თემა 10. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა. [მუხ. 260-270 და 312 -ე პრიმი მუხლი]

 

 

 

სარჩევი:

მუხლი 260. ადმინისტრაციული სამართალდარ- ღვევის საქმის განსახილველად მომზადება. 2

2601. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა გაერთიანება, 2

მუხლი 261. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილი. 3

მუხლი 262.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები. 4

მუხლი 263..ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის წესი. 4

მუხლი2631.  ამ კოდექსის17716 და 17717მუხლებით გათვალისწიმებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა. 5

მუხლი 264. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსარკვევი გარემოებანი. 5

მუხლი 265.კოლეგიური ორგანოს სხდომის ოქმი. 5

მუხლი 266.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება. 6

მუხლი 267.დადგენილებათა სახეები. 7

მუხ. 268  საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადება და დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა. 7

მუხლი 2681.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე  ა)„საქართველოს შინაგან საქნეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების“ ბ)“საჯარიმო  ქვითრის“გ)“საჩივართან’’  დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების“ ან /და  დ)„ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტის“ ან ე)„შეტყობინების’’ ჩაბარების’’ წესი. 9

დადგენილების’’/ანსაჯარიმო ქვითრის’’,/ ანსაჩივართან’’ დაკავშირებით მიღებულიგადაწყვეტილების’’  სამართალდამრღვევისთვისჩაბარების’’ წესი [2681-  მუხლის მე-3 -მე-8 ნაწილები] 9

მუხ. 269.  ადმინისტრაციული სახდელის   დადების შესახებ’’  დადგენილების შეტყობინებასაზოგადოებრიობისათვის“. 11

მუხ. 270.  წინადადებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრის შესახებ“ 11

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის მიმართ ( მუხლი 312¹). 12

არაიდენტიფიცირებული ‘’ სამართალდამრღვევის  გარეგნული ნიშნებით’’ აღწერა დაპირობითი სახელი’’  [მუხლი 312¹ 1-ლი ნაწილი] 12

2ადმინისტრაციული სახდელისდაკისრების  წინაპირობები  არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევისთვის  [მუხლი 312¹ მე-2  ნაწილი] 12

3.არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის კოპლექსური სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა[მუხლი 312¹ მე-3  ნაწილი] 13

საქმის მწარმოებელი თანამდებობის პირის  ვალდებულება გაატაროსყველა’’ ღონისძიება არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით [მუხლი 312¹ მე-4  ნაწილი] 13

)“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის’’, )“უშუალო ობიექტის’’, )“საგნის’’, )“საქონლის’’, )“ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალების“ „დროებითი ჩამორთმევა  [მუხლი 312¹ მე-5 ნაწილი] 13

დროებით ჩამორთმეული და შენახული საქონლის“ (საგნის) კონფისკაცია[უფასოდ ჩამორთმევა] ან რეალიზაცია[იძულებით გაყიდვა][მუხლი 312¹ მე-6 ნაწილი] 14

არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შედეგები [მუხლი 312¹ მე-7 ნაწილი] 14

არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობის დადგენა 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ[მუხლი 312¹ მე-7 ნაწილი] 14

 

 

 

მუხლი 260. ადმინისტრაციული სამართალდარ- ღვევის საქმის განსახილველად მომზადება.

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს:

 

1.      განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა

2.      სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები;

3.      ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი;

4.      გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები;

5.      უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები.

 

2601. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა გაერთიანება,

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა გაერთიანება ხდება მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით.

 

 

მუხლი 261. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილი

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე  განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 159​5–159​9 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. 

·        და ამავე კოდექსის 17716 და 17717  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა,რომლებსაც განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „შესაბამისი ორგანო’’ თავის იურიდიულ მისამართზე.

·         ამ კოდექსის 1151-–1168-;118-ე-1184 ;119-ე-123-ე და 125-ე მუხლებით  გათვალისწინებული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

·        ამ კოდექსის 171- მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება მათი ჩადენის ადგილას ან დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

·        საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის სხვა ადგილიც.

·        საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო 

საქვეუწყებო დაწესებულების – „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის   დეპარტამენტის“ 

შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა  „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის“ საქმე შეიძლება განიხილონ „სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის გათვალისწინებით“ , საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ -ტერიტორიულ ერთეულში არსებულ მათ სამსახურებრივ ან სხვა ადმინისტრაციული 

ორგანოს შენობაში , სამართალდამრღვევისათვის დადგენილი წესით საქმის განხილვის ადგილისა და დროის წინასწარ შეტყობინების საფუძველზე 

 

 

 მუხლი 262.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები

 

·        ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს „ადმინისტრაციული „სამართალდარღვევის ოქმის’’ და სხვა მასალების მიღებიდან თხუთმეტი დღის ვადაში.[გარდა ამ კოდექსის 38-ე მუხლის 22 ნაწილით  გათვალისწინებული შემთხვევებისა.]

·         ამ კოდექსის 45-ე,451, 166-ე და 173-ე და 173 16 მუხლებით გათვალისწინებული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ საქმეები განიხილება 3 დღის ვადაში.

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ზეპირ განხილვას იწყებს დაუყოვნებლივ[!], „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის“ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების „სხვა მასალების“ მიღებისთანავე, თუ პირის მიმართ გამოყენებულია „ადმინისტრაციული დაკავება“ და ამოწურული არ არის „ადმინისტრაციული დაკავების’’ ვადა.

·        ამ კოდექსის 171-ე და 175​2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში,

·        ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ,მე-5,მრ-6,მე-8 და მე-9 ნაწილებით, 142-ე და 154-ე მუხლებით , 174​1 მუხლის მე-3,მე-4,მე-6 ,მე-8  და მე-9  ნაწილებიტ და 174 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 3 დღის ვადაში,

·        ხოლო ამ კოდექსის 50​1, 51​1, 51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 55​3, 55​5, 58​2, 59​2, 61-ე და მე-80  მუხლებით,86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 91​2, 92​1, 94-ე, 95-ე, 96​1, 96​2, 96​4, 98​1, 99-ე, 100​1, 100​2, 103-ე, 104-ე, 105​1, 107​1, 141-ე, 143-ე−144​1, 144​3−144​5, 144​10, 145-ე, 146​1, 148-ე–150​1, 151​1, 152-ე, 152​2−1529-ე,153-ე, 154​1, 154​2, 156-ე−158​1, 159-ე, 159​1, 159​5–159​9, 163-ე, 164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე, 175-ე, 177-ე მუხლის მე-4,მე-5 ,მე-8,მე-12 და მე-13 ნაწილებიტ,177​1  მუხლით , 17713 მუხლით[მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემტხვევაში] და 179​1, 180-ე–183​1, 185-ე–185​2, 187-ე,187​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​3, 196​6 და 197​1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 7 დღის ვადაში.

·        საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის სხვა ვადებიც.

 

მუხლი 263..ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის წესი.

 

·        საქმის განხილვა იწყება „კოლეგიური ორგანოს“ შემადგენლობის გამოცხადებით ან აღნიშნული საქმის განმხილველი თანამდებობის პირის წარდგენით.

·        „კოლეგიური ორგანოს“  სხდომის თავმჯდომარე ან საქმის განმხილველი თანამდებობის პირი აცხადებს,  ა)რომელი საქმე განიხილება, ბ)ვინ არის მიცემული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში,გ) საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს,დ) საჯაროდ კითხულობს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს“.

·        სხდომაზე ა)მოუსმენენ  საქმის განხილვის მონაწილე პირებს, ბ)გამოიკვლევენ მტკიცებულებებს და გ)გადაწყვეტენ შუამდგომლობებს. დ)თუ საქმის განხილვაში მონაწილეობს პროკურორი, მოისმენენ მის დასკვნას.

·         

მუხლი2631.  ამ კოდექსის17716 და 17717მუხლებით გათვალისწიმებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა

 

კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს[იხ. კოდექსში] საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „შესაბამისი ორგანო’’ „მარტივი’’ „ადმინისტრაციული წარმოების წესით’’ განიხილავს

მუხლი 264. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსარკვევი გარემოებანი.

 

ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს:

a.      ჩადენილი იყო თუ არაადმინისტრაციული სამართალდარღვევა’’

b.       ბრალეულია თუ არა  პირი მის ჩადენაში,

c.      ექვემდებარება თუ არა  დარღვევა“  ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას,

d.     არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები,

e.      მიყენებულია თუ არა   ქონებრივი ზარალი,

f.       არის თუ არასაფუძველი“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად,

g.      აგრეთვე გამოარკვიოს „სხვა გარემოებანი“, რომელთაც „მნიშვნელობა აქვთ“ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

 

მუხლი 265.კოლეგიური ორგანოს სხდომის ოქმი.

 

„კოლეგიური ორგანო“  „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის“ საქმის განხილვისას ადგენს სხდომის ოქმს, რომელშიც აღინიშნება:

1)     სხდომის თარიღი და ადგილი;

2)      საქმის განმხილველი ორგანოს დასახელება და შემადგენლობა;

3)     განსახილველი საქმის შინაარსი;

4)     ცნობა საქმის მინაწილე პირთა გამოცხადების შესახებ;

5)     საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები, შუამდგომლობანი და მათი განხილვის შედეგები;

6)     საქმის განხილვის დროს გამოკვლეული დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი;

7)      ცნობები მიღებული დადგენილების საჯაროდ წაკითხვისა და მისი გასაჩივრების წესისა და ვადების განმარტების შესახებ.

 

კოლეგიური ორგანოს სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

 

მუხლი 266.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება.

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს „დადგენილებააღნიშნულ საქმეზე.

·        „დადგენილება“ უნდა შეიცავდეს:  ა)დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელებას; ბ)საქმის განხილვის თარიღს; გ)ცნობებს იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; დ)საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემას; ე)იმ ნორმატიული აქტის მითითებას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის;  ვ)საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

·        თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის „ადმინისტრაციული სახდელის“ დადების საკითხის გადაწყვეტისას ამ კოდექსის მე-200 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში ჩამოთვლილი ორგანოები (თანამდებობის პირები) ერთდროულად წყვეტენ ბრალეულის მიერ ქონებრივი ზარალის ანაზღაურების საკითხს, მაშინ საქმეზე მიღებულ „დადგენილებაში“ აღინიშნება  ა)ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობა, ბ)მისი ანაზღაურების წესი და ვადა.

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული „დადგენილებით“ უნდა გადაწყდეს „ჩამორთმეული ნივთებისა და დოკუმენტების საკითხი“, აგრეთვე „სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისა (ექსპერტისა) და თარჯიმნისათვის ასანაზღაურებული მომსახურების ხარჯების კომპენსაციის საკითხი“.

·         კოლეგიური ორგანო“დადგენილებას“ მიიღებს სხდომის მონაწილე კოლეგიური ორგანოს წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ „დადგენილებას’’ ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი, ხოლო კოლეგიური ორგანოს „დადგენილებას“კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე და მდივანი.

·        საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებშისახდელის ზომის ‘’შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში’’ ანდადგენილება“ ფორმდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 267.დადგენილებათა სახეები.

 

·        „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის“ საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგიდადგენილება“:

 

ა) „ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“;

ბ) „საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ“;

გ)“ ერთი ადმინისტრაციული სახდელის“ „სხვა ადმინისტრაციული სახდელით“ შეცვლის თაობაზე, [თუ შეუძლებელია პირველად დადებული ადმინისტრაციული სახდელის აღსრულება];

დ) „საურავის დარიცხვის შესახებ“.

 

ყურადღება:

 

„დადგენილება“ „საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ“ მიიღება შემდეგ შემთხვევებში: :

 

a.       „ზეპირი შენიშვნის გამოცხადების“ , საწარმოში , დაწესებულებაში , ორგანიზაციაში 

და მათ „სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის“ ან „შრომითი კოლექტივში“ განსახილველად 

b.      პროკურორისათვის ან გამოძიების ორგანოსათვის  “საქმის’’ მასალების გადაცემის დროს ,

c.       

d.      ამ კოდექსის 232- მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას .

 

მუხ. 268  საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადება და დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა.

 

·         საქმეზე მიღებულიდადგენილება’’ გამოცხადდება დაუყოვნებლივ, საქმის განხილვის დამთავრებისთანავე.

·        „დადგენილების’’ ასლი 3 დღის ვადაში ჩაბარდება ან გაეგზავნება პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება.

·        „დადგენილების’’ ასლი 3 დღის ვადაში ჩაბარდება აგრეთვე დაზარალებულს მისივე თხოვნით.

·         «საურავის დარიცხვის შესახებ“ დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა სავალდებულო არ არის, თუ“საურავის დარიცხვის’’  თაობაზე დამრღვევისათვის ან ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ცნობილი გახდ ამ კოდექსის 242- მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისთანავე.

·        „დადგენილების“ ასლი „ჩაბარდება“ ხელწერილით. დადგენილების ‘’ასლისგაგზავნის“ შემთხვევაში კი  „საქმეში“ კეთდება სათანადო ჩანაწერი.

·        საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისა და კონტრაბანდის საქმეებზე „დადგენილების’’ ასლი საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაჰბარდება პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი „დადგენილება“.

·        ამ კოდექსის 167- მუხლით და 181- მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე იმ პირთა მიმართ, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე საბრძოლო მასალები ჩაბარებული ჰქონდათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ დროებით სარგებლობისათვის ჰქონდათ გადაცემული, „დადგენილების“ ასლიეგზავნება ‘’  შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას „ცნობისათვის’’ და „შინაგან საქმეთა ორგანოს“ამ პირისათვის ცეცხლსასროლი იარაღით სარგებლობის აკრძალვის საკითხის განსახილველად.

 

·        ამ კოდექსის 234​1 მუხლით დადგენილი წესით „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას“ დამრღვევს გადაეცემა’’   „საჯარიმო ქვითრის’’ასლი,

·         ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს „საჯარიმო ქვითრის’’ასლი მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც „საჯარიმო ქვითრის’’ ასლი ითვლებაჩაბარებულად“.

 

 

მუხლი 2681.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე  ა)„საქართველოს შინაგან საქნეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების“ ბ)“საჯარიმო  ქვითრის“გ)“საჩივართან’’  დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების“ ან /და  დ)„ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტის“ ან ე)„შეტყობინების’’ ჩაბარების’’ წესი

 

·        კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის „ადგილზე განხილვისას სამართალდამრღვევს გადაეცემა „სამართალდარღვევის’’ ადგილზე გამოცემული[ამობეჭდილი] „საჯარიმო ქვითრის’’/ან მიღებული „დადგენილების’’- ასლი

 

ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს  „საჯარიმო ქვითრის’’/ან „დადგენილების’’ ასლის მიღებაზე,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თამამდებობის პირი ამას აღნიშნავს „საჯარიმო ქვითარში’’/ან „დაგენილებაში’’,რის შემდეგაც  „საჯარიმო ქვიტრის’’/“დადგენილების’’ ასლი  „ჩაბარებულად ‘’ მიიჩნევა

·        თუ ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით „ადმინისტრაციული სამართალდრღვევის’’ საქმეადგილზე’’ არ განიხილება[!], საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის“ საქმეზე  ა)„მიღებული დადგენილების“ ,ბ)“გამოცემული საჯარიმო ქვითრის’’ , გ) ან მათზე საჩივართან’’  დაკავშირებით მიღებული გადაწყვატელების’’ ჩაბარების წესი განისაზღვრება 2681-ე  მუხლის მე-3 -მე-8 ნაწილებით.[იხ. ქვემოთ]

დადგენილების’’/ანსაჯარიმო ქვითრის’’,/ ანსაჩივართან’’ დაკავშირებით მიღებულიგადაწყვეტილების’’  სამართალდამრღვევისთვისჩაბარების’’ წესი [2681-  მუხლის მე-3 -მე-8 ნაწილები]

 

a.      საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ა)„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის“ საქმეზე  „მიღებული დადგენილების“ ,ბ)“გამოცემული საჯარიმო ქვითრის’’ , გ) „საჩივართან’’  დაკავშირებით მიღებული გადაწყვატელების’’ თაობაზე  „ინფორმაციას’’ სამართალდამრღვევს უგზავნის  „მოკლე ტექსტური შეტყობინების[SMS]-ის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით,თუ საქართველოს შსს-ს სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის „საკონტაქტო ინფორმაცია’’

 

საქართველოს შსს სამართალდამრღვევისთვის „მოკლე ტექსტური შეტყობინების’’ გაგზავნასთან ერთად უზრუნველყოფს აღნიშნული „დადგენილების’’/ან „საჯარიმო ქვითრის’’/ან „საჩივართან’’  დაკავშირებით მიღებული გადაწყვატელების’’ თვის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას.

 

b.      სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის 2681-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად,„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის“ საქმეზე  ა)„მიღებული დადგენილების“ ,ბ)“გამოცემული საჯარიმო ქვითრის’’ , თაობაზე  „ინფორმაციის„მოკლე ტექსტური შეტყობინების[SMS]-ის სახით ან/და  შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდის საშუალებით  მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადახდის შემტხვევაში „ჯარიმის ოდენობა’’ 20%-ით მცირდება.

„ჯარიმის’’ აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამარტალდამრღვევი კარგავს შეღავათით სარგებლობის უფლებას.

 

ეს „შეღავათი’’ არ ვრცელდება გ)„საჩივართან’’  დაკავშირებით მიღებული გადაწყვატელების’   აღსრულებაზე.

 

c.    თუ სამართალდამრღვვი ,2681-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 10 კალენდარული დღის ვადაში  არ გადაიხდის „ჯარიმას’’ მას „დადგენილების’’/“საჯარიმო ქვითრის’’/“გადაწყვეტილების’’ ასლი “რეგისტრაციის ადგილის“ მიხედვით ეგზავნება ან გადაეცემა

d.    „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის“ საქმეზე  მიღებული დადგენილება’’/“საჯარიმო ქვითარი’’, /ან ამათზე „საჩივართან’’  დაკავშირებით მიღებული გადაწყვატელება’’ „შესაბამისი პირისთვის’’ „ჩაბარებულად“ მიჩნევა ,თუ ეს პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე „ქმედუნარიანი’’ წევრი ჩაიბარებს „გზავნილს’’,

 

ხოლო თუ აღნიშნული პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე „ქმედუნარიანი’’ წევრი „უარს განაცხადებს’’ „გზავნილის ჩაბარებაზე’’, „საფოსტო გზავნილის მიმტანი პირი’’/ან „საქქარტველოს შსს უფლებამოსილი პირი „საფოსტო გზავნილზე’’/ან „საჯარიმო ქვითარზე’’ სათანადო აღნიშვნას აკეტებს და ეს „ჩაბარებად ‘’ მიიჩნევა.

 

e.    თუ „დადგენილების’’/ან “საჯარიმო ქვითრის’’,/ ან “საჩივართან დაკავშირებიტ მიღებული გადაწყვეტილების’’ „ფოსტის’’ მეშვეობით ჩაბარება ვერ მოხერხდა ან მისი „ფოსტის’’ მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია,აღნიშნული „დადგენილების’’/ან „საჯარიმო ქვითრის’’ /ან „გადაწყვეტილების’’ ასლი „ჩაბარებულად’’ მიიჩნევა  საქართველოს შინაგან საქმეტა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების 30-ე დღეს.

f.     „დადგენილების’’/ან “საჯარიმო ქვითრის’’,/ ან “საჩივართან’’ დაკავშირებით მიღებული „გადაწყვეტილების’’-„გამოქვეყნების წესი’’ და „პირობები’’ მტკიცდება  შსს-ს მინისტრის ბრძანებით,.

მუხ. 269.  ადმინისტრაციული სახდელის   დადების შესახებ’’  დადგენილების შეტყობინება საზოგადოებრიობისათვის“.

 

·        ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც იხილავს ამ კოდექსის 50-ე, 106-ე–113-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით, 153-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ატყობინებსსამართალდამრღვევის  სამუშაო“, „სწავლის“ ან „საცხოვრებელი“ ადგილის ადმინისტრაციას ან „საზოგადოებრივ ორგანიზაციას“.

·        ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე ატყობინებენ აგრეთვე „საწარმოს“, „დაწესებულების“, „ორგანიზაციის“ ადმინისტრაციას ან  „შინაგან საქმეთა ორგანოს“, [რომელმაც სასამართლოში გაგზავნა ოქმი „წვრილმანი გატაცების შესახებ“].

·        ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მუხ. 270.  წინადადებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრის შესახებ“

 

·        ადმიმისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების დადგენისას „შესაბამისსაწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და თანამდებობის პირთან შეაქვს წინადადებები ამ „მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელა ზომების მიღების საჭიროების შესახებ“.

·        აღნიშნული ორგანიზაციები და თანამდებობის პირნი ვალდებულნი არიან წინადადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში გატარებულ ღონისძიებათა შესახებ აცნობონ „წინადადების შემტან“ ორგანოს (თანამდებობის პირს).

·        „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის’’   „ოქმის შემდგენი და „საქმის განმხილველი“ ორგანოები ვალდებული არიან ამ კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (კერძოდ, „ერთიან საინფორმაციო ბანკს’’).

·        შენიშვნა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშიადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ ერთიანი აღრიცხვის წესს  „დაინტერესებულ სამინისტროებთან შეთანხმებით“ ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

 

 

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის მიმართ ( მუხლი 312¹).

 

არაიდენტიფიცირებული ‘’ სამართალდამრღვევის  გარეგნული ნიშნებით’’ აღწერა დაპირობითი სახელი’’  [მუხლი 312¹ 1-ლი ნაწილი]

 

·         თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი უარს აცხადებს: ა)თვითიდენტიფიცირებაზე, ბ)განმარტების მიცემაზე ან გ) ფიზიკური ნაკლის თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელი ხდება მისი იდენტიფიცირება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირის მიერ შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“, რომელშიც აღიწერება პირის ყველა შესაძლო „გარეგნული ნიშანი(სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურება), რომლებითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (ოქმს თან დაერთვის ფოტოსურათი).

·        ამასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირის შუამდგომლობით ადმისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილებით, პირს შესაძლებელია მიენიჭოს „პირობითი სახელი“ ციფრების ან/და ანბანის სიმბოლოების იმგვარი კომბინაციით, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის“ შემდგომი წარმოებისას.

·        „პირობითი სახელი“ არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი შინაარსისა.

2ადმინისტრაციული სახდელისდაკისრების  წინაპირობები  არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევისთვის  [მუხლი 312¹ მე-2  ნაწილი]

 

·        ამ მუხლის პირველი ნაწილით მოცემულ შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შემდგომი „მოქმედება“, მათ შორის, „ადმინისტრაციული სახდელის“ დაკისრება, ხორციელდება დაუბრკოლებლად, და სრული მოცულობით. ამასთან, არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის მიმართ ოქმის შედგენის შემდეგ საქმის წარმოება ხორციელდება ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით.

3.არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის კოპლექსური სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა[მუხლი 312¹ მე-3  ნაწილი]

 

·        არაიდენტიფიცირებული პირის მიმართ ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ საქმის წარმოების ადგილის მიხედვით შესაბამისი რაიონული (ქალაქის) სასამართლოს ბრძანებით, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაინიშნოს კოპლექსური სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა დადგინდეს ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა, სისხლის ჯგუფი და განხორციელდეს დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია.

საქმის მწარმოებელი თანამდებობის პირის  ვალდებულება გაატაროსყველა’’ ღონისძიება არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით [მუხლი 312¹ მე-4  ნაწილი]

 

·        „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის“ საქმის მწარმოებელი თანამდებობის პირი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული „ყველა გონივრული ღონისძიების“ გატარება ამ მუხლში აღნიშნული პირის იდენტიფიცირების მიზნით (მისი სახელის და გვარის, ასაკის, მოქალაქეობისა და შერაცხადობის დასადგენად).

)“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის’’, )“უშუალო ობიექტის’’, )“საგნის’’, )“საქონლის’’, )“ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალების“ „დროებითი ჩამორთმევა  [მუხლი 312¹ მე-5 ნაწილი]

 

·        არაიდენტიფიცირებული პირის მიერ ამ კოდექსის  155-ე, -155​2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას „ადმინისტრაციული სახდელის“ სახით დაკისრებული „ჯარიმის“ გადახდის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ხასიათის ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს: ა)“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის’’, ბ)“უშუალო ობიექტის’’, გ)“საგნის’’, დ)“საქონლის’’, ე)“ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალების“ „დროებითი ჩამორთმევა“ და 3 თვემდე ვადით შენახვა.

 

ამ ვადაში პირის იდენტიფიცირებისას მის მიმართ საქმის შემდგომი წარმოება გრძელდება საერთო წესით.

დროებით ჩამორთმეული და შენახული საქონლის“ (საგნის) კონფისკაცია[უფასოდ ჩამორთმევა] ან რეალიზაცია[იძულებით გაყიდვა][მუხლი 312¹ მე-6 ნაწილი]

 

·        თუ არაიდენტიფიცირებული პირი 3 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული „ჯარიმის“ გადახდას, განხორციელდება „დროებით ჩამორთმეული და შენახული საქონლის“ (საგნის) კონფისკაცია ან რეალიზაცია ამ კოდექსით დადგენილი წესით იმ ფარგლებში, რაც საკმარისია დაკისრებული ჯარიმის ოდენობისათვის, ხოლო დარჩენილი საქონელი უბრუნდება მფლობელს.

არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შედეგები [მუხლი 312¹ მე-7 ნაწილი]

 

·        თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, საქმის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია 72 საათის განმავლობაში ამ გარემოებასთან შესაბამისობაში მოიყვანოს და გადასინჯოს საქმეზე არსებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გარემოება[პირის იდენტიფიცირება]  იწვევს „შებრუნებას საუარესოდ’’.

არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობის დადგენა 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ[მუხლი 312¹ მე-7 ნაწილი]

 

 

·        არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობის დადგენა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ არ წარმოადგენს ამავე ნაწილით გათვალისწინებული წესით [უკვე]კონფისკებული ან რეალიზებული საქონლის (საგნის) დაბრუნების ან მისი ღირებულების ანაზღაურების „მოთხოვნის’’ საფუძველს.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები