თემა 12. აღსრულება „ნივთების გადაცემისა“ და „მოქმედების შესრულების“ მიზნით

 

   

 

სარჩევი:

მოძრავი ნივთის გადაცემა[მუხლი 83] 1

გირავნობის მოწმობისსაფუძველზე მოგირავნისათვის მოძრავი ნივთის გადაცემა[მუხლი 831.] 1

ლიზინგის მოწმობის  საფუძველზე მოძრავი ნივთისლიზინგის გამცემისთვისმფლობელობაში დაბრუნება [მუხლი 832.] 2

„სხვისი მფლობელობიდან“ ან/და  „სხვისი სარგებლობიდან“  უძრავი ქონების გამოთხოვა[მუხლი 84.] 2

1.რა შემთხვებში  უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიუროუძრავი ქონების’’  გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში’’ კრედიტორისათვის გადაცემას ? 2

2.რასთან ერთად ხდებამოვალის და მასთან მყოფი პირებისგამოსახლება (გამოყვანა) ? 2

3.რა არის აღნიშნულიმოვალის’’ „წერილობით გაფრთხილებაში’’ ? 2

4.კრედიტორისგამოუცხადებლობა’’გამოსახლების (გამოყვანის) იძულების წესით განხორციელებისგადადების ‘’  და „დასრულების ‘’ საფუძველია. 3

5.რა ხდება როცამოვალე’’ „არ ცლის   უძრავ ქონებას ? 3

6.უძრავი ქონების მესაკუთრის/მფლობელის თანხმობის გარეშე  უძრავ ქონებაში შეაღწევა. 4

7. „უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ ‘’ ოქმი. 4

8.აღსრულების პოლიციის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსდახმარება’’ „უძრავი ქონებიდან გამოსახლებისას (გამოყვანისას)’’ 4

გადასაცემი ნივთის   „ შენახვამესამე პირის მიერ [მუხლი 85] 5

„მოქმედება’’, რომელიც შეიძლება შეასრულოსსხვა“ პირმა[  მუხლი 86. ] 5

 

 

 

 

მოძრავი ნივთის გადაცემა[მუხლი 83]

 

1. თუ მოვალემ უნდა[ანუ ვალდებულია] გადასცეს მოძრავი ნივთი, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო მოძრავ ნივთს  ა)ჩამოართმევს მოვალეს და )გადასცემს მას კრედიტორს.

2. თუ გადასაცემ მოძრავ ნივთს ვერ იპოვიან, მაშინ მოვალემ უნდა[ვალდებულია] აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სად იმყოფება ნივთი. თუ მოვალე განაცხადებს, რომ მას ეს „არ შეუძლია“, მაშინ ის ვალდებულია სააღსრულებო მოქმედების ოქმში „წერილობითი გარანტიის“ სახით მიუთითოს, რომ ის „არ ფლობს“ ამ მოძრავ ნივთს.

3. მოვალეს, რომელიც არ ასრულებს თავის [ამ მუხლში მითითებულ] მოვალეობას, ეკისრება „პასუხისმგებლობა“ კანონით დადგენილი წესით.

 

ხხ

გირავნობის მოწმობის საფუძველზე მოგირავნისათვის მოძრავი ნივთის გადაცემა[მუხლი 831.]

 

1. მოგირავნის მიერ აღსრულების ორგანოშიგირავნობის მოწმობის“ წარდგენის შემთხვევაში დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „სატრანსპორტო საშუალება“ ან/და „სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება’’ მას[ე.ი. მოგირავნეს] მფლობელობაში გადაეცემა მოძრავი ნივთის“ გადაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.

2. „გირავნობის მოწმობის“ აღსრულების ორგანოში წარდგენის მართლზომიერებისთვის პასუხისმგებელია მოგირავნე.

ხხ

ლიზინგის მოწმობის საფუძველზე მოძრავი ნივთისლიზინგის გამცემისთვისმფლობელობაში დაბრუნება [მუხლი 83​2.]

 

1. „ლიზინგის გამცემის“ მიერ აღსრულების ორგანოსთვის „ლიზინგის მოწმობის’’ წარდგენის შემთხვევაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „სატრანსპორტო საშუალება“ ან/და „სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება’’, რომელზედაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია „ლიზინგი’’, „ლიზინგის გამცემს“ მფლობელობაში დაუბრუნდება „მოძრავი ნივთის“ გადაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.[იხ.83-ე მუხ]

2.“ლიზინგის მოწმობის“ აღსრულების ორგანოსთვის წარდგენის მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელია „ლიზინგის გამცემი“.

„სხვისი მფლობელობიდან“ ან/და  „სხვისი სარგებლობიდან“  უძრავი ქონების გამოთხოვა[მუხლი 84.]

 

1.რა შემთხვებში  უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო უძრავი ქონების’’  გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში’’ კრედიტორისათვის გადაცემას ?

 

1. „სხვისი მფლობელობიდან“ ან/და „სხვისი სარგებლობიდან“ „უძრავი ქონების გამოთხოვის’’ საქმეზე, როდესაც“ აღსასრულებელი გადაწყვეტილება’’ ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის  ა)„მფლობელობაში’’ და „სარგებლობაში“ გადაცემას ან/და ბ)„უძრავი ქონებიდან“ პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს „უძრავი ქონების’’  გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში’’ კრედიტორისათვი გადაცემას.

2.რასთან ერთად ხდებამოვალის და მასთან მყოფი პირებისგამოსახლება (გამოყვანა) ?

 

2. „სააღსრულებო ფურცელში“ მითითებული უძრავი ქონებიდან  მოვალის და მასთან მყოფი პირების“ გამოსახლება (გამოყვანა) ხდება „მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან“ ერთად.

3.რა არის აღნიშნულიმოვალის’’ „წერილობით გაფრთხილებაში’’ ?

 

3. აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აბარებს მოვალეს „წერილობით გაფრთხილებას“, რომელშიც აღინიშნება:

ა) „გადაწყვეტილების’’[უძრავი ქონების გამოთავისუფლების]  ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა10 კალენდარული დღე;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) „იძულების წესით“ განხორციელების შესახებ;

გ) „სააღსრულებო მოქმედების“ დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) მის დაუსწრებლად, იძულების წესით განხორციელების შესახებ

დ) „იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო.

4.კრედიტორისგამოუცხადებლობა’’გამოსახლების (გამოყვანის) იძულების წესით განხორციელებისგადადების ‘’  და დასრულების ‘’ საფუძველია.

 

4. აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს აცნობებს გამოსახლების (გამოყვანის) იძულების წესით განხორციელების თარიღსა და დროს.

კრედიტორი ვალდებულია დაესწროს უძრავი ქონებიდან მოვალისგამოსახლებას (გამოყვანას)“.

კრედიტორისგამოუცხადებლობა“ არის აღნიშნული „სააღსრულებო მოქმედების“ „გადადების ‘’საფუძველი.

ამ „სააღსრულებო მოქმედების“ კრედიტორის გამოუცხადებლობის გამო გადადების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო  „სააღსრულებო მოქმედების მხარეებს“ ატყობინებს მოვალის იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღსა და დროს.

კრედიტორისგანმეორებით გამოუცხადებლობა“ იწვევს „სააღსრულებო წარმოების დასრულებას ‘’და კრედიტორისათვის „სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებას“.

5.რა ხდება როცამოვალე’’ არ ცლის  უძრავ ქონებას ?

 

5. თუ „მოვალე“ ან „მისი წარმომადგენელი“ ესწრებაუძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას)“ და არ ცლის „უძრავ ქონებას“, აღმასრულებელი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს მოვალის ქონების გატანა. ასეთ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო არ აგებს პასუხს ქონების ა)დაკარგვისათვის, ბ)დაზიანებისათვის ან გ)განადგურებისათვის.

6.უძრავი ქონების მესაკუთრის/მფლობელის თანხმობის გარეშე  უძრავ ქონებაში შეაღწევა

 

6. თუ, „გაფრთხილების“ მიუხედავად, მოვალე[ ან მისი წარმომადგენელი] არ ესწრება „უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას)’’, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით, აღმასრულებელი უფლებამოსილია უძრავი ქონების მესაკუთრის/მფლობელის თანხმობის გარეშე შეაღწიოს უძრავ ქონებაში.

აღსრულების ეროვნული ბიურო და აღმასრულებელი პასუხს არ აგებენ უძრავ ქონებაში შეღწევის მიზნით განხორციელებული მოქმედებებით წარმოშობილი ზიანისათვის, თუ შეუძლებელი იყო სხვა საშუალებების გამოყენებით ამ ზიანის თავიდან აცილება.

აღმასრულებელი ვალდებულია უძრავ ქონებაში შეღწევისას ყველა ღონე იხმაროს „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების“ თავიდან ასაცილებლად.

აღმასრულებელი აღწერს უძრავ ქონებაში განთავსებულ ნივთებს, ადგენს „ქონების აღწერის აქტს“ და მის ასლს გადასცემს კრედიტორს.

კრედიტორის მიერ „ქონების აღწერის აქტის“ მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი ამის შესახებ აღნიშნავს აქტში.

კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს ა)“მოვალის ნივთების შენახვა“ ან ბ)“მოვალისათვის მათი გადაცემა“.

მოვალეს ეკისრება ა) უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) და ბ)ნივთების შენახვასა და გ)გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.

7. „უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ ‘’ ოქმი

 

7. აღმასრულებელი უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ ა)“სააღსრულებო წარმოების მხარეები“ და ბ)“დამსწრე პირები’’ .

სააღსრულებო წარმოების მხარეების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი შესაბამის აღნიშვნას აკეთებს ოქმში.

8.აღსრულების პოლიციის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსდახმარება’’ „უძრავი ქონებიდან გამოსახლებისას (გამოყვანისას)’’

 

8. „უძრავი ქონებიდან გამოსახლებისას (გამოყვანისას)’’ უძრავ ქონებაში მყოფი პირების მიერ აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე აღსრულების პოლიცია ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო ვალდებულია გაუწიოს მას „სათანადო დახმარება“.

 

გადასაცემი ნივთის   შენახვამესამე პირის მიერ [მუხლი 85]

 

თუ „გადასაცემი ნივთი“  „შესანახავად იმყოფება მესამე პირთან“ და იგი უარს ამბობს ნივთის ნებაყოფლობით გადაცემაზე, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას „ყადაღის დადების თაობაზე“.

„მოქმედება’’, რომელიც შეიძლება შეასრულოს სხვა“ პირმა[  მუხლი 86. ]  

 

თუ მოვალე არ ასრულებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით კრედიტორს უფლება აქვს, თავისი ხარჯით, რომელიც სასამართლო წესით ეკისრება მოვალეს, თვითონ შეასრულოს ეს მოქმედება.

შენიშვნა:

ანუ გააფრთხილოს აღსრულების ეროვნული ბიურო  და დაიქირაოს მე-3 პირი ამ მოქმედების შესასრულებლად

86-ე მუხლს მიმართავენ როცა „მოქმედების’’ შესრულება კრედიტორს ეჩქარება მოვალე კი არ ჩქარობს

 

მოქმედება, რომელიც არ შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა[მუხლი 87.]

1. თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდმოვალის ნებაზე“, რომელიც არ ასრულებს ამ მოქმედებას,

მაშინ მოვალეს შეიძლება დაეკისროს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებიც გამოტანილია ა) საქორწინო ურთიერთობებზე და ბ)შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევაზე.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები