„დეცენტრალიზაციის’’ -ცნება და სახეები
სარჩევი:
1.“დეცენტრალიზაციის’’ ცნება [კონცეფცია]
ა)პროფესორ როდინელის განმარტება
ბ) „გაეროს ექსპერტთა’’ განმარტება
გ)“მსოფლიო ბანკის’’ განმარტება
2.„დეცენტრალიზაციის’’ სახეები[ფორმები]
ა)“დეკონცენტრაცია’’,როგორც „დეცენტრალიზაციის’’ ფორმა
ბ)“დელეგირება’’,როგორც „დეცენტრალიზაციის’’ ფორმა
გ)
„პრივატიზაცია’’,
,როგორც
„დეცენტრალიზაციის’’ ფორმა
დ)
„დევოლუცია’’,
,როგორც
„დეცენტრალიზაციის’’ ფორმა
3. „პოლიტიკური’’,“ადმინისტრაციული’’ და „ფისკალური ‘’ დეცენტრალიზაციის ცნებები
ა)“ადმინისტრაციული დეცენტრალიზაცია’’
ბ) „პოლიტიკური დეცენტრალიზაცია’’
გ)“ფისკალური დეცენტრალიზაცია’’
Semoklebebis ganmartebebi
kodeqsi |
saqarTvelos
organuli kanoni adgilobrivi TviTmmarTvelobis kodeqsi |
qartia |
adgilobrivi
TviTmmarTvelobis Sesaxeb evropuli qartia |
damatebiTi oqmi |
adgilobrivi
xelisuflebis saqmianobaSi monawileobis miRebis uflebis Taobaze adgilobrivi
TviTmmarTvelobis evropuli qartiis damatebiTi oqmi |
qartiis ganmartebiTi angariSi |
adgilobrivi
TviTmmarTvelobis Sesaxeb evropuli qartiis ganmartebiTi angariSi |
ganmartebiTi angariSis komentarebi |
adgilobrivi
TviTmmarTvelobis Sesaxeb evropuli qartiis ganmartebiTi angariSis Tanamedrove
komentarebi |
gaero |
GaerTianebuli erebis organizacia |
evrosabWo |
evropis sabWo |
evrokavSiri |
evropis kavSiri |
eTgo (OECD] |
ekonomikuri TanamSromlobisa da ganviTarebis organizacia [OECD] |
kongresi |
evropis
sabWos adgilobrivi da regionuli xelisuflebebis kongresi |
ministrTa komiteti |
evropis sabWos ministrTa komiteti |
ssip-i |
arasamewarmeo (arakomerciuli)
iuridiuli piri |
aaip-i |
arasamewarmeo (arakomerciuli) iuridiuli
piri |
Sps |
SezRuduli pasuxismgeblobis
sazogadoeba |
ix. |
ixileT |
det. |
detalurad |
mSp |
mTliani Sida produqti |
veneciis komisia |
evropuli
komisia demokratiisaTvis samarTlis meSveobiT |
dRg |
damatebuli Rirebulebis gadasaxadi |
1.“დეცენტრალიზაციის’’ ცნება [კონცეფცია]
·
„დეცენტრალიზაციის’’ ცნების ბევრი განმარტება არსებობს:
ა)პროფესორ როდინელის განმარტება
·
დეცენტრალიზაცია არის -„ცენტრალური ხელისუფლების’’[და
მისი „სააგენტოების’’] მიერ „საკუთარი ფუნქციების[ ა)დაგეგმარების
ბ)გადაწყვეტილების მიღების და გ) საჯარო მმართველობის -ფუნქციების]’’ და „პოლიტიკური’’ და „სამართლებრივი’’ უფლებამოსილებების-„ გადაცემა’’ შემდეგ სუბიექტებზე :
ა) „ცენტრალური ხელისუფლების[და მისი სააგენტოების]
ტერიტორიულ ორგანოებზე’’
ბ)“ხელისუფლებაზე
დაქვემდებარებულ ორგანიზაციებზე’’
გ)“ნახევრად ავტონომიურ[დამოუკიდებელ] საჯარო კორპორაციებზე’’,
დ)“ტერიტორიული ან
რეგიონალური განვითარების სახელისუფლებო ორგანოებზე’’ ე)“დარგობრივ ხელისუფლების ორგანოებზე’’
ვ)“ავტონომიურ ადგილობრივ
ხელისუფლებაზე’’
ზ)“არასამთავრობო ორგანიზაციებზე’’
ბ) „გაეროს ექსპერტთა’’ განმარტება
·
„დეცენტრალიზაციად’’ ითვლება
პროცესი რა დროსაც ა)უფლებამოსილებების,ბ)ფუნქციების,გ)პასუხიმგებლობების
და გ)რესურსების „ცენტრალური ხელისუფლებიდან’’ „ადგილობრივი
ხელისუფლებისთვის’’ „გადაცემა’’ ან/და „სხვა
დეცენტრალიზებულ ერთეულებზე’’ „გადაცემა’’ ხდება.
ხ
·
თავისი არსით ,“დეცენტრალიზაცია’’ არის :“პერეიფერიების პრეტენზიებსა’’ და „ცენტრის
მოთხოვნებს’’ შორის ბალანსის დამყარების პროცესი’’
·
„დეცანტრალიზაცია’’ გულისხმობს ა)პოლიტიკური,ბ)ფინანსური
,გ)ადმინისტრაციული და დ)სამართლებრივი უფლებამოსილებების „ცენტრალური ხელისუფლებიდან’’
„რეგიონალურ’’ და
„ადგილობრივ’’ ხელისუფლებებზე „გადაცემას’’
გ)“მსოფლიო ბანკის’’ განმარტება
·
„დეცენტრალიზაცია’’ არის ა)“მართვის’’ და ბ)“საჯარო სერვისების მიწოდების’’-მიზნით“ადმინისტრაციული
და ფინანსური უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების’’ „ზემდგომი ხელისუფლებიდან’’
„ქვემდგომი ხელისუფლებისთვის’’-„გადაცემა’’
ხ
·
ზემოთ მოყვანილი განმარტებების თანახმად“დეცენტრალიზაცია’’ ორ ძირითად ელემენტს’’
აერთიანებს: 1) „ფუნქციონლურ ელემენტს’’-რაც არის
„ფუნქციის გადაცემა’’ და 2)“სივრცით ელემენტს’’- რაც
გულისხმობს „ამ ფუნქციის ცენტრიდან[დედაქალაიდან]
პერიფერიისთვის გადაცემას’’
·
თუმცა,ზოგჯერ „დეცენტრალიზაცია’’ შეიძლება მხოლოდ „ფუნქციონალურ ელემენტს’’ მოიცავდეს,მაგ.როცა ხდება “ცენტრალური
ხელისუფლების ფუნქციის „ნახევრად ავტონომიური
საჯარო დაწესებულებისთვის[„ სააგენტოსთვის’’] გადაცემა’’
·
აღმიშნული სპეციფიკის გათვალისწინებით 1--ელ შემთხვევაში სახეზე გვექნება
„ვერტიკალური’’[ე.ი. „ფუნციონალური’’ და „ტერიტორიული’’] დეცენტრალიზაცია,ხოლო
მე-2 შემთხვევაში “ჰორიზონტალური’’[ე.ი.
„ფუნქციონალური’’] დეცენტრალიზაცია.
·
მაგ.„ვერტიკალური დეცენტრალიზაციაა’’
როცა ცენტრალური
ხელისუფლება უფლებამოსილებებს გადასცემს
„რეგიონალურ’’ ან „ ადგილობრივ’’ ხელისუფლებას’’ ანუ
ავტონომიურ რესპუბლიკებს,რეგიონებს ,მუნიციპალიტეტებს,
სამინისტროების „ტერიტორიულ ორგანოებს’’
·
მაგ. „ჰორიზონტალური დეცენტრალიზაციაა’’
როცა ცენტრალური
ხელისუფლება[მთავრობა,სამინისტროები] უფლებამოსილებას გადასცემს arasamewarmeo (arakomerciuli) iuridiuli pirს[ააიპ-ის], SezRuduli pasuxismgeblobis sazogadoebaს [შპს-ს]
ხ
·
ამრიგად,შეჯამების სახით შეიძლება ითქვას,რომ:
a.
„დეცენტრალიზაცია’’[ფართო გაგებით] „საჯარო მართვის’’ ინსტრუმენტია[საშუალებაა]
b.
„დეცენტრალიზაცია’’ “ძალაუფლების
მფლობელი სუბიექტის’’ მიერ საკუთარი უფლებამოსილებების“სხვა ერთეულებზე’’ „გადაცემის
‘’ და „გადანაწილების’’ გზით ხორციელდება
c.
„დეცენტრალიზაციის’’ დანიშნულებაა“ეფექტური საჯარო მმართველობის’’ უზრუნველყოფა[!]
2.„დეცენტრალიზაციის’’ სახეები[ფორმები]
·
„დეცენტრალიზაციის’’ შემდეგ სახეებს[ფორმებს] გამოყოფენ:
ა)„დეკონცენტრაცია’’,ბ)“დელეგირება’’
,გ)“დევოლუცია,დ)“პრივატიზაცია’’
ა)“დეკონცენტრაცია’’,როგორც „დეცენტრალიზაციის’’ ფორმა
·
„მსოფლიო ბანკის’’ განმარტებით ,“დეკონცენტრაცია’’
„დეცენტრალიზაციის’’ ყველაზე „მსუბუქი’’ ფომაა ,რა დროსაც პასუხისმგებლობა „ცენტრალური ხელისუფლების’’
–„სტრუქტურულ ერთეულებს’’ გადაეცემათ
.კერძოდ „ცენტრალური ხელისუფლების’’ „ტერიტორიულ’’ ან „რეგიონალურ’’ ან „მუნიციპალურ’’ -ოფისებს[!]
·
სხვა სიტყვებით „დეკონცენტრაცია’’ არის „სამუშაოს სიმძიმის ცენტრალური ხელისუფლების სამინისტროების
ოფისებიდან დედაქალაქის გარეთ არსებული ოფისების პერსონალზე გადანაწილება’’
·
„დეკონცენტრაცია’’ „ცენტრის’’
ფუნქციებიდან „განტვირთვას’’ და პრობლემებზე“სწრაფად რეაგირებადი’’ მართვის სისტემის ფორმირებას ემსახურება.
·
„დეკონცენტრაციის’’
დროს „ტერიტორიული ორგანო’’ ისევ „ცენტრის’’ სტრუქტურაში „რჩება’’ და მის მკაცრ
იერარქიულ კონტროლს[სამსახურებრივ ზედამხედველობას] ექვემდებარება,ხოლო მისთვის „გადაცემული
ფუნქცია’’ კვლავ „ცენტრის’’ უფლებამოსილებას მიეკუთვნება.
·
ამასთან „ტერიტორიულ
ორგანოს’’ არ აქვს უფლება „თავად გადაწყვიტოს’’,თუ როგორ უნდა მოხდეს ამ გადაცემული
უფლებამოსილების „აღსრულება’’ ან ხშირად მისთვის გადაცემული „უფლება’’ მნიშვნელოვნად
შეზღუდულია.
·
„დეკონცენტრაციის’’ მაგალითია“სამინისტროს’’
„ ტერიტორიული ორგანო’’,რომელსაც მიმიმალური „ავტონომია’’ აქვს ,ან „სახელმწიფო რწმუნებული’’-ე.წ. „გუბერმატორი’’,
რომელსაც გარკვეული
ხარისხის“ავტონომია’’ გააჩნია[მაგ.“საკადრო საკითხებზე’’ ან“კომპეტენციაში შემავალ
სხვა საკითხებზე’’ გადაწყვეტილების მიღების პროცესში]
ბ)“დელეგირება’’,როგორც „დეცენტრალიზაციის’’ ფორმა
·
„დელეგირება’’-ეს არის „კონკრეტული ფუნქციების’’ „ მართვის’’ და მათზე “გადაწყვეტილებების მიღების’’ უფლებამოსილებების გადაცემა „იმ
ორგანიზაციებისთვის’’ რომლებიც ექვემდებარებიან “ცენტრალური
სამინისტროს’’ არა პირდაპირ კონტროლს
·
„დელეგირების’’ დროს ასეთი „ორგანიზაცია’’
„გადაწყვეტილების’’
მიღების პროცესში მნიშვნელოვანი „დამოუკიდებლობით’’ სარგებლობს[ასეთ შემთხვევასი ცენტრი[სამინისტრო]
შესაბამის ერთეულზე[ორგანიზაციაზე] მხოლოდ
არაპირდაპირ კონტროლს ახორციელებს.
·
ასეთი „სუბიექტი’’[„ორგანიზაცია’’]
შეიძლება“სჯარო ხელისუფლების’’ სტრუქტურის გარეთაც არსებობდეს
·
გასათვალისწინებელია,რომ“დელეგირების’’ შემთხვევაშიც „ფუნქცია’’ კვლავ „ცენტრის’’[მადელეგირებელი
სუბიექტის მაგ. სამინისტროს] „ფუნქციად’’ რჩება.
·
მაგ. „საჯარო ფუნქციების’’ „დელეგირება’’ შეიძლება განხორციელდეს“ორგანიზაციულად ავტონომიურ’’ „ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირებზე’’ [სსიპ-ებზე და მუნიციპალიტეტებზე ],ან „კერძო სექტორზე’’(ააიპ-ზე,შპს-ზე;სს-ზე)]
·
მუნიციპალიტეტზე „საჯარო ფუნქციების’’ „დელეგირება’’
ხდება სამინისტროს ა)„ნორმატიული
აქტით’’ და ბ)„ადმინისტრაციული ხელშეკრულებით’’
·
სახელმწიფოს[სამინისტროს] ან მუნიციპალიტეტის
დაფუძნებულ „საჯარო
სამართლის იურიდიულ პირზე’’ [სსპ-იზე]
„საჯარო ფუნქციების’’ „დელეგირება
ხდება-[მხოლოდ] „ადნინისტრაციული ხელშეკრულებით’’
·
კერძო პირების
მიერ დაფუძნებულ „იურიდიულ პირებზე’’ (ააიპ-ზე,შპს-ზე-სს-ზე)„საჯარო ფუნქციების’’ „დელეგირება’’ ხდება: “კონცესიის’’ ,“ლიზინგის’’,“მართვის’’ და სხვა „ხელშეკრულებების’’ საფუძველზე
ხ
·
ამდენად,„საჯარო ფუნქციების’’
“დელეგირება’’ შეიძლება როგორც“ჰორიზონტალურ
დონეზე’’[სსიპ-ებზე როცა ხდება ] ,ისე „ვერტიკალურ’’ დონეზე [მუნიციპალიტეტბზე და , კერძო სექტორზე,როცა
ხდება ] განხორციელდეს.
ხ
·
„დელეგირების’’ მიზანი „საჯარო ფუნქციების’’ აღსრულებისას
ა) „ბიუროკრატიული მექანიზმების’’ შემცირება,ბ)“ადგილობრივ პირობებთან გადაწყვეილების ადაპტირება’’ ან გ)„აღსრულების პროცესში „კერძო სექტორისთვის დამახასიათებელი
მოგებაზე ორიენტირებული მართვის მეთოდების შემოღება’’’ შეიძლება იყოს [მაგ. „საჯარო
სერვისის’’ მისაღებად „საფასურის’’ დაწესება,ან“მოგების განაწილება’’ ,ან“პერსონალისთვის
„საჯარო მოხელის’’ სტატუსის გაუქმება სწორედ ამ ბოლო მიზანს ისახავს]
ხ
·
საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების
„საჯარო ფუნქციების’’ „დელეგირება’’ დასაშვებია როგორც მუნიციპალიტეტებზე და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებზე [სსპი] და ისე
სახელმწიფოს და კერძო პირების მიერ
დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე[შპს-ზე-სს-ზე)]
მაგ. შპს „საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანია’’,სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული „კერძო სამართლის იურიდიული
პირია’’,რომელიც „საჯარო ფუნქციებს’’ ახორციელებს
ხ
·
ყურადღება’: „საჯარო ფუნქციათა’’ „დელეგირება’’ გამოიყენება
არა მხოლოდ „სამინისტროების’’ მიერ ,არამედ „მუნიციპალიტეტების’’ მიერაც
·
„მუნიციპალიტეტები საკუთარ უფლებამოსილებაში შემავალი სხვადასხვა „საჯარო
მომსახრების’’ მოსახლეობისტვის მიწოდებას ძირითადად მუნიციპალიტეტების
ააიპ-ების [arasamewarmeo
(ანუ
arakomerciuli) iuridiuli pirების] დახმარებით ახორციელებემნ[მაგ.“დასუფთავების’’
,“მუნიციპალიტეტის კეტილმოწყობის’’,“მიუსაფარი ცხოველების მართვის’’ და სხვა სფეროებში]
·
კერძო პირის დაფუძნებულ „კერძო სამართლის იურიდიულ პირზე’’ მუნიციპალიტეტის
ფუნქციის „დელეგირების’’ მაგალითი იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ „ავტოპარკირების საკითხების’’ მართვის უფლებამოსილების კერძო კომპანია“|სითი
პარკისატვის’’ გადაცემა .
გ) „პრივატიზაცია’’, ,როგორც „დეცენტრალიზაციის’’ ფორმა
·
ამ შემთხვევაში ტერმინი „პრივატიზაცია’’ გულისხმობს არა „სახელმწიფო ქონების’’
განკერძოებას,არამედ“საჯარო ფუნქციათა’’ „კერძო სექტორისთვის’’ –„გადაცემას’’ ან მათთან -„გაზიარებას’’
·
ამდენად,“პრივატიზაციას’’ ადგილი
აქვს,როდესაც ხელისუფლება [სამინისტრო ან მუნიციპალიტეტი
]“კერძო სექტორის სასარგებლოდ’’ „სრულად’’ ან „ნაწილობრივ’’ იხსნის უფლებამოსილებას
[ანუ როცა ადგილი აქვს უფლებამოსილების სრულად ან ნაწილობრივ „გადაკისრებას’’ კერძო
სექტორისთვის’’]
·
ამ დროს „საჯარო ფუნქციაზე’’ პასუხისმგებლობა „საჯარო ხელისუფლებას’’ აღარ
ეკისრება ან ეკისრება ,მაგრამ ის ერთადერთი პასუხიმგებელი სუბიექტი აღარ არის[ზიარი
უფლებამოსილება]
·
შესაბამისად „პრივატიზაციის’’ დროს „საჯარო
ფუნქციის’’ განხორციელება მთლიანად „კერძო სექტორის’’ ინიციატივის ქვეშ გადადის ანსაჯარო
ხელისუფლება „სახელმწიფო აქტივობების პარალელურად’’ „კერძო ინიციატივების’’’’ არსებობსაც
უშვებს.
·
მაგალითად „უმაღლესი განათლების’’,“პროფესიული განათლების’’ან „ჰოსპიტალური
მომსახურების’’ სექტორების „სრული პრივატიზაციისას’’
სახელმწიფოში აღარ იარსებებს“სახელმწიფოს
საკუთრებაში არსებული’’ საგანმანათლბლო დაწესებულებები ან საავადმყოფოები.
·
ხოლო „ნაწილობრივი პრივატიზაციის’’ შემთხვევაში
„ნებადართულად’’ ცხადდება „სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან ან საავადმყოფოებთან’’
ერთად შესაბამისი „კერძო დაწესებულებების’’ არსებობა
და „ბიზნესის’’ მიერ მათი მართვა.
ხ
·
„პრივატიზაციას’’ აგრეთვე შეიძლება დაექვემდებაროს “სერტიფიცირების’’,“ლიცენზირების’’,“რეგულირების’’ „საჯარო ფუნქციების’’ „კერძო სფეროში მოქმედ სუბიექტებზე-ა)“კოოპერატივებზე’’,ბ)“პროფესიულ
ასოციაციებზე’’ გ)“კლუბებზე’’ დ)“საქველმოქმედო ორგანიზაციებზე’’ - გადაცემა და მათი „თვითრეგულირების რეჟიმში’’ მოქცევა.
დ) „დევოლუცია’’, ,როგორც „დეცენტრალიზაციის’’ ფორმა
·
„დევოლუცია’’-„დეცენტრალიზაციის’’ ე.წ.
„ძლიერი’’ ფორმაა
·
„დევოლუციის’’ დროს ხელისუფლება საკუთარ „პასუხისმგებლობას’’,“უფლებამოსილებას’’
და „ანგარიშვალდებულებას’’ გადასცემს „ქვემდგომ
ტერიტორიულ დონეს’’,რომელსაც გარკვეული
ხარისხის „პოლიტიკური
ავტონომია’’[!] გააჩნია.
·
„პოლიტიკური
ავტონომია’’ მოსახლეობის
მიერ პირდაპირი წესით არჩეული ადგილობრივი ორგანოების არსებობაში გამოიხატება[ეს დაიმახსოვრე]
·
ამდენად,“დევოლუცია’’ არის გადაწყვეტილების
მიღების,ფინანსური და მმართველობითი ფუნქციების „პოლიტიკურად
ავტონომიურ’’ „სუბნაცინალურ’’[ანუ „ადგილობრივ’’] „ტერიტორიულ ერთეულებზე’’
- „გადაცემა’’ [ზეპირად]
·
„პოლიტიკურად ავტონომიური’’
„სუბნაცინალური’’[ანუ „ადგილობრივი’’] „ტერიტორიული ერთეულები’’-შეიძლება იყოს ა)“ადგილობრივი თვითმმართველობა’’ ბ)“რეგიონალური ავტონომიები’’
·
აღმიშული „ერთეულები’ ქვეყნის
პოლიტიკურ სისტემაში „ავტონომიურ საჯარო ხელისუფლებებად’’
გვევლინებიან,რომლებიც ‘’ზემდგომი ტერიტორიული ხელისუფლებების’’[ცენტრის] მმართველობის იერარქიულ სტრუქტურაში-არ შედიან[!]
·
ეს „ერთეულები’’ საკუთარ უფლებამოსილებებს „დამოუკიდებლად’’ და საკუთარი“პოლიტიკური’’
და „სამართლებრივი’’ პასუხისმგებლობით ახორციელებენ.
·
ამ დროს „ცენტრს’’ მათ მიმართ
მნიშვნელოვნად „შეზღუდული’’ უფლებამოსილებები გააჩნია[!]ხ
ხ
·
ამრიგად“დეცენტრალიზაცია’’[ფართო
გაგებით] „საჯარო უფლებამოსილებების’’
ა) „ხელისუფლების ტერიტორიული ორგანოებისთვის’’[„დეკონცენტრაცია’’] ,“ნახევრად
ავტონომიური სახელმწიფო დაწესებულებებისთვის’’[„დელეგირება’’],“რეგიონალური და ადგილობრივი
ხელისუფლებისთვის’’[„დევოლუცია’’] ანდა „კერძო
სექტორისთვის’’[„პრივატიზაცია’’] –„გადაცემაში’’ -გამოიხატება
[ზეპირად]
·
ამასთან ,გასათვალისწინებელია,რომ
ტერმინი“დეცენტრალიზაცია’’ შედარებით „ვიწრო მნიშვნელობით’’ გამოიყენება და მასში მხოლოდ „დეცენტრალიზაციის’’
–„დევოლუციის’’ ფორმა იგულისხმება.
·
ყურადღება: „მუნიციპალური სამართლის’’ კურსის
შესწავლისას ტერმინი „დეცენტრალიზაცია’’
ძირითადად სწორედ „ვიწრო მნიშვნელობით’’ იქნება
გამოყენებული
ხ
3. „პოლიტიკური’’,“ადმინისტრაციული’’ და „ფისკალური ‘’ დეცენტრალიზაციის ცნებები
·
„დეცენტრალიზაციის’’ კონცეფციის სრულად აღსაქმელად „დეცენტრალიზაციის’’ ზემოთ
განხილული სახეების [ფორმების] გარდა შემოტანილი
აქვთ „პოლიტიკური’’,“ადმინისტრაციული’’ და
„ფისკალური ‘’ დეცენტრალიზაციის ცნებები
·
„მუნიციპალური სამართლის’’ კურსის შესწავლისას ამ ცნებებს
ხშირად
გამოვიყენებთ[!]
·
ამიტომ გავეცნოთ მათ მნიშვნელობებსაც
ა)“ადმინისტრაციული დეცენტრალიზაცია’’
·
„ადმინისტრაციული დეცენტრალიზაცია’’ გულისხმობს,თუ როგორაა გადამაწილებული“პოლიტიკის
განსაზღვის’’ და „გადაწყვეტილებების მიღების’’ უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა
„სხვადასხვა ტერიტორიული დონის ხელისუფლებებს
შორის’’ და როგორია ამ გადანაწილების
„შედეგი’’
·
შესაბამისად „ადმინისტრაციულ დეცენტრალიზაციას’’
აინტერესებს ა)უფლებამოსილებების და ფუნქციების „ტერიტორიული’’ გადანაწილება,აგრეთვე
ბ)“ადგილობრივი პოლიტიკის’’ განსაზღვრისა და აღსრულების „ავტონომიურობის ხარისხთან’’
დაკავშირებული საკითხები
ხ
·
ადმინისტრაციული დეცენტრალიზაციის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს „ადგილობრივი ადამიანური
რესურსების’’ მართვის „ავტონომიურობა’’ წარმოადგენს
·
ამდენად „ადმინისტრაციული დეცენტრალიზაცია’’ „ადგილობრივი ‘’ მოსამსახურეების „შერჩევის’’,“გნთავისუფლების’’
და მათთვის „სამუშაო პირობების განსაზღვრის’’ თაობაზე გადაწყვეტილებების კანონის
ფარგლებში დამოუკიდებლად მიღების უფლებაშიც გამოიხატება.
ხ
·
„დეცენტრალიზაციის „ადმინისტრაციული’’
განზომილება ფოკუსირდება“ადგილობრივი
ტერიტორიებისთვის’’ “ცენტრალური კონტროლისგან’’ ავტონომიის მინიჭებაზე
ეს „ავტონომია’’ კი შედგება:
„პოლიტიკის შემუშავების’’,“პერსონალის კონტროლის’’ და „საჯარო ფინანსებზე’’ კომტროლისაგან.
ბ) „პოლიტიკური დეცენტრალიზაცია’’
·
„პოლიტიკური დეცენტრალიზაციის’’ არსებობის „მინიმალურ პირობას’’ ადგილობრივი მოსახლეობის
მიერ არჩეული“ადგილობრივი ორგანოების’’ არსებობა წარმოადგენს
·
თუმცა, ქვეყნის “პოლიტიკური დეცენტრალიზაციის’’
ხარისხი სხვა „ფატორებითაც’’ განისაზღვრება.[ა)სამართლებრივი,ბ)პოლიტიკური,გ)ტრადიციული[კულტურული],დ)სოციალური „ფატორებით’’]
·
„პოლიტიკური დეცენტრალიზაცია’’ „ადგილობრივი მოსახლეობას’’
და „მათ წინაშე ანგარიშვალდებულ,არჩეულ ადგილობრივ ხელისუფლებას“ადგილობრივი საკითხების’’ „გადაწყვეტის’’ უფლებამოსილებით აღჭურავს.
·
„პოლიტიკური დეცენტრალიზაცია’’ უზრუნველყოფს,რომ „საჯარო
გადაწყვეტილებაზე’’ „პოლიტიკური პასუხისმგებლობა’’ აიღონ იმ სუბიექტებმა,რომლებიც აღნიშნული
გადაწყვეტილების „შედეგებს’’ უშუალოდ განიცდიან.
·
შესაბამისად“პოლიტიკური დეცენტრალიზაცია’
’ „მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი’’ „ადგილობრივი პოლიტიკის’’
და „ადგილობრივი პოლიტიკური პროცესის’’ არსებობაშიც გამოიხატება.
ხ
·
„პოლიტიკური დეცენტრალიზაცია’’
გულისხმობს-
ა)თუ როგორ ხდება „პოლიტიკის საკითხებზე’’ გადაწყვეტილების მიღებისას „მოქალაქეთა აზრის’’
გათვალისწინება და ბ)რამდენად შეუძლია ადგილობრივ
„სამოქალქო საზოგადოებას’’ სხვადასხვა „ტერიტორიული დონის ხელისუფლება და თამამდებობის
პირები’’-„ანგარიშვალდებულნი’’ გახადონ
·
„პოლიტიკურად დეცენტრალიზებულ’’
სისტემებში
მოქალაქეები საკუთარ ინტერესებს განსაზღვრავენ
დათავიანთ იდენტობას აყალიბებენ ადგილობრივი
მოთხოვნების შესაბამისად,ამ დროს ისეთი ორგანიზაციები,როგორიცაა
„პარტიები’’ და „სოციალური მოძრაობები’’ადგილზე ოპერირებენ და „ადგილობრივი საკითხების’’ თაობაზე “ადგილობრივ
არჩევნებში’’ ერთმანეთს ეჯიბრებიან.
ხ
·
ამდენად“პოლიტიკური დეცენტრალიზაცია’’ არსებობს ,როდესაც“ადგილობრივი პოლიტიკა’’ ნაწილობრივ მაინც
გამიჯნულია „ცენტრისგან’’ და ადილობრივ პოლიტიკურ „აქტორებს’’ ,გარკვეულ ფარგლებსი,“დამოუკიდებლად
მოქმედება’’ სეუძლიათ.
ხ
·
პოლიტიკური დეცენტრალიზაციის
„ხარისხი’’
მიუთითებს,თუ რომელ მხარეს არის „გადახრილი’’ ადგილობრივი ხელისუფლების „ანგარიშვალდებულების’’ ვექტორი.
·
კერძოდ,ის „ადგილობრივი მოსახლეობისკენ’’
იხრება,თუ მაღალი“ტერიტორიული დონის’’ საჯარო ხელისუფლებისკენ [როგორიცაა
:სახელმწიფო ხელისუფლება,ან ფედერაციის სუბიექტი,ან რეგიონი]
·
როგორც აღინიშმა ,“პოლიტიკური დეცენტრალიზაციის’’ არსებობის ყველაზე „შესამჩნევი’’ და „მინიმალური’’პირობა-„არჩევითი ადგილობრივი ორგანოების’’ არსებობაა
გ)“ფისკალური დეცენტრალიზაცია’’
·
„ფისკალური დეცენტრალიზაცია’’ ნიშნავს: ა)“ხარჯების,’’,
ბ)“შემოსავლების’’[ანუ „ტრანსფერების’’ და „გადასახადების ამოღების უფლებამოსლებეის’’]
და გ)“სესხის აღების’’ უფლებამოსილებების -„სხვადასხვა დონის’’ „ ტერიტორიული ხელისუფლებისთვის’’ –„გადაცემას’’[ზეპირად]
ხ
·
ფისკალური დეცენტრალიზაციის „მნიშვნელოვანი გამოწვევაა’’
გდაანაწილოს რესურსები იმ „ტერიტორიულ დონეებზე’’ რომელიც
„საზოგადოებრივ კეთილდღეობას’’ ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს.
ხ
·
„ფისკალურად დეცანტრიზებული’’
სისტემები ახდენენ „ფისკალური რესურსების’’ ‘’უფრო მეტი’’ პროპორციის „ქვედა დონეზე’’ გადანაწილებას ვიდრე“ზედადონეზე’’
ხ
·
ამდენად,“დეცენტრალიზაციის’’ „ფისკალური’’ განზომილება გულისხმობს : “საჯარო ფინანსების’’,თუ
რა მოცულობის განკარგვა შეუძლია’’ და ამ „საჯარო
ფინანსებზე’’ რა სახის „კონტროლი’’ და ზეგავლენა’’
გააჩნია-„ადგილობრივ ხელისუფლებას’’
Комментарии
Отправить комментарий