კომანდიტური საზოგადოება [კს] -ცნება, კომანდიტი პარტნიორის "შენატანი'' და "საგარანტიო თანხა''

 

 

სარჩევი:

კს-  ცნება. 1

კს-  დაფუძნება. 2

ა)„შენატანის’’ განხორციელება კს-ში  ბ)განსხვავებაშენატანსა’’ დასაგარანტიო თანხას’’ შორის. 4

შენატანი’’ კს-ში. 4

კომინდატის „საგარანტიო    თანხა ’’ კს-ში. 4

საგარანტიო თანხის’’ რეესტრში  მითითების აზრი[მნიშვნელობა] 5

„საგარანტიო თანხის’’   ცნება. 5

კომანდიტის’’ მიერსაგარანტიო თანხის ‘’ შეტანის ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგი. 6

რა ხდება,როცა  კს-ს „წესდებით’’ არ არის განსხვავებული ერთმანეთისგანშენატანი’’ დასაგარანტიო თანხა. 6

კომანდიტის მიერსაგარანტიო თანხისდაბრუნების’’ და „მომატების’’ შედეგები. 7

კს- კრედიტორის   ინტერესებისდაცვა’’ 7

კომანდიტის ინტერესების დაცვა. 8

 

 

 

კს-  ცნება

·        კანონის[„მეწარმეთა შესახებ’’] 112-ე მუხლის 1--ელ პუნქტში მოცემულია კს-ს ცნება

 

მუხლი 112. კომანდიტური საზოგადოების ცნება

1. კომანდიტური საზოგადოება[კს] არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის პარტნიორები’’ ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და რომელთაგან სულ მცირე 1 პარტნიორის პასუხისმგებლობა კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების წინაშე შეზღუდულია შესაბამისი საგარანტიო თანხის ოდენობით (კომანდიტი), ხოლო სხვა პარტნიორი/პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს/აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად, როგორც სოლიდარული მოვალეები’’ (კომპლემენტარი).

 

·        კს-ს არის „მეწარმე სუბიეტი’’,

·        კს-ს აქვს „იურიდიული პირის’’ სტატუსი

·        კს-ს პასუხისმგებლობა მე-3 პირის წინაშე[კრედიტორის წინაშე] გადანაწილებულია „პარტნიორთა’’ ორ კატეგორიაზე- ა)კომპლემენტარებსა და ბ)კომანდიტებზე

·        კს-ს აუცილებლად უმდა ჰყავდეს  სულ მირე ერთი კომპლიმენტარი პარტნიორი [ ანუ  ერთი ისეთი პარტნიორი მაინც,რომეიც „მთელი თავისი ქონებით’’  „ინდივიდუალურად’’ იქნება პასუხისმგებელი  კს-ს ვალდებულებებისტვის კრედიტორის წინაშე] და,სულ მცირე  ერთი კომანდიტი პარტნიორი [ანუ ერთი ისეთი პარტნიორი მაინც,რომელიც იკისრებს“საგარანტიო თანხის’’ [იხ. ქვემოთ]„შეტანის’’ ვალდებულებას,კომანდიტის შესატანი “საგარანტიო თანხის’’  ოდენობა დადგენილია „საზოგადოების სადამფნებლო ხელშეკრულებით’’. კომანდიტი პარტნიორის  პასუხისმგებლობა მე-3 პირის წინაშე შემოიფარგლება სწორედ ამ „საგარანტიო თანხის’’ ოდენობით]

·        კს- „პერსონალური ტიპის’’ სამეწარმეო საზოგადოებაა.

·        კს-ს მიმართ გარდა მისი „სპეციალური მუხლებისა’’[112-ე-122-ე მუხლები]   112-ე მუხ მე-2 ნაწილის თანახმად გამოიყენება სპს-ისთვის გათვალისწინებული ნორმები[იხ. 94-ე -111-ე მუხლები]

·        „მეწარმეთა შესახებ’’ კანონის მე-12 თავი მხოლოდ „კომანდიტთან’’ დაკავშირებულ სამართალურთიერთობებს აწესრიგებს[112-ე-122-ე მუხლები]

·        „კომპლიმენტართან’’ დაკავშირებული ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კი გამოიყენება სპს-სთან დაკავშირებული მუხლები[94-ე -111-ე მუხლები]

 

·        კს-ს მიმართ ასევე გამოიყენება კანონის „მეწარმეთა შესახებ’’ „ზოგადი ნაწილის’’ ნორმა-დებულებები

·        მსგავსად სპს-სა კს-ის მომწესრიგებელი ნორმების უმეტესობა „დისპოზიციური ხასიატისაა’’,რაც იმას ნიშნავს,რომ სპს-ს მსგავსად კს-შიც ბატონობს“საწესდებო ავტონომიის’’ სრული თავისუფლების პრინციპი

·        გარკვეული „აკრძალვები’’[იმპერატიული ნორმები] კს-ს შემთხვევაშიც მოქმედებს,ეს“აკრძალვები’’  ძირითადად „პარტნიორის’’ [კომანდიტის და კომპლიმენტარის] „პასუხისმგებლობას’’ უკავშირდება

 

კს-  დაფუძნება

 

·        კს-ს დაფუძნება „ძირითადად’’ ემყარება სპს-ს დაფუძნებასთან დაკავშირებულ ნორმებს

·        ასევე გამოსაყენებელია კანონის „მეწარმეთა შესახებ’’ ზოგადი ნაწილის ნორმები,თუმცა კს-ს თვის გარკვეული „დამატებითი ‘’ მოთხოვნები არის დადგენილი,რომლებიც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს

·        „კს-ს  სადამფუძნებლო ხელშეკრულება’’   შეიცავს „სავალდებულო’’ და „არასავალდებულო’’ რეკვიზიტებს

 

·        კანონის მე-6 მუხლის მიხედვით კს-ს „რეგისტრაციისთვის’’,აუცილებელია იმ „სავალდებულო რეკვიზიტების’’ ჩამოყალიბება  კს-ს „სადსამფუძნებლო ხელშეკრულებაში[შეთანხმებაში’’],რომლებიც კანონის მე-5 მუხლის  მე-2 ნაწილით არის დაგენილი

 

მუხლი 5. სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება

1. სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება შეიცავს წესდებას და ამ მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს.

2. ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება[ხელშეკრულება] წესდებასთან’’ ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

) სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდებას;

) სამეწარმეო საზოგადოების იურიდიულ მისამართს;

) ყოველი პარტნიორის/დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებსსახელს, გვარს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს და პირად ნომერს, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირიამის საფირმო სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს;

) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაშიაგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და უფლებამოსილების ვადას, თუ ასეთი ვადა განსაზღვრულია;

) გენერალური სავაჭრო წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაშიმის საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო მონაცემებს, აგრეთვე მისი უფლებამოსილების ვადას;

) პარტნიორის წილის მმართველის არსებობის შემთხვევაშიმის საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო მონაცემებს;

) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაშიაგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობას და მათი დანიშვნისა და გათავისუფლების წესს, თუ ეს საკითხები ამ კანონისგან განსხვავებულად არის მოწესრიგებული, ასევე აღნიშნულ წევრთა უფლებამოსილებას;

) ამ კანონის 42- მუხლის მე-2 პუნქტით გავალისწინებული ერთობლივი წარმომადგენლობისგან განსხვავებული ფორმის წარმომადგენლობის არსებობის შემთხვევაშიმის აღწერას.

 

 

·        კს-ს „სადსამფუძნებლო ხელშეკრულების [„შეთანხმების’’] „დამატებით’’„სავალდებულო რეკვიზიტებს ‘’განსაზღვრავს   კანონის მე-5 მუხლის  მე-4 ნაწილიც

 

მუხლი 5. სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება

4. კომანდიტური საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება’’[ხელშეკრულება] დამატებით უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელი პარტნიორია კომანდიტი, და ინფორმაციას მისი შენატანის’’ ოდენობის  შესახებ.

 

 

 

ა)შენატანის’’ განხორციელება კს-ში  ბ)განსხვავებაშენატანსა’’ დასაგარანტიო თანხას’’ შორის

 

შენატანი’’ კს-ში

 

·        კს-ში კომანდიტის „შენატანთან’’ დაკავშრებით კანონის „მეწარმეთა შესახებ’’ „ზოგად ნაწილში’’ დადგენილია მოთხოვნა ,რომ  ა)“კომანდიტების ვინაობა’’ და ბ)„მათ მიერ განხორციელებული შენატანების ოდენობები ’’ კს-ს „სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში’’[„შეთანხმებაში’’] უნდა იყოს შეტანილი [იხ. მე-5 მუხ. მე-4 პუნქტი]

 

მუხლი 5. სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება

 

4. კომანდიტური საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება დამატებით უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელი პარტნიორია კომანდიტი, და ინფორმაციას მისი შენატანის ოდენობის შესახებ.

·        ზოგადად პარტნიორის  „შენატანის’’ შესახებ მოქმედებს  კანონის „მეწარმეთა შესახებ’’  21-ე -27-ე მუხლები[წაიკითხე აუცილებლად კანონში ეს ზოგადი დანაწესები- საყიდელი გაქვს კანონი „მეწარმეთა სესახებ’’ ]

 

·         „შენატანის’’ ცნება   მოცემულია 21-ე მუხლში

 

მუხლი 21. შენატანის ცნება

შენატანი არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის [პარტნიორის მიერ]  საკუთრებაში გადაცემული ქონება, რომლის ეკონომიკური ღირებულება’’ აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში’’.

·       ყურადღება: კს-ს კომანდიტი პარტნიორის   „შენატანი’’ პირდაპირ კს-ს კაპიტალში  აღირიცხება და სამართლებრივი  თვალსაზრისით კს-ს „ქონება’’ ხდება.

·       კს-ს „პარტნიორთა’’[ანუ კომანდიტებსა და კომპლემენტარებს] შორის მოგებისა და ზარალის განაწილებისას მხედველობაში მიიღება  ყოველი „კომანდიტის’’ „შენატანი’’,რომელთა სანაცვლოდ მათ შესაბამისი „წილი’’ მიიღეს.

 

[პარტნიორთა „წილის’’ შესახებ  ასევე აუცილებლად წიკითხე „მეწარმეთა კანონის 28-ე 341-ე მუხლები]

 

კომინდატის საგარანტიო    თანხა ’’ კს-ში

 

·        „მეწარმეტა შესახებ’’ კანონი არ იძლევა „საგარანტიო თანხის’’ ცნების განმარტებას

·        თუმცა , შესაძლებელია „საგარანტიო თანხის’’ „ძირითადი’’  ნიშნის და  „ძირითადი’’ დანიშნულებების გამოყოფა :

a.      კომინდატის . „საგარანტიო თანხა’’ -პირდაპირ მითითებული უნდა იყოს „რეესტრში’’ [ესაა „საგარანტიო თანხის’’ ძირითადი ნიშანი]

b.      მხოლოდ „საგარანტიო თანხის’’  რეგისტრირებული ოდენობის ფარგლებში იქნება „კომანდიტი’’ პასუხისმგებელი კს-ს  კრედიტორების წინაშე.[ესაა „საგარანტიო თანხის’’ ძრითადი ფუნქცია]

 

    საგარანტიო თანხის’’ რეესტრში  მითითების აზრი[მნიშვნელობა]

 

·        კს-ს კრედიტორისთვის მნიშვნელოვანი[საინტერესო]  არ არის “წილების’’[„შენატანების’’ ოდენობების ] გადანაწილება პარტნიორთა შორის  სამეწარმეო საზოგადოების[კს-ს] შიგნით,

·        კს-ს კრედიტორებს  აინტერესებთ  მხოლოდ „ის  თანხა’’ ,რომელიც „ხელმისაწვდომია’’ მათი „ვადამოსული მოთხოვნის’’ დასაკმაყოფილებლად და რომელიც „რეგისტრირებულია’’ რეესტრში და გამოქვეყნებულია  [ანუ მათ აინტერესებთ  კს-ს  კომანდიტ პარტნიორთა მიერ შეტანილი „საგარანტიო თანხების ’’ ოდენობებ  და არა კომანდიტ პარტნიორთა  ფაქტიური  „შენატანები’’ კს-ს კაპიტალში [ანუ მათი  „წილები’’]

 

 „საგარანტიო თანხის’’   ცნება

 

·         „საგარანტიო თანხა’’ არის     „შენატანისგან’’ დამოუკიდებელი ,ცალკე მდგომი  ოდენობა,რომელიც რელევანტურია მხოლოდ და მხოლოდ კომანდიტის მიერ კრედიტორებისათვის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით და მას მნიშვნელობა არ აქვს „მოგების’’ და „ზარალის’’ განაწილებისას.

·        „საგარანტიო თანხა’’ წარმოადგენს „რეესტრში’’ კონკრეტულად მითითებულ და „რეგისტრირებულ’’  თანხას,რომელიც გამოიყენება მარტოდმარტო კს-ს ვალდებულებათა დასაკმაყოფილებლად

·        „საგარანტიო თანხის’’ მიზანია „გარანტიის მიცემა’’ კრედიტორებისათვის  და მას რაიმე „სხვა’’ დანიშნულება არ აქვს

 

·        ასევე განსხვავებულია   ა)კომანდიტების „წილებსა’’[ანუ კს-ს კაპიტალში  შესაბამის „შენატანებს’’]  და ბ)კომანდიტების „საგარანტიო თანხებში ’’ ცვლილებების შეტანა

 

კომამდიტის „წილის შემცირებისთთვის’’ საკმარისია კს-ს „წესდებაში’’ სათანადო ცლილების განხორციელება.

 ხოლო  კომანდიტის „საგარანტიო თანხის’’ შემცირება კი არ იწვევს ამ კომანდიტი პარტნიორის  „პასუხისმგებლობის შემცირებას’’ კრედიტორის წინაშე იმ ვალდებულების მიმართ,რომლებიც „საგარანტიო თანხის შემცირებამდე წარმოიშვა’’

 

კომანდიტის’’ მიერსაგარანტიო თანხის ‘’ შეტანის ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგი

 

·        „კომანდიტის’’ მიერ „საგარანტიო თანხის ‘’ შეტანა  კს-ში წარმოადგენს მის ერთადერთ მოვალეობას [!]

·        კომანდიტის მიერ ამ „ვალდებულების’’ შეუსრულებლობის შემტხვევაში,ის უკვე კს-ს მიერ მიღებული „ზარალის’’ ანაზღაურებაში მის მიერ „შეუტანელი’’  „შენატანითაც’’ იქნება პასუხისმგებელი  „რეგისტრირებულ’’ „საგარანტიო თანხასთან’’ ერთად[ანუ ორივეთი ]

·        ამრიგად, ყოველი კომანდიტი კს-ს ზარალის ანაზღაურებაში მონაწილეობს : ა)“მისი’’ ‘საგარანტიო თანხის’’ და ბ) მის მიერ “განუხორციელებელი შენატანის’’ ფარგლებში.

     მაგ. კს-ს „კომინდიტი პარტნიორი’’ „გ’’ არ შეიტანს „წესდებით დადგენილ’’  შენატანს’’

       20 000 ლარს და მხოლოდ მის ნახევარს „გადასცემს’’  კს-ს[ანუ 10 000 ლარს],აღნიშნული

       10 000 ლარი უკვე კს-ს  კრედიტორისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი გ-ს

      რეგისტრირებულ „საგარანტიო  თანხასთან’’[ვთქვათ,30 000 ლარი] ერთად და კომინდატ

        „გ’’-ს  „პასუხისმგებლობის;; მაქსიმალური ოდენობა  ა)“საკუთარი საგარანტიო თანხის’’

        [ 30 000 ლარ] და“განუხორციელებელი შენატანის’[10 000 ლარი] ჯამი [40 000 ლარი]

      იქნება.

·        ამგვარი „სანქციის’’ [საჯელის]  მიზანი  კომანდიტის „წახალისებაა’’,რომ მან საკუთარი ვალდებულებები კს-ს წინაშე სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს.წინააღმდეგ შემტთხვევაში კომინდატის პრივილეგია-„შეზღუდული პასუხისმგებლობა’’ -  მისთვის შეკვეცილი იქნება[!]

 

 

რა ხდება,როცა  კს-ს „წესდებით’’ არ არის განსხვავებული ერთმანეთისგანშენატანი’’ დასაგარანტიო თანხა’’

 

·        იმ შემთხვევაში,თუ „წესდებით’’ არ არის განსხვავებული ერთმანეთისგან „შენატანი’’ და „საგარანტიო თანხა’’ და ისინი ერთი და იმავე „ნომინალური ღირებულებით’’ არიან აღნიშნულნი [წესდებაში]  ,მიზანშეწონილი იქნებოდა იმის ვარაუდი,რომ ისინი „რაოდენობრივად  იდენტურნი ‘’ არიან და ხოლო ის „კონკრეტული მითითებული ოდენობა’’ აჩვენებს ,როგორც კომანდიტის მონაწილეობას კს-ში[ანუ მის „წილს’’]  ,ასევე მისი „პასუხისმგებლობის ფარგლებს’’ კს-ს კრედიტორების წინაშე[ანუ მის „საგარანტიო თანხას’’]

მაგ. კომინდიტ გ-ს აქვს 2000 ლარი და შეაქვს კს-ში „წილის’’ სახით,“გ’’- შეუძლია ეს თანხა „საგარანტიო თანხადაც’’ მიუთითოს.

·        ამგვარი „დამთხვევით’’ პრაქტიკაში შეიძლება მართლაც წარმოიშვას გაუგებრობა „შენატანსა’’ და „საგარანტიო თანხას’’ შორის განსხვავების მხრივ და მოხდეს მათი ერთმანეთთან  [მცდარად] გაიგივებ[თუნდაც მათ შორის „იურიდიულად’’ ზღვარი გავლებული იყოს]

 

 

              კომანდიტის მიერსაგარანტიო თანხის დაბრუნების’’ და „მომატების’’ შედეგები

 

·        თუ  კს-ში შეტანილი „საგარანტიო თანხა’’  უკან დაუბრუნდება კომანდიტს,ის ხელმიუწვდომელი ხდება კს-ს კრედიტორებისთვის

·        უფრო მეტიც, თუ რეგისტრირებულ „საგარანტიო თანხას’’ გარკვეული ოდენობა „მოემატება’’,კრედიტორებს შეუძლიათ ამ „დამატებული’’ თანხის მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ აღნიშნული მომატების შესახებ მათთვის ცნობილი გახდება: ა) ან „დამკვიდრებული საქმიანი ურთიერთობის’’ ფარგლებში ან  ბ)მათ[კრედიტორებს]  თვითონ კს შეატყობინებს „სხვა გზით’’

·        „საგარანტიო თანხის’’ „მომატება’’,რა თქმა უნდა,წარმოადგენს კს-ს პარტნიორთა  წინასწარი შეთანხმების საგანს,რომელიც „წესდებაშიც’’ უნდა აისახოს.

·        „დამკვიდრებული საქმიანი ურთიერთობა’’,როგორც წესი,იმ „საკომუნიკაციო არხებისგან’’ შედგება,რომელთა საშუალებითაც კრედიტორებს კავშირი აქვთ კს-სთან[იგილისხმება: ელ.ფოსტა,პირადი შეხვედრები, და ა. შ]

·        „საგარანტიო თანხის’’ მომატებასთან დაკავშირებული „შეტყობინება’’  კი პირდაპირ უნდა იყოს მიმართული კრედიტორებისადმი და „საჯარო განცხადების შემთხვევაში’’ „არასაკმარისად’’ უმდა ჩაითვალოს,ისევე როგორც ,კრედიტორის მიერ რაიმე „სხვა გზით’’ ან „საშუალებით’’ აღნიშნული „მომატების’’ შესახებ გაგება.

·        ამგვარად,თუ სახეზე არ იქნება „ინფორმაციის პირდაპირი  მიწოდება’’ ასთი კონკრეტული,კანონში დასახელებული მეთოდებით,“ნამეტი საგარანტიო თანხა’’ მიუწვდომელი იქნება კრედიტორებისათვის,რადგან ის მოკლებულია მის ლეგიტიმაციის წყაროს- რეგისტრაციას და კანონი კი  ამ „ნამეტი საგარანტიო თანხის’’ „სამართლებრივ  არსებობას’’ სწორედ მისი „რეგისტრაციის ‘’ ფაქტს უკავშირებს.

 

კს- კრედიტორის   ინტერესებისდაცვა’’

 

·        თუ კს-ს კრედიტორის წინაშე  კს-ს   წარმოეშობა  ვალდებულება, კომანდიტის „საგარანტიო თანხა’’  რომც „შემცირდეს’’ ამ ვალდებულების აღების შემდეგ,ეს არ იმოქმედებს კომანდიტის პასუხისმგებლობაზე და ის სულ მცირე იმ საგარანტიო თანხით აგებს პასუხს,რომელიც ვალდებულების აღების მომენტში იყო რეგისტრირებული[ანუ ფიქსირებული]

·        ამით კრედიტორი დაცულია კს-ს  პარტნიორების მიერ „საგარანტიო თანხის’’ განზრახ შემცირებისგან.

·        ხოლო თუ კს-ს პარტნიორების მხრიდან ადგილი ექნება კომინდატის მიერ  შეტანილი “უძრავი ნივთის გადამეტებით შეფასებას’’ და   ეს შეფასების „თანხა’’ მითითებული იქნება რეესტრში  ,როგორც „საგარანტიო თანხა’’  კრედიტორთა ინტერესების დაცვის მიზნით სწორედ ეს „გაჭარბებული თანხა’’ იქნება კს-ს კრედიტორებისთვის ხელმისაწვდომი.[ანუ კრედიტორის ბრალი არ იქნება ,რომ „საგარანტიო თანხა’’ მცდარად განსაზღვრეს კს-ში]

·        ამრიგად, კრედიტორთა ინტერესების დაცვის მიზნიტ,უპირველეს ყოვლისა,მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ის თანხა,რომელიც რეესტრში არის მითითებული.

·         

კომანდიტის ინტერესების დაცვა

 

·        კომანდიტი პარტნიორი  ვალდებული არ არის დააბრუნოს ის თანხა, რომელსაც იგი კეთილსინდისიერად და სათანადოდ შედგენილი ბალანსის საფუძველზე მოგების სახით მიიღებს კს-სგან.

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები