სეკვესტრი [ანუ „მოვალის უძრავი ქონების იძულებითი მართვა’’] [მუხ.78-ე-82-ე]

 

   

სარჩევი:

სეკვესტრი [ანუ „მოვალის უძრავი ქონების იძულებითი მართვა’’] [მუხ.78--82-] 1

მუხლი 78. სეკვესტრი. 2

1.ვის შრიძლება გადაეცეს მოვალის კუთვნილი უძრავი ქონება  იძულებით სამართავად ? [მუხ.78- ნაწ. 1-ლი] 2

2.სეკვესტრის მიზანი [მუხ. 78- ნაწ. მე-2] 2

3. „იძულებითი მართვის“[სეკვესტრის] გამოყენების წინაპირობები და ვადები. 2

4. „იძულებითი მართვის“[სეკვეტრის] გამოყენება  კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე[მუხ. 78- ნაწ. მე-4] 3

5.კანონის 45- მუხლში ჩამოთვლილი ქონების  იძულებითი მართვა’’[სეკვესტრი][მუხ. 78- ნაწ. მე-5] 3

6.სად უნდა იქნეს შეტანილი სეკვესტრის შედეგად ამოღებული თანხები ? [სეკვესტრი][მუხ. 78- ნაწ. მე-6] 3

7.„კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგიძულებითი მართვა’’[სეკვესტრი’’]  უნდაშეწყდეს’’  [მუხ. 78- ნაწ. მე-7] 4

8.„იძულებითი მართვისდროს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 310- მუხლის ნორმების გამოყენება [მუხ. 78- ნაწ. მე-8] 4

პირობები როცაიძულებითი მართვის“[სეკვესტრის] გამოყენება დაუშვებელია [მუხ. 78- ნაწ. მე-9] 4

სეკვესტრის’’ გამოყენების დროით  იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიებების შეჩერება[მუხ. 78- ნაწ. მე-10 ] 4

სეკვესტრის’’ „შეწყვეტის’’ პირობები  [მუხ. 78- ნაწ. მე-11 ] 4

მესამე პირის ინტერესებისშეზღუდვის’’ დაუშვებლობაიძულებითი მართვის’’ გამოყენების დროს    [მუხ. 78- ნაწ. მე-12 ] 5

მუხლი 79  მმართველი“ 5

ა)ვინ ნიშნავსმმართველს’’  „სეკვესტრის’’ დროს ? ვინ არ უნდა იყოს „მმართველი’’ ? [79-ე მუხ.ნაწ. 1-ლი] 5

იძულებითი მართვისგამოყენების შესახებგადაწყვეტილების მიმღებითვალყურს ადევნებსმმართველის’’ საქმიანობას [79-ე მუხ.ნაწ. მე-2] 6

აღსრულების ეროვნული ბიუროსთანამშრომლის’’ დანიშვნა -„მმართველად’’ 6

სპეციალური ცოდნის მქონე სპეციალისტისდანიშვნა -„მმართველად’’ [79-ე მუხ.ნაწ. მე-3] 6

კრედიტორის’’ დანიშვნა  -„მმართველად’’  [79-ე მუხ.ნაწ. მე-4] 6

მუხლი 80 ხარჯები. 7

მუხლი 81. „მმართველობის პასუხისმგებლობა’’  .“ანგარიშის’’  წარდგენა. 7

მუხლი 82. მოვალე მმართველის როლში. 7

1.რა შემთხვევებში ინიშნება  მოვალე  მმართველად’’ ?[მუხ. 82- ნაწ. 1-ლი] 7

2. „მმართველად’’  დანიშნული მოვალისზედამხედველი’’[მუხ. 82- ნაწ.მე-2] 7

3. ვინ და როდის  წყვეტს რა რაოდენობით შეიძლება მოიხმაროს  მიწის ნაკვეთის’’ „შემოსავალიდამისი ამონაგებიმოვალემ ,რომელიცმიწის ნაკვეთის’’ “მმართველად’’ არის დანიშნული ? [მუხ. 82- ნაწ.მე-3] 8

 

 

 

მუხლი 78. სეკვესტრი

 

1.ვის შრიძლება გადაეცეს მოვალის კუთვნილი უძრავი ქონება  იძულებით სამართავად ? [მუხ.78- ნაწ. 1-ლი]

 

·        იძულებითი აღსრულების ყველა ეტაპზე, კრედიტორის „მოთხოვნის’’ საფუძველზე და ამ კანონით დადგენილი წესით, აღსრულებას დაქვემდებარებული მოვალის კუთვნილი უძრავი ქონება  „იძულებით სამართავად“ შეიძლება გადაეცეს: ა) სასამართლოს მიერ დანიშნულ მმართველს, ხოლო თუ საქმე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია − ბ)აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დანიშნულ მმართველს, ან გ)თვით მესაკუთრეს[მოვალესა].

2.სეკვესტრის მიზანი [მუხ. 78- ნაწ. მე-2]

 

·        „იძულებითი მართვის’’[სეკვესტრის] მიზანიავალდებულების’’  შეძლებისდაგვარად მცირე დროში შესრულება „მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებით მიღებული შემოსავლების ხარჯზე’’, რითაც, მოვალის ინტერესებიდან გამომდინარე, თავიდან იქნება აცილებული „ქონების“ აუქციონის წესით რეალიზაცია.

3. „იძულებითი მართვის“[სეკვესტრის] გამოყენების წინაპირობები და ვადები [მუხ. 78- ნაწ. მე-3]

·        თუ  ა)„იძულებითი მართვით“[სეკვესტრით] მოსალოდნელია აღსასრულებელი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში და ბ) „მოვალის საკუთრებაში არსებული სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულება არანაკლებ ათჯერ აღემატება აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობას“, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია:  მოვალის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით, კრედიტორის თანხმობის მიუხედავად, მიიღოს გადაწყვეტილება „იძულებითი მართვის“[სეკვესტრის] არაუმეტეს 3 თვის ვადით გამოყენების შესახებ.

·        ამ ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 1 თვით.

4. „იძულებითი მართვის“[სეკვეტრის] გამოყენება  კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე[მუხ. 78- ნაწ. მე-4]

 

·        78-ე  მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, თუ საქმე კერძო აღმასრულებლის წარმოებაშია, მოვალე უფლებამოსილია კერძო აღმასრულებელს მოსთხოვოს „იძულებითი მართვის“[სეკვეტრის] გამოყენება.

·         აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გამოიყენოს „იძულებითი მართვა’’[სეკვესტრი] კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე „სააუქციონო მომსახურების’’ გაწევის სტადიაზე, „იძულებითი აუქციონის’’ საჯაროდ გამოცხადებამდე.

·        „კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე’’ „იძულებით მართვას’[სეკვეტრს] აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს კანონის მე-14  თავით დადგენილი წესით.

5.კანონის 45- მუხლში ჩამოთვლილი ქონების  იძულებითი მართვა’’[სეკვესტრი][მუხ. 78- ნაწ. მე-5]

 

ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონების  „იძულებითი მართვა’’[სეკვესტრი] არ ხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვალე თანახმაა, რომ ეს ქონება გამოყენებულ იქნეს იძულებით სამართავად, თუ იძულებითი მართვის შედეგად შესაძლებელია ვალდებულების შესრულება.

6.სად უნდა იქნეს შეტანილი სეკვესტრის შედეგად ამოღებული თანხები ? [სეკვესტრი][მუხ. 78- ნაწ. მე-6]

 

 

იძულებითი მართვის შედეგად ამოღებული თანხები (მიმდინარე ხარჯების გამოკლებით) შეტანილი უნდა იქნეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შესახებაც „იძულებით მმართველი’’ აცნობებს აღმასრულებელს.

7.კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგიძულებითი მართვა’’[სეკვესტრი’’]  უნდაშეწყდეს’’  [მუხ. 78- ნაწ. მე-7]

 

„მმართველი“ და „აღმასრულებელი“ ვალდებული არიან, აცნობონ  ა)სასამართლოს, ხოლო თუ იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ − ბ)აღსრულების ეროვნულ ბიუროს,კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების“ თაობაზე.

ასეთ შემთხვევაში სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას „იძულებითი მართვის’’[სეკვესტრის’’  შეწყვეტის შესახებ.

8.იძულებითი მართვისდროს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 310- მუხლის ნორმების გამოყენება [მუხ. 78- ნაწ. მე-8]

 

ამ მუხლის თანახმად სასამართლოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დანიშნული „იძულებითი მართვის“ დროს გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 310-ე მუხლის ნორმები.

პირობები როცაიძულებითი მართვის“[სეკვესტრის] გამოყენება დაუშვებელია [მუხ. 78- ნაწ. მე-9]

 

„იძულებითი მართვის“[სეკვესტრის] გამოყენება დაუშვებელია, თუ მოვალე ამის წინააღმდეგია, ან თუ ის არ უზრუნველყოფს იმ პირობების შექმნას, რომლებიც აუცილებელია იძულებითი მართვის ნორმალურ პირობებში განსახორციელებლად.

სეკვესტრის’’ გამოყენების დროით  იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიებების შეჩერება[მუხ. 78- ნაწ. მე-10 ]

 

იძულებითი მართვის გამოყენების შემთხვევაში იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიებები ჩერდება „იძულებითი მართვის“ პერიოდით. ამ პერიოდში მოქმედებს ქონების მიმართ იძულებითი მართვის გამოყენებამდე დაწესებული შეზღუდვები.

სეკვესტრის’’ „შეწყვეტის’’ პირობები  [მუხ. 78- ნაწ. მე-11 ]

 

„იძულებითი მართვა“ [სეკვესტრი] წყდება და აღსრულებაზოგადი წესის“ შესაბამისად გრძელდება, თუ:

ა) „იძულებითი მართვის“ შედეგად  ა)არ დაიფარა ვალდებულება და, იმავდროულად,ბ) არ არსებობს  „იძულებითი მართვის“ ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი;

ბ) დაირღვა „იძულებითი მართვის“ პირობები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია დარღვევის მცირე დროში, იძულებითი მართვის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტამდე აღმოფხვრა);

გ) „იძულებითი მართვის“ პერიოდში გამოვლინდა „სხვა გარემოება“, რომელიც სამართლებრივი ან ფაქტობრივი თვალსაზრისით გამორიცხავს „იძულებითი მართვის“ გამოყენებას.

მესამე პირის ინტერესებისშეზღუდვის’’ დაუშვებლობა იძულებითი მართვის’’ გამოყენების დროს    [მუხ. 78- ნაწ. მე-12 ]

 

·        „იძულებითი მართვის’’ გამოყენება დაუშვებელია, თუ იძულებითი მართვის განხორციელების პროცესში რაიმე ფორმით იზღუდება მესამე პირის ინტერესები.

·        ამ შემთხვევაში „იძულებითი მართვის’’ გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მესამე პირის წინასწარი თანხმობით.

·        მესამე პირის ინტერესების შეზღუდვის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე „იძულებითი მართვა’’[სეკვესტრი]  –„ წყდება’’

 

 

მუხლი 79  მმართველი“

 

ა)ვინ ნიშნავსმმართველს’’  „სეკვესტრის’’ დროს ? ვინ არ უნდა იყოს „მმართველი’’ ? [79-ე მუხ.ნაწ. 1-ლი]

 

·        მმართველს ნიშნავს „იძულებითი მართვის’’ გამოყენების შესახებ „გადაწყვეტილების მიმღები“.[სასამართლო ,ან აღსრულების ეროვნული ბიურო]

·         მმართველი არ შეიძლება იყოს  ა)გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს წევრი ან ბ) ამ „ გადაწყვეტილების მიმღების’’[ე.ი. მოსამამართლის ან ბიუროს უფროსის ]  ახლო ნათესავი.

იძულებითი მართვისგამოყენების შესახებგადაწყვეტილების მიმღებითვალყურს ადევნებსმმართველის’’ საქმიანობას [79-ე მუხ.ნაწ. მე-2]

 

 

·        „იძულებითი მართვის“ გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები[ე.ი. მოსამართლე] ამ გადაწყვეტილების მიღებისას კრედიტორისა და მოვალის მოსმენის შემდეგ : ა) მმართველს აძლევს საჭირო მითითებებს ბ)ადგენს მმართველის კუთვნილ ანაზღაურებას და გ)თვალყურს ადევნებს მის მიერ საქმის წარმოებას

·         მას შეუძლია გაათავისუფლოს მმართველიმნიშვნელოვანი მიზეზების“ გამო.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლის’ დანიშვნა -„მმართველად’’

სპეციალური ცოდნის მქონე სპეციალისტის დანიშვნა -„მმართველად’’ [79-ე მუხ.ნაწ. მე-3]

 

·        აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „იძულებითი მართვის“[სეკვესტრის] გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას „მმართველად“ ინიშნება აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი.

·        მმართველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

·        თუ იძულებითი მართვის განხორციელების პროცესში აუცილებელია „სპეციალური ცოდნის მქონე სპეციალისტის“ მონაწილეობა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია იძულებითი მართვით მიღებული შემოსავლების ნაწილი გამოიყენოს იძულებითი მართვის განხორციელების პროცესში ამ პირის მონაწილეობის დასაფინანსებლად ან მმართველად დანიშნოს ეს პირი.

კრედიტორის’’ დანიშვნა  -„მმართველად’’  [79-ე მუხ.ნაწ. მე-4]

 

·        „მმართველად’’  კრედიტორის დანიშვნისთვის საჭიროა მისი თანხმობა.

·        სასამართლო/ან აღსრულების ეროვნული ბიურო მმართველად დანიშნულ კრედიტორს იძულებითი მართვის განხორციელების პროცესში უნიშნავს „ზედამხედველს’’ და ადგენს მის კუთვნილ ანაზღაურებას.

·        თუ კრედიტორი არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, „ზედამხედველი’’ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს/ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

·        ზედამხედველად’’ შეიძლება დაინიშნოს აღსრულების ეროვნული ბიუროსთანამშრომელი’’. [აღმასრულებელი]

·        ზედამხედველის’’ ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

მუხლი 80 ხარჯები

 

ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია „უძრავი ქონების მართვასთან“ და „მიწის ნაკვეთის ჩვეულებრივ სამეურნეო გამოყენებასთან“, მმართველმა უნდა აანაზღაუროს უშუალოდ „შემოსავლებიდან’’.

 

მუხლი 81. მმართველობის პასუხისმგებლობა’’  .ანგარიშის’’  წარდგენა

 

·        მმართველი პასუხს აგებს ყველა ვალდებულებისათვის, რომლებიც მას აქვს ყველა მონაწილე მხარის მიმართ.

·        მმართველი ვალდებულია „ნახევარ წელიწადში ერთხელ“ და „მმართველობის დასასრულს’’  წარადგინოს "ანგარიში’’.

·        მმართველის ანგარიში’’ წარედგინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც, თავის მხრივ, მას წარუდგენს კრედიტორსა და მოვალეს.

 

მუხლი 82. მოვალე მმართველის როლში.

 

1.რა შემთხვევებში ინიშნება  მოვალე  მმართველად’’ ?[მუხ. 82- ნაწ. 1-ლი]

 

·        „სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის’’  ან „სატყეო მეურნეობის მიწის ნაკვეთის“  ანდა „საბაღე მიწის ნაკვეთის’’ სეკვესტრის[„ძულებითი მარტთვის’’]  დროს მმართველად ინიშნება მოვალე,[ გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსალოდნელი არ არის მის მიერ მმართველობის წესიერად წარმართვა].

2. „მმართველად’’  დანიშნული მოვალისზედამხედველი’’[მუხ. 82- ნაწ.მე-2]

 

·        სასამართლო/ ან აღსრულების ეროვნული ბიურო  მის მიერ მმართველად დანიშნულ მოვალეს უნიშნავს „ზედამხედველს’’ და ადგენს მის კუთვნილ ანაზღაურებას.

·        თუ მოვალე არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, „ზედამხედველი’’ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს/ ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

·        აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზედამხედველად შეიძლება დანიშნოს აღსრულების ეროვნული ბიუროს „თანამშრომელი’’.

·         ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

3. ვინ და როდის  წყვეტს რა რაოდენობით შეიძლება მოიხმაროს  მიწის ნაკვეთის’’ „შემოსავალიდამისი ამონაგებიმოვალემ ,რომელიცმიწის ნაკვეთის’’ “მმართველად’’ არის დანიშნული ? [მუხ. 82- ნაწ.მე-3]

 

·        მოვალე, როგორც მმართველი, არ იღებს ანაზღაურებას.

 

·        თუმცა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო ზედამხედველის მოსმენის შემდეგ ადგენს, თუ რა რაოდენობით შეიძლება მოიხმაროს მოვალემ „მიწის ნაკვეთის’’ „შემოსავალი“ და „მისი ამონაგები“ თავისი და ოჯახის წევრების აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები