თემა 7. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის“ ოქმი
სარჩევი:
მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
მუხლი 240.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის „ოქმის“ შინაარსი
მუხლი 242.
შემთხვევები, როდესაც
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი
არ შედგება.
მუხლი 243
დამრღვევის „მიყვანა’’
მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
·
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის შესახებ“
შედგება
ოქმი,
ხ
·
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის შესახებ“
„ოქმი’’ შედგება საამისოდ
უფლებამოსილი :
ა)“თანამდებობის პირის“ ან
ბ)“საზოგადოებრივი ორგანიზაციისა“ ან
გ)“საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს“
წარმომადგენლის მიერ.
·
ყურადღება: ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ხ
·
ამ მუხლის 2-69
პუნტებში ჩამოთვლილია „ოქმის ‘’ შედგენაზე უფლებამოსილი სხვადასხვა
„თანანდებობის პირები’’ [წაიკითხე მათი ეს ჩამონათვალი 239-ე მუხლში]
ხ
მუხლი 240. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის „ოქმის“ შინაარსი
·
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმში აღინიშნება:
a. მისი შედგენის თარიღი და ადგილი;
b. შემდგენის თანამდებობა, სახელი,
მამის სახელი და გვარი;
c. მონაცემები დამრღვევის პიროვნების
შესახებ[ მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;]
d. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
e. ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
f. მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები
და მისამართები, [თუ ისინი არიან];
g. დამრღვევის ახსნა-განმარტება;
h. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
[მუხ. 240-ე ნაწ.1-ლი
]
ხ
·
ოქმს ხელს აწერენ
მისი „შემდგენი“ და „სამართალდამრღვევი“, [გარდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „უფლებამოსილი პირის“ მიერ გამოცემული „ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა“.იხ.
ქვემოთ]
·
ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, [მათი არსებობის შემთხვევაში.][მუხ. 240-ე ნაწ.მე-2]
ხ
·
საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს „უფლებამოსილი პირის“ მიერ გამოცემულ „ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს“
ხელს აწერს მისი „გამომცემი“ „უფლებამოსილი პირი“.
·
„ელექტრონული საჯარიმო ქვითარი“ სამართალდამრღვევისთვის „ ჩაბარებულად ‘’ ჩაითვლება ამ „უფლებამოსილი პირის“
მიერ მისი „ამობეჭდვის“ შემთხვევაში.[მუხ. 240-ე ნაწ.მე-21 ]
ხ
·
თუ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე,
ოქმში კეთდება
„სათანადო ჩანაწერი“.
·
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩამდენს უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი : ა)„ახსნა-განმარტება“ და ბ)„შენიშვნები’’ [ოქმის შინაარსის გამო], აგრეთვე
გ) ჩამოაყალიბოს მის „ხელმოწერაზე უარის თქმის
მოტივები“.[მუხ. 240-ე ნაწ.მე-3]
ხ
·
ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტება ამ კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში. [მუხ. 240-ე ნაწ.მე-4]
მუხლი 2401. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის განსაზღვრა
+
1. ამ კოდექსის 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებითა და 1536 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ოქმის შინაარსი შეიძლება არ ითვალისწინებდეს ამ კოდექსის
240-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
ხ
მუხლი 241. „ოქმის’’ გაგზავნა
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ‘’„ოქმი“ „დაუყოვნებლივ“ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია „განიხილოს“ „ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმე’’.
ხ
მუხლი 242. შემთხვევები, როდესაც
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი
არ შედგება.
·
ამ კოდექსის 981 მუხლით , 106-ე მუხლის
მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 112-ე მუხლით, 113-ე მუხლის მე-2
ნაწილით, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე, 130-ე მუხლებით
(გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
და 1794 და
1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე
„სხვა შემთხვევებში“, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად ხორციელდება ა)„დაჯარიმება“ და „ბ)ჯარიმის გადახდევინება“, ხოლო გ)„გაფრთხილება“ ფორმდება - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას
[!], „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ’’ ოქმი -არ შედგება.[!] [იხ. 242-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
[ანუ თუ „დაჯარიმება’’,“ჯარიმის
გადახდევინება’’ და „გაფრთხილება’’ ხდება „ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის „ადგილას’’ და დამრღვევი „სახდელს’’ ეთანხმება - „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ’’ ოქმი
-არ შედგება.
ხ
·
ხოლო თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებულ „ადმინისტრაციულ
სახდელს“, მაშინ შედგება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ“
ოქმი,
გარდა ამ კოდექსის 981 , 1794 და
1795 მუხლებით
გათვალისწინებული „ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისა“.[მუხ.242-ე ნაწ. მე-3]
ხ
ყურადღება:
საინტერესოა ამ მუხლის მე-2 ნაწილიც :
·
ამ კოდექსის 1142, 116-ე, 117-ე და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით,
125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას [ამ კოდექსის 209-ე მუხლის
მე-2 და 21 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში] ჯარიმა „ადგილზე“
არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს „ადგილზე“ გამოეწერება
„საჯარიმო ქვითარი“,
რომელიც იმავდროულად არის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ“
ოქმი.[მუხ.242-ე ნაწ. მე-2]
·
„ადგილზე გამოწერილი’’ „საჯარიმო ქვითრის“ ა) ფორმას, მისი ბ)შევსებისა და გ)შინაგან საქმეთა
ორგანოში წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრი.[მუხ.
242-ე ,“შენიშვნა’’ 1-ლი ქვპ]
მუხლი 243 დამრღვევის „მიყვანა’’
·
თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის
შედგენა აუცილებელია,
მაგრამ მისი ადგილზე შედგენა
შეუძლებელია, დამრღვევი ა)პოლიციის მუშაკმა, ბ)სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა, გ)აღსრულების პოლიციელმა ამ მიზნით
შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში.[მუხ.243-ე ნაწ.1-ლი]
ხ
·
ა)სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის
წესების, მოძრაობის წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის,
ბ)ტრანსპორტზე ტვირთის მოვლა-შენახვის უზრუნველყოფის,
სახანძრო უსაფრთხოების,
გ)ტრანსპორტზე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო
წესების - დამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ: ა) დამრღვევს
არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთი
და ბ)არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ
მის შესახებ საჭირო ცნობების მიწოდება[მუხ.243-ე მაწ.მე-2]
·
ხ
·
ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 135-ე, 1461, 1511 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისათვის- სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა
შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ ა)მას არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები
და ბ) არ არიან
მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ
მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.[მუხ.243-ე მაწ.მე-21]
ხ
·
„ტყით სარგებლობის“ ან „ნადირობის“,“ თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის“ წესების დარღვევისას და „ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ“
საქართველოს კანონმდებლობის სხვა დარღვევისას ოქმის შედგენის მიზნით,
თუ „დარღვევის ადგილზე“ „დამრღვევის“ ვინაობის დადგენა
შეუძლებელია,
ა)საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
„შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების“
უფლებამოსილ პირებს, აგრეთვე ბ)პოლიციის მუშაკებს
შეუძლიათ ამ სამართალდარღვევათა ჩამდენი პირი (პირები) მიიყვანონ პოლიციაში.[მუხ.243-ე მაწ.მე-3]
ხ
·
ისეთი სამართალდარღვევის ჩადენისას, რომელიც დაკავშირებულია: ა)„დაცული ობიექტის“ ხელყოფასთან ან აღნიშნულ „ობიექტზე არსებული სარეჟიმო მოთხოვნების“ დარღვევასთან, ბ)სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან,
დამრღვევი „შესაბამისად“ პოლიციის,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ან სხვა გასამხედროებული დაცვის მუშაკებმა
შეიძლება მიიყვანონ პოლიციაში ან გასამხედროებული
დაცვის სამსახურებრივ შენობაში : ა)სამართალდარღვევის აღსაკვეთად, ბ)დამრღვევის
პიროვნების დასადგენად და გ)სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად.[მუხ.243-ე მაწ.მე-4]
ხ
·
ამ მუხლით გათვალისწინებული დამრღვევის მიყვანის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება დამრღვევის „ადმინისტრაციული დაკავება“[!][.
იგი „მიყვანილი“ უნდა იქნეს რაც შეიძლება მცირე
დროში[მუხ.243-ე მაწ.მე-5]
Комментарии
Отправить комментарий