პარტნიორთა უფლება-მოვალეობები კს-ში

 

  

სარჩევი:

პარტნიორთა უფლება-მოვალეობები კს-ში -ზოგადი მიმოხილვა: 1

კომანდიტის უფლებრივი მდგომარეობა. 2

კომინდატი პარტნიორისარქონებრივი უფლებები’’ 3

)“კონტროლისა’’ დაინფორმაციაზე წვდომის’’ უფლება. 3

) „ხმის უფლება’’ დასაერთო კრებასთამ’’ დაკავშირებულისხვა’’ უფლებები. 4

)“სარჩელის’’ წარდგენის უფლება. 5

. 6

კომპლემენტარი პარტნიორის უფლებრივი მდგომარეობა კს-ში. 6

კს- პარტნიორთაქონებრივი’’ უფლებები [ზოგადი მიმოხილვა] 8

„მოგებისა’’ და „ზარალის’’ განაწილება კს-ში [კაზუსი] 10

კს- პარტნიორის  -„მოვალეობები’’ 11

 

 

 

პარტნიორთა უფლება-მოვალეობები კს-ში -ზოგადი მიმოხილვა:

 

·        კს ორი ტიპის პარტნიორთა: ა) კომპლემენტარის[ე.წ. „სრული პატნიორი’’] და ბ)კომანდიტის[ე.წ.“შეზღუდული  პარტნიორი’’] გაერთიანებას წარმოადგენს

·        „სრული პარტნიორი’’  ნიშნავს -კრედიტორის წინაშე „სრული პასუხისმგებლობის’’ მქონე პარტნიორს

·        „შეზღუდული პარტნიორი’’ ნიშნავს --კრედიტორის წინაშე „შეზღუდული  პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორს’’

·        კს-სდაფუძნების და შემდგომი არსებობის აუცილებელი წინაპირობაა სულ მცირე ორი „პარტნიორის’’ არსებობა,რომელთაგან ერთი აუცილებლად უნდა იყოს „სრული პარტნიორი’’[კომპლემენტარი] ,მეორე კი „შეზღუდული პარტნიორი’’[კომანდიტი]

·        დაუშვებელია „ერთი პირის’’ მიერ კს-ს დაფუძნება

·        თუ კს-ში მხოლოდ „სრული პარტნიორი’’ ან „შეზღუდული პარტნიორი’’ დარჩება კს -დაიშლება

·        დაუშვებელია „ერთი პირის მიერ’’ კომლემენტარის და კომანდიტის  სტატუსების ერთდროულად შეძენა.

·        კს-ს „პარტნიორი’’  შეიძლება იყოს ,როგორც „ფიზიკური პირი’’ ,ისე „იურიდიული პირი’’ ან  „არაიურიდიული პირი’’ -გაერთიანება [სპს-შიც ასეა]

·        „სრულ პარტნიორთა’’[კომპლემენტართა] პასუხისმგებლობა კს-ს კრედიტორის წინაშე- ა)“სოლიდარული’’,ბ)“სრული’’ და გ)“უშუალოა’’

·        ხოლო  კომანდიტთა პასუხისმგებლოაბა კს-ს კრედიტორის წინაშე არის-„შეზღუდული’’,მის მიერ განხორციელებული „შენატანით’’ . 

·        კომანდიტის მიერ დადგენილი “შენატანის’’ სრულად განხორციელება სავალდებულოა მისი პასუხისმგებლობის „ამ შენატანის ოდენობით’’   „შესაზღუდად’’.

·        „შენატანის’’  სრულად შეტანის ვალდებულება კომპლიმენტარს არ აკისრია[ეს მისი უფლებაა და არა ვალდებულება]

·        კს-ს „სრული პარტნიორი’’ [კომპლემენტარი] სპს-ს „პარტნიორის’’ მსგავსი   და  კს-ს „შეზღუდულ პარტნიორთან’’  შედარებით ფართო უფლებებითაა აღჭურვილი.

 

·        კს-ს „ხელმძღვანელობითი’’ და „წარმომადგენლობითი’’ ფუნქციების განხორციელება კს-ს “სრული პარტნიორის’[კომპლემენტარის] არა მარტო „უფლება’’ ,არამედ „ვალდებულებაც’’ არის[იხ.კანონის 101-ე მუხ. 1-ლი პუნქტი და მისი კომენტარი]

 

·        კს-ს „შეზღუდული პარტნიორი’’[კომანდიტი] კი - კს-ს  „პასიური ინვესტორია’’.ეს იმას ნიშნავს,რომ მას არ აქვს კს-ში „ხელმძღვანელობის’’ არც  კს-ს „წარმომადგენლობის’’ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები.

 

·        კომანდიტს “ხმის უფლებაც’’ კი  არ აქვს. „ხმის უფლება’’  „შეზღუდულ პარტნიორს’’[კომინდატს] მხოლოდ „საწესდებო დათქმის’’ პირობებში ენიჭება [იხ.კანონის 114-ე,115-ე და 119-ე მუხლები და მატი კომენტარები]

 

·        კს-ს „შეზღუდული პარტნიორს’’[კომანდიტს]- მხოლოდ კს-ს „ჩვეულებრივი საქმიანობის’’ გაკონტროლების, ე.ი. მხოლოდ კს-ს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი „დოკუმენტების’’  შემოწმების უფლება აქვს[იხ. 114-ე მუხლი და მისი კომენტარი]

 

·        „უფლებამოსილების გადაჭარბებით’’ კს-ს მართვაში ჩარევის გამო შესაძლებელია კს-ს „შეზღუდულ პარტნიორს’’[კომანდიტს] - „სრული პასუხისმგებლობა’’ დაეკისროს

 

·        თუმცა,  კს-ს ხელმძღვანელობის იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებით ,რომლებიც სცდება  კს-ს „ჩვეულებრივ საქმიამობას’კს-ს „შეზღუდულ პარტნიორს’’[კომანდიტს] აქვს:  ამ გადაწყვეტილებათა წინააღმდეგ „ხმის მიცემის ’’ და  „პრეტენზიათა  წარდგენის’’ უფლება [იხ.კანონის „მეწარმეტა  შესახებ’’ იხ. 114-ე მუხ. კომენტარი]

 

·        კს-ს „შეზღუდული პარტნიორს’’[კომანდიტს] უფლება აქვს კს-ში „საკუთარი წილი’’  „სრული პარტნირის’’[კომპლემეტარის] „წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე’’ ,“თავისი შეხედულებისამებრ’’,“წერილობითი ფორმის დაცვით’’ მე-3 პირზე გაასხვისოს ან  გადასცეს მემკვიდრეობით თავის მემკვიდრეს[იხ. კანონის 122-ე მუხლის მე-2 პუნქტი].

 

·        თუმცა კს-ს წესდებით შესაძლებელია კომანდიტის „წილის თავისუფალი განკარგვის’’ უფლების შეზღუდვა ან სულაც „აკრძალვა’’.მაგ. შესაძლებელია  კს-ს „წესდების’’ „დატქმიტ’’ კომანდიტის მიერ „წილის გასხვისება’’ დაექვემდებაროს „დანარჩენ პარტნიორთა’’[კომპლემენტარ პარტნიორთა] –„წინასწარ თანხმობას’’

 

 

·        კს-ს „პარტნიორებს’’  როგორც  სრულ პარტნიორებს’’[კომპლემენტარებს] ,ისე „შეზღუდულ პარტნიორებს’’  აქვთ :  ა) „მოგების მიღების უფლება’’ და ბ) კს-ს „ზარარალში მონაწილეობის ვალდებულება’

 

 

კომანდიტის უფლებრივი მდგომარეობა

 

·        რადგან „კომპლემენტარი პარტნიორის’’[„სრული პარტნიორის’’] უფლება-მოვალეობები მნიშვნელოვან თანხვედრაშია სპს-ის „პარტნიორის’’ უფლება-მოვალეობებისა ქვემოთ განვხილავთ  მხოლოდ „კომინდატი პარტნიორის’’[„შეზღუდული პარტნიორის’’ ] უფლება -მოვალეობებს

·        „კომინდატი პარტნიორის’’[„შეზღუდული პარტნიორის’’ ] უფლებათა -„გაფართოება’’  დასაშვებია. მაგ. კს-ს „წესდებით’’ შესაძლებელია მას მიენიჭოს“ხელმძღვანელობითი ‘’ უფლებამოსილება,თუმცა თუ არ ექნება“სპეციალური მინდობილობა’’ „ხელმძღვანელი -კომინდატი’’ ვერ შეძლებს კს-ს მე-3 პირთა წინაშე წარდგენას.

·        კს-ში  „რამდენიმე’’ „კომინდატი-პარტნიორის’’ არსებობისას, კს-ს „პარტნიორთა შეთანხმებით’’ შეიძლება განისაზღვროს „ერთ-ერთი  კომინდატი პარტნიორი’’ ,რომელსაც დაეკისრება „დანარჩენი კომინდატების’’ უფლებამოსილებების განხორციელება[გარდა იმ შემტხვევებისა როცა  უფლება კომინდატმა ინდივიდუალურად უნდა გამოიყენოს]

 

 

კომინდატი პარტნიორისარქონებრივი უფლებები’’

 

)“კონტროლისა’’ დაინფორმაციაზე წვდომის’’ უფლება

 

·        კს-ში კომანდიტი პარტნიორის „კონტროლისა’’ და „ინფორმაციის’’ მიღების უფლება-„შეუზღუდავია’’[იხ.113-ე მუხ.მე-3 პუნქტი],ანუ კომინდატ პარტნიორს ეს „უფლება’’  არ შეიძლება ჩამოერთვას[!]

·                 კომინდატის „ინფორმაციაზე წვდომის’’ უფლება ,ორი ფორმით ხორციელდება: ა)კს-ს ხელმძღვანელი პირების[ანუ კომპლემენტარი ხელმძღვანელების] მიმართ შეკითხვით და მასზე „წერილობითი’’ ან „ზეპირი’’ პასუხის მიღებით და ბ) კს-ს „საბუღალტრო წიგნების’’ და დოკუმენტაციის შემოწმებით[მაგ. კომინდატ პარტნიორს უფლება აქვს შეამოწნოს კს-ს „წლიური ბალანსის’’ სისწორე და ამ მიზნით გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები]

·      „მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას’’ კანონის 113 მუხლის მე-2 ნაწილი კომანდიტს „სასამართლოსადმი  გზით’’  „ინფორნაციის მოპოვების’’ და მისი „შემოწმების’’ უფლებასაც ანიჭებს

 

მუხლი 113. კომანდიტის მიერ კონტროლის განხორციელების უფლება

2. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი კომანდიტის განცხადების საფუძველზე ნებისმიერ დროს მოითხოვოს კომანდიტური საზოგადოების ბალანსისა და წლიური ანგარიშის მონაცემების, აგრეთვე სხვა ინფორმაციისა და დოკუმენტების მისთვის წარდგენა.

 

·      კს-ს „საერთო კრებებს’’ კომანდიტი პარტნიორებიც აუცილებლად ესწრებიან.

·      აქედან გამომდინარე კს-ს „წლიური ანგარიშის’’ და მის გასაგებად საჭირო დოკუმენტაციის გარდა[113-ე მუხ. 1-ლი ნაწილი],კომანდიტს „საერთო კრებაზე’’ მონაწილეობის  უფლების  გამო „საერთო კრებაზე’’ განსახილველ საკითხებზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაც წარმოეშობა.[ამასთან ,„საერთო კრებაზე’’,კომანდიტ პარტნიორს,მსგავსად კომპლემენტარი პარტნიორებისა,აქვს“განცხადებების გაკეთების’’  და“შეკითხვების დასმის’’ უფლებები’’.

·      ამდენად,კომანდიტს „ფინანსური ინფორმაციის’’ გარდა[რომელზე „წვდომის ‘’ უფლებას 113-ე მუხ. 1-ლი ნაწილი ადგენს ] უფლება აქვს“სხვა მონაცემების მიღების მოთხოვნით’’  მიმართოს კს- ხელმძღვანელობას,ხოლო უარის შემთხვევაში კი - „სასამართლოს გზით’’ განახორციელოს თავისი „უფლება’’

 

) „ხმის უფლება’’ დასაერთო კრებასთამ’’ დაკავშირებულისხვა’’ უფლებები

 

·        კს-ში[მსგავსად სპს-სი]  „ხმები’  პარტნიორთა „რაოდენობის’’ მიხედვით ითვლება[იხ. 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი]

 

მუხლი 37. საერთო კრების გადაწყვეტილება

2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კომანდიტურ საზოგადოებაში ხმების რაოდენობა გამოითვლება პარტნიორთა რაოდენობის მიხედვით, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივშისამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის მიხედვით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

·       კს-ს „პარტნიორთა საერთო კრებაში’’ მონაწილეობა „კომანდიტი პარტნიორის’’ კანონით მინიჭებული უფლებაა,და არ არის დამოკიდებული მისსავე  „ხმის უფლებაზე’’  [იხ. 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]

 

მუხლი 115. კომანდიტის ხმის უფლება

1. კომანდიტს აქვს საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება.

·        115-ე მუხლის 1-ლი ნაწილი  იმპერატიულად ადგენს კომანდიტი პარტნიორის „საერთო კრებაზე’’ მონაწილეობის უფლებას.ამდენად,დაუშვებელია ამ უფლების კომანდიტი პარტნიორისტვის ჩამორთმევა ან შეზღუდვა

·        „საერთო კრებაზე’’  „კომანდიტ პარტნიორს’’ „ხმის უფლება’’ არ აქვს,თუმცა  შეიძლება მიენიჭოს ა) „წესდებით’’ ან  ბ)“კანონით’’ დადგენილი საფუძვლების არსებობისას

·        მაგ. შესაძლებელია „წესდებით’’  „კომინდატი -პარტნიორი’’ აღიჭურვოს „ხმის უფლებით’’ მხოლოდ“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების’’ მიღების დროს[მაგ.“კს-ს წესდების ცვლილების’’,“მნიშვნელოვანი ოდენობით კს-ს ქონების რეალიზაციის’’,“კს-ს რეორგანიზაციის’’ და სხვა გადაწყვეტილებათა მიღების დროს]

·        სწორედ ასეთი „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების’’ დროს თითოეულ კომინდატს აქვს „ერთი ხმა’’,მაგრამ კანონი“წესდებით’’ „რამდენიმე ხმის’’ მინიჭების შესაძლებლობასაც იტვალისწინებს [იხ. 115-ე მუხ. მე-2 ნაწ]

 

მუხლი 115. კომანდიტის ხმის უფლება

2. კომანდიტს საერთო კრებაზე ხმის უფლება აქვს მხოლოდ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ყოველ კომანდიტს აქვს 1 ხმა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

·        რაც შეეხება“ხმის უფლების’’ „კანონისმიერ საფუძველს’’,114-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ტანახმად ,კომინდატი „იძენს’’ „საერთო კრებაზე’’ „ხმის უფლებას’’ იმ მოქმედებასთან მიმართებით,რომელიც „კომპლემენტარი პარტნიორების  მიერ’’ „კს-ს ჩვეულებრივი საქმიამობის მიღმა’’ ხორციელდება’’

·        სხვა სიტყვებით,კომინდატს „ხმის უფლება’’ კს-ს „საერთო კრებაზე’’  კანონის საფუძველზე ენიჭება მაშინ ,როცა კს-ს „საერთო კრება’’ აპირებს გადაწყვეტილების მიღებას ისეთ საკითხზე,რომელიც არ არის კს-ს „ჩვეულებრივი საქმიანობა’’

·        114 -ე მუხლის 1-ლი პუნქტი კომინდატს  კომპლიმენტარების  მიმართ კს-ს  „საერთო კრებაზე’’ „პრეტენზიის წარდგენის უფლებასაც’’  და საამისოდ “სათანადო ინფორმაციის მიღების უფლებასაც ანიჭებს.

 

მუხლი 114. კომანდიტური საზოგადოების ხელმძღვანელობა

1. კომანდიტს არ შეუძლია იმოქმედოს კომანდიტური საზოგადოების ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში’’ კომპლემენტარების მიერ განხორციელებული ხელმძღვანელობითი საქმიანობის საწინააღმდეგოდ.

[მაგრამ]  თუ კომპლემენტარების მოქმედება სცილდება კომანდიტური საზოგადოების ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას’’, საჭიროა საერთო კრების გადაწყვეტილება, რომლის მიღებაში კომანდიტებიც მონაწილეობენ.

 

)“სარჩელის’’ წარდგენის უფლება

 

·        კომანდიტს[მსგავსად კომპლემენტარისა] აქვს ინდივიდუალური სარჩელიტ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ,ნისი „უფლებების’’ დაცვის მიზნით.[მაგ. თუკი კომინდატს არ ეძლევა მისთვის კანონით ან წესდებით მინიჭებული რომელიმე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა]

·        საკითხავია ,აქვს თუ არა კომინდატ პარტნიორს  კს-ს [როგორც სამეწარმეო საზოგადოების ანუ იურიდიული პირის] სასარგებლოდ ე.წ. „სოციალური სარჩელის’’ წარდგენის უფლება?

·        114-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად „სრული პარტმიორის’’ [კომპლემენტარის’’] ხელმძღვანელობითი საქმიანობის შეწინააღმდეგების შესაძლებლობა მხოლოდ ,მაშინ აქვს,როცა  კს-ს ხელმძღვანელი კომპლემენტარების მოქმედება სცილდება კომანდიტური საზოგადოების ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას’’.

·        ასე რომ,კს-ს ხელმძღვანელი კომპლემენტარების სწორედ ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას’’ „გადაცდენის’’   დროს სარგებლობს კომანდიტი კს-ს [როგორც სამეწარმეო საზოგადოების ანუ იურიდიული პირის] სასარგებლოდ „სარჩელის წარდგენის’’ უფლებით

·        „ანგლო-ამერიკულ სამართლის სისტემაში’’ „სარჩელის’’ ამგვარ ფორმას ნაწარმოებ[დერივაციულ] სარჩელს უწოდებენ.

·        ამგვარი სარჩელის წარდგენის უფლება  „შეზღუდული ამხანაგობის’’[რომელიც კს-ს მსგავსი ფორმაა ამერიკასა და ინგლისში] „შეზღუდულ პარტნიორს’’[ჩვენთან ანალოგიით კომინდატს] მაშინ აქვს,როცა : ა)“სრული პარტნიორი’’[ანალოგიით კომპლემენტარი] უარს ამბოს სამეწარმეო საზოგადოების’’  სახელით„სასარჩელო წარმოების’’ დაწყებაზე[კს-ს სახელით სარჩელის შეტანაზე] ან ბ) ეს „სრული პარტნიორი’’ თავად არის „დაინტერესებული’ პირი’’,რაც სამეწარმეო საზოგადოების’’ ინტერესის განხორციელების ხელშემშლელი ფაქტორია.

·        ამრიგად,  უნდა ვთქვათ შემდეგი:

a.      კს-ს „კომპლემენტარ პარტნიორს’’[სპს-ს პარტნიორის მსგავსად] აქვს „თანაპარტნიორთა’’ მიერ კს-ს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებების გამო კს-ს სახელით და კს-ს სასარგებლოდ სარჩელის წარდგენის უფლება [იხ. 103-ე მუხ. მე-2 პუნქტი]

 

მუხლი 103. პარტნიორის მიერ კონტროლის განხორციელების უფლება

2. ყველა პარტნიორს, მათ შორის, იმ პარტნიორს, რომელიც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების[ან კს-ს]  ხელმძღვანელობაში არ მონაწილეობს, უფლება აქვს, მოსთხოვოს სხვა პარტნიორებს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების[ან კს-ს] მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება და ამის თაობაზე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების[ან კს-ს] სახელით წარადგინოს სარჩელი.

 

b.     ხოლო კს-ს „კომანდიტ -პარტნიორს’’,რომელიც  კს-ს „ჩვეულებრივი საქმიანობის’’ „ხელმძღთვანელობაში’’ მონაწილეობას -არ იღებს, კს-ს [როგორც სამეწარმეო საზოგადოების ანუ იურიდიული პირის] სასარგებლოდ „სარჩელის წარდგენის’’ უფლება, მხოლოდ მაშინ აქვს,როდესაც  კს-ს ხელმძღვანელი კომპლემენტარების მოქმედება სცილდება კომანდიტური საზოგადოების ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას’’

კომპლემენტარი პარტნიორის უფლებრივი მდგომარეობა კს-ში

 

·        კს-ს კომპლემენტარი პარტნიორის მიმართ „კს-ს სპეციალურ ნორმებთან ‘’ ერთად [იხ. კს-ს თავი კანონში] გამოიყენება სპს-ს მარეგულირებელი ნორმები[იხ.  სპს-თავი  კანონში] და კანონის „ზოგადი ნაწილის’’ ნორმები[იხ. კანონის „ზოგადი ნაწილი’’]

 

მუხლი 112. კომანდიტური საზოგადოების ცნება

2. კომანდიტური საზოგადოების მიმართ ამ კანონის ზოგადი ნაწილით დადგენილ წესებთან ერთად გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მომწესრიგებელი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

·        კს-ს კომპლემენტარი პარტნიორი სპს-ს  პარტნიორის მსგავსი უფლებების და მოვალეობების მატარებელია.

·        კანონის ძალით კს-ს „ყველა’’  კომპლემენტარი პარტნიორი არის ჩართული „ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის’’  „მართვის’’ და „გადაწყვეტილებების ‘’ მიღების პროცესში[ თუ კს-ს „წესდება’’ სხვაგვარად არ აწესრიგებს ამ საკითხებს]

·        კს-ს ყოველ კომპლემენტარ პარტნიორს აქვს კს-ს მე-3 პირების წინაშე  წარდგენის უფლებამოსილება [იხ. 118-ე მუხლი]

 

მუხლი 118. კომანდიტური საზოგადოების წარმომადგენლობა

მესამე პირებთან ურთიერთობაში კომანდიტურ საზოგადოებას წარმოადგენენ კომპლემენტარები, თუ წესდებით კომპლემენტარს წარმომადგენლობის უფლებამოსილება შეზღუდული არ აქვს.

·        მსგავსად „სპს-ს პარტნიორის’’ ,კს-ს თითოეულ „კომპლემენტარ პარტნიორს’’ აქვს:

 

a.      „მორიგი’’ ან „რიგგარეშე’’ „საერთო კრების’’ მოწვევის უფლება

b.      “საერთო კრების’’  დღის წესრიგში ცვლილებების ინიცირების უფლება

c.       კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება,

d.     სასამართლოში კს-ს სახელიტ და მის სასარგებლოდ სარჩელის წარდგენის უფლება

 

[იხ. კანონის  97-ე,99-ე ,მე-100 და 101-ე მუხლები]

 

·        კს-ს „კომპლემენტარი პარტნიორი’’ [სპს-ს პარტნიორის მსგავსად]აღჭურვილია „შეგებებულ პრეტენზიათა და მოთხოვნათა’’  წარდგენის უფლებით როგორც  უშუალოდ კს-ს   ისე კს-ს კრედიტორის მიმართ[ იხ. კანონის 98-ე მუხლი]

·        კს-ს „ყველა’’ „კომპლემენტარი პარტნიორი’’,მათ შორის ისეტი „სრული პარტნიორები’’[კომპლემენტარები],რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას კს-ს ხელმძღვანელობაში ,სარგებლობს“კონტროლის’’ განხორციელების და „ინფორმაციაზე წვდომის’’ შეუზღუდავი უფლებით.[იხ.103-ე მუხლი]

 

 

 

 

კს- პარტნიორთაქონებრივი’’ უფლებები [ზოგადი მიმოხილვა]

 

·        კს-შიც.მსგავსად სპს-ისა ,მზადდება  ფინანსური დოკუმენტები:  „ბალანსი’’ და „წლიური ანგარიში’’.

·        განისაზღვრება კს-ს  წლიური „მოგება’’ და „ზარალი’’

·        „მოგების’კს-ს პარტნიორთა შორის განაწილების წინაპირბაა კს-ს „გადახდისუნარიანობის შენარჩუნება’’ [ანუ კს-ს „ვალდებულებები’’ მე-3 პირთა  წინაშე ნაკლები უნდა იყოს „კს-ს მთლიანი ქონების’’ საბაზრო ღირებულებაზე]

·        მაგ. თუ კს-ს „მთლიანი ქონების’’ საბაზრო ღირებულება შეადგენს 20 000 ლარს,ხოლო კს-ს ვალდებულებების მოცულობა 15 000 ლარია,მაშინ 5000 ლარი არის სწორედ პარტნიორტა შორის გასანაწილებელი „წმინდა აქტივი’’[ანუ დასაშვებია მხოლოდ 5000 -ის განაწილება]

·        კომპლემენტარი პარტნიორის მონაწილეობა კს-ს მოგების განაწილებაში სპს-ს პარტნიორთა მსგავსად წესრიგდება[იხ. კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 105-ე მუხლი] ,ხოლო კომანდიტი პარტნიორის მონაწილეობა კს-ს მოგების განაწილებაში მხოლოდ მისი „წილის’’ პროპორციულად [იხ.. 121-ე მუხლის 1-ლი უნქტი]

 

 

მუხლი 31. დივიდენდის მიღების უფლება

3. დივიდენდი[ანუ მოგებიდან წილი]  დგინდება სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა წილების პროპორციულად, თუ კანონით, წესდებით ან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.[ზოგადი წესი]

 

მუხლი 105. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგებისა და ზარალის განაწილება

1. [სპს-ს] პარტნიორს [ან კს-ს კომპლემენტარს პარტნიორს]  უფლება აქვს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების[ან კს-ს]  წლიური მოგებიდან, რომელიც სამეურნეო წლის ბოლოს არის დადგენილი, მოითხოვოს დივიდენდი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში მისი წილის შესაბამისი თანხის 4 პროცენტის ოდენობით. თუ წლიური მოგების თანხა საკმარისი არ არის, დივიდენდის დაანგარიშების პროცენტი შესაბამისად მცირდება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დივიდენდის დაანგარიშებისას გაითვალისწინება პარტნიორის მიერ სამეურნეო წლის განმავლობაში განხორციელებული შენატანი მისი განხორციელებიდან სამეურნეო წლის ბოლომდე დარჩენილი დროის პროპორციულად. თუ პარტნიორმა სამეურნეო წლის განმავლობაში გახარჯა ფული სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში მისი წილიდან, გახარჯული ფული/თანხა გაითვალისწინება გახარჯვამდე გასული დროის პროპორციულად.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად დივიდენდის დაანგარიშებისას თანხის გამოთვლის შედეგად დარჩენილი მოგება, აგრეთვე სამეურნეო წლის ზარალი პარტნიორებს შორის თანაბრად ნაწილდება.

4. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგების ან ზარალის განაწილების ამ მუხლით დადგენილისგან განსხვავებულ წესს.

5. პარტნიორი ვალდებული არ არის დააბრუნოს ის თანხა, რომელსაც იგი კეთილსინდისიერად და სათანადოდ შედგენილი ბალანსის საფუძველზე მოგების სახით მიიღებს.

 

 

მუხლი 121. კომანდიტის მიერ მოგების მიღება

1. კომანდიტმა[კს-ს „შეზღუდულმა პარტნიორმა’’] კუთვნილი მოგება შეიძლება მიიღოს მხოლოდ თავისი წილის პროპორციულად. მას არ შეუძლია მოითხოვოს ეს მოგება, ვიდრე მისი შენატანი წესდებით გათვალისწინებულ [“საგარანტიო’’ ]თანხაზე ნაკლებია.

 

·        ყურადღება: კომანდიტის „მოგების მიღების უფლება’’ დამოკიდებულია მის მიერ „საგარანტიო თანხის’’  სრულად „შეტანაზე’’

·        ანუ კომანდიტზე ვრცელდება „მოგების განაწილებაში მონაწილეობის  უფლების’’ შეზღუდვა,როდესაც მას „საგარანტიო თანხა’’ სრულად არ აქვს შეტანილი.

·        ყურადღება: კს-ს „ზარალში’’ კომანდიტი „შეუტანელი „საგარანტიო თანხის’’ მოცულობითაც მონაწილეობს.

·        კანონის 120-ე მუხლი ითვალისწინებსკომანდიტის „ნაწილობრივ შეტანილი საგარანტიო თანხის’’ – „შევსებას’’  კს-ს მოგებაში „მისი წილით’’

·        კს-ს კომპლემენტარი პარტნიორები[მსგავსად სპს-ს პარტნიორებისა] ,სარგებლობენ კს-ს „ქონების გახარჯვის ’’ უფლებით,რის შესაძლებლობას მოკლებულია კომანდიტი

·        თუმცა კს-ს  სასარგებლოდ „აუცილებელი ხარჯის’’ გაწევის შემტხვევაში,კომანდიტ პარტნიორს აქვს კს-სადმი  ამ ხარჯის „ანაზღაურების მოთხოვნის  წარდგენის უფლება’’

·        კს-ს  პარტნიორისთვის „მოგების განაწილების’’  „შეპირება’’ -  ბათილია

 

ასევე  „ბათილია’’ კომანდიტისთვის „მოგებაში მონაწილეობის უფლების’’- „აკრძალვა

კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად ადგენს:-კს-ში „დივიდენდის’’ გაცემის „ზოგადი აკრძალვის’’ დაუშვებლობას

 

მუხლი 31. დივიდენდის მიღების უფლება

2. კომანდიტურ საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში დივიდენდის გაცემის ზოგადი აკრძალვა’’ დაუშვებელია.

·        ნებისმიერი „სხვა’’ ფინანსური ბენეფიტი[მაგ. „ბონუსი’’,“გაწეული სამსახურის ანაზღაურება’’ და სხვა] საჭიროებს  ცალკე „შეთანხმებას’’ და „წესდებაში’’ შესაბამისი „დათქმის’’ არსებობას.

·        ასეთი „შეთანხმებების’’ არარსებობის პირობებში კს-ს პარტნიორთა შორის განაწილებული ნებისმიერი“ სხვა ქონება’’’ ექვემდებარება კს-სთვის დაბრუნებას.

·        კს-ს  კომპლემენტარი პარტნიორი [სპს-ის პარტნიორის  მსგავსად] „ვალდებული არ არის დააბრუნოს ის თანხა, რომელსაც იგი „კეთილსინდისიერად“ და „სათანადოდ შედგენილი ბალანსის საფუძველზე’’ მოგების სახით მიიღებს’’ [იხ. 105-ე მუხლის მე-5 პუნქტი]

·        ასევე კს-ს კომანდიტი პარტნიორი „ვალდებული არ არის დააბრუნოს ის თანხა, რომელსაც იგი „კეთილსინდისიერად’’ და „სათანადოდ შედგენილი ბალანსის საფუძველზე’’  მოგების“ სახით მიიღებს.[იხ.121-ე მუხ. მე-2 პუნქტი]

·        კეთილსინდისიერად’’ და „სათანადოდ შედგენილი ბალანსის საფუძველზე’’  მიღებული „მოგება’’ კს-ს [სპს-ს] პარტნიორის „საკუთრებას’’ წარმოადგენს და დაცულია „სამეწარმეო საზოგადოების’’ შემდგომი ზემოქმედებისგან

·        ამდენად, არც კომპლემენტარ და არც  კომანდიტ პარტნიორს არ წარმოეშობა ვალდებულება უკან დააბრუნოს მიღებული მოგება იმ შემთხვევაშიც კი ტთუ კს-ს არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა შეექმნება

·        კომანდიტ პარტნიორს აქვს კს-ს ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობა[უფლება],როცა ეს არ იწვევს კს-ის დაშლას

·        კომანდიტ პარტნიორს  კს-ს ნებაყოფლობით დატოვებისას,უმდა მეცეს მისი „წილის შესაბამისი’’ ის სამართლიანი ღირებულება[საკომპენსაციო თანხა],რომელსაც იგი კს-ს „დაშლის’’ შემთხვევაში მიიღებდა.

 

„მოგებისა’’ და „ზარალის’’ განაწილება კს-ში [კაზუსი]

 

ყურადღება: კს-ს კომპლემენტარ  და კომანდიტ პარტნიორთა   მიმართ[სპს-ს პარტნიორთა მსგავსად] მოქმედებს „მოგების 4%-იანი ‘’ განაწილების წესი

მუხლი 105. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგებისა და ზარალის განაწილება

1. [სპს-ს] პარტნიორს [ან კს-ს კომპლემენტარ ან კომინდატ  პარტნიორს]  უფლება აქვს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების[ან კს-ს]  წლიური მოგებიდან, რომელიც სამეურნეო წლის ბოლოს არის დადგენილი, მოითხოვოს დივიდენდი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში მისი წილის შესაბამისი თანხის 4 პროცენტის ოდენობით. თუ წლიური მოგების თანხა საკმარისი არ არის, დივიდენდის დაანგარიშების პროცენტი შესაბამისად მცირდება.

 

 

 

·        წარმოვიდგინოთ კომანდიტური საზოგადოება[კს] სამი პარტნიორით,რომელთაგან ორი კომპლემენტარია[ „ა’’ და „ბ’’] და ერთი კომანდიტი[„გ’’]

·        კომპლემენტარებმა „ა’’ -მ და „ბ’’-მ შეიტანეს კს-ში შესაბამისად 55 და 25 ათასი ლარი

·        ხოლო კომანდიტ „გ’’-ს მიერ შესატანი  თანხა შეადგენს 20 ათას ლარს,რომელიც მას სრულად აქვს შეტანილი

·        ანუ სულ კომანდიტური საზოგადოების „ქონება’’,ანუ კს-ს „კაპიტალი’’   -შეადგენს 100  000 ლარს

·        სამეურნეო წლის ბოლოს მიღებული მოგება შეადგენს 300 000 ლარს

·        პარტნიორებს უფლება ექნებატ მოითხოვონ „დივიდენდი’’[წლიური მოგებიდან წილი],რომელიც კს-ში მათი შეტანილი თანხის 4%-ს შეადგენს  ანუ:

 

„ა’’- ს შეუძლია კს-ს მოგებიდან მოითხოვოს დივიდენდი 55 000 ათასის 4 % - 2200 ლარი

„ბ’’- ს შეუძლია კს-ს მოგებიდან მოითხოვოს დივიდენდი 25 000 ათასის 4 % - 1000 ლარი

„გ’’-ს  შეუძლია კს-ს მოგებიდან მოითხოვოს დივიდენდი 20 000 ათასის 4 % - 800 ლარი

 

·        ამ კაზუსში კომანდიტი პარტნიორი „გ’’-ც „კომპლემენტარი პარტნიორებივით’’[„ა’’ და „ბ’’]   „საკუთარი წილის’’   „პროპორციულად’მონაწილეობს კს-ში

·        საკორპორაციო სამართლის ფუძემდებლური პრინციპა: განსაზღვრული „შენატანის’’ სანაცვლოდ პირი იღებს „სამეწარმეო საზოგადოებაში მონაწილეობის’’  და „მოგების მიღების’’ უფლებას

·        მაგრამ კომანდიტისთვის   „მოგების მიღების’’ უფლება  დამატებით დაკავშირებულია „შენატანის’’  სრულად განხორციელებასთან: ანუ „კომანდიტს’’ არ ექნება უფლება კს-სგამ მოითხოვოს  თავისი „წილის’’ პროპრციულად -კუთვნილი მოგება’’ მანამ,სანამ მის მიერ განხორციელებული „შენატანი’’ ნაკლები იქნეწბა იმ თანხაზე,რომელიც წესდებით არის კონკრეტულად მისთვის  დადგენილი[გათვალისწინებული] [ჩვენს მაგალითში კომანდიტ „გ’’-ს  წესდებით დაკისრებული ჰქონია 20 000 ლარიანი „შენატანი’’ ,რომელიც „შეუტანია’’ „სრულად’’ და სწორედ ამის შემდეგ  მოუპოვებია „მოგების მიღების’’ უფლება]

 

მუხლი 121. კომანდიტის მიერ მოგების მიღება

1. კომანდიტმა კუთვნილი მოგება შეიძლება მიიღოს მხოლოდ თავისი წილის პროპორციულად’’.[მაგრამ] მას არ შეუძლია მოითხოვოს ეს მოგება, ვიდრე მისი შენატანი’’ წესდებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლებია.

·        სამეწარმეო საზოგადოებაში[მათ შორის კს-ში] „შენატანის’’ გამხორციელების საჭიროება შეიძლება დაკავშირებული იყოს ა)სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალტან[ქონებასთან] ან ბ)სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებების შესრულებასთან

·        მაგრამ რაც არ უნდა იყოს „შენატანის’’ განხორციელების საფუძველი კს-ს კომინდატი პარტნიორი ვალდებულია თავისი „შენატანის’’  „სრულად შეტანის’’ ვალდებულება შეასრულოს.

·        ამავდროულად კომანდიტის კუთვნილი მოგება მხოლოდ მისი  კს-ში „წილის’’  [„შენატანის’’] პრპორციული უნდა იყოს და არა ცალკე შეტანილი „საგარანტიო თანხის’’[ამ ორს შორის განსხვავებაზე საუბარი უკვე გვქონდა]

 

კს- პარტნიორის  -„მოვალეობები’’

 

მუხლი 34. სხვათა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპი

1. პარტნიორმა თავისი უფლებებით სარგებლობისას მხედველობაში უნდა მიიღოს სამეწარმეო საზოგადოებისა და დანარჩენ პარტნიორთა კანონიერი ინტერესები და უფლებები.

 

 

 

·        34-ე მუხლის 1-ლი ნაწილით   დაწესებული  კს-ს და თანაპარტნიორების მიმართ  „ერთგულების[თუ გულისხმიერების] მოვალეობა’’ ეკისრებათ კს-ს როგორც კომპლემენტარ ,ისე  კომანდიტ პარტნიორებს ,თუმცა  „სიმკაცრის’’ განსხვავებული  ხარისხით და მასშტაბით

·        კანონის „ზოგადი ნაწილის’’ 50-ე ,53-ე და 54-ე მუხლებზე დაყრდნობით კი შეიძლება ითქვას ,რო ამ მუხლებში მითითებული „პარტნიორის ვალდებულებები’’ -კს-ს არც კომანდიტ პარტნიორზე  და არც კომპლემენტარ  პარტნიორზე არ ვრცელდება,ვიდრე მას კს-ში ‘’ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებას’’ არ მიანიჭებენ

 

 

მუხლი 50. ზრუნვის მოვალეობა

1. ხელმძღვანელი პირი ვალდებულია სამეწარმეო საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის გულისხმიერებით, კერძოდ, მასზე ისე ზრუნავდეს, როგორც ანალოგიურ პირობებში უნდა ეზრუნა/ემოქმედა ჩვეულებრივსაღად მოაზროვნე პირს, იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება სამეწარმეო საზოგადოებისთვის ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელია.

 

 

მუხლი 53. კონკურენციის აკრძალვა

1. ხელმძღვანელ პირს არ აქვს უფლება, სამეწარმეო საზოგადოების თანხმობის გარეშე განახორციელოს იგივე საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს სამეწარმეო საზოგადოება, ან იყოს იმავე სფეროში მოქმედი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი. ხელმძღვანელ პირთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით აღნიშნული ვალდებულება შეიძლება ძალაში დარჩეს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც, მაგრამ არაუმეტეს 3 წლის ვადით. ამ ვალდებულების დარღვევისთვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კომპენსაცია. მისი ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება სასამსახურო ხელშეკრულებით ან მხარეთა დამატებითი შეთანხმებით. კონკურენციის აკრძალვის წესის დარღვევის შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციასთან ერთად შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდაც მოსთხოვოს. სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს კომპენსაციის ნაცვლად მოსთხოვოს საკუთარი ან მესამე პირის სახელით დადებული გარიგებიდან დამრღვევის მიერ მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემა ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა. ამ უფლების გამოყენება შეუძლია ხელმძღვანელ ორგანოს, სხვა ხელმძღვანელ პირს, სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაშითითოეულ პარტნიორს.

 

მუხლი 54. საქმიანი შესაძლებლობის მითვისების აკრძალვა

1. ხელძღვანელ პირს არ აქვს უფლება, სამეწარმეო საზოგადოების წინასწარი თანხმობის გარეშე, პირადი სარგებლის ან, ამ საზოგადოების გარდა, სხვა პირთა მიერ სარგებლის მისაღებად ისარგებლოს სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული საქმიანი შესაძლებლობით, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი გახდა მოვალეობის შესრულებისას ან თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე და რომელიც, გონივრული თვალსაზრისით, სამეწარმეო საზოგადოების ინტერესის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო. სამეწარმეო საზოგადოების წინასწარი თანხმობის მიღება საჭირო არ არის, თუ საერთო კრებამ ან სამეთვალყურეო საბჭომ უკვე იმსჯელა აღნიშნულ შესაძლებლობაზე და უარი თქვა მის გამოყენებაზე. ეს ვალდებულება ძალაში რჩება ხელმძღვანელი პირის  თანამდებობიდან გათავისუფლებიდან არაუმეტეს 3 წლისა. მასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით შეიძლება უფრო მცირე ვადა დადგინდეს.

 

 

 

„კს’’-ს რეორგანიზაცი და „კს’’-ს „დაშლა’’ წაიკითხე წიგნი

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები