თემა 12 ზოგიერთი კატეგო- რიის საქმეებზე აღსრულების წესები.[89-ე-90 თორმეტი პრიმი მუხლები]
ქვემოთ განხილულია:
მუხლი
89.ალიმენტის გადახდევინების საქმეზე გადაწყვეტილების
აღსრულება
მუხლი
891პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან)
ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების იძულებითი
აღსრულება
მუხლი901ა)მშენებლობის შეჩერების
და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების ბ)საქართველოს კანონმდებლობის
დარღვევით აშენებული
შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის გ)შენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ
შეჩერების და დემონტაჟის დ)სამშენებლო სამართალდარღვევისთვის
ჯარიმის დაკისრების „შესახებ’’
დადგენილების აღსრულება
მუხლი902სახელმწიფო ორგანოების მიერ პერიოდულად შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების თაობაზე გადაწყვეტილებების აღსრულება
მუხლი903 სჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ იძულებითი აღსრულება
მუხლი904 საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ იძულებითი აღსრულება
მუხლი906 ადმინისტრაციული
სახდელის დადების შესახებ დადგენილების არსრულება
მუხლი907 ადმინისტრაციული სახდელის
დადების შესახებ დადგენილების აღსასრულებლად მიაქცევა და მისი აღსრულების წესი
მუხლი908 ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების
აღსრულების შეწყვეტა
მუხლი909 დაჯარიმების
შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება
მუხლი9010 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების
იძულებითი აღსრულება
მუხლი9011 სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების
შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის)
განკარგულების აღსრულება
მუხლი9012 „ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების“/ „ქონებრივი ზიანის
ანაზღაურების შესახებ დმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ აღსრულების წესები და ვადები
მუხლი9013საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის
შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულება
მუხლი9014სატრანსპორტო საშუალების ან/და
მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ
სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების მიზნით იძულებითი აღსრულება
მუხლი 91.“სხვა’’ სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების
აღსრულება
მუხლი 89. გადაწყვეტილების აღსრულება ალიმენტის გადახდევინების საქმეზე
თუ ალიმენტის გადახდევინების საქმეზე
გადაწყვეტილების აღსრულებისას გადასახდელი
თანხა, რომელიც გადაეხდევინება მოვალეს ყოველთვიურად შეთანხმებისამებრ, კანონით დადგენილ „მინიმალურ
ზღვარზე“ ნაკლებია, ალიმენტის გადახდის „დავალიანებისას“ გადახდევინება
შეიძლება მოხდეს მოვალის
ქონებიდან, დადგენილი წესით.
X
მუხლი 891. „პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ’’ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების აღსრულება
+
1. „პროდუქტის
სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ’’ უფლებამოსილი ადმინისტრაციული
ორგანოს დადგენილების „იძულებითი აღსრულების“
დაწყებისთანავე აღმასრულებელი მოვალეს ა) აწვდის ინფორმაციას
„სააღსრულებო წარმოების“ დაწყების თაობაზე, ამასთანავე,ბ)
აღწერს დადგენილებით განსაზღვრულ ქონებას, მას გ) ადებს ყადაღას, საჭიროების
შემთხვევაში ლუქავს და დ)შესანახად გადასცემს კრედიტორს ან მის მიერ მითითებულ პირს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, − მესამე პირს.
2. ამ მუხლით განსაზღვრული დადგენილების „იძულებითი
აღსრულებისას“, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოწვეულ იქნეს „შესაბამისი“ სპეციალისტი.
3. ამ მუხლით განსაზღვრული დადგენილების „იძულებით აღსრულებასთან“ დაკავშირებულ „ხარჯებს“ ანაზღაურებს მოვალე.
4. „პროდუქტის
სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ“ დადგენილების მიმღები უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნით, აღსრულების
ეროვნული ბიურო „დადგენილებით განსაზღვრულ ქონებას“ ა)ყადაღისგან ათავისუფლებს
და ბ)მფლობელობაში
გადასცემს -მოვალეს.
5. „პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების
შესახებ“ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების „აღსრულების
საფასური“ განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი
ბრძანებით.
6. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების
შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების „აღსრულების საფასურის“ „მოვალისთვის დაკისრებას“
უნდა ითვალისწინებდეს აღნიშნული დადგენილება.
7. თუ დადგენილების „გაუქმების“ ან „სხვა საფუძვლის“ გამო დადგენილების აღსრულება
„შეწყდება“[!],
მაშინ ა)დადგენილების „აღსრულების საფასურის
ნახევარი’’ გადაიხდება და ბ)სააღსრულებო საქმეზე გაწეული ხარჯები ანაზღაურდება -საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ხ
მუხლი 901. ა)“მშენებლობის შეჩერების’’, ბ)“უნებართვო დემონტაჟის შეჩერების’’, გ)“საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის’’ და დ)“მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის, ე)“სამშენებლო სამართალდარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების’’ შესახებ დადგენილების აღსრულება
1. ა) „მშენებლობის
შეჩერების“ და ბ)“უნებართვო დემონტაჟის შეჩერების“
შესახებ
დადგენილების იძულებით აღსრულებას
აღსრულების ეროვნული ბიურო იწყებს დამრღვევის
მიერ დადგენილების „დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შეუსრულებლობის’’ შემდეგ.
2. გ)“საქართველოს კანონმდებლობის
დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის“
შესახებ დადგენილების „იძულებით აღსრულებას“ აღსრულების ეროვნული ბიურო
იწყებს იმ შემთხვევაში, თუ „ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში დამრღვევმა ნებაყოფლობით არ შეასრულა ვალდებულება’’.
3. თუ დამრღვევი არ ემორჩილება აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნას,
აღსრულების ეროვნული ბიურო დახმარებისათვის მიმართავს
„საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს“ ან/და „აღსრულების პოლიციას“.
4.ა) „მშენებლობის შეჩერების“, ბ)“უნებართვო
დემონტაჟის შეჩერების’’ ან/და
გ)“საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული
შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის’’ და დ)“მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად
ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის’’ შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებასთან
დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება დამრღვევ პირს.
5. ე)“სამშენებლო
სამართალდარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ’’ დადგენილება აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით
მუხლი 902. „სახელმწიფო ორგანოების მიერ „პერიოდულად შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების’’ თაობაზე გადაწყვეტილებების აღსრულება
1. „სახელმწიფო ორგანოების მიერ პერიოდულად შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების“ თაობაზე [სასამართლო]„გადაწყვეტილების’’ აღსრულების პროცესში კრედიტორი უფლებამოსილია წერილობითი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს „ვალდებულების შესრულება წინსწრებით, ერთჯერადი კომპენსაციის სახით’’.
„სახელმწიფო ორგანოს მიერ „ერთჯერადი კომპენსაციის სახით თანხის გაცემის თაობაზე“ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რაც იძულებითი აღსრულების საფუძველია.
„ერთჯერადი კომპენსაციის სახით“ გასაცემი თანხის ოდენობას და გაცემის წესს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობა.
ერთჯერადი კომპენსაციის სახით გასაცემ თანხაზე კრედიტორის მიერ „ახალი სააღსრულებო ფურცლის’’ წარმოდგენა[აღსრულების ეროვნულ ბიუროში] სავალდებულო არ არის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით [მთავრობის]გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ აღსრულება წყდება ამ კანონის 34- ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ხ
მუხლი 903 . იძულებითი აღსრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ „იძულებითი აღსრულება“ თანხის გადახდევინების
ნაწილში იწყება
„გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ“ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ[საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ] „ინფორმირებიდან“ 1 თვის გასვლის შემდეგ[!]
გარდა საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
„დაუყოვნებლივ აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებებისა“.
მუხლი 904 . იძულებითი აღსრულება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ
საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ „იძულებითი აღსრულება“
თანხის გადახდევინების ნაწილში იწყება სასამართლო
გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ[საბიუჯეტო
ორგანიზაციის] „ინფორმირებიდან’’ 1 თვის
გასვლის შემდეგ.
მუხლი 906. „ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ დადგენილების აღსრულება
1. ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება დადგენილებები:
ა) „დაჯარიმების“ შესახებ;
ბ) „სპეციალური უფლების ჩამორთმევის“ შესახებ;
2. „ჯარიმის“
იძულებითი აღსრულება, აგრეთვე „საურავის“
აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ხორციელდება
ამ კანონით დადგენილი წესით.
ხ
მუხლი 907.“ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ დადგენილების „აღსასრულებლად მიქცევა“ და მისი“ აღსრულების წესი’’
1.“ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’
დადგენილებას „აღსასრულებლად მიაქცევს’’ -დადგენილების „გამომტანი’’ ორგანო (ან თანამდებობის პირი).
2. „ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული
სახდელით შეცვლის თაობაზე“ დადგენილება აღსრულდება
„ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ დადგენილების
აღსრულებისათვის განსაზღვრული წესით.
3. „ერთი
პირის’’ მიმართ ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ „რამდენიმე დადგენილების“ გამოტანისას თითოეული დადგენილება დამოუკიდებლად
აღსრულდება.
4. „ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’
დადგენილებას აღასრულებს საამისოდ უფლებამოსილი პირი ამ კანონის შესაბამისად,
თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 908. „ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა
„ადმინისტრაციული
სახდელის დადების შესახებ’’ დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას წყვეტს, თუ:
ა) გაუქმდა „შესაბამისი’’ დარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტი;
ბ) გასაჩივრების საფუძველზე გაუქმდა დადგენილება;
გ) გარდაიცვალა
ის პირი, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება.
მუხლი 909. დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება
1. დამრღვევის მიერ „ჯარიმის’’ გადაუხდელობის შემთხვევაში „დაჯარიმების
შესახებ’’ დადგენილება იგზავნება „დამრღვევის სამუშაო
ადგილზე’’ მისი ხელფასიდან ან მისი სხვა შემოსავლიდან ჯარიმის
თანხის იძულებითი
წესით დასაქვითავად.
2. თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს ან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია
დამრღვევის ხელფასიდან ან მისი სხვა შემოსავლიდან, ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის
პირის) დადგენილების საფუძველზე ჯარიმა გადაიხდევინება
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დამრღვევის
პირად ქონებაზე გადახდევინების მიქცევის გზით, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, აღსრულების
ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს დადგენილების გამომტან ადმინისტრაციულ ორგანოს
(თანამდებობის პირს) ჯარიმის სხვა სახდელით
შეცვლის თაობაზე.
3. ჯარიმის გადახდევინება
არ შეიძლება მიქცეულ იქნეს ისეთ ქონებაზე,
რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
„სააღსრულებო დოკუმენტებით“ ასეთს არ ექვემდებარება.
მუხლი 9010. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი
1. „სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების
ჩამორთმევის შესახებ“ დადგენილება
აღსრულდება „მძღოლის
მოწმობის ‘’ ჩამორთმევით.
2. თუ მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლება,
თავს არიდებს „მძღოლის
მოწმობის“ ჩაბარებას, აღმასრულებელი
მას „მძღოლის მოწმობას“
„იძულების წესით’’ ჩამოართმევს.
მუხლი 9011.“ სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების შესახებ“ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულების აღსრულება
1. „სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების
შემთხვევაში’’ დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს
დაჯარიმების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის
ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მიერ
განკარგულების გამოცხადებიდან
ან ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
2. [ამ] ჯარიმის „ იძულებითი აღსრულება“, აგრეთვე „საურავის აღსრულებასთან’’ დაკავშირებული
ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.
ხ
მუხლი 9012. „ქონებრივი ზიანის ანაზღაურების’’ ნაწილში დადგენილების ან “ქონებრივი ზიანის ანაზღაურების“ შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის -აღსრულების წესი და ვადები
1. „ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის“ საქმეზე ა)მიღებული
„დადგენილება’’ „ქონებრივი ზიანის ანაზღაურების
ნაწილში’’ ან ბ) გამოცემული „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’ „ქონებრივი ზიანის ანაზღაურების
შესახებ’’ აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით.
2. „ქონებრივი ზიანი“ დამრღვევმა უნდა
აანაზღაუროს მისთვის „დადგენილების“ ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა
(ხოლო „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ გამოცემის შემთხვევაში – ამავე აქტით განსაზღვრულ „გონივრულ
ვადაში’’, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს
30 დღეს),
ხოლო
„დადგენილების’’ ან „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’
გასაჩივრების შემთხვევაში – „საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ“ შეტყობინების მიღებიდან
არა უგვიანეს 15 დღისა.
3. ამ
მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ა)„ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში’’ „დადგენილების’’
ან ბ)“ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ’’ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის შეუსრულებლობისას ეს დოკუმენტები [ანუ დადგენილება
და აქტი]„იძულებითი აღსრულების“ საფუძველია.
მუხლი 9013. „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის
VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ“ მოსამართლის ბრძანების აღსრულება
1.“ პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზნით“
იგი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ
დაწესებულებაში თავსდება „საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი
იზოლაციის შესახებ“ მოსამართლის ბრძანების
საფუძველზე.
2. „პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზნით“
მას შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ
დაწესებულებაში ათავსებს აღსრულების ეროვნული ბიურო „საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი
იზოლაციის შესახებ“ მოსამართლის ბრძანებაში
მითითებული მონაცემების საფუძველზე.
3. თუ
პაციენტი არ დაემორჩილება
აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნას, აღსრულების ეროვნული ბიურო დახმარებისათვის „აღსრულების პოლიციას ‘’ მიმართავს.
4. „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის
VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის
შესახებ“ მოსამართლის ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული ცალკეული ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 9014. სატრანსპორტო საშუალების ან/და
მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების მიზნით „იძულებითი აღსრულების“ განხორციელების წესი
1. სატრანსპორტო
საშუალების ან/და მისი მისაბმელის „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ
დაცულ სადგომზე გადაყვანისა
და დგომის საფასურის გადახდევინების
მიზნით’’ „იძულებითი აღსრულება“ ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით,
სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული,
სპეციალურ დაცულ სადგომზე მდგომი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სარეალიზაციოდ მიქცევით [!].[ მოვალის მიმართ გამოყენებული არ იქნება ამ კანონით დადგენილი სხვა
შეზღუდვები.]
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
საფასური გადახდილად მიიჩნევა „აგრეთვე იმ შემთხვევაში“, თუ იმავე პუნქტით
დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა აღნიშნული
საფასურის გადასახდელად საკმარისი
არ არის.
3. თუ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად სატრანსპორტო
საშუალების ან/და მისი მისაბმელის მესაკუთრე/კანონიერი
მფლობელი ვერ დგინდება, სააღსრულებო ფურცელი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სარეალიზაციოდ მისაქცევად
გამოიცემა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს
კანონის 71 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი
აქტის გამოცემის გარეშე.
თუ სატრანსპორტო საშუალების ან/და
მისი მისაბმელის რეალიზაციის შედეგად ამონაგები
თანხა გადააჭარბებს ა)“ აღსრულების საფასურის’’, ბ)“აღსრულების ხარჯისა’’ და გ)“სატრანსპორტო საშუალების
ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ
დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის’’ ოდენობას, ნამეტი თანხა „საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტს’’ გადაეცემა.
მუხლი 91. „სხვა სახელმწიფოს’’ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება
1. საერთაშორისო
კერძო სამართლის და სახელმწიფოთა შორის
სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით „ცნობილი გადაწყვეტილება“ და „საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ ამოწერილი სააღსრულებო
ფურცელი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით „აღსასრულებლად“ ეგზავნება აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების
აღსრულება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.
1. ა)„ტერორიზმთან
დაკავშირებული პირის“ ან ბ)“გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით
განსაზღვრული პირის’’ ქონებაზე „ყადაღის დადება’’ და „ამ პირის რეესტრში
რეგისტრაცია“ ხორციელდება „ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე
სამთავრობო კომისიის“ (შემდგომ − „სამთავრობო კომისია“) „შესაბამისი“ მიმართვის
საფუძველზე.
2. ა)ტერორიზმთან დაკავშირებული პირის’’ ან ბ)“გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის“ ქონებაზე
„ყადაღის დადებას“ და „ამ პირის რეესტრში რეგისტრაციას“ ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო „ტერორიზმთან დაკავშირებული
პირის“ ან „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით
განსაზღვრული პირის“ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე
სამთავრობო კომისიის
„მიმართვაში“ მითითებული მონაცემების საფუძველზე.
3. „რეესტრში
რეგისტრირებული“ „ტერორიზმთან დაკავშირებული პირის“ ან „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით
განსაზღვრული პირის“ პირადი მონაცემების
„ცვლილების’’ „რეესტრში
რეგისტრაცია“ ხორციელდება
სამთავრობო კომისიის
შესაბამის მიმართვაში მითითებული „განახლებული
მონაცემების საფუძველზე’’.
4. „ტერორიზმთან დაკავშირებული პირის“ ან „გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის“ მთლიან ქონებაზე
ან ქონების ნაწილზე ყადაღა იხსნება სამთავრობო კომისიის
შესაბამისი მიმართვის საფუძველზე.
აღნიშნული პირის მთლიან ქონებაზე ყადაღის მოხსნის შემთხვევაში ეს პირი სამთავრობო კომისიის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე „ამოირიცხება’’ რეესტრიდან.
Комментарии
Отправить комментарий