი კონსულტაციის“
თაობაზე წერილობით მიმართვას
უნდა დაერთოს
ა)“მისაღები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის პროექტი“
და
ბ) „პროექტის განმარტებითი ბარათი“
„სამართლებრივი კონსულტაციის’’ სახეები
·
კოდექსით გატვალისწინებულია „სამართლებრივი კონსულტაციის’’
ორი სახე:
ა)“ნებაყოფლობით-სამართლებრივი კონსულტაცია’’
ბ)“სავალდებულო-სამარტლებრივი კონსულტაცია’’
ხ
·
„ნებაყოფლობით-სამარტლებრივ კონსულტაციას’’,რომელიც
მუნიციპალიტეტის ინიციატივით ხდება,მუნიციპალიტეტის დახმარების
ფორმა აქვს,რაც სრულად შეესაბამება „ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპსა’’
და „ევროპული ქარტიის’’ სულისკვეთებას.
ხ
·
„სავალდებულო-სამართლებრივი კონსულტაცია’’ კი „წინასწარი’’[პრევენციული] ზედამხედველობის სახეს იძენს.
·
მართალია,“წინასწარ’’ კონსულტაციას მხოლოდ „სარეკომენდაციო’’ ხასიათი აქვს,მაგრამ არაპირდაპირი ფორმით მას მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებაზე
„მნიშვნელოვანი’’ ზეგავლენა გააჩნია.
·
ამასთან ხაზგასმით უნდა აღინიშნოს,რომ კოდექსით „წინასწარი სამართლებრივი
კონსულტაცია’’ მხოლოდ
საკითხის „სამართლებრივ
შეფასებას“ ითვალისწინებს,რაც გამორიცხავს „მიზანშეწონილობის კუთხით“
რეკომენდაციების გაცემის უფლებას.
ხ
„სავალდებულო კონსულტაციას’’ დაქვემდებარებული ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტები[137-ე მუხ. ნაწ. 11-ლი ნაწილი]
·
„სავალდებულო-სამართლებრივი
კონსულტაცია’’ [ანუ „წინასწარი’’[პრევენციული] ზედამხედველობა]
ადგილობრივ ავტონომიაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.
·
ამიტომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება
იყოს გამართლებული.
·
კოდექსი განსაზღვრავს „სავალდებულო კონსულტაციას’’
დაქვემდებარებულ მხოლოდ ორი სახის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტს: ა)“მულტიმუნიციპალური’’ ან “მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმების’’ -პროექტები და ბ)“გენერალური გეგმების პროექტები’’
·
აღნიშნული „აქტების’’ მიღება მუნიციპალიტეტის
„საკუთარი უფლებამოსილებებიდან’’ გამომდინარეობს
·
აღნიშნული „საკუთარი უფლებამოსილების’’ მოცულობისა
და განხორციელების წესი“საქართველოს სივრცის დაგეგმარების,არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის’’ შესაბამისად განისაზღვრება
მუხლი 137. სამართლებრივი კონსულტაცია
11. სავალდებულო სამართლებრივ კონსულტაციას ექვემდებარება:
ა) მულტიმუნიციპალური/ ან მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმების პროექტები;
ბ) გენერალური გეგმების პროექტები.
ხ
„სამართლებრივი კონსულტაციის“ გავლის „პროცედურა’’[მუხ. 137-ე მე-3 ნაწ.]
·
კოდექსი „სამართლებრივი კონსულტაციის“ გავლის
შემდეგ „პროცედურას’’ განსაზღვრავს.
·
სამართლებრივი
ზედამხედველობის ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობიტი მიმართვის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში
ამზადებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის „სამართლებრივ დასკვნას“ მისაღები „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის“ პროექტის
„კანონიერების“
თაობაზე.
·
„ნორმატიული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“ პროექტში „სამართლებრივი
ხარვეზების“ აღმოჩენის შემთხვევაში „სამართლებრივი დასკვნა“ უნდა შეიცავდეს ა) იმ ნორმატიული აქტის დასახელებას, რომელსაც ეწინააღმდეგება პროექტი, აგრეთვე ბ) რეკომენდაციებს „სამართლებრივი ხარვეზების“ აღმოფხვრის შესახებ.
ხ
სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს „სამართლებრივი დასკვნა’’[137-ე მუხ მე-4 ნაწ]
სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს „სამართლებრივი დასკვნა’’ სარეკომენდაციო ხასიათისაა.
სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს „ანგარიში’’ [138-ე მუხ]
სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანო ვალდებულია ყოველი
წლის 1 თებერვლამდე შეადგინოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს „ზედამხედველობის სფეროში“ კალენდარული წლის განმავლობაში
თავის მიერ განხორციელებული საქმიანობის
„ოფიციალური ანგარიში“.
სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანოს „ოფიციალური ანგარიში“
უნდა შეიცავდეს სტატისტიკურ ინფორმაციას :
ა)შესაბამისი
ზედამხედველობის ორგანოსთვის კონსულტაციისათვის გაგზავნილი ნორმატიული აქტების
პროექტების შესახებ,
ბ)ზედამხედველობის ორგანოს მიერ გამოთხოვილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტების შესახებ,
გ) ზედამხედველობის პროცესში შეჩერებული, გასაჩივრებული და გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების
სრულ ჩამონათვალს,
დ) ინფორმაციას
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს საჩივრებთან
დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე.
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს „ოფიციალური ანგარიშის“
შედგენის წესსა და ფორმას „დადგენილებით“ ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანო ვალდებულია „ოფიციალური ანგარიშის“ შედგენიდან
15 დღის ვადაში გაუგზავნოს იგი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.
Комментарии
Отправить комментарий