9.1.„დიდი ქალაქების’’ და „მეტროპოლიების’’ მართვის მოდელები
სარჩევი:
9.1 ქალაქი,ურბანული სივრცე,მეტროპოლია- ცნებათა განმარტებები
„დიდი ქალაქების’’ და „მეტროპოლიების’’ მართვის თავისებურებები
1. „ერთდონიანი’’ და “ფრაგმენტირებული’’-მართვის მოდელი
2. „ერთდონიანი’’ და „კონსოლიდირებული’’-მართვის მოდელი
3.„ორდონიანი’’ -მართვის მოდელი
4.
ურბანული სივრცის „ინტერმუნიციპალური’’ -მართვის მოდელი
5.„სპეციალიზბული[ფუნქციური] -მართვის მოდელი
9.1
ქალაქი,ურბანული სივრცე,მეტროპოლია- ცნებათა განმარტებები
რა არის „ქალაქი’’ ?
·
ერთმნიშვნელოვანი პასუხუ კითხვაზე თუ „რა არის ქალაქი?’’ არარსებობს
·
„დასახლებისთვის’’ „ქალაქის’’
სტატუსისს მინიჭება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული
კრიტერიუმებით ხდება.
·
„ძირითად’’ კრიტერიუმებს ა)“მოსახლეობის რაოდენობა’’ დ ბ)“მოსახლეობის
სიმჭიდროვე’’ წარმოადგენს
·
„სხვა’’ კრიტერიუმებია:“ფუნქციონალური’’ კრიტერიუმი[მაგ. „სოციალურ-ეკონომიკური
ცენტრის’’ ფუნქცია ,ან „მოსახლეობის არასაოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმება’’] , და
ბ)“ისტორიული’’ კრიტერიუმი[მაგ.დოდ ბრიტანეტში მე-16 საუკუნიდან დრემდე „დასახლებას’’
„ქალაქის’’ სტატუსს მონარქი ანიჭებს ,შედეგად უელსში მდებარე „სენტ დევიდს’’,რომელსაც
მხოლოდ 2000 მაცხოვრებელი ჰყავს და 10 მილიონიან ლონდონსაც „ქალაქის’’ სტატუსი აქვს]
რა არის „ურბანული სივრცე’’ ?
·
ე.წ. „ურბანული სივრცის’’ სტატუსი ა)“მოსახლეობის რაოდენობით’’ და ბ)“მოსახლეობის
სიმჭიდროვით’’ დგინდება
·
„ურბანული სივრცე’’ შეიძლება „ერთი ქალაქის’’ ან „რამდენიმე დასახლების’’[ქალაქის,დაბის,სოფლის]
„ადმინისტრაციულ საზღვრებს’’ ემტხვეოდეს
ხ
·
“მოსახლეობის რაოდენობის’’ და “მოსახლეობის სიმჭიდროვის’’ მიხედვით „ურბანული სივრცის’’ 3[სამ] კატეგორიას
განასხვავებენ:
a. „მჭიდროდ განსახლებულ ურბანულ სივრცეს’’[ მსხვილი ქალაქები -“Cities’’] [1კმ2-ზე არანაკლებ
1500 მოსახლე]
b. „საშუალოდ განსახლებულ ურბანულ სივრცეს’’ [“Towns’’] [1კმ2-ზე არანაკლებ 300 და არაუმეტეს 1500 მოსახლე]
c. მეჩხერად განსახლებულ ურბანულ სივრცეს [“Rural area’’]
[1კმ2-ზე არანაკლებ 300-მდე მოსახლე]
ხ
„მჭიდროდ განსახლებულ ურბანულ სივრცე’’[ მსხვილი
ქალაქები -“Cities’’] ,თავის მხრივ,4[ოთხ] ქვეკატეგორიად
იყოფა:
1) „მცირე ურბანული სივრცე’’[„პატარა ქალაქი’’]
[ არაუმეტეს 50 000-200 000 მაცხოვრებელი]
2) „საშუალო ზომის ურბანული სივრცე’’[„დიდი ქალაქი’’]
[200 000-დან 500 000 -მდე მაცხოვრებელი][
3) „მეტროპოლია’’ [500 000-დან 1 500 000-მდე მაცხოვრებელი][მაგ. თბილისი-
„მეტროპოლიაა’’]
4) „მსხვილი მეტროპოლია’’[1 500 000 მეტი მაცხოვრებელი][მაგ.
პარიზი,ლონდონი,მოსკოვი,ტოკიო,ნიუ იორკი და სხვა]
„დიდი ქალაქების’’ და „მეტროპოლიების’’ მართვის თავისებურებები
·
„ქალაქის’’ მოსახლეობის ზრადასთან ერთად მწვავდება „ქალაქის მართვასთან’’
დაკავშირებული პრობლემებიც
·
„დიდი ქალაქები’’ და „მეტროპოლიები’’ უამრავი გამოწვევის[პრობლემის] წინაშე
დგანან: ა)ეკოლოგია ბ)ტრანსპორტის ორგანიზება,გ)განსახლება დ)რეკრიაციული ზონების განვიტარება,ე)უმუშევრობა,ვ)კრიმინალის
მარტვა და ა.შ.
·
ამიტომ, „დიდი ქალაქების’’ და „მეტროპოლიების’’ მართვის უზრუნველსაყოფად
მართვის „სხვადასხვა მოდელი’’ და „სამართლებრივი ინსტრუმენტი’’ არსებობს.
·
„დიდი ქალაქების’’ და „მეტროპოლიების’’ მართვის 5[ხუთი] ძირითადი მოდელის
გამოყოფა შეიძლება:
1. „ერთდონიანი’’ და “ფრაგმენტირებული’’-მართვის
მოდელი
2. „ერთდონიანი’’ და „კონსოლიდირებული’’-მართვის
მოდელი
3. „ორდონიანი’’ -მართვის მოდელი
4. „ინტერმუნიციპალური’’ -მართვის მოდელი
5. „სპეციალიზბული[ფუნქციური] -მართვის
მოდელი
ყურადღება:
შესაძლებელია აღნიშნულთაგან რამდენიმე მართვის
მოდელის „ერთდროულად’’ გამოყენებაც
1.
„ერთდონიანი’’ და “ფრაგმენტირებული’’-მართვის მოდელი
·
„ურბანული სივრცის ‘’ „ერთდონიანი’’ და “ფრაგმენტირებული’’მართვის მოდელი
„ურბანული სივრცის’’ ანდა „დიდი ქალაქის’’ ტერიტორიის „ფრაგმენტირებულ’’ მართვას გულისხმობს.
·
ამ „მოდელის’’ შესაბამისად,“ურბანული
სივრცე’’ სხვადასხვა „თვითმმართველ ერთეულებად’’ არის
დაყოფილი.
ხ
·
ამ მოდელის „ძლიერ
მხარეს’’ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ადგილობრივი ხელისუფლების „გაადვილებული წვდომა“ და“ანგარიშვალდებულების
მაღალი ხარისხი’’,ასევე „ადგილობრივ საჭიროებებზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირების
შესაძლებლობა წარმოადგენს“.
·
ამ მოდელის „სუსტ
მხარედ’’ კი ა)ადგილობრივი ხელისუფლების
მიერ „გაწეული მომსახურების’’ და „შექმნილი ინფრასტრუქტურის’’ „სარგებლის გადინების’’
მაღალი ხარისხი ,ბ)“მასშტაბის ეკონომიის’’ მიღწევის და კოორდინაციის დაბალი შესაძლებლობა
-განიხილება.
·
„ფრაგმენტირებული’’ გარემო აგრეთვე აგრეთვე ასუსტებს პრობლემებზე
ადეკვატური რაგირების ეფექტურობას,ვინაიდან სხვადასხვა ინტერესის მქონე თვითმმართველი
ერთეულების შეთანხმება-კონსენსუსი მნიშვნელოვან ძალისხმევას
მოითხოვს.
·
„ერთიანი რეაგირების’’ საჭიროება განსაკუთრებით ისეტი „ამოცანების’’ მართვისას
წარმოიშობა,როგორიცაა „ეკონომიკური განვიტარება’’,“გარემოს დაცვა’’,“ტრანსპორტის ორგანიზება’’,“თანაბარი
ხარისხის სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა’’ და ა.შ.
·
შესაბამისად,„ერთდონიანი’’ და
“ფრაგმენტირებული’’მართვის მოდელის „ეფექტურობის’’
ხარისხი ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის განვითარებაზე
არის დამოკიდებული.
ხ
·
„ურბანული სივრცის ‘’ „ერთდონიანი’’
და “ფრაგმენტირებული’’მართვის მოდელი უფრო დამახასიათებელია აშშ-ს „მეტროპოლიური ურბანული სივრცეებისთვის“
·
მაგ. „ლოს ანჟელესის’’ მეტროპოლიური „ურბანული სივრცე’’ აერთიანებს 13
მილიონ ადამიანს,რომელიც დაყოფილია 200 ქალაქად და ხუთ საგრაფოდ.
·
არ არსებობს მეტროპოლიის ერთიანი ხელისუფლება.
·
აღნიშნული მოდელის შესაბამისად,მეტროპლიური
ურბანული სივრცის მართვის
პოლიტიკის ძირითადი ნიშანი ა)ადგილობრივი ავტონომიის
მაღალი ხარისხი და ბ)თვითმმართველ ერთეულებს შორის
კონკურენციაა
·
შესაბსამისად,ამ მოდელის ფარგლებში დასაშვებად მიიჩნევა: „მაღალი ფისკალური უთანაბრობა’’ და „მისი შედეგების არსებობა’’.
ხ
·
„ურბანული სივრცის ‘’ „ერთდონიანი’’
და “ფრაგმენტირებული’’მართვის მოდელი გამოყენებულია „შვეიცარიის კონფედერაციაშიც’’.მაგ
„ჟენევის’’ მეტროპოლიური „ურბანულ სივრცეში’’ ცხოვრობს 1,5 მლნ ადამიანი და ფუნქციონირებს
74 მუნიციპალიტეტი.
·
აშშ-სგან განსხვავებით,აქ მუნიციპალიტეტებს
შორის კონკურენციის პოლიტიკა თანამშრომლობის პოლიტიკით არის ჩანაცვლებული,რომელიც ქვეყნის
მთელ ტერიტორიაზე თანაბარი ხარისხის საცხოვრებელი პირობების შექმნის პოლიტიკას
ემსახურება
2.
„ერთდონიანი’’ და „კონსოლიდირებული’’-მართვის მოდელი
·
„ერთდონიანი’’ და “კონსოლიდირებული’’მართვის მოდელი გულისხმობს „ადგილობრივი
ხელისუფლების’’ არსებობას,რომლის სამოქმედო ტერიტორია სრულად ფარავს „მეტროპოლიურ ურბანულ სივრცეს’’ ანდა „საშუალო ზომის ურბანულ სივრცეს’’ [„დიდ ქალაქს’’]
·
„მეტროპოლიური ხელისუფლება’’ ,როგორც წესი’’ მუნიციპალიტეტების გაერთიანებით
ან მეზობელი მუნიციპალიტეტების ტერიტორიების მიერტების შედედეგად ყალიბდება
·
მაგ. „თბილისის მუნიციპალიტეტში’’ ბოლო ორი ატეული წლის განმავლობაში თანდატან ინტეგრირდა
„დაბა კოჯორი’’,“დაბა წყნეთი’’,“სოფელი გლდანი’’,“სოფელი დიღომი’’ და სხვა დასახლებები.
ხ
·
„ერთდონიანი’’ და “კონსოლიდირებული’’მართვის
მოდელი არ გამორიცხავს მეტროპოლიაში შემავალ დასახლებებსი
ადგილობრივი
ხელისუფლების ტერიტორიული ორგანოების არსებობას,რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ „დანიშვნის’’ წესით ყალიბდება.
ხ
·
„სხვილი’’ „მეტროპოლიური მუნიციპალიტეტი’’[მაგ. თბილისი] რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობს:
a. მასშტაბის ეკონომია
b. გაწეული სერვისების და შექმნილი
ინფრასტუქტურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებსი კონცენტრირება და სარგებლის გადინების
შესუსტება
c. სერვისის მიწოდების კოორდინაციის
გაუმჯობესება
d. სესხის მიღების გახრდილი შესაძლებლობა
e. მუნიციპალური სერვისების საფასურის
სახიტ მოსახლეობისგან მნიშვნელოვანი ტანხის მიღების პერსპექტივა
f. დიდი საგადასახადო ბაზის ხარჯზე
ტერიტორიებს შორის მეტი „გატანაბრების’’ რესურსის არსებობა
g. გლობალურ ეკონომიკაში უფრო მეტად
კონკურენციის გაწევა
h. „რეგიონული ხედვის’’ ჩამოყალიბების
და შესაბამისი პოტიკის გატარების უკეთესი შესაძლებლობა
i. „პირდაპირ არჩეული’’ ერთდონიანი
ადგილობრივი ხელისუფლება უფრო ადვილი აღსაქმელია მოსახლოებისთვის.
ხ
·
თუმცა, „ძალიან დიდი ტერიტორიის და მოსახლეობის მქონე’’ ურბანულ სივრცეში შეიძლება „შესუსტდეს’’ მოსახლეობის
ხელისუფლებასთან წვდომა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და გაიზარდოს ბიუროკრატიული
დაბრკოლებების რისკი
·
„გამსხვილება’’,ასევე ამცირებს მუნიციპალიტეტებს შორის კონკურენციას,ასუსტებს
ადგილობრივი საჭიროებების,ეკონომიკური პირობების, ცოდნას და ცვალებად გარემობებზე ეფექტიანი
რეაგირების შესაძლებლობას
·
„ერთდონიანი’’ და “კონსოლიდირებული’’მართვის
მოდელის ყველაზე დიდი გამოწვევა მსხვილი[მეტროპოლიური] მუნიციპალიტეტის
გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრაა.
·
პრაქტიკა აჩვენებს,რომ „მეტროპოლიური
მუნიციპალიტეტის“ საზღვრები იშვიათად ემთხვევა „ეკონომიკურ რეგიონს’’ დამას მაინც
უწევს თანამშრომლობა მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებთან.
·
უფრო მეტიც, მეტროპოლიური მუნიციპალიტეტის საზღვრები დროში ცვალებადია.
·
ამდენად,შეიძლება აღმოჩნდეს ,რომ ურბანული სივრცის “კონსოლიდირებული’’მართვის მოდელი არც საკმარისად
„დიდი’’ იყოს მეტროპოლიის პრობლემების
გადასაჭრელად და არც საკმარისად „პატარა’’ ადგილობრივი საჭიროებების და და მოტხოვნების მიმართ
ადექვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად
3.„ორდონიანი’’ -მართვის მოდელი
·
ზოგიერთი ქალაქის და მეტროპოლიის ტერიტორია [ტოკიო,სეული, ვანკუვერი, ბარსელონა,ლონდონი]
„ორდონიანი’’ „ადგილობრივი თვითმმარტველობის’’ სისტემის
საშუალებით იმართება.
·
„პირველი დონე’’შეიძლება იყოს „ქალაქის რაიონები’’[ერთი „დიდი’’ ქალაქის
შემთხვევაში] ან „ქალაქები’’ და „ქალაქის ტიპის დასახლებები’’ ან/და „სოფლები’’[მეტროპოლიის შემთხვევაში]
·
ხოლო „მეორე დონე’’ ფარავს „მთელი ქალაქის’’ ან „მთელი მეტროპოლიის’’ ტერიტორიას
·
„მეორე დონეზე’’ ფორმირებულ „ადგილობრივ ხელისუფლებას’’
კი ზოგჯერ „რეგიონული თვითმმართველობის დონის’’ სტატუსი გააჩნია
ხ
·
„ორდონიანი’’ -მართვის მოდელს ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ შემთხვევა როდესაც „ქლაქის ხელისუფლება’’
ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში ქმნის „ადმინისტრაციულ
ერთეულებს’’,რომლებსაც არჩეული „ადგილობრივი ხელისუფლების
ორგანოები’’ გააჩნიათ მაგ. ამსტერდამი და როტერდამი
ხ
·
„ორდონიანი’’ -მართვის მოდელსში ტერიტორიული მართვის „პირველი დონე’’ პასუხისმგებელია „რაიონული’’[საუბნო] მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაზე
ხოლო ტერიტორიული მართვის „მეორე დონე’’ პასუხისმგებელია „რეგიონული და საქალაქო მნიშვნელობის’’ სერვისებზე და ინფრასტრუქტურაზე
ხ
·
„ორდონიანი’’ -მართვის მოდელში შესაძლებელია სხვადასხვა საჯარო ფუნქციების ორ დონეზე გონივრული
გადანაწილება
·
ტერიტორიული მართვის „პირველ დონეზე’’
შესაძლებელი ხდება ა) „ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოსახლეობის გაადვილებული წვდომა,ბ)ანგარიშვალდებულების
მაღალი ხარისხის შენარჩუნება გ)ადგილობრივ საჭიროებებზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება
a. ტერიტორიული მართვის „მეორე დონის’’ დახმარებიტ კი უზრუნველყოფიალია : ა)“მასშტაბის ეკონომია’’ ბ)“გაწეული
სერვისების და შექმნილი ინფრასტუქტურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში კონცენტრირება
და სარგებლის გადინების შესუსტება’’ გ)“ტერიტორიებს შორის მეტი „გათანაბრება’’
·
„ორდონიანი’’ -მართვის მოდელში არსებობს „გამოწვევებიც’’:
a. ფუნქციების დუბლირების შედეგად
ხარჯების გაზრდა
b. საკითხების გადაწყვეტისას კოორდინაციის
შესუსტება
c. კონფლიქტების წარმოშობა
d. კონკრეტულ ფუნქციაზე პასუხისმგებელი
სუბიექტის „გაბნევა’’ და ამომრჩეველთა გაურკვევლობა „ვინ რაზე არის პასუხისმგებელი’’
ხ
·
შესაბამისად „ორდონიანი’’ -მართვის
მოდელის „ეფექტურობა’’ დამოკიდებულია მმართველობის „დონეებს’’ შორის ფუნქციების
მკვეთრ გამიჯვნაზე და გადანაწილებაზე.
4. ურბანული სივრცის „ინტერმუნიციპალური’’ -მართვის მოდელი
·
„დიდ’’ ურბანულ სივრცეში [მეტროპოლიაში],სადაც საერთო
„მეტოპოლიური მუნიციპალიტეტის’’ ფორმირება ვერ ხეხდება მუნიციპალიტეტებს შორის ნებაყოფლობით
თანამშრომლობას მიმართავენ
·
„ნებაყოფლობითი თანამშრომლობა’’
მეტროპოლიის მართვის ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ფორმაა
ხ
·
„ინტერმუნიციპალური’’ -მართვის მოდელის უპირატესობებია : ა)სიმარტივე,ბ) მუნიციპალური ავტონომიის
შენარჩუნება გ)ადგილობრივი ინტერესების და საჭიროებების მაქსიმალურად გატვალისწინება
·
მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ „თანამშრომლობა’’
ადვილად წამოიწყონ და შეაჩერონ
ხ
·
„თანანშრონლობას’’ შეიძლება ჰქონდეს „არაფორმალიზებული’’ ან/და „ფორმალიზირებული’’
სახე
·
„არაფორმალური თანამშრომლობის’’ გავრცელებული ფორმატია: ინტერმუნიციპალური
ა)საბჭოები ,ბ)კონფერენციები,გ)შეთანხმებები ,რომელთაც შეიძლება „რეგულარული’’ ხასიათიც
ჰქონდეს;ისინი მეტროპოლიის ფარგლებში ინფორმაციის
გაცვლის,გამოცდილების გაზიარების,პოლიტიკის კორდინაციის ეფექტიანი ინსტრუმენტებია.
·
„ფორმალური თანამშრომლობის’’ ფორმატია:
ერთობლივი
ა)“ასოციაციების’’,ბ)სააგენტოების’’,გ)კომპანიების’’ ჩამოყალიბება და „ფორმალური შეტანხმებები’’[„ხელშეკრულებების’’
დადება]
·
მაგ. „ქალაქის ტიპის დასახლებამ’’
შეიძლება გააფორმოს შეტანხმება[დადოს ხელშეკრულება] მოსაზღვრე „ქალაქტტან’’ ცალკეული
სერვისების ამ „ქალაქის ტიპის დასახლების’’
მოსახლეობისთვის მიწოდების შესახებ
·
„ფორმალური შეთახმებები’’ ეფექტიანია : ა)“ერთობლივი შესყიდვების’’ ბ)“საგანგებო სიტუაციების’’ მართვის და ხანძრებთან ბრძოლის ,გ)ურთიეტდამაკავშირებელი
გზების მოვლა-პატრონობის და „სხვა’’ სფეროების
„ერთობლივად სამართავად’’
·
„ფორმალური შეთანხმებების’’ საფუძველზე „თანამშრომლობა’’ მუნიციპალიტეტებს
შორის ფართოდ არის გავრცელებული აშშ-სა და ევროპაში
ხ
·
„ნებაყოფლობითი თანამშრომლობის’’ პირობებში მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ
: ა) შეინარჩუნონ ხარჯვითი და საგადასახადო ავტონომია ბ)მიაღწიონ მასთაბის ეკონომიას
გ)საჯარო სერვისების ტერიტორიულ კონცენტრაციას
·
თუმცა, ის ასევე შეიცავს „ანგარიშვალდებულების შესუსტების’’ რისკს; ადგილობრივი
მოსახლეობისთვის ძნელად აღსაქმელი ხდება,თუ „ვინ არის პასუხისმგებელი სუბიექტი’’,როცა
ადგილობრივი სერვისის მიწოდებას მე-3 პირები ახორციელებემ. მაგ. „სხვა მუნიციპალიტეტი’’,“ერთობლივად
დაფუძნებული იურიდიული პირები’’,“დაქირავებული კერძო კომპანიები’’ და ა. შ.
ხ
·
„ნებაყოფლობით თანამსრომლობას’’ მუნიციპალიტეტებს შორის ტან სდევს კონფლიქტების
წარმოქმნის სასამართლოში უსსრულო დავების რისკი
·
„ნებაყოფლობით თნამსრომლობის’’ პირობებსი ძნელია საერთო -რეგიონალური ჩართულობისა
და შესაბამისად,მაღალი ხარისხის კორდინაციის მიღწევა.
5.„სპეციალიზბული[ფუნქციური] -მართვის მოდელი
·
ურბანული სივრცის „სპეციალიზბული’’[ფუნქციური]
-მართვის მოდელი „კონკრეტული
ფუნქციის’’ მართვის მიზნით ურბანული
სივრცის „ტერიტორიულ დაყოფას’’ და“სპეციალიზებული ადგილობრივი ორგანოების ‘’ შექმნას ითვალისწინებს
·
ამ შემთხვევაში სპეციალიზებული[ფუნქციური]
ტერიტორიული ერთეულის საზღვრები კონკრეტული ფუნქციის ეფექტიანი განხორციელების ამოცანების შესაბამისად დგინდება.
·
მაგ.სხვადასხვა ქვეყნებში ფუნქციონერებს „სახანძრო უსაფრთხოების’’, “სკოლების’’,
“წყლის’’,“ბიბლიოთეკების’’,“ტრანსპორტის’’ სპეციალიზებული რაიონები.
·
„სპეციალიზებული რაიონები’’ შეიძლება შეიქმნას როგორც „ინტერმუნიციპალური
თანამშარომლობის’’ ფარგლებში [შეთანხმებებით],ასევე „კანონით’’
·
„კანონით’’ „სპეციალიზებული რაიონების’’ შექმნის შემტხვევაში მათ მართვას
მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესიტ არჩეული „სპეციალიზებული
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები’’ უზრუნველყოფენ და არა „ზოგადი კომპეტენციებით აღჭურვილი ადგილობრივი
თვითმმარტველობის ორგანოები’’
·
აშ\ს-ში „ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების’’ ერთი მესამედი სწორედ
„სპეციალიზებული[ფუნქციური] რაიონების’’
ხელისუფლების ორგანოებია.
ხ
·
„სპეციალიზებული ტერიტორიული’’
მართვის მოდელის უპირატსობას წარმოადგენს:
ა)“საგებლის გადინების მაქსიმალური შეზრუდვა და შესაბამის ტერიტორიულ საზღვრებში მოქცევის
მოქნილობა’’ბ)გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტი სპეციალიზაცია და პროფესიონალიზმი
გ) მასშტაბის ეკონომიის მიღწევის შესაძლებლობა
და დ) გაწული მომსახურებისთვის მოსახლეობის გადახდილი საფასურის ან მოსაკრებლის
თანხების მხოლოდ შესაბამის სექტორში კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე მიმარტვის
მეტი შესაძლებლობა’’
ხ
·
„სპეციალიზებული ტერიტორიული’’
მართვის მოდელის „სუსტ მხარეს’’ წარმოადგენს:
ა)მმართველობის პროცესის ფრაგმენტაცია[დანაწევრება][დაყოფა და სხვადასხვა
სექტორს შორის კოორდინაციის შემცირების რისკის გაზრდა
ბ)მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების და
სამოქალაქო კონტროლის შემცირება
გ)თუ „სპეციალიზებული ტერიტორიული ორგანო’’ დაფინანსებას
მუნიციპალიტეტიდან იღებს[და არა მომხმარებლის მიერ გადახდილი საფასურიდან და მოსაკრებლიდან]
მცირდება „ხარჯებსა’’ და „შემოსავლებს’’ შორის კავშირი.„სპეციალიზებული ტერიტორიული
ორგანოს’’ აღარ აქვს შემოსავლების გაზრდის და ხარჯების დაზოგვის მოტივი[რადგან მას
გარანტირებული აქვს მუნიციპალიტეტის დაფინანსება],რაც მართვის ეფექტიანობაზე უარყოფითად
მოქმედებს
Комментарии
Отправить комментарий