9.3 "შენატანი'' -სააქციო საზოგადოებაში[სს-ში]
სარჩევი:
სს-ში „შენატანის’’ საგანი[22-ე მუხლის მიხედვით]
„შენატანის’’ კონკრეტული სახეები
„შენატანის’’ განხორციელების „წესი’’ და „ვადა’’ [24-ე მუხ. ]
რა არის „შეფარული შენატანი’’ ?
სს-ში „შენატანის ‘’ განხორციელების „ვადა’’
„შენატანის’’ განუხორციელებლობისთვის პასუხისმგებლობა -„აქციების ჩამორთმევა’’
„არაფულადი შენატანის’’ „აუდიტორული შეფასება’’
„დამატებითი’’ „შენატანი’’ სს-ში
„შენატანი ‘’ -ცნება. [ზოგადი]
· კანონის „მეწარმეთა შესახებ’’ 21-ე მუხლის თანახმად : შენატანი არის -„სამეწარმეო საზოგადოებისთვის’’ საკუთრებაში გადაცემული ქონება [„შენატანის’’ -ცნება]
მუხლი 21. შენატანის ცნება
შენატანი არის -„სამეწარმეო საზოგადოებისთვის’’ საკუთრებაში გადაცემული ქონება, „რომლის „ეკონომიკური ღირებულება’’ აისახება „სამეწარმეო საზოგადოების’’ „ბალანსში“.
· „შენატანის’’ განხორციელების ვალდებულება წარმოადგენს სს-ს „აქციონერის’’ ძირიტად მოვა;ლეობას
· მისი ამ ვალდებულებისგან განთავისუფლება დაუშვებელია
· სააქციო საზოგადოება ხდება „შეტანილი’’ სიკეთის მესაკუთრე,სანაცვლოდ კი „შენატანის’’ შემტანი იღებს ან „ქონებრივ’’ ან „მმართველობით’’ ან „ორივე’’ უფლებებს
·
თუ რა შეიძლება იყოს „შენატანის’’
საგანი,ეს
,როგორც წესი, განმტკიცებულია სს-ს „წესდებით’’
სს-ში „შენატანის’’ საგანი[22-ე მუხლის მიხედვით]
სს-ში „შენატანის’’
საგანი არის
ქონებრივი სიკეთე, რომლის სს-სთვის გადაცემის
ვალდებულებასაც (ე.წ.
„შენატანის განხორციელების ვალდებულება’’) იღებს
სამეწარმეო საზოგადოების მომავალი ან მოქმედი პარტნიორი სს-ს „კაპიტალში’’ ა)წილის შეძენის ან ბ) უკვე შეძენილი წილის ღირებულების გაზრდის სანაცვლოდ.
ხ
· 152-ე მუხლის 1-ლი ნაწილიკრძალავს „სააქციო საზოგადოებაში’’ [სს-ში] „შენატანის’’ საგნის სახით ა)“სამუშაოს შესრულების’’ ან ბ)„მომსახურების გაწევის’’ შეტანას[ეს დაიმახსოვრე]
მუხლი 152. სააქციო საზოგადოებაში შენატანის განხორციელება
1. სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა არ შეიძლება იყოს სააქციო საზოგადოებაში არაფულადი შენატანის განხორციელების საგანი.
· ამრიგად,დღევანდელი ქართული „საკორპორაციო სამართლის’’ მიხედვით
„სააქციო საზოგადოებაში’’ [სს-ში] „შენატანის’’ საგანი შეიძლება იყოს“ნებისმიერი’’ მატერიალური და არამატერიალური „ქონება
,გარდა „სამუშაოს შესრულებისა’’ და „მომსახურების
გაწევისა’ [ესენი აკრლულია 152-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ] ’’[ „არამატერიალურ შენატანში’’ იგულისხმება „უფლებები’’
და „მოთხოვნები’’]
„შენატანის’’ კონკრეტული სახეები
·
კანონის „მეწარმეთა შესახებ’’ 23-ე მუხლის თანახმად: „შენატანის განხორციელების ვალდებულება შეიძლება შესრულდეს:
a. ფულის გადახდით (ფულადი შენატანი)
b. „სხვა“ მატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემით (არაფულადი შენატანი).
c. „არამატერიალური ქონებრივი სიკეთის’’ გადაცემით (არაფულადი შენატანი). [„სამუშაოს შესრულება“ ან „მომსახურების გაწევა“ შეიძლება იყოს არაფულადი შენატანის საგანი.ოღონდ, სს-ში არ შეიძლება იყოს იხ. 152-ე მუხ. 1-ლი ნაწ.]].
მუხლი 23. შენატანის სახეები
შენატანის განხორციელების ვალდებულება შეიძლება შესრულდეს ფულის გადახდით (ფულადი შენატანი) ან სხვა მატერიალური ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემით (არაფულადი შენატანი). სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა შეიძლება იყოს არაფულადი შენატანის საგანი.
ხ
·
„ფულადი შენატანი’’ ყველაზე „მარტივად გამოთვლადი’’
და ყველაზე მოქნილი „შენატანია’’ „ბუღალტრული აღრიცხვის’’კუთხით
·
სს-ში „შეტანილი’’ „მატერიალური ქონების’’ და „არამატერიალური ქონების’’ ღირებულების განსაზღვრა კი პრობლემატურია.ამიტომ, ამ
მიზნით პრაქტიკაში გამოიყენება „მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი შენატანების“ „ექსპერტის მიერ შეფასება’’
ხ
„შენატანის’’ განხორციელების „წესი’’ და „ვადა’’ [24-ე მუხ. ]
·
შენატანი უნდა განხორციელდეს კანონითა და წესდებით
დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში.
·
ფულადი შენატანი
განხორციელებულად მიიჩნევა ფულის/თანხის სამეწარმეო საზოგადოების მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან.
·
არაფულადი შენატანი
განხორციელებულად მიიჩნევა საკუთრების უფლების გადაცემისთვის საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოქმედებების შესრულების მომენტიდან.
·
მუხლი 24. შენატანის განხორციელების წესი და ვადა
1. შენატანი უნდა განხორციელდეს კანონითა და წესდებით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში.
2. ფულადი შენატანი განხორციელებულად მიიჩნევა ფულის/თანხის სამეწარმეო საზოგადოების მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან.
3. არაფულადი შენატანი განხორციელებულად მიიჩნევა საკუთრების უფლების გადაცემისთვის საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოქმედებების შესრულების მომენტიდან.
4. თუ არაფულადი შენატანის განხორციელების დროს მისი ღირებულება შეთანხმებული შენატანის ოდენობაზე ნაკლებია, პარტნიორი ვალდებულია შეთანხმებული შენატანის ღირებულება ფულადი სახით შეავსოს.
ხ
რა არის „შეფარული შენატანი’’ ?
·
„შენატანი’’ მისი შემტანისთვის
კონკრეტულ „უფლებებს’’ და „ვალდებულებებს’’ წარმოშობს
·
ზოგჯერ,ზოგიერთ პირს უჩნდება სურვილი „შენატანის’’ განხორციელებით მიიღოს
მხოლოდ „უფლებები’’,ოღონდ არა „ვალდებულებები’’.სწორედ ასეთ შემთხვევას წარმოადგენს
ე.წ. „შეფარული შენატანი’’
·
„შეფარული შენატანის ‘’ ტერმინის ქვეშ იგულისხმება ისეთი შემთხვევა,როდესაც
სს-ში „არაფულადი შენატანი’’ „ნასყიდობის’’ ან „ჩუქების’’
გარიგებებით ინიღბება და ამგვარად ეს პირები
„კაპიტალის შევსების’’ ვალდებულებისთვის ‘’ გვერდის ავლას ცდილობენ [იხ.
24-ე მუხ. მე-4 ნაწ]
მუხლი 24. შენატანის განხორციელების წესი და ვადა
თუ არაფულადი შენატანის განხორციელების დროს მისი ღირებულება შეთანხმებული „შენატანის“ ოდენობაზე ნაკლებია, პარტნიორი ვალდებულია „შეთანხმებული შენატანის ღირებულება’’ ფულადი სახით შეავსოს.
·
იმისათთვის რომ დადგინდეს „შეფარული შენატანის’’ განხორციელების „ფაქტი’’
,სახეზე უნდა იყოს,ა)სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება[„ნასყიდობა’’ ,ჩუქება’’ და
სხვა] და ბ) ამ გარიგებასთან დროში თანმხლები
„ფულადი ტრანზაქცია’’[რომელიც სწორედ „შეფარულ შენატანს’’
წარმოადგენს]
რა არის „შერეული შენატანი’’ ?
·
„პრაქტიკაში’’,ასევე შესაძლებელია,რომ „შენატანი’’ იყოს „შერეული ი შენატანი’’
·
ანუ ასეთ შემტხვევაში „აქციის’’[აქცციების] ღირებულების სანაცვლოდ სს-ში პირის
მიერ „შეტანილია’’ „ნაწილობრივ’’ „ფულადი შენატანები’’ და „ნაწილობრივ’’
„არაფულადი შენატანები’’
·
„შერეული შენატანი’’ კანონში ნახსენები
არ არის,თუმცა არც აკრძალულია და შესაბამისად „დაშვებულია’’
„შენატანის’’ განხორციელებასთან დაკვშირებული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა [ამ ვალდებულებების დარღვევისათვის]
·
სს-ში „შენატანის’’ განხორციელებასთან დაკავშირებულია შემდეგი „ვალდებულებები’’
a. „ფულადი შენატანის’’ კანონითა და წესდებით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში განხორციელების ვალდებულება[24-ე მუხ. 1-ლი ნაწ.და 152-ე მუხ. მე-2
ნაწ]
b. „არაფულადი შენატანის’’ „შეფასების ‘’ “აუდიტორული[ან საექსპერტო] დასკვნის’’ უზრუნველყოფა [იხ. 152-ე მუხ. მე-10 და მე-11 პუნქტები]
c. არასაკმარისი „არაფულადი შენატანის’’
„ფულადი შენატანით ‘’ „შევსების ვალდებულება[მუხ. 24-ე ნაწ. მე-4]
d. „შენატანის’’ ვადაგადაცილებისთვის დარიცხული პროცენტის[ან
წინასწარ შეთანხმებული „პირგასამტეხლოს’’] გადახდის ვალდებულება [იხ. 152-ე მუხ.მე-5
ნაწ]
სს-ში „შენატანის ‘’ განხორციელების „ვადა’’
·
„შენატანის’’ განხორციელება სს-ს „აქციონერის’’ ძირიტადი ვალდებულებაა,რომელიც
წარმოიშობა ა)სს-ს „დაფუძნების’’ დროს, „აქციების’’ მიღების
მომენტში ,ან ბ)“ახალი აქციების’’ „განთავსებისას’’,ამ „აქციების’’ შეძენის
მომენტში
·
ამდენად, „შენატანის’’ განხორციელება
ხდება „აქციების’’ მიღების სანაცვლოდ,თუმცა
ეს არ ნიშნავს,რომ „შენატანი’’ დაუყონებლივ უნდა გამხორციელდეს
სს-ს „დაფუძნებისას’’ ან „ახალი აქციების’’
„განთავსებისას’’.
·
სააქციო საზოგადოების[სს-ს] „დაფუძნებისას’ ან სს-ს „კაპიტალის
გაზრდისას’’ [‘’ახალი აქციების’’ „განთავსების’’ გზით]აქციონერმა „შენატანი“
უნდა განახორციელოს „სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის“
ან „მისი კაპიტალის გაზრდის მომენტიდან’’ - 5 წლის ვადაში, თუ წესდებით
უფრო მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული. [იხ. 152-ე მუხ.მე-3
ნაწ.-ლი]
ხ
·
სს-ში „შენატანის’’ განხორციელების „ვადა’’ განისაზღვრება კანონით ან/და წესდებით.
·
ხოლო თუ „შენატანის’’ ვადა „წესდებით’’
დადგენილი არ არის, აქციონერმა „შენატანი’’
უნდა განახორციელოს „სააქციო საზოგადოების
მოთხოვნის შემდეგ, „გონივრულ
ვადაში’’. [იხ. 152-ე მუხ.მე-2 ნაწ]
ხ
·
თუკი აქციონერმა დაარღვია ფულადი შენატანის
განხორციელების ვადა, „ვადამოსულ’’ „განუხორციელებელ ფულად შენატანს’’ ერიცხება „წლიური პროცენტი’’ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი პერიოდისთვის დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ორმაგი
ოდენობით, თუ „ წესდებით“ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. [იხ. 152-ე მუხ.მე-5
ნაწ]
·
სს-ს“წესდებით’’ შეიძლება,“პირგასამტეხლოს’’
„სხვა ოდენობის’’ დადგენა და „პირგასამტეხლოს
‘’ გავრცელება ვადაგადაცილებულ „არაფულად შენატანებზეც’’;
·
„წესდებით’’ შესაძლებელია“დამატებითი
ფინანსური ტვირთის’’ საერთოდ გაუქმებაც.
ხ
·
„სააქციო საზოგადოებამ’’ „პირგასამტეხლოსთან ერთად „დამატებით’’ შეიძლება მოითხოვოს „შენატანის’’ განხორციელების „ვადის’’ დარღვევით „გამოწვეული ზიანის’’ ანაზღაურება.[იხ. 152-ე მუხ.მე-5
ნაწ]
·
„პირგასამტეხლოს’’
და „ზიანის ანაზღაურების’’ ერთდროულად გამოყენების საფუძველია [სამოქლაქო კოდექსის 419-ე მუხლის
მე-2 პუნქტი]
ხ
„შენატანის’’ განუხორციელებლობისთვის პასუხისმგებლობა -„აქციების
ჩამორთმევა’’
·
„აქციონერის’’ მიერ „ფულადი შენატანის’’ განუხორციებლობისთვის პასუხისმგებლობის
საბოლოო ფორმაა -„აქციების ჩამორთმევა’’
·
აქციონერის მიერ „ფულადი შენატანის“ განხორციელების
ვადის დარღვევისას „სააქციო საზოგადოების’’
ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს „აქციის
ჩამორთმევის“ პროცესი.
·
ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია გააფრთხილოს აქციონერი
„აქციის ჩამორთმევის“ პროცესის დაწყების შესახებ
და „ფულადი შენატანის“ განხორციელებისთვის მისცეს მას დამატებითი ვადა არანაკლებ 30 დღისა.[იხ. 152-ე მუხ.მე-6 ნაწ]
ხ
·
„დამატებითი ვადის’’ უშედეგოდ გასვლის შემდეგ „ხელმძღვანელი
ორგანოს“ მიერ გაგზავნილი შეტყობინებით „აქციონერი სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ კარგავს : ა) „აქციას’’[!],
ბ)“განხორციელებულ
შენატანს’’ და გ) „მასთან დაკავშირებულ უფლებებს’’ . იმავდროულად ,
„განუხორციელებელ შენატანთან’’ დაკავშირებული
სააქციო საზოგადოების მოთხოვნები ძალაში რჩება. [იხ. 152-ე მუხ.მე-6 ნაწ]
·
ხ
·
სს-ს „ხელმძღვანელ ორგანოს’’ ნებისმიერ
მომენტში შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება „აქციის
ჩამორთმევის’’ პროცესის „შეწყვეტის’’ შესახებ. [იხ. 152-ე მუხ.მე-7 ნაწ]
„არაფულადი შენატანის’’ „აუდიტორული შეფასება’’
·
„არაფულადი შენატანის’’ აუდიტორული შეფასების „უზრუნველყოფა’’ ,კანონის
152-ე მუხლის მე-1- პუნქტის მიხედვიტ არის სს-ს ‘აქციონერის’’ ერთ-ერთი „მოვალეობა’’
·
„არაფულადი შენატანის’’ საგანს
უნდა გააჩნდეს „ეკონომიკური ღირებულება’’,შესაბამისად აუცილებელია,რომ „არაფულადი
შენატანის’’ შემთხვევაში, განისაზღვროს მისი
“ღირებულება’’.
·
სწორედ, ამ მიზანს ემსახურება „აუდიტორის’’
მიერ „არაფულადი შენატანის’’ –„შეფასება’’
·
„აუდიტორის’’ მიერ „არაფულადი შენატანის’’ ღირებულების
„შეფასება’’ დამატებიტ ხარჯებს მოითხოვს
,ამიტომ,ლოგიკურია,რომ ეს „ხარჯი’’ იმ აქციონერმა გასწიოს ვისაც „არაფულადი შენატანის’’
განხორციელება სურს
მუხლი 152. სააქციო საზოგადოებაში შენატანის განხორციელება
10. სააქციო საზოგადოების რეგისტრაციამდე აქციონერების მიერ შერჩეულმა დამოუკიდებელმა აუდიტორმა ნებისმიერ არაფულად შენატანთან დაკავშირებით უნდა შეადგინოს „ანგარიში’’, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე. დამოუკიდებელი აუდიტორი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.
„დამატებითი’’ „შენატანი’’ სს-ში
·
სს-ში „კაპიტალის’’ გაზრდის საშუალებაა“დამატებითი აქციების’’ გამოშვება
·
სს-ს მიერ „დამატებითი აქციების’’ გამოშვებისას მის „აქციონერებს’’ არ ეკისრებათ
„ვალდებულება’’ შეიძინონ ეს „დამატებითი აქციები’’ და ამისთვის განახორციელონ
„დამატებითი შენატანი’’
·
„დამატებითი შენატანის’’ განხორციელება და „ახლი აქციების’’[ანუ „დამატებითი
აქციების’’] შეძენა სს-ს აქციონერების არა ვალდებულება,არამედ პრივილეგირებული „უფლება’’
·
ეს უფლება ე.წ.“უპირატესი
შესყიდვის უფლების’’ სახით გვევლინება [იხ.
167-ე მუხლი]
·
„დამატებითი
აქციების’’ “უპირატესი შესყიდვის უფლება’’ გამორიცხავს „აქციონერის’’ იძულებას „შეიტანოს’’ „დამატებითი შენატანი’’ ამ „ახალი[დამატებითი] აქციების’’ სანაცვლოდ
·
„ახალი შენატანის’’[ანუ „დამატებითი
შენატანის’’] თაობაზე აქციონერის „ნების’ არარსებობის შემთხვევაში ,აქციონერისთვის “დამატებითი
შენატანის’’ დაკისრება[დავალდებულება]
– „ბათილი ‘’ იქნება[სასამართლოში]
ხ
·
ყურადღება: თუ
სს-ს აქციონერს „წესდებით’’ ან „სხვა დამატებითი შეთანხმებით’’ დაეკისრება
რაიმე „ნებაყოფლობით აღებული ქონებრივი ვალდებულება’’,ის ვერ დაკვალიფიცირდება „დამატებითი აქციების’’ შესაძენად განხორციელებულ
„დამატებით შენაძენად’’ და ამ „ნებაყოფლობით აღებული ქონებრივი ვალდებულები’’ „შეუსრულებლობა’’
არ გამოიწვევს აქციონერისათვის „წილის’’ [მისთვის ადრე გადაცემული
აქციების] ჩამორთმევას
Комментарии
Отправить комментарий