3.საკორპორაციო სამართლის პრინციპები


   სარჩევი:

1.“საკორპორაცი სამართლის’’  დისპოზიციურობის პრინციპი. 1

2.„საწესდებო ავტონომიის’’ პრინციპი  [„მეწარმეთა შესახებ’’ კანონის 1-ლი მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი] 1

2.“პარტნიორთა თანასწორუფლებიანობის’’ პრინციპი [კანონის 34- მუხლი] 2

3.“ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის’’ შერჩევის თავისუფლების   პრინციპი[მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი] 4

4. „საქმიანობის საგნის’’ დადგენის თავისუფლების პრინციპი[მე-6 მუხ.1-ლი ნაწ. „’’ ქვპ] 5

5.“პარტნიორობის უფლება’’[„პარტნიორად მონაწილეობის თავისუფლების პრინციპი’’] 6

7. „მეწარმე სუბიექტის’’ “სასამართლოსთვის მიმართვის უფლება’’ 8

 

 

·         „საკორპორაციო სამართალი’’  გაჯერებულია „მისთვის დამახასიათებელი’’ და  „სახელმძღვანელო’’ პრიმციპებით

·        ამ პრინციპებით „საკორპორაციო სამართალის’’ მრავალი   ინსტიტუტი საზრდოობს

·        ქვემოთ მივიხილავთ „საკორპორაციო სამართლის’’ პრინციპებს

 

1.“საკორპორაცი სამართლის’’  დისპოზიციურობის პრინციპი

 

·         „საკორპორაციო სამართალში’’[ანუ „მეწარმეთა შესახებ კანონში’’]  ნორმათა უმეტესობა „დისპოზიციურია’’[ანუ არასავალდებულო ხასიათისაა ]

·        ხოლო ე.წ. „იმპერატიული’’[სავალდებულო] ნორმები  კი მაშინ გამოიყენება,როცა საქმე „საკორპორაციო სამართალის’’ პრინციპების[სწორედ ამ პრინციპებს  განვიხილავთ ქვემოთ]  „უზრუნველყოფას’’ და „რეალიზაციას’’ ეხება

 

მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო და დისპოზიციურობის პრინციპი

2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კოოპერატივის წესდებით ან პარტნიორთა შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით[იგულისხმება კანონი „მეწარმეტა შესახებ’’]  დადგენილისგან განსხვავებული წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ნორმის შინაარსიდან და მიზნიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ის იმპერატიულია

 

 

2.საწესდებო ავტონომიის’’ პრინციპი  [„მეწარმეთა შესახებ’’ კანონის 1-ლი მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი]

 

·         „საკორპორაციო სამართლის’’   პირველი  და „ძირითადი პრინციპი’’ არის : „სახელშეკრულებო თავისუფლების’’ და „კერძო ავტონომიის’’ პრინციპი’’  [ანუ მოკლედ „საწესდებო ავტონომიის’’ პრინციპი’’]

 

·        „სამეწარმეო საქმიანობის’’ განხორციელებისთვის შექმნილი „გაერთიანების’’ მონაწილენი  –„დამოუკიდებლად’’,“კერძო ავტონონიის’’ და „თავისუფალი ნების გამოვლენის’’ საფუძველზე ხდებიან „საერთო მიზნის’’ მისაღწევად ჩამოყალიბებული “სამეწარმეო საზოგადოების’’  „დამფუძნებელი პარტნიორები’’ 

·        სამეწარმე საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები’’  „დამოუკიდებლად’’ განსაზღვრავენ და ადგენენ “უფლება-მოვალეობებს’’ ერთმანეთის მიმართ და „სამეწარმეო საზოგადოების’’[ანუ კომპანიის] მიმართ.

·        ისინი „კანონმდებლობით აღიარებულ ფარგლებში’’  იძენენ თავიანთი  „წილიდან ‘’ გამომდინარე“უფლებებსა და მოვალეობებს’’

·        „სახელშეკრულებო თავისუფლების’’ საფუძველზე კი მოდიფიცირებას უკეთებენ საკორპორაციო სამართლის[„მეწარმეთა შესახებ’’ კანონის]  “დისპოზიციური ნორმებს’’  და განსაზღვრავენ “შიდაორგანიზაციული ხასიათის   ურთიერთობებს’’

·        ანუ „პარტნიორები’’   ხშირ შემთხვევაში სარგებლობენ „საწესდებო თავისუფლებით’’ და ისე აყალიბებენ „შიდაკორპრაციულ ურთიერთობებს’

·        ანუ „პარტნიორები’’  საკორპორაციო სამართლის  მათთვის სასურველი დებულებების და პოსტულატების[დანაწესების]  ინკორპრირებას ახდენენ „სამეწარნეო საზოგადოების’’[კომპანიის]   „დამფუძნებელ ხელსეკრულებაში’’ -  ანუ „კომპანიის წესდებაში’’

·        „კომპანიის წესდება’’ კი -„სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეტა’’ მოქმედების „ძირითად ორიენტირებს’’ [მიმართულებებს] ადგენს.

 

 

მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო და დისპოზიციურობის პრინციპი

3. სამეწარმეო საზოგადოების წესდებით (შემდგომწესდება) შეიძლება მოწესრიგდეს აგრეთვე ის საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ არის მოწესრიგებული, ან განივრცოს ამ კანონის ის ნორმები, რომლებიც შესაბამის საკითხებს ამომწურავად არ აწესრიგებს.

4. სააქციო საზოგადოების წესდებით ან აქციონერთა შეთანხმებით ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით დაშვებულ შემთხვევებსა და ფარგლებში

 

 

2.“პარტნიორთა თანასწორუფლებიანობის’’ პრინციპი [კანონის 34- მუხლი]

 

·        „საკორპორაციო სამართალში’’ აღიარებულია „პარტნიორთა’’ „თანასწორუფლებიანობის ’’ პრიმციპი

[ეს პრინციპი უნდა განვიხილოთ“პარტნიორის ერთგულების მოვალეობის’’ სტანდარტთან ერთად]

 

·        „პარტნიორთა თანასწორუფლებიანობის ’’ პრიმციპი  სხვა პარტნიორის’’“უფლებების და კანონიერი ინტერესების’’ „მხედველობაში მიღებას’’ და „მისი კორპორაციულ ცხოვრებაში გათვალისწინების მოვალეობას ’’ გულისხმობს [იხ. „მეწარმეთა კანონის’’ 34-ე მუხლი 1-ლი ნაწილი ]

 

მუხლი 34. სხვათა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპი

1. პარტნიორმა თავისი უფლებებით სარგებლობისას მხედველობაში უნდა მიიღოს სამეწარმეო საზოგადოებისა და დანარჩენ პარტნიორთა კანონიერი ინტერესები და უფლებები.

 

·        34-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედთვით“პარტნიორთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი’’ მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუკი „პარტნიორები’’ „თანაბარ პირობებში’’ იმყოფებიან [ეს აუცილებელი პირობა  დაიმახსოვრე]

 

მუხლი 34. სხვათა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპი

2. თანაბარ პირობებში პარტნიორებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ. ამ პრინციპიდან გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ის ამ კანონით ან წესდებით პირდაპირ არის გათვალისწინებული და აუცილებელია, სამეწარმეო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.

 

·        მაგ. „სააქციო საზოგადოებას’’[სს],“რამდენიმე’’ აქციონერი  ჰყავს.მათი გარკვეული რაოდენობაფლობს  “ერთი კლასის აქციას’’,რომელიც მათ  “ხმის უფლებას’’ ანიჭებს[პირობითად დავარქვათ ასეთ აქციას  „Aკლასის აქცია’’].აქცინერთა გარკვეულ ჯგუფზე კი სს-ში გაცემულია „B კლასის აქციები’’,რომლებიც მათ მფლობელებს არ უზრუნველყოფს „ხმის უფლებით’’ ,სამაგიეროდ სს-ში „მოგების განაწილებისას’’ ფიქსირებული დივიდენდის პირველ რიგში მიღების უფლებას ანიჭებს. „სხვა კლასის’’ აქცია კი მის მესაკუთრეს“ხმის აკუმულირების’’ მეთოდის უპირატესად გამოყენების უფლებას აძლევს.

 

„მეწარმეტა შესახებ კანონის’’[სხვა დროს ვიხმართ ტერმინს „კანონის’’] 158-ე მუხლი განსაზღვრავს“აქციის კლასის’’ ცნებას

ამ მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს ,რომ: „ერთი კლასის აქციები მათ მფლობელებს თანაბარ უფლებებს ანიჭებს’’.

