7.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების -ცნება.პარტნიორთა“ პასუხისმგებლობა შპს-ში[123-ე მუხლი]

 

muxli 123. SezRuduli pasuxismgeblobis sazogadoebis cneba

 

1. SezRuduli pasuxismgeblobis sazogadoeba aris: samewarmeo sazogadoeba, romlis kapitali dayofilia wilebad’’, xolo am sazogadoebis valdebulebebisTvis partniorebis pasuxismgebloba SezRudulia. [ ესაა შპს-ს ცნება-ზეპირად]

 2. SezRuduli pasuxismgeblobis sazogadoeba kreditoris winaSe mTeli Tavisi qonebiT agebs pasuxs.

3. SezRuduli pasuxismgeblobis sazogadoeba partniorTa valdebulebebisTvis pasuxs ar agebs. [მე-3 პირების წინაშე]

 

 კომენტარი:

·       123-ე  muxli gansazRvravs SezRuduli pasuxismgeblobis sazogadoebis umTavres niSan-Tvisebebs:

 

1.      samarTalsubieqturobas;

2.      kapitalis wilebad dayofas;

3.   SezRudul pasuxismgeblobas.

·        sakanonmdeblo CanafiqriT, Sps misadagebulia im mcire da saSualo biznessubieqtebis moTxovnilebebze, romelTa wilebi’’ ar aris daSvebuli sajaro SeTavazebisTvis’’.

·        kanoni SezRuduli pasuxismgeblobis sazogadoebis partniorTa odenobis TvalsazrisiT’’ SezRudvas ar Seicavs.

 


 

 

 

 

 პარტნიორთა პასუხისმგებლობა  შპს-ში

 

·         „პასუხისმგებლობა კორპორაციული მართვის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

·         ის საკორპორაციო სამართლის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია.

·        საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორებმა უნდა გაიაზრონ, რომ ორგანიზაციას მართავდნენ პასუხისმგებლობისა და სამეწარმეო გადაწყვეტილების მიღების თავისუფლების’’პრინციპის საფუძველზე, საქმიანობის პროცესში გადაწყვეტილებას იღებდნენ დამოუკიდებლად თავისი კომპეტენციის, ცოდნის და გამოცდილების ფარგლებში.

·        ამიტომ ბუნებრივია, რომ ნონი მეწარმეთა შესახებ „პასუხისმგებლობის’’ პრინციპს  დიდ ყურადღებას უთმობს.

 

პასუხისმგებლობის ‘’ სახეები შპს-ში

 

·         გამოარჩევენ საგარეო და საზოგადოების შიგნით პასუხისმგებლობას.

·        საგარეო პასუხისმგებლობის დროს, შპს-ს პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით, როცა საკითხი ეხება სამეწარმეო სუბიექტების ურთიერთობას კრედიტორებთან და მესამე პირებთან,

·        ხოლო პარტნიორების პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის (მაგალითად, შესატანის შეუტანლობა) მიიჩნევა, როგორც პასუხისმგებლობა საზოგადოების შიგნით

·        პასუხისმგებლობის ორივე „სახე’’ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია საწარმოს წარმატებულად ფუნქციონირებისათვის,

·        თუმცა ეს კონსპექტი  შეეხება  მხოლოდ ე.წ.  საგარეო პასუხისმგებლობას „  ანუ  შპს-ს „პასუხისმგებლობას’’ „კრედიტორებთან და „მე-3 პირებთან’’,

„გამიჯვნის პრინციპი ‘’[მუხლი 123-ე მე-2 და მე-3 ნაწილი]

 

·        „გამიჯვნის პრინციპში’’ მოიაზრება შპს-ს პარტნიორის „პერსონალურ ქონებასა’’ და შპს-ს ქონებას შორის მკაცრი გამყოფი ზღვარის გავლება

·        „გამიჯვნის პრინციპი’’ ერთი მხრივ იცავს  შპს-ს   მისი  „პარტნიორის’’ „პირადი კრედიტორისგან’’,ხოლო მეორეს მხრივ,იცავს თავად „პარტნიორს’’ შპს-ს კრედიტორებისაგან

·        „გამიჯვნის პრინციპი’’ ასახულია 123-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში.

 

მუხლი 123. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ცნება

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წილებად, ხოლო ამ საზოგადოების ვალდებულებებისთვის პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდულია.

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კრედიტორის წინაშე მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს.

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პარტნიორთა ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს.

 

 

ა)შპს-  პასუხისმგებლობა  შპს-ს „კრედიტორთან’’  [123-ე მუხ. 1-ლი და მე-2 ნაწ]      

 

·        შპს-ს „ქონება’’ სხვადასხვა მეთოდისა და ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად ფორმირდება. მაგ.

a.      პარტნიორის „შენატანით’’ „საწესდებო კაპიტალში’’

b.      „მოგების’’ გაუნაწილებლობით პარტნიორებს შორის და მისი რეკაპიტალიზაციით

c.      და სხვა.

·        შპს-ს „ქონებაში’’ მოიაზრება  „ნებისმიერი’’  ა)ფულადი თუ არაფულადი,ბ)მატერიალური თუ არამატერიალური- „ქონებრივი სიკეთე’’,რომელიც მოქცეულია შპს-ს „განკარგვის სფეროში’’ და რომლითაც შპს-ს შესწევს უნარი კრედიტორის მოტხოვნა დააკმაყოფილოს.

·        სწორედ, შპს-ს ამ „მთელ ქონებასა’’ და პარტნიორის „პერსონალურ ქონებას’’ შორის არის გავლებული ზღვარი.

·        ყურადღება: მას შემდეგ,რაც“პარტნიორი’’ კეთილსინდისიერად და სრულად შეასრულებს მის „ძირითად ვალდებულებას’’ ,“შენატანის განხორციელების ვალდებულებას’’ ,აღებულს შპს-ს წინაშე,იგი „იმოსება’’ „კორპორაციული მოსასხამით’’,“კორპორაციული ვუალით’’ ანუ „შეზღუდული პასუხისმგებლობის’’ მოსასხამით,რაც იცავს მას  შპს-ს ვალდებულებების გამო პასუხისმგებლობისგან[იხ. 123-ე მუხ 1-ლი პუნქტი]

 

მუხლი 123. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ცნება

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წილებად, ხოლო ამ საზოგადოების[ანუ შპს-ს] ვალდებულებებისთვის პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდულია.

 

·        შპს-ს „კრედიტორს’’ მისი „მოთხოვნების’’ დაკმაყოფილებისათვის უფლება აქვს მიმართოს შპს-ს  და მხოლოდ მისგან,უფრო სწორედ,მხოლოდ მისი „ქონებიდან’’ მოითხოვოს  ანაზღაურება.

·        თუ სასამართტლოშსი საქმის არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების კრედიტორის სასარგებლოდ გამოტანის შემდეგ შპს-ს „ქონება’’ საკმარისი არ აღმოჩნდება კრედიტორის „მოთხოვნის’’ დასაკმაყოფილებლად,“გადაწყვეტილება’’ “სრული მოცულობით’’ ვეღარ „აღრსრულდება’’

·        შპს-ს პარტნიორი ამ კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ იმ „შენატანის’’ ფარგლებში,რაც მან შპს-ს „სადამფუძნებლო ხელშეკრულებით’’ იკისრა.

 

მაგ. შპს“ორიონის’’ „საწესდებო კაპიტალი’’ შეადგენს 100 000 ლარს.შპს-ს  4 პარტნიორი ჰყავს,რომლებიც „თანაბრად ‘’ მონაწილეობენ შპს-ში,ანუ თითოეულ მატგანს ავს 25%-იანი წილი და მათ მიერ განსახორციელებული „შენატანიც’’ პროპორციულია,ანუ 25 000 ლარს შეადგენს [თითითოეულისთვის]. ყველა პარტნიორს „სრულად’’ აქვს შესრულებული  ფულადი „შენატანი’’,რითაც ფორმირებული იქნა[შეძენილ იქნა] შპს-ს პირველდაწყებითი „ქონება’’ . მომგებიანი[რენტაბელური] საქმიანობის შედეგად შპს „ორიონის’’ ქონება 100 000 ლარის ღირებულების  „არაფულადი ქონებით’’[ვთქვათ, მამქანა-დანადგარებით] გაიზარდა. მაშასადამე,ახლა უკვე 200 000 ლარი  შეადგინა. „კრედიტორთან’’ აღებული ვალდებულების დარღვევის გამო შპს „ორიონს’’ სასამარტლომ 250 000 ლარის გადახდა დააკისრა,თუმცა სასამარტლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება „სრული მოცულობით’’,რადგან შპს-ს ქონება საკმარისი არ არის კრედიტორის მოთხოვნის „სრულად’’ დასაკმაყოფილებლად. 50 000 ლარის ამოღება შპს-ს ქონებიდან შპს-ს მატერიალური სახსრების არქონის გამო შეუძლებელია.

 

ამასთან, კრედიტორი  შპს-ს „პარტნიორებს’’ვერ მოსთხოვს 50 000 ლარის ანაზღაურებას,რადგან  ისინი „შეზღუდული პასუხისმგებლობის’’    „მოსასხამით’’, არიან  დაცული.

 

შპს „ორიონის’’ პარტნიორების პასუხისმგებლობა შპს-ს „კრედიტორის’’ წინაშე მათი „შენატანით’’ არის შემოფარგლული ანუ შეზღუდული  [ანუ 25 000 ლარით არის შემოფარგლული  თითოეულისთვის ]

 

მუხლი 123. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ცნება

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წილებად, ხოლო ამ საზოგადოების ვალდებულებებისთვის პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდულია.

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება[შპს] კრედიტორის წინაშე მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს.

 

 

) შპს- პარტნიორის  „პირადი პასუხისმგებლობა“  [123-ე მუხ. მე-3 ნაწ]

 

·  შპს-ს „პარტნიორი’’ შპს-ს გან განსხვავებული სუბიექტია.

·  „პარტნიორს’’ სამოქალაქო ბრუნვაში „დამოუკიდებლად’’ მონაწილეობის შესაძლებლობა გააჩნია.

·  ზოგჯერ მას დამოუკიდებლად აქვს სხვადასხვა „სამართლებრივი ურთიერთობები“ მე-3 პირებთან

·  შესაბამისად შპს-ს „პარტნიორი’’ შესაძლოა გახდეს „კრედიტორის’’[მე-3 პირის] მხრიდან წაყენებული „ანაზღაურების მოთხოვნის’’ ადრესატი.

·  მსგავს სიტუაციაში  სახეზე იქნება „პარტნიორის’’ „პირადი კრედიტორი’’[მე-3 პირი],რომელსაც მან  მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული ქონებით უნდა აუნაზღაუროს „მოტხოვნა’’

·  მე-3 პირის მიერ [პარტნიორის’’ პირადი კრედიტორის’’ მიერ] „მოთხოვნის’’ წაყენება „შპს-ს თვის  არ შეიძლება

 

მუხლი 123. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ცნება

 

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პარტნიორთა ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს.

 

·  მაგრამ აქ ერთ მომენტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: მაგ. შპს „ორიონის’’ ერთ-ერთ პარტნიორს -ი. ბურდულს მე-3 პირის სასარგებლოდ დაეკირა ანაზღაურება.

[ბურდულსა და მახარობლიშვილს შორის არსებული „ნასყიდობის ხელშეკრულების’’ დარღვევის შედეგად,ბურდულს მახარობლიშვილის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ლარის გადახდა.]

·  სახეზეა ბურდულის „პირადი კრედიტორი’’,რომელიც ანაზღაურებას ბურდულს მოსთხოვს და არა შპს „ორიონს’’

·  თუმცა, ბურდულს შპს „ორიონში’’ 25 %-იანი წილის გარდა „სხვა ‘’ ქონება არ აქვს.

·  ამიტომ,ბურდულის პასუხისმგებლობა „პირადი კრედიტორის’’ წინაშე სწორედ იმ 25 000 ლარით განისაზღვრება,რონელიც შპს -შია „შეტანილი’’

·  რა თქმა უნდა,თუკი ბურდულის „წილის’’ ღირებულება 25 000 ლარით განისაზღვრება,იგი „კრედიტორის’’[მახარობლიშვილის] „მოთხოვნის’’ „სასარგებლო მასის’’ განუყოფელი ნაწილი იქნება.

·  ამრიგად,თუ  მოპასუხეს [ბურდულს]შპს „ორიონში’’ 25 %-იანი წილის გარდა „სხვა ‘’ ქონება არ აქვს.,მოსარჩელეს[კრედიტორს] [მახარობლიშვილს] საკუთარი „მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით’’,შეუძლია სასამართლოსგან მოითხოვოს შპს-ში ბურდულის „წილის’’  დაყადაღება[გასხვისების აკრძალვა] და სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ამ წილის  „მის სახელზე გადაფორმება’’ ან „გასხვისება და ამგვარად „ამოღება’’ მისი ფულისა’’

·  ხოლო იმ შემთხვევაში,როცა შპს-ს „წესდებით’’ შპს-ში „ახალი პარტნიორის’’ შესვლა „გართულებულია’’ ან დამოკიდებულია „სხვა პარტნიორების’’ „თანხმობაზე და ასეთი „თანხმობა’’ კი არ გაიცემა,მაშინ შპს-მ ან  შპს-ს „სხვა პარტნიორებმა’’ უნდა მისცეს ბურდულის კრედიტორს კომპენსაცია ბურდულის „წილის’’ საბაზრო ღირებულების ოდენობით[!]

 

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები