კს-ს პარტნიორის[კომპლემეტარის და კონინდატის] პასუხისმგებლობა მე-3 პირის[კრედიტორის] წინაშე

 


  

სარჩევი:

1.კს- კომპლემენტარი პარტნიორის პასუხისმგებლობა კს-ს კრედიტორის წინაშე 1

2.კს- კომანდიტი პარტნიორის პასუხისმგებლობა კს- კრედიტორის წინაშე. 2

 

 

 

1.კს- კომპლემენტარი პარტნიორის პასუხისმგებლობა

 

·        კს-სკომპლემენტარი პარტნიორი’’ პასუხისმგებლობა მე-3 პირის[კრედიტორის] წინაშე, მსგავსია სპს-„პარტნიორის’’ პასუხისმგებლობის

·        ანუ  კს-ს  შემთხვევაშიც სახეზეა „მთელი თავისი ქონებით’’

კომპლემენტარი პარტნიორის  ა)„ინდივიდუალურ’’, ბ)“პირდაპირი’’ და გ)“ უშუალო’’ პასუხისმგებლობა  სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებისთვის მე-3 პირის[კრედიტორის] წინაშე

 

·         ხოლო თუ კს-ს რამდენიმე „კომპლემენტარი პარტნიორი’’ ჰყავს- მათი პასუხისმგებლობა -„სოლიდარულია’’ [ანუ  თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში ]

 

მუხლი 463. სოლიდარული ვალდებულება   [სამოქალაქო კოდექსი]

თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება’’), ხოლო [მათ] კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ -სოლიდარულ მოვალეებს.

 

 

 

·        კს  -„იურიდიული პირია’,რომელსაც „საკუთარი ქონება’’ გააჩნია.

·        კს-ს სულ მცირე კომანდიტი პარტნიორის[ან კომანდიტი პარტნიორების] მიერ „სავალდებულო’’ „საგარანტიო თანხის’’ შენატანის საფუძველზე ფორმირებული „საკუთარი ქონება’’ აქვს.

·        კრედიტორის მიერ „მოთხოვნისას’’,როგორც წესი სწორედ კომანდიტი პარტნიორების „საგარანტიო თანხებით’’ ფორმირებული კს-ს ქონება დგას კრედიტორისთვის გადახდის ეპიცენტრში.[ანუ კრედიტორის მოთხოვნა პირველ რიგში კს-ში კომანდიტების მიერ შეტანილი  „საგარანტიო თანხებით’’  ფორმირებული კს-ს ქონებისკენ არის მიმართული]

·        თუმცა, კრედიტორის დაკმაყოფილება  თავისუფლად შესაძლებელია კომპლემენტარი პარტნიორების  მთელი ქონების’’ ხარჯზეც.

·        კომპლემენტარი პარტნიორის პასუხისმგებლობა მე-3 პირის[კრედიტორის] წინაშე „შეუზღუდავია’’ [ანუ კს-ს კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს „მთელი თავისი ქონებით’’]იხ. 112 ე მუხ. 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადება

 

მუხლი 112. კომანდიტური საზოგადოების ცნება

1. კომანდიტური საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის პარტნიორები ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და რომელთაგან სულ მცირე 1 პარტნიორის პასუხისმგებლობა კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების წინაშე შეზღუდულია შესაბამისი საგარანტიო თანხის ოდენობით (კომანდიტი), ხოლო სხვა პარტნიორი/პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს/აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად, როგორც სოლიდარული მოვალეები (კომპლემენტარი).

 

 

·        კს-ს „სადამფუძნებლო ხელშეკრულებით’’,როგორც წესი,კომპლემენტარი პარტნიორი კისრულობს გარკვეული ოდენობის „შენატანის’’ გადახდის ვალდებულებას.თუმცა,ასეთი ვალდებულების აღებას  მხოლოდ „შიდა’’ სამართლებრივი და „შიდა’’ ეკონომიკური დანიშნულება აქვს

·        „საწესდებო ავტონომიის თავისუფლების პრინციპის ‘’ საფუძველზე  კს-ს კომპლემენტარები და კომანდიტები ასევე შეიძლება შეთანხმდნენ  რომელიმე კონრეტული „კომპლემენტარი პარტნიორის   -“შეზღუდულ’’ პასუხისმგებლობაზეც  მე-3 პირის[კრედიტორს] წინაშე

·        მაგრამ ასეთ „შეთანხმებას’’ იურიდიული ძალა ექნება მხოლოდ შიდასამართლებრივ  ურთიერთობებში[კს-ს შიგნით პარტნიორთა შორის ],ხოლო ეს „შეთანხმება’’ „ბათილი’’ იქნება გარესამართლებრივ ურთიერთობებში.[კრედიტორისთვის ასეთ „შეთანხმებას’ იურიდიული ძალა არ ექნება]

·        მაგ. როდესაც კს-ს ერთ-ერთი კომპლემენტარი პარტნიორი „ი’’,რომლის სახელზეც საჯარო რეესტრში სამი ბინაა რეგისტრირებული ქ.თბილისში ,ვალდებულებას იღებს კს-ს „საკუთრებაში გადასცეს’’ ამ სამიდან ერთი ბინა[ ანუ ესაა „ი’’-ს –„შენატანი’’ კს-ში] და იმავდროულად კს-ს „ხელშეკრულებაში’’ ჩნდება დათქმა[დანაწესი],რომ“ი’’ სწორედ ამ[ერთი] ბინით იქმება პასუხისმგებელი საზოგადოების ვალდებულებისთვის კრედიტორის წინაშე[ანუ დანარჩენი პარტნიორები ეთანხმებიან  იმას .რომ  პარტნიორ „ი’’-ს პასუხისმგებლობა იყოს „შეზღუდული’’]

·        ყურადღება: მსგავსი დანაწესი „იურიდიული ძალის’’ მქონეა მხოლოდ პარტნიორთა შორის შიდასამართლებრივ ურთიერთობებში,თუმცა იგი ბათილი იქნება გარესამართლებრივურთიერთობებში და კს-ს კრედიტორის მიერ კომპლემემტარი პარტნიორის -„ი’’-სთვის წაყენებული მოთხოვნის „შემზღუდველად’’ სამართლებრივი თვალსაზრისით-ვერ გამოდგება[!][რადგან კომპლემენტარი პარტნიორის პასუხისმგებლობა მე-3 პირის[კრედიტორის] წინაშე „შეუზღუდავია’’[იხ. 112-ე მუხ. 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადება]  [ანუ კს-ს კრედიტორის წინაშე კომპლემენტარი პარტნიორი  „ი’’ პასუხს აგებს „მთელი თავისი ქონებით’’-ანუ სამივე ბინით]

 

 

2.კს- კომანდიტი პარტნიორის პასუხისმგებლობა კს- კრედიტორის წინაშე

 

·        112-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად „კომანდიტი პარტნიორის ‘’ პასუხისმგებლობა  მე-3 პირის წინაშე შემოიფარგლება მისთვის  „დადგენილი’’  „საგარანტიო თანხის’’ ოდენობით.

 

მუხლი 112. კომანდიტური საზოგადოების ცნება

1. კომანდიტური საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის პარტნიორები ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და რომელთაგან სულ მცირე 1 პარტნიორის პასუხისმგებლობა კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების წინაშე შეზღუდულია შესაბამისი საგარანტიო თანხის ოდენობით (კომანდიტი), ხოლო სხვა პარტნიორი/პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს/აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად, როგორც სოლიდარული მოვალეები (კომპლემენტარი).

 

 

·        კომანდიტი პარტნიორისთვის დადგენილი „საგარანტიო თანხის’’ ოდენობა:

  ა) მითითებული უნდა იყოს კს-ს „სადამფუძნებლო შეთანხმებაში’’

და

ბ)  ის უნდა განისაზღვრეოს   - „რეესტრში’’  მითითებული  „საგარანტიო თანხის’’ ოდენობით  [116-ე მუხ. 1-ლი პუნქტი]

 

მუხლი 116. კომანდიტის საგარანტიო თანხა

1. კომანდიტის  საგარანტიო თანხა [კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების მიმართ] განისაზღვრება რეესტრში მითითებული საგარანტიო თანხის’’ ოდენობით.

 

·       ყურადღება:

 

„შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორის’’  ანუ „ კომანდიტი პარტნიორის  ‘’  სამართლებრივი სტატუსის მისაღებად კომინდატი  „ვალდებულია’’  -„სრულად შეიტანოს’’  „საგარანტიო თანხა’’  კს-ში.[წინააღმდეგ შემთხვევაში „შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორის’’ სტატუსს ვერ მიიღებს]

·       მაგ. თუ  „საგარანტიო თანხის’’ შეტანა განხორციელებული „საერთოდ არ არის’’,მაშინ კომინდატის „პასუხისმგებლობა’’ კს-ს კრედიტორის წინაშე  ისეთივეა ,როგორც კომპლემენტარი პარტნიორის[იხ. ზემოთ]

·       ხოლო თუ „საგარანტიო თანხის ’’  შეტანა „სრულად ‘’[ანუ მთლიანად]  არ არის განხორციელებული,მაშინ  კომანდიტი კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს არა მარტო „საგარანტიო თანხით’’ ,არამედ მის მიერ განუხორციელებელი შენატანის ოდენობითაც’’.[მუხ. 116-ე ნაწ. მე-2]

 

მუხლი 116. კომანდიტის საგარანტიო თანხა

2. კომანდიტი კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ საგარანტიო თანხით’’.

[მაგრამ] თუ საგარანტიო თანხა’’ სრულად არ არის შეტანილიკომანდიტ კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მის მიერ განუხორციელებელი შენატანის’’ ოდენობითაც

 

·       კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ,რომ საჭიროა ერთმანეთისგან  განვასხვავოთ  ისეთი ცნებები,როგორებიცაა  ა)კომინდატის   შენატანი’’ და  ბ)კომინდატის „საგარანტიო თანხა’’

[ კომიდანტის   შენატანს’’ და  უკავშირდება მისი  წილიდან’’ გამომდინარე მისი  „სხვადასხვა უფლებების’’ დადგენა]

·         “დანაკლისის შემთხვევაში’’[ანუ როცა „“საგარანტიო თანხა ’’  სრულად არ არის შეტანილი] კომინდატს  ““საგარანტიო თანხის’’ შევსების ვალდებულება აქვს.

·       პრაქტიკაში, როგორც  წესი,კომანდიტის „შენატანის’’ და კომანდიტისთვის დადგენილი   „საგარანტიო თანხის’’ ოდენობები ერთმანეთს ემთხვევა.

·       მაგრამ შესაძლოა კომინდატის  „შენატანი’’, კს-ს „ხელშეკრულებით’’ დადგენილ „საგარანტიო თანხაზე’’ ნაკლები იყოს, ასეთ შემთხვევაში  კომინდატის პასუხისმგებლობა  მე-3 პირის[კრედიტორის]  წინაშე მაინც   რეესტრში  დაფიქსირებული საგარანტიო თანხით’’ განისაზღვრება.[ეს დაიმახსოვრე]

·       ასევე შესაძლებელია,რომ კომანდიტის მიერ განხორციელებული „შენატანი’’   ,კს-ს „ხელშეკრულებით’’ დადგენილ „საგარანტიო თანხაზე’’   მეტი აღმოჩნდეს

·       ასეთ რამეს „აჯიოს’’ ,ანუ „ნამეტს’’ ეძახიან

·       „ნამეტი’’ ყველა შემთხვევაში  კს-ის[იურიდიული პირის] ქონებას მიემატება.

·       კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად “ნამეტის’’ გამოცალკევება კს-ს[იურიდიული პირის] ქონებიდან არ შეიძლება.

·       სამაგიეროდ კომანდიტს შესაძლოა ჰქონდეს  კს-ს მიმართ „ნამეტის’’ მისთვის  ანაზღაურების უფლება,მაგრამ  ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუკი კს-ს ხელშეკრულებით ან პარტნიორტა ცალკე „შეთანხმებით’’ ეს „დასაშვები’’ იქნება.კომანდიტის „მოთხოვნის’’ სამართლებრივი საფუძველი სწორედ ასეტი “სახელშეკრულებო’’ დათქმა იქნება.

 

მაგ. კს-ს ერთ-ერთი  კომინდატი პარტნიორის „ი’’-ს „საგარანტიო თანხა’’ 100 000 ლარია.

“ი’’ „შენატანად’’ განახორციელებს -მის საკუთრებაში არსებულ „უძრავ ქონებას’’ გადასცემს რა მასზე საკუტრების უფლებას კს-ს. ამ „უძრავი ქონების’’ ღირებულება 120 000 ლარს შეადგენს.

ყურადღება: „საკუთრების უფლების ’’ გადასვლა პარტნიორიდან „სამეწარმეო საზოგადოებაზე’’ ქონების მთლიან მოცულობას შეეხება და მისგან შემადგენელი ნაწილის გამოცალკევება არ შეიძლება.

ამიტომ,“ნამეტი’’ 20 000 ლარი  „კს-ს[იურიდიული პირის]  ქონების’’  კუთვნილება ხდება და კს-ს მატერიალურ მდგომარეობას ზრდის.

 

თუმცა  მომავალში კს-ს კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კს-ს [იურიდიული პირის] მთლიანი ქონება შეიძლება გახდეს „სამიზნე’’ და არა მხოლოდ  „სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში’’ დაფიქსირებული კომინდანტის  „საგარანტიო  თანხა’’[თუმცა ჯერ ეს და მერე კს-ს მთელი ქონება]

 

·       დაიმახსოვრე: კს-ს კომანდიტი „შეზღუდული პსუხისმგებლობის’’ პრივილეგიით სარგებლობს მხოლოდ მაშინ,როდესაც მის მიერ „სადამფუძნებლო შეთანხმებაში’’  მითითებული „საგარანტიო თანხა’’ შეტანილია -„სრულად’’ და  მისი „უკან დაბრუნება’’ აღარ მომხდარა  ამ კომანდიტი პარტნიორისტთვის.

·       სწორედ ამიტომ „მეწარმეთა შესახებ’’ კანონის 116-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კომანდიტისთვის „საგარანტიო თანხის’’  სრულად დაბრუნების შემთხვევაში [!] ,“საგარანტიო თანხა’’ „შეტანილად’’ არ ითვლება,რაც მისი თავიდან „შეტანის’’ ვალდებულებას აფუძნებს.

 

მუხლი 116. კომანდიტის საგარანტიო თანხა

3. კომანდიტისთვის საგარანტიო თანხის დაბრუნების შემთხვევაში კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების მიმართ საგარანტიო თანხა შეტანილად’’ არ მიიჩნევა.

 

·       „საგარანტიო ტანხის’’ „ნაწილობრივ დაბრუნების შემთხვევაში’’ კი ლოგიკურად გამოიყენება 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება :

 

მუხლი 116. კომანდიტის საგარანტიო თანხა

2. კომანდიტი კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ საგარანტიო თანხით. თუ საგარანტიო თანხა სრულად არ არის შეტანილი, კომანდიტი კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მის მიერ განუხორციელებელი შენატანის ოდენობითაც.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები