თემა 4. ადმინისტრაციული სახდელის დადება [„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-4 თავი]

 


სარჩევი:

ადმინისტრაციული სახდელის დადება, ზოგადი წესი. [მუხ.33-] 2

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის  პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი’’[მუხ.34-] 3

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის  პასუხისმგებლობის დამამძიმებელი  გარემოებანი’’[მუხ.34-] 4

ადმინისტრაციული სახდელის’’ დადებარანდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას’’[მუხ. 36-] 5

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობასალიცენზიო’’ დასანებართვო ‘’ პირობების დარღვევისთვის [მუხ. 36- პრიმი] 6

ადმინისტრაციული სახდელების’’   ვადების გამოანგარიშება[მუხ. 37-] 7

ადმინისტრციული სახდელის’’ დადების[დაკისრების] –„ვადები’’[ მუხ. 38-] 7

ვადა’’,რომლის გასვლის შემდეგაც პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლადჩაითვლება [მუხ. 39-] 10

მიყენებული ქონებრივი ზიანის  ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება’’ [მუხ. მე-40] 11

თუადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ’’  ქონებრივი ზიანი’’ გამოიწვია ][. მე-40 მუხ. 1-ლი ნაწილი] 11

არსებობს „შემთხვევები’’  როდესაც  პირი თავისუფლდება  ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან’’ ?[მუხ. მე-40 .ნაწ. 1 1] 12

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს[შსს]  უფლებამოსილი პირის  მიერ  გაცემული სააღსრულებო ფურცელი’’   [მუხ. მე-40 ნაწ. მე-2] 12

დაზარალებულის’’ [სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/ან მფლობელის] „განცხადების’’ , ასევე სამართალდამრღვევისთვის გამოწერილისაჯარიმო ქვითრის’’ ასლის  და დაზიანებულ სატრანსპორტო საშუალების შესახებ საექპერტო დასკვნის’’ შსს უფლებამოსილი პირთან ‘’წარდგენის  10 დღიანი ვადა [მუხ.მე-40 ნაწ. მე-3] 13

. 14

მე-40 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულიქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ’’  სასამართლოს დადგენილებაზე  სააღსრულებო ფურცლის’’ გაცემის  წესი [მუხ. მე-40 ნაწ .მე-33] 14

მე-40 მუხლის მე-2  ნაწილით განსაზღვრულიქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ’’  შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირის    მიერ  სააღსრულებო ფურცლის’’ გაცემის  წესი [მუხ. მე-40 ნაწ .მე-4 ] 15

სააღსრულებო ბიუროს’’ ვალდებულება,როცა მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის  გაცემულ სააღსრულებო ფურცელს’’ წარუდგენს დაზარალებული[მუხ. მე-40 ნაწ. მე-5] 16

ქონებრივი ზიანის ანაზღაურების’’ „იძულებითი აღსრულების’’ „შეჩერება’’ ანშეწყვეტა’’ შესაძლებელია  შსს უფლებამოსილი პირის „დადგენილების’’ მიღებამდე დასააღსრულებო ფურცლის’’ გაცემამდე [მუხ. მე-40- ნაწ. მე-6  ’’ ქვეპუნქტი] 16

შსს უფლებამოსილი პირის „დადგენილების’’  დასააღსრულებო ფურცლის’’ „გასაჩივრების შემთხვევაში’’  დავა გადადის  სასამართლოში  [მუხ. მე-40- ნაწ. მე-6  ’’ ქვეპუნქტი] 17

დაზარალებულის’’ უფლება იდავოსადმინისტარაციულ სამართალდარღვევთან’’,რომელმაც მასქონებრივი ზიანი ‘’ მიაყენა  სასამართლო წესით[მე-40 მუხ.  მე-7 ნაწ.] 17

სააღსრულებო ფუცლის’’  ფორმა’’ დაგაცემის წესი’’[მუხ. მე-40 ნაწ. მე-8] 18

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ შედეგადსახელმწიფოსთვის’’ ან/დამუნიციპალიტეტისთვის’’  მიყენებულიქონებრივი ზიანის’’  ანაზღაურების წესი[მუხ. მე- 401] 18

იმ მოვალეობის შესრულება ,რომლისშეუსრულებლობისთვის’’ შეფარდებული იყოადმინისტრაციული სახდელი’’[მუხ. 41-] 19

 

 

ადმინისტრაციული სახდელის დადება, ზოგადი წესი. [მუხ.33-]

 

·        ადმინისტრაციული  სახდელი  „ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის’’ პირს დაედება  ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას’’ რომ ითვალისწინებს იმ ნორმატიული აქტისაფუძველზე  და  ამ  ნორმატიული აქტით  დაწესებულ ფარგლებში’’.

·        ამასთან, „ადმინისტრაციული  სახდელი’’  „ადმინისტრაციული სამართალდამრღვევს’’დაედება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის’’ და „ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების’’ -ზუსტი [!] შესაბამისობით

·        ამასთან, „ადმინისტრაციული სახდელის’’ დადებისას მხედველობაში მიიღება:

a.      ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი,

b.      დამრღვევის პიროვნება,

c.      მისი ბრალის ხარისხი,

d.     მისი ქონებრივი მდგომარეობა,

e.      პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

 

    მუხლი 33. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადების ზოგადი წესები

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის’’ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების’’ ზუსტი შესაბამისობით.

 

„ადმინისტრაციული სახდელის’’ დადებისას მხედველობაში მიიღება: ა)ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, ბ)დამრღვევის პიროვნება, გ)მისი ბრალის ხარისხი, დ)ქონებრივი მდგომარეობა, ე)პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

 

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის  პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი’’[მუხ.34-]

 

·        „ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის’’ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება:

 

a.    ბრალეულის „გულწრფელი მონანიება’’

b.    ბრალეულის მიერ „სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება’’

c.    ბრალეულის მიერ „ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება’’

d.    ბრალეულის მიერ „მიყენებული ზიანის გამოსწორება’’

e.    სამართალდარღვევის ჩადენა „ძლიერი სულიერი აღელვების გავლენით’’,

f.     სამართალდარღვევის ჩადენა „მძიმე პირად თუ ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო ‘’

g.    სამართალდარღვევის ჩადენა „არასრულწლოვნის მიერ’’

h.    სამართალდარღვევის ჩადენა „ორსული ქალის’’ ან „იმ ქალის მიერ, რომელსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს’’

·        საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი „სხვა გარემოებანიც’’.

·         ორგანოს (თანამდებობის პირს), [რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს], შეუძლია „შემამსუბუქებლად’’ მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.

  მუხლი 34. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება:

1) ბრალეულის „გულწრფელი მონანიება’’;

2) ბრალეულის მიერ ა)„სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება’’, ბ)“ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება’’ ან გ)“მიყენებული ზიანის გამოსწორება’’;

3) „სამართალდარღვევის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების გავლენით’’, ან „მძიმე პირად თუ ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო’’;

4) „სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიერ’’;

5) „სამართალდარღვევის ჩადენა ორსული ქალის’’ ან „იმ ქალის მიერ, რომელსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს’’.

საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი’’ სხვა’’ გარემოებანიც.

 

ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში’’.

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის  პასუხისმგებლობის დამამძიმებელი  გარემოებანი’’[მუხ.34-]

 

·        „ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის’’ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ  გარემოებებად ითვლება:

 

a.    მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა, საამისოდ უფლებამოსილი პირების მიერ მისი შეწყვეტის მოთხოვნის მიუხედავად

b.    წლის განმავლობაში ერთგვაროვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო „ადმინისტრაციული სახდელი’’ ან ამ კოდექსის შესაბამისად გამოეცხადა „სიტყვიერი შენიშვნა’’

c.    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენა

d.    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში არასრულწლოვანის ჩაბმა

e.    ადნინისტრაციული სამართალდარღვევის არასრულწლოვანის მიმართ ან მისი თანდასწრებით ჩადენა

f.     ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირთა ჯგუფის მიერ ჩადენა

g.    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენა

h.    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სტიქიური უბედურების პირობებში, სხვა საგანგებო გარემოების დროს ჩადენა

i.     ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა;

j.     ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაზარალებულის სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენა

 

 მუხლი 35. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი

 +

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება:

) მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა, საამისოდ უფლებამოსილი პირების მიერ მისი შეწყვეტის მოთხოვნის მიუხედავად;

წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი ან ამ კოდექსის შესაბამისად გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა;

სამართალდარღვევის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენა;

სამართალდარღვევაში არასრულწლოვანის ჩაბმა;

სამართალდარღვევის არასრულწლოვანის მიმართ ან მისი თანდასწრებით ჩადენა;

სამართალდარღვევის პირთა ჯგუფის მიერ ჩადენა;

სამართალდარღვევის დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენა;

სამართალდარღვევის სტიქიური უბედურების პირობებში, სხვა საგანგებო გარემოების დროს ჩადენა;

სამართალდარღვევის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა;

სამართალდარღვევის დაზარალებულის სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენა.

 

 

ადმინისტრაციული სახდელის’’ დადებარანდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას’’[მუხ. 36-]

 

·        პირის მიერ რამდენიმე (ორი ან ორზე მეტი)“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ ჩადენისას მას ადმინისტრაციული სახდელი „თითოეული სამართალდარღვევის ჩადენისთვის’’ ცალკე დაედება.

·        თუ პირმა ჩაიდინა „რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა’’, რომელთა „საქმეებს’’ ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, მას „ადმინისტრაციული სახდელი’’ დაედება „იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის’’.

 

·        თუმცა, ამ შემთხვევაში „ძირითად ადმინისტრაციულ სახდელს’’   „შეიძლება დაემატოს’’  ერთ-ერთი „დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი’’ [იმ სახდელთაგან, რომლებსაც ითვალისწინებს  ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლი].

 

·         თუ პირმა ჩაიდინა „რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა’’, რომელთა „საქმეებს’’  ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს და რომლებიც „ადმინისტრაციული სახდელის’’ სახით „იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს’’,იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის საერთო ვადა ‘’- 5 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

 

 

    მუხლი 36. ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას

 +

1. პირის მიერ რამდენიმე (ორი ან ორზე მეტი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას მას ადმინისტრაციული სახდელი თითოეული [ადმინისტრაციული] სამართალდარღვევის ჩადენისთვის ცალკე დაედება.

 

2. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, მას ადმინისტრაციული სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. ამ შემთხვევაში ძირითად ადმინისტრაციულ სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი იმ სახდელთაგან, რომლებსაც ითვალისწინებს რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლი.

 

3. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს და რომლებიც ადმინისტრაციული სახდელის’’ სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას’’ ითვალისწინებს, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის საერთო ვადა 5 წელს არ უნდა აღემატებოდეს’’.

 

 

 

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობასალიცენზიო’’ დასანებართვო ‘’ პირობების დარღვევისთვის [მუხ. 36- პრიმი]

 

·        „ადმინისტრაციული სახდელის’’  დადების შემდგომ დადგენილ ვადაში „ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ’ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა’’   გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

·        „გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან’’  დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ „ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ’’  „სალიცენზიო ან სანებართვო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული’’, „დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება’’[გასაამმაგებული გასამმაგდება] - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

 

    მუხლი 36​1. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევისათვის

 

1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდგომ დადგენილ ვადაში ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

2. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

 

 

ადმინისტრაციული სახდელების’’   ვადების გამოანგარიშება[მუხ. 37-]

 

·        „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის’’ 37-ე მუხლის მიხედვით:

 

a.    „ადმინისტრაციული პატიმრობის’’ ვადა გამოიანგარიშება -დღე-ღამით,

b.    „გამასწორებელი სამუშაოების’’  ვადა გამოიანგარიშება   თვეებით ან დღეებით,

c.    „სპეციალური უფლების შეჩერების’’ ვადა გამოიანგარიშება  − წლებით ან თვეებით.

 

მუხლი 37. ადმინისტრაციული სახდელების ვადების გამოანგარიშება

 

ადმინისტრაციული პატიმრობის’’ ვადა გამოიანგარიშება დღე-ღამით, გამასწორებელი სამუშაოებისთვეებით ან დღეებით, სპეციალური უფლების შეჩერების’’წლებით ან თვეებით.

 

ადმინისტრციული სახდელის’’ დადების[დაკისრების] –„ვადები’’[ მუხ. 38-]

 

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს „შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ „ჩადენის დღიდან’’ არაუგვიანეს 3 თვისა,

 

 ხოლო როცა  „ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა’’  „დენადია’’[ანუ ჯერ ისევ არ დასრულებულა]  –ამ „ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ „გამოვლენის დღიდან ‘  -არაუგვიანეს 3 თვისა.

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს (სამართალდამრღვევს)  „იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის’’ განსაზღვრული „ადმინისტრაციული სახდელი’’ , რომლის „საქმეც’’ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია, შეიძლება დაედოს „აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ „ჩადენის დღიდან ‘’არაუგვიანეს 6 თვისა,

 

ხოლო როდესაც „ადმინისტრაციული სამართალდარღვევა’’   „დენადია’’ − მისი „გამოვლენის დღიდან’’ არაუგვიანეს 6 თვისა.

·        „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 57​1 მუხლით,

57​3 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 57​4, 63-ე, 66-ე, 66​2–66​5 და 79​1–79​მუხლებით,

79​მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 79​5, 79​7 და 79​8 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, იმავე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებითა და 86​3 და

159​5–159​9 მუხლებით გათვალისწინებული „ადმინისტრაციული სახდელი’’ შეიძლება დაედოს „შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’  „გამოვლენის დღიდან’’  არაუგვიანეს 6 თვისა. [ეს წესი იცვლება 2027 წლის 1 იანვრიდან  იხ. კოდექსი]

 

·        პირს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის

177​16 ან 177​17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს „შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ „გამოვლენის დღიდან’’ არაუგვიანეს 2 თვისა.

·        ამ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის „შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადება’’  შესაძლებელია „შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ - ჩადენიდან 1 წლის ვადაში.

·        პირს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული „ადმინისტრაციული სახდელი’’ შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ‘ჩადენის დღიდან’’ არაუგვიანეს 6 თვისა.

·        „სისხლისსამართლებრივი დევნის’’ ან „გამოძიების’’ შეწყვეტის შემთხვევაში, როდესაც დამრღვევის მოქმედებაში არის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები’’, მას „ადმინისტრაციული სახდელი’’ შეიძლება დაედოს „სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ’’ გადაწყვეტილების  „სახდელის დამდები უფლებამოსილი ორგანოსთვის (თანამდებობის პირისთვის)’ ჩაბარების დღიდან’’  არაუგვიანეს 1 თვისა.

 

·        „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის’’  სასამართლოში გასაჩივრებისას 38-ე  მუხლით გათვალისწინებული „ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის’’ დინებ -  შეჩერდება [!]  სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

·        „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლში აღნიშნული ვადები[იხ ზემოთ] არ გამოიყენება „საქართველოს საბაჟო კოდექსის’’  საფუძველზე კონტრაბანდის საგნების „კონფისკაციის’’ შეფარდებისას.

·        „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „ადმინისტრაციული სახდელების’’ დადებისას გამოიყენება „იმავე კანონით’’ დადგენილი ვადები.[და არა„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის   38-ე მუხლით დადგენილი ვადები]

 

 

 

     მუხლი 38. ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები

 +

1. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადიამისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულიადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს (სამართალდამრღვევს) იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი, რომლის საქმეც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია, შეიძლება დაედოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადიამისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

2​1. სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 57​1 მუხლით, 57​3 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 57​4, 63-, 66-, 66​2–66​5 და 79​1–79​3 მუხლებით, 79​4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 79​5, 79​7 და 79​8 მუხლებით, 86- მუხლის მე-12 ნაწილით, იმავე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებითა და 86​3 და 159​5–159​9 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

[ 21 . სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 571  მუხლით, 573  მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 574 , 63-, 66-, 662 –665  და 791 –793  მუხლებით, 794  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 , 797  და 798  მუხლებით, 86- მუხლის მე-12 ნაწილით, იმავე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებითა და 863  და 16512 −16523  მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

2​2პირს ამ კოდექსის 177​16 ან 177​17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. ამ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადება შესაძლებელია შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის ვადაში.

2​3პირს ამ კოდექსის 118- მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

3. სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, როდესაც დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, მას ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების სახდელის დამდები უფლებამოსილი ორგანოსთვის (თანამდებობის პირისთვის) ჩაბარების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

3​1ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სასამართლოში გასაჩივრებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის დინება შეჩერდება სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

4. ამ მუხლში აღნიშნული ვადები არ გამოიყენება საქართველოს საბაჟო კოდექსის საფუძველზე კონტრაბანდის საგნების კონფისკაციის შეფარდებისას.

5. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელების დადებისას გამოიყენება იმავე კანონით დადგენილი ვადები.

 

 

ვადა’’,რომლის გასვლის შემდეგაც პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლადჩაითვლება [მუხ. 39-]

 

·        თუ დმინისტრაციულსახდელდადებულირს ამ „სახდელის მოხდის დღიდან 1 წლის განმავლობაში’’  არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი „ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად’’ ჩაითვლება, გარდა    „ადმინისტრაციული სახდელის’’ სახით ჯარიმის’’ დაკისრების შემთხვევისა.

·        „ადმინისტრაციული სახდელის’’ სახით ჯარიმის’’  დაკისრების შემთხვევაში პირი „ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად’’ ჩაითვლება, თუ იგი „ჯარიმის’’ დაკისრების დღიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიდენს  „ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას’’ , გარდა „39-ე  მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა’’[იხ. ქვემოთ]

·        „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე, 150​2, 166-ე, 166​2, 173-ე, 173​16 და 174​1 მუხლებით გათვალისწინებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’  ჩადენისთვის „ადმინისტრაციული სახდელის’’ სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება „ჯარიმის სრულად გადახდიდან 1 წლის გასვლის შემდეგ’’.[39-ე მუხ. მე-3 ნაწ]

 

 

    მუხლი 39. ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ითვლება

 +

1. თუ ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს ამ სახდელის მოხდის დღიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა’’, იგი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად’’ ჩაითვლება, გარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევისა.

 

2. ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

3. ამ კოდექსის 150-, 150​2, 166-, 166​2, 173-, 173​16 და 174​1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი დმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება ჯარიმის სრულად გადახდიდან 1 წლის გასვლის შემდეგ.

 

 

მიყენებული ქონებრივი ზიანის  ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება’’ [მუხ. მე-40] 

 

 

) თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ’’  ქონებრივი ზიანი’’ გამოიწვია ][. მე-40 მუხ. 1-ლი ნაწილი]

 

 

·        თუ „ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ’’  „ქონებრივი ზიანი’’ მიაყენა  ა)მოქალაქეს, ბ)საწარმოს, გ)დაწესებულებას, დ)ორგანიზაციას ან ე)სახელმწიფოს, მაშინ მოსამართლე „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის’’  

ადმინისტრაციული სახდელის დადების’’ საკითხის გადაწყვეტისას ვალდებულია „სამართალდამრღვევს’’ იმავდროულად დააკისროს  „მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება’’.

 

[ეს დაიმახსოვრე : „ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს’’  სასამართლოს მიერ  ა)ედება „ადმინისტრაციული სახდელის რომელიმე სახე’’ და ბ) ეკისრება „ქონებრივი ზიანის ანაღაურება’’  ]

 

 მუხლი 40. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

 +

1. თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა ა)მოქალაქეს, ბ)საწარმოს, გ)დაწესებულებას, დ)ორგანიზაციას ან სახელმწიფოს, მაშინ მოსამართლე „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ ჩადენისათვის „ადმინისტრაციული სახდელის’’ დადების საკითხის გადაწყვეტისას ვალდებულია სამართალდამრღვევს’’ იმავდროულად დააკისროს -მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება’’.

 

 

არსებობს „შემთხვევები’’  როდესაც  პირი თავისუფლდება  ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან’’ ?[მუხ. მე-40 .ნაწ. 1 1]

 

·        „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  „პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში’’  პირი შეიძლება გათავისუფლდეს „ზიანის ანაზღაურების’’ ვალდებულებისაგან.[იხ. მუხ. მე-40  ,ნაწ. 11]

 

 მუხლი 40. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

 

1​1 . ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი შეიძლება გათავისუფლდეს ზიანის ანაზღაურების’’ ვალდებულებისაგან.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს[შსს]  უფლებამოსილი პირის  მიერ  გაცემული სააღსრულებო ფურცელი’’   [მუხ. მე-40 ნაწ. მე-2]

 

·        „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7−მე-9 ნაწილებით, 119-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 120-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-5, მე-10, მე-11 და მე-18 ნაწილებითა და 127​1 მუხლის მე-6–6​2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ა)„დაზიანებულია სატრანსპორტო საშუალება’’, ბ)„დადგენილია სამართალდამრღვევი’’ და გ)„გამოწერილია შესაბამისი საჯარიმო ქვითარი’’[საპატრულო პოლიციის მიერ] , დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/ან მფლობელის) მიერ  წარდგენილი ა)“განცხადებისა’’ და ბ)“უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების’’  მიერ გაცემული -„დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შეფასების’’ საფუძველზე  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი იღებს „შესაბამის დადგენილებას’’ და მის საფუძველზე გასცემს „სააღსრულებო ფურცელს’’, რომლითაც „სამართალდამრღვევს’’   დაზარალებულის’’ (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/ან მფლობელის) სასარგებლოდ დაეკისრება    „დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენისთვის’’, ხოლო „მისი აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში„შენაცვლებისთვის’’ –„საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება’’.

 

[შენიშვნა: შსს უფლებამოსილი პირის ეს  „სააღსრულებო ფურცელი’’ დაზარალებულმა უნდა წარადგინოს „სააღსრულებო ბიუროში’’ და მოითხოვოს მისი „იძულებითი აღსრულება’’ ანუ მისთვის მიყენებული  „ზიანის ანაზღაურებაზე’’ სამართალდამრღვევის „იძულება’’]

 მუხლი 40. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

 +

2. ამ კოდექსის 116- მუხლის მე-7−მე-9 ნაწილებით, 119- მუხლის მე-8 ნაწილით, 120- მუხლის მე-4 ნაწილით, 121- მუხლის მე-3 ნაწილით, 125- მუხლის მე-5, მე-10, მე-11 და მე-18 ნაწილებითა და 127​1 მუხლის მე-6–6​2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ა)დაზიანებულია სატრანსპორტო საშუალება, ბ)დადგენილია სამართალდამრღვევი და გ)გამოწერილია შესაბამისი საჯარიმო ქვითარი, დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) მიერ წარდგენილი  1)„განცხადებისა’’ და 2)„უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შეფასების საფუძველზე’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის დადგენილებას’’ და მის საფუძველზე გასცემს „სააღსრულებო ფურცელს’’, რომლითაც სამართალდამრღვევს’’ დაზარალებულის’’ (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) სასარგებლოდ დაეკისრება დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენისთვის’’, ხოლო მისი აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაშიშენაცვლებისთვის’’  საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.

 

 

 

 

დაზარალებულის’’ [სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/ან მფლობელის] „განცხადების’’ , ასევე სამართალდამრღვევისთვის გამოწერილისაჯარიმო ქვითრის’’ ასლის  და დაზიანებულ სატრანსპორტო საშუალების შესახებ საექპერტო დასკვნის’’ შსს უფლებამოსილი პირთან ‘’წარდგენის  10 დღიანი ვადა [მუხ.მე-40 ნაწ. მე-3]

 

·        მე-40  მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში  „შესაბამისი დადგენილების მიღებისა’’ და „სააღსრულებო ფურცლის  გაცემის’’  მოთხოვნით’’  [დაზარალებულის-სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/ან მფლობელის] „განცხადებას’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ „აღნიშნული განცხადება’’ და მე-40 მუხ. მე-2 ნაწილით განსაზღვრული „საექსპერტო შეფასება’’  წარდგენილია  „შესაბამისი საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან’’ - არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.  [ეს დაიმახსოვრე]

 

 მუხლი 40. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

 +

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი დადგენილების მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით განცხადებას’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული განცხადება და იმავე ნაწილით განსაზღვრული საექსპერტო შეფასება წარდგენილია შესაბამისი საჯარიმო ქვითრის’’ გამოწერიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

 

ე.ი. დაზარალებულმა სამართალდამრღვევისთვის „საჯარიმო ქვითრის ‘’ გამოწერიდან  10 დღეში უმდა მოასწროს  ა)„საექსპერტო დასკვნის’’ აღება მისთვის  დაზიანებულ „სატრანსპორტო საშუალებაზე’’ და ბ) შეიტანოს“განცხადებასთან’’ და „საჯარიმო ქვითრის’’ ასლთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირთან  და მოითხოვოს მისგან  „საღსრულებო ფურცელი’’

 

მე-40 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულიქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ’’  სასამართლოს დადგენილებაზე  სააღსრულებო ფურცლის’’ გაცემის  წესი [მუხ. მე-40 ნაწ .მე-33]

 

·        მე-40 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული „ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ’’ [სასამართლოს] დადგენილებაზე  სააღსრულებო ფურცელი’’ გაიცემა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  273-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული „საჯარიმო ქვითრის’’ („ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების’’) გასაჩივრებისთვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

·        მე-40 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული „ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ’’ [სასამართლოს] დადგენილებაზე      „სააღსრულებო ფურცელი’’ გაიცემა „საჯარიმო ქვითრის’’ („ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების’’) გასაჩივრების მიუხედავად.[ანუ „დადგენილება’’რომც გასაჩივრდეს მაინც გაიცემა „სააღსრულებო ფურცელი’’]

 

    მუხლი 40. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

 +

3​1. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273- მუხლის პირველი ნაწილით საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების) გასაჩივრებისთვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 დღისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების) გასაჩივრების მიუხედავად.

 

მე-40 მუხლის მე-2  ნაწილით განსაზღვრულიქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ’’  შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირის    მიერ  სააღსრულებო ფურცლის’’ გაცემის  წესი [მუხ. მე-40 ნაწ .მე-4 ]

 

·        მე-40  მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული „დადგენილება’’[ აქ უკვე იგულისხმება „შსს უფლებამოსილი პირის დადგენილება’’]  მიიღება და „სააღსრულებო ფურცელი’’ გაიცემა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  273-ე მუხლის პირველი ნაწილით „საჯარიმო ქვითრის’’ (ან „დადგენილების’’) გასაჩივრებისთვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 დღისა, თუ ეს ქვითარი (დადგენილება) გასაჩივრებული არ არის.

 

·        ხოლო საპატრულო პოლიციის „საჯარიმო ქვითრის’’ (ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის  „დადგენილების’’) „სამართალდამრღვევის’’ მიერ გასაჩივრების შემთხვევაში მე-40  მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული „დადგენილება’’ [ანუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის  დადგენილება] მიიღება და „სააღსრულებო ფურცელი’’ გაიცემა   მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ უფლებამოსილი პირის  „ზემდგომი ორგანოს მიერ’’  „სამართალდამრღვევის’’  „ადმინისტრაციული  საჩივრის’’ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ’’

·        ხოლო თუ საპატრულო პოლიციის  „საჯარიმო ქვითარი’’ (ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის  დადგენილება’’) პირდაპირ სასამართლოშია გასაჩივრებული[შეტანილია სარჩელი „სამართალდამრღვევის’’ მიერ]  − მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის   მიერ „სააღსრულებო ფურცელი’’  გაიცემა მხოლოდ  „პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ’’.

 

 

 მუხლი 40. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

 

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273- მუხლის პირველი ნაწილით საჯარიმო ქვითრის (დადგენილების) გასაჩივრებისთვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 დღისა, თუ ეს ქვითარი (დადგენილება) გასაჩივრებული არ არის.

 

საჯარიმო ქვითრის (დადგენილების) გასაჩივრების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება’’ მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა’’ ზემდგომი ადნინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ,

 

ხოლო თუ ეს ქვითარი (ან დადგენილება) სასამართლოშია გასაჩივრებულიპირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

 

 

სააღსრულებო ბიუროს’’ ვალდებულება,როცა მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის  გაცემულ სააღსრულებო ფურცელს’’ წარუდგენს დაზარალებული[მუხ. მე-40 ნაწ. მე-5]

 

·        მე-40  მუხლით განსაზღვრული „სააღსრულებო ფურცლისა’’ და „სათანადო განცხადების’’ წარდგენის შემთხვევაში „სააღსრულებო ბიურო’’ ვალდებულია გაატაროს „სააღსრულებო ფურცლის’’ აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებები, მათ შორის „პრიორიტეტულად’’ განახორციელოს იმ მექანიკურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე „ყადაღის დადება’’ ან/და „მისი რეალიზაცია’’ , „რომლითაც ჩადენილ იქნა’’ მე-40  მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე „ადმინისტრაციული სამართალდარღვევა’’.  [ეს დაიმახსოვრე]

 

 

  მუხლი 40. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

 

5. ამ მუხლით განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლისა და სათანადო განცხადების წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო ბიურო ვალდებულია გაატაროს სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებები, მათ შორის პრიორიტეტულად განახორციელოს იმ მექანიკურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადება ან/და მისი რეალიზაცია, რომლითაც ჩადენილ იქნა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა’’.

 

შენიშვნა:

რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაში’’ -იგულისხმება

კოდექსის 116- მუხლის მე-7−მე-9 ნაწილებით, 119- მუხლის მე-8 ნაწილით, 120- მუხლის მე-4 ნაწილით, 121- მუხლის მე-3 ნაწილით, 125- მუხლის მე-5, მე-10, მე-11 და მე-18 ნაწილებითა და 127​1 მუხლის მე-6–6​2 ნაწილებით გათვალისწინებულ  „ადმინისტრაციული სამართალდარღვვები’’ ,რომელსაც „სამართალდამრღვევი ‘’ სჩადის „მექანიკური ავტოსტრანსპორტო საშუალების გამოყენებით’’

 

ქონებრივი ზიანის ანაზღაურების’’ „იძულებითი აღსრულების’’ „შეჩერება’’ ანშეწყვეტა’’ შესაძლებელია  შსს უფლებამოსილი პირის დადგენილების’’ მიღებამდე დასააღსრულებო ფურცლის’’ გაცემამდე [მუხ. მე-40- ნაწ. მე-6  ’’ ქვეპუნქტი]

 

 

·        შსს უფლებამოსილი პირის „დადგენილების’’ მიღებამდე და „სააღსრულებო ფურცლის’’ გაცემამდე ან/და მის აღსრულებამდე „დაზარალებულსა’’ და „სამართალდამრღვევს’’ უფლება აქვთ,  „ნებისმიერ დროს’’  „წერილობითი მორიგების’’ საფუძველზე   „შეაჩერონ’’ ან „შეწყვიტონ’’ „იძულებითი აღსრულება’’

 

მუხლი 40. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

 +

6. ამ მუხლით განსაზღვრული:

) დადგენილების მიღებამდე და სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე ან/და მის აღსრულებამდე დაზარალებულსა და სამართალდამრღვევს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს წერილობითი მორიგების საფუძველზე შეაჩერონ ან შეწყვიტონ იძულებითი აღსრულება

შსს უფლებამოსილი პირის დადგენილების’’  დასააღსრულებო ფურცლის’’ გასაჩივრების შემთხვევაში’’  დავა გადადის  სასამართლოში  [მუხ. მე-40- ნაწ. მე-6  ’’ ქვეპუნქტი]

 

 

·        შსს უფლებამოსილი პირის ‘’დადგენილებისა’’ და „სააღსრულებო ფურცლის’’ გასაჩივრების შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 40. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

 +

6. 

) დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრების შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

დაზარალებულის’’ უფლება იდავოსადმინისტარაციულ სამართალდარღვევთან’’,რომელმაც მასქონებრივი ზიანი ‘’ მიაყენა  სასამართლო წესით[მე-40 მუხ.  მე-7 ნაწ.]

 

·        „დაზარალებულს’’, რომელიც არ გამოიყენებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  მე-40  მუხლის მე-2–მე-6 ნაწილების დებულებებს, უფლება აქვს,სამართალდამრღვევთან’’ იდავოს „საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით’’ დადგენილი წესით.

 

 

 

მუხლი 40. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

 

7. დაზარალებულს, რომელიც არ გამოიყენებს ამ მუხლის მე-2–მე-6 ნაწილების დებულებებს, უფლება აქვს, სამართალდამრღვევთან იდავოს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სააღსრულებო ფუცლის’’  ფორმა’’ დაგაცემის წესი’’[მუხ. მე-40 ნაწ. მე-8]

 

·        მე-40  მუხლით განსაზღვრული[ანუ შსს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული]  „სააღსრულებო ფურცლის’’ ფორმას და მისი „|გაცემის წესს’’ ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

 

მუხლი 40. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

 

8. ამ მუხლით განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლის ფორმას და მისი გაცემის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

 

 

 

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ შედეგადსახელმწიფოსთვის’’ ან/დამუნიციპალიტეტისთვის’’  მიყენებულიქონებრივი ზიანის’’  ანაზღაურების წესი[მუხ. მე- 401]

 

·        თუ „ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ‘’  ქონებრივი ზიანი’’ მიაყენა სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტს, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებული ორგანო/ან თანამდებობის პირი გამოსცემს  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს’’ „ზიანის ანაზღაურების შესახებ’’ (გარდა ამ კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომელსაც უგზავნის სამართალდამრღვევს.

·        დაინტერესებული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრული[დადგენილი]  ზიანის ანაზღაურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

·        დაინტერესებულ ორგანოს/თანამდებობის პირს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში დაიბაროს „სამართალდამრღვევი’’  ახსნა-განმარტების მისაცემად.[ანუ მისგან მოსასმენად]

·        მე-401  მუხლის პირველ ნაწილში მითითებული „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’ საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

·        თუ ადმინისტრაციულმა სამართალდამრღვევმა მე-401 მუხლის პირველ ნაწილში მითითებული „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით’’ განსაზღვრულ ვადაში არ აანაზღაურა მიყენებული ზიანი, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ’’ ექვემდებარება „იძულებით აღსრულებას ‘’„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

 

შენიშვნა: მე-401მუხლის მიზნებისათვის დაინტერესებულ ორგანოდ/თანამდებობის პირად ითვლება ის სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/თანამდებობის პირი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი,რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის (მათ შორის, გარემოსათვის მიყენებული ზიანის) ანაზღაურება’’ ან „რომლის ბალანსზედაც იმყოფება’’ ან „რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული’’ სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ქონება, რომელსაც „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად’ მიადგა ზიანი.

   მუხლი 40​1ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი

 +

1. თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტს, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებული ორგანო/თანამდებობის პირი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზიანის ანაზღაურების შესახებ (გარდა ამ კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომელსაც უგზავნის სამართალდამრღვევს. დაინტერესებული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

2.    დაინტერესებულ ორგანოს/თანამდებობის პირს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში დაიბაროს სამართალდამრღვევი ახსნა-განმარტების მისაცემად.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. თუ სამართალდამრღვევმა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში არ აანაზღაურა მიყენებული ზიანი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის დაინტერესებულ ორგანოდ/თანამდებობის პირად ითვლება  ა)ის სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/თანამდებობის პირი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის (მათ შორის, გარემოსათვის მიყენებული ზიანის) ანაზღაურება ან ბ)რომლის ბალანსზედაც იმყოფება ან გ)რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ქონება, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად მიადგა ზიანი.

 

 

იმ მოვალეობის შესრულება ,რომლისშეუსრულებლობისთვის’’ შეფარდებული იყოადმინისტრაციული სახდელი’’[მუხ. 41-]

 

·        მოსამართლე „ადმინისტრაციული სახდელის’’ დაკისრების შესახებ დადგენილებით „ადასტურებს’„იმ „მოვალეობის’’ შესრულების „ვალდებულებას’’, რომლის „შეუსრულებლობისთვისაც’’ პირს შეეფარდა „ადმინისტრაციული სახდელი’’, და „დადგენილებაში’’ განსაზღვრავს  „დარღვევის გამოსასწორებლად გასატარებელ ღონისძიებებს’’, რომელთა აღსრულებაც ხდება კანონით დადგენილი წესით.

 

   მუხლი 41. იმ მოვალეობის შესრულება, რომლის შეუსრულებლობისთვისაც შეფარდებული იყო ადმინისტრაციული სახდელი

 +

მოსამართლე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილებით ადასტურებს იმ მოვალეობის შესრულების ვალდებულებას, რომლის შეუსრულებლობისთვისაც პირს შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, და დადგენილებაში განსაზღვრავს დარღვევის გამოსასწორებლად გასატარებელ ღონისძიებებს, რომელთა აღსრულებაც ხდება კანონით დადგენილი წესით.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები