„ადგილობრივი თვითმმართველობის’’[ავტონომიის] -კონცეფცია
სარჩევი:
1.ტერმინების „ადგილობრივი თვითმმართველობა’’ და „თვითმმართველი ერთეული’’ -განმარტება
მე-18 -19 საუკუნეების კონცეფციები „ადგილობრივი თვითმმართ ველობის’’ შესახებ
ა) „თავისუფალი თემის’’ კონცეფცია[ სავინი,მილი,პრუდონი,კატანეო და სხვები]
ბ) თვიმმართველობის „სახელმწიფო’’ კონცეფცია[შტაინი,გნეისტი]
გ) „თანდაყოლილი საშინაო წესის’’ კონცეფცია [ტომას ქოული]
ე) „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ შესახებ „კორპორაციული ‘’ თეორია
2.“ადგილობრივი თვითმმართველობის’’ შესახებ თანამედროვე კონცეფციების მიმოხილვა
3. „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ცნება და მახასიათებელი ძირითადი’’ ნიშნები[ელემენტები]
3.1“ადგილობრივი თვითმმართველობის’’ არსებობის პირობები
3.2. „აადგილობრივი თვითმმართველობის’’ -ცნება
4. რატომ არის „ღირებული’’[მნიშვნელოვანი] „ადგილობრივი თვითმმართველობა’’ ?
5.“ადგილობრივი თვიტმმართველობის’’ სამართლებრივი სტატუსი
6.“თვითმმართველი ერთეულის’’ სამართლებრივი სტატუსი
7.“ადგილობრივი თვითმმართველობა’’ „ადამიანის ძირითადი უფლებაა’’ ?
9.როგორ შევაფასოთ „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ –„მოცულობა’’ ?
10.“ადგილობრივი თვითმმართველობის’’კონცეფცია-„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიაში
11. „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ სტატუსი -საქარტველოს კანონმდებლობის შესაბამისად
ა)“ადგილობრივი თვითმმართველობა’’ და „თვითმმართველი ერთეული’’ საქართველოს კონსტიტუციაში
ბ)“ადგილობრივი თვითმმართველობის’’ კონცეფცია „საქართველოს სკონსტიტუციო სასამართლოს“ მიხედვით
დ)“თვითმმართველი ერთეულის’’ ცნება - „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის’’ კოდექსის მიხედვით.
„მუნიციპალიტეტები’’- ა)“თვითმართველი ქალაქები’’ და ბ)“თვითმმართველი თემები’’
ა)“მუნიციპალიტეტის სახელწოდება’’ და ბ)“მუნიციპალიტეტის სიმბოლოები’’
„მუნიციპალიტეტეტების რეესტრი’’ [კოდექსი მუხ.მე-14]
კონცეფცია (ლათ. conceptio —გაგება, სისტემა) — რაიმე საგნის, მოვლენის, პროცესის გაგების, განმარტების გარკვეული წესი, ან ძირითადი თვალსაზრისი, რაიმე საგნის, მოვლენის, პროცესის სისტემატური ანალიზის სახელმძღვანელო იდეა. [ტერმინ „კონცეფციას’’ ხმარობენ აგრეთვე ადამიანთა ძირითადი ჩანაფიქრის, კონსტრუქციული პრინციპის აღსანიშნავად ხელოვნებაში, ტექნიკასა და სხვა დარგებში.- ეს მე-2 ამჟამად არ გვჭიდება ]
1.ტერმინების „ადგილობრივი თვითმმართველობა’’ და „თვითმმართველი ერთეული’’ -განმარტება
·
„ადგილობრივი
თვითმმართველობის’’ კონცეფციაზე ხშირად გვხვდება ტერმინები : „ადგილობრივი თვითმმართველობა’’ და „თვითმმართველი ერთეული’’ ,ანიტომ საჭიროა მათი განმარტება .
·
„ადგილობრივი თვითმმართველობა’’ - „ადგილობრივ ხელისუფლებას’’[ადგილობრივ მმართველობას] ნიშნავს
·
„თვითმმართველი ერთეული’’ - აღნიშნავს
ა) „ტერიტორიას’’ და ბ)
ამ „ტერიტორიაზე’’ მცხოვრებ თემს,რომელსაც მინიჭებული აქვს „ადგილობრივი თვითმმართველობის’’
უფლება[ანუ უფლება ყავდეს „ადგილობრივი ხელისუფლება’’ [ „თვითმმართველი ერთეულის ‘’ სინონიმია- „ადგილობრივი
ავტონომია’’]. “თვითმმართველ ერთეულს’’ გააჩნია
„საჯარო იურიდიული პირის’[სიპ] -იურიდიული სტატუსი .“თვითმმართველი ერთეულები’’ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული
სახელწოდებებით მოიხსენება: „მუნიციპალიტეტი’’[მაგ.საქართველოში],“კომუნა’’,“გმინა’’,“პოვიატი’’
და ა. შ.
ხ
·
ქვემოთ განხილულია“ადგილობრივი თვიტმმარტველობის’’ სხვადასხვა კონცეფცია
·
ეს კონცეფციები“ადგილობრივი თვიტმმარტველობის’’ არსის გასაგებად მნიშვნელოვან
ინფორმაციას იძლევიან
·
პასუხობენ კიტხვებს: „რას წარმოადგენს
„ადგილობრივი თვითმმართველობა’’ ? „რა ნიშნებით
ხასიათდება „ადგილობრივი თვითმმართველობა’’? „რა ადგილი უკავია „ადგილობრივ თვითმმართველობას’’
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში’’ ?
მე-18 -19 საუკუნეების კონცეფციები „ადგილობრივი თვითმმართ ველობის’’ შესახებ
ა) „თავისუფალი თემის’’ კონცეფცია[ სავინი,მილი,პრუდონი,კატანეო და სხვები]
·
ეს კონცეფცია“ადგილობრივი თვითმმართველობის’’ უფლებას „ადგილობრივი ტემების’’
„ფუნდამენტურ’’ უფლებად განიხილავდა და“ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ავტონომიაში
„სახელმწიფო ჩარევის’’ „შეზღუდვის’’ საკიტხს
აყენებდა.
·
კონცეფცია ეფუძნებოდა „რწმენას’’,რომ „ადგილობრივი ხელისუფლება’’
წარმოადგენდა „სოციალური ორგანიზაციის’’-„ბუნებრივ’’ ფორმას,რომელიც „სახელმწიფოს ჩარევის გარეშე’’-„ბუნებრივად’’
განვითარდა
·
„თავისუფალი თემების’’ კონცეფცია ქმნიდა იდეოლოგიურ საფუძველს „სახელმწიფო ხელისუფლების შეუზღუდავი
ძალაუფლების’’ გარკვეულ ფარგლებში მოსაქცევად
·
„თავისუფალი თემების’’ კონცეფცია „ადამიანის უფლებების და თავისუფლებების’’ „დაცვის’’
ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა
ბ) თვიმმართველობის „სახელმწიფო’’ კონცეფცია[შტაინი,გნეისტი]
·
თვითმმართველობის „სახელმწიფო’’ კონცეფცია- არ ეფუძნებოდა „თავისუფალი თემის’’ იდეას
·
„თვითმმართველობას’’ -„საჯარო ხელისუფლების’’
„ნაწილად’’
განიხილავდა,თუმცა „ადგილობრივი საკითხების’’ „ადგილობრივი მოსახლეობის’’ მიერ არჩეული „წარმომადგენლების’’ საშუალებით გადაწყვეტას „მართვის’’ ეფექტურ ფორმად მიიჩნევდა.
·
თვითმმართველობის „სახელმწიფო’’
კონცეფციის - მიმდევართა შეხედულებით
ა)„ადგილობრივი თვითმმართველობა’’-„საჯარო მმართველობის’’
„ტერიტორიული ორგანიზაციის’’ ფორმაა ბ)“ადგილობრივი
მმართველობის’’ ყველა უფლებამოსილების „წყარო’’ –„სახელმწიფო ხელისუფლებაა’’ გ)“ადგილობრივი
თვითმმართველობა’’ „მართვის შედეგებით უშუალოდ დაინტერესებული „ადგილობრივი მოსახლეობის
მიერ’’ ხორციელდება.
·
თვითმმართველობის „სახელმწიფო’’
კონცეფციის - მიმდევართა აზრით ა) შეუძლებელია ადგილობრივ
და სახელმწიფო „საქმეთა’’ ზუსტი გამიჯვნა ბ) „საჯარო საკითხების’’ გადაწყვეტით
დაინტერესებულია როგორც „ცენტრალური ხელისუფლება’’,ისე ადგილობრივი მოსახლეობა.მიუხედავად
ამისა, მკაცრ იერარქიულ კონტროლს დაქვემდებარებული „ადგილობრივი ხელისუფლება’’ უუნაროა,ვინაიდან
ის მოკლებულია „ინიციატივას’’ და „დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას’’ გ)“ადგილობრივი მმართველობა’’ უნდა
ხორციელდებოდეს „ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების მიერ’’,რომლებიც პასუხს
აგებენ „ადგილობრივი მოსახლეობის’’ წინაშე
გ) „თანდაყოლილი საშინაო წესის’’ კონცეფცია [ტომას
ქოული]
·
„თანდაყოლილი საშინაო წესის’’
კონცეფცია აშშ-ში
მისურის,მიჩიგანის,ინდიანას და სხვაშტატების სასამარტლო პრაქტიკის საფუძველზე ჩამოყალიბდა
·
კონცეფციას განვიტარებას საფუძველი მიჩიგანის შტატის მოსამათლის ქოულის
გადაწყვეტილებამ შეუქმნა.
·
მან ასეტი კიტხვა დასვა: „არის თუ არა“ადგილობრივი
თვითმმართველობა’’ უბრალო პრივილეგია,რომელსაც საკუთარი დისკრეციით “ცენტრალური ხელისუფლება’’ განსაზღვრავს და,შესაბამისად
ნებისმიერ დროს ამ პრივილეგიის ჩამორთმევა შეუძლია
?’’
·
ამ კითხვაზე ქოული ასეთ პასუხს სცემს:“ადგილობრივი თვითმმართველობა’’
–„აბსოლუტური უფლებაა’’ და „სახელმწიფოს მასში
ჩარევის უფლება-არ აქვს’’]
·
„თანდაყოლილი საშინაო წესის’’
კონცეფცია -„ადგილობრივი
თემის’’ უფლებას, „დამოუკიდებლად გადაწყვიტოს’’ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები,
„ადგილობრივი თემის’’- „ბუნებით უფლებად’’ აღიარებდა.
·
„თანდაყოლილი საშინაო წესის’’
კონცეფციის თანახმად: “თვითმმართველობის უფლება’’
„ადგილობრივი თემის’’ –„განუყოფელი’’ უფლებაა,რომელიც მას კანონმდებლობით,“შექმნისთანავე’’
გადაეცემა .[ეს კონცეფცია „ნაწილობრივ იზიარებს’’ და „ახლოს დგას’’ –„თავისუფალი თემის’’ კონცეფციასთან]
დ)“დილონის წესი’’
·
კიდევ ერთი კონცეფცია აიოვას შტატის მოსამარტლის ჯონ დილონის სახელს უკავშირდება
და „დილონის წესის’’ სახელით არის ცნობილი
·
„დილონის წესი’’ – „ადგილობრივ თვითმმარტველობას’’ შტატის „ქმნილებად’’
განიხილავს
·
ამიტომ, შტატს“ადგილობრივი თვითმმართველობის’’ „ორგანიზაციის’’ და „რეგულირების’’
–„შეუზრუდავი უფლება’’ აქვს.
·
„დილონის წესი’’ ახლოს დგას „თვითმმართველობის კონცეფციასთან
ე) „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ შესახებ „კორპორაციული ‘’ თეორია
·
გერმანელი მეცნიერი ოტო ვონ გიკე „ადგილობრივ თემებს’’ –„ირიდიულ პირად’’
,კერძოდ, „ტერიტორიულ კორპორაციად’’ განიხილავდა,ხოლო „სხელმწიფოს’’ სხვადასხვა „ტერიტორიული
კორპორაციების’’ –„ასოციაციად’’
·
„ადგილობრივი თემი’’ სახელმწიფოს „აღმასრულებელი ხელისუფლების’’ ნაწილს
არ წარმოადგენდა და ის „კორპორაციის წევრების’’-„ადგილობრივი მოსახლეობის’’
- საერთო ინტერესებს განოხატავდა,მათ განხორციელებას ემსახურებოდა.
·
„ადგილობრივი თვითმმართველობის’’ შესახებ „კორპორაციული ‘’ თეორია-
ერთ-ერთი პირველი იყო ,სადაც „თვითმმართველი ერთეული’’- „იურიდიულ პირად’’ იქნა ჩათვლილი.
ხ
„ადგილობრივი თვითმმართველობის ‘’ შესახებ აქ მოყვანილმა
კონცეფციებმა საფუძველი შეუქმნეს“ადგილობრივი თვითმმარტველობის’’ შესახებ „თანამედროვე’’[დღევანდელ ] კონცეფციებს .
2.“ადგილობრივი თვითმმართველობის’’ შესახებ თანამედროვე კონცეფციების მიმოხილვა
[წასაკითხად
სახელმძღვანელოს 89-96-ე გვერდები]
3. „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ცნება და მახასიათებელი ძირითადი’’ ნიშნები[ელემენტები]
3.1“ადგილობრივი თვითმმართველობის’’ არსებობის პირობები
·
„ადგილობრივი თვითმმართველობა’’ წარმოადგენს კანონით აღიარებულ და გარანტირებულ „ადგილობრივი
ხელისუფლების’’ ინსტიტუტს.
ხ
·
„ადგილობრივი თვითმმართველობა’’ - ა) „სამი „მატერიალური პირობის’’ და ბ) სამი“თავისუფლების’’ „არსებობის’’ ‘შედეგია’’[!]
·
„ადგილობრივი თვითმმართველობის’’ „არსებობის’’ სამ „მატერიალური პირობას’’
წარმოადგენს:
1) „ტერიტორია’’
2) „ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა’’
3) „ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები’’
·
„ადგილობრივი თვითმმართველობის’’ სამი „თავისუფლება’’ კი არის :
1) „ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ფორმირების
შესაძლებლობა’’
2) „საკუთარი უფლებამოსილებების
არსებობა’’
3) „თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა’’[
ე.ი. შესაბამისი ადმინისტრაციულ-ფინანსური რესურსების არსებობა]
ხ
3.2.
„აადგილობრივი თვითმმართველობის’’ -ცნება
„ადგილობრივი
თვითმმართველობა’’ არის: ა) კანონით არიარებული და გარანტირებული ადგილობრივი
საჯარო ხელისუფლების ინსტიტუტი ბ) რომელიც „განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში’’ გ)“ადგილობრივი
მოსახლეობის მიერ არჩეული ორგანოების[საკრებულო,მერი] საშუალებით ხორციელდება ეს არჩეული
ორგანოები აღჭურვილნი არიან დ)„საკუთარი უფლებამოსილებებით’’ და ე)“საკუტარი ადმინისტრაციულ-
-ფინანსური შესაძლებლობებით’’,რათა „ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების’’ და“ადგილობრივი
პირობების’’ შესაბამისად ,“დამოუკიდებლად’’
და „საკუტარი პასუხისმგებლობით’’ გადაწყვიტონ
„ადგილობრივი საზოგადოებრივი საქმეების’’ -მნიშვნელოვანი ნაწილი [!] [ ცნება- საზეპიროდ]
3.3.
„ადგილობრივი თვითმმართველობის’’ მახასიათებელი ძირითადი’’ ნიშნები[
ანუ „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ცნების ელემენტები]
ა) „ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება
კონკრეტული ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არჩეული ორგანოების
მიერ’’
·
„კონკრეტული ტერიტორიის ფარგლებში
ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არჩეული ორგანოებში’’ იგულისხმება „პირდაპირი წესით’’ არჩეული „წარმომადგენლობითი
ორგანო’’[მუნიციპალიტეტის საკრებულო]
·
„დანიშვნის’’ შემთხვევაში „ადგილობრივი ორგანოები’’
იქმნებიან არა „ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლობითი ორგანოები’’ ,არამედ “ზემდგომი ხელისუფლების ტერიტორიული ორგამოები’’
·
„ადგილობრივი თვითმმართველობის’’ -„ზემდგომი ხელისუფლებისგან’’ დამოუკიდებლობის „მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს’’- მისი[ანუ „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების’’] „არჩევითობა’’ წარმოადგენს.
·
სწორედ,“ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ფორმირების „დამოუკიდებელი წესი’’ [არჩევითი წესი] გამოჰყოფს მას „ზემდგომი ტერიტორიული ხელისუფლების’’[იგულისხმება ცენტრალური,რეგიონალური
ხელისუფლების ორგანოები ] ადმინისტრაციული იერარქიიდან
ბ)
„ადგილობრივი თვითმმარტველობის’’ ორგანოებს გააჩნიათ „საკუთარი უფლებამოსილებები’’ და „საკუთარი ადმინისტრაციულ-ფინანსური
შესაძლებლობა’’
·
„საკუტარი უფლებამოსილებების’’ არსებობა „ადგილობრივი საჯარო საქმეების’’
„დამოუკიდებლად მართვის’’ უფლებამოსილების არსებობაში გამოიხატება
·
თუ „ადგილობრივი ხელისუფლება’’ რაიმე უფლებამოსილებას არ ფლობს,მაშინ ეს უფლებამოსილება „არ არსებობს’’
·
თუ „ადგილობრივ ხელისუფლებას’’ საკუთარი სტრუქტურა არ აქვს,ვერ ფუნქციონირებს
·
ხოლო თუ „ადგილობრივ ხელისუფლებას’’ „საკუთარი ფინანსები’’ არ გააჩნია
,მაშინ მისი“მართვიტი შესაძლებლობები’’ „შეზღ
უდულია’’ ან ის „საერთოდ ვერ ფუნქციონირებს’’
·
„ადგილობრივი თვითმმართველობა’’
„ფიქციად’’ იქცევა,ტუ მას“აგილობრივ გარემოზე და ადგილობრივი მოსახლეობის კეტილდღეობაზე
არსებიტი ზეგავლენის შესაძლებლობები არ გააჩნია’’
·
შესაბამისად,“ადგილობრივი თვითმმარტველობა’’ პასუხისმგებელი უნდა იყოს
„ადგილობრივი საზოგადოებრივი საქმეების’’ მნიშვნელოვან
ნაწილზე[არა ყველაზე],რომელიც „ადგილობრივ მოსახლეობას’’ უშუალოდ ეხება.
გ) „ადგილობრივი თვითმმართველობა’’ „ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების“ და „ადგილობრივი
პირობების’’ შესაბამისად „მართვაში’’ გამოიხატება
·
„ადგილობრივი ხელისუფლება’’ არის „ადგილობრივი’’,რადგან ის მოქმედებს
„ადგილობრივ დონეზე’’ პასუხისმგებელია „ადგილობრივი მოსახლეობის’’ წინაშე და ვალდებულია“ადგილობრივი მნიშვნელობის საკიტხები’’
„ადგილობრივი მოსახლეობის იმტერესების’’ და „ადგილობრივი პირობების’’ შესაბამისად გადაწყვიტოს.
დ)“ადგილობრივი თვითმმართველობა’’ მოქმედებს
„საკუთარი პასუხისმგებლობით’’ და „ზემდგომი ხელისუფლებისგან’’ დამოუკიდებლად
·
„ადგილობრივი თვითმმართველობა’’
საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას პასუხისმგებელია საკუთარი „ამომრჩევლების’’
წინაშე
·
ასეტი მიდგომა „იერარქიულ დაქვემდებარებას’’ და საკუთარი პასუხისმგებლობის
გადანაწილებას „ზემდგომ ორგანოებზე ’’ -გამორიცხავს.
·
„ადგილობრივი თვითმმარტველობა’’[ანუ „ადგილობრივი ავტონომია’’] არსებობს
იქ,სადაც“ადგილობრივ ხელისუფლებას’’ „საკუთარი უფლებამოსილებები’’ და მათი „დამოუკიდებლად
განხორციელების’’ შესაძლებლობები გააჩნია.
·
„თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ’’
„დამოუკიდებლად საქმიანობის უფლება’’ დაკარგა,შეიძლება იტქვას,რომ მან „ადგილობრივი
თვითმმართველობის’’ უფლებაც დაკარგა
4.
რატომ არის „ღირებული’’[მნიშვნელოვანი] „ადგილობრივი თვითმმართველობა’’ ?
[წაიკითხე
სახელმძღვანელოს 98-101 გვერდები]
5.“ადგილობრივი თვიტმმართველობის’’ სამართლებრივი სტატუსი
[დასაწერია]
6.“თვითმმართველი ერთეულის’’ სამართლებრივი სტატუსი
[დასაწერია]
7.“ადგილობრივი თვითმმართველობა’’ „ადამიანის ძირითადი უფლებაა’’ ?
[წაიკითხე
სახელმძღვანელო 107-109-ე გვერდები]
8.
„ადგილობრივი თვითმმართველობის’’ საკიტხების სამართლებრივი რეგულირების თავისებურებები რეგიონული და ფედერაციული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის სახელმწიფოებში.
[წაიკითხე
სახელმძღვანელო 109-110-ე გვერდები]
9.როგორ შევაფასოთ „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ –„მოცულობა’’ ?
[წაიკითხე
სახელმძღვანელო 110-116-ე გვერდები]
10.“ადგილობრივი თვითმმართველობის’’კონცეფცია-„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიაში
[წაიკითხე
სახელმძღვანელო 116-124-ე გვერდები]
11.
„ადგილობრივი თვითმმართველობის’’ სტატუსი -საქარტველოს კანონმდებლობის შესაბამისად
ა)“ადგილობრივი თვითმმართველობა’’ და „თვითმმართველი ერთეული’’ საქართველოს კონსტიტუციაში
·
„ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ინსტიტუტი საქართველოში კონსტიტუციით არის აღიარებული
·
კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:“საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.’’
მუხლი 7. ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები
4. საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს. სახელმწიფო უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობას ორგანული კანონით განსაზღვრულ თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებებთან
·
მსგავსი შინაარსი გააჩნია კონსტიტუციის 74-ე მუხლის 1-ელ პუნქტსაც:
„ საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით“.
მუხლი 74. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საზღვრები, სამართლებრივი საფუძვლები
+
1. საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით. წარმომადგენლობითი ორგანო აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. აღმასრულებელი ორგანოები აღასრულებენ წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებებს და ანგარიშვალდებული არიან მათ წინაშე.
·
„თვითმმართველ ერთეულს’’ კი კონსტიტუციის 74-რ მუხლის მე-2 პუნქტი“ადგილონრივ თვითმმართველობასთან’’
მისი კავშირის განუმარტავად ცალკე მოიხსენებს:
„თვითმმართველი ერთეული არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.''
მუხლი 74. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საზღვრები, სამართლებრივი საფუძვლები
+
2. თვითმმართველი ერთეული არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის შექმნის, გაუქმების ან მისი საზღვრების შეცვლის თაობაზე შესაბამის თვითმმართველ ერთეულებთან კონსულტაციით მთავრობის წარდგინებით იღებს პარლამენტი.
ხ
ბ)“ადგილობრივი თვითმმართველობის’’ კონცეფცია „საქართველოს სკონსტიტუციო
სასამართლოს“ მიხედვით
·
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო’’ „ადგილობრივ
თვითმმართველობას’’,როგრც „კონსტიტუციით განსაზღვრულ
საჯარო ხელისუფლების ინსტიტუტს’’ ისე მოიხსენებს და „ადგილობრივი თვიტმმართველობის არჩეულ ორგანოებზე
,მოქალაქეთა წვდომის შესაძლებლობაზე ‘’ საუბრობს
·
„ადგილობრივი თვითმმართველობა’’ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
’’ მიერ
„დემოკრატიის’’,“სახალხო სუვერენიტეტის’’ და“ხელისუფლების
დანაწილების’’-პრინციპების „დაცვის’’
კონტექსტში განიხილება.
·
„ადგილობრივი თვითმმართველობის
ინსტიტუტის გაძლიერება და დაცვა არის შეუცვლელი წვლილი დემოკრატიის განვიტარებაში’’-მიაჩნია „საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს’’
·
„საქარტველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა,რომკანონმდებელმა მხედველობაში მიიღოს
“ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ორგანოების
ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები,რათა არ დაირღვეს“დემოკრატიის’’,“სახალხო
სუვერენიტეტის’’,და „ხელისუფლების დანაწილების’’ პრინციპები’’--მიაჩნია „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს’’
·
„სახალხო სუვერენიტეტის იდეა ემსახურება რა ხალხის „ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობის უზრუნვველყოფას’’ და ,შედედეგად „პირდაპირი’’,უშუალო
დემოკრატიის რეალიზაციას,ის ყველა დონეზეუნდა განხორციელდეს.ბუნებრივია,ეს ასევე გულისხმობს
მოქალაქეთა „ადგილობრივ ხელისუფლებაზე’’ ამ გზით ხელმისაწვდომობასაც... „ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები’’ და მათზე“მოქალაქეთა
რეალური წვდომა’’ – „დემოკრატიული სახელმწიფოს
ფუნდამენტია’’-აცხადებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ხ
·
თუმცა „საკონსტიტუციო სასამართლოს’’ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში „ადგილობრივი
თვითმმართველობა’’ ,როგორც „მოქალაქეთა უფლება’’
,ისე მოიხსენება. კერძოდ: “მოქალაქეთა
უფლება „ადგილობრივ თვითმმართველობაზე’’ საქარტველოს კონსტიტუციიტ ‘’ აღიარებული
„სახალხო სუვერენიტეტის’’ მნიშვნელოვანი გამოვლინებაა.დასახელებული კონსტიტუციური დებულება
საფუძველს უდებს“ადგილობრივი თვითმმართველობის’’ განხორციელებას მოქალაქეთა მიერ და
ქმნის ადგილობრივ თვითმმართველობაში’’ ხალხის მონაწილეობის გარანტიას’’ -ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში.
გ)“ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ცნება - „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის’’ კოდექსის მიხედვით.
·
საქართველოს ორგანული კანონის“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’
მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად : ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა „უფლება’’ და „შესაძლებლობა’’ ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში,
ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.[ ეს „ადგილობრივი თვითმმართველობის“
კანონისმიერი დეფინიცია ზეპირად]
მუხლი 2.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება
1. ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების’’ მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
ხ
·
კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად :
„ადგილობრივი თვითმმართველობა’’ ხორციელდება ორგანული კანონით დადგენილი წესით.’’
·
„ორგანულ კანონში’’ იგულისხმება
საქართველოს ორგანული კანონი“ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი’’[5 თებერვალი 2014 წ]
მუხლი 74. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საზღვრები, სამართლებრივი საფუძვლები
+
3. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ორგანული კანონით დადგენილი წესით.
ხ
დ)“თვითმმართველი ერთეულის’’ ცნება - „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის’’ კოდექსის მიხედვით.
·
საქართველოს ორგანული კანონის“ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი’’ მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის
თანახმად:
a.
„თვითმმართველი
ერთეული’’ არის -მუნიციპალიტეტი
b. მუნიციპალიტეტი არის
ან ა)დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული
საზღვრები, ან ბ) დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი
თემი), რომელსაც აქვს 1) ადმინისტრაციული საზღვრები და 2)ადმინისტრაციული ცენტრი.
c. მუნიციპალიტეტს გააჩნია
ა)არჩევითი
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები
(შემდგომ − მუნიციპალიტეტის ორგანოები), ბ)ჰყავს
რეგისტრირებული მოსახლეობა და გ)აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები.
d. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[სსიპ-ია
]
[ეს „თვითმმართველი
ერთეულის’’ კანონისმიერი დეფინიცია ზეპირად]
მუხლი 2.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება
2. თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ − მუნიციპალიტეტის ორგანოები), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
ხ
„მუნიციპალიტეტები’’- ა)“თვითმართველი ქალაქები’’ და ბ)“თვითმმართველი თემები’’
·
საქართველოს ორგანული
კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-3 მუხლი „მუნიციპალიტეტის’’
ორ სახეს განსაზღვრავს: ა)“თვითმმართველ ქალაქს’’ და ბ) „თვითმმართველ თემს’’
ხ
·
„თვითმმართველი ქალაქი’’ –
„თვითმმართველი
ქალაქი“ არის -„ქალაქის კატეგორიის[ტიპის] დასახლება’’ , რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი’’ შესაბამისად „მინიჭებული აქვს’’ ან „მიენიჭება“ „მუნიციპალიტეტის“ სტატუსი.
ხ
·
„თვითმმართველი თემი’’ - „თვითმმართველი თემი’’ არის „რამდენიმე დასახლების’’ „ერთობლიობა’’[ანუ რამდენიმე
ქალაქის,სოფელის,დაბის -„ერთობლიობა’’ ], რომელსაც აქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი’შესაბამისად „მინიჭებული აქვს“ ან „მიენიჭება“
მუნიციპალიტეტის სტატუსი
·
„თვითმმართველი თემის’’ ერთ-ერთი დასახლება ასრულებს ამ „მუნიციპალიტეტის’’ „ადმინისტრაციული ცენტრის’’ ფუნქციას
მუხლი 3. მუნიციპალიტეტები − თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი
1. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში − თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემში.
2. თვითმმართველი ქალაქი არის ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი.
3. თვითმმართველი თემი არის რამდენიმე დასახლების ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი.
ხ
დაიმახსოვრე:
·
საქართველოში სულ 69 „მუნიციპალიტეტია’’
·
აქედან ხუთი „მუნიციპალიტეტი’’:
„ერედვი’’,“ქურთა’’,“თიღვი’’,“ახალგორი’’-[ცხინვალის რეგიონი] და „აჟარა’’[აფხაზეთშია] რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული
ტერიტორიებიდან „დევნილ მუნიციპალიტეტებს’’ წარმოადგენენ
·
69 მუნიციპალიტეტიდან 5 მუნიციპალიტეტი
[„თბილისი’’,“რუსთავი’’,“ბათუმი’’,“ქუტაისი’’ და „ფოთი’’]-„თვითმმართველი ქალაქია’’,ხოლო
დანარჩენი -„თვითმმართველი თემი’’
ხ
ა)“მუნიციპალიტეტის სახელწოდება’’ და ბ)“მუნიციპალიტეტის სიმბოლოები’’
·
„მუნიციპალიტეტებს’’ გააჩნიათ
მათი ტერიტორიული იდენტობის გამომხატველი სიმბოლური ნიშნები,კერძოდ : ა)“მუნიციპალიტეტის სახელწოდება’’ და ბ)“მუნიციპალიტეტის სიმბოლოები’’
·
კოდექსის შესაბამისად,“თვითმმართველი თემის’’ სახელწოდება
შედგება „თვითმმართველი თემის სახელწოდებისა’’
და „თვითმმართველი ერთეულის ზოგადი დასახელებისაგან--„მუნიციპალიტეტი’’ [მაგ. „მცხეთის მუნიციპალიტეტი’’]
·
ხოლო „თვითმმართველი ქალაქის’’ სრული სახელწოდება
შედგება, ა)დასახლების კატეგორიის დასახელებისაგან- „ქალაქი’’ ბ)“ქალაქის სახელწოდებისაგან’’
და გ)„თვითმმართველი ერთეულის ზოგადი დასახელებისაგან--„მუნიციპალიტეტი’’[მაგ. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი’’ ]
ხ
·
მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური
იდენტობის გამომხატველია „მუნიციპალიტეტის გერბი’’,“მუნიციპალიტეტის დროშა’’ და სხვა
სიმბოლოები[მაგ. „ჰიმნი’’]
·
მუნიციპალიტეტის გერბს, დროშას
და სხვა სიმბოლოებს, მათი გამოსახვის ფორმებს და მათ აღწერილობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − „საქართველოს
სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტთან’’ წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე და მისი თანხმობით
ადგენს „მუნიციპალიტეტის საკრებულო’’
·
სავალდებულოა „მუნიციპალიტეტის სიმბოლოების’’
სახელმწიფო რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
ხ
„მუნიციპალიტეტეტების რეესტრი’’ [კოდექსი მუხ.მე-14]
·
აქრთველოს „მუნიციპალიტეტების’’ შესახებ
მონაცემების ერთად აღნუსხვის მიზით შექმნილია „მუნიციპალიტეტების რეესტრი’’
·
„მუმიციპალიტეტების რეესტრში ‘’ შესულია
შემდეგი სარეგისტრაციო მონაცემები
ა) „მუნიციპალიტეტის’’
დასახელება;
ბ) „თვითმმართველ
თემში“ შემავალი „დასახლებების“ დასახელებები (თითოეული დასახლების კატეგორიის მითითებით);
გ) „თვითმმართველი
თემის’’ „ადმინისტრაციული ცენტრის’’ დასახელება;
დ) მუნიციპალიტეტის
„გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი’’ და „რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო ‘’
ე) მუნიციპალიტეტის
„ადმინისტრაციული საზღვრები’’ და „სქემატური რუკა’’
·
სარეგისტრაციო მონაცემების
მიხედვით მუნიციპალიტეტის რეგისტრაციას
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული
წესის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი
− საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
Комментарии
Отправить комментарий