8.1 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის მოდელები და მათი კლასიფიკაცია

 

სარჩევი:

რას ნიშნავსადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობა’’ ? 1

’’ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’-მრავალფეროვნება. 2

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’ მოდელები  და მათი კლასიფიკაცია. 2

1.კლასიფიკაციაადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების მფლობელი სუბიექტის’’  მიხედვით[ა)მონისტური ,ბ)დუალისტური და გ)ტრიალისტური -მოდელები ] 2

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’  -ე.წ. “რთული’’ კლსიფიკაცია. 4

„რთული’’ კლასიფიკაციის მე-2 კრიტერიუმი -„ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფორმა’’ 4

„რთული’’ კლასიფიკაციის პირველი კრიტერიუმი- „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების წესი’’ დამათ შორის უფლებამოსილების გადანაწილება’’ 5

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’  კლსიფიკაცია  პროფესორების მორიცენისა და სვარას მიხედვით.. 7

ძლიერი მერის’’ მოდელი. 8

2)“კომიტეტი-ლიდერის’’ მოდელი. 8

3)“კოლექტიური’’ მოდელი. 9

4)“საბჭო-მენეჯერის’’ მოდელი. 9

რომელია ორეგანიზაციული მოწყობისსაუკეთესო ‘’ მოდელი? 10

 

 

რას ნიშნავსადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობა’’ ?

 

·        ‘’ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობა’’ გულისხმობს:

a.      ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების -სტატუსს

b.    ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების -შექმნის წესს

c.      ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების-სტრუქტურას

d.    ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის -უფლებამოსილების გადანაწილების და განხორციელების „თავისებურებებს’’

 

’’ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’-მრავალფეროვნება

 

·        „ადგილობრივი თვიტმმართველობა’’ „ადგილობრივი ხელისუფლების ერთიანობის პრინციპს’’ ეფუძნება

·        „ადგილობრივი ხელისუფლების ერთიანობის პრინციპის’’ თანახმად „ადგილობრივი თვითმმართველობა’’ -„ერთ ხელისუფლებას’’ წარმოადგენს.

·        „ერთი ხელისუფლება’’ ნიშნავს შემდეგს:  „ადგილობრივი თვითმმართველობა’’ ხორციელდება ამა თუ იმ „თვითმმართველი ერთეულის’’ ა) “წარმომადგენლობითი ორგანოს’’ და როგორც წესი,აგრეთვე  ბ)“აღმსრულებელი ორგანოს’’ - მიერ

·        შესაბამისად, „ადგილობრივ დონეზე’’, საუბარი შეიძლება მხოლოდ „წარმომადგენლობით ‘’ და „აღმასრულებელ’’ ორგანოთა შორის „ფუნქციათა’’-„გადანაწილებაზე’’[!] და არა „ხელისუფლების დანაწილების და გაწონასწორების’’ კლასიკურ კონცეფციაზე

·        ადგილობრივი თვითმმართველობის ეს თავისებურება [ანუ ის რომ „წარმომადგენლობით ‘’ და „აღმასრულებელ’’ ორგანოთა შორის „ფუნქციები’’ გადანაწილებულია] წარმოშობს „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’- მრავალფეროვნებას[ანუ სხვადასხვა მოდელს]

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობა’’  განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით ,ფედერაციულ სახელმწიფოებში კი ფედერაციის სუბიექტების მიხედვითაც.

·        ზოგჯერ,ამა თუ იმ ქვეყანაში „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ მარეგულირებელი კანონი „თვიტმმართველ ერთეულებს’’ ანიჭებს დისკრეციულ უფლებას „თავად აირჩიოს’’ „კანონით განსაზღვრული’’ „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’ რამდენიმე „მოდელიდან’’ -მისთვის „მისაღები’’  მოდელი.

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’ მოდელები  და მათი კლასიფიკაცია

 

1.კლასიფიკაცია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების მფლობელი სუბიექტის’’  მიხედვით[ა)მონისტური ,ბ)დუალისტური და გ)ტრიალისტური -მოდელები ]

 

·         „ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების მფლობელი სუბიექტის’’  მიხედვით განასხვავებენ „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის ‘’  ა) „მონისტურ’’ ,ბ) დუალისტურ’’გ)“ტრიალისტურ’’  – „მოდელებს’’

 

 

ა)“მონისტური’’ მოდელი

 

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის ‘’-„მონისტურ’’ მოდელში „წარმომადგენლობითი ორგანო’’ არის“გადაწყვეტილების მიმღები’’  „უმაღლესი ორგანო’’

·        ანუ „ადგილობრივი პოლიტიკის  როგორც „დაგეგმვას’’,ისე“აღსრულებას’’-„წარმომადგენლობითი ორგანო’’ უზრუნველყოფს.

·        „მონისტურ’’ მოდელში „აღმასრულებელი ფუნქციის მატარებელი სტრუქტურული ერთეული’’   იქმნება  „წარმომადგენლობითი ორგანოს’’ “ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში’’ და “წარმომადგენლობითი ორგანოს’’ „წევრებისაგან’’ კომპლექტდება

·        ანუ „ადგილობრივი ადმინისტრაცია’’ ,[იგულისხმება „საჯარო მოხელები’’ და სხვა თანამშრომლები],“წარმომადგენლობითი ორგანოს’„დაქვემდებარებული დაწესებულებაა’

·        ის [„ადგილობრივი ადმინისტრაცია]  წარმომადგენლობიტი ორგანოს’’ მიერ „დელეგირებულიული  უფლებამოსილების ფარგლებში’’ და „წარმომადგენლობიტი ორგანოს’’ „ზედამხედველობის ქვეშ’’ ფუნქციონირებს

 

ბ)“დუალისტური’’ მოდელი

 

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის ‘’-„დუალისტურ’’ მოდელში „წარმომადგენლობითი ორგანო’’ მიჩნეულია „გადაწყვეტილების მიმღებ’’ „უპირველეს ორგანოდ’’[!],თუმცა აქვე არსებობს-“აღმასრულებელი ორგანო’’ ,რომელსაც „ზოგიერთი’’ „აღმასრულებელი გადაწყვეტილების’’ „დამოუკიდებლად მიღების უფლება’’  აქვს.

 

   გ)“ტრიალისტური ‘’ მოდელი

·        „დუალისტური მოდელის’’ ფარგლებში ზოგჯერ „ცალკე ‘’ გამოყოფენ“ტრიალისტურ მოდელს’’

·        „ტრიალისტურ მოდელში’’  „წარმომადგენლობით ორგანოსთან’’ ერთად   2[ორი]  „აღმასრულებელი ორგანო’’ ფუნქციონირებს

·        მაგ.„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’  „ტრიალისტურ მოდელში’’ ერთდროულად შეიძლება ფუნქციონირებდეს 2[ორი]  „აღმასრულებელი ორგანო’’:  ა)“კოლეგიალური აღმასრულებელი ორგანო’’[„კომიტეტი’’,ან „მაგისტრატი’’ და სხვა] და ბ) „თანამდებობის პირი’’[„მერი’’ ან „ბურგომისტრი’’ და სხვა] ანდა  ა) „უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო  და ბ)“უფროსი აღმასრულებელი’’,ტანამდებობის

პირი’’[შემდგომში-მოხსენიებული როგორც „მენეჯერი’’]

 

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’  -ე.წ. რთული’’ კლსიფიკაცია

 

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’  ე.წ. „რთული კლასიფიკაცია ‘’  შემდეგი ორი კრიტერიუმის საფუძველზე ხორციელდება:

 

1)     პირველი კრიტერიუმია „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების წესი’’ და „მათ შორის უფლებამოსილების გადანაწილება’’

და

2)     მე-2 კრიტერიუმია „ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფორმა’’

 

„რთული’’ კლასიფიკაციის მე-2 კრიტერიუმი -„ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფორმა’’

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’კლასიფიკაციის მე-2 კრიტერიუმი ხაზს უსვამს-“ადგილობრივ დონეზე’’ „პოლიტიკური გადაწყვეტილების’მიღების ფორმას’

·        არსებობს  პოლიტიკური გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღების ორი ფორმა: ა)„მაჟორიტარული’’ და „ბ)კონსენსულური’’

·        „გადაწყვეტილების მიღების’’ „მაჟორიტარული ფორმა’’ ნიშნავს- „“უმრავლესობის წესით’’ გადაწყვეტილების მიღებას

·        „გადაწყვეტილების მიღების’’ „კონსენსუალური ფორმა’’ კი ეფუძნება „სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებს’’ შორის „შეთანხმებით’’[კონსენსუსით] მიღებულ გადაწყვეტილებას

·        „მაჟორიტარული ფორმით’’ „გადაწყვეტილების მიღების’’ მთავარი უპირატესობა არის  : ა)„სწრაფი გადადაწყვეტილებების’’ მიღების და ბ)„რადიკალური რეფორმების’’ განხორციელების- შესაძლებლობა

·        „მაჯორიტარული ფორმით’’ იოლია „პოლიტიკურად რთული’’ გადაწყვეტილებების მიღება  და“არსებითი ცვლილებების’’ განხორციელება.

·        „პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების’’ „მაჟორიტარული ფორმის’’ წყალობით გარანტირებულია“ მეტი პოლიტიკური სტაბილურობა’’ „ადგილობრივი ორგანოების’’ უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე[!]

·        „მაჟორიტარული ფორმით’’ „გადაწყვეტილების მიღების’’ მთავარ „გამოწვევას’’[უარყოფით მხარეს] კი „ადგილობრივი ხელისუფლების ამგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის შემცირება’’ წარმოადგენს

·        რამეთუ „მაჟორიტარული ფორმით’’ „გადაწყვეტილების მიღებისას’’ რთულია „სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების’’ ინტერესების გათვალისწინება დაკონსენსუსზე დაფუძნებული „გადაწყვეტილებების’’  მიღწევა.

·        „ფართო’’ პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე მნიშვნელოვნად იზღუდება „რთული საზოგადოებრივი პრობლემების’’ ეფექტური გადაწყვეტის შესაძლებლობა,რადგან ასეთი პრობლემების გადაწყვეტა „გრძელვადიან ძალისხმევას’’ საჭიროებს

·        მაგ.,“რთული საზოგადოებრივი პრობლემების’’ გადაწყვეტისას,თუ არ არსებობს „ფართო ინტერპარტიული კონსენსუსი’’,არჩევნების შედეგად“პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებამ’’ შეიძლება „ძალიან კარგი რეფორმები’’ გააჩეროს ან „ერთი და იგივე რეფორმა’’  ხელახლა იქნეს წარმოდგენილი.

·        საბოლოო ჯამში,“მაჟორიტარიზმის სტაბილურობა’  „გრძელვადიანი’’ და „მდგრადი’’  სტაბილურობის გარანტია -არ არის[!][ეს დაიმახსოვრე]

·        „გადაწყვეტილების“ მიღების „კონსენსუალური ფორმა’’ -სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფებს შორის „შეთანხმებული გადაწყვეტილებების’’ მიღების იდეას ეფუძნება

·        შესაბამისად,არჩევნების შედეგად „პოლიტიკურ ძალთა ბალანსის’’ ცვლილება“ადგილობრივი პოლიტიკის’’ „რადიკალურ ცვლილებას’’,როგორც წესი,არ იწვევს[!]

·        აღნიშნული თავისებურება“კონკრეტულ დარგობრივ სფეროებში’’ „გრძელვადიანი’’ და „მდგრადი’’ პოლიტიკის არსებობის გარანტიას ქმნის.

·        მაგ.“განატლების’’ ,“გარემოს დაცვის’’“საზოგადოებრივი ჯანდაცვის’’ სფეროში განხორციელებული „რეფორმების’’  შედეგები „ერტ წელში’’ ან თუნდაც „ოთხ წელში’’ შეიძლება ხილული არ იყოს.

·        აღნიშნულ სფეროებში განხორციელებული „რეფორმები’’ ხანგრძლივ და გრძელვადიან შედეგებზეა ორიენტირებული და შესაბამისად „სტაბილურ’’ და „მდგრად’’ პოლიტიკას  მოითხოვს

·        აღნიშნული უპირატესობის მიუხედავად“კონსენსუსზე’’ დაფუძნებული „მარტვის მოდელის’’ გამოწვევას[პრობლენას] სწორედ მისი „ძლიერი მხარე’’ ,ანუ „კონსესუსის’’ მიღწევის სირთულე წარმოადგენს.

·        რადგან „კონსესუსის ‘’ მიღწევა [-სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფებს შორის] ხშირად „გარკვეულ დროს’’[დიდ დროს] საჭიროებს.

·        ხოლო „შეუთანხმებლობის შემთხვევაში’’-„ადგილობრივი პოლიტიკური კრიზისის’’ წარმოშობის საფრთხე იმატებს

 

„რთული’’ კლასიფიკაციის პირველი კრიტერიუმი-ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების წესი’’ დამათ შორის უფლებამოსილების გადანაწილება’’

 

·        ეს კრიტერიუმი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’ კლასიფიკაციას „სახელმწიფო’’ დონეზე არსებული მართვა-გამგეობის ფორმების [იგულისხმება ა) „საპრეზიდენტო’’ ,ბ)“საპარლამენტო’’ და გ)“ნახევრად საპრეზიდენტო’’ -მმარტველობის ფორმები] თავისებურებების გათვალისწინებით ახორციელებს

·        „სახელმწიფოს’’ მართვა-გამგეობის ფორმების  „თავისებურებების“  გათვლისწინებით  „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’  ოთხი[4] მოდელი არსებობს :  1)“საბჭოს მმართველობა’’,2)“პარლამენტარიზმი’’ , 3)პრეზიდენტალიზმი’’ და 4)“ნახევრად პრეზიდენტალიზმი’’

 

1)    მოდელი „საბჭოს მმართველობა’’

 

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’ ამ მოდელში „ადგილობრივი თვითმმართველობა’’ ხორციელდება „წარმომადგენლობითი ორგანოს’’- „საბჭოს’’ მიერ

·        „საბჭო’’ „საკუთარი სტრუქტურის ფარგლებში’’ ქმნის „კოლეგიალურ აღმასრულებელ ორგანოს’’- „აღმასრულებელ კომიტეტს’’[მოკლედ-„აღმასკომს’’]

·        „აღმასრულებელი კომიტეტი’’ დაკომპლექტდება „წარმომადგენლობით ორგანოში’’[„საბჭოში’’] არსებული „პოლიტიკური სუბიექტების’’[პარტიების] პროპორციის გატვალისწინებით.

·        მაგ.  თუ „საბჭოში’’ ხუთი[5] პარტიის „წარმომადგენელია’’,მაშინ „აღმასრულებელი კომიტეტის’’ შემადგენლობაშიც  სავალდებულოა  „ხუთივე პარტიის წარმომადგენლების’’ შეყვანა

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’ ამ მოდელში,რასც ეწოდება „საბჭოს’’ მმართველობა „მონისტური’’ მოდელი „კონსესუალიზმთან’’ არის შერწყმული.

 

2)    მოდელი „პარლამენტარიზმი’’

 

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’ ამ მოდელში „მონისტური’’ მოდელის[„მონიზმი’’] და „მაჟორიტარიზმის’’  შერწყმა ხდება.

·        „პარლამენტარიზმის’’ მოდელის შემთხვევაში „აღმასრულებრლი კომიტეტის’’ ფორმირებაში ა)„მხოლოდ „საბჭოში’’  უმრავლესობის მქონე „პოლიტიკური სუბიექტი’’[პოლიტიკური პარტია] ან ბ)„მხოლოდ მმართველი კოალიციის წევრი სუბიექტები’’[მმარტველი კოალიციის წევრი პოლიტიკური პარტიები] მონაწილეობენ

·        „საბჭოში’’  „უმცირესობაში’’ არსებული „პოლიტიკური პარტიების ‘’ წარმომადგენლები „აღნასრულებელი კომიტეტის’’ შემადგენლობაში-ვერ ხვდებიან[!]

 

3)    მოდელი „პრეზიდენტალიზმი’’

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’ ამ მოდელში ე.წ. „პირდაპირ არჩეული მერი’’[იხ. ქვემოთ]    ა)“წარმომადგენლობითი ორგანოს’’ პარტიული შემადგენლობის გათვალისწინების გარეშე და  ბ)„დამოუკიდებლად’’ აყალიბებს საკუთარ „ადმინისტრაციას’’ ან „კაბინეტს’’

·        ამ მოდელში „დუალიზმი’’ შერწყმულია „მაჟორიტარიზმთან’’

 

 

4)    მოდელი „ნახევრად- პრეზიდენტალიზმი’’

 

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’ ამ მოდელში „მერის’’  გვერდით  არსებობს „წარმომადგენლობითი ორგანოს’’ მიერ შექმნილი-„კოლეგიალური აღმასრულებელი ორგანო’’

·        ანუ ამ მოდელში „ტრიალიზმი’’[იხ. ზემოთ]  შერწყმულია „მაჟორიტარიზმთან’’ ან „კონსესუალიზმთან’’,იმის და მიხედვით,როგორ ხდება შექმნილი-„კოლეგიალური აღმასრულებელი ორგანოს’’ ფორმირება.

 

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული მოწყობის’’  კლსიფიკაცია  პროფესორების მორიცენისა და სვარას მიხედვით

 

·        მორიცენის და სვარას აზრით “ადგილობრივი თვითმმარტველობის ორგანიზაციულ მოწყობას’’  3[სამი] პრინციპი განსაზღვრავს: ა)“ლეიმანის წესი’’ ,ბ)“პოლიტიკური ლიდერობის პრინციპი’’ და 3)“პროფესიონალიზმის პრინციპი’’

 

ა)“ლეიმანის წესი’’

·        „ლეიმანის წესის ‘’ თანახმად მოსახლეობის მიერ არჩეული „წარმომადგენლები’’ ინტენსიურად უნდა იყვნენ  ჩარტული პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში

·        რაც „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ შემთხვევაში“ძალაუფლების’-„წარმომადგენლობითი ორგანოს’’ კომპეტენციების ფარგლებში კონცენტრაციას გულისხმობს.

ბ)“პოლიტიკური ლიდერობის’’ პრინციპი

·        ეს პრინციპი აქცენტს „პოლიტიკური ლიდერის’’ –„მნიშვნელობაზე’’ აკეთებს

·        „პოლიტიკურმა ლიდერმა’’ მართვის პროცესს „სტაბილურობა’’ უნდა შესძინოს

·        „პოლიტიკურმა ლიდერმა’’ „მკაფიო პოლიტიკური პრიორიტეტების ჩამოყალიბება’’ უნდა უზრუნველყოს

·        „პოლიტიკურმა ლიდერმა’’ „მმართველობითი სისტემა’’ უნდა წაახალისოს,ენერგიით აღავსოს

·        “პოლიტიკური ლიდერობის’’ პრინციპის გათვალისწინება“მოქნილი და მოსახლობის მოთხოვნებზე სწრაფად რეაგირებადი’’ „მმართველობის სისტემის’’ ფორმირებას გულისხმობს.

 

გ)“პროფესიონალიზმის ‘’ პრინციპი

 

·        ეს პრინციპი „მარტვის პროცესში’’ –„პროფესიონალიზმის’’ მნიშვნელობას უსვამს ხაზს

·        თუ „პოლიტიკოსები’’ „საზოგადოების მოთხოვნებს’’ ეხმიანებიან და პასუხობენ

·        ე.წ.„პროფესიონალები’’ ამ „საზოგადოების მოთხოვნების’’ დასაკმაყოფილებლად „გზებს’’ და „საშუალებებს’’ ეძებენ

·        ამრიგად,“პოლიტიკოსები’’ ძირიტადად ორიენტირებული არიან „მიმდინარე პრობლემების’’[!][აქტუალური პრობლემების] წინ წამოწევასა და გადაწყვეტაზე [ტრამპი],ხოლო  ე.წ. „პროფესიონალები’’  „გრძელვადიანი ხედვების’’ განხორციელებაზე[ რუბიო]

·        როგორც  მორიცენი და სვარა მიუთიტებენ, ზემოთ მოყვანილი წესი და პრინციპები „ადგილობრივი თვითმმარტველობის ორგანიზაციული მოწყობისას’’  „განსხვავებული პროპორციით’’ შეიძლება იყოს წარმოდგენილი.

 

·        ზემოთ მოყვანილი ლეიმანის წესის და პრინციპების  „პროპორციების’’ მიხედვით მორიცენი და სვარა  ადგილობრივი თვითმმართველობის „ორგანიზაციული მოწყობის’’  4[ოთხ] მოდელს გამოყოფენ: 1) ე.წ. „ძლიერი მერის’’ მოდელი ბ) „კომიტეტი-ლიდერის’’ მოდელი  გ)“კოლექტიური’’ მოდელი და 4) „სბჭო-მენეჯერის’’  მოდელი

 

ძლიერი მერის’’ მოდელი

 

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ „ორგანიზაციული მოწყობის ‘’-„ძლიერი მერის’’ მოდელში - „მერი’’  ან ა) „პირდაპირი წესით’’ აირჩევა ან ბ) ის წარმოადგენს „პარტიული სიისს’’ პირველ ნომერს,რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ,ავტომატურად მოიპოვებს „მერის’’ სტატუსს

·        „საარჩევნო სისტემა’’ უზრუნველყოფს „წარმომადგენლობიტ ორგამოში’’ „მერის’’  „მყარ უმრავლესობას’’

·        „არჩეული მერი’’   ა)აკონტროლებს „წარმომადგენლობით ორგანოს’’ და „ერთპიროვნულად’’  და ბ) ახორციელებს „აღმასრულებელ უფლებამოსილებებს’’

·        „ადგილობრივი ადმინისტრაცია’’- ანუ ა)„სამსახურები’’, ბ)“დეპარტამენტები’’, გ)“უფროსი აღმასრულებელი თანამდებობის პირები’’ [„ანუ „მენეჯერები’’] უშუალოდ „მერს’’ ექვემდებარებიან

·        „მერი’’ უფლებამოსილია ,“წარმომადგენლობით ორგანოსთან’’ შეთანხმ,ების გარეშე,ისინი თანამდებობაზე „დანიშნოს’’ და „გაათავისუფლოს’’

·        ყურადღება: „ძლიერი მერის’’ მოდელი ძირითად აქცენტს “პოლიტიკური ლიდერობის’’ პრინციპზე აკეთებს.

 

2)“კომიტეტი-ლიდერის’’ მოდელი

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ „ორგანიზაციული მოწყობის ‘’   “კომიტეტი-ლიდერის’’ მოდელში  „ერთი თამამდებობის პირი’’ არის მუნიციპალიტეტის გამოკვეთილი „პოლიტიკური ლიდერი’’,

·         როგორც წესი ეს „თანამდებობის პირი’’ არის „წარმომადგენლობითი ორგანოს’’ თვმჯდომარე,რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული „აღმასრულებელი ფუნქციებიც

·        “კომიტეტი-ლიდერის’’ მოდელში “ცალკე’’ „აღნასრულებელი ორგანო’’ -არ იქმნება

·        „აღმასრულებელ ფუნქციებს’’ ახორციელებენ „წარმომადგენლობიტი ორგანოს’’ კომიტეტები

·        როგორც წესი, ეს არის“წარმომადგენლობითი ორგანოს’’-„მმართველი კომიტეტი’’

·        თუმცა“აღმასრულებელი ფუნქციიტ’ შეიძლება აღიჭურვოს “წარმომადგენლობითი ორგანოს’’ „სხვა’’ კომიტეტებიც[მაგ. „საფინანსო კომიტეტი’’,“განატლების კომიტეტი ‘’ და სხვა.]

·        „პოლიტიკური ლიდერი’’ შეიძლება აკონტროლებდეს[თუ „უმრავლესობის მქონე’’ პოლიტიკური სუბიექტის ლიდერია] ან „ვერ აკონტროლებდეს’’  -„წარმომადგენლობით ორგანოს’’

·        ამდენად,“კომიტეტი-ლიდერის’’ მოდელში „აღმასრულებელი ფუნქციები’’   „გაზიარებულია’’ მინიმუმ  2[ორ] სუბიექტს შორის; ერთი მხრივ „პოლიტიკურ ლიდერს’’ და მეორე მხრივ,“წარმომადგენლობითი ორგანოს’’ კომიტეტებს  შორის 

“კომიტეტი-ლიდერის’’ მოდელი  “ლეიმანის წესის’’, “პოლიტიკური ლიდერობის’’ პრინციპის და “პროფესიონალიზმის ‘’ პრინციპის  „ნაზავს’’ წარმოადგენს

 

3)“კოლექტიური’’ მოდელი

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ „ორგანიზაციული მოწყობის ‘’   “კოლექტიურ ’’ მოდელში  „აღმასრულებელ ფუნქციას’’ ახორციელებს „კოლეგიალური აღმასრულებელი ორგანო’’

·        ეს „კოლეგიალური აღმასრულებელი ორგანო’’ იქმნება „წარმომადგენლობითი ორგანოს’’ წევრებისგან

·        „კოლეგიალური აღმასრულებელი ორგანოს’’ თავმჯდომარეობს - „მერი’’

·        „კოლეგიალური აღმასრულებელი ორგანოს’’  წევრები  უძღვებიან ცალკეულ  „დარგობრივ მიმარტულებებს’’

·        თუმცა , „გადაწყვეეტილებებს’’ „კოლეგიალური აღმასრულებელი ორგანო’’  „კოლეგიალურად’’ იღებს

·        „მერს’’  “კოლექტიურ ’’ მოდელში  სიმბოლური „წარმომადგენლობითი ფუნქციები’’ გააჩნია.

