თავი II საჯარო სამსახურის კანონის პრინციპები (7-10 მუხლები)
სარჩევი:
ა).“კანონიერების’’ პრინციპი [მე-7 მუხლი]
ბ)„ერთგულების’’ პრინციპი [მე-8 მუხლი]
გ)“კანონის წინაშე თანასწორობის’’ პრინციპი [მე-9 მუხლი]
დ) „ეკონომიურობის და ეფექტიანობის’’ პრინციპი[მე-10
მუხლი]
შესავალი
· „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე თავი ეძღვნება კანონის პრინციპებს.
· კანონის პრინციპებიში მოცემულია ყველა ის სამართლებრივი ღირებულება, რომელიც განაპირობებს თანამედროვე საჯარო სამსახურის არსს და საფუძველს უქმნის ყველა იმ რეგულაციას, რომელსაც მოგვიანებით ადგენს კანონი.
· ამ პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს ის კანონქვემდებარე, სამართლებრივი აქტები, რომლებიც სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარეობენ.
· ზოგადად, კანონმდებლობაში კანონის პრინციპები ასახავს კანონის სულისკვეთებას.
· კანონის ნორმის განმარტების შემთხვევაში კი, კანონის პრინციპები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. განსაკუთრებით დიდი დატვირთვა მათ კანონის ნორმის თელეოლოგიური (მიზანთან დაკავშირებული) განმარტების შემთხვევაში აკისრიათ
ხ
· ზოგჯერ კანონის (ან ზოგადად სამართლის) პრინციპები ერთმანეთთან კონკურენციაშია
· მაგალითად, საჯარო მოხელის „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი’’ და საჯარო მოხელის „გამოხატვის თავისუფლება’’.
· ასეთ შემთხვევაში, საქმის კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, ხდება კონკურირებადი პრინციპების აწონ-დაწონვა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გადაწვეტილება მიიღება „უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის დამცავი პრინციპის სასარგებლოდ.
· აღნიშნულ შემთხვევაში კი, საჯარო ინტერესი – საჯარო სამსახურის დეპოლიტიზაცია არის მეტად წონადი სიკეთე, ვიდრე „სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პირის პოლიტიკური აქტივობა’’.
ხ
· სამართლის თეორიაში რამდენიმე კომპონენტის მიხედვით ერთმანეთისაგან განასხვავებენ კანონის ნორმებსა და კანონის პრინციპებს.
· კანონის კონკრეტული ნორმა კანონის პრინციპებისაგან სიზუსტითა და განსაზღვრულობით განსხვავდება.
· პრინციპის „აბსტრაქტული’’ ბუნება მისი ღიაობისა და ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ქმნის.
· ასევე, განსხვავებულია მათი „შესრულების’’ შეფასებაც.
· თუკანონის ნორმა მხოლოდ „შესრულდა“ ან „არ შესრულდა“-თი ფასდება, კანონის პრინციპზე შესაძლოა ითქვას, რომ იგი „ნაწილობრივ’’, ან „გარკვეულწილად’’ შესრულდა.
ხ
· „საჯარო სამსახურის’’’ კანონის პრინციპები ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ საჯარო მმართველობა განახორციელონ ე.წ. „კარგი მმართველობის“ (Good Governance) დამკვიდრებულ პრინციპებზე დაყრდნობით.
· შესაბამისად, ქართული კანონმდებლობისათვის ძალზე მნიშვნელოვანია თავად განვითარებული, ევროკავშირის ქვეყნების Good Governance-ის არსი.
· ევროკავშირმა 2001 წელს ევროპული მმართველობის ე.წ. თეთრი წიგნი შექმნა, სადაც ჩამოაყალიბა „კარგი მმართველობის’’ ძირითადი პრინციპები.
· ამ პრინციპების მიმართ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მყარი კონსენსუსი არსებობს, მათ უნდა უზრუნველყონ ევროპული ადმინისტრაციის ერთიანი სივრცის შექმნის წინაპირობები.
·
აღნიშნული პრინციპებია: ა)სამართლის უზენაესობა, ბ)პასუხისმგებლობა, გ)ანგარიშვალდებულება
და ე)გამჭვირვალობა, ვ)მოქალაქეთა თანამონაწილეობა, ზ)ეკონომიური და ეფექტიანი ორგანიზაცია
და მმართველობა.
· საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის’’ თანახმად, საქართველოში ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელი და პოლიტიკური ძალა ვალდებულია დაიცვას ის ფასეულობები, რომლებიც საფუძვლად უდევს ადმინისტრაციულ მმართველობას ევროპისა და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ქვეყნებში.
· აღნიშნული ფასეულობები ოთხი ზოგადი პრინციპის სახით არის შეჯამებული:
a. კანონის უზენაესობა ნიშნავს ადმინისტრაციული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების სამართლებრივ განსაზღვრულობას.
b. გამჭვირვალობა შესაძლებელს ხდის ადმინისტრაციული პროცესებისა და შედეგის შემოწმებასა და შესაბამისობას საპროცესო ნორმებსა და დებულებებთან.
c. ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფს შესაბამისობას კანონის უზენაესობასთან და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში.
d. ეფექტურობა სახელმწიფო რესურსების გამოყენებაში და ქმედითობა სტრატეგიული მიზნების მიღწევაში, როგორც ეს დადგენილია სამართლებრივ აქტებში.
· „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ამ ფასეულობების ერთ-ერთ მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს.
· ყველა ჩამოთვლილი პრინციპი გარანტირებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი, 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონით.
· „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე თავით გარანტირებული:
ა)კანონიერების,
ბ)ერთგულების, გ)კანონის წინაშე თანასწორობის, ე)ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, დ)დამსახურებაზე
დაფუძნებული საჯარო სამსახურის, ე)მიუკერძოებლობის, ვ)საჯარო სამსახურზე თანაბარი ხელმისაწვდომობის,
ზ)ანგარიშვალდებულების, თ)პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და ი)მოხელის სოციალური და სამართლებრივი
დაცვის პრინციპები სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე ევროპული ქვეყნების
Good Governance-ის პრინციპებთან.
ხ
1.“კანონიერების’’ პრინციპი [მე-7 მუხლი]
მუხლი 7. კანონიერება
საჯარო მოსამსახურე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ
საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
აქტების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურის ნებისმიერი ქმედება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი
დათქმის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს.
მუხლი 7. კანონიერება
საჯარო მოსამსახურე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურის ნებისმიერი ქმედება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს.
კომენტარი:
· „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ამყარებს ერთერთ უმნიშვნელოვანეს – კანონიერების პრინციპს , იგივე „კანონის უზენაესობისა’’ და „კანონისმიერი დათქმის’’ პრინციპების ერთობლიობას.
· აღნიშნული მუხლის ფორმულირება „გრამატიკული’’ განმარტებით ორმხრივ არის საინტერესო.
1. პირველი – იგი პოზიტიურ-სამართლებრივად ამყარებს საჯარო მოსამსახურის მხრიდან კონსტიტუციისა და კანონებისადმი ერთგულებას.
აღნიშნული ჩანაწერის
მიხედვით, „საჯარო მოსამსახურე’’ „ფორმალურსამართლებრივად’’
უნდა მოქმედებდეს კონსტიტუციისა და კანონების თანახმად (იხ. მე-7 მუხლის პირველი
წინადადება).
2. თუმცა, მეორე მხრივ, კანონის მე-7 მუხლი ზეპოზიტიურ მნიშვნელობას ანიჭებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურისათვის მხოლოდ „ფორმალური კანონმორჩილება’’ არ არის საკმარისი, არამედ მისი ყოველი გადაწყვეტილება, მისი ნებისმიერი ქმედება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს. ე.ი. მატერიალურსამართლებრივადაც სამართლიანი უნდა იყოს. (იხ. მე-7 მუხლის მეორე წინადადება).
ხ
· კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპები სისტემურად ვრცელდება „საჯარო მართველობითი ორგანოს’’ მიერ გამოცემულ ყველა „ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტსა’’, ან/და „განხორციელებულ რეალაქტზე’’
ხ
· კანონის უზენაესობის პრინციპი ხაზს უსვამს იმას, რომ საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ნებისმიერი ორგანოს მიერ „მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები’’, ან „მათ მიერ განხორციელებული ქმედებები’’ კარგავს თავიანთ ლეგიტიმაციას იმ შემთხვევაში, თუ ისინი კონსტიტუციას და კანონს არ შეესაბამებიან [ეს დაიმახსოვრე]
ხ
· რაც შეეხება მე-7 მუხლით გარანტირებულ „კანონისმიერ დათქმას’’, იგი ამ მუხლში აღნიშნავს „საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოს’’ მიერ კანონის საფუძველზე და მის ფარგლებში მოქმედების აუცილებლობას.’’
·
კანონისმიერ დათქმის პრინციპის მიხედვით,
კანონმდებელი[და არა ადმინისტრაციული . ორგანო] თავად ადგენს „გარკვეული, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სფეროების მოსაწესრიგებლად
მოგვარების არსებით რეგულაციებს კანონში’’ და აღნიშნული არ შეიძლება მოწესრიგდეს „საჯარო
მმართველობის’’ ფარგლებში.
· საქართველოს კონსტიტუცია ეყრდნობა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რომლის თანახმადაც „სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი’’, ხოლო „აღმასრულებელი ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე’’.
· მთავრობის მიერ მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი უნდა იყოს კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მიღებული.
· მაგალითისათვის, საქართველოს პარლამენტი ადგენს სისხლის სამართლის პოლიტიკას ან ნარკოპოლიტიკას, საქართველოს მთავრობა ვერ დაადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას კონკრეტული დანაშაულისათვის. ეს მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციაა.
· საქართველოს მთავრობას შეუძლია მიიღოს იმგვარი კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც სავალდებულოა „კონკრეტული სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად’’.
· მაგალითად, საქართველოს მთავრობა, პარლამენტის მიერ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის განსაზღვრის ფარგლებში დაადგენს „რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამებს’’, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს მიერ დადგენილი სისხლის სამართლის ლიბერალური პოლიტიკის შესაბამისად, მთავრობა დაადგენს, მაგალითად, „დანაშაულის არასაპატიმრო სასჯელის მოხდის’’ და „პრობაციის’’ განხორციელების წესებს.
ხ
· კანონის უზენაესობის პრინციპი, თავის მხრივ, სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარეობს და მისი მნიშვნელობა განუსაზღვრელია „კარგი მმართველობისათვის’’.
· კანონის უზენაესობა საჯარო სამსახურში რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული.
a. პირველი – როცა საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან იმოქმედონ კანონის დაცვითა და მის შესაბამისად, მაშინ ძალაუფლების გამოყენება კანონის დადგენილ ფარგლებშია მოქცეული. კანონის უზენაესობა ზღუდავს საჯარო ადმინისტრაციის ან ცალკეული მოხელეების მოქმედების თავისუფლებას და ხელს უშლის ძალაუფლების არამართებულ გამოყენებას თვითნებობაზე ან მიკერძოებულობაზე დაფუძნებულ ქმედებას. სწორედ, ეს არის კანონის უზენაესობის აუცილებლობის უპირველესი მიზეზი.
b. მეორე – კანონის საფუძველზე მოქმედი საჯარო ადმინისტრაციის საქმიანობა მოქალაქისთვის არის განჭვრეტადი, რაც მისი სამართლებრივი უსაფრთხოების განცდას განამტკიცებს. საჯარო ადმინისტრაციის მიერ კანონის შესაბამისი ქმედება უქმნის მოქალაქეს კანონიერ ნდობას და უზრუნველყოფს მის სამართლებრივ უსაფრთხოებას. ამიტომ ადამიანი მოქმედებს განსაზღვრული მოლოდინის ფარგლებში. კანონის უზენაესობა ორმხრივი ნდობის წინაპირობაა. თუკი ხელისუფლება ძალაუფლებას კანონის შესაბამისად იყენებს, მოქალაქეებს შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ, როდის და რა ფორმით გამოიყენებს ხელისუფლება ძალაუფლებას და მოახდენს თუ არა, და რა სახით მოახდენს იგი რეაგირებას მათ ქმედებებზე. სწორედ ეს ქმნის კანონიერი ნდობის პრინციპს. შესაბამისად, ადამიანის სამართლებრივი უსაფრთხოება სახელმწიფოში წარმოადგენს კიდევ ერთ ღირებულებას, რომელიც გამომდინარეობს კანონის უზენაესობის პრინციპიდან. სამართლის უზენაესობის პრინციპით მოქმედი საჯარო ადმინისტრაცია კრძალავს საჯარო მოსამსახურის თვითნებობას, ხოლო საჯარო ადმინისტრაციის მხრიდან კანონდარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს უზრუნველყოფილი აქვს მისი სასამართლო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„ერთგულების’’ პრინციპი [მე-8 მუხლი]
მუხლი 8. ერთგულება
საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თავისი სამსახურებრივი
უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და
საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განახორციელოს.
მუხლი 8. ერთგულება
საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განახორციელოს.
კომენტარი:
·
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ამყარებს საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესებისადმი საჯარო მოსამსახურის ერთგულების პრინციპს.
·
ისტორიულად, სწორედ, სახელმწიფოსადმი ერთგულება ქმნიდა საჯარო სამსახურის
საფუძველს.
·
ჯერ კიდევ გვიან ანტიკური ეპოქიდან იღებს სათავეს „სახელმწიფო ადმინისტრაციის’’ ცნების გაგება, რომლის საყრდენად
და უპირატეს კრიტერიუმად ერთგულება ითვლებოდა. ასეთად
კი, სახელმწიფო სამსახურში მყოფი „სამხედრო ძალები’’,“ სასამართლო’’
და „სამართალდამცავი სისტემა’’ მოიაზრებოდა.
·
მოგვიანებით, 806-809 წლებში,
დასავლეთ ფრანკთა სახელმწიფოს ბიშოფი ჰინმარ ფონ რაიმსი წერდა, რომ „მეფის და სახელმწიფოს მსახური უნდა იყოს აუცილებლად
ერთგული და გონიერი’’.
ხ
·
პირველი, თანამედროვე გაგებით
– საჯარო ადმინისტრაციის – სახელმწიფოებრივი
ხედვა ინგლისის მეფის ჰაინრიხ მეორის კარზე 1777-1779 წლებში
შექმნილი „Dialogus de scaccario“ სისტემაში მოიპოვება.
·
ამ სისტემის ძირითადი საყრდენი კი, „მეფისა და ქვეყნის მსახურის’’ უპირობო ერთგულება იყო.
ხ
·
„ერთგულების პრინციპი’’ თანამედროვე საჯარო მმართველობაში, რა თქმა
უნდა, განსხვავდება ისტორიული გაგებისაგან.
·
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის მე-13 მუხლის
პირველივე ძირითად პრინციპს „საქართველოს სახელმწიფოსა
და ხალხის ერთგულება“ წარმოადგენდა
.თუმცა აღნიშნული
კანონი არ აზუსტებდა ამ პრინციპის შინაარსს.
ხ
·
საჯარო მოსამსახურის ერთგულების პრინციპი
სისტემურად უნდა იქნეს განმარტებული.
·
იგი ავსებს კანონის სხვა ძირითად პრინციპებს და ამყარებს კანონის ერთიან
სულისკვეთებას.
·
„საჯარო ინტერესებისადმი ერთგულების პრინციპი’’ მჭიდრო კავშირშია ამავე კანონის
მე-15 მუხლით გარანტირებულ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის’’ პრინციპთან, რადგან „პოლიტიკური მიუკერძოებლობა’’ საჯარო მოხელეთა მხრიდან ნიშნავს
„სახელმწიფოსადმი’’ და არა „რომელიმე კონკრეტული
პარტიისადმი’’ ერთგულებას. [ეს დაიმახსოვრე]
·
აღსანიშნავია, რომ „საჯარო ინტერესებისადმი
ერთგულების პრინციპი’’ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს „განსაკუთრებულ
სტატუსს’’ სძენს.
·
იგი გამოიხატება „სახელმწიფოსადმი
განსაკუთრებული, გაძლიერებული ერთგულების ვალდებულებაში’’,
ვიდრე ეს „კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს’’ ევალებათ
·
საჯარო სამსახურში არსებული ეს „განსაკუთრებული’’
დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი . იურიდიულ
ლიტერატურაში გაბატონებული აზრით, შესაძლოა საჯარო
მოხელის „განსაზღვრული უფლების შემზღუდველიც კი გახდეს’’. თუმცა უფლებების
ამგვარი შეზღუდვა „მხოლოდ მაშინ არის დასაშვები’’, როცა იგი „სამოხელეო სამართლებრივი
ურთიერთობების მიზნებიდან და არსიდან გამომდინარეობს ‘’
·
მაგალითისათვის, უფლების ასეთი
შეზღუდვა ვლინდება საჯარო მოსამსახურეთა „გაფიცვის ძირითადი უფლების’’ შეზღუდვისას, რადგან საჯარო სამსახური ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებს
ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა: სახანძრო, საპოლიციო ან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურეობები.
·
საჯარო მოსამსახურეს, სწორედ,
ამ „საჯარო ინტერესებიდან’’ გამომდინარე და დასახელებულ „ლეგიტიმურ მიზანზე’’
დაყრდნობით, ეზღუდება
„გაფიცვის ძირითადი უფლება’’.
·
შესაბამისად, მსგავსი შეზღუდვებისას, თუ კანონმდებელი
სფეროს სპეციფიკას ითვალისწინებს, „გაფიცვის უფლების შეზღუდვა’’ ლეგიტიმურია.
ხ
·
ამ მხრივ საინტერესოა ხორვატიის
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილება, რომლის თანახმადაც „გაფიცვის თავისუფლება’’ შეიძლება შეიზღუდოს : ა)შეიარაღებულ ძალებში,ბ)პოლიციაში, გ)სამთავრობო ადმინისტრაციასა
და დ)სახელმწიფო მოხელეებთან მიმართებით, „კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში’’
(ხორვატიის კონსტიტუციის მე-60 მუხლი),
·
ამრიგად, კანონის (და არა მინისტრის
ბრძანების) საფუძველზე უნდა გადაწყდეს, რა წარმოადგენს სახელმწიფოსა და ამ
ტერიტორიაზე მყოფი იურიდიული პირებისა და მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს.
ხ
·
„საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-8 მუხლი პირდაპირ კავშირშია „საჯარო მოხელის ფიცის დადებასთან’’.
·
ამავე კანონის 44-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად,
„მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული
პირი უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგენს ფიცს, რომლის მიხედვითაც, იგი აღიარებს
საჯარო სამსახურში მისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას და აცხადებს, რომ ერთგულად ემსახურება ხალხსა
და სახელმწიფოს, დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, კანონებსა და სხვა სამართლებრივ
აქტებს, პატივს სცემს საჯარო ინტერესებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად
აღასრულებს მის მოვალეობებს.’’
ხ
·
საჯარო მოსამსახურის ერთგულების ვალდებულება დიდ მნიშვნელობას
იძენს თელეოლოგიური განმარტებით.
·
კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, „საჯარო მოხელე ვალდებულია ერთგული იყოს ა)„საჯარო სამსახურის პრინციპებისა’’ და ბ)„საჯარო ინტერესებისადმი’’ პროფესიული საქმიანობის
განხორციელებისას. ‘’
·
აღსანიშნავია, რომ ეს ვალდებულება „ზემდგომი პირის
მიმართ ერთგულებაში კი არ უნდა გამოიხატებოდეს’’ ,არამედ „სახელმწიფო ინსტიტუტისა’’ და „საჯარო ინტერესების’’
მიმართ დამოკიდებულებაში, რამაც, საბოლოოდ, „პოლიტიკისაგან’’ „ბიუროკრატიული აპარატის’’
დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს.
ხ
·
. უცხო ქვეყნების პრაქტიკაში საკმაოდ დამკვიდრებულია საჯარო მოსამსახურის ერთგულების პრინციპი
·
. ამდენად, უნდა აღინიშნოს, რომ ერთგულების პრინციპი საჯარო
მოსამსახურეში ტრადიციულად ქმნის საჯარო სამსახურის აღქმის საფუძველს და ამყარებს
საჯარო სამსახურის სხვა პრინციპებისადმი
საჯარო მოსამსახურის ერთგულებას.
·
ა)„საჯარო სამსახურის პრინციპებისა’’
და ბ)„საჯარო ინტერესებისადმიერთგულების პრინციპი არის
საჯარო ადმინისტრაციის სიძლიერის და ურყეობის გარანტი, რაც, თავის მხრივ, ზრდის
საზოგადოების ნდობასა და კეთილგანწყობას
საჯარო ადმინისტრაციისადმი.
·
შესაბამისად, საჯარო ინტერესისადმი
„ერთგულება’’, არის თანამედროვე
საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტის სიცოცხლისუნარიანობის
მყარი საფუძველი, რომელიც საზოგადოების მხრიდან მისდამი
ნდობასა და აღიარებაში ვლინდება.
გ)“კანონის
წინაშე თანასწორობის’’ პრინციპი [მე-9 მუხლი]
მუხლი 9. კანონის წინაშე თანასწორობა
ყველა საჯარო მოსამსახურე თანასწორია
კანონის წინაშე. დაუშვებელია „სამოხელეო სამართლებრივი
ურთიერთობების მონაწილე საქართველოს
ნებისმიერი მოქალაქის’’ ა)კანონიერი უფლებების, ბ)თავისუფლებებისა და გ)კანონიერი ინტერესების შეზღუდვა, ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, რასის, კანის
ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ან საცხოვრებელი
ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური,
ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის,
შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის,
პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად
მუხლი 9. კანონის წინაშე თანასწორობა
ყველა საჯარო მოსამსახურე თანასწორია კანონის წინაშე. დაუშვებელია სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კანონიერი უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ან საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
კომენტარი:
·
„საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში
„კანონის წინაშე თანასწორობის’’ პრინციპს ამყარებს.
ხ
·
„კანონის
წინაშე თანასწორობის’’ პრინციპი
გრამატიკული განმარტების მიხედვით, ორი ასპექტით არის საინტერესო.
·
აღნიშნული მუხლის პირველი წინადადება ყველა საჯარო მოსამსახურეს კანონის წინაშე ერთმანეთთან ათანაბრებს.
·
აღნიშნული მუხლის მეორე წინადადების სუბიექტები
კი, „სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობების
მონაწილე’’-„ საქართველოს
მოქალაქეები’’ არიან.
·
კანონის მე-9 მუხლი უზრუნველყოფს „მათდამი თანასწორ მოპყრობას’’ „საჯარო
ადმინისტრაციის’’ მიერ.
·
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9
მუხლი საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-11 და
25-ე მუხლებით გარანტირებულ ძირითად უფლებებს ეყრდნობა.
·
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-11 მუხლი
აღიარებს „თანასწორობის’’ ზოგად უფლებას, ხოლო კონსტიტუციის
25-ე მუხლით – „საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი
საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“
ხ
·
„უფლების სუბიექტის’’ თვალსაზრისით, კანონის მე-9 მუხლით, ისე როგორც საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული „უფლება’’, არ ეკუთვნის „ყველა ადამიანს’’.
ამ „უფლების სუბიექტი’’ მხოლოდ „საქართველოს მოქალაქეა’’. [აღნიშნული ნათლად გამომდინარეობს თავად კონსტიტუციის დასახელებული
მუხლის ტექსტიდან].
·
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი იცავს „მოქალაქის უფლებას’’,
დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს
კანონის მოთხოვნებს.
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა აღნიშნული
ნორმა. სასამართლომ 1997 წლის 4 ნოემბრის განჩინებაში მიუთითა, რომ : “ საქართველოს „ყოველ მოქალაქეს’’ თანაბარი საწყისი უფლება აქვს სახელმწიფო სამსახურში დაიკავოს
ნებისმიერი თანამდებობა და რაიმე ნიშნის მიხედვით
– რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების,
ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი
მდგომარეობის – დისკრიმინაცია დაუშვებელია.’’
·
მოგვიანებით, სასამართლოს პრაქტიკით, კიდევ
უფრო გაფართოვდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით 25-ე (ყოფილი 29-ე) მუხლის
შინაარსი და მის დაცულ სფეროში მოაზრებული იქნა არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან პირის
საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისათვის გონივრული, არადისკრიმინაციული რეგულაციების
დადგენის ვალდებულება, არამედ საჯარო მოსამსახურეების უფლება, „დაცული იყვნენ სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან.’’
ხ
·
„საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მიზანი „თანამედროვე, დემოკრატიული ტიპის სახელმწიფოს’’ ინსტიტუციონალური თავისებურების – „თანასწორობის’’ წინაპირობების, შანსებისა და შესაძლებლობების – უზრუნველყოფაში
ვლინდება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს საჯარო პროცესებში თავისუფალი და თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ.
·
ეს დინამიკა საზოგადოებაში ქმნის „საერთო ღირებულებებისა
და შეხედულებების’’ გამომუშავების შესაძლებლობას, სადაც თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, თავისუფლება
და თანასწორობა მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.
·
„თანასწორობის’’ გარანტია კანონის უზენაესობის
ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.
·
იგი ადგენს „კანონის წინაშე
თანასწორობის’’ ფუნდამენტურ
კონსტიტუციურ პრინციპს.
·
მისი მიზანია, არ დაუშვას „არსებითად თანასწორის’’ მიმართ უთანასწოროდ მოპყრობა
ან პირიქით.
·
„კანონის წინაშე თანასწორობა’’ , რა თქმა
უნდა, არ გულისხმობს ტოტალურ თანასწორობას.
·
„ზოგადი თანასწორობის პრინციპი ითხოვს კანონმდებლისაგან,
რომ „არსებითად
თანასწორებს’’ თანასწორად, „არსებითად უთანასწოროებს’’ კი უთანასწოროდ მოეპყროს.
·
შესაბამისად, „თანასწორობის უფლება’’ ირღვევა მაშინ, როცა საჯარო ხელისუფლება „არსებითად
თანასწორს’’ უთანასწოროდ, ხოლო „არსებითად უთანასწოროს’’ თანასწორად ეპყრობა [ეს დაიმახსოვრე]
·
აქედან გამომდინარე, კანონის
მე-9 მუხლი უზრუნველყოფს თანაბარ შანსებს ნებისმიერი „საქართველოს
მოქალაქისთვის’’ , საკუთარი უნარის, შესაძლებლობების და პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისად
დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა.
ხ
·
„საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და საქართველოს კონსტიტუციის
25-ე მუხლის „შედარებითი
სამართლებრივი განმარტებისათვის’’ საინტერესოა გერმანიის ძირითადი
კანონის 33-ე მუხლი.
·
საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მსგავსად,
გერმანიის ძირითადი კანონი ადგენს გარანტიებს მოქალაქის საჯარო სამსახურში „თანასწორ მოპყრობასთან’’ დაკავშირებით. „1) ყოველ გერმანელს, ყველა მიწაზე, გააჩნია
თანაბარი სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. (2) ყოველ გერმანელს გააჩნია თანაბარი
შესაძლებლობა, საკუთარი უნარების, შესაძლებლობების და პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისად დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა.
(3) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა, საჯარო თანამდებობის დაკავების
შესაძლებლობა, ასევე, საჯარო სამსახურში შეძენილი უფლებები, დამოუკიდებელია რელიგიური
მრწამსისაგან. არავის შეიძლება მიადგეს ზიანი მისი რომელიმე მრწამსის ან მსოფლმხედველობისადმი
კუთვნილების გამო.“
ხ
·
საგულისხმოა, რომ საქართველოს
საჯარო სამსახურის კანონის მე-9 მუხლში ჩამოთვლილი კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც დაუშვებელია პირის დისკრიმინაცია,
საკმაოდ ამომწურავია.
·
მიუხედავად ამისა, ნორმის ჩამონათვალი გახსნილია სიტყვებით
„და სხვა“, რაც ასევე
კრძალავს სხვა, იმ კრიტერიუმით პირის დისკრიმინაციას, რომელიც
არ არის კანონში პირდაპირ დასახელებული.
·
შესაბამისად, ამ კანონის მიხედვით აკრძალულია დისკრიმინაციის ყველა შესაძლო ნიშანი
და ფორმა.
ხ
·
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შეიცვალა ყოფილი 29-ე მუხლის ფორმულირება.
·
ცვლილების თანახმად, კონსტიტუციის
ახალი რედაქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი „საჯარო თანამდებობა’’, თუ იგი აკმაყოფილებს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საჯარო სამსახურის’’ პირობები განისაზღვრება კანონით.“
·
საქართველოს კონსტიტუციის განმარტებითი ბარათის თანახმად კი, „მუხლში შეტანილია
მხოლოდ „ტერმინოლოგიური’’ ცვლილება. „სახელმწიფო თანამდებობა“
და „სახელმწიფო სამსახური“ იცვლება სიტყვებით „საჯარო თანამდებობა“ და „საჯარო სამსახური“. შესაბამისად, ნორმის
რეგულირების სფეროში სრულად მოექცევა როგორც სახელმწიფო, ისე ავტონომიური რესპუბლიკებისა
და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოები“
ხ
·
. დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო სამსახურის
მიერ ადამიანების მიმართ თანასწორი მოპყრობა ამყარებს კანონის უზენაესობის პრინციპს და ქმნის
ძლიერ საფუძველს „კარგი
მმართველობისათვის’’.
·
იგი მოქალაქეებში წარმოშობს „სამართლიანობის’’ ფუნდამენტურ განცდას და ზრდის მათში ნდობას სახელმწიფოსადმი
ხ
და კიდევ
: საქართველოს „საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონში შევიდა ცვლილება და დაემატა
მუხლი 91
მუხლი 91. საჯარო სამსახურში საქმიანობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის ამსახველი შინაარსის მქონე სიტყვების გამოყენება
ბათილია საჯარო სამსახურში საქმიანობის ფარგლებში დაკისრებული ნებისმიერი ვალდებულების, საჯარო სამსახურში საქმიანობის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი მითითების ან/და საჯარო
სამსახურში საქმიანობის ფარგლებში დადებული ნებისმიერი შეთანხმების ის
ნაწილი, რომელიც ბიოლოგიური სქესის ამსახველი შინაარსის ქონის გამო „რომელიმე
სიტყვის’’ ან „სიტყვათა ერთობლიობის’’ გამოყენებისგან
თავის შეკავებას გულისხმობს.
X
დ) „ეკონომიურობის და ეფექტიანობის’’ პრინციპი[მე-10 მუხლი]
მუხლი 10. ეკონომიურობა და ეფექტიანობა
საჯარო მოსამსახურე
ვალდებულია რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად
წარმართოს საჯარო
სამსახურში ორგანიზაციული პროცესი „ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად’’
და „ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად’’.
მუხლი 10.
ეკონომიურობა და ეფექტიანობა
საჯარო მოსამსახურე ვალდებულია რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარმართოს საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად.
კომენტარი:
·
ევროკავშირმა 2001 წელს ევროპული მმართველობის ე.წ. „თეთრი წიგნი“ შექმნა, რომელშიც „კარგი მმართველობის“ ძირითადი პრინციპებია ჩამოყალიბებული.
·
მოცემულ დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული „საჯაროობის’’, „ეფექტიანობისა’’
და „ეკონომიურობის’’ პრინციპების მნიშვნელობა.
·
ევროკავშირის „ადამიანის ძირითად
უფლებათა ქარტიის’’ 41-ე მუხლის მიხედვით კი,
ყველას აქვს „კარგი მმართველობის უფლება“, რომელიც ზემოთ აღნიშნული პრინციპების
რეალურ განხორციელებას უზრუნველყოფს.
ხ
·
„ეკონომიურობისა და ეფექტიანობის’’
პრინციპის „ისტორიული განმარტების’’ მიხედვით, აღნიშნული ჩანაწერი
„საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაშიც’’ არის ასახული.
·
აღნიშნული „კონცეფცია’’ მიუთითებს განვითარებული, დასავლური ქვეყნების
საჯარო მმართველობის სისტემაში დამკვიდრებულ ღირებულებებზე, რომ: „საქართველოში ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელი
და პოლიტიკური ძალა ვალდებულია დაიცვას ის ფასეულობები, რომლებიც საფუძვლად უდევს ადმინისტრაციულ მმართველობას ევროპისა და ტრანსატლანტიკური
თანამეგობრობის ქვეყნებში.’’
·
აღნიშნული „ზოგადი პრინციპიდან’’
„საჯარო სამსახურის კონცეფციაში“ ერთ-ერთ პრინციპად ასახულია სწორედ „ეფექტიანობა’’.
·
1997 წლის 31 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლით დასახელებულ „ძირითადი პრინციპების’’ ჩამონათვალში არ მოიპოვება ამჟამად მოქმედი კანონის მე-10 მუხლით გარანტირებული
„ეკონომიურობისა და ეფექტიანობის’’ პრინციპი.
·
ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ აღნიშნული პრინციპი სწორედ ევროპული საჯარო
სამსახურის რეგულაციების ზეგავლენით აისახა საქართველოს საჯარო სამსახურის
მარეგულირებელ კანონმდებლობაში.
ხ
·
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გამყარებული
ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპის მიზანია:
a.
ა)სახელმწიფო რესურსის, ბ)სახელმწიფო ბიუჯეტის სწორი და კოორდინირებული,
ეკონომიური ხარჯვით, მაღალი ეფექტიანობის მოტანა.
b.
საჯარო მოსამსახურის მიერ თავის უფლებამოსილებათა იმგვარი
შესრულება, რომ საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი „ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად’’
და „ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესრულებაზე იყოს ორიენტირებული’’.
·
[ყოველ] საჯარო მოსამსახურეს,[ მისი შესაბამისი „იერარქიული
ადგილისა’’ და „როლის’’ შესაბამისად], აკისრია ვალდებულება, ა)გაუფრთხილდეს სახელმწიფო
ბიუჯეტს და ბ)რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით, ეფექტიანად,
სწორად და კოორდინირებულად წარმართოს საჯარო სამსახურში
შესასრულებელი ამოცანები.
ხ
·
„სისტემური განმარტების’’ მიხედვით,
ამავე კანონის 76-ე მუხლი „უშუალოდ მოხელეს ავალდებულებს’’ მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ეკონომიურად და ეფექტიანად განხორციელებას.
·
აღნიშნული მუხლი ადგენს, რომ „მოხელემ
რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით განახორციელოს თავისი საქმიანობა და რაციონალურად გამოიყენოს საჯარო დაწესებულების ქონება’’.
ეს კი თავის მხრივ, „საჯარო
დაწესებულების’’ გამართულ საქმიანობას ემსახურება.
·
აქვე არის განსაზღვრული, რომ მოხელე
ვალდებულია გამოიყენოს „სამუშაო დრო ‘’ ეფექტიანად
და „მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების
განსახორციელებლად’’.
·
კანონი კრძალავს მოხელის
მიერ „საჯარო დაწესებულების ქონებისა
და სხვა რესურსების’’ პირადი
მიზნით გამოყენებას.
მუხლი 76. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ეკონომიურად და ეფექტიანად განხორციელება
1. მოხელე ვალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილება რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით განახორციელოს და რაციონალურად გამოიყენოს საჯარო დაწესებულების ქონება, რომელიც დაწესებულების გამართულ საქმიანობას ემსახურება.
2. მოხელე ვალდებულია შვებულებაში გასვლამდე, აგრეთვე თანამდებობიდან გათავისუფლებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მისთვის მინდობილი საჯარო დაწესებულების ქონების დასაბრუნებლად მიმართოს საამისოდ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია ჩაიბაროს ქონება.
3. მოხელე ვალდებულია სამუშაო დრო ეფექტიანად და მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოიყენოს.
4. მოხელის მიერ საჯარო დაწესებულების ქონებისა და სხვა რესურსების პირადი მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
ხ
·
ახალი „საჯარო მენეჯმენტისა ‘’და „სამოქალაქო
საზოგადოების’’ კონცეფციების თანხვედრა დღეს საქართველოში
დანერგილი, საჯარო სერვისის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაშიც ვლინდება
·
სამოქალაქო საზოგადოებისთვის თანამედროვე მიღწევები, განსაკუთრებით კი
ინტერნეტ/ელექტრონული სერვისები, შედეგად იძლევა, პირველი
– თითოეული მოქალაქის აზრის გამოხატვის საშუალებას (ე.წ. ელექტრონული დემოკრატია) და
მეორე – თანამედროვე საჯარო მენეჯმენტის უახლესი ტექნოლოგიების
გამოყენება,
ეკონომიური და ეფექტიანი
მუშაობის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს.
·
დასავლეთში ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა „ელექტრონული მმართველობა“ (ტერმინი
E-Governance), ანუ ქვეყნის მართვის პროცესში ინფორმაციისა და კომუნიკაციათა
ტექნოლოგიების გამოყენება.
·
ქვეყნებმა ელექტრონულ მმართველობაზე
მას შემდეგ დაიწყეს ფიქრი, რაც დაინახეს, რომ ამას დიდი
ეკონომიკური სარგებელი მოაქვს.
·
„ელექტრონულ დემოკრატიას“ ორი
მნიშვნელოვანი წინაპირობა აქვს.
·
ერთი მხრივ, მოსახლეობის მასშტაბური ინტერნეტიზაცია და კომპიუტერების
ხელმისაწვდომობა, და, მეორე მხრივ, საქართველოს საჯარო სამსახურში ელექტრონული
მმართველობის დანერგვა-განვითარება.
·
საქართველოში ორივე ჩამოთვლილი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა.
·
საქართველოს საჯარო სამსახურში
„ელექტრონული მმართველობის’’ დანერგვა-განვითარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
·
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია’’ და „საჯარო სამსახურის ბიურო’’
აქტიურად მუშაობს ამ კუთხით და საჯარო სამსახურის სფეროში ელექტრონული მმართველობის
მრავალ წარმატებულ პროექტს ახორციელებს, რაც ხელ უწყობს სახელმწიფოს რესურსების
ეკონომიურად და ეფექტიანად გამოყენებას.
·
ბიუროკრატიის
მოდერნიზაციის ფარგლებში დღითიდღე მნიშვნელოვანი ხდება საჯარო ადმინისტრაციასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის საკითხი.
·
ამ კუთხით საინტერესოა „ელექტრონული საქართველოს’’ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ხედვა
2014-2018, რომელიც საქართველოში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით
მიმდინარეობს.
·
აღნიშნული „სტრატეგიის’’ თანახმად,
„ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენება
წარმოადგენს მთავარ საშუალებას მთავრობის, ეკონომიკისა და საზოგადოების ფუნდამენტური
მოდერნიზაციისთვის.’’
·
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები გავლენას ახდენს ეკონომიკის ყველა ასპექტზე და არ
შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე სექტორით.
·
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები წინსვლის საშუალებას აძლევს
სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტის,
ლოჯისტიკის, საერთაშორისო ვაჭრობის, საბანკო, წარმოებისა და სხვა სფეროებში
მომუშავე ადამიანებს“.
ხ
·
„ თანამედროვე ადმინისტრაციის’’ პირობებში, ეფექტიანობის
მიღწევაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს „სამუშაო დროის’’ „რაციონალური განაწილება
და მისი სწორი მენეჯმენტი’’. [უნარია]
·
„საჯარო მოსამსახურისათვის’’ ძალიან მნიშვნელოვანია ეს უნარი.[!][დაიმახსოვრე]
ხ
·
საჯარო სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის
„შიდა ადმინისტრაციული საკითხებიდან’’ განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი ფაქტორებია:
a.
„სამუშაო დროის მენეჯმენტი’’,
b.
„კომპეტენციებისა და ფუნქციების
გამიჯვნა’’
c.
„პრიორიტეტების განსაზღვრა’’
d.
„სტრატეგიის დაგეგმვა’’.
·
საჯარო სამსახურის რეფორმამდე ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ საჯარო
სამსახურში ყველა აქ ჩამოთვლილი „პრობლემა’’
არსებობდა.
·
აღნიშნული „შიდა მენეჯმენტი’’
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კერძო სექტორში, არამედ საჯარო სექტორში არსებული „ორგანიზაციული ქცევისა’’ და
„შიდა მართვის’’ კუთხით.
·
შესაბამისად, კანონი ამ მიმართულებით ადგენს საჯარო სამსახურში იმგვარი „წესების’’ და „ქცევის’’ სავალდებულოობას, რომელიც საბოლოოდ
ეფექტიან და ეფექტურ
მმართველობის სისტემას ქმნის.
ხ
·
ეფექტიანობასთან ერთად „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლი ხაზგასმით აღნიშნავს „რესურსების ეკონომიურად გამოყენებასა და ხარჯვას’’.
·
„სამსახურებრივი მდგომარეობის’’[თანამდებობის] „არამიზნობრივად
გამოყენების შემთხვევების’’ გამოვლენა არც ისე მარტივია.
·
„კონტროლის განხორციელება’’ ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის
დონეზე საჯარო მოხელეების მიერ „ადმინისტრაციული რესურსების არაჯეროვანი ხარჯვის
შესახებ’’, დიდ ძალისხმევას და ადამიანურ
და ფინანსურ რესურსს მოითხოვს.
·
ამგვარი დარღვევის „ძირითადი ნიშნები’’ შესაძლოა
შეიცავდეს იმ
ა)ოფიციალური ფინანსების, ბ)აღჭურვილობის,
გ)საშუალებების, დ)მომსახურების ან ე)მიმწოდებლების გამოყენებას,
რომლის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა, ხელმისაწვდომი არ არის ყველასათვის.
·
ამდენად, საჯარო მოსამსახურის
„ეფექტიანობა და ეკონომიურობა’’, დიდწილად,
მისი უფლებამოსილებების „კეთილსინდისიერად შესრულებაზე’’ არის
დამოკიდებული.
·
მოხელე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის
44-ე მუხლით გათვალისწინებული ფიცით იღებს უფლებამოსილებათა კეთილსინდისიერად შესრულების
ვალდებულებას.
·
„მოხელის სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობები’’ სწორედ ფიცის დადების მომენტიდან იწყება[!][ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს,
რომ „კარგი მმართველობის“ ცნების არსებით კომპონენტს შეადგენს „განვითარებაზე ორიენტირებული
მმართველობის პოლიტიკა’’.
·
იგი სხვა ელემენტებთან ერთად მოიცავს
„საჯარო ადმინისტრაციის ეფექტიანობასა და ეკონომიურობას’’.
·
„ეკონომიურობისა და ეფექტიანობის’’ პრინციპი საქართველოს კანონმდებლობაში
ნოვაციაა[სიახლეა] და ეროვნული კანონმდებლობის
„ევროპული ფასეულობების მიმართ’’ ორიენტაციაზე მიუთითებს
Комментарии
Отправить комментарий