თემა 11. „გადახდევინებული თანხების“ განაწილება კრედიტორთა შორის
სარჩევი:
მოვალისგან ამოღებული თანხის
განაწილების წესი[მუხლი 821 ]
კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა[მუხლი822]
„პირველი“, „მეორე“ და „მესამე“ რიგის მოთხოვნები[მუხლი823]
გაანგარიშების შედგენა[მუხლი 824]
მოვალისგან ამოღებული თანხის
განაწილების წესი[მუხლი 821 ]
1.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (ე.ი. მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით)
ა)ჯერ დაიფარება „საფასური’’ და ბ)ამ კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „აღსრულების ხარჯი“, ხოლო გ)“დანარჩენი თანხა“ გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება.
„ყველა“ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა ა)“უბრუნდება მოვალეს“ ან
ბ)“მას ედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ“.
ხ
2.
მოვალისათვის გადახდევინებული თანხა(ე.ი. მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა] აღსრულების ეროვნული
ბიუროს მიერ
შეიტანება თავის სადეპოზიტო ანგარიშზე და შემდეგ გაიცემა [1-ელ ნაწილში]
დადგენილი წესით.
ხ
კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა[მუხლი822]
1.
თუ მოვალისაგან გადახდევინებული თანხა(ე.ი. მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა) საკმარისი არ არის კრედიტორთა ყველა
მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს თანხა კრედიტორთა შორის ნაწილდება ამ კანონის 823 მუხლით დადგენილი
„რიგის“ დაცვით
ხ
2.
ყოველი „მომდევნო რიგის“ მოთხოვნები დაკმაყოფილდება „წინა რიგის“ მოთხოვნათა „სრულად დაკმაყოფილების“
შემდეგ.
ხ
3.
თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის
„ერთი რიგის“ ყველა მოთხოვნის
სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება
„თითოეული კრედიტორისათვის მიკუთვნებული
თანხის“ პროპორციულად.
„პირველი“, „მეორე“ და „მესამე“ რიგის მოთხოვნები[მუხლი823]
1.“
იპოთეკით დატვირთული“ და „დაგირავებული“
ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით
„პირველ რიგში“ დაკმაყოფილდება: „საგადასახადო’’
„გირავნობით“/ან „იპოთეკით“ უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად
წარმოდგენილი მოთხოვნები (მათი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ – „იპოთეკითა“ და „გირავნობით“
უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით.
ხ
თუ აღსრულების პროცესში კრედიტორების სახით ერთდროულად მონაწილეობენ :
ა)საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური
საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნით
და
ბ)საქართველოში
ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკები, გ)მიკრობანკები,
დ)მიკროსაფინანსო
ორგანიზაციები,
ე)სადაზღვევო
ორგანიზაციები,
ვ)„ფასიან
ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული
ფინანსური ინსტიტუტი საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას გადასცემს
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე),
ზ)საერთაშორისო
და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის
„ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო
გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე,
მაშინ
ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება: ა) აღნიშნული
„სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის’’,ან „ფინანსური ინსტიტუტების“ მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების
ნაწილში, ხოლო შემდეგ – ბ)
„საგადასახადო’’ გირავნობით/იპოთეკით
უზრუნველყოფილი მოთხოვნა.
ხ
11.
თუ
ა)საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული
ბანკების,
ბ)მიკრობანკების,
გ)მიკროსაფინანსო ორგანიზაციების,
გ)სადაზღვევო
ორგანიზაციების,
დ)„ფასიან
ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეულის [თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული
„ფინანსური ინსტიტუტი“ საგადასახადო
გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას გადასცემს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე],
ე)საერთაშორისო
და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის
„ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების“
საგადასახადო
გირავნობას/იპოთეკას, რომელიც რეგისტრირებულია „საგადასახადო“
გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, უსწრებს „სხვა პირის“ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, ამ „სხვა პირის“ მოთხოვნები უპირატესად დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის
რეგისტრაციამდე ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული
კომერციული ბანკების, მიკრობანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების,
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების რეგისტრირებული, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნების
იმ ნაწილში, რომლის დაკმაყოფილების ვალდებულებაც არსებობდა რეალიზებულ ნივთზე საგადასახადო
გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე.
ნივთის
რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის დანარჩენი
ნაწილით დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით
უზრუნველყოფილი მოთხოვნა,
ხოლო
შემდეგ დაკმაყოფილდებიან დარჩენილი კრედიტორები მოთხოვნათა რიგითობის მიხედვით.
ხ
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხიდან
მეორე რიგში, ხოლო სხვა თანხებიდან პირველ რიგში
დაკმაყოფილდება მოთხოვნები:
ა) ალიმენტის გადახდევინების შესახებ;
ბ) შრომითი ურთიერთობიდან და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონიდან გამომდინარე;
გ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის
დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ;
დ) დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის
ანაზღაურების შესახებ;
ე) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტსა და არასაბიუჯეტო ფონდებში თანხების გადახდის შესახებ;
ვ) ჩეკისა და თამ ასუქის საფუძველზე
წარმოშობილი მოთხოვნები
ხ
3.
ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხიდან
მესამე რიგში, ხოლო სხვა თანხიდან მეორე რიგში
დაკმაყოფილდება ყველა სხვა მოთხოვნა.
გაანგარიშების შედგენა[მუხლი 824]
1. მრავალი კრედიტორის არსებობისას, თუ მოვალისათვის გადახდევინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულების ეროვნული ბიურო ადგენს „კრედიტორთა შორის თანხის განაწილების გაანგარიშებას“
და თანხას გასცემს მის შესაბამისად.
ხ
2.
თუ რომელიმე კრედიტორი შედგენილ „გაანგარიშებასთან“ დაკავშირებით
გამოთქვამს პრეტენზიას, აღსრულების ეროვნული
ბიურო „გაანგარიშებას“
დასამტკიცებლად 3 დღის ვადაში წარუდგენს
სასამართლოს.
ხ
3.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი „გაანგარიშების“ დამტკიცების ან შეცვლის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის
შეტანა.
Комментарии
Отправить комментарий