 

ამრიგად, 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 158-ე მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს,რომ :

„ერთი და იმავე კლასის აქციათა’’  ფლობა აქციონერთა  გარკვეული ჯგუფის წევრებს „თანაბარ პირობებში’’ აქცევს და მათ მიმართ  „არათანაბარი მოპყრობა’’-დაუშვებელია[!]

 

[თუმცა, ეს არნიშნავს იმავე „სამეწარმეო საზოგადოებაში’’ „სხვა კლასის აქციის’’ ან [„სხვა წილის’’] მფლობელის აუცილებლად „იმავე პირობებში’’ ჩაყენებას ანუ მის მიმართ „არათანაბარი მოპყრობა’’ დაშვებულია]

 

·        დავიმახსოვროთ:

 „საკორპორაციო სამართლის’’ „თანასწორორობის პრინციპი’’[34-ე მუხლის 1-ლი ნაწილი] უზრუნველყოფილია მხოლოდ“თანასწორთა შორის’’[34-ე მუხლის მე-2 ნაწილი]

·        სხვადასხვა შინაარსის „უფლებამ’’  და „ვალდებულებამ’’ შესაძლოა სხვადასხვა „თანასწორუფლებიანობის’’ მაგალითს დაუდოს საფუძველი

·        „თანასწორუფლებიანობის პრიმციპის’’ გამოხატულებას წარმოადგენს  მაგ. “შესატანის განხორციელების დაწესებისას’’ „ინფერენტთა’’ „თანაბარ პირობებში ჩაყენების ვალდებულება’’

 

[„ინფერენტი’’-არის „შენატანის’’ განხორციელების ვალდებულების ამღები პირი,ანუ „შენატანზე’’ პასუხისმგებელი პირი[„დამფუძნებელი პარტნიორი’’ ან „პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოებაში’’]

 

·         „წესდებით ‘’ პარტნიორებს შორის შეთანხმებული -“შენატანის განხორციელების ვალდებულება’’ „სამეწარმეო საზოგადოების’’ მიმართ  შესასრულებელ ვალდებულებათა კატეგორიას განეკუტვნება,ეს ვალდებულება  ეკისრება პარტნიორს.

·        ხოლო „სამეწარმეო საზოგადოების’’ „წარმომადგენლობა’’ მის ხელმძღვანელ ორგანოს-„დირექტორს ‘’ ეკისრება

·        შესაბამისად,სწორედ „დირექტორი’’ არის პარტნიორების მიერ „სამეწარმეო საზოგადოების წინაშე ნაკისრი ამ ვალებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი’’

·        „დირექტორმა’’ ყველა „ინფერენტი’’[იხ. ქვემოთ]  თანაბარ მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს

·        ხოლო „უთანასწორო მოპყრობით’’,რაც ამა თუ იმ პარტნიორისადმი“ლოიალურ დამოკიდებულებაში’’ შეიძლება გამოიხატოს შეიძლება დააზარალოს“სხვა პარტნიორის ინტერესი და შეიძლება გახდეს „დირექტორის’’  “ფიდუციური მოვალეობის’’ დარღვევის საწინდარი [„ფიდუციური’’- ანუ „ნდობაზე დამყარებული]

 

·        შესაბამისად,“დირექტორი’’ ვალდებულია დაიცვას  „პარტნიორთა[აქციონერთა] მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპი’’ [რადგან 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილი-იმპერატიული ნორმაა ] და შებოჭოს ისინი „სამეწარმეო საზოგადოების’’ მიმართ  „თანაბარი ვალდებულებით’’.

 

 

3.“ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის’’ შერჩევის თავისუფლების   პრინციპი[მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი]

 

·        საქართველოში“სამეწარმეო საქმიანობის’’ განხორციელება დასაშვებიამხოლოდ სათანადო   „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებით’’

·        ეს „ფორმები’’ სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი კანონის“მეწარმეთა შესახებ’’  მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით  და მათი ჩამონათვალი ამომწურავია.

 

·        საქართველოში სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს „ინდივიდუალური მეწარმის’’ ან „სამეწარმეო საზოგადოების’’ ფორმით.

 

„სამეწარმეო საზოგადოებაა’’:

 

ა)სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება[სპს]

ბ) კომანდიტური საზოგადოება,[კს]

გ)შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება[შპს]

დ) სააქციო საზოგადოება[სს]

 ე)კოოპერატივი

 

·        ბიზნესის წარმოების მსურველ პირებს შეუძლიათ თავისუფლად ისარგებლონ“საერთო მიზნის’’ მისაღწევად „გაერთიანების’’ კონსტიტუციური უფლებით და მათი ბიზნესისთვისყველაზე უფრო ხელსაყრელი,ხელმისაწვდომი და სასურველი“იურიდიული ფორმა’’ თავადვე შეარჩიონ

·        საკორპორაციო სამართლით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი „სამართლებრივი ფორმის’’ შერჩევის სრული თავისუფლებაა უზრუნველყოფილი

·        “ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის’’ შერჩევის თავისუფლების   პრინციპში მოიაზრება  ის  ლეგიტიმური „შეზღუდვაც’’,რომელსაც აწესებს მაგ. “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ’’ კანონი

·        ისეთი „სამეწარმეო საქმიანობის’’ განხორციელებისათვის,რომელიც“საბანკო-საკრედიტო სფეროს’’ განეკუთვნება,კანონით დაშვებულია მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრული  “ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის’’ გამოყენება.

·        კერძოდ,“კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ’’ კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად:

„კომერციული ბანკი’’ შეიძლება შეიქმნას მხოლოდ „სააქციო საზოგადოების’’[სს] ფორმით.

·        ეს ნიშნავს  კანონით “ფორმასავალდებულობის’’ დაწესებას  “საბანკო-საკრედიტო სფეროში’’ „სამეწარმეო საქმიანობის ‘’ განმახორციელებელი -სუბიექტისთვის[ამ კანონისმიერ შეზღუდვას სათანადო გამართლება აქვს]

 

 

4. „საქმიანობის საგნის’’ დადგენის თავისუფლების პრინციპი[მე-6 მუხ.1-ლი ნაწ. „’’ ქვპ]

 

·        „სამეწარმეო საზოგადოებაშ’’ გაერთიანებული“პარტნიორები’’ გარკვეულ საერთო მიზანს ისახავენ.

·        ეს „მიზანი’’-„მოგების’’ მიღებაში მდგომარეობს

·        ამ „მიზნის’’ მიღწევის შესაძლებლობას ის „საქმიანობა’’[ბიზნესი] იძლევა,რომლის იდენტიფიცირებასაც ესა თუ ის“მეწარმე სუბიექტი’’ ახდენს და რომლის თაობაზეც მასში გაერთიანებული „პარტნიორები’’ თანხმდებიან.

·        სხვა სიტყვებით,“სამეწარმეო საზოგადოების’’ წევრი „პარტნიორები’’ „კერძო ავტონომიის’’ ფარგლებში ადგენენ „საქმიანობის საგანს’’,რის განსაზღვრაშიც ისინი „თავისუფალნი’’ არიან.

·        შესაბამისად,“საქმიანობის საგნი’’ განსაზღვრის თავისუფლება [საკორპორაციო სამართლით] უზრუნველყოფილია

·        „საქმიანობის საგანი’’ ,როგორც წესი,გამომდინარებს „პარტნიორებს’’ შორის შეთანხმებული „ბიზნესის’’ თავისებურებიდან და სპეციფიკიდან ,კომპანიის მართვის ხასიათიდან,პარტნიორთა პირადი ღვაწლისა და უშუალო ჩართულობიდან“სამეწარმეო საზოგადოების’’ საქმიანობის პროცესში.

·        მოკლედ,“მეწარმეთა შესახებ’’ კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის“ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად: სადამფუძნებლო დოკუმენტში [„წესდებაში’’] აუცილებელია“სამეწარმეო საზოგადოების’’ „საქმიანობის საგნის’’ მითითება[ მისი „ზოგადი’’ ან“კონკრეტული’’  ფორმულირების სახით].

·        „საქმიანობის საგნის’’ მითითება[ ხდება მისი „იდენტიფიცირების’’ მიზნით.

 

მუხლი 6. წესდება

1. ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების წესდება უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს:

) სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივ ფორმას;

) სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგანს. საქმიანობის საგნად შეიძლება მიეთითოს როგორც ზოგადი სამეწარმეო საქმიანობა, ისე კონკრეტული საქმიანობის საგანი;

 

 

 

5.“პარტნიორობის უფლება’’[„პარტნიორად მონაწილეობის თავისუფლების პრინციპი’’]

 

 

·        „სამეწარმეო საზოგადოებაში’’“პარტნიორად’’ მონაწილეობის უფლება    „საკორპორაციო სამართლის’’ ერთ-ერთი პრინციპია

·        „სამოქალაქო ბრუნვის’’ მონაწილენი თავად განსაზღვრავენ,თუ ვისთან შევიდნენ გარიგებით „სამართლებრივ ურთიერთობაში’’,თუ ვისთან ერთად მიიღონ „გაერთიანებასი’’ მონაწილეობა და როდის „დაასრულონ’’ ეს ურთიერთობა

[თუმცა გამონაკლისები არსებობს. მაგ.“კადუცირების შემთხვევა’’ ან „ზიანის მიყენების გამო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა’’ ანუ  „წილის’’ „არანებაყოფლობითი დათმობა’’ და ა.შ.]

·        „პარტნიორი’’თავად განსაზღვრავს „სამეწარმეო საზოგადოებაში’’ მონაწილეობას იმ პირობებით,რომელიც მისთვის მისაღებია.

·        „სამეწარმეო საზოგადოებაში’’ მონაწილეობის „იძულება’’ დაუშვებელია.[რადგან “იძულება’’ კერძოსამართლებრივი შეთანხმების საფუძველზე საერთო მიზნის მიღწევის კონცეფციას ეწინააღმდეგება]

·        შესაბამისად „საკორპორაციო სამარტალში აღიარებულია “სამეწარმეო საზოგადოებაში’’ თავისუფლად „შესვლის’’ და „გამოსვლის’’ პრინციპი  ,ანუ „პარტნიორად მონაწილეობის თავისუფლების პრინციპი’’

·        თუმცა,გარკვეული შეზღუდვები ამ დროსაც არსებობს,რომლებიც ლეგიტიმურია.

მაგ. სს-ის“ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაში’’ 95%-ის მეტი „ხმის უფლების’’ მქონე „აქციონერის’’[პარტნიორის] მხრიდან დასაშვებია „უმცირესობაში მყოფი პარტნიორის’’ მისი ნების საწინააღმდეგო განდევნა „კორპორაციიდან’’,რასაც“აქციათა სავალდებულო მიყიდვის’’ წესი განაპირობებს[იხ.„მეწარმეთა შესახებ’’ კანონის 225-ე მუხლი]

ასეთ შემთხვევაში „უმრავლესობის’’ უფლებას-დააყენოს წინადადება“დარჩენილი აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის თაობაზე’’ ,უპირისპირდება“უმცირესობის’’ ვალდებულება-გაყიდოს მის საკუტრებაში არსებული აქციები

·        მართალია, ასეთ შემთხვევაში  შეიძლება მოხდეს“უმცირესობის’’ ნების საწინააღმდეგოდ აქციატა გადასვლა“დომინანტი’’ აქციონერის ხელში,თუმცა,როგოც ეს შემდეგში  წარმოჩინდება,ამას სათანადო „კორპორაციულსამარტლებრივი’’ და „ეკონომიკური ‘’ გამართლება აქვს.იგი „სინერგიის ეფექტის ’’ სახელით არის ცნობილი და მეტი“კაპიტალდაბანდებისკემ’’ უბიძგებს ინვესტორს,რაც,თავის მხრივ,“საყოველტაო დოვლატის გენერირების მეტ საშუალებას იძლევა’’ და ხელს უწყობს საზოგადოების „მატერიალური მდგომარეობის’’ გაუმჯობესებას

 

6. „მეწარმე სუბიექტის’’  „საკუთრების ხელშეუვალობის პრინციპი’’[მეწარმეთა შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი და კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი,მე- და მე-3 პუნქტები]

 

·        შემდეგი არის „მეწარმე სუბიექტის საკუთრებისხელშეუვალობის პრინციპი’’

·        „სამეწარმეო საქმიანობის’’ მონაწილეთა“საკუთრების უფლება’’ „გარანტირებული’’ და დაცულია’’

·        რა თქმა უნდა,“მონაწილეში’’ „მეწარმეობის განმახორციელებელი სამართლებრივი ფორმაც’’ მოიაზრება

·        ქართული „საკორპორაციო სამართლის ‘’ მიხედვით’’,ყველა“სამეწარმეო საზოგადოება’’ [სპს,კს,შპს,სს,კოოპერატივი]-„იურიდიულ პირად’’ განიხილება’’[იხ. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი]

 

მუხლი 2. მეწარმის ცნება

1. მეწარმედ მიიჩნევა ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საწარმო.

2. საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა.

3. სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების ფორმით. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი სამეწარმეო საზოგადოებაა.

4. სამეწარმეო საზოგადოება არის იურიდიული პირი.

 

·        ეს კი იმას ნისნავს,რომ  “მეწარმედორგანიზებულისამოქალაქო სამართლის სუბიექტი’’ [ანუ „მეწარმე სუბიექტი’’ანუ  ან „სამეწარმეო საზოგადოება’’ ან „ინდივიდუალური მეწარმე’’ ] შეიძლება იყოს „მოძრავი’’ ან „უძრავი’’ ნივთის მესაკუთრე

·        „მეწარმე სუბიექტის’’ „საკუთრების უფლება’’ დაცულია კონსტიტუციით[იხ. კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტი] ,მაგრამ იმ ლეგიტიმური „შეზღუდვების ‘’ გათვალისწინებით,რაც ასევე კონსტიტუციით არის დასაშვებ[იხ. მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები]

 

   მუხლი 19. საკუთრების უფლება

 +

1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

 

 

7. „მეწარმე სუბიექტის’’ “სასამართლოსთვის მიმართვის უფლება’’

 

[ანუ  „სამეწარნეო იურიდიული პირის’მიერ ან მხრიდან   “დარღვეული’’ ან „სადავოდ გამხდარი’’ „უფლების’’  „ სასამართლო წესით’’  დაცვის უზრუნველყოფის პრინციპი ’’ ]

 

 

·               „მეწარმე სუბიექტს’’ გარანტირებული აქვს უფლება  საკუთარი სახელით აღძრას სარჩელისასამართლოში „დარღვეული’’ან „სადავოდ’’ გამხდარი უფლების თაობაზე ან უფლება თავი დაიცვას მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის შემთხვევაში.

 

·        „მეწარმე სუბიექტის’’ ამ უფლებას უზრუნველყოფს „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’[სსსკ] მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილი,[გარდა „საგამონაკლისო შემთხვევისა’’მაგ.“დირექტორის’’ წინააღმდეგ „სამეწარმეო საზოგადოების’’ არახელმძღვანელი ორგანოს ან „პარტნიორის’’ მიმართვისას[ე.წ. დერივაციული სარჩელი]

 

მუხლი 2. უფლების სასამართლო წესით დაცვა 

1. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

2. განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ [სამოქალაქო საპროცესო ] კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.

·        „მეწარმე სუბიექტს’’ სასამართლო პროცესში “წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი’’ წარმოადგენს.

·        მართლმსაჯულების განხორციელების სპეციფიკა“სპეციალური ცოდნის მქონე პირის’’ დახმარებას მოიტხოვს

·        ამიტომ პრაქტიკაში“სამეწარმეო საზოგადოების’’ ხელმძღვანელი ორგანო „სპეციალურსასამართლო წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ანიჭებს’’ „იურიდიული სპეციალობის’’ მქონე პირს.

·        გარდა „საერთო სასამართლოსადმი’ მიმართვისა“სამეწარმეო საზოგადოებას’’ უზრუნველყოფილი აქვს უფლება [მისი ინტერესების დასაცავად-„ნორმატიული აქტის’’ ან მისი ცალკეული „ნორმის’’ კონსტიტუციურობის დასადგენად ] „კონსტიტუციური სარჩელით’’ მიმართოს „საკონსტიტუციო სასამართლოს’’

·        ამ უფლების რეალიზებას “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ კანონის 39-ე მუხლის 1-ლი ნაქილის „ა’’ ქვეპუნქტი ადგენენ.

 

    მუხლი 39

 +

1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:

) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი[

 

შენიშვნა:

·        „სამეწარნეო იურიდიული პირის’’ მიერ ან მხრიდან   “დარღვეული’’ ან „სადავოდ გამხდარი’’ „უფლების’’  „ სასამართლო წესით’’  დაცვის უზრუნველყოფის პრინციპი’’ -„კონსტიტუციური კონტროლის’’ განხორციელების ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს.

  

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები