სუბსიდიარობის კონცეფცია
სუბსიდიარობის კონცეფცია
·
„სუბსიდიარობა’’-ლათინურად „დახმარებას’’ ,“ხელშეწყობას’’ ნიშნავს
·
ტერმინს წარსულში „სამხედრო’’ შინაარსი ჰქონდა.ძველად ის აღნიშნავდა „თადარიგში
მყოფ სამხედრო დანაყოფს’’,რომელიც ბრძოლაში მხოლოდ „საჭიროების შემთხვევაში’’ ერთვებოდა
·
ხ
·
„სუბსიდიარობის პრინციპის’’ კონცეფციაც „სახელმწიფო ხელისუფლებას’’ „თადარიგში
მყოფ ქვედანაყოფდ’’ განიხილავს,რომელიც საქმეში მხოლოდ მაშინ ერთვება,როდესაც „საზოგადოება
’’ „საზოგადოებების გაერთიანებები’’ ან“ტერიტოტიული ერთეულები’’ მათ წინაშე არსებულ
გამოწვევებთან დამოუკიდებლად გამკლავებას ვერ ახერხებენ.
·
„საზოგადოება’’-„სოციალური ჯგუფებისგან’’ შედგება[ მაგ.“საზოგადოების’’
შემადგენელი „სოციალური ჯგუფებია ’’ : ა)“ოჯახები’’,ბ)“პროფესიული გაერთიანებები’’ გ)“რელიგიური
გაერთიანებები’’ დ)სოფელები ე)თემები და სხვა]
·
ეს „სოციალური ჯგუფები „პიროვნებას’’[ინდივიდს] და „სახელმწიფოს’’ შორის
„შუალედური დამაკავშირებელი რგოლები ‘’ არიან
·
ეს „სოციალური ჯგუფები’’ „პიროვნების’’[როგორც „სოციალური არსების’’] „თვიტრეალიზაციის საშუალებას’’
წარმოადგენენ და მისი[„პიროვნების’’] „თავისუფლების’’ „აუცილებელ პირობებს ‘’ ქმნიან
·
„სახელმწიფოს’’ კი ამ მრავალფეროვანი „სოციალური ჯგუფების’’ შემაკავშირებელი
ფუნქცია აკისრია.
ხ
„სუბსიდიარობის პრინციპის’’
არსი
·
„სუბსიდიარობის პრინციპის’’ თანახმად,“საჯარო ხელისუფლება’’ არ უნდა ჩაერიოს
იმ საკიტხების გადაწყვეტაში,რაც „უფრო დაბალ დონეზე’’ უშუალოდ ინდივიდასა და“სხვადასხვა’’ „სოციალური
ჯგუფების’’ მონაწილეობით შეიძლება მოგვარდეს.
·
„სუბსიდიარობის პრინციპის’’ თანახმად „საზოგადოებრივ ცხოვრებაში’’ „სახელმწიფოს
ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის გამართლებული,თუ
„საზოგადოების’’[„სოციალური ჯგუფის’’] წევრები
ან „საზოგადოებათა გაერთიანებები’’[„სოციალურ
ჯგუფთა’’ გაერთიანებები] „საკუტარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას’’ დამოუკიდებლად-ვერ უზრუნველყოფენ[!]
·
ამდენად,“სუბსიდიარობის’’ საფუძველი „თავისუფლება’’ და „თავისუფალი ადამიანია’’
,რაც „სუბსიდიარობის პრინციპს’’ – „დემოკრატიულ’’ პრინციპად აქცევს.
·
ხ
·
„სუბსიდიარობის’’ კონცეფცია-„ზემდგომი ხელისუფლების’’ „ქვემდგომიხელისუფლების
’’ „თავისუფლებაში’’ ჩარევის „შეზღუდვაში’’ გამოიხატება
·
„სუბსიდიარობა’’“ზემდგომი ხელისუფლების ’’ ,“ქვემდგომი ხელისუფლების’’
„თავისუფლებაში’’ ჩარევის „შესაძლებლობას’’ უშვებს,მაგრამ“ზემდგომის ჩარევის უფლება’’
,მხოლოდ „ქვემდგომი ხელისუფლების ‘’ უუნარობის
შემტხვევაში წარმოიშობა
·
„სუბსიდიარობა’’ არამხოლოდ“ზემდგომი ხელისუფლების’’ ჩარევის[ინტერვენციის]
შეზღუდვაა ,არამედ ის ამავე დროს „ზემდგომის’’ “მოქმედების ვალდებულებაცაა’’,როცა
„ქვემდგომს’’ „დახმარება’’ ესაჭიროება’’
ხ
„ტერიტორიული სუბსიდიარობა’’
·
„სუბსიდიარობის კონცეფციას’’ აქვს ორი განზომილება: ა)“ტერიტორიულ სუბსიდიარობა’’ და ბ)“ფუნქციონალური
სუბსიდიარობა’’
·
„ფუნციონალური[ჰორიზონტალური] სუბსიდიარობა’’ აქცენტს „ინდივიდის’’ და სხვადასხვა მცირე „სოციალური ჯგუფის’’[„მცირე
საზოგადოებრივი გაერტიანების’’] – „ავტონომიურობაზე’’ აკეთებს და“დემოკრტატიული მმარტველობის’’
და“პიროვნების თავისუფლების დაცვის’’ იდეებს ეფუძნება.
·
„ტერიტორიული სუბსიდიარობის’’ თანახმად, რაიმე
“საჯარო ფუნქცია’’ „ადგილობრივ მოსახლეობასთან ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მყოფი საჯარო
ხელისუფლების’’ უფლებამოსილებად
განიხილება
·
შესაბამისად,„ტერიტორიული სუბსიდიარობის’’ კონცეფცია „საჯარო-საზოგადოებრივი
საქმეების გადაწყვეტისას“სხვადასხვა დონის ტერიტორიული ხელისუფლების’’ მოქქმედების
შემდეგ თანმიმდევრობას ითვალისწინებს:
სოფელი-თემი-ქლაქი-
რაიონი-რეგიონი- სახელმწიფო.
·
„ტერიტორიული სუბსიდიარობა’’- „სუბსიდიარობის
პრინციპს’’ „დეცენტრალიზების სასარგებლოდ
მოქმედ’’ პრინციპად აქცევს.[რომლის თანახმად „“გადაწყვეტილების
მიღება და პრობლემების მოგვარება ,მათი „წარმოშობის ადგილიდან’’ „ყველაზე ახლოს უნდა
მოხდეს’’.რაც ამ პრობლემების „უფრო სწრაფად’’
და „სწორად’’ მოგვარების უპირატესობას იძლევა]
·
სახელმწიფოს ვერტიკალურ სტრუქტურაში „მოსახლეობასთან
ყველაზე ახლოს’’ კი „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ორგანოები
იმყოფებიან
ხ
·
დაიმახსოვრე : მუნიციპალურ სამართალში „სუბსიდიარობის
პრინციპში’’ სწორედ „ტერიტორიული სუბსიდიარობა’’ იგულისხმება.
„სუბსიდიარობის პრინციპი’’
საქართველოს კონსტიტუციაში
·
„სუბსიდიარობის პრინციპი’’ პირდაპირ არის ასახული საქართველოს კოსტიტუციაში.
·
კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:
მუხლი 7. ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები
4. საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულების „უფლებამოსილებათა გამიჯვნა’’ ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს.
სახელმწიფო უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობას ორგანული კანონით განსაზღვრულ თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებებთან.
ხ
საქართველოს
ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარტველობის კოდექსი’’ მე-7 მუხლის 11-ქვეპუნტის თანახმად:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების გარანტიები
1. სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობა ემყარება ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს.
11. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს.
·
აქ გამოყენებული ტერმინი- „უფლებამოსილებათა
გამიჯვნა’’ ,სრულად არ გამოხატავს „სუბსიდიარობის კონცეფციას’’
·
„სუბსიდიარობის პრინციპის’’ არსი მდგომარეობს არა სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულების „უფლებამოსილებათა გამიჯვნა’’ -ში არამედ „ქვემდგომი ტერიტორიული ერთეულებისთვის
უფლებამოსილებათა გადაცემაში’’ , „უფლებამოსილებათა გადანაწილებაში’’ „ზემდგომ’’ და
„ქვემდგომ’’ „ტერიტორიულ ხელისუფლებებს’’ შორის[ზეპირად]
Комментарии
Отправить комментарий