·        “კოლექტიურ ’’ მოდელში  „წინ არის წამოწეული’’ „ლეიმანის წესი’’[პრინციპი] ,რომელსაც ექვენდებარება დანარჩენი ორი პრინციპი.

 

 

4)“საბჭო-მენეჯერის’’ მოდელი

 

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ „ორგანიზაციული მოწყობის ‘’  “საბჭო- მენეჯერის ’’ მოდელში  „არჩეულ პოლიტიკოსებს’’ „აღმსრულებელი ფუნქციები’’ არ გააჩნიათ.

·        ყველა „აღნასრულებელი ფუნქცია’’ თავმოყრილია „პროფესიონალი მენეჯერის’’ ხელში

·        „პროფესიონალი მენეჯერს’’“წარმომადგენლობითი ორგანო’’ ნიშნავს

·        „წარმომადგენლობით ორგანოს’’ აქვს  მხოლოდ „პოლიტიკის განსაზღვრის’’ უფლებამოსილება და არ ეერევა „პროფესიონალი მენეჯერის’’  „ყოველდღიურ საქმიანობაში

·        „წარმომადგენლობით ორგანოს’’  ხელმძღვანელია- „მერი’’

·        “საბჭო- მენეჯერის ’’ მოდელში  „მერი’’  „წარმომადგენლობითი ორგანოს’’ –„სპიკერია’’ და „ცერემონიალურ ფუნქციებს’’ ახორციელებს [მიუხედავად იმისა ,რომ „მერი’’ შეიძლება „პირდაპირი’’ წესით  იყოს არჩეული

·        “საბჭო- მენეჯერის ’’ მოდელში აშკარაა  „პროფესიონალიზმის’’ პრინციპის დომინანტი როლი დანარჩენ ორ პრინციპტან მიმარტებით.

მორიცენი-სვარას  კლასიფიკაცია პასუხს იძლევა კითხვაზე თუ ვინ არის „ლიდერი’’ ,ანუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა“ადგილობრივ პოლიტიკაზე’’ - ა)“პოლიტიკურ ლიდერს’’,ბ)“წარმომადგენლობითი ორგანოს’’ პოლიტიკოსებს თუ გ)“მენეჯერს’’

„ევროსაბჭოს’’ ქვეყნებში ყველაზე „პოპულარულ მოდელს’’ წარმოადგენს-„ძლიერი მერის’’ მოდელი[მოქმედებს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტში]

ფედერაციული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სახელმწიფოების ნაწილში და დიდ ბრიტანეთში ერთმანეთის „პარალელურად’’ „რამდენიმე მოდელი’’ მოქმედებს იხ. დიაგრამა 1 [სახელმძღვანელო გვ.275-ე]

 

რომელია ორეგანიზაციული მოწყობისსაუკეთესო ‘’ მოდელი?

 

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ „ორგანიზაციული მოწყობის’’ მოდელის არჩევას - ქვეყანაში არსებული ა)პოლიტიკური, ბ)ეკონომიკური,გ)სოციალური,დ) კულტურული ე)ტრადიციული  და ვ) სამართლებრივი -„გარემო’’  განაპირობებს.

·        ამდენად,“საუკეთესო ‘’ მოდელია ის,რომელიც „კონკრეტულ ქვეყანას’’ და „კონკრეტულ მუნიციპალიტეტში’’ არსებულ „გამოწვევებს’’ და „საჭიროებებს’’   ყველაზე უკეთ პასუხობს

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ნებისმიერ „მოდელში’’  ა) „პოლიტიკოსებს ‘’ ,ბ)“ლიდერებს“ და გ)“პროფესიონალებს’’ განსაკუთრებული და შეუცვლელი „როლი’’ გააჩნიათ.

·        ამიტომ, „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ „მოდელის’’ შერჩევისას  ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ა) „პოლიტიკოსების ‘’ ,ბ)“ლიდერების“ და გ)“პროფესიონალების’’ „დანიშნულება’’:

ა) „პოლიტიკოსის დანიშნულება ’’

·        „პოლიტიკოსის  დანიშნულება’’ საჯარო[ანუ საზოგადოებრივი] პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტაა

·        რა სურს ხალხს ? ,როგორ უნდა დაკმაყოფილდეს ხალხის საჭიროებები ?, „პოლიტიკოსების’’ ზრუნვის „მთავარ საგანს’’ წარმოადგენს,ვინაიდან „პოლიტიკოსების’’ საქმიანობის მთავარი შემფასებელი „ამომრჩეველია’’

·        „პოლიტიკოსები’’ „მართვის პროცესის’’ და „მოსახლების’’ „მუდმივ ურთიერთკავშირს’’  უზრუნველყოფენ.

·        ეს „ურთიერთკავშირი’’ „ორმხრივ ინტერესს’’ ეფუძნება.

·        ერთი მხრივ,“პოლიტიკოსები’’ „ხალხის მოთხოვნების და ინტერესების გათვალისწინებით’’  „ამომრჩეველთა მხარდაჭერის მიღეწვას’’ და“საკუთარი კარიერული ინტერესბის მიღწევას’’ ცდილობენ

·        მეორე მხრივ, „ამომრჩევლები’’ „პოლიტიკოსებისგან’’“საზოგადოებრივი[საჯარო] პრობლემების’’  გადაწყვეტას და მათი[ამომრჩევლების] ინტერესების გათვალისწინებას მოელიან.

 

ბ) „პროფესიონალების დანიშნულება’’

·        „პოლიტიკოსები’’ „ყოველდღიური პრობლემების’’ და „ხალხის განწყობების’’ შესაბამისად მოქმედებენ

·        „პროფესიონალები’’ კი „პოლიტიკოსებს’’ „საზოგადოებრივი [საჯარო] პრობლემების’’ გადაწყვეტაში ეხმარებიან

·        „პროფესიონალი’’ ა)მენეჯერები,ბ)საჯარო მოხელები გ)ექსპერტები  „საზოგადოებრივ პრობლემებს’’ „პროფესიული ნიშნით’’ აფასებენ და „კვალიფიციურ გადაწყვეტილებებს’’ შეიმუშავებენ.

·        „პროფესიონალების’’ მიერ „პოლიტიკოსებისტვის’’ შეთავაზებული“გადაწყვეტილებები’’ ზოგჯერ საზოგადოებისთვის „მტკივნეულიც’’ შეიძლება იყოს [თუმცა,როგორც წესი,ისინი აქცენტს „გრძელვადიანი დადებითი შედების’’ მიღწევაზე აკეთებენ]

 

 

გ)“ლიდერების  დანიშნულება’’

 

·        „პროფესიონალები’’ ხშირად მიმდინარე საქმეებში „ეფლობიან’’ და“შეცვლილ ‘’ „საზოგადოებრივ საჭიროებებზე’’  ნელა და რთულად რეაგირებენ.[ანუ ზოგჯერ „პროფესიონალეები’’ შეიძლება „რეალობის მიღმა’’ აღმოჩნდნენ]

·        ამათან,“პროფესიონალების’’ შემფასებელს არა „ხალხი’’[ამომრჩეველი] არამედ მათი დამქირავებელი „პოლიტიკოსები’’ წარმოადგენენ

·        „პროფესიონალები’’ სწორედ „პოლიტიკოსებისგან’’ ელიან ა)“პოლიტიკური ამოცანების’’ განსაზღვრას ბ)“გამომუშავებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღებას’’ გ)“სათანადო მოტივაციას და სტიმულირებას’’ და დ)“საზოგადოებრივი მხარდაჭერის’’ მოპოვებას

·        სწორედ ამიტომ,“მართვის პროცესში’’ „პროფესიონალებთან’’ ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია „ლიდერების’’ როლი

·        „ლიდერი’’ მოტივირებულ და მიზანმიმართულ „მმართველობით პროცესს’’ უზრუნველყოფს

·        „ლიდერობა’’ ა)“მართვის პროცესის’’ გაძღოლას,ბ)“მკაფიო პრიორიტეტების ჩამოყალიბებას’’ გ)“პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას’’ დ)“თანამშრომელთა მოტივაციას’’ და ე)“საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციის უნარს’  გულისხმობს

·        „ეფექტური ლიდერობის’’ დროს მაღალია :ა)პრობლემების იდენტიფიცირების და მათი გადაწყვეტის მიზნით   “სტრატეგიული ხედვის’’ ხარისხი  და ბ)“კოორდინაცია’’

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები