ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ [1-ლი -მე-4 მუხლები]

 

 

სარჩევი:

ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ [1-ლი -მე-4 მუხლები] 1

ქარტიის სტრუქტურა დახელმომწერი სახელმწიფოს’’  ვალდებულების ფარგლები. 3

ქარტიის’’ დამატებითი ოქმი. 5

საქრთველოს მიერ რატიფიცირებულიქარტიის’’ პუნქტები დადათქმები’’ 6

ქარტიის’’ სავალდებულო ძალა. 6

 

 

ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ [1-ლი -მე-4 მუხლები]

სტრასბურგი, 15.X.1985

[„ქარტია’’ საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 აპრილიდან

„ქარტია’’ რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 26.10.2004 წლის N 515 – IIს დადგენილებით ]

 

პრეამბულა

ქვემორე ხელმომწერი ევროპის საბჭოს’’ წევრი სახელმწიფოები :[შენიშვნა :“ევროპის საბჭო’’ წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას ,რომელიც 1949 წელს დაფუძნდა.მისი ერთ-ერთი მიზანია „დემოკრატიის იდეების გავრცელება’’ და „ევროპის ერთიანობის უზრუნველყოფა’’.“ევროპის საბჭო’’ აერთიანებს 46 ქვეყანას  იხ. www.coe.in  ]

 

 ითავლისწინებენ რა, რომ ევროპის საბჭოს’’ მიზანს წარმოადგენს მის წევრებს შორის უფრო დიდი ერთიანობის მიღწევა’’  - იმ იდეალებისა და პრინციპების დაცვის მიზნით, რომლებიც წარმოადგენენ მათ საერთო მემკვიდრეობას’’;

ითვალისწინებენ რა, რომ ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს მმართველობის’’ სფეროში ხელშეკრულებების’’ დადება;

ითვალისწინებენ რა, რომ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები’’ წარმოადგენენ ნებისმიერი დემოკრატიული რეჟიმის’’ ერთ-ერთ ძირითად საფუძველს;

ითვალისწინებენ რა, რომ მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში’’ წარმოადგენს ერთ-ერთ დემოკრატიულ პრინციპს’’, რომელიც საერთოა’’ ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსათვის .ითვალისწინებენ რა, რომ სწორედ ადგილობრივ დონეზე’’ შეიძლება ყველაზე ეფექტურად ამ უფლების პირდაპირი რეალიზაცია;

 დარწმუნდნენ რა იმაში, რომ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების’’ არსებობას, [რომლებსაც გააჩნიათ რეალური პასუხისმგებლობა’’], შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული“ - მმართველობა;

აცნობიერებენ რა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის   დაცვა და გაძლიერება სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში წარმოადგენს მნიშვნელოვან წვლილს ა)„დემოკრატიისა და ბ)„ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პრინციპებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობისათვის;

ამტკიცებენ რა, რომ ეს გულისხმობს ხელისუფლების ისეთი ადგილობრივი ორგანოების’’ არსებობას, რომლებიც ა)“უფლებამოსილნი არიან’’ გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე, დემოკრატიული გზით შექმნილი ორგანოების მიერ, და ბ) რომლებსაც გააჩნიათ ფართო ავტონომია’’  ა)მათი კომპეტენციის, ბ) ამ კომპეტენციის განხორციელებისა და გ)ამისათვის აუცილებელი სახსრების- მხრივ,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

 

მუხლი 1

მხარეები იღებენ ვალდებულებას, მიიჩნიონ თავი ვალდებულად ქვემოთ მოცემული მუხლებით ამ ქარტიის მე-12 მუხლით დადგენილი წესითა და ზომით.

                                                ნაწილი I

მუხლი 2 -ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური და სამართლებრივი საფუძველი

ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპი აღიარებული იქნება შიდა კანონმდებლობით’’ და შესაძლებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციით.

 

მუხლი 3 -ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცია

 

1. ადგილობრივი თვითმმართველობა’’ ნიშნავს:  ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებასა’’ და შესაძლებლობას’’, კანონის ფარგლებში’’ მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი’’   მათი[ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების] პასუხისმგებლობითა’’ და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.[„ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ცნება ქარტიის მიხედვით - ზეპირად]

 2. ამ უფლების’’ განხორციელება ხდება საბჭოების’’ ან ასამბლეების’’ მიერ, რომლებიც შედგებიან ა)პირდაპირი,ბ) თანაბარი და გ)თანასწორი ხმის მიცემის საფუძველზე დ) ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან და რომლებთანაც შეიძლება არსებობდნენ მათ წინაშე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ორგანოები.

ეს დებულება არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს მოქალაქეთა მონაწილეობაზე’’ ასემბლეებში, რეფერენდუმებში და ნებისმიერი სახის პირდაპირ მონაწილეობაზე იქ, სადაც ეს კანონით ნებადართულია.

 

 მუხლი 4 – ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის სფერო

 

1. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების  ძირითადი უფლებამოსილებანი’’ და პასუხისმგებლობა’’ განისაზღვრება კონსტიტუციით ან კანონით.

ამასთან, ეს დებულება ხელს არ შეუშლის კანონის შესაბამისად ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის დამატებითი’’ უფლებამოსილებებისა და დამატებითი’’ მოვალეობების მინიჭებას სპეციალური მიზნებით.

 2. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს,  კანონის ფარგლებში აქვთ სრული თავისუფლება განახორციელონ თავიანთი ინიციატივა ნებისმიერი საკითხის მიმართ, ა)„რომელიც არ გამოირიცხება მათი კომპეტენციიდან ან ბ)„რომელიც მინიჭებული არა აქვს ხელისუფლების რომელიმე სხვა ორგანოს.

3. როგორც წესი, სახელმწიფო უფლებამოვალეობების  განხორციელება ხდება ხელისუფლების იმ ორგანოს მიერ, რომელიც ყველაზე ახლოს არის მოქალაქეებთან. [სუბსიდიარობის პრინციპი]

მოვალეობების გადანაწილება’’   სხვა ორგანოსათვის’’ უნდა მოხდეს  შესაბამისი ამოცანების ა)„მოცულობისა’’ და ბუნების, ასევე გ)„ეკონომიისა’’ და ეფექტურობის მოთხოვნების -გათვალისწინებით.

4. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის  მინიჭებული უფლებამოსილება, როგორც წესი, იქნება სრული და ექსკლუზიური.

ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის  მინიჭებული უფლებამოსილება,  არ შეიძლება იქნას შეზღუდული სხვა ცენტრალური ან რეგიონალური ორგანოს მიერ, კანონით განსაზღვრული შემთხვევების გარდა.

 5. ცენტრალური ან რეგიონალური ორგანოების მიერ  უფლებამოსილებათა დელეგირების შემთხვევაში, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ენიჭებათ, [რამდენადაც ეს შესაძლებელია], თავისუფლება- მოახდინონ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება ადგილობრივ პირობებთა მისადაგებით’’

. 6. რამდენადაც ეს შესაძლებელია, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს უნდა გაეწიოთ კონსულტაციები სათანადო დროს და შესაბამისი გზებით  ყველა იმ საკითხის დაგეგმვსა ‘’დამათზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლებიც მათ პირდაპირ ეხებათ.

[შენიშვნა : „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია’’ მოცემულია სახელმძღვანელოს ბოლოს იხ. „დანართი 1’’]

ქარტიის სტრუქტურა დახელმომწერი სახელმწიფოს’’  ვალდებულების ფარგლები

 

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია’’ [შემდგომში „ქარტია’’] „ევროპის საბჭოს’’ მიერ შემუშავებული „მრავალმხრივი’’ „საერტაშორისო ხელშეკრულებაა’’

·        „ქარტია’’ „ევროპის საბჭოს’’ წევრი ქვეყნებისათვის „ხელმოსაწერად’’ 1985 წლის 15 ოქტომბერს „გაიხსნა’’

·        ის დღეს „ევროპის საბჭოს’’ წევრი ყველა სახელმწიფოს მიერ -„რატიფიცირებულია’’

·        „ქარტიის’’ ტექსტი შედგენილია ორ ენაზე: ინგლისურსა და ფრანგულზე.

·        „ქარტია’’ შედგება: პრეამბულის,სამი „ნაწილის’’ და 18 „მუხლისგან’’

·        პირველი ნაწილი’’[მე-2 -მე-12 მუხლები] განსაზღვრავს: ა)„ადგილობრივი თვითმმართველობის  პრინციპებს’’ და ბ)„ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების წესებს’’

·        „მე-2 ნაწილი’’[მე-12-მე-14 მუხლები] არეგულირებს „ქრტიის რატიფიცირების საკითხებს’’

·        მე-3 ნაწილი[მე-15-მე-18 მუხლები] „ქარტიის ხელმოწერის’’,“რატიფიცირების’’ და“დენონსაციის’’ „წესებს’’ ეძღვნება.

·        ქარტიის’’ 1-ლი მუხლის და მე12 მუხლის 1-ლი ნაწილის  თანახმად, „ქარტიის’’ „ხელმომწერი სახელმწიფო’’ ვალდებულია „ქარტიის პირველ ნაწილში[მე-2 მე-14 მუხლები] შემავალი მუხლების 31 პუნქტიდან აღიაროს მინიმუმ 20 პუნქტის მოქმედება [ამ“ხელმომწერ სახელმწიფოში]

·        ამასთან,აღნიშნული 20 პუნქტიდან არანალებ 10 უნდა შეირჩეს შემდეგი სავალდებულო პუნქტებიდან:

a.      მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი[ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური და სამართლებრივი საფუძველ]

b.      მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტი[ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცი]

c.      მე-4 მუხლის1-ლი,მე-2 და მე-4 პუნქტები[ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლები]

d.     მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი[ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ადმინისტრაციული საზღვრების დაცვ]

e.      მე--7 მუხლის 1-ლი პუნქტი [პირობები, რომელთა მიხედვითაც ხდება უფლებამოსილებათა განხორცილება ადგილობრივ დონეზ]

f.       მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი[ადმინისტრაციული ზედამხედველობა ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა საქმიანობაზ]

g.      მე-9 მუხლის 1-ლი,მე-2 და მე-3 პუნქტები[ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ფინანსური სახსრებ]

h.     მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი[ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლება გაერთიანებაზე]

i.       მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი[ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი დაცვა]

·        თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს აცნობებს იმ პუნქტებს, რომელთა შერჩევაც მოხდება [მუხ. მე-12 ნაწ. მე-2]

·        ქარტიის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „ქარტიასთან’’ მიერთების შემდეგ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს აღიაროს ის „პუნქტები’’,რომლებსაც ის თავდაპირველად არ მიერთებია

 

ნებისმიერ მხარეს[ნებისმიერ ხელმომწერ სახელმწიფოს] , მოგვიანებით ნებისმიერ დროს, შეუძლია შეატყობინოს ევროპის საბჭოდ გენერალურ მდივანს, რომ იგი თვს მიიჩნევს ვალდებულად ამ ქარტიის ნებისმიერი პუნქტით, რომელიც მანამდე არ იქნა მიღბული მე-12  მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებების შესაბამისად.

შემდგომში აღებული ამგვარი ვალდებულებები განიხილება, როგორც მხარის[ქარტიის ხელმომწერი სახელმწიფოს]  მიერ რატიფიკაციის, მიღების ან მოწონების’’  შემადგენელი ნაწილი და ძლაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს  სამთვიანი ვადის ამოწურვას გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან.[ იხ. მუხ. მე-12 ნაწ. მე-3]

 

·        ქარტიის მე-13 მუხლის თანახმად:

 

„ქარტიაში განსაზღვრული თვითმმართველობის პრინციპები გამოიყენება თითოეული მხარის[ხელმომწერი სახელმწიფოს]  ტერიტორიაზე არსებული „ყველა კატეგორიის’’ „თვითმმართველბის ორგანოების’’ მიმართ.

 

 ამასთნ, ქრტიის თითოეულ ხელმომწერ სახელმწიფოს] ქარტიის  „სარატიფიკაციო’’, „მიღების“ ან „დამტკიცების’’ სიგელის „ევროპის საბჭოს’’ გენერალურ მდივანთან შესანახად ჩაბარების დროს შეუძლია განსაზღვროს ის „ადგილობრივი“ ან „რეგიონალური“ ორგანოები, რომლებითაც იგი აპირებს შეზღუდოს ევროპული ქარტიის გამოყენების სფერო“ ან  „რომლებსაც იგი გამორიცხავს ევროპული ქარტიის  გამოყენების სფეროდან’’

 

 

ქარტიის’’ დამატებითი ოქმი

 

·        „ქრტიას’’ გააჩნია ერთი „დამატებითი’’ ოქმი,რომელსაც ჰქვია - „ადგილობრივი ხელისუფლების საქნიანობასი მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის’’  -დამატებითი ოქმი’’[ ე.წ. „უტრეხტის პროტოკოლი’’,შემდგომში-მოკლედ „დამატებითი ოქმი’’]

·        „ქარტიის’’ „დამატებითი  ოქმი’’ 2009 წელს შემუშავდა

·        შესრულებულია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე[ ქართული ოფიციალური თარგმანი ,იხ. სახელმძღვანელოს დანართი 6]

·        „დამატებითი ოქმი’’ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისთვის ხელმოსაწერად 2012 წელს გაიხსნა.

·        „დამატებითი ოქმის’’ „ძირითად ‘’ მიზანს წარმოადგენს “ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ‘„მოქალაქეთა მონაწილეობის’’ „ძირითადი პრინციპების’’ და „პროცედურების’’[„მონაწილეობის წესის] განსაზღვრა.[ამ საკითხებს უშუალოდ „ქარტიაში’’ სატანადო ყურადღება არ ექცევა].

·        „დამატებითი ოქმი ‘’ შედგება : პრეამბულისაგან და 7 მუხლისაგან

·        “ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ‘ „მოქალაქეთა მონაწილეობის’’ საკითხს  ეხება მხოლოდ პრეამბულა და მე-2 მუხლი , დანარჩენი მუხლები „დამატებით ოქმთან’’ მიერთების „პროცედურას’’ არეგულირებს.

 

 

საქრთველოს მიერ რატიფიცირებულიქარტიის’’ პუნქტები დადათქმები’’

 

·        საქრთველომ „ევროპული ქრტიის’’ „რატიფიცირება’’ 2004 წლის 26 ოქტომბერს მოახდინა

·        ხოლო“დამატებითი ოქმის’’ რატიფიცირება 2019 წლის 29 მაისს

·       

·        აღსანიშნავია ,რომ ქარტიის „პირველი ნაწილის’’ 31 პუნქტიდან საქართველომ მხოლოდ 24 პუნქტის „სავალდებულო ძალა’’ აღიარა და არ მიუერთდა „ქარტიის’’  პირველი ნაწილის 7 პუნქტს,ესენია:

a.      მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი[ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლები]

b.      მე-5 მუხლი [ადმინისტრაციული საზღვრების დაცვა]

c.      მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი[პირობები,რომელთა შესაბამისად ხდება ადგილობრივ დონეზე პასუხისმგებლობატა განხორციელება]

d.     მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი[ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური რესურსები]

e.      მე-10 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები[ადგილობრივი ხელისუფლებების უფლება გაერტიანებაზე]

·        „ქარტიის’’ რატიფიცირებისას საქართველომ გააკეთა დათქმა,რომ აფხაზეთის „ავტონომიურ რესპუბლიკასა’’ და“ცხინვალის რეგიონში’’ საქარტველოს იურისდიქციის „სრულად აღდგენამდე’’ აღნიშნულ ტერიტორიებზე „ქარტიის შესრულების ვალდებულებაზე’’ ის იხსნის-„პასუხისმგებლობას’’

·        „ქარტიის’’ რატიფიცირებისას საქრტველოს არ გაუკეთებია დაზუსტება,თუ რომელ „ტერიტორიულ ერტეულზე’’ „ვრცელდება’’ ან „არ ვრცელდება’’ „ევროპული ქარტიის’’ მოქმედება.[მუხ. მე-13]. შესაბამისად, „ქარტიის’’ მოქმედება ავტომატურად უნდა ვრცელდებოდეს „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზეც’’

 

 

ქარტიის’’ სავალდებულო ძალა

 

·        „საერტაშორისო ხელშეკრულებები’’ საქარტველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია

·        „ქარტია’ „საერტაშორისო ხელსეკრულებაა’’ მას საქარტველოს ნორმატიული აქტების იერარქიაში „კონსტიტუციის’’ და „კონსტიტუციური შეტანხმების’’ შემდეგ „უმაღლესი იურიდიული ძალა’’ გააჩნია

·       

·        „საერტაშორისო სამარტალში’’ ერთმანეთისგან განასხვავებენ „საერთაშორისო ხელშეკრულების’’  ე.წ. „თვითშემსრულებელ’’ და „არათვითშემსრულებელ’’ ნორმებს

·        „საერთაშორისო ხელშეკრულების’’ ნორმა „თვითშემსრულებელია’’,როდესაც ის „საკმარისად კონკრეტულად და სრულყოფილად’’ არის ჩამოყალიბებული.

·        „საერთაშორისო ხელშეკრულების’’ „თვითშემსრულებელი’’ ნორმა შეიძლება “პირდაპირ იქნეს გამოყენებული’’   ქარტიის ხელმომწერი სახელმწიფოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტისას

·        „საერთაშორისო ხელშეკრულების’’ „არათვითშემსრულებელი’’ ნორმა კი ჩამოყალიბებულია „ზოგადად და არასრულყოფილად’’

·        ასეთ ნორმებს ქარტიის ხელმომწერი სახელმწიფოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანო „პირდაპირ’’ -ვერ გამოიყენებს,თუ განვიტარებული არ არის შესაბამისი „დამაზუსტებელი’’ „შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა’’

·        „საერთაშორისო ხელშეკრულების’’ ნორმა-„არათვითშემსრულებელია’’ თუ „თვითშემსრულებელი’’  ამ საკითხს წყვეტს ხელმომწერი სახელმწიფოს სასამართლო სისტემა.

·        საქართლოს კამონის“საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის  თანახმად :

 

ოფიციალურად გამოქვეყნებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც ადგენენ კონკრეტული ხასიათის უფლებებსა და მოვალეობებს და არ საჭიროებენ დამაზუსტებელი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიღებას, საქართველოში მოქმედებენ უშუალო’’

 

·        ამდენად“ქრტიის’’ შემთხვევაშიც შეიძლება სასამარტლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „პირდაპირ  იქნეს გამოყენებული ‘’  ევროპული ქრტიის ის ნორმები,რომლებიც :“ ადგენენ  კონკრეტული ხასიათის უფლებებსა და მოვალეობებს და არ საჭიროებენ დამაზუსტებელი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიღებას’’

·        ქრტიის ნორმები უკვე შეფასებულია და მიჩნეულია რომ: „თვითშესრულებად’’ ნორმებად უნდა ჩაითვალოს ქარტიის:

a.      მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი[იხ.ზემოთ]

b.      მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი[იხ. ზემოტ]

c.      მე-5 მუხლის პუნქტები

d.     მე-6 მუხლის პუნქტები

e.      მე-7 მუხლის1-ლი და მე-3 პუნქტები

f.       მე-8 მუხლის პუნქტები

g.      მე-10 მუხლის პუნქტები

h.     მმე-11 მუხლის პუნქტები

·        ასევე მიიჩნევა,რომ პარლამენტის საკანონმდებლო ჩარევის გარეშე “თვითშესრულებას’’ ექვემდებარება [ანუ სასამარტლოს  ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირდაპირ გამოყენებას ექვენდებარება] ქარტიის:

a.      მე-4 მუხლის მე-2 ,მე-3 და მე-4 პუნქტები[იხ.ზემოთ]

b.      მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის 1-ლი წინადადება

c.      მ-9 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის „ზოგიერთი წინადადება’’[მაგ.“საკუთარი ფინანსური რესურსების’’ თავისუფლად განკარგვის უფლება’’]

·        „ქარტიის’’ ე.წ. „არათვითშემსრულებელი’’ ნორმა შეიძლება იყოს: მაგ. „ქარტიის’’ ა) მე-5 მუხლის მე-2 წინადადება ან   ბ)  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება.

 

მაგ. „ქარტიის’’ მე-5 მუხლისმე-2 წინადადება  ამბობს.რომ  „ცვლილებების შეტანა’’ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსადმინისტრაციულ საზღვრებში ‘’ შესაძლებელია „ადგილობრივი რეფერენდუმის ჩატარების’’ საშუალებით :

 

 

მუხლი 5 – ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ადმინისტრაციული საზღვრების დაცვა’’

 

„ცვლილებები ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ადმინისტრაციულ საზღვრებში არ იქნება შეტანილი შესაბამის ადგილობრივ ორგანოსთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, შესაძლებლობის შემთხვევაში, რეფერენდუმის ჩატარების საშუალებით იქ, სადაც კანონით ეს ნებადართულია.’’

                   

·        მაგრამ თუ ქრტიის „ხელმომწერი ქვეყნის’’ ეროვნული კანონმდებლობა „არ ითვალისწინებს’’   „ადდილობრივი რეფერენდუმის ‘’ ინსტიტუტს, ქარტიის მე-5 მუხლის ბოლო წინადადებიტ გატვალისწინებული „პროცედურა’’[რეფერენდუმის გზიტ „თვითმმარტველი ერტეულის’’ „ადმინისტაციული საზღვრის’’ ცვლილება] ვერ განხორციელდება.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები