თემა 13. გამარტივებული წარმოება „ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ“ მოთხოვნებთან დაკავშირებით [ 91-ე პრიმა მუხლები]

 

სარჩევი:

უხლი 912. „ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ  გამარტივებული  სააღსრულებო წარმოების ზოგადი პრინციპები; 4

ვინ ახორციელებს და რა სახისმოთხოვნებთან დაკავშირებითგამარტივებულ’’ სააღსრულებო წარმოებას ?  [მუხ. 912 ნაწ.1-ლი] 4

მხარის მიერ თუ არ არის შესრულებულისაპასუხო ვალდებულება’’ ,გამარტივებული წარმოება-ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების’’ შესახებმოთხოვნებთანდაკავშირებით- -არ დაიშვება[მუხ. 912 ნაწ.მე-2] 4

აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს განახორციელოს გამარტივებული წარმოება,ნაშინაც კი,როცა  ხელშეკრულებით ანსაზღვრულია  დავის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებული წესები,[მუხ. 912 ნაწ.მე-3] 5

უხლი 913.მხარეები გამარტივებულ წარმოებაში; 5

რა ჰქვიათ მხარეებსგამარტივებულ’’ წარმოებაში?[მუხ.913 ნაწ. 1-ლი] 5

აპლიკანტის’’ ცნება . „რესპოდენტის’’ ცნება[მუხ.913 ნაწ. მე-2] 5

„გამარტივებულ’’ სააღსრულებო წარმოებაში დაშვებულიათანამონაწილეობა’’ დაწარმომადგენლობა’’[მუხ.913 ნაწ. მე-3] 5

მუხლი 914 განცხადებადავალიანების გადახდევინების შესახებ: 5

რა არის გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძვლის- „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ განცხადების -მიზანი [მუხ.914 ნაწ. 1-ლი] 5

დავალიანების გადახდევინების შესახებგანცხადების- „რეკვიზიტები’’ [მუხ.914 ნაწ. მე-2] 6

განცხადებაზე თანდართულიდოკუმენტების’’ წარდგენის ფორმა [მუხ.914 ნაწ. მე-3] 6

რა უნდა ერთვოდეს „განცხადებას’’ თუ განცხადება წარმომადგენელს შეაქვს ?[მუხ.914 ნაწ. მე-4] 7

სააპლიკაციო საფასურის’’ გადახდაგანცხადების’’ შეტანსთან ერთად [მუხ.914 ნაწ. მე-5] 7

რა შემთხვევაში იხდის აპლიკანტიაღსრულების წინასწარ საფასურ“ ?. [მუხ.914 ნაწ. მე-6] 7

რა უნდა ქნას აპლიკანტმა თუკი განცხადების შეტანასთთან ერთად ითხოვს  რესპოდენტის ქონების დაყადაღებას ? [მუხ.914 ნაწ. მე-7] 7

მუხლი 915   ხარვეზის დადგენა’’ 7

განცხადების’’ დათანდართული დოკუმენტების’’ შემოწმება.“ხარვეზის გამოსასწორებელი’’ ვადა [მუხ.915 ნაწ. 1-ლი] 7

სადამდე ხდება  გამარტივებული სააღსრულებო წარმოების’’ დაწყების შესახებშეტყობინების ვადის’’ დინების შეჩერება [მუხ.915 ნაწ. მე-2] 8

რა მონაცემების შემოწმებას  გულისხმობსაპლიკანტის მოთხოვნის უფლების’’ შენოწმება აღსრულების ეროვნული ბიურო მიერ ? [მუხ.915 ნაწ. მე-3] 8

რად მიიჩნევადავალიანების გადახდევინების შესახებგანცხადებაში  მითითებულიმოთხოვნისოდენობა?[მუხ.915 ნაწ. მე-4] 8

მუხლი 916დავალიანების გადახდევინების შესახებგანცხადებისდაბრუნება’’ 8

რა შემთხვევებშიდაუბრუნებს’’[არ მიიღებს] აპლიკანსგანცხადებას’’ აღსრულების ეროვნული ბიურო ?[მუხ.916 ნაწ. 1-ლი] 8

რა  შედეგს’’ იწვევსგანცხადების’’ აპლიკანტისთვისდაბრუნება’’ ?[მუხ.916 ნაწ. მე-2] 9

რა ბედი ეწევა განცხადებისდაბრუნების’’ შემთხვევაშისაგარანტიო თანხის სახით შეტანილ აღსრულების წინასწარ საფასურს’’ დაყადაღის დადებისათვის გადახდილ საფასურს’’? [მუხ.916 ნაწ. მე-3] 9

რა შემთხვევაში შეუძლია აპლიკანტსახალი განცხადების’’ შეტანა აღსრულების ეროვნულ ბიუროში ? [მუხ.916 ნაწ. მე-4] 9

მუხლი 917 შეტყობინებაგამარტივებული’’  წარმოების დაწყების შესახებ’’ 10

როდის ატყობინებს რეპდენტს აღსრულების ეროვნული ბიურო მის წინააღმდეგგამარტივებული’’ სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ ?[მუხ.917  ნაწ. 1-ლი] 10

გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების -„რეკვიზიტები’’[მუხ.917  ნაწ. მე-2] 10

917 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად რესპონდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების- „რეკვიზიტები’’ [მუხ. 917 ნაწ. მე-3] 10

დავალიანების გადახდევინების შესახებბრძანებაის გამოცემის წინაპირობები [მუხ. 917 ნაწ. მე-4] 11

დამატებითი ხარჯის გადახდის დაკისრება რესპოდენტისთვის’ [მუხ. 917 ნაწ. მე-5] 11

რა შემთხვევაში ამბობს უარს აღსრულების ეროვნული ბიურო „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანები გამოცემაზე ? [მუხ. 917 ნაწ. მე-6] 12

ა) თუ რესპონდენტი წარადგენს პროტესტს მოთხოვნაზე – გადაწყვეტილება „დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების“ გამოცემაზე „უარის“ თაობაზე მიიღება „მოთხოვნის სრულ ოდენობაზე“; 12

დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შედეგები აპლიკანტისთვის [მუხ. 917 ნაწ. მე-7 ;მე-8,მე-9 მაწილები] 12

რაწესით’’ ბარდება მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს?[მუხ. 917 ნაწ. მე-10] 12

უხლი 918 განცხადებამორიგების შეთავაზების  შესახებ’’ 13

ვის შუძლია წარუდგინოს განცხადება  მორიგების შეთავაზების შესახებ’’ ?რა იტვლებამორიგების შეთავაზებად’’ ? 13

მორიგების შეთავაზების შესახებგანცხადების -რეკვიზიტები. 13

აღსრულების ეროვნული ბიურო განუსაზღვრავსაპლიკანტს’’ ვადას რათა მან მორიგებაზეთანხმობა ან უარი განაცხადოს. 13

მხარეებს უფლება აქვთ წერილობით შეთანხმდნენ წერილობითდავალიანების სხვა ოდენობაზედამისი დაფარვის პირობებზე“. 14

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აპლიკანტის და რესპოდენტის „მორიგების პირობების’’ დამტკიცება. 14

რესპონდენტის მიერმორიგების პირობებისდარღვევა იწვევსდავალიანების გადახდევინების შესახებ’’ ბრძანების გამოცემას. 14

დავალიანების გადახდევინების შესახებბრძანების გამოცემა იწვევს  აღსრულების წინასწარი საფასურის  ნაწილის  დაბრუნებას აპლიკატისთვის. 15

მუხლი 919  ბრძანება  დავალიანების გადახდევინების შესახებ’’ 15

დავალიანების გადახდევინების შესახებბრძანების რეკვიზიტები. 15

რა შემთხვევაში დაეკისრება რესპოდენტს აპლიკანტის მიერ „აღსრულების პროცესში’’ გაწეული ხარჯის ანაზღაურება? 15

რა შემთხვევაში შეუძლია რესპოდენტსდავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისგასაჩივრება. 16

აპლიკანტის მიერ „დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების’’  აღსასრულებლად წარდგენის ვადა. 16

მუხლი 9110მოთხოვნის ‘’ უზრუნველყოფის ღონისძიება. 16

რა  წინაპირობები უნდა არსებობდეს „ერთდრულად’’,რათა  მოხდეს რესპოდეტის ქონების დაყადაღება აპლიკანტის „მოთხოვნის’’ უზრუნველსაყოფად ? 16

რის საფუძველზე განისაზღვრება რესპოდენტის ქონებაზეყადაღის დადებისათვის’’ საფასურის ოდენობა ? 17

რა შემთხვევაში გაუქმდება რესპოდენტის ქონებაზე დადებულიყადაღა’’ ? 17

რა შემთხვევებში[რა წინაპირობების არსებობისას]  გაუქუქმებს   რესპონდენტის ქონებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მის მიერდადებული ყადაღას“ ? კიდევ ვის შეუძლია „ყადაღის გაუქმება’’  ? 17

რესპოდემტსა და აპლიკანტს შორის „მორიგების პირობების დამტკიცებისშემთხვევაში შესაძლებელიაყადაღის გაუქმება’’ 18

თუ აპლიკანტის მოთხოვნით დადებული ყადაღაგაუმართლებელი ‘’ აღმოჩნდა აპლიკანტი ვალდებულია რეაპოდენტს აუნაზღაუროსმიყენებული ზიანი’’ 18

მუხლი 9111 გამარტივებული წარმოების  საფასური ‘’ 18

რა არის და როდის გადაიხდევინებაგამარტივებული წარმოების საფასური“ ? 18

ვინ და როდის იხდისგამარტივებული წარმოების საფასურს“? 18

ვისი მეშვეობით[ვისიგავლით“] უნდა მოხდეს მხარეებს შორის ანგარიშსწორება გამარტივებული წარმოებისას? 18

რას ნიშნავს აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით[გავლით]? 19

რომელი დღე ითვლება დავალიანებისაპლიკანტისათვის გადახდის დღედ ? 19

მუხლი 9112 განცხადების’’ „გამოხმობა 19

როდის შეუძლია აპლიკანტს  აღსრულების ეროვნული ბიუროდან   განცხადებისდავალიანების გადახდევინების შესახებ   უკან  გამოხმობა? 19

აპლიკანტისთვისწინასწარ შეტანილი“ „საგარანტიო თანხის დაბრუმების წესი  განცხადებისდავალიანების გადახდევინების შესახებ   გამოხმობის’’ შემთხვევაში. 19

განცხადებისდავალიანების გადახდევინების შესახებ    გამოხმობის შემთხვევაში აპლიკანტისთვის ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურის’’ დაბრუნების წინაპირობა. 20

 

 

 

უხლი 912.ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ  გამარტივებული  სააღსრულებო წარმოების ზოგადი პრინციპები;

 

ვინ ახორციელებს და რა სახისმოთხოვნებთან დაკავშირებითგამარტივებულ’’ სააღსრულებო წარმოებას ?  [მუხ. 912 ნაწ.1-ლი]

 

·        აღსრულების ეროვნული ბიურო [!] ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს „გამარტივებულ’’ [სააღსრულებო] წარმოებას „ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების’’ შესახებ „მოთხოვნებთან დაკავშირებით.

მხარის მიერ თუ არ არის შესრულებულისაპასუხო ვალდებულება’’ ,გამარტივებული წარმოება-ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების’’ შესახებმოთხოვნებთან დაკავშირებით- -არ დაიშვება[მუხ. 912 ნაწ.მე-2]

 

·        გამარტივებული წარმოება არ დაიშვება, თუ  „ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების’’ შესახებმოთხოვნის“ წამოყენება დამოკიდებულია „ჯერ კიდევ შეუსრულებელ“ საპასუხო ვალდებულებაზე.

აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს განახორციელოს გამარტივებული წარმოება,ნაშინაც კი,როცა  ხელშეკრულებით ანსაზღვრულია  დავის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებული წესები,[მუხ. 912 ნაწ.მე-3]

 

·        გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიშვება მაშინაც, როდესაც მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ დავის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებული წესები, [გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავის არბიტრაჟის მიერ განხილვა.]

ხხხ

უხლი 913.მხარეები გამარტივებულ წარმოებაში;

 

რა ჰქვიათ მხარეებსგამარტივებულ’’ წარმოებაში?[მუხ.913 ნაწ. 1-ლი]

 

მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან: აპლიკანტი და რესპონდენტი.

აპლიკანტის’’ ცნება . „რესპოდენტის’’ ცნება[მუხ.913 ნაწ. მე-2]

 

·        აპლიკანტი არის  პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული „ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნადა რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ განცხადებით,

·         ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის „ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა

 

 

„გამარტივებულ’’ სააღსრულებო წარმოებაში დაშვებულიათანამონაწილეობა’’ დაწარმომადგენლობა’’[მუხ.913 ნაწ. მე-3]

 

 გამარტივებულ წარმოებაში დაიშვება მხარეთა თანამონაწილეობა და წარმომადგენლობა.

 

ხხ

უხლი 914 განცხადებადავალიანების გადახდევინების შესახებ:

 

რა არის გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძვლის- „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ განცხადების -მიზანი [მუხ.914 ნაწ. 1-ლი]

 

„დავალიანების გადახდევინების შესახებ’’ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერდავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანების გამოცემას

დავალიანების გადახდევინების შესახებგანცხადების- „რეკვიზიტები’’ [მუხ.914 ნაწ. მე-2]

 

დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს;

ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს;

გ) აპლიკანტის მოთხოვნას;

დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას;

ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას;

ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა;

ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანების აღსრულებას;

თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას;

ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

 

განცხადებაზე თანდართულიდოკუმენტების’’ წარდგენის ფორმა [მუხ.914 ნაწ. მე-3]

 

დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაში მითითებული მტკიცებულებების შესაბამისი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს დედნის ან/და [ნოტარიულად] დამოწმებული ასლების სახით.

რა უნდა ერთვოდეს „განცხადებას’’ თუ განცხადება წარმომადგენელს შეაქვს ?[მუხ.914 ნაწ. მე-4]

დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ განცხადება წარმომადგენელს შეაქვს.

 

სააპლიკაციო საფასურის’’ გადახდაგანცხადების’’ შეტანსთან ერთად [მუხ.914 ნაწ. მე-5]

 

„დავალიანების გადახდევინების შესახებ“ განცხადების შეტანისას აპლიკანტი იხდის სააპლიკაციო საფასურს.

აპლიკანტი სააპლიკაციო საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ამ კანონის 38- მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

სააპლიკაციო საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

რა შემთხვევაში იხდის აპლიკანტიაღსრულების წინასწარ საფასურ“ ?. [მუხ.914 ნაწ. მე-6]

 

 თუ აპლიკანტი ითხოვს „დავალიანების გადახდევინების შესახებ’’ ბრძანების აღსრულებას, აპლიკანტმა საგარანტიო თანხის სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე უნდა შეიტანოს ამ კანონით გათვალისწინებული აღსრულების წინასწარი საფასური.

აღსრულების წინასწარი  საფასურის გადახდაზე არ ვრცელდება ამ კანონის 38- მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები.

 

რა უნდა ქნას აპლიკანტმა თუკი განცხადების შეტანასთთან ერთად ითხოვს  რესპოდენტის ქონების დაყადაღებას ? [მუხ.914 ნაწ. მე-7]

 

თუ აპლიკანტი ითხოვს „მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით“ ყადაღის დადებას, მან  ა)უნდა მიუთითოს რესპონდენტის ქონება,ბ) ქონების საიდენტიფიკაციო მაჩვენებლები და გ)გადაიხადოს ასეთი ღონისძიებისათვის განსაზღვრული საფასური

 

მუხლი 915   ხარვეზის დადგენა’’

 

განცხადების’’ დათანდართული დოკუმენტების’’ შემოწმება.“ხარვეზის გამოსასწორებელი’’ ვადა [მუხ.915 ნაწ. 1-ლი]

 

„დავალიანების გადახდევინების შესახებ“ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს  „განცხადების“ და „თანდართული დოკუმენტების“  ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება.

სადამდე ხდება  გამარტივებული სააღსრულებო წარმოების’’ დაწყების შესახებ შეტყობინების ვადის’’ დინების შეჩერება [მუხ.915 ნაწ. მე-2]

 

„დამატებითი დოკუმენტის“ ან/და „დამატებითი ინფორმაციის“ წარდგენამდე [!] გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებშეტყობინების ვადის“ დინება ჩერდება.

იგი განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისთანავე.

 

 

რა მონაცემების შემოწმებას  გულისხმობსაპლიკანტის მოთხოვნის უფლების’’ შენოწმება აღსრულების ეროვნული ბიურო მიერ ? [მუხ.915 ნაწ. მე-3]

 

აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ ა)„დავალიანების გადახდევინების შესახებ“ განცხადებასა და ბ)თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში[დოკუმენტებში]  არსებულ მონაცემებს.

 

რად მიიჩნევადავალიანების გადახდევინების შესახებგანცხადებაში  მითითებულიმოთხოვნისოდენობა?[მუხ.915 ნაწ. მე-4]

 

აპლიკანტის მიერ „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ განცხადებაში  მითითებული „მოთხოვნის“ ოდენობა მიიჩნევა დავალიანების იმ ოდენობად, რომლის რესპონდენტისათვის გადახდევინებასაც ითხოვს აპლიკანტი.

ხხხ

მუხლი 916დავალიანების გადახდევინების შესახებგანცხადების დაბრუნება’’

 

რა შემთხვევებშიდაუბრუნებს’’[არ მიიღებს] აპლიკანსგანცხადებას’’ აღსრულების ეროვნული ბიურო ?[მუხ.916 ნაწ. 1-ლი]

 

 აღსრულების ეროვნული ბიურო დაუბრუნებს აპლიკანტს „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ განცხადებას, თუ:

ა) სასამართლოს წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ბ) არსებობს  ა)სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე საქმესთან დაკავშირებით, ასევე გადაწყვეტილება ან განჩინება ბ) მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, გ)მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან დ) მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

გ) არსებობს  აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის  ა)ბრძანება „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ან ბ) ბრძანება „მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე“ ან გ)გადაწყვეტილება „დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე“ -იმავე საქმესთან დაკავშირებით;

დ) აპლიკანტმა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა[განცხადების და თანდართული საბუთების] ხარვეზი;

ე) განცხადება შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა;

რა  შედეგს’’ იწვევსგანცხადების’’ აპლიკანტისთვისდაბრუნება’’ ?[მუხ.916 ნაწ. მე-2]

 

განცხადების აპლიკანტისათვის დაბრუნება იწვევს გამარტივებული წარმოების დასრულებას.

 

რა ბედი ეწევა განცხადებისდაბრუნების’’ შემთხვევაშისაგარანტიო თანხის სახით შეტანილ აღსრულების წინასწარ საფასურს’’ და ყადაღის დადებისათვის გადახდილ საფასურს’’? [მუხ.916 ნაწ. მე-3]

 

 განცხადების დაბრუნების შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება[!] მის მიერ „საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასური“ და „ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასური“.

 

რა შემთხვევაში შეუძლია აპლიკანტსახალი განცხადების’’ შეტანა აღსრულების ეროვნულ ბიუროში ? [მუხ.916 ნაწ. მე-4]

 

916-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების, ასევე ხარვეზის  გამოსწორების შემთხვევაში აპლიკანტი უფლებამოსილია ამ თავით დადგენილი წესით აღსრულების ეროვნულ ბიუროში ხელახლა შეიტანოს[!] განცხადება „დავალიანების გადახდევინების შესახებ“.

ხხხხ

მუხლი 917 შეტყობინება გამარტივებული’’  წარმოების დაწყების შესახებ’’

 

როდის ატყობინებს რეპდენტს აღსრულების ეროვნული ბიურო მის წინააღმდეგგამარტივებული’’ სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ ?[მუხ.917  ნაწ. 1-ლი]

 

 აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ.

 

გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების -„რეკვიზიტები’’[მუხ.917  ნაწ. მე-2]

 

გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს:

ა) გამარტივებული წარმოების ნომერს;

ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს;

გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი:

გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;

გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას;

გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს;

გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;

გ.ე) წარადგინოს განცხადება „მორიგების შეთავაზების შესახებ“;

დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანების გამოცემას;

ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.

917 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად რესპონდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების- „რეკვიზიტები’’ [მუხ. 917 ნაწ. მე-3]

 

917  მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რესპონდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უნდა შეიცავდეს:

ა) რესპონდენტის დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს;

ბ) გამარტივებული წარმოების ნომერს, აპლიკანტის დასახელებას;

გ) „პროტესტის’’ შემთხვევაშიმოთხოვნის სრულ უარყოფას (ხოლო თუ რესპონდენტის წინააღმდეგ მიმართულია რამდენიმე აპლიკანტის მოთხოვნა − აღნიშვნას იმის შესახებ, თუ რომელ მოთხოვნას უარყოფს რესპონდენტი); მოთხოვნის სრულად აღიარების შემთხვევაშიმითითებას მოთხოვნის სრულად ცნობის შესახებ; მოთხოვნის ნაწილის აღიარების შემთხვევაშიმითითებას იმის შესახებ, თუ მოთხოვნის რომელ ნაწილს ცნობს რესპონდენტი;

დ) რესპონდენტის (უფლებამოსილი პირის) ხელმოწერას.

დავალიანების გადახდევინების შესახებბრძანებაის გამოცემის წინაპირობები [მუხ. 917 ნაწ. მე-4]

 

აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე;

ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე;

გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის „აღიარებულ“ ნაწილზე;

დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაშიბრძანება გამოიცემა „მორიგების პირობებში“ აღნიშნული და „რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე“.

„დამატებითი ხარჯის“ გადახდის დაკისრება რესპოდენტისთვის’ [მუხ. 917 ნაწ. მე-5]

 

 

„დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანებით აპლიკანტისძირითად მოთხოვნასთან „ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე „გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა“, რომელიც შედგება: ა) „სააპლიკაციო’’ და „ყადაღის დადებისათვის’’  გადახდილი საფასურებისაგან.

რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს [განცხადებაში]„მოთხოვნილი ჰქონდა“ ასეთი ხარჯის ანაზღაურება.

რა შემთხვევაში ამბობს უარს აღსრულების ეროვნული ბიუროდავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანები გამოცემაზე ? [მუხ. 917 ნაწ. მე-6]

 

აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანების გამოცემაზე „უარის’’ თაობაზე:

 

ა) თუ რესპონდენტი წარადგენს პროტესტს მოთხოვნაზე – გადაწყვეტილება „დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების“ გამოცემაზე „უარის“ თაობაზე მიიღება „მოთხოვნის სრულ ოდენობაზე“;

ბ) თუ რესპონდენტი დაფარავს დავალიანების ნაწილს – გადაწყვეტილება „დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების“ გამოცემაზე „უარის“ თაობაზე მიიღება „მოთხოვნის დარჩენილ ნაწილთან“ მიმართებით;

გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – გადაწყვეტილება „დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების’’ გამოცემაზე „უარის“ თაობაზ მიიღებამოთხოვნის დარჩენილ ნაწილთან“ მიმართებით.

 

დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შედეგები აპლიკანტისთვის [მუხ. 917 ნაწ. მე-7 ;მე-8,მე-9 მაწილები]

 

დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება ეცნობება აპლიკანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება შემდგომ გამორიცხავს გამარტივებულ წარმოებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე „უარის“ თაობაზე არ ართმევს აპლიკანტს უფლებას, რესპონდენტის წინააღმდეგ აღძრას სარჩელი სასამართლოში საერთო წესით.

 

რაწესით’’ ბარდება მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს?[მუხ. 917 ნაწ. მე-10]

 

გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება

 

მუხლი 918 განცხადებამორიგების შეთავაზების  შესახებ’’

 

ვის შუძლია წარუდგინოს განცხადება  მორიგების შეთავაზების შესახებ’’ ?რა იტვლებამორიგების შეთავაზებად’’ ?

 

1. რესპონდენტი’’ უფლებამოსილია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინოს განცხადებამორიგების შეთავაზების შესახებ“.

კერძოდ, „რესპონდენტის’’ მხრიდან „მორიგების შეთავაზებად“ ითვლება შემთხვევა, როდესაც რესპონდენტი „მართებულად მიიჩნევს დავალიანების ოდენობას ან მის ნაწილს“, მაგრამ ითხოვს[!] „დავალიანების ან მისი ნაწილის“დაფარვის ვადის გაზრდას ანგანაწილვადებას“.

მორიგების შეთავაზების შესახებგანცხადების -რეკვიზიტები

 

2.“ მორიგების შეთავაზების შესახებ“ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) რესპონდენტის დასახელებას, ბ)პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, გ)აპლიკანტის დასახელებას, დ)გამარტივებული წარმოების ნომერს, ე)აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნის სრულ ოდენობას, ვ)დავალიანების იმ ოდენობას, რომელსაც ეთანხმება რესპონდენტი, ზ)მისი დაფარვის ვადას, ხოლო თ)განაწილვადების მოთხოვნის შემთხვევაში − გადახდის გრაფიკს.

აღსრულების ეროვნული ბიურო განუსაზღვრავსაპლიკანტს’’ ვადას რათა მან მორიგებაზეთანხმობა ან უარი განაცხადოს.

 

3. აღსრულების ეროვნული ბიურო რესპონდენტის განცხადებას „მორიგების შეთავაზების შესახებ’უგზავნის აპლიკანტს და განუსაზღვრავს ვადას, რათა მან „მორიგებაზე“ თანხმობა ან უარი განაცხადოს.

აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, აპლიკანტის თხოვნით, განსაზღვრული[მოსაფიქრებელი] ვადა არა უმეტეს 30 დღით გაზარდოს.

 მხარეთა შორის [მორიგებაზე] შეთანხმების მიუღწევლობა იწვევსრესპონდენტის პროტესტის შემთხვევაში“ გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს.

რესპონდენტის თანხმობის შემთხვევაში დასაშვებია [აღსრულების ეროვნული ბიუროს’’ მიერ ]„დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანების[იხ. ქვემოთ] გამოცემა დავალიანების იმ ოდენობაზე, რომელსაც „ცნობს’’[აღიარებს] რესპონდენტი, ხოლო მოთხოვნის ნაწილზე, რომელიც რესპონდენტმა არ აღიარა, მიიღება „გადაწყვეტილება“დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე“, რაც არ ართმევს აპლიკანტს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას[!]

მხარეებს უფლება აქვთ წერილობით შეთანხმდნენ წერილობითდავალიანების სხვა ოდენობაზედამისი დაფარვის პირობებზე“.

 

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ვადის განმავლობაში მხარეებს უფლება აქვთ,შეთანხმდნენ“ „დავალიანების სხვა ოდენობაზე“ და „მისი დაფარვის პირობებზე“. მხარეთა „შეთანხმება“  წერილობით ფორმდება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აპლიკანტის და რესპოდენტის მორიგების პირობების’’ დამტკიცება

 

5. დავალიანების ოდენობისა და მისი დაფარვის პირობების შესახებ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო ამტკიცებს „მხარეთა მორიგების პირობებს“.

 მორიგება’’ არ უნდა შეიცავდეს აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულების პირობას.[!]

რესპონდენტის მიერ მორიგების პირობებისდარღვევა იწვევს დავალიანების გადახდევინების შესახებ’’ ბრძანების გამოცემას

 

6. რესპონდენტის მიერმორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის განცხადების საფუძველზე გამოსცემსდავალიანების გადახდევინების შესახებ’’ ბრძანებას  „მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე“.

დავალიანების გადახდევინების შესახებბრძანების გამოცემა იწვევს  აღსრულების წინასწარი საფასურის  ნაწილის  დაბრუნებას აპლიკატისთვის

 

7. მორიგების პირობების დარღვევის გამო  დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდებასაგარანტიო თანხის“ სახით შეტანილი „აღსრულების წინასწარი საფასურის“ ის ნაწილი, რომელიც აღემატებადავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანებაშიღნიშნულ დავალიანების ოდენობას.

ხოლო თუ რესპონდენტი ჯეროვნად შეასრულებს მორიგების პირობებს, რაც გამორიცხავს „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანების გამოცემას, აპლიკანტს  „სრულად’’ დაუბრუნდება  „საგარანტიო თანხის“ სახით შეტანილი „აღსრულების წინასწარი საფასური“.

 

მუხლი 919  ბრძანება  დავალიანების გადახდევინების შესახებ’’

 

 

დავალიანების გადახდევინების შესახებბრძანების რეკვიზიტები

 

1.“ დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანება უნდა შეიცავდეს:

ა) ბრძანების ნომერს და გამოცემის ადგილს;

ბ) გამარტივებული წარმოების ნომერს;

გ) ბრძანების გამოცემის თარიღს;

დ) მხარეების დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს;

ე) დავალიანების ოდენობას;

ვ) აპლიკანტის მიერ გამარტივებული წარმოებისას გაწეული ხარჯის ოდენობას;

ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

რა შემთხვევაში დაეკისრება რესპოდენტს აპლიკანტის მიერ „აღსრულების პროცესში’’ გაწეული ხარჯის ანაზღაურება?

 

2. აპლიკანტის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანებაში მიეთითება და გადაიხდევინება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს „მოთხოვნილი ჰქონდა“ ასეთი ხარჯის ანაზღაურება.

რა შემთხვევაში შეუძლია რესპოდენტსდავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისგასაჩივრება

3. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ „არსებითად დარღვეულია“  გამარტივებული წარმოების“ ამ თავით დადგენილი პროცედურა.

„დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების“  დაუყოვნებლივ აღსასრულებლად“ მიქცევის წინაპირობები

4. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან.

 იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „დაუყოვნებლივ აღსასრულებლად“, თუ  ა) „აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების  დაუყონებლივ აღსრულებას’’ და ბ)“საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აქვს აღსრულების წინასწარი საფასური’’.

დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება აპლიკანტსა და რესპონდენტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

აპლიკანტის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების’’  აღსასრულებლად წარდგენის ვადა

 

5. თუ აპლიკანტი არ ითხოვს „დაუყოვნებლივ აღსრულებას“, „დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება“  მოთხოვნის შემთხვევაში“ გადაეცემა აპლიკანტს.

„დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების’’  აღსასრულებლად წარდგენის ვადაა გამოცემიდან 5 წელი.

ხხ

მუხლი 9110მოთხოვნის ‘’ უზრუნველყოფის ღონისძიება

რა  წინაპირობები უნდა არსებობდეს „ერთდრულად’’,რათა  მოხდეს რესპოდეტის ქონების დაყადაღება აპლიკანტის „მოთხოვნის’’ უზრუნველსაყოფად ?

 

1. აპლიკანტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო მარეგისტრირებელ ორგანოში რესპონდენტის დარეგისტრირებულ ქონებას დაადებს ყადაღას ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში:

ა) აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით რესპონდენტის ქონებაზე ყადაღის დადებას;

ბ) აპლიკანტი ითხოვს ა)„დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების“ აღსრულებას და ბ) „საგარანტიო თანხის“ სახით შეტანილი თანხა აკმაყოფილებს აღსრულების „წინასწარი საფასურისათვის“ გათვალისწინებულ ოდენობას;

გ) აპლიკანტი თავად მიუთითებს, თუ რესპონდენტის რომელ ქონებაზე უნდა იქნეს გამოყენებული „მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება’’[‘’ყადაღა’’];

დ) აპლიკანტს გადახდილი აქვს „ყადაღის დადებისათვის’’ გათვალისწინებული საფასური.

რის საფუძველზე განისაზღვრება რესპოდენტის ქონებაზეყადაღის დადებისათვის’’ საფასურის ოდენობა ?

 

2. „მოთხოვნის“ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით რესპოდენტის ქონებაზეყადაღის დადებისათვის’’ საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

რა შემთხვევაში გაუქმდება რესპოდენტის ქონებაზე დადებულიყადაღა’’ ?

 

3. [აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ]ყადაღა გაუქმდება, თუ:

ა) აპლიკანტს დაუბრუნდება განცხადება „დავალიანების გადახდევინების შესახებ“;

ბ) აპლიკანტი გაიხმობს განცხადებას „დავალიანების გადახდევინების შესახებ“;

გ) აპლიკანტი მოითხოვს ყადაღის გაუქმებას“;

დ) რესპონდენტი სრულად დაფარავს დავალიანებას ამ თავით დადგენილი წესით.

[ეს პირობები ზეპირად]

რა შემთხვევებში[რა წინაპირობების არსებობისას]  გაუქუქმებს   რესპონდენტის ქონებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მის მიერდადებული ყადაღას“ ? კიდევ ვის შეუძლია „ყადაღის გაუქმება’’  ?

 

4. თუ რესპონდენტი ა)“ დადგენილ ვადაში წარადგენს პროტესტს[აღსრულების ეროვნულ ბიუროში] აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ“ ან ბ)“დაფარავს დავალიანების ნაწილს“, გამარტივებული წარმოებისას რესპონდენტის ქონებაზე „დადებული ყადაღა“ „გაუქმდება  დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე [ბიუროს] „გადაწყვეტილების“ აპლიკანტისათვის ჩაბარებიდან 1 თვის შემდეგ, თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ეცნობა იმავე საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში“ საქმის არსებითი განხილვის დაწყების შესახებ“.

სასამართლო [ასევე] უფლებამოსილია გააუქმოს ან შეცვალოს [აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ]გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება[ე.ი. ყადაღა].

რესპოდემტსა და აპლიკანტს შორის მორიგების პირობების დამტკიცებისშემთხვევაში შესაძლებელიაყადაღის გაუქმება’’

 

5. მხარეთა „მორიგების პირობების დამტკიცების“ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო გააუქმებს [მის მიერ დადებულ] ყადაღას, თუ ამას აპლიკანტი მოითხოვს.

თუ აპლიკანტის მოთხოვნით დადებული ყადაღაგაუმართლებელი ‘’ აღმოჩნდა აპლიკანტი ვალდებულია რეაპოდენტს აუნაზღაუროსმიყენებული ზიანი’’

 

6. აპლიკანტი პასუხისმგებელია რესპონდენტისთვის მიყენებული ზიანისათვის, თუ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღა გაუმართლებელი გამოდგა.

 

მუხლი 9111 გამარტივებული წარმოების  საფასური ‘’

 

რა არის და როდის გადაიხდევინებაგამარტივებული წარმოების საფასური“ ?

 

1. „გამარტივებული წარმოების საფასურიარის გამარტივებული წარმოებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასური“, რომელიც გადაიხდევინება დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის’’ შემთხვევაში.

„გამარტივებული წარმოების საფასურის’’ ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

ვინ და როდის იხდისგამარტივებული წარმოების საფასურს“?

 

2. „გამარტივებული წარმოების საფასურს“ იხდის რესპონდენტი მის მიერ დავალიანების ან დავალიანების ნაწილის დაფარვის დროს.

ვისი მეშვეობით[ვისიგავლით“] უნდა მოხდეს მხარეებს შორის ანგარიშსწორება გამარტივებული წარმოებისას?

 

3. გამარტივებული წარმოებისას მხარეებს შორის ანგარიშსწორება განხორციელებულად ჩაითვლება, თუ იგი აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით[გავლით] წარმოებს.

რას ნიშნავს აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით[გავლით]?

 

4. აღსრულების ეროვნული ბიურო მის ანგარიშზე რესპონდენტის მიერ შეტანილ თანხას წარმართავს აპლიკანტის საბანკო ანგარიშზე,გამარტივებული წარმოების საფასურის“ გამოკლებით.

„პერიოდულად შეტანილ თანხას“ „გამარტივებული წარმოების საფასურის“ ოდენობა „პროპორციულად“ გამოაკლდება.

რომელი დღე ითვლება დავალიანებისაპლიკანტისათვის გადახდის დღედ ?

 

5. რესპონდენტის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე „თანხის შეტანის დღე“ ითვლება მის მიერ „აპლიკანტისათვის გადახდის დღედ“.

 

მუხლი 9112 განცხადების’’ გამოხმობა

 

როდის შეუძლია აპლიკანტს  აღსრულების ეროვნული ბიუროდან   განცხადებისდავალიანების გადახდევინების შესახებ   უკან  გამოხმობა?

 

1.      ა)  „დავალიანების გადახდევინების შესახებ’’ ბრძანების- გამოცემამდე,

ან

ბ) „დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე’’ გადაწყვეტილების -მიღებამდე

ან

 გ) მხარეთა შორის „მორიგების პირობების’’- დამტკიცებამდე  

    აპლიკანტს უფლება აქვს აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი„განცხადებით“

, აღსრულების ეროვნული ბიუროდან „უკან  გამოიხმოს“ თავისი განცხადება „დავალიანების გადახდევინების შესახებ“   

აპლიკანტისთვისწინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხის დაბრუმების წესი  განცხადებისდავალიანების გადახდევინების შესახებ   გამოხმობის’’ შემთხვევაში

 

 

2. რესპონდენტისათვის „შეტყობინების ჩაბარების შემდეგ“  განცხადების„დავალიანების გადახდევინების შესახებ“    გამოხმობის“ შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება მის მიერ „წინასწარ შეტანილი“ „საგარანტიო თანხის’’   ნახევარი,

ხოლო რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარებამდე“  განცხადების„დავალიანების გადახდევინების შესახებ“    გამოხმობის“ შემთხვევაში აპლიკანტს  სრულად“ დაუბრუნდება  „წინასწარ შეტანილი“ საგარანტიო თანხა“.

განცხადებისდავალიანების გადახდევინების შესახებ    გამოხმობის შემთხვევაში აპლიკანტისთვის ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურის’’ დაბრუნების წინაპირობა

 

3. განცხადების„დავალიანების გადახდევინების შესახებ“    გამოხმობის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდებაყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასური“, თუ „ამ დროისათვის“ მარეგისტრირებელ ორგანოში არ განხორციელებულა „ყადაღის რეგისტრაცია“.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები