მუნიციპალიტეტების "საკუთარი'' და "დელეგირებული'' უფლებამოსილებები
სარჩევი
ა) „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ -„საკუთარი უფლებამოსილებები’’.
ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ –„დელეგირებული უფლებამოსილებები’’.
საქართველოში მუნიციპალიტეტების „საკუთარი უფლებამოსილებების’’ ჩამონათვალი [კანონის მე-16 მუხლი]
საქართველოში მუნიციპალიტეტების „ძალაუფლებების’’ ჩამონათვალი[კანონის მე-19 მუხლი]
„საკუთარი უფლებამოსილებები’’ „სრული’’
და „ექსკლუზიურია’’
„საკუთარი უფლებამოსილებების’’ სახეები
„ექსკლუზიური’’ და „სრული’’ „საკუთარი უფლებამოსილებები’’
გ) „განათლების სფეროში’’ უფლებამოსილებები
ე) „გარემოს დაცვის’’,“მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის’’ უფლებამოსილებები
ვ) „კომუნალური მომსახურებების[სერვისების] მიწოდების უფლებამოსილებები
მუნიციპალიტეტის „ზოგიერთი’’ „საკუთარი უფლებამოსილება’’ –„სავალდებულოა’’ განსახორციელებლად
მუნიციპალიტეტის „დელეგირებული უფლებამოსილებები’’ [მუხ.
მე-17-ე]
„მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების’’
სახეები [ორგანული კანონის„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ მე-15 მუხლი ]
მუხლი 15. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სახეები |
1. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სახეებია: ა) მუნიციპალიტეტის „საკუთარი უფლებამოსილებები’’ ბ) მუნიციპალიტეტის „დელეგირებული უფლებამოსილებები’’ 2. მუნიციპალიტეტის „საკუთარი
უფლებამოსილება’’ არის ამ კანონით[მე-16 მუხლის მე-2
ნაწილით]] დადგენილი უფლებამოსილება, რომელსაც ის „დამოუკიდებლად“ და „საკუთარი პასუხისმგებლობით’’
ახორციელებს. 3.მუნიციპალიტეტის „დელეგირებული უფლებამოსილება“ არის „სახელმწიფო/ან ავტონომიური რესპუბლიკის „ხელისუფლების ორგანოს’’ უფლებამოსილება, რომელიც „მუნიციპალიტეტს’’ გადაეცა ა)კანონის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
დადებული ბ)ხელშეკრულების საფუძველზე, სათანადო მატერიალური და
ფინანსური უზრუნველყოფით |
·
„საქართველოს კანონმდებლობა’’
“ადგილობრივი თვითმმართველობის’’
ე.წ. „ორგვაროვანი
უფლებამოსილებების’’ მოდელს განამტკიცებს.
·
ეს მოდელი “ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ორი სახის: ა)“საკუთარი’’ და ბ)„დელეგირებული’’ უფლებამოსილებების არსებობას
გულისხმობს
ა) „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ -„საკუთარი უფლებამოსილებები’’.
·
„საკუთარი უფლებამოსილებები’’ არის მუნიციპალიტეტებისთვის
„კანონით’’ [კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით] დადგენილი’’ უფლებამოსილებები ,რომლებიც
მუნიციპალიტეტების
მიერ ა)“დამოუკიდებლად’’
და ბ)“საკუთარი პასუხისმგებლობით’’ ხორციელდება
[ზეპირად]
რას ნიშნავს „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ მიერ „კანონით დადგენილი’’
„საკუთარი უფლებამოსილების’’„დამოუკიდებლად’’
განხორციელება ?
·
ადგილობრივი თვთმმართველობის მიერ „საკუთარი უფლებამოსილების“ „დამოუკიდებლად’’ განხორციელება ნიშნავს იმას ,რომ „თვითმმართველი
ერთეული’’ თავად განსაზღვრავს
„ადგილობრივ პოლიტიკას’’ და თავად ირჩევს „კანონით
დადგენილი უფლებამოსილების’’ განხორციელების „ფორმას’’
მაგ. „დასახლების კეთილმოწყობა’’ „თვითმმართველი ერთეულის’’ „საკუთარ
უფლებამოსილებაა’’.ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად ის შეიმუშავებს [ადგილობრივ] „პოლიტიკას’’[ანუ ხედვას],თუ როგორ უნდა კეთილმოეწყოს მუნიციპალიტეტი.
მუნიციპალიტეტი თავად წყვეტს „სად’’ და „როგორ’’ მოაწყოს
„დასასვენებელი სჯარო სივრცეები’’: ანუ პარკები ,სკვერები,სპორტული მოედნები
და ა.შ. მუნიციპალიტეტი თავად ირჩევს მათი „მოვლა-შენახვისატვის’’
საჭირო ფორმებს,კერძოდ,“თვითმმარტველი ერთეული’’ უფლებამოსილია საჯარო სივრცეების
მოვლა შენახვისთვის ან ა)თავად დაიქირაოს მებაღეები,დამლაგებლები და სხვა საჭირო
პერსონალი ,ან ბ)აღნიშნული
უფლებამოსილების განხორციელებლად დააფუძნოსმუნიციპალური „კერძო სამართლის იურიდიული
პირი’’ ან გ)„მოვლა-შენახვის მომსახურება’’ შეისყიდოს „კერძო
კომპანიისგან’’
ხ
·
„საკუთარი უფლებამოსილების“ „დამოუკიდებლად’’ განხორციელება ასევე ნიშნავს იმას,რომ “მაღალი რანგის’’ „ტერიტორიული [სახელმწიფო,ან
რეგიონული] ხელისუფლების ორგანოები ’’ უფლებამოსილები
არ არიან „ადგილობრივი თვთმმართველობის’’ მიერ მისთვის „კანონით დადგენილი’’ „საკუთარი უფლებამოსილების’’ განხორციელების პროცესში ჩაერიონ
·
მაგ. მისცენ „თვითმმართველ ერთეულს’’ მითითებები და დავალებები.კერძოდ,
მიუთითონ ან დაავალონ თუ სად,როგრ და როდის მოაწყონ „დასასვენებელი პარკები’’,“ავტოსადგომები’’
ან რა ფორმებით განახორციელოს ეს
ხ
·
ამასთან, მუნიციპალიტეტების მიერ „საკუთარი უფლებამოსილების’’ „დანოუკიდებლად
განხორციელება’’ აბსოლუტურ „დამოუკიდებლობას’’ არ გულისხმობს.
·
ეს იმიტომ,რომ
„ადგილობრივი თვთმმართველობის’’ „უფლებამოსილებების განხორციელების’’ „საკითხები’’ შეიძლება „კანონით’’ დარეგულირდეს
·
ადგილობრივი
თვთმმართველობის მიერ „საკუთარი
უფლებამოსილების’’ განხორციელების პროცესში “მაღალი რანგის’’ „ტერიტორიული ს[სახელმწიფო,ან
რეგიონული] ხელისუფლების ორგანოების’’ -ჩარევა მხოლოდ „კანონის’’ საფუძველზე
დაიშვება.
·
თუმცა,ასეთი “ჩარევის ფარგლები’’ “კონსტიტუციით გარანტირებული’’ “ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტციური ავტონოომიით ‘’-საკმაოდ შეზღუდულია[!]
·
„ადგილობრივი თვითმმართველობა’’ „ორგანიზაციულად’’ არ წარმოადგენს
„სახელმწიფო’’ ან „რეგიონული’’ ხელისუფლების
სტრუქტურის ნაწილს
ამიტომ,ადგილობრივი თვითმმართველობის
„ინსტიტუციური ავტონომია’’ მის „საქმიანობაზე’’ კონტროლის „ტრადიციული
იერარქიული ფორმების’’ გამოყენების შესაძლებლობას არსებითად ზღუდავს
·
ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ შეზღუდულია
“მაღალი რანგის’’ „ტერიტორიული [სახელმწიფო,ან
რეგიონული] ხელისუფლების ორგანოების’’ მიერ კონტროლის ისეთი ფორმების გამოყენება როგორიცაა:“ადგილობრივი
თვითმმართველობის’’ გადაწყვეტილების გაუქმება,ან შეჩერებამოქმედების განხორციელებაზე
თანხმობის ან ნებართვის მიცემა,შესასრულებლად სავალდებულო მითითების გაცემა,ან ადგილობრივი
თვითმმართველობის მოხელეებზე დისციპლინარული
პასუხისმგებლობის დაკისრება დაა.შ.
რას ნიშნავს „ადგილობრივი თვითმმართველობის’’
მიერ „კანონით დადგენილი’’ „საკუთარი უფლებამოსილების’’ „საკუთარი პასუხისმგებლობით’’ განხორციელება
?
·
„ადგილობრივი თვითმმართველობა’’ საკუთარ უფლებამოსილებებს „საკუთარი პასუხისმგებლობით’’ ახორციელებს
·
საკუთარ უფლებამოსილებების „საკუთარი
პასუხისმგებლობით’’ გამახორციელება გულისხმობს “შედეგებზე’’ „დამოუკიდებელ’’ სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას
·
მაგ.“ადგილობრივი ხელისუფლება’’ თავად არის პასუხისმგებელი „უფლებამოსილების განხორციელებისას მე-3 პირებისთვის
მიყენებულ ზარალზე’’[„სამართლებრივი პასუხისმგებლობა“]
·
,მასვე ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა
თუ მოსახლეობა უკმაყოფილოა ადგილობრივი ხელისუფლების
მიერ მიწოდებული მომსახურებით.მაგ. „დასახლების კეთილმოწყობის მდგომარეობით’’
,“მიუსაფარი ძაღლების რაოდენობით’’ და ა. შ.
ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ –„დელეგირებული უფლებამოსილებები’’.
·
„დელეგირებული უფლებამოსილებები’’ -ცენტრალური ხელისუფლების ან რეგიონული
ხელისუფლების[„ფედერაციის სუბიექტის’’,“ავტონომიის’’,“პროვინციის’’ და ა.შ.] მიერ
„თვითმმართველი ერთეულებისთვის’’ „სამართლებრივად’’ გადაცემული უფლებამოსილებებია. [ზეპირად]
ხ
·
„დელეგირებული უფლებამოსილების’’ განხორციელებისას „თვითმმართველი ერთეულის’’ დისკრეცია
[ანუ საკუთარი შეხედულებისამებრ საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა]
შეზღუდულია
·
„დელეგირებული უფლებამოსილების’’ განხორციელებისას -
“მაღალი რანგის’’ „ტერიტორიული [სახელმწიფო,ან
რეგიონული] ხელისუფლების ორგანოს’’ “თვითმმართველი
ერთეულის’’ გადაწყვეტილების „მიზანშეწონილობის
შემოწმების’’ უფლება და“ „გადაწყვეტილების მიღების პროცესში’’ ჩარევის უფლება გააჩნია[!]
·
შესაძლებელია“რეპრესიული კონტროლის’’
მექანიზმების
გამოყენებაც: „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ გადაწყვეტილების
შეჩერება,ან გაუქმება,“ფინანსური სანქციების
დაკისრება“ და ა.შ.
ხ
·
„დელეგირებული უფლებამოსილების’’ განხორციელების „წესი’’ და „პროცედურა’’ “ზემდგომი
ტერიტორიული ხელისუფლების’’ ნორმატიული აქტებით დეტალურად რეგულირდება
ხ
·
„დელეგირებული უფლებამოსილების’’ განხორციელებაში “ზემდგომი ტერიტორიული ხელისუფლების „ჩარევის’’
შესაძლებლობა „შეუზრუდავი’’ არ არის
·
„ადგილობრივი თვითმმართველობა’’ ავტონომიური ინსტიტუტია,რომელიც „ზემდგომი
ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე’’ და“ადგილობრივი არჩევნების საფუძველზე’’
-ყალიბდება.
·
ამდენად,„დელეგირებული უფლებამოსილების’’ განხორციელებაში “ზემდგომი ტერიტორიული ხელისუფლების „ჩარევა’’
მხოლოდ „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ „ავტონომიის დაცვის’’ ფარგლებში უნდა განხორციელდეს და მხოლოდ „კანონით’’
განსზღვრული „შეზღუდული
ფორმით და მოცულობით’’
ხ
·
„ადგილობრივი თვითმმართველობისთვის’’ ყველაზე
ხშირად შემდეგი ფუნქციების დელეგირება[გადაცემა] ხდება: „სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება’’,’საარჩევნო
სიების მართვა’’,“საგანგებო სიტუაციების მართვა’’,“სხვადასხვა ნებართვის და ლიცენზიის
გაცემა’’ ,“მუნიციპალური[ადგილობრივი] პოლიცია’’
და სხვა
ხ
·
პრაქტიკაში „უფლებამოსილების დელეგირების’’ ორ ფორმას განასხვავებენ: ა) „კანონით’’ და ბ)“ხელშეკრულებით’’
·
„კანონით’’ „უფლებამოსილების დელეგირებისას’’ კონკრეტული ფუნქციები ქვეყნის „ყველა
მუნიციპალიტეტს ‘’ გადაეცემა
·
„ხელშეკრულებით’’ „უფლებამოსილების დელეგირებისას’’ კონკრეტული ფუნქციები „ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტს’’ ან „რამდენიმე მუნიციპალიტეტს’’ გადაეცემა.
ხ
·
„დელეგირებული უფლებამოსილებები’’ „სავალდებულოდ განსახორციელებელი“
უფლებამოსილებებია [წინააღმდეგ შემთხვევაში „უფლებამოსილების დელეგირებას’’ პრაქტიკული
დანიშნულება არ ექნებოდა.]
ხ
ხ
საქართველოში მუნიციპალიტეტების
„საკუთარი უფლებამოსილებების’’ ჩამონათვალი
[კანონის მე-16 მუხლი]
·
საქრთველოს ორგანული კანონის„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’
მე-16 მუხლი
მუნიციპალიტეტის
„საკუთარი უფლებამოსილებების’’ ჩამონათვალს
განსაზღვრავს [ეს დაიმახსოვრე]
·
ხოლო „დელეგირებული უფლებამოსილებები’’ კი სხვადასვა „დარგობრივი კანონით’’
დგინდება.
ხ
საქართველოში მუნიციპალიტეტების „ძალაუფლებების’’ ჩამონათვალი[კანონის მე-19 მუხლი]
·
მუნიციპალიტეტი “საჯარო ფუნქციებს’’[
„სოციალურ’’,“ეკონომიკურ’’, „სივრცის დაგეგმარების’’ „გარემოს’’ , „პოლიციის’’,“საზოგადოებრივი წესრიგის’’ ფუმქციებს ] ვერ განახორციელებს
თუ მას შესაბამისი „ძალაუფლებები’’ არ ექნება,ანუ თუ
უუნარო იქნება ადგილობრივ მოსახლეობას „ადგილობრივი პრობლემები
‘’ ეფექტყურად გადაუწყვიტოს.
·
საქრთველოს ორგანული კანონის„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ ცალკე მუხლს[მე-19 მუხლს]
უთმობს მუნიციპალიტეტის „ძალაუფლებების’’ ჩამონათვალს [აუცილებლად
წასაკითხი]
მუხლი 19. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა
განხორციელების ფორმები და მექანიზმები |
მუნიციპალიტეტის ორგანოები „მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა“
განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად: ა) იღებენ/გამოსცემენ „ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტებს“; ბ) შეიმუშავებენ, ამტკიცებენ
და ახორციელებენ შესაბამის „პროგრამებს’’, „სტრატეგიებს’’, „სამოქმედო გეგმებსა’’
და „პროექტებს’’; გ) ახორციელებენ „შესყიდვებს’’; დ) დებენ „ხელშეკრულებებს’’; ე) იძენენ და ქმნიან „მუნიციპალიტეტის
საკუთრებას’’; ვ) ფლობენ და განკარგავენ ‘“მათ
საკუთრებაში არსებულ ქონებას’’, სარგებლობენ „ამ ქონებით’’, აგრეთვე „სახელმწიფო/ავტონომიური
რესპუბლიკის და სხვა პირების ქონებით’’; ზ) აფუძნებენ და მართავენ „კერძო
სამართლის იურიდიულ პირებს’’; თ) იღებენ „სესხს’’; ი) ახორციელებენ შესაბამისი
„ინფრასტრუქტურის მშენებლობას“, „მოვლა-პატრონობას’’, „რეაბილიტაციას“, „რეკონსტრუქციასა’’
და „განვითარებას’’; კ) მომსახურების ხარისხისა
და მართვის ეფექტიანობის გასაზრდელად უზრუნველყოფენ „ინოვაციური ტექნოლოგიებისა“
და „ელექტრონული მართვის სისტემების“ დანერგვასა და განვითარებას; ლ) ახორციელებენ
„სხვა ღონისძიებებს“. |
·
მუნიციპალიტეტის ეს „ძალაუფლებები’’[მე-19 მუხლი] მისი „საკუთარი ფუნქციების’’ [მუხ-მე-16 მე-2 ნაწ.]
აღსრულების ინსტრუმენტებად განიხილება
·
მუნიციპალიტერის მიერ „საკუთარი უფლებამოსილებების“
„დამოუკიდებლად’’ და“საკუთრი პასუხისმგებლობით’’
განხორციელების პრინციპი[მე-15 მუხლის მე-2 ნაწილი]
სწორედ მე-19 მუხლში ჩამოთვლილი „ძალაუფლებებით’’ „დამოუკიდებლად’’
და „საკუთარი პასუხისმგებლობით’’ სარგებლობაში გამოიხატება.
ხ
„საკუთარი უფლებამოსილებები’’ „სრული’’ და „ექსკლუზიურია’’
·
საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-3 ნაწილის
თანახმად: „ორგანული კანონით’’ განსაზღვრული [იგულისხმება საქრთველოს
ორგანული კანონი„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’] „საკუთარი უფლებამოსილებები’’ ა)“სრული’’ და ბ)“ექსკლუზიური’’ უფლებამისილებებია’’
მუხლი 75. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები
+
3. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ორგანული კანონით განსაზღვრული „საკუთარი უფლებამოსილებები“ ‘სრული“ და „ექსკლუზიურია“.
„ექსკლუზიური უფლებამოსილების’’ პრინციპი
·
რაიმე უფლებამოსილების „ექსკლუზიურობა’’ გულისხმობს,რომ ეს უფლებამოსილება მხოლოდ „შესაბამის სუბიექტს’’
ეკუთვნის და „სხვა’’ სუბიექტს არ აქვს უფლება აღნიშნული უფლებამოსილება „პარალელურად’’
განახორციელოს[ანუ მანაც განახორციელოს იგივე უფლებამოსილება ]
·
მაგ. „ადგილობრივი მნიშვნელობის გზის მოვლა- შენახვა’’ და „“მუნიციპალური
ნარჩენების[ნაგვის] მართვა’’ ტრადიციულად „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ „საკუთარ’’
და იმავდროულად „ექსკლუზიურ’’ „უფლებამოსილებას’’
წარმოადგენს.
·
„ექსკლუზიური უფლებამოსილების’’
პრინციპი დაირღვევა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის „პარალელურად’’ ამ ფუნქციებს მთავრობა ან რომელიმე სამინისტრო განახორციელებს.
·
„ექსკლუზიური უფლებამოსილების’’
პრინციპი მაშინაც დაირღვევა,როდესაც პარლამენტი მიიღებს ისეთ კანონს,რომლითაც „აღნიშნული უფლებამოსილებები’’
ადგილობრივი თვითმმართველობის პარალელურად რომელიმე სამინისტროს განესაზღვრება
„სრული უფლებამოსილების’’ პრინციპი
·
უფლებამოსილების „სისრულე’’ გულისხმობს რაიმე „საჯარო ფუნქციის’’
განხორციელების „ყველა ეტაპზე’’ [ ასეთი ფუნქცია როგორც წესი „ეტაპობრივად“ ხორციელება . რაიმე „საჯარო ფუნქციი“ს
განხორციელების ეტაპებია : ა)დაგეგმვა,ბ)რეგულირება გ)აღსრულება დ)განხორციელება ე)მონიტორინგი
ვ)კონტროლი] უფლებამოსილი
სუბიექტის მიერ „ზემოქმედების შესაძლებლობის ქონას“.
·
„სრული უფლებამოსილების’’ ქონის
მიზანს „ეფექტიანი მართვის’’ შესაძლებლობის ქონა
წარმოადგენს.
·
„ადგილობრივ თვითმმართველობას’’ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა „საჯარო ფუნქციების’’
განხორციელებისას „ადგილობრივ პირობებთან და მოთხოვნებთან’’ ადაპტირებული „ადგილობრივი
პოლიტიკა’’ განსაზღვროს და აღასრულოს.
·
მაგ. „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ მიერ „შინაური ცხოველების მართვის უფლებამოსილება’’
– „სრულია’’,თუ „ადგილობრივი თვითმმართველობა’’ უფლებამოსილია ა)საკუთარი ნორმატიული აქტით განსაზღვროს „შინაური
ცხოველის ყოლის წესები’’, ბ)უზრუნველყოს ამ „აქტის’’ აღსრულება,გ)განახორციელოს „აქტის’’
არსრულებაზე მონიტორინგი და დ)„აქტით ‘’ დადგენილი „წესების’’ დამრღვევი-დააჯარიმოს
ხ
„მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების’’ „მოცულობა’’ და „განხორციელების წესი“ [საქრთველოს ორგანული კანონი ს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი]
მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები |
1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული „მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები“ სრული და ექსკლუზიურია. ამ კანონის შესაბამისად „მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების’’
„მოცულობა (ფარგლები)’’ და „განხორციელების წესი“ შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ [დარგობრივი] „საკანონმდებლო აქტის’’ საფუძველზე, [გარდა „იმ შემთხვევისა’’, როდესაც ეს კანონი[ანუ კოდექსი] პირდაპირ მიუთითებს „საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად’’ „საკუთარი უფლებამოსილების’’ განხორციელების „რეგულირების“ შესაძლებლობაზე.] |
ა).„მუნიციპალიტეტის „საკუთარი უფლებამოსილების’’ „მოცულობა’’ (ფარგლები)
·
ე.ი. დასაშვებია კოდექსით[მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით] „განსაზღვრული’’ მუნიციპალიტეტის
„საკუთარი უფლებამოსილებების“ „მოცულობის“
(ფარგლების ) დარგობრივი „საკანონმდებლო აქტებით ’’ „დეტალურად
რეგულირება“.
·
მაგ.“კოდექსის ‘’ მე-16 მუცლის მე-2 ნაწილის „ო’’ პუნტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის „საკუტარი
უფლებამოსილებაა’’ : „შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვასთან
დაკავშირებული საკითხების“ რეგულირება „კანონით“ დადგენილი წესით“
·
ანუ „შეკრებისა და მანიფეესტაციების საკითხების’’ რეგულირების
სფეროში „მუნიციპალიტეტის დისკრეცია’’ [საკუთარი შეხედულებისამებრ საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა] და „პასუხისმგებლობა’’ „დეტალურად ‘’ - საქართველოს კანონით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ’’ განისაზღვრება .
·
მუნიციპალიტეტის „საკუთარი უფლებამოსილებების’’ განსაზღვრის ასეთი „წესი’’ ,ერთი მხრივ, უზრუნველყოფს „მუნიციპალიტეტის
საკუთტარი უფლებამოსილებების’’ ნუსხის[ჩამონათვალის] „ორგანულ კანონში’’[ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში’’] თავმოყრას,მეორე მხრივ,
ის გამორიცხავს“მუნიციპალიტეტის „საკუთარი უფლებამოსილებების’’ „ორგანულ კანონზე ‘’ დაბალი იურიდიული ძალის მქონე
აქტებით,თუნდაც „ჩვეულებრივი კანონით’’ დადგენას
·
მაგ. დაუშვებელია,რომ “მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება’’ „მთავრობის დადგენილებით’’ ან „კანონით’’ განისაზღვროს
ბ)„მუნიციპალიტეტის „ საკუთარი უფლებამოსილების’’ „განხორციელების წესი“
·
„ორგანულ კანონ’’[ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’] დასაშვებად მიიჩნევს ორგანული კანონით „უკვე განსაზრღვრული’’ “მუნიციპალიტეტის
საკუთარი უფლებამოსილებების’’ „განხორციელების წესის’’ არა მარტო „საკანონმდებლო აქტებით’’ ,არამედ გარკვეულ
შაემთხვევებში „კანონქვემდებარე აქტებით’’ მოწესრიგებას ’’
ხ
·
„საკუთარი უფლებამოსილების’’
„მოცულობის’’ -მხოლოდ „კანონით’’ და „საკუთარი უფლებამოსილების’’ „ განხორციელების წესის’’- „კანონით’’ და „კანონქვემდებარე
აქტით’’ რეგულირების შესაძლებლობა“საჯარო
პოლიტიკის’’ ზოგიერთ სფეროში ქვეყნის მასშტაბით „ერთიანი მართვის’’ ან “მოსახლეობის
თანაბარი ხარიხის მონსახურების მიწოდების ამოცანებს ემსახურება’’
·
მაგ. კოდექსით „მუნიციპალური
ნარჩენების მართვა’’- „მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა’’[იხ. მე-16 მუხ.
მე-2 ნაწ „ზ’’]
ხოლო“მუნიციპალური ნარჩენების მართვასთან’’ დაკავშირებული
მუნიციპალიტეტის „პასუხისმგებლობების’’ კონკრეტული ნუსხა[„ნარჩენების გატანა’’,“ტერიტორიის დასუფთავება’’,“ნარჩენების
შეგროვების კონტეინერების განტავსება’’“ნარჩენების სეპარირებული შეგროვება’’ და ა.შ.]
და „ნარჩენების მართვის ‘’ „წესები’’ „დარგობრივი
კანონით’’- „ნარჩენების მართვის კოდექსით’’ რეგულირდება [იგივე შეიძლება იტქვას „სკოლამდელი აღზრდის და განათლების’’ სფეროში „მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებასთან’’
დაკავშირებით[მე-16 მუხ. მე-2 ნაწ. „ი’’],რომელიც ცალკე კანონით- „სკოლამდელი აღზრდის და
განატლების შესახებ’’ საქარტველოს კანონით და
ამ კანონის კანონქვემდებარე აქტებით რეგულირდება
·
მსგავს შემთხვევებში „ადგილობრივი თვითმმართველობა’’ მისი ე.წ. „აღმჭურველი დისკრეციით’’ სარგებლობს [იხ. განმარტება ქვემოთ]
„ადგილობრივი
თვითმმართველობის’’ „დისკრეციის’’ 3[სამი] სახე. [ანუ
„ადგილობრივი თვითმმართველობის ‘’ მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ „საკითხების“ გადაწყვეტის 3 გზა]
ა) „გამანაწილებელი’’ დისკრეცია
·
ადგილობრივი თვით მმართველობის
„გამანაწილებელი დისკრეცია’’
-„ადგილობრივი ფუნქციების’’ განხორციელებასთან დაკავშირებით
„ადგილობრივი პოლიტიკის განსაზღვრის’’ „სრულყოფილ უფლებამოსილებას’’ გულისხმობს.
მაგ. „პრიორიტეტების შერჩევა’’, „“სფეროში სავალდებულო
წესების დადგენა’’ „გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელების
მიზნების განსაზღვრა’’ „სამოქმედო გეგმების შემუშავება’’ და ა.შ.
·
„გამანაწილებელი დისკრეცია’’ „თვითმმართველ ერთეულს’’ ფართო „დისკრეციას’’
ანიჭებს, თავად განსაზღვროს ა)კონკრეტული
„მუნიციპალური მომსახურების მიმღები სუბიექტები და ბ) „მომსახურების’’ „მიწოდების წესი’’ და „პირობები’’
მაგ. „რომელ დასახლებაში
ააშენოს სპორტული მოედანი’’ ,“რა პერიოდულობით გაიტანოს ნარჩენები სოფლებიდან და ქალაქებიდან’’,“რომელ
მოწყვლად სოციალურ ჯგუფებზე ,რა რაოდენობით ან რა ფორმით განახორციელოს
სოციალური დახმარება’’ და ა.შ.
·
ამდენად,“თვითმმართველი ერთეული’’ „გამანაწილებელი დისკრეციის’’
ფარგლებში თავად განსაზღვრავს „საჯარო რესურსების’’ ხარჯვის „მიზნობრიობას’’ და „ოდენობას’’
ბ) „მარეგულირებელი ‘’ დისკრეცია
·
„მარეგულირებელი ‘ დისკრეცია’’
- „თვითმმართველი ერთეულს’’ უფლებამოსილებას ანიჭებს ზემოქმედება მოახდინოს „ადგილობრივი მოსახლეობის’’: ა)„ქცევაზე’’
,ბ)“საკუთრებაზე’’, გ)“გარემოს განვითარებაზე’’
·
მაგ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლება ’’ , „სივრცითი დაგეგმარება’’“ადგილობრივი
გადასახადების და მოსაკრებლების შემოღებისა და ოდენობის განსაზღვრის უფლება’’ , „დაჯარიმების
უფლება’’ და ა.შ.
გ) „აღმჭურველი’’
დისკრეცია
·
„აღმჭურველი დისკრეცია’’ –„ადგილობრივი პოლიტიკის’’ განხორციელების
„შეზღუდულ შესაძლებლობას’’ გულისხმობს
·
ამ შემთხვევასი „მუნიციპალური მომსახურების მიღების უფლებით აღჭურვილი
სუბიექტები’’[ფიზიკური და იურიდიული პირები] და „მომსახურების მინიმალური სტანდარტები’’
- კანონით განისაზღვრება და არა
„ადგილობრივი თვითმმართველობის შეხედულებით
·
შესაბამისად,“ადგილობრივი თვითმმართველობა’’ „საჯარო
მომსახურების’’ მიწოდებისას თუ ვალდებულების განხორციელებისას,“კანონით’’ დადგენილი „მოტხოვნების’’
აღსრულებაზეა ორიენტირებული და ს“საკუტარი პოლიტიკის’’ განსაზღვრის უფლება პრაქტიკულად
არ გააჩნია
·
მიუხედავად ამისა,“ადგილობრივ ტვიტმმარტველობას’’ რჩება კანონიტ დადგენილ „მინიმალურ სტანდარტზე’’ მეტი მოცულობის და ხარისხის „მომსახურების’’
მიწოდების უფლებამოსილება. აგრეტვე
„კანონონით განსაზღვრული ვალდებულებების’’
„შესრულების ფორმების“ არჩევის შესაძლებლობა.
·
მაგ. „კანონით’’ შეიძლება განისაზღვროს „სკოლამდელი განათლების მომსახურების მიღების
უფლების მქონე სუბიექტები’’ და ამ „მომსახურების პირობები’’,როგორიცაა:“სკოლამდელი
განატლების მიმღები პირების ასაკი’’,“საგანმანატლებლო პროგრამების შინაარსი’’,“აღმზრდელტა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’,“ბავსვების კვების კალორიები’’,“სკოლამდელი დაწესებულების
კეთილმოწყობის პირობები’’ და ა.ს.
„თვითმმართველი ერტეული’’
ვერ იტყვის უარს კანონით დადგენილი ამ ვალდებულების განხორციელებაზე,თუმცა ადგილობრივ
თვითმმართველობას „დამატებით’’ შეუძლია უზრუნველყოს“სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულებაში’’ ,როგორიცაა „გახანგრძლივებული ჯგუფების’’
ჩამოყალიბება,“ტრანსპორტიტ მომსახურება’’, „დაწესებულებაში საცურაო აუზის მოწყობა’’,“სპორტული
და მუსიკალური სექციების გახსნა ‘’ და ა. შ.
ხ
·
დაიმახსოვრე: „ადგილობრივ გარემოზე’’ დამოუკიდებელი ზემოქმედების ყველაზე
მაღალი „შესაძლებლობა „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ “გამანაწილებელ’’ და შემდეგ კი „მარეგულირებელ’’
დისკრეციაშია
ხ
როდის არის დაშვებული “საკუთარი უფლებამოსილებების მოცულობის’’ „კანონით’’ და“უფლებამოსილების განხორციელების წესის’’ „კანონით’’ და „კანონქვემდებარე აქტებით’’ -რეგულირება ?
·
“საკუთარი უფლებამოსილებების
მოცულობის’’
„კანონით’’
და“უფლებამოსილების განხორციელების წესის’’
„კანონით’’ და „კანონქვემდებარე აქტებით’’
-რეგულირება
,მხოლოდ „გამონაკლისი წესით’’ და მხოლოდ შემდეგ „შემთხვევებში’’ დაიშვება:
1) როცა კოდექსი პირდაპირ მიუთითებს“კონკრეტული საკუთარი უფლებამოსილების’’ „კანონით’’ ან „კანონქვემდებარე
აქტით’’ რეგულირების თაობაზე
2) როცა მე-16 მუხლის
მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი „მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების’’
განმსაზღვრელი ნორმები „პირდაპირ ითვალისწინებენ’’ „საკითხის’’ შესაბამისი „დარგობრივი
კანონით’’ ან ამ
კანონის “კანონქვემდებარე აქტით’’ რეგულირების შესაძლებლობას[!]
3) როცა კოდექსის მე-18
მუხლის შესაბამისად:
“ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების მიზნით’’
სახელმწიფო
ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ, „მუნიციპალიტეტის
საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში’’
შესაბამისი ნორმატიული აქტით
დაადგინონ სახელმწიფო
სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები ‘’
„საკუთარი უფლებამოსილებების’’ სახეები
·
კოდექსით განსაზღვრული მუნიციპალიტეტების „საკუთარი უფლებამოსილებები’’
ორ სახედ შეიძლება დაიყოს
1) „ექსკლუზიური’’ და „სრული’’
„საკუთარი უფლებამოსილებები’’
2) „უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის’’
საფუძველზე აღიარებული „საკუთარი უფლებამოსილებები’’
·
„ადგილობრივი თვითმმართველობის’’
„ქსკლუზიური’’ და“სრული’’ „საკუთარი უფლებამოსილებების’’ ამომწურავი ჩამონატვალი
კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განისაზღვრება
·
ხოლო „უნივერსალური იურისდიქციის პრინციპი’’ და მისგან გამომდიმარე უფლებამოსილებები
კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილილებით დგინდება[!]
„ექსკლუზიური’’ და „სრული’’
„საკუთარი უფლებამოსილებები’’
·
კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს „ექსკლუზიური’’ და „სრული’’ „საკუთარი უფლებამოსილებების’’ საკმაოდ ვრცელ ჩამონათვლს
·
მოსახერხებელი იქნება მათი „შინაარსის მიხედვით’’ დაჯგუფება[კლასიფიკაცია]
ა) „ეკონომიკის’’ ,“ტრანსპორტის’’,და „ადგილობრივი ფინანსების’’ მართვის სფეროებში არსებული უფლებამოსილებები.
ა.ა.) „ადგილობრივი ეკონომიკის’’’
მართვის სფეროებში არსებული უფლებამოსილებები.
a. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა
და განკარგვა
ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით
დადგენილი წესით [მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „ბ’’]
b. ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, [მათ შორის, წყლისა და ტყის
რესურსების და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების], მართვა კანონით
დადგენილი წესით[მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „გ’’]
c. თავისი კომპეტენციის ფარგლებში „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების
განხორციელება[მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „ქ’’]
d. გარე რეკლამის განთავსების
რეგულირება[მე-16
მუხლის მე-2 ნაწილი „ჟ’’]
e. გარე ვაჭრობის, გამოფენების,
ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება[მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „მ’’]
f. ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება[მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი
„თ’’]
g. გარე განათების უზრუნველყოფა[მე-16 მუხლის მე-2
ნაწილი „ვ’’]
ა.ბ)„ადგილობრივი
ტრანსპორტის ’’ მართვის სფეროებში არსებული
უფლებამოსილებები.
h. ადგილობრივი მნიშვნელობის
საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის
ორგანიზება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების
ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების
რეგულირება [მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „კ’’]
i. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა;
მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება [მე-16 მუხლის მე-2
ნაწილი „ლ’’]
j. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება[მე-16
მუხლის მე-2 ნაწილი „კ1’’]
k. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში არსებულ დასახლებაში ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ნორმატიული
აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა [მე-16
მუხლის მე-2 ნაწილი „კ2’’]
l. მუნიციპალიტეტში ტურიზმის
განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება[მე-16 მუხლის მე-2
ნაწილი „ტ’’]
ა.გ) „ადგილობრივი ფინანსების’’ მართვის სფეროებში არსებული უფლებამოსილებები.
m. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
პროექტის მომზადება,
განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების
შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება; საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების განკარგვა, სახაზინო ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო ტრანზაქციების წარმოება [მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „ა’’]
n. „ადგილობრივი გადასახადებისა
და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება’’ კანონით დადგენილი წესით, „მათი განაკვეთების დადგენა’’ კანონით გათვალისწინებული ზღვრული
ოდენობების ფარგლებში; „ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება
‘’[მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „დ’’]
ხ
ბ) „მუნიციპალიტეტის სვრცის დაგეგმარების’’ ,“მშენებლობის’’ და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების’’ უფლებამოსილებები
a. „მუნიციპალიტეტის სივრცის
დაგეგმარების გეგმების’’ , „გენერალური გეგმებისა’’ და „განაშენიანების გეგმების’’
/“განაშენიანების დეტალური გეგმების’’ შემუშავება და დამტკიცება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით[მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „ე’’]
ხ
b. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
„მშენებლობის ნებართვის გაცემა’’, „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განხორციელება’’, „მიწის
ნაკვეთისთვის ან/და შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭება’’,
„მიწის ნაკვეთზე „აუცილებელი გზისა’’ და „სერვიტუტის’’ დადგენა’’,
„ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე
ამ მიზნით იურიდიული პირების დაფუძნება’’ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით
დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში[მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „ნ’’]
ხ
c. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში მდებარე „გეოგრაფიული ობიექტების’’, კერძოდ,
„ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის’’, „თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის’’,
„ამა თუ იმ ზონის’’, „მიკრორაიონის’’, „წყაროს’’, „მოედნის’’, „პროსპექტის (გამზირის)’’,
„გზატკეცილის’’, „ქუჩის’’, „შესახვევის’’, „ჩიხის’’, „გასასვლელის’’, „სანაპიროს’’,
„ესპლანადის’’, „ბულვარის’’, „ხეივნის’’, „სკვერის’’, „ბაღის’’, „პარკის’’, „ტყე-პარკის’’,
„ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის’’, „სასაფლაოს’’, „პანთეონის’’, „შენობა-ნაგებობის’’,
„სატრანსპორტო სისტემის ობიექტის’’, სახელდება კანონით დადგენილი
წესით;[მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „პ’’]
გ) „განათლების სფეროში’’ უფლებამოსილებები
·
მუნიციპალიტეტის მართვაში
არსებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების’’
შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით[მე-16 მუხლის
მე-2 ნაწილი „ი’’]
·
მუნიციპალიტეტის მართვაში
არსებული „სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების“ შექმნა და მათი ფუნქციონირების
უზრუნველყოფა [მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „ი1’’]
·
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
მდებარე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების’’
ავტორიზაციის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით[მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი
„ი2’’]
დ) „კულტურის’’,“სპორტის’’,“საზოგადოებრივი წესრიგის’’,“სოციალური ზრუნვის’’
და „სოციალური პოლიტიკის’’
„ სხვა სფეროებში’’ -მუნიციპალიტეტის „საკუთარი უფლებამოსილებები’’
·
„ადგილობრივი თვითმყოფადობის“, „შემოქმედებითი საქმიანობისა“ და „კულტურული
მემკვიდრეობის’’ დაცვა
და განვითარება; „მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა’
და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება’’ „ადგილობრივი მნიშვნელობის
კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია’’; მუნიციპალიტეტის მართვაში
არსებული „ბიბლიოთეკების’’, „საკლუბო დაწესებულებების’’, „კინოთეატრების’’,
„მუზეუმების’’, „თეატრების’’, „საგამოფენო დარბაზებისა’’ და „სპორტულ-გამაჯანსაღებელი
ობიექტების’’ ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების
მშენებლობა[მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „ტ’’]
ხ
·
ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისათვის’’, „ბავშვებისა’’ და „მოხუცებისათვის’’ სათანადო ინფრასტრუქტურის
განვითარება, მათ შორის, „საჯარო თავშეყრის ადგილებისა’’ და „მუნიციპალური ტრანსპორტის’’ სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა[მე-16 მუხლის
მე-2 ნაწილი „უ’’]
ხ
·
„უსახლკაროთა’’ თავშესაფრით უზრუნველყოფა
და რეგისტრაცია[მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „ფ’’]
·
ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული „ბავშვის საჯარო სივრცეში
დაცვის’’, „საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების
წესების დაცვის’’ და „ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების
ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების’’, “ ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე
და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი
ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის’’ , „ბავშვისთვის ალკოჰოლური,
ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის,
თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების
აკრძალვის წესების დაცვის’’ მიზნით პრევენციული და შესაბამისი რეაგირების
ღონისძიებების განხორციელება. [მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „ღ’’]
ე) „გარემოს დაცვის’’,“მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის’’ უფლებამოსილებები
·
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის
შემუშავებაში მონაწილეობა’’, „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი)
ზოლის აღდგენა, გაშენება, მოვლა, დაცვა და მასზე ზედამხედველობა’’, „მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის
ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობის
უფლებით გადაცემა’’ , „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ (მინდორდაცვით)
ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების
მიღება’’, „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის
მართვის გეგმის დამტკიცება’’ [მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „ნ’’]
·
„მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის
განვითარება’’; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა
საჯარო ადგილების დასუფთავება’’, „ტერიტორიის გამწვანება’’, [მე-16 მუხლის მე-2
ნაწილი „ვ’’]
ვ) „კომუნალური მომსახურებების[სერვისების] მიწოდების უფლებამოსილებები
·
„მუნიციპალური ნარჩენების მართვა’’ [მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „ზ’’]
·
„წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების
უზრუნველყოფა’’ [მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი
„თ’’]
·
„შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა’’ და „უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების
გადაწყვეტა’’ [მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „რ’’]
·
„სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა“ [მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი
„ს’’]
ხ
·
„უფლებამოსილებათა ექსკლუზიურობა’’ გულისხმობს,რომ აქ ჩამოთვლილთაგან რომელიმე
„კონკრეტული ფუნქციის’’ განხორციელება მხოლოდ მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვმება.
·
ხოლო “უფლებამოსილების სისრულე’’ მიემართება უფლებამოსილებათა „განხორციელების პროცესს’’ და „განმახორციელებელ
სუბიექტს’’. ჩამოთვლილ „უფლებამოსილებათა
სისრულე’’ ნისნავს,რომ ეს უფლებამოსილებები „დაგეგმვიდან-აღსრულებამდე’’ მხოლოდ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობით ხორციელდება
ხ
მუნიციპალიტეტის „ზოგიერთი’’ „საკუთარი უფლებამოსილება’’ –„სავალდებულოა’’ განსახორციელებლად
·
მე-16 მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტის „საკუტარ უფლებამოსილებებს’’
კოდექსი არ ყოფს „სავალდებულო’’ და „ნებაყოფლობით’’ უფლებამოსილებებად.მიუხედავად ამისა,
„დარგობრივი კანონებით’’ [ე.ი. „საკანონმდებლო აქტებით’’]
დეტალურად გაწერილი „ზოგიერთი’’ „საკუთარი უფლებამოსილება’’- ერთმნიშვნელოვნად
მუნიციპალიტეტის განსახორციელებლად „სავალდებულო უფლებამოსილებად’’
შეიძლება ჩაითვალოს.
·
მაგ.“ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი
-„დეტალურად’’ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის
„საკუთარ უფლებამოსილებებს’’ და „პასუხისმგებლობებს’’[ვალდებულებებს] და მათი „გაბხორციელების
წესებს’’. მუნიციპალიტეტი ვერ
იტყვის უარს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებების’’ შექმნაზე და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე [ანუ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „ი’’ -თი განსზღვრულ „სავალდებულო უფლებამოსილებაზე]
·
იგივე შეიძლება ითქვას[ანუ ასევე „სავალდებულოა’’] ა) „ნარჩენების მართვის კოდექსით’’ ბ)“საქართველოს
სივრცის დაგეგმარების,არქიტექტურისა და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსით’’ გ)“ბავშვის უფლებატა კოდექსით’’ დ)“შეკრებების და მანიფესტაციების
შესახებ კანონით’’ და ა.შ. მოწესრიგებული მუნიციპალიტეტის
„საკუთარ უფლებამოსილებებზე’’
მაგ. 2023 წელს საქართველოს
უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება,რომლის
თანახმად „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქუჩის დასუფთავება’’ განიმარტა ,როგორც
„მუნიციპალიტეტის ვალდებულება’’
სასამართლოს დასკვმა
დაეფუძნა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ მე-16
მუხლის მე-2 ნაწილის „ვ’’ ქვეპუნქტს[რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს,რომ
„მუნიციპალური ნარჩენების მართვა’’ მუნიციპალიტეტის „საკუთარი უფლებამოსილებაა’’] და “ ნარჩენების მარტვის
კოდექსის’’ მე-8 მუხლის მე-4 ნაწილს [რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს,რომ
„მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება მუნიციპალიტეტის
ვალდებულებაა,თუ ტერიტორია არ არის კერძო საკუთრება’’]
ყურადღება:
·
აქვე უნდა აღინიშნოს,რომ „ექსკლუზიური’’
და „სრული’’ „საკუთარი უფლებამოსილებების’’
სახელმწიფოს მიერ „დარგობრივი კანონებით’’
„სავალდებულო უფლებამოსილებებად’’ განსზთვრა წარმოშობს „სახელმწიფოს ვალდებულებასაც’’,მუნიციპალიტეტები“სავალდებულო
უფლებამოსილების განხორციელებისათვის’’ შესაბამისი „ფინანსური რესურსებით’’ უზრუნველყოს.
·
წინააღმდეგ შემტხვევაში მუნიციპალიტეტს წარმოეშობა უფლება ,საკუტარი ინტერესები
„სასამართლოს საშუალებით ‘’ დაიცვას.მათ შორის „საკონსტიტუციო სასამართლოსთვის’’ მიმართვის
საფუძველზე.
„უნივერსალური იურისდიქციის’’ პრინციპის საფუძველზე“აღიარებული’’ მუნიციპალიტერის „საკუთარი უფლებამოსილებები’’
ა) „უნივერსალური იურისდიქციის’’ პრინციპი [მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი და კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტი]
·
„უნივერსალური იურისდიქციის’’ პრინციპი
ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’
მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით არის განსაზღვრული:
„მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს „ნებისმიერი
საკითხი“, რომლის გადაწყვეტაც ა)საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და ბ)აკრძალული არ არის კანონით.’’
ხ
·
„უნივერსალური იურისდიქციის’’ პრინციპის „უფრო ვრცელ’’ განმარტებას იძლევა საქართველოს კონსტიტუციის
75-ე მუხლის მე-2 პუნქტი
„თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია კანონმდებლობის დაცვით თავისი ინიციატივით მიიღოს
გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე,
რომელიც ა)“კანონით არ მიეკუთვნება სახელმწიფო
ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას’’ და ბ)“რომელზე
გადაწყვეტილების მიღებაც კანონით არ გამოირიცხება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებიდან’’.
ბ)მუნიციპალიტეტის მიერ „უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის’’ საფუძველზე „საჯარო ფუნქციების’’ განხორციელების
წინაპირობები
·
მუნიციპალიტეტის მიერ „უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის’’ საფუძველზე
„საჯარო ფუნქციების’’ განხორციელება შესაძლებელია
შემდეგი სამი პირობის
არსებობისას:
1) მუნიციპალიტეტის მიერ „თავისი
ინიციატივით’’ „აღიარებული უფლებამოსილება’’
არ მიეკუთვნება „სახელმწიფო ხელისუფლების’’ ან „რეგიონალური ხელისუფლების’’[ავტონომიური
რესპუბლიკის] „განსაკუტრებულ უფლებამოსილებას’’
შენიშვნა:
აქ იგულისხმება კონსტიტუციის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტიტ განსაზრვრული“საქართველოს
უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებული გამგებლობის სფეროები’’ და „აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის შესახებ საქარტველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტიტ გატვალისწინებული-„აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული უფლებამოსილებები’’
2) მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების
მიღება „თავისი
ინიციატივით’’ „ ასაღებ უფლებამოსილებაზე’’
„არ არის გამორიცხული’’ „მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებიდან’’
„უნივერსალური იურისდიქციის’’ პრინციპი არ აძლევს უფლებას მუნიციპალიტეტს“სახელმწიფო
ხელისუფლების ორგამოების’’ „პარალელურად’’[ანუ მათთან ერტად] განახორციელოს „იგივე
უფლებამოსილებებები’’
„უნივერსალური იურისდიქციის’’ პრინციპის გამოყენებისას დაცული უნდა იქნეს“ადგილობრივი თვითმმართველობის’’
და „სახელმწიფო ხელისუფლების’’ უფლებამოსილებატა გამიჯვნის კონსტიტუციური პრინციპიც.
რომელიმე „კანონით’’ კონკრეტული უფლებამოსილების’’ „სხვა ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილებად განსაზღვრა’’
ასევე გამორიცხავს ამ უფლებამოსილებას „მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებიდან’’
ამრიგად,“უფლებამოსილებების გამიჯვნის’’ პრინციპი „მუნიციპალიტეტის’’ და
„სხვა ხელისუფლების ორგანოს’’ ი“იდენტური’’
უფლებამოსილებების არსებობას გამორიცხავს
მაგ. „მუნიციპალიტეტი’’ ვერ გასცემს „პენსიას’’ ,რადგან „პენსიები’’ „სახელმწიფო
პენსიის შესახებ’’ კანონის შესაბამისად,მხოლოდ „სახელნწიფო ხელისუფლების ორგანოების’’
პასუხისმგებლობას განეკუტვნება
3) მე-3 პირობა „ფორმალურია’’ .იგი
მუნიციპალიტეტის მიერ „თავისი ინიციატივით’’
„ „ასაღები უფლებამოსილების’’’ საკრებულოს ნორმატიული
აქტით - „საკრებულოს დადგენილებით’’ „აღიარებაში’’ გამოიხატება.
„უნივერსალური იურისდიქციის’’ პრინციპის საფუძველზე მუნიციპალიტეტს შეუძლია თავად „გამოიგონოს’’
ახალი „ფუნქცია’’ და ის „საკუთარ უფლებამოსილებად’’ აღიაროს.
ამ „ახალი საჯარო ფუნქციის’’ ფორმალური
აღიარებისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
„დადგენილების’’ გამოცემის „სამარტლებრივ საფუძველსი’’ საკმარისია მიუთითოს კოდექსის და კონსტიტუციის ის მუხლი და პუნქტი ,რომელიც „უნივერსალური იურისდიქციის’’ პრინციპს განსაზღვრავს[იხ. ზემოთ ]
ხ
ყურადღება:
·
„უნივერსალური იურისდიქციის’’ პრინციპის საფუძველზე“აღიარებული’ მუნიციპალიტერის „საკუთარი უფლებამოსილებები’’ თავისი
„არსით’’- „ნებაყოფლობითი’’ უფლებამოსილებებია,რომელთა განხორციელების „ვალდებულების’’
აღიარება მუნიციპალიტეტის შეხედულებაზე [დისკრეციაზეა] დამოკიდებული.
ყურადღება:
·
უფლებამოსილებები,რომელსაც მუნიციპალიტეტი „უნივერსალური იურისდიქციის’’
პრინციპის საფუძველზე „საკუთარი ინიციატივით’’ ახორციელებს,არ წარმოადგენს „ექსკლუზიურ
უფლებამოსილებებს’’ ,რადგან პარლამენტს შეუძლია კოდექსში „ცვლილებების
ეტანის გარეშე’’ ,“ეს უფლებამოსილება’’ კანონით
„სხვა ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილებად’’
განსაზღვროს.
უფლებამოსილებების არაამომწურავი ჩამონათვალი ,რომლებიც მუნიციპალიტეტმა „უნივერსალური იურისდიქციის’’ პრინციპის საფუძველზე შეიძლება განახორციელოს [მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი]
·
კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს იმ უფლებამოსილებების “არაამომწურავ
ჩამონათვალს’’,რომელიც მუნიციპალიტეტმა „უნივერსალური იურისდიქციის’’ პრინციპის საფუძველზე შეიძლება განახორციელოს:
a. დასაქმების ხელშეწყობა,
b. სოფლის მეურნეობის (მათ შორის,
სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის) მხარდაჭერა,
c. სოციალური დახმარება
d. ჯანმრთელობის დაცვა
e. ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების
ხელშეწყობა
f. ბავშვის დაცვა და მხარდაჭერა
g. მასობრივი სპორტის ხელშეწყობა
h. გარემოს დაცვა
i. საზოგადოებრივი განათლება
j. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
ხელშეწყობა,
k. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენცია,
l. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება
m. ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოება,
n. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება
o. ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა,
p. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ინვესტიციების მოზიდვა,
q. ინოვაციური განვითარების მხარდაჭერა
r. და სხვა მ
·
გასატვალისწინებელია,რომ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილს არსებითი სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია,ის მხოლოდ განმარტებითი
დანიშნულებისაა,რომელიც მუნიციპალიტეტებს “მაგალითის სახით’’
მიუთითებს,თუ რომელ სფეროებში შეუძლიათ „უნივერსალური იურისდიქციის’’
პრინციპის საფუძველზე“საჯარო ფუნქციების’’
განხორციელება
მუნიციპალიტეტის „დელეგირებული უფლებამოსილებები’’
[მუხ. მე-17-ე]
·
მუნიციპალიტეტის „დელეგირებული უფლებამოსილებები’’ არის „ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების’’ ან „ავტონომიური
რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების’’ „უფლებამოსილებები’’ რომლებიც მუნიციპალიტეტს გადაეცა
„კანონის’’ ან „ხელშეკრულების
‘’ საფუძველზე [კოდექსის მე-15
მუხ. ნაწ. მე-3]
ხ
·
„საკუთარი უფლებამოსილებისგან’’ განსხვავებით,“დელეგირებული უფლებამოსილების’’
განხორციელებისას „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ დისკრეცია შედარებით „შეზღუდულია’’
·
კოდექსის ტანახმად“უფლებამოსილებების დელეგირებისას’’ ა) „საქართველოს საკანონმდებლო აქტით“ ან „ავტონომიური რესპუბლიკის
კანონით’’ ან
ბ)„რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით’’ განისაზღვრება ის სამინისტრო ან სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება,
რომელიც „დელეგირებული უფლებამოსილებების’’ განხორციელებას
[მუნიციპალიტეტის მიერ] „სახელმწიფო დარგობრივ
ზედამხედველობას’’ გაუწევს. [მუხ. მე-17 ნაწ. მე-2 და მე-5 ]
·
მიუხედავად იმისა,რომ“დელეგირებული უფლებამოსილება’’ „სხვა ხელისუფლების
ორგანოების უფლებამოსილებად’’ მიიჩნევა ,მუნიციპალიტეტს უნდა შეუნარჩუნდეს „გარკვეული
თავისუფლება’’,რომ „დელეგირებული უფლებამოსილების’’ განხორციელებისას თავისი „გადაწყვეტილებების’’ „ადგილობრივ გარემოსა
და პირობებტამ’’ ადაპტირება შეძლოს.
·
წინააღმდე შემთხვევაში „უფლებამოსილების დელეგირების ‘’ მიზანი[მე-17 მუხ.
1-ლი ნაწ] –„ადგილობრივ პირობებტან შესაბამისი ეფექტური მართვის განხორციელება’’ -მიუღწეველი
დარჩება.
·
სწორედ ამიტომ მე-17 მუხლის მე-4 ნაწილი პირდაპირ მიუთითებს,რომ :“ მუნიციპალიტეტი
უფლებამოსილია დელეგირებული უფლებამოსილებები საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ ფარგლებში ადგილობრივ პირობებთან „მისადაგებით’’
განახორციელოს.’’
ხ
·
კოდექსის მე-15 მუხლის მე-3 მაწილი „უფლებამოსილების დელეგირების’’ ორ
ფორმას განსაზღვრავს: ა)“კანონით’’ და ბ)“ხელშეკრულებით’’
დელეგირებას
·
„კანონით’’ დელეგირებისას,როგორც წესი,“სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების’’
უფლებამოსილებების ქვეყნის „ყველა’’ მუნიციპალტეტებისთვის გადაცემა ხდება.[თუმცა არის
გამონაკლისი შემთხვევებიც ,როცა“უფლებამოსილებების გადაცემა’’ „ერთ მუნიციპალიტეტზე
‘’ ხდება]
·
მაგ.“თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ’’ საქართველოს
კანონით“დაცული ტერიტორიის მართვის’’ სფეროში
უფლებამოსილებები დელეგირებულია მხოლოდ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტზე’’.
ხ
სფეროები,რომლებშიც მუნიციპალიტეტებს „დელეგირებული აქვთ უფლებამოსილებები’’ სხვადასხვა „დარგობრივი კანონების’’ და „ხელსეკრულებების’’ საფუძველზე
·
მუნიციპალიტეტებს „დელეგირებული’’ აქვთ „სახელმწიფო ორგანოების’’ უფლებამოსილებები შემდეგ სფეროებში შემდეგი „დარგობრივი კანონებით’’
:
ა)საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზუნველყოფის სფეროში
a. „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ’’
საქართველოს კანონით
b. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
შესახებ’’ საქართველოს კანონით
c. „კურორტებისა და საკურორტო ადგილების
სანიტარული დაცვის ზონების შესახებ’’ საქართველოს კანონით
ბ)სამოქალაქო უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში
a. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ’’
საქართველოს კანონით
b. თავდაცვის კოდექსით
c. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის
დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის სესახებ’’ საქართველოს კანონით
d. „მობილიზაციის შესახებ’’ საქართველოს
კანონით
გ)გარემოს დაცვის საკითხების მართვის სფეროში
a. „ცხოველთა სამყაროს შესახებ’’
საქართველოს კანონით
b. „წყლის რესურსების მართვის შესახებ’’
საქართველოს კანონით
c. „ტანისა და ტეძმის დაცული ტერიტორიების
შექმნისა და მართვის შესახებ’’ საქართველოს კანონით
d. „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის
შექმნისა და მართვის შესახებ’’ საქართველოს კანონით
e. ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის
სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ’’ საქართველოს
კანონით
f. „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა
და მართვის შესახებ’’ საქართველოს კანონით
g. „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა
და მართვის შესახებ’’ საქართველოს კანონით
h. „თშეთის,ბაწარა-ბაბანეურის,ლაგოდეხის
და ვაშლოვამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დ)მიწის რეგისტრაციის სფეროში
a. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური
და სპორადული რეგისტრაციის წესის და საკადასტრო მონაცენების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს
კანონით
b. „ფიზიკური და კერძო სამართლის
იურიდიული პირების მფლობელობაში [სარგებლობაში]
არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუტთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს
კანონით
ე) „იურიდიული ფაქტების’’ დადგენის და“სხვადასხვა სამოქალაქო
აქტის’’ გამოცემის სფეროში
a. „საქარტველოს მოქალაქეობის შესახებ’’
საქარტველოს ორგანული კანონით
b. „უცხოელტა და მოქალაქეობის არმქონე
პირტა სამარტლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონით
c. „სამოქალაქო აქტების შესახებ’’
საქართველოს კანონით
ე) სოციალური საკითხების მართვის სფეროში
a. „ბავშვის უფლებათა’’ კოდექსით
b. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირთა უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონით
c. „სოციალური მუშაობის შესახე’’
საქართველოს კანონით
d. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ’’ საქართველოს კანონით
e. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა
და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით
ხ
ყურადღება:
·
„ხელშეკრულების’’ საფუძველზე „უფლებამოსილებების დელეგირება’’ უფრო მოქნილი
მექანიზმია[ ვიდრე „კანონის’’ საფუძველზე „დელეგირება’’ ]
·
„ხელშეკრულება’’ გამოიყენება,როდესაც „ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების’’ ან „ავტონომიური
რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების’’ „უფლებამოსილებები’’’ მხოლოდ „რამდენიმე’’ მუნიციპალიტეტს გადაეცემა ან „გადაცემული უფლებამოსილებების
მოცულობები ‘’ მუნოციპალიტეტების მიხედვით განსხვავებულია.
ხ
·
„ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების’’ ან „ავტონომიური
რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების’’ „უფლებამოსილებების’
„ხელშეკრულებიტ’’ „დელეგირების’’ შესასახებ საქრტველოს მთავრობა ან ავტონომიური
რესპუბლიკის მტავრობა იღებს.
·
„ხელშეკრულება’’ იდება მუნიციპალიტეტსა
და „შესაბამის სამინისტროს’’ შორის
·
„დელეგირების ხელშეკრულებას’’ ხელს
აწერს მუნიციპალიტეტის „მერი’’.
·
„დელეგირების ხელშეკრულებას’’“სრული შემადგენლობის უმრავლესობით’’
ამტკიცებს -მუნიციპალიტეტის „საკრებულო’’
·
„ხელშეკრულებით’’ მუნიციპალიტეტებისთვის „უფლებამოსილებების დელეგირების
მაგალითს „ზოგადი განათლების’’ სფერო წარმოადგენს
მაგ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის № 27 განკარგულებით «საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს’’ „ხელშეკრულების’’ საფუძველზე მუნიციპალიტეტებისტვის
[გარდა თბილისსა და აჭარის ავტონონიურ რესპუბლიკაში არსებული მუნიციპალიტეტებისა] „დელეგირებული’’ აქვს“საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების
მიზნით საქონლის,მომსახურების და სამუშაოების შესყიდვისა და მოსწავლეთა ტრანსპორტით გადაყვანის ‘’ უზრუნველყოფის „უფლებამოსილება’’
Комментарии
Отправить комментарий