თემა 8..“ადმინისტრაციული დაკავება“, „პირადი გასინჯვა’’ ,“ნივთების გასინჯვა“,“ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევა“[მუხლები 244-259]
სარჩევი:
მუხლი 244. ადმინისტრაციულს სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების „უზრუნველყოფის ზომები“
მუხ.245 “ ადმინისტრაციული დაკავება’’
მუხ. 246 ორგანოები [თანანდებობის პირები] რომლებსაც აქვთ „ადმინისტრაციული დაკავების’’ უფლება
მუხ.247 „ადმინისტრაციული დაკავების’’ ვადები
მუხ.248 „პრადი გასინჯვა’’ და „ნივთების გასინჯვა’’
1) „პირადი გასინჯვის’’ უფლების მქონე თანამდებობის პირები [248-ე მუხ. 1-ლი ნაწ]
3) „ნივთების გასინჯვის’’ უფლების მქონე თანამდებობის პირები[მუხ.248-ე მე-3 ნაწ]
„სანადირო და თევზჭერის იარაღების“ გასინჯვა [მუხ.248-ე მე-4 ნაწ]
„პირადი გასინჯვის’’ და „ნივთების გასინჯვის“ შესახებ ოქმი[მუხ. 248-ე ნაწ.მე-5]
მუხ. 249 „ნივთების’’ და „დოკუმენტების’’ ჩამორთმევა
3)ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის შესახებ ოქმი[249-ე მუხ. მე-3 ნაწ]
5) „იარაღის’’ და „საბრძოლო მასალის’’ ჩამორთმევა[მუხ.249-ე ნაწ. მე-5]
13.„დაზარალებულის’’ „სატრანსპორტო საშუალების’’ გაყვანა „სპეციალური სადგომიდან’’ [მუხ.250-ე ნაწ. 13]
მუხლი 244. ადმინისტრაციულს სამართალდარღვევათა საქმეების
წარმოების „უზრუნველყოფის
ზომები“
·
საქართველოს საკანონმდებლო
აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“
აღსაკვეთად, როცა ამოწურულია
[დამრღვევზე]ზემოქმედების სხვა ზომები,
ა)პიროვნების
დასადგენად, ბ)ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, [თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე
შედგენა შეუძლებელია] ,საქმის დროულად და სწორად განხილვისა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებულ დადგენილებათა
აღსრულების უზრუნველსაყოფად“, დასაშვებია პირის :
ა) „ადმინისტრაციული დაკავება“,
ბ)“პირადი გასინჯვა’’,
გ)“ნივთების გასინჯვა“
დ)“ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა“.
[ანუ ესაა „ადმინისტრაცილ სამართალდარღვევათა
საქმეების წარმოების „უზრუნველყოფის ზომების’’ ჩამონათვალი -ზეპირად ]
ხ
·
„ადმინისტრაციული დაკავების“, „პირადი გასინჯვის“, „ნივთების გასინჯვის“, „ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის“ -„წესები’’ განისაზღვრება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით’’ და საქართველოს სხვა
კანონმდებლობით
ხ
·
სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით შეიძლება განხორციელდეს „პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული
„იდენტიფიკაციის“ ღონისძებები[მათ შორის ,სამართალდამრღვევი პირის შესახებ მონაცემები
გადამოწმდება შსს-ს „ბაზებსა’’ და სპეციალურ
ელექტრონულ პროგრამაში]
მუხ.245 “ ადმინისტრაციული დაკავება’’
·
„ადმინისტრაციული დაკავების“ დროს „დამკავებელი მოხელე“ ვალდებულია
„დაკავებულს“ დაკავებისთანავე გასაგები ფორმით
განუმარტოს:
ა) მის მიერ ჩადენილი „ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა ‘’ და „დაკავების საფუძველი“;
ბ) რომ აქვს „უფლება ადვოკატზე“;
გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი „დაკავების ფაქტი“ და „ადგილსამყოფელი ‘’ ეცნობოს
მის მიერ დასახელებულ ა)ახლობელს, აგრეთვე ბ)მისი „სამუშაო“ ან „სასწავლო“ ადგილის- ადმინისტრაციას [245-ე მუხ. ნაწ.1-ლი]
ხ
·
„არასრულწლოვნის“ „ადმინისტრაციული დაკავების“ შესახებ აუცილებლად, პირველი
შესაძლებლობისთანავე ეცნობება მის მშობელს
ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს.[245-ე მუხ. ნაწ.
მე-2 ]
ხ
·
დაუშვებელი მტკიცებულებაა ის განცხადება, რომელიც „დაკავებულმა“ 245-ე
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „განმარტების“ მიღებამდე გააკეთა.[245-ე მუხ. ნაწ.მე-3]
ხ
·
„დამკავებელმა მოხელემ“ „დაკავებული ‘’ დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს
„პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში“
ან „სხვა სამართალდამცველ ორგანოში’’[245-ე მუხ. ნაწ.მე-4]
ხ
·
„ადმინისტრაციული დაკავების“ შესახებ შედგება „ადმინისტრაციული დაკავების
ოქმი“,
·
მასში აღინიშნება: ა)“ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი’’; ბ)“ოქმის შემდგენის თანამდებობა,
სახელი და გვარი’’; გ)“ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ“; დ)“დაკავების დრო
და საფუძველი“.
·
„ადმინისტრაციული დაკავების ოქმს“ ხელს აწერენ : ა) „ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი“ და ბ)“დაკავებული“.
·
თუ „დაკავებული“ უარს აცხადებს „ოქმის“ ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში „მიეთითება“.[245-ე მუხ. ნაწ.მე-5]
ხ
მუხ. 246 ორგანოები [თანანდებობის პირები] რომლებსაც აქვთ „ადმინისტრაციული დაკავების’’ უფლება
·
ამ კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით
დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის
პირებს), კერძოდ:
ა)
შინაგან საქმეთა ორგანოებს :
a. წვრილმანი ხულიგნობის,
b. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა
და ჩატარების წესის დარღვევის,
c. პოლიციის მუშაკის ან სამხედრო
მოსამსახურის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის,
d. ნარკოტიკული საშუალების გასაღების
მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის ანდა ნარკოტიკული საშუალების
ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების,
e. ოჯახში ძალადობის ჩადენის,
f. დამცავი და შემაკავებელი ორდერებით
გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის,
g. პროსტიტუციის,
h. საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ,
ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის
i. , საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის,
j. ნადირობის, თევზჭერისა და თევზის
მარაგის დაცვის წესების დარღვევის და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევის,
k. საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის,
l. აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო
აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ
შემთხვევებში;
ბ)
გასამხედროებული დაცვის უფროს თანამდებობის
პირს დასაცავი ობიექტის განლაგების ადგილას
– „დასაცავი ობიექტის“, „სხვა სახელმწიფო
ან საზოგადოებრივი ქონების’’ ხელყოფასთან დაკავშირებულ
სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში;
გ)
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
მიერ „დასაცავი პირისა“ და „დასაცავი ობიექტის“ დაცვითი ღონისძიების განხორციელების
ადგილას − „დასაცავი პირისა“ და „დასაცავი ობიექტის“ ხელყოფასთან დაკავშირებული
სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, აგრეთვე
ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
დ)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „შესაბამის
სამსახურს’’, საგადასახადო ორგანოს – საგადასახადო სფეროში ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში;
ე)
საქართველოს გარემოსა დაცვის დასოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების
„უფლებამოსილ თანამშრომლებს“ − „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით’’ მათი ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებულ „ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა“ ჩადენის შემთხვევებში;
ვ)
აღსრულების პოლიციელს – „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის’’ 173-ე მუხლით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში;
ზ)
სპეციალური პენიტენციურისამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის
„უფლებამოსილ თანამსრომლებს“- „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის’’ 45-ე და 451
მუხლებით გათვალისწინებული „ადმინისტრაციული
სამართალდარღვების’’ ჩადენის შემთხვევაში,თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
ხ
მუხ.247 „ადმინისტრაციული დაკავების’’ ვადები
·
„ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ ჩამდენის
„ადმინისტრაციულმა დაკავებამ“ არ უნდა გასტანოს 12[თორმეტ]
საათზე მეტ ხანს.
·
„გამონაკლის შემთხვევებში“, „განსაკუთრებული
აუცილებლობის გამო“, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს „ადმინისტრაციული დაკავების’’ „სხვა ვადები“. [მუხ. 247-ე ნაწ. 1-ლი]
ხ
·
პირი, რომელმაც ჩაიდინა „წვრილმანი ხულიგნობა“, შეიძლება დაკავებულ
იქნეს კანონით დადგენილ ვადაში მოსამართლის ან შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის (უფროსის
მოადგილის) მიერ საქმის
განხილვამდე.[მუხ. 247-ე ნაწ. მე-2]
ხ
·
პირი, რომლის „დაკავების’’ ვადა ემთხვევა „არასამუშაო“
დროს,[!] შეიძლება დაკავებულ იქნეს და
მოთავსდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
„წინასწარი დაკავების საკანში“ [!] საქმის განმხილველი
ორგანოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების
მიღებამდე.[მუხ. 247-ე ნაწ. მე-3]
მუხ.248 „პრადი გასინჯვა’’ და „ნივთების გასინჯვა’’
1)
„პირადი გასინჯვის’’
უფლების მქონე თანამდებობის პირები [248-ე მუხ. 1-ლი ნაწ]
·
„პირადი გასინჯვა“[პირადი ჩხრეკა] შეიძლება აწარმოონ:
a. შინაგან საქმეთა,
b. საქართველოს სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის,
c. სამოქალაქო ავიაციის ორგანოების,
d. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შესაბამისი სამსახურის,
e. საგადასახადო სა საბაჟო ორგანოების,
f. აღსრულების ეროვნული ბიუროს
− აღსრულების პოლიციის
საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის
პირებმა
და
სპეციალური პენიტენციური სამსახურის „მონიტორინგის
დეპარტამენტის’’
უფლებამილმა თანამშრომლებმა,
ხოლო
საქართველოს საკანონმდებლო
აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის
პირებმა.
ხ
2)
„პირადი გასინჯვისას’’ „გასასინჯი პირის’’ „სქესი’’ გათვალისწინებული უნდა იყოს [248-ე მუხ. მე-2 ნაწ]
·
„პირადი გასინჯვა“ შეიძლება
აწარმოოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა,
რომელიც „გასასინჯი პირის“ სქესისაა.
„პირადი გასუნჯვა’’
შესაძლებელია ჩატარდეს „დამსწრის’’ თანდასწრებით
ხ
3)
„ნივთების გასინჯვის’’ უფლების მქონე თანამდებობის პირები[მუხ.248-ე მე-3 ნაწ]
·
„ნივთების გასინჯვა“[„ნივთების ჩხრეკა’’] შეიძლება აწარმოონ:
a. საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ,
b.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს[2025 წლის 1 სექტემბრიდან]
c. საქართველოს სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის,
d. სამოქალაქო ავიაციის ორგანოების,
e. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის,
f. საგადასახადო და საბაჟოორგანოების,
g. სასაზღვრო პოლიციის,
h. „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის“ და „სოფლისმეურნეობის სამინისტროს“
სისტემაში შემავალი დაწესებულებების,
i.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს
საამისოდ უფლებამოსილმა
თანამდებობის პირებმა
j.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის „მონიტორინგის დეპარტამენტის’’ უფლებამილმა თანამშრომლებმა,
k.
საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში
–საამისოდ უფლებამოსილმა
სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა
ხ
„სანადირო და თევზჭერის იარაღების“ გასინჯვა [მუხ.248-ე მე-4 ნაწ]
·
„ნივთების“, „სანადირო და თევზჭერის იარაღების“, „მოპოვებული პროდუქციის“
და „სხვა საგნების“ გასინჯვა
წარმოებს, როგორც წესი, იმ პირის თანდასწრებით,
რომლის საკუთრებაში ან მფლობელობაშია ისინი;
·
გადაუდებელ შემთხვევებში აღნიშნული
ნივთები, საგნები შეიძლება გაისინჯოს მესაკუთრის (მფლობელის) გარეშე, ორი დამსწრის მონაწილეობით.
ხ
„პირადი გასინჯვის’’ და „ნივთების გასინჯვის“ შესახებ ოქმი[მუხ. 248-ე ნაწ.მე-5]
·
„პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შესახებ“ შედგება სპეციალური „ოქმი“
ან/და
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმში’’
ან „
„ადმინისტრაციული დაკავების ოქმში“
კეთდება „შესაბამისი ჩანაწერი“.
ხ
მუხ. 249 „ნივთების’’ და „დოკუმენტების’’ ჩამორთმევა
1.
„ადმინისტრაციული
დაკავების“, „პირადი გასინჯვის“ ან „ნივთების გასინჯვის“ დროს აღმოჩენილი „ნივთებისა’’ და ‘’დოკუმენტების“-„ჩამორთმევა’’[249-ე მუხ.
1-ლი ნაწ]
·
„ადმინისტრაციული დაკავების“, „პირადი გასინჯვის“ ან „ნივთების გასინჯვის“
დროს აღმოჩენილ „ნივთებსა’’
და ‘’დოკუმენტებს’’, რომლებიც წარმოადგენენ „სამართალდარღვევის იარაღს“
ან „უშუალო ობიექტს’’, „ჩამოართმევენ ‘’ ამ კოდექსის 246-ე და 248-ე მუხლებში აღნიშნული
ორგანოების თანამდებობის პირები.
·
ჩამორთმეულ ნივთებსა და დოკუმენტებს სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე ინახავენ
იმ ორგანოების (თანამდებობის პირთა) მიერ განსაზღვრულ ადგილას, რომლებსაც ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის
უფლება აქვთ,
·
ხოლო საქმის განხილვის შემდეგ, განხილვის შედეგების
მიხედვით, მათ დადგენილი წესით ა)გაუკეთებენ კონფისკაციას ან ბ)დაუბრუნებენ მფლობელს, ანდა გ)გაანადგურებენ,
·
ხოლო „სასყიდლით ჩამორთმევის“ შემთხვევაში დ)რეალიზაციას გაუკეთებენ.
·
„ჩამორთმეული’’ ორდენი, მედალი, საქართველოს საპატიო წოდების სამკერდე ნიშანი უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, ხოლო
თუ ის უცნობია, გაეგზავნოს შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმს.[?][ალბათ უნდა იყოს პრეზიდენტს]
2)ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით „სამართალდარღვევის საგნის“ ან/და „სატრანსპორტო საშუალების“ ჩამორთმევა.[მუხ. 249-ე ნაწ. მე-2]
·
კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით,
1141, 1282, 1551,
1552 და 157-ე მუხლებით გათვალისწინებულ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა „
ჩადენისას „ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით“ შეიძლება „სამართალდარღვევის საგნის“ ან/და „სატრანსპორტო საშუალების“ ჩამორთმევა.
·
ჯარიმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას
ჩამორთმეული საგნისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია[გაყიდვა] განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
[შემიშვნა:249
ე მუხლს აქვს 21 და 22 ნაწილებიც იხ. კოდექსში]
ხ
3)ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის შესახებ ოქმი[249-ე მუხ. მე-3 ნაწ]
„ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევისას“ შედგება „ოქმი“ ან „ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმში’’ , ან „ნივთების
გასინჯვის ოქმში“ ანდა „ადმინისტრაციული დაკავების ოქმში“ კეთდება სათანადო ჩანაწერი.
ხ
4) „მართვის მოწმობის’’ ჩამორთმევა
და „სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის“
გაცემა[249-ე მუხ. მე-4 ნაწ]
·
თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის „ადმინისტრაციული სახდელის“ სახით გათვალისწინებულია
„სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების შეჩერება’’, მძღოლს საქმეზე დადგენილების
გამოტანამდე ჩამოერთმევა „მართვის მოწმობა“ და მიეცემა „სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა“, რაც აღინიშნება
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ’’
ოქმში.
·
ხოლო „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების
შესახებ“ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში მძღოლს დროებით
ჩამორთმეული მართვის
მოწმობა არ დაუბრუნდება,
·
ხოლო „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
შეჩერების შესახებ“ დადგენილების გასაჩივრების (გაპროტესტების) შემთხვევაში „მართვის დროებითი ნებართვის’’ მოქმედება გაგრძელდება
საჩივარზე (პროტესტზე) გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადით.
·
შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალების
„მართვის დროებითი
ნებართვა“ იმავდროულად
წარმოადგენს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმს“, რომლის ფორმას, შევსებისა და გამოყენების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრი.
5)
„იარაღის’’ და „საბრძოლო მასალის’’ ჩამორთმევა[მუხ.249-ე ნაწ. მე-5]
·
კოდექსის 167-ე, 180-ე,1801,181-ე,1813-1815,182-ე,1821
და 183-ე გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების ჩადენისას პოლიციის თანამშრომელს უფლება
აქვს ,შესაბამისი საქმის განხილვამდე ჩამოართვს
პირს იარაღი და საბრძოლო მასალები, რის შესახებაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმში კეთდება ჩანაწერი და მასში აღინიშნება ჩამორთმეული იარაღის მარკა ან მოდელი, კალიბრი, სერია და ნომერი და საბრძოლო მასალის რაოდენობა და სახეობა.
·
იმ პირის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა
ჩაიდინა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების
დროს, „იარაღის და საბრძოლო მასალის ჩამორთმევა“, „პირადი გასინჯვა“ და „ნივთების
გასინჯვა“ გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში
[შემიშვნა :249 მუხლს აქვს 51 ნაწილიც
იხ. კოდექსში]
ხ
მუხლი250. სატრანსპორტო საშუალების მართვისგან ჩამოშორება ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა.
1.
სავარაუდოდ ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირის „მართვისგამ’’ ჩამოშორება[250-ე მუხ. ნაწ. 1-ლი]
·
ამ კოდექსის 1152-ე ,116-ე და 1184
მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისას
პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას/ან
კიდულძრავიან ველოსიპედს და რომლის მიმართაც
არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის
მდგომარეობაშია, უნდა ჩამოშორდეს სატრანსპორტო
საშუალების/კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვას.
აღნიშნულ შემტხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
დგება,სიმთვრალე დგინდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განხილბა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხ
11.შემთხვევები,როდესაც პოლიციელი უფლებამოსილია[ანუ შეუძლია] სატრანსპორტო საშუალება „სპეციალურ სადგომზე“ გადაიყვანოს.[მუხ.250 -ე 11-ე ნაწილი]
·
თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით „ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის“ ჩადენისათვის „ადმინისტრაციული სახდელის“ სახით გათვალისწინებულია:
ა)სატრანსპორტო საშუალების „მართვის უფლების’’
შეჩერება, ან ბ)მძღოლს სატრანსპორტო საშუალების „მართვის უფლება“ არ აქვს ან გ)“მართვის უფლება“ „შეჩერებული’’/ან „ჩამორთმეული“ აქვს
[საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით],პოლიციელი უფლებამოსილია[ანუ შეუძლია] სატრანსპორტო საშუალება „სპეციალურ სადგომზე“ გადაიყვანოს.
ხ
12.შემთხვევები,როდესაც პოლიციელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება „სპეციალურ სადგომზე“ გადაიყვანოს.[მუხ.250 -ე 12-ე ნაწილი]
·
პოლიციელი ვალდებულია ამ კოდექსის მე-40
მუხლის მე-2–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო
საშუალებები“ გადაიყვანოს „სპეციალურ“
ან „სხვა დაცულ’’ სადგომზე [გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ა)მხარეები „რიგდებიან“ და „ეთანხმებიან
საჯარიმო ქვითარს“, ან როდესაც
ბ) დაზარალებულს „ სამართალდამრღვევთან
მორიგების“ ან „საჯარიმო ქვითარზე თანხმობის მიცემის’’
გარეშე არ სურს
სატრანსპორტო საშუალების შესაბამის სადგომზე გადაყვანა], რისი ხარჯებიც დაეკისრება სამართალდამრღვევს.[!]
ხ
13.„დაზარალებულის’’ „სატრანსპორტო საშუალების’’ გაყვანა „სპეციალური სადგომიდან’’ [მუხ.250-ე ნაწ. 13]
250-ე მუხლის 12 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში[იხ. ზემოთ]:
ა)
დაზარალებულს (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/ მფლობელს)
უფლება აქვს, „გამოიყვანოს“ „სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო
საშუალება“, თუ
იგი ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ
ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს წარუდგენს: ა)„სათანადო
განცხადებას“ და
ბ)„საექსპერტო შეფასებას“;
ბ)
სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც სამართალდამრღვევი
მართავდა, კი დარჩება
„სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების
მიღებამდე.
1.4„სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე“ სატრანსპორტო საშუალების გადაყვანაზე „დაზარალებულის’’ უარის თქმის -შედეგები [250-ე მუხ. 14-ე ნაწილი]
·
დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/ მფლობელის) მიერ სატრანსპორტო
საშუალების სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანაზე უარის თქმის ან „საექსპერტო შეფასების განხორციელებამდე“ „შესაბამის სადგომზე გადაყვანილი
სატრანსპორტო საშუალების“ გამოთხოვის
შემთხვევაში აღნიშნული პირი[ანუ დაზარალებული] კარგავს ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-2–მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული
„დადგენილების“ მიღებისა
და „სააღსრულებო ფურცლის“ გაცემის მოთხოვნის უფლებას. [იხ. კოდექსში მითითებული მუხლის ნაწილები ]
·
ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების „სპეციალურ’’ ან „სხვა დაცულ’’
სადგომზე გადაყვანის და განთავსების ხარჯები დაეკისრებათ- „ მხარეებს’’ [!!][ანუ „დაზარალებულს’’ და „სამართალდამრღვევს’’]
ხ
მუხლი 251.“ „ადმინისტრაციული დაკავების“, „პირადი გასინჯვის“, „ნივთების გასინჯვის“, „ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის’’- „გასაჩივრება’’
„ადმინისტრაციული
დაკავება“, „პირადი გასინჯვა“, „ნივთების გასინჯვა“, „ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა’’
დაინტერესებულმა პირებმა
შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან)
ან პროკურორთან
მუხლი 251. ადმინისტრაციული დაკავების, გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის გასაჩივრება
+
ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა,
ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა
შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან.
Комментарии
Отправить комментарий