9.2ადგილობრივი თვითმმართველობის თავისებურებები -"დედაქალაქებში"

 

სარჩევი:

ადგილობრივი თვითმმართველობის თავისებურებები დედაქალაქებში. 1

დედაქალაქების სამართლებრივი კლასიფიკაცია. 2

დედაქალაქი მუნიციპალიტეტის’’ -სამართლებრივი სტატუსი. 2

რა ანიჭებს ქალაქ თბილისს - „დედაქალაქის  სტატუსს და რას გულისხმობს  იგი ? 5

 

 

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის თავისებურებები დედაქალაქებში

 

 

·        ზუსტად არავის შეუძლია იმის თქმა,თუ რა აქცევს ქალაქს დედაქალაქად:ა)მოსახლეობის რაოდენობა,ბ)ეკონომიკური მნიშვნელობა ,გ)პოლიტიკური მნიშვნელობა თუ დ)ისტორიაში სიმბოლური როლი

·        ტრადიციულად“დედაქალაქად’’ შეირჩეოდა დასახლება,რომელსაც ამა თუ იმ ქვეყანაში „ცენტრალური’’ გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა

·        მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო „მონარქის რეზიდენციის’’ არსებობაც

·        დღესაც „დედაქალაქის’’ სტატუსი  ხშირად ნიშნავს ქალაქის ტერიტორიაზე ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების ორგანოების არსებობას[თუმცა ზოგჯერ  ეს აუცილებელი არ არის და ქალაქს „დედაქალაქის’’ სტატუსი ისტორიული ტრადიციიც ან საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველზე აქვს მიკუტვნებული]

·        მაგ. ნიდერლანდების სამეფოში  სამთავრობო დაწესებულებები და მეფის რეზიდენცია ჰააგაში მდებარეობს და არა ამსტერდამში

·        გერმანიის ფედერაციაშიც ზოგიერთი სამინისტრო  ქ.ბონში მდებარეობს და ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულებაც ბერლინის გარეთ იმყოფება

·        შესაბამისად,“სამთავრობო დაწესებულებების განლაგების ადგილი’’ არ არის დედაქალაქის „სტატუსის’’ არსებობისთვის მყარი კრიტერიუმი

·        „დედაქალაქის’’ განსაზღვრისთვის ზოგჯერ „სამართლებრივ სტატუსს’’ მიიჩნევენ მტავარ კრიტერიუმად.

·        თუმცა ,არც „სამართლებრივი სტატუსი’’ გამოდგება „დედაქალაქის’’ განსაზღვრის უნივერსალურ კრიტერიუმად,ვინაიდან ზოგ ქვეყანაში კონსტიტუცია,ანდა სპეციალური კანონი „დედაქალაქის  შესახებ’’ საერთოდ არ არსებობს.

·        მაგ. ისტორიულ-ტრადიციულ დედაქალაქქებს,რომლებსაც ოფიციალურად „დედაქალაქის’’ „სამართლებრივი სტატუსი’’ არ გააჩნიათ წარმოადგენენ:

a.      ნიქოზია- კვიპროსში

b.      პარიზი- საფრანგეთში

c.      ჰელსინკი-ფინეტში

d.     კოპენჰაგენი-დანიაში

e.      ლისაბონი-პორტუგალიაში

f.       ლონდონი -დიდ ბრიტანეთ\ში

·        ლოგიკურად ქვეყნის „მთავარ ქალაქს’’ „დედაქალაქის’’ სტატუსი კონსტიტუციიტ უნდა მიენიჭოს,თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის.

·        ამასთან,ზოგჯერ ქვეყნის კონსტიტუცია „დედაქალაქზე’’ მხოლოდ არაპირდაპირ მინიშნებას იძლევა

·        ასეთ შემტხვევებში  კონსტიტუცია მხოლოდ „მიუთიტებს’’ სახელმწიფო მეთაურის ან/და პარლამენტის „ადგილსამყოფელ’’ ქალაქს და ნას „დედაქალაქის’’ სტატუსს პირდაპირ არ ანიჭებს[მაგ. შვედეტის და ლატვიის კონსტიტუცია]

·        ნორვეგიის  კონსტიტუციის თანახმად“პარლამენტი იკრიბება დედაქალაქში’’

·        ნორვეგიის კონსტიტუცია ნორვეგიის დედაქალაქს -ოსლოს პირდაპირ არ ახსენებს,მაგრამ ეჭვი არავის ეპარება,რომ „დედაქალაქში’’- ოსლო იგულისხმება.

 

            დედაქალაქების სამართლებრივი კლასიფიკაცია

 

დედაქალაქები ოთხ ჯგუფად შეიძლება დაიყოს:

1)     დედაქალაქები,რომლებიც წარმოადგენენ “ფედერაციის სუბიექტს’’[ბერლინი,ვენა]

2)     დედაქალაქები,რომლებიც არიან „ფედერაციული’’ სახელმწიფოს “დამოუკიდებელი ფედერალური რაიონები’’ ან“ფედერაციის სუბიექტის შიგნით არსებული ტერიტორიები’’[ვაშინგტონი,კანბერა,ბუენოს-აირესი,დელი ,მქსიკო ,ბრაზილია[ქალაქი]]

3)     დედაქალაქები ,რომლებიც წარმოადგენენ „ფრდერაციის სუბიექტის ტერიტორიაზე მდებარე-მუნიციპალიტეტს’’[ბრტნი ,ოტავა]

4)     დედაქალაქები,რომლებსაც „უნიტარულ’’ სახელმწიფოში „თვითმმართველი ერთეულის’’ სტატუსი აქთ[ლონდონი,პარიზი,სტოკჰოლმი,პრარა]

·         დედაქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების  „ავტონომია’’ ყველაზე უფრო ძლიერია პირველ ჯგუფში შემავალ დედაქალაქებში,ყველაზე  უფრო სუსტი მე-2 ჯგუფში შემავალ დედაქალაქებში

·        მე-3 და მე-4 ჯგუფებს მიკუტვნებულ დედაქალაქებში კი ადგილობრივ ხელისუფლებას“სხვა’’ ქალაქ მუნიციპალიტეტების თანაბარი „ავტონომია’’ გააჩნია.

 

            დედაქალაქი მუნიციპალიტეტის’’ -სამართლებრივი სტატუსი

 

 

·        „დედაქალაქი მუნიციპალიტეტები’’ სმართლებრივი სტატუსის მიხედვიტ ორ ნაწილად ჯგუფდება.

1)     „დედაქალაქი მუნიციპალიტეტები’’ რომლებსაც სპეციალური სმართლებრივი სტატუსი ‘’ აქვთ [ბერლინი,ბრატისლავა,ბრიუსელი,ბუქარესტი,ბუდაპეშტი,კიევი,ლონდონი,მადრიდი,მოსკოვი,ოსლო,პრაღა,რიგა,რომი,თბილისი,ტირანა , ,სკოპიე,ვენა,ვარშავა,ზაგრები]

2)     „დედაქალაქი მუნიციპალიტეტები’’ რომლებსაც „სხვა ქალაქ მუნიციპალიტეტების’’ იდენტური სამართლებრივი სტატუსი გააჩნიათ [ამსტერდამი,ანკარა,ბერნი,დუბლინი,ჰელსინკი,ლიუბლიანა,ნიქოზია,რეიკიავიკი,სოფია,ვადუცი,ვალეტა ვილნიუსი]

 

·        „დედაქალაქ მუნიციპალიტეტის’’ სპეციალური’’ სამართლებრივი  სტატუსი ძირითადად დედაქალაქის „სიდიდესთან ‘’ არის დაკავშირებული

·        „სპეციალური’’ სამართლებრივი  სტატუსი  შეილება გამოიხატოს „დედაქალაქ მუნიციპალიტეტის:

a.      მართვის ორდონიან სისტემაში

b.      წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების  შექმის წსსსა და ორგანიზაციულ სტრუქტურაში

c.      სახელმწიფო ზედამხედველობის წესში

d.     დაფინანსების სისტემაში და სხვა

·        მსხვილი[მილიონზე მეტი მოსახლეობით]დედაქალაქების უმრავლესობაში „ორდონიანი მმართველობის სისტემაა’’ შექმნილი

·        „ერთდონიანი კონსოლიდირებული მმართველობის მოდელი’’ ძირითადად პატარა[მილიონზე ნაკლები ნოსახლეობით]დედაქალაქებში მოქმედებს.

·        „პატარა დედაქალაქები“ არ არიან ,მაგრამ „ერთდონიანი კონსოლიდირებული მმართველობის მოდელი’’ მოქმედებს „ათენში,ბრიუსელში,სოფიაში,თბილისსა და მადრიდში

·        ასეთ მოდელში  დედაქლაქი დაყოფილია „რაიონებად’’,რომლებსად „დანიშნული’’ ადმინისტრაციები  მართავენ[ამას ეწოდება „დეკონცენტრირებული ტერიტორიული მმართველობა’’

·        ევროპის ქვეყნების დედაქალაქების „ორდონიანი მმართველობის სისტემა’’ ორი ძირიტადი ფორმით ფუნქციონირებს

1)      დედაქლაქს ორ ტერიტორიულ დონეზე შექმნილი თვითმმართველი ერთეულები-„ქალაქის’’ და „რაინების’’ თვითმმართველი ერთეულები მართავენ,რომლის „წარმომადგენლობითი ორგანოები’’[ზოგჯერ აღმასრულებელი ორგანოც] პირდაპირი არჩევნების საფუძველზეფორმირდება

ან

2)     „პირდაპირი წესით’’ არჩეულ „დედაქალაქის ხელისუფლებასთან’’ ერთად ,“ტერიტორიული ორგანოებიც’’ „პირდაპირი არჩევნების საფუძველზე’’ ყალიბდება ;[დედაქალაქის „ტერიტორიული ორგანოები’’ არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ იურიდიულ პირებს-„ტვიტმმარტველ ერტეულებს’’ და მხოლოდ დედაქალაქის „ტერიტორიული ორგანოს’’ სტატუსი აქვთ.ეს „ტერიტორიული ორგანოები’’ დედაქალაქის მიერ კანონით ან დედაქალაქის ნორმატიული აქტებით „დელეგირებულ უფლებამოსილებებს’’ ახორციელებენ.

 

·        ყურადღება: ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებსი აზერბაიჯანის დედაქალაქი  -ბაქო,ერთადერთია ,სადაც „ერთდონიანი ფრაგმენტირებული მმართველობის მოდელი’’ მოქმედებს

·        როგორც წესი,დედაქალაქები წარმოადგენენ ქვეყნის ყველაზე „მრავალრიცხოვან ‘’ მუნიციპალიტეტებს,რომლებშიც ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს

დედაქალაქის მოსახლეობის წილი ქვეყნის მტლიან მოსახლეობაში

დედაქალაქები

1-10%

ბერლინი,ბერნი,ბრატისლავა,ბუქარესტი,კიევი,

რომი,ვარშავა,ანკარა,მოსკოვი,ამსტერდამი

10-20%

ბრიუსელი,ზაგრები,ვილნიუსი,

კიშინიოვი,ლიუბლიანა,პარიზი,ბელგრადი,

ლისაბონი,კოპენჰაგენი,ლონდონი,ოსლო,ლუქსემბურგი

,მადრიდი,საგარეო,სტოკჰოლმი,ტირანა,ჰელსინკი

20-30%

ათენი,ბაქო,ბუდაპეშტი,დუბლინი

,ვენა,მინსკი,პრაღა,სოფია

30-40%

ტალინი,რეიკიავიკი,რიგა ,თბილისი,ერევანი

 

 








        „დედაქალაქებს’’ წამყვანი როლი აქვთ ქვეყნის ეკონომიკაში

·        ქვეყნის „მთლიანი შიდა პროდუქტის’’ მნიშვნელოვანი წილი დედაქალაქებზე მოდის

·        „დედაქალაქები’’ წარმოადგენენ ყველაზე მეტად კეთილმოწყობილ,მდიდარ და განვიტარებულ მუნიციპალიტეტებს,რომლებიც ხშირად „კულტურული ცენტრის’’ ფუნქციასაც ასრულებენ

·        სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონე და პოლიტიკური აქტივობა ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან შედარებით დედაქალაქებსი გაცილებით უფრო მაღალია.

·        „დედაქალაქი მუნიციპალიტეტის’’ „სპეციალური’’ სტატუსის განმსაზღვრელ მთავარ კრიტერიუმს მისი „განსაკუთრებული ფუნქციები’’ წარმოადგენს

·        „დედაქალაქი’’,როგორც წესი,სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებების,უცხო ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების „ადგილსამყოფელია’’,რაც მას „პოლიტიკურ ცენტრად’’ აქცევს.

·        შესაბამისად, მის ტერიტორიაზე ,რეგულარულ საფუძველზე,,სხვადასხვა შიდა თუ საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება,რაც გამარტულ ინფრასტრუქტურას და უსაფრტხოების მაღალ დონეს მოიტხოვს.

·       

·        დედაქლაქებში შეიძლება იყოს კონცენტრირებული ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დიდი ნაწილი,რომელიც სპეციალურ მოვლა-პატრონობას საჭიროებს .

·        შესაბამისად,დედაქალაქის „განსაკუთრებული ფუნქციებიც’’ სწორედ ამ მიმართულებებით ვლინდება

·        „დედაქლაქის’’ ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი შინაარსით‘’ეროვნული ხელისუფლების’’ პასუხისმგებლობაა

·        ამიტომ, „ცენტრალური ხელისუფლების’’ და „დედაქალაქის მუნიციპალიტეტის’’ მჭიდრო თანამშრომლობას და კორდინირებული მოქმედებას მოითხოვს  დედაქალაქის მართვა

·        „სახელმწიფო ხელისუფლება’’ [რომელიც  ტრადიციულად  დედაქალაშია განლაგებული],დედაქალაქის მართვის ‘მაღალი ინტერესი’’ გააჩნია,რაც „ადგილობრივი ხელისუფლების ავტონომიის’’ დარღვევის მაღალ საფრტხესაც შეიცავს

·        „სახელმწიფო ხელისუფლება’’ ხშირად“დედაქალაქის ფუნქციებტან დაკავშირებული ვალდებულებების’’ „დედაქალაქის მუნიციპალიტეტზე „დელეგირებას’’ ახდენს 

·        ამ „ვალდებულებების დელეგირება’’ „კანონით’’[ მაგ. მოსკოვი,კიევი] ან“ხელსეკრულებით’’[მაგ. ტალინი,ბუდაპეშტი,ვარშავა,ბერლინი] ხორციელდება

·        ტუმცა არის შემტხვევები,როდესაც ზოგიერთი დედაქალაქის მუნიციპალური ხელისუფლება ან „ფუნქციებს’’ კანონისმიერი და სახელშეკრულებო ვალდებულებების გარეშე ახორციელებს[მაგ. მადრიდი ,ბუქარესტი’’]

·        ნებისმიერ შემტხვევაში, „სახელმწიფო ხელისუფლება’’ [მთავრობა] “დედაქალაქის ფუნქციებტან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად „დედაქალაქის’’ მუნიციპალურ ხელისუფლებას „დამატებით ფინანსურ რესურსებს’’ გადასცემს.

 

რა ანიჭებს ქალაქ თბილისს - „დედაქალაქის  სტატუსს და რას გულისხმობს  იგი ?

 

·        საქართველოში ქალაქ თბილისს „დედაქალაქის’’ სტატუსს საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს[მე-2  მუხლი ნაწ. მე-2 ] .

 

 მუხლი 2. სახელმწიფო სიმბოლოები

 

1. საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაასაქართველო“.

2. საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი.

3. საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის 

ავტონომიურ რესპუბლიკაშიაგრეთვე აფხაზური. სახელმწიფო ენა 

დაცულია ორგანული კანონით.

4. საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი დადგენილია 

ორგანული კანონით, რომელიც გადაისინჯება კონსტიტუციის 

გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით.

 

 

·        საქარტველოს კონსტიტუცია“დედაქალაქის ‘’ სტატუსის არსებობას არ უკავშირებს რაიმე „პირობას’’,მათ შორის,სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების  დედაქალაქში განთავსების საკითხს

 

 

·        ხოლო   საქარტველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად:

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ − თბილისი), როგორც „საქართველოს დედაქალაქის“, სტატუსი გულისხმობს თბილისის „განსაკუთრებულ“ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც „სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების დასაცავად“ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოების მეშვეობით თბილისის „მართვას“

 

 

მუხლი 63. საქართველოს დედაქალაქი და მისი სტატუსი

 

1. საქართველოს დედაქალაქითბილისი არის თვითმმართველი ქალაქი.

 

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ თბილისი), როგორც საქართველოს

დედაქალაქის, სტატუსი გულისხმობს თბილისის განსაკუთრებულ სამართლებრივ 

მდგომარეობას,

 რომელიც სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების დასაცავად

უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოების მეშვეობით თბილისის მართვას.

 

 

·        ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები განსხვავდება „სხვა’’ მუნიციპალიტეტებისგან.

·        აქვე განვმარტოტ ,რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიში’’გამოყენებული სიტყვები: „სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების დასაცავად ’’ არ უნდა გავიგოთ,როგორც „ადგილობრივ თვითმმართველობაში ‘’ სახელმწიფოს ჩარევის შესაძლებლობა.

·        „სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ’’ მხოლოდ იმას მიანიშნებს,რომ თბილისი ახორციელებს არა მხოლოდ ადგილობრივ,არამედ დეაქალაქის სტატუსიდან გამომდინარე  სახელმწიფო მნიშვნელობის ფუნქციებსაც,რომლებიც მასზეა დელეგირებული მტავრობის მიერ და შესაბამისი დაფინანსებით უზრუნველყოფილი

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები