„მუნიციპალური სამართლის’’ ცნება და „ძირითადი’’ წყაროები.
სარჩევი:
1.მუნიციპალური
სამართლის ცნება
2.“მუნიციპალური სამართლის’’ კავშირი სამართლის სხვა დარგებთან
3. საქართველოს მუნიციპალური სამართლის „ძირითადი წყაროები’’
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’
4. „მუნიციპალური სამართლის’’ „სხვა ‘’ „წყაროები’’
ზ)“ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების’’ სამართლებრივი აქტები
თ) “სასამართლო გადაწყვეტილებები’’
ი)„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია’’
1.მუნიციპალური სამართლის ცნება
·
ტერმინი „მუნიციპალური’’ ლათინური სიტყვისგან- municipio
-სგან წარმოდგება
·
ლათინურად „ munus ‘’ –„სამსახურს’’ ,“ვალდებულებას’’ ,ხოლო „ capio ‘ –„დაუფლებას’’ ,“მიღებას’’,“შეძენას’’ გულისხმობს.
·
„ძველ რომში’’ ტერმინით „მუნიციპალიტეტი’’, “თვითმმართველობის უფლებით’’
აღჭურვილი ქალაქები
[“თვითმმართველი ქალაქები’’]მოიხსენებოდა.
ხ
·
„მუნიციპალური[ ანუ „ადგილობრივი
თვითმმართველობის’’] სამართალი’’[შემდგომში -„მუნიციპალური სამართალი’’] წარმოადგენს სამართლის
„კომპლექსურ დარგს’’
ხ
·
„მუნიციპალური სამართალი’’ „ადგილობრივი თვითმართველბის’’ განხორციელებასთან დაკავშირებულ’’ საზოგადოებრივ ურთიერთობებს
აწესრიგებს.[„მუნიციპალური სამართლის’’ ცნება-ზეპირად]
2.“მუნიციპალური სამართლის’’ კავშირი სამართლის სხვა დარგებთან
·
„მუნიციპალური სამართალს’’მჭიდრო კავშირი აქვს სამართლის „სხვა დარგებთან’’
·
„მუნიციპალური სამართალს’’ განსაკუტრებით მჭიდრო კავშირი
აქვს “საკონსტიტუციო სამართალთან’’
·
„საკონსტიტუციო სამართლის’’ ფარგლებში ვითარდება „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ „ინსტიტუციური დაცვის’’ -გარანტიები.
·
„საკონსტიტუციო სამართალი’’ განსაზღვრავს „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ა)განხორციელების „ძირითად
პრინციპებს’’ და ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ადგილს
“საჯარო ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში’’
ხ
·
„მუნიციპალური სამართალი’’ მჭიდრო
კავშირშია „ადმინისტრაციულ სამართალთანაც’’
·
„ადგილობრივი თვითმმართველობა’’
მოსახლეობის
მიერ
„პირდაპირი წესით’’ არჩეული“წარმომადგენლობითი
ორგანოს’’[საკრებულოს] და სხვადასხვა „ფორმით’’ შექმნილი „აღმასრულებელი ორგანოების’’ მიერ ხორციელდება
·
ეს „აღმასრულებელი ორგანოები’’-„ადმინისტრაციული
ორგანოებია’’ და მათი „საქმიანობის წესი’’ -„ადმინისტრაციული სამართლით’’ განისაზღვრება
·
„ადგილობრივი თვითმმართველობის’’ უფლებამოსილებაში
შემავალი „საკითხების’’ მართვა და გადაწყვეტილებების მიღება-„ადმინისტრაციული სამართლის’’
საფუძველზე ხორციელდება.
ხ
·
„მუნიციპალური სამართალი’’ მჭიდრო კავშირშია სამართლის ისეთ მნიშვნელოვან
დარგებტან და ქვედარგებთან ,როგორიცაა:
a. საფინანსო-საბიუჯეტო სამართალი
b. მიწის სამართალი
c. გარემოს დაცვის სამართალი
d. სამშენებლო სამართალი
e. სოციალური დაცვის სამართალი
f. და ა.შ.
[ესენი შემდეგ კურსზე]
ხ
3. საქართველოს მუნიციპალური სამართლის „ძირითადი წყაროები’’
ა)“საქართველოს კონსტიტუცია’’
·
საქართველოში „მუნიციპალური სამართლის’’ უპირველეს „წყაროს’’ „საქართველოს
კონსტიტუცია’’ წარმოადგენს.
·
„საქართველოს კონსტიტუციაში’’“ადგილობრივი თვთმმართველობის’’ ინსტიტუტი
აღიარებულია მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით:
მუხლი 7. ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები
4. საქართველოს მოქალაქეები „ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს’’ აწესრიგებენ „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება „სუბსიდიარობის პრინციპს’’.
სახელმწიფო უზრუნველყოფს „თვითმმართველი ერთეულის’’ ფინანსური სახსრების შესაბამისობას ორგანული კანონით განსაზღვრულ „თვითმმართველი ერთეულის’’ უფლებამოსილებებთან.
ხ
·
„ადგილობრივი თვიტმმართველობის’’ საკიტხების „დეტალურ რეგლამენტაციას’’
კი კონსტიტუცია ცალკე მე-9 თავს უთმობს[!]
·
კონსტიტუციის მე-9 თავი 3[სამ]
მუხლს და 14 პუნქტს აერთიანებს
ხ
·
საქართველოს კონსტიტუციის ტექსტში
„ადგილობრივი თვითმმართველობა’’,ჯამში,8 მუხლშია მოხსენიებული[1][იხ.
სქოლიო ამ მუხლების ჩამონათვალით და წავიკითხოთ ყველა მათგანი
„კონსტიტუციაში’’]
ხ
·
საქართველოს კონსტიტუცია „ადგენს’’.რომ :“ადგილობრივი თვითმმართველობის’’
„ძირითადი საკითხები’’ –„ორგანული კანონით’’ უნდა განისაზღვროს.[ანუ
მაღალი იურიდიული ძალის მქონე საკანონმდებლო აქტით]
·
კერძოდ,საქართველოს კონსტიტუციის თანახმად “ორგანული კანონით უნდა
მოწესრიგდეს’’:
a. „ადგილობრივი თვითმმართველობის’’-„
განხორციელების წესი’’
b. „ადგილობრივი თვითმმართველობის’’-
„უფლებამოსილებები’’
c. „ადგილობრივი თვითმმართველობის’’-„საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა’’
d. „ადგილობრივი თვითმმართველობის’’-„ორგანიზაციული მოწყობა’’
e. აგრეთვე „სხვა „თვითმმართველ ერთეულთან’’
თანამშრომლობის და კონსულტაციების გამართვის წესები’’
·
ის რომ კონსტიტუციის მოთხოვნით “ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ეს „ძირითადი საკითხები’’
–„ორგანული კანონით’’ უნდა განისაზღვროს ,მიზნად
ისახავს“ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ინსტიტუციური დაცვის „მაღალი გარანტიების’’
ჩამოყალიბებას და „ადგილობრივი თვითმამართველობის’’
კანონმდებლობის ერთიანობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’
·
„საქართველოს „მუნიციპალური სამართლის’’ „ნორმების’’ ყველაზე მოცულობით „წყაროს’’ წარმოადგენს -საქართველოს ორგანული
კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ [შემდგომში- „კოდექსი’’]
·
„კოდექსი’’ 2014 წელს იქნა მიღებული
·
მან ჩაანაცვლა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ 2005 წლის საქართველოს
ორგანული კანონი და რამდენიმე“სხვა საკანონმდებლო
აქტი’’
·
„ადგილობრივი თვითმმართველობის’’ საკითხების „კოდექსის’’ ფორმით რეგულირებამ უზრუნველყო „მუნიციპალური სამართლის’’ ძირითადი ნორმების სისტემატიზაცია და „ერთი’’ საკანონმდებლო აქტის
ფარგლებში მოქცევა.
ხ
·
აღსანიშნავია,რომ „საქართველოს საკანონმდებლო
აქტების’’ მთლიანი რაოდენობის 20-25%პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით ეხება
„ადგილობრივი თვითმმართველობის’’ საკითხებს დ „მუნიციპალიტეტების’’-უფლება-მოვალეობებს
·
ეს“ადგილობრივი თვითმართველობის’’ ინსტიტუტის საჯარო მმართველობის სისტემაში“მნიშვნელოვან ადგილზე’’ მიუთითებს
ხ
4. „მუნიციპალური სამართლის’’ „სხვა ‘’ „წყაროები’’
„მუნიციპალური სამართლის’’ „სხვა ‘’ „წყაროებს ’’ წარმოადგენს:
გ)“ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ ‘’ საქართველოს კანონი
დ)“საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი’’
ე)„საქართველოს საგადასახადო კოდესი’’
ვ)“კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები’’
ზ)“ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების’’ სამართლებრივი აქტები
თ) “სასამართლო გადაწყვეტილებები’’
ი)„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია’’
ხ
ზ)“ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების’’ სამართლებრივი აქტები
·
„მუნიციპალური სამართლის’’ ერთ-ერთ „მნიშვნელოვან’’ და „განსაკუთრებულ’’ წყაროს წარმოადგენს :“ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების’’ სამართლებრივი
აქტები[მათ მხოლოდ“თვითმმართველი ერთეული’’ ტერიტორიაზე აქვს
შესასრულებლად სავალდელო ძალა.
·
საქარტველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად:
„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს’’ მიერ მისი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი
„თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე’’ შესასრულებლად სავალდებულოა’’
მუხლი 76. ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები
5. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მისი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე შესასრულებლად სავალდებულოა.
·
აქედან გამომდინარეობს „მუნიციპალური სამართლის’’ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
„თავისებურება’’,რომელიც“ადგილობრივი თვითმმართველობის’’ უფლებამოსილებასი შემავალი
ზოგიერთი საკითხის „სხვადასხვა მუნიციპალიტეტში’’ „განსხვავებულად მოწესრიგების’’ „შესაძლებლობას’’
გულისხმობს
·
ამდენად,“მუნიციპალური სამართალი’’
ქვეყანაში „მუნიციპალიტეტების მიხედვით’’
შეიძლება- განსხვადებოდეს[!] [ეს დაიმახოვრე]
·
მაგ. საქართველოში დღეს 64 მუნიციპალიტეტი[2] ფუნქციონირებს,შესაბამისად
„თეორიულად’’ დასაშვებია ,რომ მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებაში შემავალი „ზოგიერთი
საკითხი’’ 64-ივე მუნიციპალიტეტში „სხვადსხვა სახით’’ იყოს დარეგულირებული.
თ) “სასამართლო გადაწყვეტილებები’’
·
„მუნიციპალური სამართლის’’ წყაროს აგრეთვე წარმოადგენს “სასამართლოს გადაწყვეტილებები’’
[განსაკუთრებით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს’’-„პრაქტიკა’’]
·
თუმცა,“საქრთველოს საკონსტიტუციო სასამართლოს’’ ჯერ-ჯერობით არ მისცემია
შესაძლებლობა ემსჯელა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 თავით გათვალისწინებული ნორმების
დიდ ნაწილზე
·
აგრეთვე,საკონსტიტუციო სასამართლოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს[საკრებულოს] ინიციატივით დღემდე არცერთი საქმე განუხილავს
ხ
ი)„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია’’
·
„მუნიციპალური სამართლის’’ კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს-„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია’’ წარმოადგენს
·
ეს „წყარო’’ განხილულია სახელმღვანელოს[წიგნის] 1-ელ თავში
გვ.11-28 [წაიკითხე]
[1]
1)მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი 2)მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი
3)24 -ემუხლის 1-ლი პუნქტი;4) 50-ე მუხლის
მე-3 პუნქტი;5) 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის
„გ’’ ქვეპ.;6) მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა’’ ქვპ 7) 74-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტ. 8) 76-ე მუხლის მე-5 პუნქტი;
[2]
აღმიშნულ რიცხვში არ შედის
ოკუპირებული ტერიტორიებიდან“დევნილი’’ 5 მუნიციპალიტეტი.ამ მუნიციპალიტეტების“ორგანოები’’
ფუნქციონირებემ,თუმცა „საკუთარი’’ ტერიტორია არ გააჩნიათ და ძირიტადად ოკუპირებული
ტერიტორიებიდან „დევნილი მოსახლეობის’’ საკითხებზე მუშაობენ.
Комментарии
Отправить комментарий