თემა.9 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებაში მონაწილე პირები[მუხ.252-259-ე]

 

 

 

სარჩევი:

მუხლი 252.ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები. 1

1)ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები[252- მუხ. ნაწ. 1-ლი] 1

11.„ადმინისტრაციული სახდელის’’[ჯარიმის] სამართალდამრღვევისთვის დაუსწრებლად შეფარდების შემთხვევები და მისთვის უფლება-მოვალეობების წერილობით განმარტების ვალდებულება[მუხ.252- ნაწ 11] 2

2.ადმინისტრაციული სამათალდარღვევები,რომელთა განხილვა მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის თანდასწრებით დაიშვება[მუხ. 252- ნაწ. მე-2] 2

მუხლი 253  დაზარალებული’’ 3

მუხლი 254-  კანონიერი წარმომადგენელები’’ 3

მუხლი255.  ადვოკატი’’ 4

მუხლი 256. „მოწმე’’ 4

მუხლი 257. „ექსპერტი’’ 4

მუხლი 258. „თარჯიმანი’’ 5

მუხლი 259. თანხა რომელიც უნდა აუნაზღაურდეს დაზარალებულს, მოწმეს, ექსპერტს ,თარჯიმანს. 5

 

 

 

მუხლი 252.ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები

 

1)ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები[252- მუხ. ნაწ. 1-ლი]

 

 ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს:

a.      გაეცნოს საქმის მასალებს,

b.      მისცეს ახსნა-განმარტებანი,

c.       წარადგინოს მტკიცებულებანი,

d.     განაცხადოს შუამდგომლობანი;

e.      საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით;

f.       გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;

g.       გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში.

·        ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა ა)მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და ბ)მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

 

 

 

11.„ადმინისტრაციული სახდელის’’[ჯარიმის] სამართალდამრღვევისთვის დაუსწრებლად შეფარდების შემთხვევები და მისთვის უფლება-მოვალეობების წერილობით განმარტების ვალდებულება[მუხ.252- ნაწ 11]

 

  ამ კოდექსის 863 125- მუხლის მე-8  და მე-12-ნე-16 ნაწილიებით1252 მუხლით და 1253 მუხლის მე-4 და მე-51 ნაწილები და 1254,1341-1355,17716 და 17717 მუხლებით  გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) პირს შესაძლოა შეეფარდოს მის დაუსწრებლადაც. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები უნდა განემარტოს წერილობით.

 

2.ადმინისტრაციული სამათალდარღვევები,რომელთა განხილვა მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის თანდასწრებით დაიშვება[მუხ. 252- ნაწ. მე-2]

 

 

2. ამ კოდექსის 45-, 451-ე,48-, 49-, 50​1, 51-−56-, 57--572-ე მუხლებით,573-ე  მუხლის  მე-2- მე-5 ნაწილებით, 574-ე-59-ე ; 59​2მე-60, 60​3−61​1, 63-−65-, 66-−69-, 69​4, 69​5, 71-, 72​1−78-, 79​180-,  82​2, 84-−855-, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით,88-−89​3, 91​2, 92​1, 94-, 95-, 96​1, 96​2, 96​4, 99-, 100​1, 100​2, 103-–104-, 105​1, 134-, 135-, 143-, 144-, 145-, 146​1, 148-−152-, 152​2ე,1523-ე, 153​3−1536-ე, 154-ე-1542-ე;156-, 157​1–158-, 164-, 164​4, 165-, 165​1, 166-, 167- და 170- და 1701მუხლებით, 171- მუხლის მე-3 ნაწილით, 172- მუხლის მე-3 ნაწილით, 172​4-, 1728 -ე ; 1729 -ე ;173-–173​2, 173​6, 173​7, 173​9, 174-–174​2, 175-−175​2, 177​1, 177​8,

177​9, 179​2, 180-–183​1, 185-–185​2, 187- ;1871 -ე, 189-, 192-, 195-, 196​3 ;

197​1 -ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა.

თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.

 

მუხლი 253  დაზარალებული’’

 

·        დაზარალებულად ჩაითვლება პირი, რომელსაც  ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ მიაყენა  ა)მორალური, ბ)ფიზიკური ან გ)ქონებრივი -ზიანი.

·        დაზარალებულს უფლება აქვს: ა) გაეცნოს საქმის ყველა მასალას, ბ)განაცხადოს შუამდგომლობები,გ) გაასაჩივროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გამო მიღებული დადგენილება.

·        დაზარალებული შეიძლება დაკითხონ როგორც მოწმე ამ კოდექსის 256- მუხლის შესაბამისად[იხ. ქვემოთ]

 

მუხლი 254-  კანონიერი წარმომადგენელები’’

 

·        ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული იმ პირისა და დაზარალებულის ინტერესების დაცვის უფლება, რომლებიც არასრულწლოვნები არიან ან რომლებსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო თვითონ არ შეუძლიათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე განახორციელონ თავიანთი უფლებები, აქვთ მათ კანონიერ წარმომადგენლებს (მშობლები, მშვილებლები, მეურვეები, მზრუნველები, მხარდამჭერები).

 

 

მუხლი255.  ადვოკატი’’

 

·         ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილე ადვოკატს უფლება აქვს:  )გაეცნოს საქმის ყველა მასალას; ბ)განაცხადოსუამდგომლობანი; გ)იმ პირის დავალებით, რომელმაც იგი მიიწვია, და მისივე სახელით შეიტანოს საჩივარი საქმის გამო მიღებულ დადგენილებაზე.

·        ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება იურიდიული კონსულტაციის მიერ გაცემული ორდერით.

·        თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად, პირს, თუკი იგი გადახდისუუნაროა, უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნა.

 

მუხლი 256. „მოწმე’’

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მოწმედ შეიძლება გამოძახებულ იქნეს ყველა პირი, რომლებმაც შესაძლოა რაიმე იცოდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით დასადგენ გარემოებათა შესახებ.

·        მოწმე მოვალეა იმ ორგანოს (თანამდებობის პირის) გამოძახებით, რომლის წარმოებაშიც იმყოფება საქმე, ა)გამოცხადდეს დანიშნულ დროს, ბ) აცნობოს რაც იცის საქმის შესახებ და გ)უპასუხოს დასმულ კითხვებზე

 

მუხლი 257. „ექსპერტი’’

 

·        ორგანო (თანამდებობის პირი), რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, ექსპერტს მოიწვევს იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა სპეციალური ცოდნა.

·        თუ ექსპერტი მოიწვევა შესაბამისი დაწესებულებიდან, მაშინ ამ „დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს ექსპერტად,რასაც აცნობებს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

·        ექსპერტი ვალდებულია გამოცხადდეს გამოძახებით და მისცეს ობიექტური დასკვნა განსახილველ საკითხებზე

·        ექსპერტს უფლება აქვს:

 

ა) გაეცნოს საქმის მასალებს, რომლებიც შეეხება ექსპერტიზის საგანს

 

ბ) განაცხადოს შუამდგომლობები მისთვის დასკვნის მისაცემად საჭირო დამატებითი მასალების გადაცემის შესახებ;

 

გ) ორგანოს (თანამდებობის პირის) ნებართვით, რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, პასუხისგებაში მიცემულ პირს, დაზარალებულს, მოწმეებს მისცეს შეკითხვები, რომლებიც შეეხება ექსპერტიზის საგანს;

 

დ) დაესწროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას.

 

მუხლი 258. „თარჯიმანი’’

·        თარჯიმანს დანიშნავს ორგანო (თანამდებობის პირი), რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე

·        თარჯიმანი მოვალეა გამოცხადდეს ორგანოს (თანამდებობის პირის) გამოძახებით და სრულად და ზუსტად შეასრულოს მისთვის დავალებული თარგმანი.

 

მუხლი 259. თანხა რომელიც უნდა აუნაზღაურდეს დაზარალებულს, მოწმეს, ექსპერტს ,თარჯიმანს

 

·        დაზარალებულს, თარჯიმანს ან/და მოწმეს იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომლის წარმოებაშიც იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, გამოცხადებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები დადგენილი წესით.

·        სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებას (ექსპერტს) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (ან თარჯიმნის მონსახურების ) ხარჯებს უნაზღაურებს ის ორგანო (თანამდებობის პირი), რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად, [იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული ხარჯების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან სხვა სახსრებიდან გაწეული პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.]

·        კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის) საექსპერტო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება წარმოებს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის.

·        დაზარალებულის, მოწმის, ექსპერტისა და თარჯიმნის სახით გამოცხადებულ პირს დადგენილი წესით ენახება ხელფასი თავის სამუშაო ადგილზე იმ ვადით, რაც მან დაჰყო ორგანოში (თანამდებობის პირთან) გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომლის წარმოებაშიც იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები